განაჩენი

სისხლის სამართლის 02.08.2018
საქმის ნომერი
120100117002220481
დავის ტიპი
177 3 გ , 177 3 ა , 177 2 ა
თარიღი
02.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

 

საქმე #1/306-17წ. 2 აგვისტო, 2018 წელი ქ.ახალციხე

 

მოსამართლე - გ------- ლონდარიძე

სხდომის მდივანი - ირმა იაკ----ძე

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე - პროკურორი - ო--------------ე

 

დაცვის მხარე - ბრალდებული - ნ------ კ-------ა - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 09-------- წელს, პ/ნ 1----------, მცხ. ქ. თ---–--ი, ა–------ს ქ. N--

ბრალდებული - ზ---- გ-------ე - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 11-------- წელს, პ/ნ 5----------, მცხ. გ------ რაიონი სოფელი კ-----

ადვოკატი - გი-–-----------–-ძე

 

კვალიფიკ-–--: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქ/პ და მესამე ნაწილის ,,ა’’ და ,,გ’’ ქ/პ.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ზ---- გ-------ე და ნ------ კ-------ა 2017 წლის 07 ნოემბერს, იმყოფებოდნენ ბო--------- რაიონის დაბა ბა--------–-, სადაც წინასწარი შეთანხმებით და სპეციალურად მომზადებული ძალაყინით, წა----ს ქუჩის მიმდებარედ არსებულ საცხოვრებელ კომპლექს მგ---------ს საცხოვრებელ კოტეჯებში, ძალის გამოყენებით, ძალაყინით კარების და ფანჯრის დაზიანებით გააღეს და შეაღწიეს N------------------------ კოტეჯებში საიდანაც ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ სხვადასხვა სახის დასახელების ელექტრო-ტექნიკა, გენერატორებს, ხელსაწყოებს და ტანსაცმელს.

 

ზ---- გ-------ის და ნ------ კ-------ას ქმედებით ნ---- ა-------ეს მიადგა 930 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი, ქ------- ხ--------ეს 4248 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი, გ-------–ი კ-–--ს 1200 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი, გ------- მ--–--------ს 500 ლარის ზიანი, სულ 6878 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ქურდობა ესეი იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით.

 

დაზარალებულმა ნ---- ა-------ემ მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ ნოემბერში გამთენიისას დაურეკეს და აცნობეს რომ მის საკუთრებაში არსებული კოტეჯი სავარაუდოდ იყო გატეხილი და მისულიყვნენ დანიშნულების ადგილას. მეორე დღეს ადგილზე შეხვდნენ პოლიციის თანამშრომლებს, დაათვალიერეს კოტეჯი და ნახეს რომ წაღებული იყო ტელევიზორის სამაგრი, წვრილმანი ნივთები, თმის საშრობი, ტანსაცმელი და ა.შ. ფანჯრიდან იყვნენ შესულები მის კოტეჯში. ნ------ კ-------ამ თავადვე თქვა, რომ ტელევიზორი მისი კოტეჯიდან იყო გატანილი. მანვე მიუთითა, რომ დაახლოებით 930 ლარის ღირებულების ზიანი მიადგა.

 

დაზარალებულმა ქ------- ხ--------ემ მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ ქ------- ხ--------ე არის ბა--------–- მეშვიდე კოტეჯის მესაკუთრე. ნოემბრის თვეში, რიცხვი ზუსტად არ ახსოვს იმყოფებოდა თ---–--ში, დილის ხუთ საათზე დაურეკეს ბო--------- პოლიციიდან და აცნობეს, რომ მისი კოტეჯი იყო გაქურდული. დაახლოებით პირველი საათისათვის ჩავიდნენ ბო-------–ი, პოლიციაში, შემდეგ წავიდნენ ბა--------–-. კოტეჯში დახვდა არეულობა, ტალახი. მისი კოტეჯიდან წაღებული იყო ორი ტელევიზორი, გენერატორი, ელექტრო მტვერსასრუტი, ჩაიდანი. როგორც ბო---------, პოლიციამ განუმარტა მას, უკანა კარიდან იყვნენ შესულები, თუმცა კარს დაზიანების კვალი არ ეტყობოდა, რადგან კარი ისედაც მარტივად იღებოდა და მარტივად შეძლებდნენ შესვლას.

 

დაზარალებულმა გ-------– კ-–--მ მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ იმყოფებოდა თ---–--ში, როდესაც ღამის საათებში დაურეკეს და შეატყობინეს რომ გატეხეს მისი კოტეჯი. მისი კოტეჯიდან დაკარგულია ტელევიზორი თავისი საკაბელო მოწყობილობით და გენერატორი. იგი რამდენჯერმე იყო ბო-------–ი დაკითხვაზე ამოიცნო საკუთარი ნივთები.

 

დაზარალებულმა გ------- მ--–--------მა მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ იგი იმყოფებოდა თ---–--ში, როდესაც დაურეკეს ბო--------- პოლიციიდან და შეატყობინეს რომ მისი კოტეჯი იყო გაქურდული. მისი კოტეჯიდან წაღებული იყო ტელევიზორი, რომელიც მან მოგვიანებით ამოიცნო.

 

მოწმე ვ-–---------–-ს ჩვენებით დადგენილია, რომ მოწმე მუშობს კომპანია „მგ--------ში“ საქმის მწარმოებლად. გასული წლის ნოემბერში დაუკავშირდა ხელოსანს, რომელიც არის ზ---- გ-------ის სიმამრი და სთხოვა დახმარებოდა მას რესტორანის სახურავის შესაკეთებლად. ხელოსანს ხელი ჰქონდა დაზიანებული, ამიტომ მისი სიძე ზ---- გ-------ე წამოვიდა მის მაგივრად. მანამდეც ყოფილან სამშაოდ და მშვენივრად ასრულებდნენ თავიანთ. ზ---- გ-------ეს მანამდე არ იცნობდა, იცნობდა მის ოჯახს. ვ-–- მ------–ს ეჩქარებოდა რემონტი, ამიტომ ჩამოვიდა ზ---- გ-------ე და მისი მეგობარი. მათ სახურავი უნდა შეეკეთებინათ, რადგან წყალი ჩამოდიოდა. ეს ბიჭები დაბინავდნენ იქ, სადაც თანამშრომლები ქირაობდნენ ბინას. სახურავის შეკეთებას სჭირდებოდა დაახლოებით ორი კვირა, 15 დღე. თითქმის დაამთავრეს საქმე სახურავზე ზ----მ გ-------ემ და მისმა მეგობარმა, თუმცა ერთ დღეს დილით მას დაურეკა დაცვის უფროსმა და უთხრა, რომ კოტეჯები იყო გაქურდული.

 

მოწმე ა-–---------- ტ---------მ დაკითხვისას განმარტა, რომ ჰყავს კუთვნილი ავტომანქანა „მინი ვენი“, რომლის საშუალებითაც ტაქსაობს ქალაქ თ---–--ში, დარიგებული აქვს თავისი სავიზიტო ბარათები და გამოძახებით ტაქსაობს საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონში. 2017 წლის 7 ნოემბერს დაურეკა ნ------ კ-------ამ და მორიგდნენ ბა---------დან თ---–--ში ტრანსპორტირებაზე. საღამოს ბა--------–- ჩავიდა, სასტუმრო „მგ--------თან“ შეხვდა ნ------ს, სასტუმროს გვერდით არის კოტეჯები, სადაც შავ პარკებში ჩალაგებული ნივთები ეწყო. თხოვეს, რომ უკანა სვლით დაეყენებინა მანქანა და საბარგული გაეღო. რამდენიმე წუთით მოშორებით გავიდა მძღოლი და დაბრუნებისას მანქანა უკვე დატვირთული იყო, ნ------მ თქვა რომ მზად იყვნენ წასასვლელად და ჩასხდნენ მანქანაში. მასთან ერთად წავიდა ნ------ კ-------ა, ხოლო იქ მყოფი მეორე პიროვნება მისთვის უცნობი ისევ იმ ადგილას დარჩა. მოგვიანებით გაირკვა რომ მისთვის უცნობი პიროვნება ზ---- გ-------ე აღმოჩნდა. ბო--------- ტერიტორიას უახლოვდებოდნენ, სადაც პოლიციამ გააჩერა და განუმარტა, რომ მანქანაში ეწყო მოპარული ნივთები, გაჩხრიკეს მანქანა და წაიყვანეს განყოფილებაში. მათ პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. როგორც ახსოვს დაახლოებით ღამის 1 საათზე მოხდა. 2017 წლის 7 ნოემბერს საღამოს ესაუბრა ნ------ კ-------ას და იგი ადგილზე იმავე საღამოს 12 საათის მერე იმყოფებოდა. გაჩხრეკის შედეგად პოლიციამ ამოიღო მანქანიდან ტელევიზორი, „დვიჟოკი“, ტანსაცმელი და სხვადასხვა ნივთები. ნ------სთან საუბარი არ ჰქონია თუ რატომ გააჩერეს და არც მანამდე ჰქონდა ინფორმაცია რომ მოპარული ნივთები მოჰქონდა. განყოფილებაში საკუთარი მანქანით წავიდა, ხოლო ნ------ სხვა მანქანით წაიყვანეს.

 

მოწმე რ----- ტ--–----ემ დაკითხვისას განმარტა, რომ 2016 წლიდან მუშაობს სასტუმრო „მგ--------ში“ დაცვის უფროსის თანამდებობაზე, ამ ფაქტის შესახებ 2017 წლის 8 ნოემბერს ინფორმაცია ტელეფონით მიიღო პოლიციის თანამშრომლების საშუალებით. მას უთხრეს რომ სასტუმრო „მგ---------ს“ ტერიტორიაზე კოტეჯების 4 ნომერი იყო გაქურდული. დაუყონებლივ ნახა მოცემული ტერიტორია, პირები, რესტორნის შესაკეთებლად იყვნენ აქ ჩამოსულები და დავუკავშირდი მათ ხელმძღვანელს ვ-–- მ------–ს. ადგილზე თვითონ მივიდა, უკანა კარებიდან იყვნენ შესულები, 8 ნომრიან კოტეჯში 4 ნომერი N------- იყო გატეხილი. გატანილი იყო ტელევიზორი, მადუღარა და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები.

