გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/6303-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
25 ივლისი, 2018 წ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
სხდომის მდივანი მარიამ სილაგავა
მოსარჩელე - შმ----–---–----
წარმომადგენელი - ალ--------------–-----–ი
მოპასუხე - ელ----–---–---ე
წარმომადგენელი - თე--------------–---–ი
დავის საგანი - უძრავ ნივთზე წილის მიკუთვნება, საზიარო ქონების ნატურით გაყოფა, საკუთრების ხელყოფის აკრძალვა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოსარჩელეს მიეკუთვნოს 50%-იანი წილი მოპასუხის უძრავი ქონებიდან, მდებარე თბილისში, ვაზ--------------------–------- კორპუსის მიმდებარედ, ს/კ 0----.02.00-.0---
1.2. სადავო ქონებაზე საკუთრების უფლების 50%-იანი წილის მიკუთვნებასთან ერთად დაეკისროს მოპასუხეს საზიარო უფლების გაუქმება სადავო ქონების ნატურით გაყოფის, ანუ უძრავი ქონების გამიჯვნის საშუალებით და მოსარჩელეს საკუთრებაში გადაეცეს რეალური წილი სარჩელზე თანდართული პროექტისა და სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად.
1.3. აღკვეთლ იქნეს მოსარჩელისათვის სასამართლოს მიერ მიკუთვნებული ქონების მოპასუხის მხრიდან ხელყოფა.
სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 1----–-–------------- მოსარჩელის ბებიამ - ბა-----------–----–----–---სამ მთელი დანაშთი ქონება ანდერძით დაუტოვა მას. 2007 წლის 14 აპრილს გარდაიცვალა ბა----–----–--ე და მის დანაშთ ქონებას დაეუფლა მოსარჩელე. 2----–-–---------–--- მოსარჩელემ დაშალა ჭი---------------------------–------–ი მდებარე ბებიის მიერ ნაანდერძევი საცხოვრებელი სახლი და თბილისში, ვა-------------------------- კორპუსის მიმდებარედ, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განათავსა, სადაც დასთან - ელ----–---–---ესთან ერთად დასახლდა. 2----–-–------------------- ქალაქ თბილისის საკრებულომ ირ---------ს სახელზე გასცა საკუთრების უფლების მოწმობა, რომლითაც მოსარჩელის მიერ განთავსებული სახლის ქვეშ არსებული მიწის ნაკვეთი 88 კვ.მ. ფართის ოდენობით, როგორც თვითნებურად დაკავებული, გადაეცა საკუთრებაში. ირ--------ე წარმოადგენს მოპასუხე ელ----–---–---ის მძახალს. 2----–-–---------–---- ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ირ--------ემ უძრავი ნივთი საკუთრებაში გადასცა მოპასუხე ელ----–---–---ეს.
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე მხარე გამდიდრდა უსაფუძვლოდ, რაც გამოიხატა მოპასუხის მიერ მისი ძმის - მოსარჩელის მთლიანი ქონების დაუფლებაში, რის გათვალისწინებითაც მოსარჩელეს უნდა მიეკუთვნოს მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების 50%-იანი წილი, ასევე უნდა მოხდეს სადავო ქონების ნატურით გაყოფა სარჩელზე დართული საექსპერტო დასკვნის შესაბამისად და იმავდროულად, მოპასუხეს უნდა აეკრძალოს მხარისათვის მიკუთვნებული ქონების ხელყოფა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხის წარმომადგენელმა საქმეზე წარმოდგენილი შესაგებლითა და სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო.
მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, მართალია, მოსარჩელე წარმოადგენს ბა----–----–--ის ანდერძისმიერ მემკვიდრეს, თუმცა მის კუთვნილ ქონებას არანაირი კავშირი არ აქვს სამკვიდროსთან, იგი არ ადასტურებს კუთვნილი საცხოვრებელი სახლის სოფელ ვა----დან გადმოტანის ფაქტს. ირ---------ს მიერ 2012 წელს მოხდა სადავო ქონების ლეგალიზება და მის სასარგებლოდ ქალაქ თბილისის საკრებულოს მიერ გაცემულ იქნა საკუთრების მოწმობა. მოპასუხემ 2----–-–---------–--- კეთილსინდისიერად შეიძინა ირ---------საგან სადავოდ გამხდარი უძრავი ქონება, სადაც მოსარჩელეს არასდროს ჰქონია საცხოვრებელი ფართი. მოპასუხემ მისივე თანხმობით სახლში საცხოვრებლად შეუშვა თავისი ძმა, თუმცა აღნიშნული არ ადასტურებდა ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლებას. შესაძლოა მხარემ მცირედით გააუმჯობესა საცხოვრებელი ადგილსამყოფელი, თუმცა მას სახლი არ
ჩამოუტანია სოფლიდან და ამის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა. ამდენად, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძვლები.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ მოიპოვება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 1----–-–------------- შედგენილი ანდერძის თანახმად, ბა----–----–--ემ მთელი თავისი დანაშთი ქონება, მათ შორის ჭი----------------------------–------ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, ანდერძით დაუტოვა თავის შვილიშვილს - შმ----–---–----ს.
