გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/675-15
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
24 ივლისი 2018 წელი თბილისი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ნინო მამულაშვილი
სხდომის მდივანი - თამთა ყრუაშვილი
მოსარჩელე - შ---------------–--------------–---–------
წარმომადგენელი - თ---------------–---–-
მოპასუხე - გ---------------–------
წარმომადგენელი - დ-----------–-–---–-
დავის საგანი - ქირავნობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ზიანის ანაზღაურება, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 გ---------------–------ს უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნეს ქ. თბილისში, მ----------–------ ქუჩა N2-ში, საკადასტრო კოდი N----------------- უძრავი ნივთის მეორე სართული და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს გ--------–---–-------
1.3 გ---------------–-------–---------------–---- სასარგებლოდ დაეკისროს 2012 წლის 15 აგვისტოს ,,უძრავი ქონების ქირავნობის ხელშეკრულებიდან“ გამომდინარე 2013 წლის 01 თებერვლიდან 2015 წლის 17 ივნისამდე ბინის ქირის საფასური 2700 ლარის ოდენობით.
1.4 გ---------------–----------------–---–------- სასარგებლოდ დაეკისროს 2012 წლის 15 აგვისტოს ,,უძრავი ქონების ქირავნობის ხელშეკრულებიდან“ გამომდინარე 2015 წლის 17 ივნისიდან 2016 წლის 17 მარტამდე ბინის ქირის საფასური 900 ლარის ოდენობით.
სასარჩელო მოთხოვნა დაზუსტებულ იქნა 2017 წლის 27 ოქტომბრის სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე.
სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მოსარჩელე გ--------–---–------ 2015 წლის 17 ივნისიდან საკუთრებაში გააჩნია, უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისში, მ----------–------ ქუჩა N2, საკადასტრო კოდით N 0---------------- რომლის მეორე სართულს 2012 წლის 15 აგვისტოს დადებული ,,უძრავი ნივთის ქირავნობის ხელშეკრულების“ საფუძველზე ფლობს მოპასუხე გ---------------–------.
აღნიშნული ქირავნობის ხელშეკრულების დადების მომენტისათვის ზემოაღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრე იყო გ-------------------- ხოლო 2013 წლის 01 თებერვლიდან 2015 წლის 17 ივნისამდე უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენდა შ---------------–---, რომელმაც არ იცოდა 2012 წლის 15 აგვისტოს დადებული ქირავნობის ხელშეკრულების თაობაზე. მისი მიმართვის საფუძველზე, 2014 წლის 10 სექტემბერს ქ.თბილისის შინაგან საქმეთა სამინისტროს ი--------------- სამმართველოს პოლიციის მ--------------–---- მიერ ჩატარებულ იქნა აღმკვეთი ღონისძიება და გამოთავისუფლებულ იქნა შ---------------–---- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირველი და მესამე სართულიდან ხელმყოფის მოძრავი ნივთები; ვერ გამონთავისუფლდა მეორე სართული, გ---------------–--------------------------------- შორის დადებული ქირავნობის ხელშეკრულების გამო.
ქირავნობის ხელშეკრულების თანახმად, გ---------------–------ უნდა ეხადა ბინის ქირა მესაკუთრისათვის ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით, თუმცა მოპასუხე არც ქირას იხდის და არც ბინას არ ანთავისუფლებს. შ---------------–----ათვის მოპასუხის მიერ გადასახდელი ქირის დავალიანება 2013 წლის 01 თებერვლიდან 2015 წლის 17 ივნისამდე შეადგენს _ 2700 ლარს, გ--------–---–------------- გადასახდელი ქირა 2015 წლის 17 ივნისიდან 2016 წლის 17 მარტამდე 900 ლარს
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე გ---------------–------- წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა დ-----------–-–---–-- მიუთითა, რომ უძრავი ქონების ქირავნობის ხელშეკრულება ძალაში იყო 2012 წლის 15 აგვისტოდან - 2015 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით, შესაბამისად აღნიშნული პერიოდის შემდეგ მოპასუხე სადავო ფართს აღარ ფლობს და ხელშეკრულებაც შეწყვეტილია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ქ. თბილისში, მ----------–------ ქუჩა N2-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეს 2013 წლის 01 თებერვლამდე წარმოადგენდა გ-----------------------------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმები);
- უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 19);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ 109).