 

მოწმე ლ-–- კ------ემ განმარტა, რომ 2017 ნოემბერში, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას მიიღო ოპერატიული შეტყობინება, რომ კოტეჯებიდან დაკარგული ნივთები ზ---- გ-------ისა და ნ------ კ-------ას მიერ იყო მოპარული. შეტყობინებისას აცნობეს სახელი და გვარები. მიიღო ინფორმაცია და ხელმძღვანელობას აცნობა, რომელიც მის კომპეტენციაში შედიოდა. სხვა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია.

 

მოწმე ნ-----–---- ყ---–--–---–მა განმარტა, რომ ამ საქმეზე კანონის სრული დაცვით ჩატარებული აქვს რამდენიმე საგამოძიებო მოქმედება, კერძოდ, ქ------- ხ--------ის მოწმის სახით გამოკითხვა აქვს ჩატარებული რამდენჯერმე, დადგენილება საგამოძიებო ექსპერიმენტზე ნ------ კ-------ასთან, ექსპერიმენტის ოქმი, მიმართვა აღსრულების ეროვნულ ბიუროს ნ------ კ-------აზე და ზ---- გ-------ეზე, მიმართვა პრობაციის ბიუროს, გ------- მ--–--------ის დაზარალებულის უფლებების განმარტების ოქმი, გ------- მ--–--------ის მოწმის სახით გამოკითხვის ოქმი ორჯერ, ქ------- ხ--------ის უფლებების განმარტება, ნ---- ა-------ის დაზარალებულის უფლებების განმარტება, ნ---- ა-------ის გამოკითხვა, გ-------– კ-–--ს დაზარალებულის უფლებების განმარტება, გ-------– კ-–--ს გამოკითხვა, ზ---- გ-------ის ბრალდებულად გამოკითხვა. მან ჩაატარა ბრალდებულის ზ---- გ-------ის გამოკითხვა.

 

მოწმე ა-–---- ჩ--------–-ა განმარტა, რომ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად დაკითხული ჰყავს გ------- მ--–--------ი, ნ---- ა-------ე, გ-------– კ-–-- და თ--------------–-–---–ი, შედგენილი აქვს გ------- მ--–--------ის სახელზე მტკიცებულებების გახსნისა და გამოკვლევის ოქმი. პროცესუალურ დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

 

მოწმე ი----- რ------ემ დაკითხვისას განმარტა, რომ მოცემულ საქმეზე აქვს სხვადსხვა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებული, კერძოდ: დაკითხული ჰყავს დაზარალებულები: ხ--------ე, ა-------ე, კ-–--, მოწმეები, ბრალდებულები ზ---- გ-------ე და ნ------ კ-------ა. განახორციელა ბრალის წარდგენა, მტკიცებულებების გაცვლა, შეადგინა ნივთიერ მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმები და ავტომანქანის ჩხრეკის ოქმი.

 

მოწმე ვ-–- გ--–-–---–მა განმარტა, რომ ის ნამდვილად იმყოფებოდა აღნიშნულ ტერიტორიაზე, და ნამდვილად მიიღო მონაწილეობა მტკიცებულებების დათვალიერებაში. კერძოდ დათვალიერება ხდებოდა ბო--------- პოლიციაში. დათვალიერება მოხდა იმიტომ, რომ მოვიდნენ ნივთების მეპატრონეები და მათ თვალწინ გაიხსნა და ამოიღეს. მის გარდა დათვალიერებას ესწრებოდა გამომძიებელი და მონაწილე პირები, ვინც იყვნენ მოწვეული საკუთარი ნივთების ამოსაცნობად. მოწმე აღნიშნავს, რომ სხვადასხვა საოჯახო ნივთები იყო, კერძოდ ტელევიზორი, ტანსაცმელი და სხვა. ყველა მეპატრონემ თავისი ნივთი ამოიცნო.

 

მოწმე ვ------- ნ------ის დაკითხვის შედეგად დადგინდა, რომ მის მიერ დაკითხულია ა-–---------- ტ---------, ასევე მის მიერ დაკავებულია ნ------ კ-------ა. ბო--------- რაიონულ სამმართველოში შესული იყო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ბა--------–- კოტეჯები იყო გაქურდული და წამოღებული იქნა სხვადასხვა ნივთები. ძირითადად საყოფაცხოვრებო ნივთები. ბრალდებულის დაკავება მოხდა 2017 წლის 8 ნოემბერს დილის საათებში, ქ. ბო-------–ი, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე.

 

მოწმე დ----- ნ------ის დაკითხვის შედეგად დადგინდა, რომ 2017 8 ნოემბერს ბო--------- რაიონის სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ დაბა ბა---------დან ბო---------კენ ნისანის მოდელის მინივენი, სადაც იყო ნაქურდალი ნივთები. ამ დროს იგი იმყოფებოდა განყოფილებაში, შეტყობინებისთანავე დაიწყო საქმის გამოძიება, დეტექტივ გამომძიებელთან ი----- რ------ესთან და უბნის უფროს ლეიტენანტთან კ---- თ--------ესთან ერთად წავიდნენ ბო-------ი ბა---------ს დამაკავშირებელ გზაზე. ქ.ბო-------–ი თ------ ქუჩაზე შეამჩნიეს მოცემული ავტომანქანა, გამომძიებელმა განუმარტა უფლება-მოვალეობები. მძღოლმა თანხმობა განაცხადა, გაჩხრიკეს ავტომანქანა და აღწერეს ნივთები. ძირითადად საოჯახო ნივთები იყო, რამდენიმე ტელევიზორი. მანქანა გადაყვანილ იქნა პოლიციის შენობის ეზოში, ნივთები კი შესაბამის პაკეტებში დაილუქა. გამომძიებელმა ვ------- ნ------ემ განახორციელა მოცემული ქმედებები, არც პირადი ჩხრეკისას და არც მანქანის ჩხრეკისას წინააღმდეგობა არ გაუწევიათ.

 

მოწმე კ---- თ--------ის დაკითხვის დადგინდა, რომ 2017 წელს ნოემბრის თვეში ბა--------–- დაიწყო გამოძიება 4 კოტეჯის ქურდობის ფაქტზე. ფაქტთან დაკავშირებით ბო-------–ი გაჩერებული იქნა მანქანა მინივენი, რომელსაც მართავდა მძღოლი ა-–---------- ტ--------- მის გვერდით იჯდა კ-------ა. მძღოლს განემარტა, რომ უნდა ჩატარებულიყო მანქანის ჩხრეკა, ავტომანქანის ჩხრეკა ჩატარდა მშვიდ გარემოში, მანქანიდან ამოღებული იქნა ელექტროტექნიკა - ტელევიზორი და სხვადასხვა დასახელების ტექნიკა, რომლებიც წამოღებულ იქნა აღნიშნული კოტეჯებიდან. მანქანა გადაყვანილი იქნა ბო--------- რაიონულ სამმართველოში. ავტომანქანაში ჩხრეკის ჩატარებისას ნ------ კ-------ამ აღიარა, რომ აღნიშნული ნივთები მოიპარა მის მეგობარ ზ---- გ-------ესთნ ერთად კოტეჯებიდან.

 

მოწმე რ----- გ--–-–---–მა დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.

 

მოწმე ვ------- მ---------ის დაკითხვის შედეგად დადგინდა, რომ გასული წლის ნოემბერში ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, სისხლის სამართლებრივი გამოძიება იყო დაწყებული ქურდობაზე, კერძოდ ბა--------–- ოთხი კოტეჯის გაქურდვაზე. მან და თ--------------–-–---–თან ერთად მონაწილეობა მიიღეს ზ---- გ-------ის დაკავებაში. შეადგინეს დაკავების ოქმი და გადაიყვანეს ბო--------- რაიონულ სამმართველოში. წინააღმდეგობის გაწევას არ ჰქონია ადგილი.

 

მოწმე თ--------------–-–---–ის დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 8 ნოემბერს ვ------- მ---------ესთან ერთად დააკავა ზ---- გ-------ე. დაკავებამდე ზ---- გ-------ეს განუმარტა თავისი უფლებები და წინააღმდეგობის გარეშე დაკავა. დაკავება მოხდა დაახლოებით 10:30 საათზე. ზ---- გ-------ეს მეგობართან ერთად კოტეჯებიდან მოპარული ჰქონდა სხვადასხვა ნივთები.

 

2017 წლის 11 ნოემბრის ა/მანქანის ჩხრეკის ოქმის თანახმად, ჩხრეკა დაიწყო ღამით ხელოვნური განათების პირობებში და დამთავრდა დღისით ბუნებრივი განათების პირობებში მშვიდ ნორმალურ ვითარებაში. ჩხრეკა ჩატარდა შავი ფერის მინივენის ტიპის, „------------ მარკის ა/მანქანაში, სახ.N I--------, რომლის უკანა სალონის სავარძლებზე და მის ქვემოთ დაწყობილია შავი ფერის პოლიეთილენის პარკებში გახვეული ტელევიზორები, კერძოდ 3 ცალი 80 სმ დიაგონალის მქონე “Hisense”-ს ფირმის პლაზმური ტელევიზორი შემდეგი ნომრებით: 1-------------------------------------------. ერთი ცალი 58სმ-ის მქონდე “LG”-ის პლაზმური ტელევიზორი 681M0180. ა/მანქანის საბარგულში ნანახი იქნა 1 ცალი 80 სმ დიაგონალის მქონე „Hisense”-ს ფირმის პლაზმური ტელევიზორი ნომრით 1----------------, რომლსაც აქვს კედელზე დასამაგრებელი მოძრავი სამაგრი. “BOSCH-18V”-ის ფირმის მტევრსასრუტი, მოგრძო და ვიწრო ფორმის, შავ პარკში გახვეული მუქი იასამნის ფერი კორპუსით და შავი ფერის სახელურით, ვერცხლისფერი ჩამრთველი ღილაკებით. 1 ცალი “NONDA”-ს ფირმის პატარა ზომის დენის გამომყოფი გენერატორი, შავი კორპუსით და წითელი ხუფით 2კმ სიმძლავრის, ძრავზე ნომრით Q------------ . 1 ც „FERM”-ის ფირმის პატარა ზომის დენის გამომყოფი გენერატორი მოლურჯო და შავი კორპუსით და ვერცხლისფერი ხუფით 2.2კვ სიმძლავრის, ძრავზე ნომრით Q---------------- შავ პარკში მოთავსებულ მოყვითალო პარკში დევს მოწითალო-თეთრ-შავ ფერებში გაწყობილი ოვალური ფორმის ჩანთა წარწერით C---------, მოწითალო ,მოთეთრო ფერის ხისტარიანი ჩაქუჩი წარწერით C---- 1 ცალი “Hisense”-ს ფირმის შავი პულტი, 3ც გასაღები “LOCK”. მზის სათვალე მუქი მინებით და მოწითალო ჩარჩოთი წარწერით OKEY. „PHILIPS”-ის ფირმის თმის პატარა საშრობი ე.წ.ფენი, თეთრ-იასამნისფერ კორპუსით. ბოშის ფირმის თმის ელ.სავარცხნი შავი კორპუსით. პლასტმასის შავი ფერის კეისი, შიდ მოთავსებული მოწითალო ფერებში გაწყობილი სამუშაო იარაღებით და მათზე „MEISTER”. თეთრი ფერის პარკში ჩადებულია 2 ცალი პულტი „Hisenses” და “LG”-ის ფირმის, 2 წყვილი ხელთათმანი იასამნისფერი და შავი. ხისტარიანი დანა სიგრძით 19 სმ. შავი ფერის ელასტიკი, „BOSCH”-ის ფირმის წყლის მადუღარა 1.7 ლ ტევადობის შავი სახელურით და სადგამით.ტყავის მოყავისფრო ჩანთა-პლანშეტი, შიგნით აქვს ხელნაწერი „ქ----“ და დევს 5ც ფანქარი და 1 ც ფლომასტერი შავი ფერის პარკში დევს ნაცრისფერი ჟაკეტი, მუქი ფერის ჟაკეტი, შავ-მოყვითალო-მონაცრისფრო ქურთუკი კაპიშონით, „ადიდასის“ ფირმის მუქი სპორტული შარვალი, ნაჭრის რუხი ფერის შორტი ქამრით, ნაცრისფერი კაპიშონიანი სვიტრი, მუქი ფერის სპორტული შარვალი, სახრახნისი შავი ტარით და შტანგენდარგალი. შავ პარკში ჩადებულა “NIKE”-ს ფირმის თელი ქურთუკი, მოწითალო სვიტრი, შავი სქელი სპორტული შარვალი , ნაქსოვი ქუდი, შავი სვიტრი, შავი სპორტულიუ შარვალი, გვერდზე წითელი და თეთრი ზოლებით, მუქი ფერის ქურთუკი ყვითელი ზოლებით. ნაჭრის წითელ პარკში დევს ტელევიზორის ორი ცალი გადამყვანი სადენი მაქთისატის: ორი ცალი პულტი და 2 ცალი რესივერი სიმბარათები ნომრებით 1--------------------------.

 

2017 წლის 08 ნოემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერება მიმდინარეობდა დღისით, ბუნებრივი განათების პირობებში, წყნარ და მშვიდ გარემოში ყოველგვარი იძულების და წინააღმდეგობის გარეშე, შემთხვევის ადგილი წარმოადგენს დ. ბა--------–- კ.წა----ს ქუჩის მიმდებარედ მდებარე საცხოვრებელი კომპლექსი „მგ---------ს“ N------------------- საცხოვრებელ კოტეჯებს. კოტეჯები განთავსებული არიან რკინის მესერით შეღობილ ეზოში. N3-7 და 3-6 არიან განლაგებული გვერდ-გვერდით, აქვთ საერთო კედელი. კოტეჯში N3-7 -ში შესასვლელი კარებიდან შევდივართ სამზარეულო ოთახში, სადაც განთავსებულია რბილი ავეჯი, სამზარეულო, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ბუხარი. ოთახის კედელზე ვხედავთ ტელევიზორის საკიდს. სამზარეულოს გვერდიდან შევდივართ მცირე ზომის გასასვლელში, საიდანაც მივდივართ სააბაზანომდე და საძინებელ-ოთახში. საძინებელ ოთახს აქვს გარეთ გასასვლელი ყავისფერი მეტალო-პლასტმასის კარები, რომელიც არის შეღებილ მდგომარეობაში, კარების გარეთ არის მცირე ზომის ეზო, კარების დათვალიერებით ჩარჩოზე აღინიშნება მცირედი ნაჭდევები. სახლის მეორე სართულზე ავდივართ ხის საფეხურებიანი კიბით, რომლის ქვეშ ალაგია თხილამურები და ველოსიპედი. კიბის ასასვლელში განთავსებულია ტანსაცმლის კარადა, სააბაზანო ოთახი და ორი საძინებელი ოთახი, ერთ საძინებელ კედელზე ვხედავთ ტელევიზორის საკიდს ტელევიზორის გარეშე, დათვალიერებით კოტეჯს აღენიშნება მცირედი არეულობა. დათვალიერება გრძელდება N3-6 კოტეჯში, სადაც პირველ სართულზე არის განთავსებული მისაღები ოთახი სამზარეულოთი, ოთახში განთავსებულია რბილი ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა. კედელზე შესასვლელიდან ხელმარცხნივ ჩანს ტელევიზორის საკიდი და ანტენის კაბელი. სამზარეულოს გასასვლელიდან გავდივართ მცირე გასასვლელით საძინებელ ოთახში, სადაც განთავსებულია გარეთ გასასვლელი ყავისფერი მეტალო-პლასტმასის კარები, რომელიც არის შეღებილ მდგომარეობაში, კარებს აღენიშნება მცირედი ნაჭდევები დაზიანების გარეშე. მეორე სართულზე ავდივართ მეტალის ხის საფეხურებიანი კიბით, სადაც ვხედავთ ორ საძინებელს და სააბაზანო ოთახს, კოტეჯს ასევე ეტყობა მცირედი არეულობა. აღნიშნულის შემდეგ დათვალიერება გრძელდება N3-5 და 3-6 კოტეჯში რომლებიც მდებარეობენ დათვალიერებული კოტეჯის მარცხენა მხრიდან კოტეჯებში რომლებსაც აქვთ საერთო კედელი, შევდივართ კერამიკული ფილებით მოპირკეთებული აივნიდან N 33-5 კოტეჯის შესასვლელის გვერდით მდებარე ყავისფერი მეტალო-პლასტმასის ფანჯარა არის შეღებილი, ფანჯრის ჩარჩოებს აღენიშნება მცირედი ნაჭდევები. კოტეჯის პირველ სართულზე განთავსებულია მისაღები ოთახი. კედელზე ჩანს ტელევიზორის სამაგრი და ანტენის კაბელი. ბოლოს ვათვალიერებთ N3-4 კოტეჯს, რომელსაც ასევე წინა ფანჯარა აქვს შეღებილი და აღენიშნება მცირედი ნაჭდევები. პირველ სართულზე განთავსებულია მისაღები ოთახი სამზარეულოთი და ბუხრით, კედელზე ჩანს ტელევიზორის სამაგრი. მეორე სართულზე ავდივართ მეტალის ხის საფეხურებიანი კიბით. კოტეჯს აღენიშნება ასევე მცირე არეულობის კვალი. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას საქმისთვის მნიშვნელობის მქონე რაიმე სახის ნივთი ნანახი და ამოღებული არ ყოფილა.

 

2017 წლის 8 ნოემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, მოწმის სახით გამოკითხვის დროს მიწოდებული ინფორმაციის ადგილზე შემოწმების მიზნით, საგამოძიებო ექსპერიმენტის დაწყებამდე წაკითხულ იქნა მოწმე ა-–---------- ტ---------ს მიერ 2017 წლის 08 ნოემბერს გამოკითხვის დროს მიწოდებული ინფორმაცია, რომელიც მთლიანად დაადასტურა თვითონ ა-–---------- ტ---------მ, რის შემდეგადაც მისი დასტურისა და ფაქტობრივი გარემოებების აღდგენის მიზნით განაცხადა და წერილობით დაადასტურა, რომ თანახმაა მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო ექსპერიმენტში, რომლის მონაწილე ა-–---------- ტ---------ს მითითებით მივდივართ ბო--------- რაიონის დაბა ბა--------–-, წა----ს ქუჩაზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსის ეზოში არსებულ ჩიხში, საცხოვრებელი კორპუსის უკან, სადაც ა-–---------- ტ---------მ მიუთითა კორპუსის წინ ეზოს ჩიხში სწორედ იმ ადგილს სადაც იდგა მისი კუთვნილი და მართვის ქვეშ მყოფი ა/მანქანა, მინი ვენის ტიპის ავტომანქანა TOYOTA VOXY სახ.ნომრით I--------, აღნიშნულ ა/მანქანას ნ------ კ-------ამ და ზ---- გ-------ემ ჩააწყეს კოტეჯიდან მოპარული სხვადასხვა დასახელების ელექტრო ხელსაწყოები, ხუთი ცალი პლაზმური ტელევიზორი, ორი ცალი გენერატორი, ტელევიზორის პულტი და სხვადასხვა დასახელების ნივთი. საგამოძიებო ექსპერტიზის დროს საქმისთვის მნიშვნელოვანი რამე ნივთმტკიცებულებები ამოღებული არ ყოფილა.