3.1.2. 2012 წლის 15 აგვისტოს გ---------------- და გ---------------–------ შორის დადებულ იქნა უძრავი ქონების ქირავნობის ხელშეკრულება სამი წლის ვადით, 2015 წლის 15 აგვისტომდე. ფართის ქირავნობის ფასი განისაზღვრა დამქირავებლის მიერ მესაკუთრისათვის ყოველთვიურად 100 ლარის გადახდით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმები);
- 2012 წლის 15 აგვისტოს უძრავი ქონების ქირავნობის ხელშეკრულება (ს.გ 113-114);
3.1.3. 2013 წლის პირველი თებერვლის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ქ.თბილისში, მ----------–------ ქუჩა N2-ში, მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი:N-------------------ესაკუთრედ აღირიცხა მოსარჩელე შ---------------–---;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმები);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 108).
3.1.4. 2014 წლის 10 სექტემბერს ქ. თბილისის შ------------------ სამმართველოს პოლიციის მ----- განყოფილების მიერ გატარებული ღონისძიების საფუძველზე გამოთავისუფლებული იქნა შ---------------–---- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირველი და მესამე სართულები “ხელმყოფის მოძრავი ნივთებისაგან”. ბინის მეორე სართულზე ვერ მოხერხდა ფართის გამოთავისუფლება, უძრავი ნივთის "ხელმყოფის" მიერ ფართზე, გ------------------------------ და მოპასუხეს შორის 2012 წლის 15 აგვისტოს გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულების წარდგენის გამო..
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმები);
- საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგავარად ხელშეშლის აღკვეთის N-------- ოქმი (ს.ფ. 111);
- 2014 წლის 14 სექტებრის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ი--------------- სამმართველოს პოლიციის მ--------------–---- #------- მიმართვა (ს.ფ. 112);
3.1.5. 2015 წლის 17 ივნისიდან უძრავი ნივთის, მდებარე: ქ. თბილისი, მ----------–------ ქუჩა N2, ს/კ: 0---------------- მესაკუთრედ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია გ--------–---–------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმები);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 107).
3.1.6. მოპაუხე მხარის არაკვალიფიციური შედავების ფარგლებში, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ გ---------------–------ არ გადაუხდია დაქირავებული ფართის ქირა არც შ---------------–----ათვის და არც უძრავი ქონების ამჟამინდელი მესაკუთრისათვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, რათა დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისში, მ----------–------ ქუჩა N2-ში მდებარე უძრავ ქონებას უკანონოდ ფლობს მოპასუხე გ---------------–------.
უდავო გარემოებაა, რომ 2012 წლის 15 აგვისტოს გ---------------- და გ---------------–------ შორის დადებულ იქნა უძრავი ქონების ქირავნობის ხელშეკრულება სამი წლის ვადით, 2015 წლის 15 აგვისტომდე, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს საცხოვრებელი სახლის მესაკუთრემ ყოველთვიური ქირის გადახდის სანაცვლოდ დაუთმო საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე მდებარე 110კვ.მ ფართი.
საქმეში წარმოდგენილია 2014 წლის 14 სექტემბრის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ი--------------- სამმართველოს პოლიციის მ--------------–---- #------- მიმართვა, რომლიტაც დასტურდება რომ მესაკუთრის ცვლილების მიუხედავად, ვერ განხორციელდა შ---------------–---- საკუთრებაში არსებული ბინის მე-2 სართულის გამონთავისუფლება, ვინაიდან უძრავი ნივთის "ხელმყოფის" მიერ წარადგენილ იქნა ფართზე მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი, 2012 წლის 15 აგვისტოს უძრავი ქონების ქირავნობის ძალაში მყოფი ხელშეკრულება.
სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის წარმომადგენლის არგუმენტაცია, რომ გ---------------–----- ქირავნობის ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდგომ (2015წ 15 აგვისტოდან) აღარ ფლობს სადავო ფართს და მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილია მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის დაზუსტებული სარჩელის, "საქართველოს ფოსტის" მეშვეობით ჩაბარების დასტური, რომლითაც დგინდება, რომ გ---------------–------სათვის განკუთვნილი გზავნილი 15.04.16წ ჩაიბარა ლ--------, მისამართზე: თბილისი, მ----------–------ ქუჩა N2-ში, სწორედ აღნიშნულ პიროვნება წარმოადგენს გ---------------–------ს ნდობით აღჭურვილ პირს ნოტარიუს ქ----------–---–-- მიერ 30.10.15წ პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით მიღებული რწმუნებულების მინდობილობის დამოწმებისას, ხოლო 26.04.16წ თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხის მიერ წარმოდგენილია შესაგებელი, სადაც მხარის ძირითად (ფაქტობრივ ადგილსამყოფელად) გ---------------–------ თავადვე უთითებს მ----------–------ ქუჩა N2-ს. საყურადრებოა, ასევე რომ სწორედ თბილისი, მ----------–------ ქN2-ია მითითებული, მოპასუხე გ---------------–------ს საცხოვრებელ მისამართად, როგორც 2018 წლის 12 თებერვლის განცხადებაში საქმის გაცნობის თაობაზე, ასევე 2017 წლის 27 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე 2018 წლის 13 მარტით დათარიღებულ მისივე წარმომადგენლის საჩივარშიც, რაც მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტებასთან და წარმოდგენილ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერების საფუზველზე, განამტკიცებს სასამართლოს დასკვნას, რომ გ---------------–------ დღემდე ფლობს ფართს, რომლის გამოთავისუფლებასაც ითხოვს უძრავი ქონების მესაკუთრე.
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელეების მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 183-ე, 311-312-ე, 168-ე, 316-ე-317-ე, 361-ე, 531-ე, 567-ე, 572-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრება აღიარებული და ხელშეუვალია.
სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ან/და, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. აღნიშნული დანაწესი ითვალისწინებს საკუთრების კანონისმიერ და სახელშეკრულებო ბოჭვას, რომელსაც გააჩნია თავისი ფარგლები, კერძოდ, არ შეიძლება, რომ საკუთრების ბოჭვამ, შეზღუდვამ მოსპოს საკუთრება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმათა დანაწესის თანახმად , უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, მ----------–------ ქუჩა N2-ში მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი N----------------), მესაკუთრეს 2015 წლის 17 ივნისიდან წარმოადგენს მოსარჩელე გ--------–---–------.
სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის წარდგენა ხდება, როცა შელახულია ნივთზე მესაკუთრის მფლობელობა, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის (მფლობელთა) ხელთაა. ამასთან, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს აუცილებელი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ანუ, ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში, ხორციელდება თუ არა მფლობელობა საამისო უფლების გარეშე.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ გ--------–---–------ს კუთვნილ უძრავ ქონებას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს მოპასუხე გ---------------–------, რომელიც არ წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 160-162-ე მუხლებით დაცული უფლების მქონე პირს - მართლზომიერ მფლობელს. კერძოდ, დადგენილია, რომ რომ მას როგორც დამქირავებელს 2015 წლის 16 აგვისტოდან აღარ გააჩნია სადავო უძრავი ქონების მფლობელობის სამართლებრივი წინაპირობები და მისი მფლობელობა არალეგიტიმურ ხასიათს ატარებს.
ამდენად, ვინაიდან მოპასუხეს არ წარმოუდგენიათ იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ უძრავ ქონებას ფლობს მართლზომიერად; მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხეებთან მიმართებაში; ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის, შესაბამისად მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.
გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, გ--------–---–------ს სასარცელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხის _ გ---------------–------ს უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი უნდა იქნეს უძრავი ქონების, მდებარე: ქ.თბილისი, მ----------–------ ქუჩა N2, საკადასტრო კოდი N 0---------------- მეორე სართული და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში უნდა გადაეცეს მესაკუთრეს.
6.2.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 531-ე მუხლის თანახმად, ქირავნობის ხელშეკრულებით გამქირავებელი მოვალეა დამქირავებელს სარგებლობაში გადასცეს ნივთი განსაზღვრული ვადით. დამქირავებელი მოვალეა გამქირავებელს გადაუხადოს დათქმული ქირა. ამდენად, ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებითი-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეებს გააჩნიათ ხელშეკრულების პირობათა შესრულების ვალდებულება.
უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გ------------------------------- და გ---------------–------ შორის 2012 წლის 15 აგვისტოს დაიდო უძრავი ქონების ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გამქირავებელმა დამქირავებელს ქირით გადასცა კერძო საცხოვრებელი სახლის, მდებარე: თბილისი, მ----------–------ ქუჩა N2, საკადასტრო კოდი N----------------- მეორე სართულზე მდებარე 110კვ.მ ფართი. ქირავნობის ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, ქირავნობის ფასი განისაზღვრა ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა _ 2015 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით.
მხარეთა შორის სადავო არც ის გარემოებაა, რომ 2013 წლის პირველი თებერვლიდან ქ.თბილისში, მ----------–------ ქუჩა N2-ში, მდებარე უძრავი ქონების (საკ.კოდი N-------------------ესაკუთრეა მოსარჩელე შ---------------–---, ხოლო 2015 წლის 17 ივნისიდან ამ უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენს მოსარჩელე გ--------–---–------.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 572-მუხლის თანახმად, თუ გამქირავებელი გაქირავებულ ნივთს მესამე პირზე გაასხვისებს დამქირავებლისათვის მისი გადაცემის შემდეგ, შემძენი იკავებს გამქირავებლის ადგილს და მასზე გადადის ქირავნობის ურთიერთობიდან გამომდინარე უფლებები და მოვალეობები.
სსკ-ის 317-ე, 361.2-ე მუხლებზე დაყრდნობით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მესაკუთრის ცვლილების მიუხედავად, დამქირავებელი ვალდებული იყო გამქირავებლისათვის (ახალი მესაკუთრისათვის) ყოველთვიურად ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, გადაეხადა ბინის ქირა - 100 ლარი.
დადგენილია რომ, მოპასუხეს არ შეუსრულებია აღნიშნული ვალდებულება და ამდენად მოსარჩელეთა მოთხოვნა, მათ სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისროს ბინის ქირის არსებული დავალიანების გადახდა დასაბუთებულია; გ---------------–-------–---------------–---- სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2013 წლის 1 თებერვლიდან - 2015 წლის 17 ივნისამდე პერიოდზე, 27 თვის ქირის _ 2700 ლარის გადახდა, ხოლო გ--------–---–------ს სასარგებლოდ 2015 წლის 17 ივნისიდან, ქირავნობის ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე _ 2015 წლის 15 აგვისტომდე _ 200 ლარის ანაზღაურება.
6.3. სსკ-ის 394.1-ე მუხლი ადგენს სახელშეკრულებო ზიანის ანაზღაურების სამართლებრივ წინაპირობებს: მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის“
განსახილველ შემთხვევაზე უდავოა, რომ გამქირავებელსა და დამქირავებელს შორის არსებობდა ქირავნობის ხელშეკრულება, ხოლო ამ ინსტიტუტისათვის დამახასიათებელია ზიანის ანაზღაურების საკითხის მოწესრიგება საკანონმდებლო სახით, კერძოდ სსკ-ის 567.1-ე მუხლით: „თუ დამქირავებელი ქირავნობის ურთიერთობის დამთავრების შემდეგ უკან არ აბრუნებს გაქირავებულ ნივთს, მაშინ გამქირავებელს უფლება აქვს მოითხოვოს დაყოვნების განმავლობაში დადგენილი ქირის გადახდა, როგორც ზიანის ანაზღაურება“. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული დანაწესი ასევე, ასახულ იქნა 2012 წლის 15 აგვისტოს უძრავი ქონების ქირავნობის ხელშეკრულების მე-6 მუხლის "ბ"ქვეპუნქტში.