 

2017 წლის 8 ნოემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, ბრალდებულის სახით გამოკითხვის დროს მიწოდებული ინფორმაცის ადგილზე შემოწმების მიზნით საგამოძიებო ექსპერიმენტის დაწყებამდე წაკითხულ იქნა ხმამაღლად ბრალდებულ ნ------ კ-------ას მიერ 2017 წლის 08 ნოემბერს გამოკითხვის დროს მიწოდებული ინფორმაცია, რომელიც მთლიანად დაადასტურა თვითონ ნ------ კ-------ამ, რის შემდეგაც მისი დაზუსტების და ადგილზე შემოწმების, ასევე ფაქტობრივი გარემოებების აღდგენის მიზნით განაცხადა და წერილობით დაადასტურა,რომ თანახმაა მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო ექსპერიმენტში, რომლის მონაწილე პირები ნ------ კ-------ას მითითებით მივედით ბო--------- რაიონის დაბა ბა---------ს კ---- წა----ს ქუჩაზე მდებარე სასტუმრო ”მგ---------ს” მიმდებარედ არსებულ კოტეჯებთან, რომლებიც არის ორ სართულიანები ორ რიგად გაწყობილი გვერდი-გვერდ ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად, რომელიც შემოღობილია ლითონის მესერით. კოტეჯები გვერდი გვერდ ისეა განთავსებული, რომ მათ ერთი საერთო კედელი ყოფთ და ყველას ზედ აღენიშნება შესაბამისი ნუმერაცია. ამ კოტეჯებიდან ნ------ კ-------ამ პირველი მიუთითა ვერტიკალურად განლაგებული კოტეჯებიდან ზედა კ------------- მხრიდან პირველზე, ანუ ნუმერაციით III-V -ზე რაც გი------–--------ს საკუთრებას წარმოადგენს და რომელზეც განმარტა, რომ ამ/წლის 07 ნოემბერს ზ---- გ-------ესთან ერთად ამ კოტეჯის გაქურდვა მოახდინა, პირველ კოტეჯს აქვს ლითონის კარები, რომლის გვერდით განთავსებულ მეტალოპლასტმასის ფანჯარაზე მიუთითა, რომელიც შიდა მხარეს არის შეღებილი და რომელზეც განმარტა, რომ მისი გაღება მოახდინა ძალაყინის გამოყენებით და შიგნით გადავიდა, ზ---- კი გარეთ დარჩა, აღნიშნულში მიუთითა მარჯვენა კედელზე სადაც განმარტა, რომ შეხსნა დამონტაჟებული პლაზმური ტელევიზორი და მის მიერ მიტანილ შავ ცელოფნის პარკში ჩადო თავის პულტთან ერთად და ასევე გაიხსენა, რომ ამ კოტეჯში მან რესივერიც შეხსნა რაც ასევე ტელევიზორთან და პულტთან ერთად იმავე ფანჯრიდან გარეთ მდგომ ზ----ს გადააწოდა და თვითონაც გარეთ გადავიდა ფანჯრიდან. ამ კოტეჯის შემდგომ მიუთითა მის გვერდით განთავსებულ კოტეჯზე ნომრით III-IV, რომელიც ნ---- ა-------ის საკუთრებას წარმოადგენს. ამ კოტეჯზეც მსგავსად ლითონის კარის გვერდით არსებულ ფანჯარაზე მიუთითა და განმარტა, რომ ასევე ძალაყინის გამოყენებით გააღო, ფანჯარა შიდა მხარეს არის შეღებული, სადაც ასევე მარტო გადავიდა. აღნიშნულ კოტეჯზში I სართულზე მიუთითა კედელზე, სადაც შეხსნა პლაზმური ტელევიზორი რაც მის პულტთან ერთად ასევე შავ პარკში ჩადო და გარეთ მდგომ ზ----ს გადააწოდა და ადგილზე განმარტა,რომ მან ადგილზე აღიდგინა, გაიხსენდა და გარდა ამისა ამ კოტეჯში მიუთითა მეორე სართულზე განთავსებულ ორ ოთახში, საიდანაც აიღო ტანსაცმელები, ავეჯზე რომლის უჯრებიდანაც ამოიღო 2ც თმის საშრობი ე.წ.ფენი, მზის სათვალე, რომლებიც ასევე ცელოფანში ჩაალაგა და ასევე ზ. გ-------ეს გადააწოდა ფანჯრიდან და თვითონაც გარეთ გადავიდა. შემდეგ ამ კოტეჯების გვერდით ჰორიზონტალურად განთავსებული კოტეჯებიდან მიუთითა პირველივე კოტეჯის უკანა მხარეს არსბეულ მეტალოპლასტმასის კარებზე, აღნიშნულის ნომერია Ш-VI და გ-------– კ-–--ს საკუთრებას წარმოადგენს. ამ კარზეც განმარტა, რომ კვლავ ძალაყინის გამოყენებით გააღო და შიგნით შევიდა საძინებელ ოთახში, რომელიც გაიარა და წინა მხრიდქან შემოსასვლელ ოთახში მიუთითა კედელზე, სადაც ასევე პლაზმური ტელევიზორი შეხსნა პულტთან ერთად ჩადო შავ ცელოფნის პარკში, რაც გარეთ მდგომ ზ. გ-------ეს გააწიდა, ასევე I სართულზე შიგა კიბის ქვეშ მიუთითა ადგილზე, სადაც იდო პატარა ზომის დენის გენერატორი ვერცხლისფერი ხუფით რაც მიაჩოჩა გაღებულ კართან და შემდეგ ზ----ს მიხმარებით გარეთ გადგა, აღნიშნულის შემდეგ გავიდა კოტეჯიდან და მიუთითა ამ კოტეჯის გვერდით არსებულ მომდევნო კოტეჯის ასევე უკანა მხრიდან არსებულ მეტალოპლასტმასის კარზე, რომელზეც განმარტა, რომ ასევე ძალაყინით გააღო და შიგნით კვლავ მარტო შევიდა, ხოლო ზ---- ისევ გარეთ ელოდებოდა ამ კოტეჯის ნომერია Ш-VII და ქ------- ხ--------ის საკუთრებაა.ასევე წინა მხრიდან არსებულ შემოსასვლელ ოთახში მიუთითა კედელზე, სადაც შეხსნა პლაზმური ტელევიზორი და პულტთან ერთად შავ ცელოფანში ჩადო შემდეგ ადგილზე სადაც შავ პლასტმასის ყუთში ჩაწყობილი სამუშაო იარაღები იდო კართან მიიტანა. მიუთითა იქვე პირველ სართულის ადგილზე, სადაც მისი განმარტებით იდო პატარა დენის გენერატორი წითელი ხუფით, რაც ასევე უკანა კართან მიაჩოჩა შემდეგ მიუთითა ადგილზე, სადაც იდო მოგრძო ფორმის მტვერსასრუტი, რაც ცელოფანში ჩადებული ასევე კართან მიიტანა. შემდეგ მეორე სართულის ოთახში მიუთითა კედელზე საიდანაც ასევე პლაზმური შედარებით პატარა ზომის ”ელჯის” ფორმის ტელევიზორი შეხსნა და ისიც პულტთან ერთად შავ ცელოფანში ჩადო და პირველ სართულზე კართან ჩაიტანა. მიუთითა მეორე სართულზე განთავსებულ ოთახზე და კედელში ჩადგმულ კარადაზე საიდანაც ხელთათმანები, სხვადასხვა ტანსაცმელი აიღო , ცელოფანში ჩაალაფა და უკანა კართან მიიტანა, აგრეთვე ადგილზე პირველ სართულზე მიუთითა საიდანაც პატარა დანა 1ც მ----------- რესივერი, წყლის მადუღარა, გადასაკიდი ჩანთა და სხვა ნივთები აიღო და შემდგომ ყველა ეს ნივთი ზ----ს გააწოდა გარეთ და ოთხივედან მოპარული ყველა ეს ნივთი კოტეჯების უკან დააწყვეს ერთ ადგილზე. შემდეგ მიუთითა გზაზე, რომლითაც ყველა ეს ნივთი მან და ზ---- გ-------ემ სამ გზად გადაიტანეს სასტუმრო ”მგ---------ს” გვერდით არსებული კორპუსის ეზოში, სადაც ერ)თად დააწტეს, დაურეკა მის ნაცნობ ა-–---------- ტ---------ს, რომელიც მინივენის ტიპის ”ტოიოტას” მარკის ა/მანქანით მივიდა, რომელშიც ზ. გ-------ესთან ერთად ჩაალაგა ეს ნივთები. ექსპერიმენტის დროს რაიმე საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ნივთი ან ნივთიერება ამოღებული არ ყოფილა. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირის შენიშვნა, შესწორება, დამატება ან განცხადება არ შემოსულა.

 

მოწმე რ----- ტ-------ემ დაკითხვისას განმარტა, რომ მან მიიღო მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებაში, კერძოდ შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში და მონაწილეობა აქვს მიღებული საგამოძიებო ექსპერიმენტში. არანაირ იძულებას წინააღმდეგობასა და კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია. საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა დღის მეორე ნახევარში. ექსპერიმენტში მის გარდა მონაწილეობდა ს---–------ გ--–-–---–ი სამი კოტეჯის მეპატრონე და ერთი მეპატრონის მიერ ნდობით აღჭურვილი პირი. სულ დათვალიერდა 4 კოტეჯი. ნ------ კ-------ამ მიუთითა თანმიმდევრობით ის კოტეჯები სადაც მოახდინა უკანანო შეღწევა, საიდანაც მოახდინა ნივთების მოხსნა და უკან გამოტანა და სადაც მოახდინეს ნივთების გადატანა ზ---- გ-------ესთან ერთად.

 

მოწმე ს---–------ გ--–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არის ექსპერტი, იგი მონაწილეობას იღებდა საგამოძიებო მოქმედებაში, კერძოდ დათვალიერებაში. დათვალიერება მიმდინარეობდა დღის საათებში. დაახლოებით სამი კოტეჯი დაათვალიერა.

 

10.12.2017წ. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შსს ბო--------- რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა ა-–---- ჩ--------–-ა სამცხე-ჯავახეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის უფროსი ექსპერტის გ------- ს--------ის და საქმეზე დაზარალებულ გ------- მ--–--------ის თანდასწრებით სისხლის სამართლის N 0----------- საქმეზე ჩატარდა ამოღებულ მტკიცებულების ლუქის გახსნა და მასში მოთავსებული ნივთების დათვალიერება. ნივთიერი მტკიცებულებების მთლიანობები დარღვეული არ არის. მათი გახსნისას N----------- პაკეტში აღმოჩნდა ერთი ცალი, შავი ფერის 81 სმ დიაგონალის მქონე „Hisense”-ს ფირმის პლაზმური ტელევიზორი და „Hisense”-ს ფირმის სამართავი პულტი. მეორე N----------- პაკეტში აღმოჩნდა ერთი ცალი, 81 სმ დიაგონალის მქონე „Hisense”-ს ფირმის პლაზმური ტელევიზორი, რომელსაც აქვს კედელზე დასამაგრებელი მოძრავი სამაგრი და „Hisense”-ს ფირმის სამართავი პულტი. აღნიშნული ნივთების დათვალიერების დროს გ------- მ--–--------მა ვიზუალური ფორმით, მარკით, ფერით და საერთო აღწერილობით ამოიცნო თავისი კუთვნილი ტელევიზორი, რომელსაც არ აქვს კედელზე დასამაგრებელი მოძრავი სამაგრი, აგრეთვე აღნიშნული ტელევიზორის სამართავი პულტი. დათვალიერების შემდეგ გ.მ--–--------ის ტელევიზორი, თავისი პულტით დაილუქა N----------- პაკეტში, 81 სმ დიაგონალის მქონე „Hisense”-ს ფირმის პლაზმური ტელევიზორი, პულტით და კედელზე სამაგრით დაილუქა N----------- პაკეტში.

 

09.12.2017წ. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შსს ბო--------- რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა ი----- რ------ემ სამცხე-ჯავახეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის უფროსი ექსპერტის ვ-–- გ--–-–---–ისა და საქმეზე დაზარალებულ ქ------- ხ--------ის თანდასწრებით სისხლის სამართლის N 0----------- საქმეზე ჩატარდა ამოღებულ მტკიცებულების ლუქის გახსნა და მასში მოთავსებული ნივთების დათვალიერება. ნივთიერი მტკიცებულებები დალუქულია 14 პაკეტად ლუქის მთლიანობები დარღვეული არ არის. მათი გახსნისას N------------------------------------------- პაკეტებში აღმოჩნდა თითო ცალი, 81 სმ დიაგონალის მქონე „Hisense”-ს ფირმის პლაზმური ტელევიზორი შემდეგი ნომრებით: 14---------------------------------------------------------- პაკეტში აღმოჩნდა 1 ცალი 81 სმ დიაგონალის მქონე „Hisense”-ს ფირმის პლაზმური ტელევიზორი ნომრით: 1----------------, რომელსაც აქვს კედელზე დასამაგრებელი მოძრავი სამაგრი. N F--------- პაკეტში დევს 1 ცალი 58 სმ დიაგონალის მქონე „LG”-ს ფირმის პლაზმური ტელევიზორი ნომრით: 6--------------------- პაკეტში დევს „BOSCH-18V“-ს ფირმის მტვერსასრუტი, მოგრძო და ვიწრო ფორმის, შავ პარკში გახვეული მუქი იასამნის კორპუსით და შავი ფერის სახელურით, ვერცხლისფერი ჩამრთველი ღილაკებით. 32/1 ბეჭდით დალუქულია 1 ცალი „NONDA”-ს ფირმის პატარა ზომის დენის გამომყოფი გენერატორი, შავი კორპუსით და წითელი ხუფით, 2 კვ სიმძლავრის, ძრავზე ნომრით G-----------. 32/1 ბეჭდით დალუქულია 1 ცალი „FERM”-ის ფირმის პატარა ზომის დენის გამომყოფი გენერატორი, მოლურჯო და შავი კორპუსით და ვერცხლისფერი ხუფით, 2.2 კვ სიმძლავრის, ძრავზე ნომრით Q------------------------------- პაკეტში დევს ერთი ცალი პლასმასის, საშუალო ზომის, შავი ფერის კეისი გარედან წარწერით PE-HD, რომელშიც მოტავსებულია მოწითალო ფერებში გაწყობილი სხვადასხვა სახის სამუშაო იარარები: სახრახნები, ბრტყელტუჩა, თარაზო და სხვა, იარაღებს აქვთ წარწერა „meister“. N----------- პაკეტში დევს: მაქთისატის 2 ც რესივერი, მათში მოთავსებული სიმბარათები ნომრებით 1--------------------------. მაქთისატის 2 ცალი პულტი, 4 ცალი „Hisense”-ს ფირმის შავი ფერის პულტი, ერთი ცალი LG”-ს ფირმის შავი ფერის პულტები. ორი ცალი გადამყვანი სადენი. N----------- პაკეტში დევს: ოვალური ფორმის ჩანთა წარწერით COOLER BARG, მოწითალო-მოთეთრო ფერის, ხისტარიანი ჩაქუჩი წარწერით COLT, 3 ცალი გასაღები წარწერით LOCK, მზის სათვალე მუქი მინებით და მოწითალო ფერის ჩარჩოთი წარწერით OKEY, PHILIPS“-ს ფირმის თმის პატარა ზომის საშრობი ე.წ. ფენი, თეთრ-იასამნისფერ კორპუსით, რუხი ფერის ჩამრთველი სადენით. „BOSCH“-ის ფირმის თმის ელ.სავარცხელი, შავი ფერის კორპუსით, შავი-შითელი ღილაკებით და მუქი ფერის ჩამრთველი სადენით. N F--------- პაკეტში დევს:ნაცრისფერი ჟაკეტი დაბოლოებებზე წითელი-თეთრი-მუქი ზოლებით, იარლიკზე წარწერით LOGG. მუქი ფერის ჟაკეტი წინა მხარეს წითელი-თეთრი-მუქი ზოლებით, იარლიკზე წარწერით LOGG. შავ-მოყვითალო-მონაცრისფრო ფერებში გაწყობილი ქურთუკი, კაპიშონით, იარლიკზე წარწერით TRESPASS. „adidass’-ს ფირმის მუქი ფერის სპორტული შარვალი. ნაჭრის, რუხი ფერის შორტი თავისი ქამრით იარლიკზე წარწერით COLINS. ნაცრისფერი კაპიშონიანი სვიტრი წინ წარწერით LOTTO. მუქი ფერის, ნაჭრის სპორტული შარვალი, მოყვითალო ზონრით. სახრახნისი შავი ტარით. შტანგენფარგალი. N F--------- პაკეტში დევს: NIKE - ს ფირმის მოყვითალო თხელი ქურთუკი ელვაშესაკრავით.მოწიტალო სვიტრი წარწერით CAMONIA. შავი სქელი სპორტული შარვალი წარწერით: SOCCER. ნაქსოვი ქუდი სტაფილოსფერ-მომწვანო-რუხ ფერებში. შავი სვიტრი, ყელზე წითელი ზოლით, წარწერით DEVOLL. შავი ფერის სპორტული შარვალი წარწერით FASHION, გვერდზე ჩასდევს წითელი და თეთრი ზოლები. მუქი ფერის ქურთუკი, გაწყობილი ყვითელი ზოლებით, იარლიკზე წარწერით SALER. N F--------- პაკეტში დევს: ერთი წყვილი იასამნისფერი ხელთათმანი წარწერით „SDYDER“. ერთი წყვილი შავი ფერის ხელთათმანი წარწერით „SDYDER“. ხისტარიანი დანა სიგრძით 19 სმ, პირის სიგრძე 9 სმ. შავი ფერის ელასტიკი „BRUGI“. „BOSCH“-ის ფირმის წყლის მადუღარა, 1.7 ლ ტევადობის, მეტალის კორპუსით, შავი ფერის სახელურით და სადგამით. ტყავის მოყავისფრო ჩანთა-პლანშეტი, გადასაკიდი ზონარით, შიგნით აქვს ხელნაწერი „ქ----“ და მასში დევს 5 ცალი ფანქარი და 1 ცალი ფლომასტერი. აღნიშნული ნივთების დათვალიერების დროს ქ------- ხ--------ემ ვიზუალური ფორმით, მარკებით და საერთო აღწერილობით ამოიცნო თავისი კუთვნილი ნივთები, რომლებიც მას მოპარეს ბა---------ს კოტეჯიდან, კერძოდ: 1 ცალი „LG”-ს ფირმის პლაზმური ტელევიზორი თავისი პულტით, ერთი ცაალი 81 სმ დიაგონალის „Hisense”-ს ფირმის პლაზმური ტელევიზორი თავისი პულტით, 1 ცალი, 2 კვ სიმძლავრის, „NONDA”-ს ფირმის გენერატორი, „BOSCH-18V“-ს ფირმის მტვერსასრუტი, 1 ცალი, შავი ფერის კეისი გარედან წარწერით PE-HD, რომელშიც მოთავსებული იყო მოწითალო ფერებში გაწყობილი სხვადასხვა სახის „meister“-ის ფირმის სამუშაო იარაღები, 1 ცალი ხის ტარიანი დანა, მაქთისატის 1 ცალი რესივერი, „BOSCH“-ის ფირმის წყლის მადუღარა. 2 წყვილი ხელთათმანი წარწერით „SPYDER“, 1 ცალი ელასტიკი წარწერით „BRUGI“, ჩანთა-პლანშეტი, რომელშიც იდო 5 ცალი ფანქარი და 1 ცალი ფლომასტერი, „TRESPASS“-ის ფირმის და ამავე წარწერით შავ-მოყვითალო-მონაცრისფრო ფერებში გაწყობილი კაპიშონიანი ქურთუკი, ქალის ნაცრისფერი ჟაკეტი „LOGG“-ის ფირმის ქალის „LOGG“-ის ფირმის, მუქი ფერის ჟაკეტი, „adidass’-ს ფირმის მუქი ფერის სპორტული შარვალი, ნაჭრის მუქი ფერის, სპორტული შარვალი, მოყვითალო ზონრით, „COLINS„-ის ფირმის, რუხი ფერის ნაჭრის შორტი და „LOTTO“-ს ფირმის ნაცრისფერი კაპიშონიანი სვიტრი, ბავშვის ნაქსოვი ქუდი, „NIKE“-ს ფირმის მოყვითალო თხელი ქურთუკი სახრახნისი შავი ტარით, შტანგენფარგალი 3 ლარის ღირებულების. დათვალიერების შემდეგ ქ------- ხ--------ის ტელევიზორი „Hisense” დაილუქა N F--------- პაკეტში, ტელევიზორი LG N F--------- პაკეტში, მტვერსასრუტი N F--------- პაკეტში, ტანსაცმელი დაილუქა N F--------- პაკეტში, რესივერი, პულტები, სამუშაო იარაღები და სხვა ნივთები დაილუქა N F--------- პაკეტში, NONDA”-ს ფირმის გენერატორი დაილუქა 32/1 ბეჭდით. დანარჩენი 3 ცალი ტელევიზორი „Hisense” დაილუქა შესაბამისად N F---------------------------------------- პაკეტებში, მ----------- რესივერი დაილუქა N F--------- პაკეტში, „FERM”-ის ფირმის გენერატორი დაილუქა 32/1 ბეჭდით. „PHILIPS“-ს ფირმის თმის პატარა ზომის საშრობი ე.წ. ფენი, თეთრ-იასამნისფერ კორპუსით, რუხი ფერის ჩამრთველი სადენით. „BOSCH“-ის ფირმის თმის ელ.სავარცხლი, შავი ფერის კორპუსით, შავი-შითელი ღილაკებით და მუქი ფერის ჩამრთველი სადენით და სათვალე დაილუქა N F--------- პაკეტში, მუქი ფერის ქურთუკი, გაწყობილი ყვითელი ზოლებით, იარლიკზე წარწერით SALER. მოწითალო ფერის სვიტრი წარწერით CAMONIA. შავი სქელი სპორტული შარვალი წარწერით: SOCCER. შავი ფერის სპორტული შარვალი გვერდებზე წითელი და თეთრი ზოლებით, წარწერით FASHION, შავი ფერის სპორტული დათბილული შარვალი, მუქი ფერის მკლავიანი დათბილული სვიტრი ყელზე წითელი ზოლით, წარწერით DEVOLL დაილუქა N F--------- პაკეტში.