სასამართლომ ყურადღებას ამახვილებს იმ უდავოდ დადგენილ გარემოებაზე, რომ დამქირავებელს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა გამქირავებლისათვის 100 ლარი, რომ საქმის განხილვის დროისათვის უძრავი ქონება, რომელიც ქირით იქნა გადაცემული მოპასუხისათვის, ხელშეკრულების ვადის ამოწურვის მიუხედავად, კვლავ გ---------------–-----ს მფლობელობაშია და მოსარჩელე გ--------–---–------ს მოთხოვნას ნივთის (ქონების) დაყოვნების გამო მიყენებული ზიანის სახით - გ---------------–------სათვის 700 ლარის დაკისრების თაობაზე დასაბუთებულად მიიჩნევს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრებით დასტურდება, რომ მოსარჩელეების მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100, 110 და 120 ლარის, ჯამში 330 ლარის ოდენობით.
წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით: მოპასუხე გ---------------–----------------–---–------- სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 120 ლარის ანაზრაურება; შ---------------–---- და გიორგი წიკალურის სასარგებლოდ, გ---------------–------ უნდა დაეკისროს 108 ლარის ანაზღაურება, დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად; შ---------------–---ს უნდა დაუბრუნდეს სარჩელზე მის მიერ ზედმეტად გადახდილი 100 ლარი, ხოლო მოსარჩელეებს _ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან 110 ლარი _ ზედმეტად გადახდილი 2 (ორი) ლარი. 1
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე შ---------------–---- სარჩელი დაკმაყოფილდეს:
1.1. გ---------------–-------–---------------–---- სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს უძრავი ქონების ქირის დავალიანება - 2700 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხე გ---------------–------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს:
2.1. გ---------------–------ს უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნეს ქ. თბილისში, მ----------–------ ქუჩა N2-ში მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი N-------------------ეორე სართული და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს გ--------–---–-------
2.2. გ---------------–----------------–---–------- სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს უძრავი ქონების ქირის დავალიანება - 200 ლარისა და ნივთის (ქონების) დაყოვნების გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურება 700 ლარის ოდენობით.
4. მოპასუხე გ---------------–------ მოსარჩელეების შ---------------–---- და გ--------–---–------ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელეების მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 108 ლარის ანაზღაურება.
5. მოპასუხე გ---------------–------ მოსარჩელე გ--------–---–------ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 120 ლარის ანაზღაურება.
6. მოსარჩელე შ---------------–---ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს თ---------------–---–-ს (პ--------------) მიერ 2015 წლის 20 იანვრის საგადასახდო დავალება N----- გადახდილი 100 ლარი, რომელიც გადახდილია სახელმწიფო ხაზინის შემდეგ ანგარიშზე: მიმღები ბანკის კოდი T-------, სახაზინო კოდი: 3---------
7. მოსარჩელეებს შ---------------–---ს და გ--------–---–------ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს თ---------------–---–-ს (პ--------------) მიერ 2016 წლის 16 მარტს საგადასახდო დავალება N----- გადახდილი 110 ლარიდან, ზედმეტად გადახდილი _ 02 ლარი, რომელიც გადახდილია სახელმწიფო ხაზინის შემდეგ ანგარიშზე: მიმღები ბანკის კოდი T-------, სახაზინო კოდი: 3---------
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;
10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო მამულაშვილი