 

09.12.2017წ. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შსს ბო--------- რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა ი----- რ------ემ სამცხე-ჯავახეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის უფროსი ექსპერტის ვ-–- გ--–-–---–ისა და საქმეზე დაზარალებულ გ-------– კ-–--ს თანდასწრებით შევადგინე აღნიშნული ოქმი მასზედ, რომ დღეის რიცხვს სისხლის სამართლის N 0----------- საქმეზე ჩავატარე ამოღებულ მტკიცებულების ლუქის გახსნა და მასში მოთავსებული ნივთების დათვალიერება. ნივთიერი მტკიცებულებების მთლიანობები დარღვეული არ არის. მათი გახსნისას N F---------------------------------------- პაკეტებში აღმოჩნდა თითო ცალი, 81 სმ დიაგონალის მქონე „Hisense”-ს ფირმის პლაზმური ტელევიზორი. 32/1 ბეჭდით დალუქული იყო 1 ცალი „FERM”-ის ფირმის პატარა ზომის დენის გამომყოფი გენერატორი, მოლურჯო და შავი კორპუსით და ვერცხლისფერი ხუფით, 2.2 კვ სიმძლავრის, ძრავზე ნომრით Q------------------------------ პაკეტში დევს მ----------- რესივერი, თავისი პულტით და „Hisense”-ს ფირმის პულტი. აღნიშნული ნივთების დათვალიერების დროს გ-------– კ-–--მ ვიზუალური ფორმით, მარკებით, ფერით და საერთო აღწერილობით ამოიცნო თავისი კუთვნილი ნივთები, რომლებიც მას მოპარეს ბა---------ს კოტეჯიდან, კერძოდ: ერთი ცალი 81 სმ დიაგონალის „Hisense”-ს ფირმის პლაზმური ტელევიზორი თავისი პულტით, ერთი ცალი „FERM”-ის ფირმის პატარა ზომის დენის გამომყოფი გენერატორი, მოლურჯო და შავი კორპუსით და ვერცხლისფერი ხუფით, 2.2 კვ სიმძლავრის, ძრავზე ნომრით Q----------------- მ----------- რესივერი, თავისი პულტით. დათვალიერების შემდეგ გ.კ-–--ს ტელევიზორი დაილუქა N F--------- პაკეტში, გენერატორი დაილუქა N----- ბეჭდით, რესივერი და პულტები დაილუქა N F--------- პაკეტში. დანარჩენი ორი ცალი, 81 სმ დიაგონალის მქონე „Hisense”-ს ფირმის პლაზმური ტელევიზორი დაილუქა N-----------, N----------- პაკეტებში.

 

15.12.2017წ. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შსს ბო--------- რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა ი----- რ------ემ სამცხე-ჯავახეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის უფროსი ექსპერტის ვ-–- გ--–-–---–ისა და საქმეზე დაზარალებულ ნ---- ა-------ის თანდასწრებით შევადგინე აღნიშნული ოქმი მასზედ, რომ დღეის რიცხვს სისხლის სამართლის N 0----------- საქმეზე ჩავატარე ამოღებულ მტკიცებულების ლუქის გახსნა და მასში მოთავსებული ნივთების დათვალიერება. ნივთიერი მტკიცებულებების მთლიანობები დარღვეული არ არის. მათი გახსნისას N----------- პაკეტში აღმოჩნდა ერთი ცალი, შავი ფერის 81 სმ დიაგონალის მქონე „Hisense”-ს ფირმის პლაზმური ტელევიზორი, რომელსაც აქვს კედელზე დასამაგრებელი მოძრავი სამაგრი და „Hisense”-ს ფირმის სამართავი პულტი. N F--------- პაკეტში აღმოჩნდა: „PHILIPS“-ს ფირმის თმის პატარა ზომის საშრობი ე.წ. ფენი, თეთრ-იასამნისფერ კორპუსით, რუხი ფერის ჩამრთველი სადენით. „BOSCH“-ის ფირმის თმის ელ.სავარცხლი, შავი ფერის კორპუსით, შავი-შითელი ღილაკებით, მუქი ფერის ჩამრთველი სადენით და მზის სათვალე, მუქი მინებით და მოწითალო ფერის ჩარჩოთი წარწერით OKEY. N F--------- პაკეტში აღმოჩნდა: მუქი ფერის ქურთუკი, გაწყობილი ყვითელი ზოლებით, იარლიკზე წარწერით SALER. მოწითალო ფერის სვიტრი წარწერით CAMONIA. შავი სქელი სპორტული შარვალი წარწერით: SOCCER. შავი ფერის სპორტული შარვალი გვერდებზე წითელი და თეთრი ზოლებით, წარწერით FASHION, შავი ფერის სპორტული დათბილული შარვალი, მუქი ფერის მკლავიანი დათბილული სვიტრი ყელზე წითელი ზოლით, წარწერით DEVOLL. აღნიშნული ნივთების დათვალიერების დროს ნ---- ა-------ემ ვიზუალური ფორმით, მარკით, ფერით და საერთო აღწერილობით ამოიცნო თავისი კუთვნილი ტელევიზორი, რომელსაც აქვს კედელზე დასამაგრებელი მოძრავი სამაგრი, მისი სამართავი პულტი, ტანსაცმელი და პირადი ნივთები. მისი განმარტებით დათვალიერებული ყველა ნივთი მისი კუთვნილებაა. დათვალიერების შემდეგ ნ---- ა-------ის ტელევიზორი, თავისი პულტით დაილუქა N F--------- პაკეტში, ტანსაცმელი დაილუქა N F--------- პაკეტში. თმის ე.ლ. საშრობი, ელ.სავარცხლი და მზის სათვალე დაილუქა N F--------- პაკეტში.

 

2017 წლის 28 ნოემბრის საქონელმცოდენობითი ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ :

 

F-------- პაკეტის გახსნისას აღმოჩნდა ერთი ცალი 58სმ-ის მქონდე “LG”-ის პლაზმური ტელევიზორი 681M0180 - ერთი ცალის ღირებულება - 250 ლარი.

 

F-------- პაკეტების გახსნისას აღმოჩნდა 81 სმ დიაგონალის მქონე “Hisense”-ს ფირმის პლაზმური ტელევიზორი შემდეგი ნომრებით: 1-------------, ერთი ცალის ღირებულება -300 ლარი.

 

F-------- პაკეტების გახსნისას აღმოჩნდა 81 სმ დიაგონალის მქონე “Hisense”-ს ფირმის პლაზმური ტელევიზორი შემდეგი ნომრებით: 1-------------, ერთი ცალის ღირებულება -300 ლარი.

 

F-------- პაკეტების გახსნისას აღმოჩნდა 81 სმ დიაგონალის მქონე “Hisense”-ს ფირმის პლაზმური ტელევიზორი შემდეგი ნომრებით: 1-------------, ერთი ცალის ღირებულება -300 ლარი.

 

F-------- პაკეტის გახსნისას აღმოჩნდა 81 სმ დიაგონალის მქონდე „Hisense”-ს ფირმის პლაზმური ტელევიზორი ნომრით 1----------------, რომლსაც აქვს კედელზე დასამაგრებელი მოძრავი სამაგრი - ერთი ცალის ღირებულება 330 ლარი.

 

F-------- პაკეტის გახსნისას აღმოჩნდა “BOSCH-18V”-ის ფირმის მტვერსასრუტი, ერთი ცალის ღირებულება 80 ლარი;

 

F-------- პაკეტის გახსნისას აღმოჩნდა ხელსაწყოების ნაკრები, მარკირებით ”meister” თავისივე შავი ყუთით - ღირებულება 250 ლარი.

 

- ერთი ცალი “Honda”-ს ფირმის დენის გენერატორი, შავი და წითელი კომბინირებული ფერის კორპუსით, მარკირებით: ,,--------”, 220V, 50HZ, PATED O--------------A”, ღირებულებით – 650 ლარი.

- ერთი ცალი “FERM”-ს ფირმის დენის გენერატორი, ვერცხლისფერი, შავი და ლურჯი კომბინირებული ფერის კორპუსით მარკირებით: “P---------------------------- ღირებულება 600 ლარი.

F-------- პაკეტის - გახსნისას მასში აღმოჩნდა სხვადასხვა ნივთები:

 

- ერთი ცალი თმის ფერი “PHILIPS 1400W'', ღირებულება 50 ლარი.

- 1 ცალი “BOSCH” ელექტრო სავარცხელი, ღირებულება - 10 ლარი.

- ერთი ცალი ხის ტარიანი ჩაქუჩი მარკირებით “COLT”- ერთი ცალის ღირებულება 10 ლარი;

- ერთი ცალი მზის სათვალე, მარკირებით “OKEY” , ღირებულება 20 ლარი.

- ერთი ცალი მხარზე გადასაკიდი ჩანთა მარკირებით “COOLER BARG”, ღირებულებით 15 ლარი;- - 3 ცალი ვერცხლისფერი გასაღები, მარკირებით “LOCK” (საკეტი გულას გარეშე), ვერ განისაზღვრა ღირებულება.

F--------0 პაკეტის - გახსნისას მასში აღმოჩნდა სხვადასხვა ნივთები:

- ერთი ცალი ყავისფერი, ტყავი საველე ჩანთა-პლანშეტი, ღირებულება 10 ლარი;

- ერთი ცალი ხისტარიანი დანა - 3 ლარი

- ერთი ცალი 1.7 ლიტრი ტევადობის ”BOSCH” ფირმის ელექტრო ცაიდანი - 10 ლარი

- ორი წყვილი ხელთათმანი მარჯირებით “SDYDER”- ერთი ცალის ღირებულებაა - 20 ლარი, შესაბამისად ორი ცალის ღირებულებაა 40 ლარი

F--------1 პაკეტის - გახსნისას მასში აღმოჩნდა სხვადასხვა ნივთები:

 

- ორი ცალი ”მ-----------” რესივერი - ერთი ცალის ღირებულება 20 ლარი, შესაბამისად ორი ცალი - 40 ლარი

- შვიდი ცალი სამართავი პულტი - ერთი ცალის ღირებულება 5 ლარი, შესაბამისად 7 ცალის ღირებულება შეესაბამება 35 ლარს.

- ორი ცალი დამაკავშირებელი სადენი, ერთი ცალის ღირებულება - 5 ლარი, შესაბამისად 2 ცალის ღირებულება შეესაბამება 10 ლარს.

- ერთი ცალი წითელი ფერის ხელჩანთა - 2 ლარი

 

F-------- პაკეტის - გახსნისას მასში აღმოჩნდა სხვადასხვა ნივთები:

- ორი ცალი შავი ფერის სპორტული შარვალი ერთი ცალის ღირებულება - 3 ლარი; 2 ცალის ღირებულება შეესაბამება - 6 ლარს;

- ერთი ცალი მოკლე შარვალი(შორტი) თავისივე ქამრით - ღირებულებით 10 ლარი;

- ორი ცალი ჟაკეტი, ერთი ცალის ღირებულება 5 ლარი, 2 ცალის - 10 ლარი;

- ერთი ცალი ნაცრისფერი სვიტერი - 5 ლარი;

- ერთი ცალი შავი ფერის ქურთუკი ელვაშესაკრავით - 15 ლარი;

- ერთი ცალი ვერცხლისფერი მეტალისგან დამზადებული შტანგენ ფარგალი, ღირებულებით - 8 ლარი;

- ერთი ცალი შავსახელურიანი სახრახნისი, ღირებულებით - 1 ლარი;

F-- პაკეტის - გახსნისას მასში აღმოჩნდა სხვადასხვა ნივთები:

- ორი ცალი ქურთუკი, მოთეთრო და შავი ფერის, ღირებულებით- 40 ლარი;

- ერთი ცალი სვიტერი, წითელი და შავი ფერის, ღირებულებით 2 ლარი;

- ორი ცალის შავი ფერის სპორტული შარვალი ერთი ცალის ღირებულება 5 ლარი, 2 ცალის ღირებულება - 10 ლარი;

- ერთი ლარი ნაქსოვი ქუდი - ღირებულებით 5 ლარი;

აღნიშნული ნივთების საბაზრო ღიებულებათა ჯამი შეადგენს - 3457 ლარს. სამი ცალი ვერცხლისფერი გასაღები, წარდგენილია საკეტის გარეშე, შესაბამისად მათ საბაზრო ღირებულება არ გააჩნიათ.

 

ექსპერტმა გ------- ს--------ემ მოწმის სახით დაკითხვისას, დაადასტურა მის მიერ შედგენილი ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.

08.11.2017წ. დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ 2017 წლის 8 ნოემბერს დაკავებული იქნა ნ------ კ-------ა (პ/ნ 1----------).

 

08.11.2017წ. დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ 2017 წლის 8 ნოემბერს დაკავებული იქნა ზ---- გ-------ე (პ/ნ 5----------).

 

09.11.2017წ. დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებით, ნ---- ა-------ე ცნობილი იქნა დაზარალებულად.

 

09.11.2017წ. დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებით, ქ------- ხ--------ე ცნობილი იქნა დაზარალებულად.

 

09.11.2017წ. დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებით, გ-------– კ-–-- ცნობილი იქნა დაზარალებულად.

 

09.11.2017წ. დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებით, გ------- მ--–--------ი ცნობილი იქნა დაზარალებულად.

 

ბრალდებულმა ზ---- გ-------ემ მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მუშები, რომლებიც სასტუმროს მშენებლობაზე მუშაობდნენ ყველა ერთად ცხოვრობდნენ საოჯახო ტიპის სასტუმროში. მას იმ საღამოს ეძინა, ვინაიდან საპასუხისმგებლო საქმეს აკეთებდა სამუშაოზე და გამოუძინებელი თავს ვერ გაართმევდა. ღამე, საათი ზუსტად არ ახსოვს, ოთახში შევიდნენ პოლიციელები, გააღვიძეს, უფლება მისცეს ტანსაცმელი ჩაეცვა, ჩაიყვანეს ეზოში, ჩასვეს პოლიციის მანქანაში და წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. მათ განუმარტა, რომ ნ------ კ-------ას იცნობდა. ნ------ კ-------ასთან ერთად რამდენიმე ადგილას იმუშავა და სწორედ აქედან იცნობდა მას. ბა--------–- საერთო ოთახში ეძინათ. სანამ დააკავებდნენ ერთი კვირით ადრე დაიწყეს მუშაობა. ბა--------–- თავდაპირველად ზ---- გ-------ე მუშაობდა, იგი სახურავს ხურავდა და თავის დამსაქმებელმა სთხოვა, რომ მოეძებნა ვინმე ბიჭი, რომელიც დაეხმარებოდა, რადგან თოვას აპირებდა და დროულად დაემთავრებინათ დავალება. ნ------ კ-------ასთან ერთად ნამუშევარი ჰქონდა და იცოდა რომ იგი თავს გაართმევდა მოცემულ დავალებას. იცოდა რომ ნ------ს დედას სჭირდებოდა მკურნალობა და სამსახურიც ფინანსურად დაეხმარებოდა პრობლემების მოგვარებაში. ზ---- გ-------ე ყოველ პარასკევს პრობაციაში ფიქსირდებოდა და სწორედ ნოემბრის თვეში პარასკევს, თ---–--ში ჩასვლისას დაუკავშირდა ნ------ კ-------ას და ისინი ერთად წამოვიდნენ. ნ------სთან ერთად დაახლოებით 4-5 დღე იმუშავა დაკავებამდე. ზ---- გ-------ე აცხადებს რომ არ აქვს ინფორმაცია რომელი კოტეჯებია გაქურდული. მოცემული კოტეჯები თავისი საცხოვრებელი სახლიდან რა მანძილითაა დაშორებული არ იცის. ნ------ კ-------ა პატიოსნად მუშაობდა, ადვილადაც ითვისებდა დავალებებს და იგი სწორედ გამოადგებოდა ამ სამუშაოსთვის, სწორედ ამ მიზეზების გამო დაუკავშირდა იგი ნ------ს და წამოიყვანა თავისთან სამუშაოდ.

 

ბრალდებულმა ნ------ კ-------ამ მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, კერძოდ კოტეჯების გაქურდვას. ერთ საღამოს მან დაათვალიერა კოტეჯები, არ იყო ხალხმრავალ ადგილას და გადაწყვიტა შესულიყო. 8 კოტეჯიდან ოთხში შევიდა, გამოიტანა სხვადასხვა ნივთები, გამოიძახა ტაქსი, რომელიც იმ საღამოს გვიან საათებში ჩამოვიდა. იქვე ახლოს სასტუმროდან გამოვიდა ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც დაიხმარა მოცემული ნივთების ტაქსში ჩასალაგებლად. ტაქსის მძღოლმა არ იცოდა რომ მოპარული ნივთები მიჰქონდა. წინააღმდეგობა არ გაუწევია პოლიციისთვის. მოცემული ფაქტის ჩადენის ძირითად მიზეზად ოჯახურ მდგომარეობას ასახელებს, ჰყავს დედა, რომელსაც აქვს სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემები და საჭიროებს ოპერაციას. ბა--------–- პირველად იმყოფებოდა, ფაქტამდე 4-5 დღით ადრე ჩავიდა. მისი მიერ დაბარებული ბა--------–- ჩავიდა ღამის სამის ნახევარზე, იმ დროს როდესაც იგი ნივთებს ტაქსიში ალაგებდა, ამ დროს ზ---- გ-------ე ოთახში იმყოფებოდა და ეძინა. ტაქსის ტელეფონის ნომერი სავიზიტო ბარათის მეშვეობით ნახა. ბრალდებული აცხადებს, რომ ზ---- გ-------ესთან ერთად რამდენიმე ადგილას აქვს ნამუშევარი სახურავის გადახურვაზე. მისი ოჯახი ტერიტორიულად თ---–--ში ცხოვრობს, დედა კი ზუ----დში ჰყავს. ნ------ კ-------ამ განმარტა, რომ კოტეჯების უკანა კარებები იღებოდა მარტივად და სწორედ იქიდან შევიდა კოტეჯებში და წაიღო ნივთები. ტაქსის მძღოლისათვის არ ჰქონდა ნათქვამი რის წაღებას აპირებდა ბა---------დან თ---–--ში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ფარულ დაუფლებას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც სხვისი ნივთის დაუფლება ხდება როგორც მისი მესაკუთრისაგან, ისევე სხვა, გარეშე პირებისაგან ფარულად, რომელთაც გააზრებული და გაცნობიერებული არ აქვთ ეს ფაქტი, ხოლო რაც შეეხება მართლსაწინააღმდეგო მიზანს, ქმედება უნდა იყოს მესაკუთრის ნებისაგან დამოუკიდებლად და ამას უნდა აცნობიერებდეს პირი, რომელიც მას სჩადის. ასევე მნიშვნელოვანია, პირს გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ ქმედება ზიანის მომტანია ნივთის მესაკუთრისათვის. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნ---- ა-------ის, ქ------- ხ--------ის, გ------- მ--–--------ის და გ------- კ-–--ს კუთვნილი ნივთები მფლობელობიდან გავიდა მათი ნების გარეშე. ამასთან, გასათვალისწინებელია ქმედების ჩადენის დრო - შუაღამის პერიოდი, ქმედების ჩადენის ფორმა - ბრალდებულებმა ბინაში შეაღწიეს ფარულად ფანჯრებიდან, ასევე გასათვალისწინებელია მათი ქცევა ნივთების შეგროვების დროს - შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმიდან და მოწმეთა ჩვენებებიდან ირკვევა, რომ საცხოვრებელი ბინებში იყო არეულობა, ტალახი.

 

მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზი სასამართლოს უქმნის საფუძვლიან რწმენას და ადასტურებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, რომ ბრალდებულებმა ნ------ კ-------ამ და ზ---- გ-------ემ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, უკანონოდ შეაღწიეს ნ---- ა-------ის, ქ------- ხ--------ის, გ------- მ--–--------ის და გ------- კ-–--ს კუთვნილ საცხოვრებელ კოტეჯებში და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ ნ---- ა-------ის, ქ------- ხ--------ის, გ------- მ--–--------ის და გ------- კ-–--ს კუთვნილ ნივთებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის ღირებულება 150 ლარს ზევით, ხოლო დიდ ოდენობად - 10000 ლარს ზევით.

 

იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ დანაშაულის ჩადენამ გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, სასამართლო ითვალისწინებს დაზარალებულების ჩვენებებს, საქონელმცოდენობითი ექსპერტიზის დასკვნა დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულების ნ------ კ-------ას და ზ---- გ-------ის ქმედებამ გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.

 

სამართლებრივი შეფასება:

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

ამავე კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით.

სასამართლო განმარტავს, იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.

მოცემულ დანაშაულში პირის ბრალეულობის დადგენა დაკავშირებულია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სწორ სამართლებრივ შეფასებასთან, რომელიც ერთის მხრივ დაადასტურებდა პირის ქმედების მართლწინააღმდეგობას, ამასთან მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობას.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულებმა ნ------ კ-------ამ და ზ---- გ-------ემ მათ მიერ განხორციელებული ქმედებით - სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით - ჩაიდინეს დანაშაული - ქურდობა, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქ/პუნქტით და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ’’ ქ/პუნქტებით.

 

სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა გამოკვლეული მტკიცებულებები, შინაგანი რწმენით შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება მათი ერთობლიობით დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და ბრალდებულის ქმედების სამართლებრივი შეფასებისას მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარემ შეძლო წარმოედგინა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისია ნ------ კ-------ა ს და ზ---- გ-------ის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქ/პუნქტით და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ’’ ქ/პუნქტებით. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს ნ------ კ-------ას და ზ---- გ-------ის მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც მათ მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ნ------ კ-------ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების გულწრფელი მონანიება. ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

ზ---- გ-------ესა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა მისი ნასამრთლობა.

სასჯელის დასაბუთება:

 

ზ---- გ-------ესა და ნ------ კ-------ას უნდა შეეფარდოთ სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მათი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულებისათვის, რათა მათ უკეთ გააცნობიერონ ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულების უზრუნველყოფას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირების რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. ნ------ კ-------ა და ზ---- გ-------ე წარსულში ნასამართლევი სხვა დანაშაულისათვის, ამასთან, ზ---- გ-------ემ დანაშაული ჩაიდინა გამოსაცდელი ვადის პერიოდში. ზ---- გ-------ე გ------ რაიონული სასამართლოს 2015 წლის 7 მაისის განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მიხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც საქართველოს სს-კის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 4 წელი.

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდგომი ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ზ---- გ-------ეს და ნ------ კ-------ას უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მათ მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:

 

- 2 ცალი CD დისკი, რომელიც ერთვის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

- ავტომანქანა ტოიოტა, სახელმწიფო ნომრით I-------- და ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობა, რომელიც ინახება შსს ბო--------- რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

- ქ------- ხ--------ის ტანსაცმელი და ნივთები, რომელიც ინახება შსს ბო--------- რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს ქ------- ხ--------ეს.

- ნ---- ა-------ის ტანსაცმელი და ნივთები, რომელიც ინახება შსს ბო--------- რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს ნ---- ა-------ეს.

- გ-------– კ-–--ს ნივთები, რომელიც ინახება შსს ბო--------- რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს გ-------– კ-–--ს.

- გ------- მ--–--------ის ნივთები, რომელიც ინახება შსს ბო--------- რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს გ------- მ--–--------ს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ------ კ-------ა (პ/№1----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქ/პ და მე-3 ნაწილის ,,გ’’ და ,,ა’’ ქ/პ გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით.

ზ---- გ-------ე (პ/№5----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქ/პ და მე-3 ნაწილის ,,გ’’ და ,,ა’’ ქ/პ გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით.

 

სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ზ---- გ-------ის მიმართ გ------ რაიონული სასამართლო 2015 წლის 7 მაისის N------წ. განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი შთანთქოს ამ განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა და საბოლოდ ზ---- გ-------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით.

 

2. ნ------ კ-------ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2017 წლის 8 ნოემბრიდან.

 

ზ---- გ-------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2017 წლის 8 ნოემბრიდან.

 

3. ნ------ კ-------ას და ზ---- გ-------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

4. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:

 

- 2 ცალი CD დისკი, რომელიც ერთვის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

- ავტომანქანა ტოიოტა, სახელმწიფო ნომრით I-------- და ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობა, რომელიც ინახება შსს ბო--------- რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

- ქ------- ხ--------ის ტანსაცმელი და ნივთები, რომელიც ინახება შსს ბო--------- რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს ქ------- ხ--------ეს.

- ნ---- ა-------ის ტანსაცმელი და ნივთები, რომელიც ინახება შსს ბო--------- რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს ნ---- ა-------ეს.

- გ-------– კ-–--ს ნივთები, რომელიც ინახება შსს ბო--------- რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს გ-------– კ-–--ს.

- გ------- მ--–--------ის ნივთები, რომელიც ინახება შსს ბო--------- რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს გ------- მ--–--------ს.

 

5. განემარტოთ მსჯავრდებულებს, რომ უფლება აქვთ აღძრან შუამდგომლობა შეწყალების თაობაზე.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თ---–--ის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გ------- ლონდარიძე