(მტკიცებულება: ანდერძი, დაბადების მოწმობები, ქორწინების მოწმობა, ს.ფ. 19-22)
3.2.2. საქმეში წარმოდგენილი გარდაცვალების მოწმობის თანახმად, ბა----–----–--ე გარდაიცვალა 2007 წლის 14 აპრილს, რომლის დანაშთ სამკვიდროს, ჭ----------------–----–-------- გამგეობის მიერ 2----–-–----------- გაცემული ცნობის თანახმად, დაეუფლა შვილიშვილი - შმ----–---–----.
(მტკიცებულება: გარდაცვალების მოწმობა, ჭ----------------–----–-------- გამგეობის მიერ გაცემული ცნობა, ს.ფ. 23-24)
3.2.3. ჭ----------------–----–-------- გამგეობის მიერ 2----–-–------------------- გაცემული ინფორმაციის მიხედვით, ჭ----------------–----–-------- ვა----ს ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული ცნობების სარეგისტრაციო ჟურნალის ჩანაწერის თანახმად, 2----–-–---------–--- შმ----–---–----ს სახელზე გაცემულია ცნობა საცხოვრებელი სახლის გადატანის თაობაზე.
(მტკიცებულება: ჭ----------------–----–-------- გამგეობის მიერ გაცემული ინფორმაცია, სარეგისტრაციო ჟურნალის ასლი, ს.ფ. 25-27)
3.2.4. ს------–----------------–--------–-----------------–----------------------------–------------ მიერ 2----–-–------------------- გაცემული დასკვნის თანახმად, 2006 წლის 11 ნოემბრის მდგომარეობით, საკადასტრო კოდით N--.--.02.00-.024 რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არ ფიქსირდება შენობა და შესაბამისად, სავარაუდოა, რომ მითითებულ მიწის ნაკვეთზე 2007 წლამდე არ იყო განთავსებული შენობა-ნაგებობა.
(მტკიცებულება: ს------–----------------–--------–-----------------–----------------------------–------------ დასკვნა, ს------–----------------–--------–-----------------–----------------------------–------------ წერილი, ს.ფ. 28-37)
3.2.5. ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე ს------------------–-------------------------- 20-2 წლის 2-------------- N320 ოქმის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილებით ვა----------------------------------ის მიმდებარედ ირ---------ს მიერ დაკავებულ მიწის ნაკვეთს 88 კვ.მ. ფართის ოდენობით, მიენიჭა თვითნებურად დაკავებული კატეგორია, აღიარებულ იქნა ირ---------ს საკუთრება და დადგინდა საკადასტრო აზომვითი ნახაზების წარდგენის შემდგომ, საკუთრების უფლების მოწმობის გაცემა.
(მტკიცებულება: 20-2 წლის 2-------------- ოქმი N320, ს.ფ. 42-45)
3.2.6. საჯარო რეესტრის ამონაწერით, 2012 წლის 26 დეკემბრის მდგომარეობით, უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თბილისი, ვა--------------------------------ის მიმდებარედ, დაზუსტებული ფართობი: 88.00 კვ.მ. შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N1, საკადასტრო კოდით N--.--.02.00-.0---- რეგისტრირებული იყო ირ---------ს საკუთრებად. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: საკუთრების უფლების მოწმობა N----- დამოწმების თარიღი: 2--1--2-------------–---------------–---
(მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 39-40)
3.2.7. 2----–-–---------–---- უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ელ----–---–---ემ შეიძინა ირ---------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე; ქ. თბილისი, ვა----------------------- კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, 88.00 კვ.მ. ფართით, საკადასტრო კოდი N--.--.02.00-.0---
(მტკიცებულება: უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, ს.ფ. 46-47)
3.2.8. საქმეზე წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით, 2018 წლის 23 იანვრის მდგომარეობით, უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თბილისი, ვა--------------------------------ის მიმდებარედ, დაზუსტებული ფართობი: 88 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N1, საკადასტრო კოდით N--.--.02.00-.0---- რეგისტრირებულია ელ-----–---–---ის საკუთრებად. უფლების დამადასტურებელი
დოკუმენტი: უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 0-.07.----- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
(მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 80-81)
3.2.9. ს------–----------------–--------–-----------------–----------------------------–------------ მიერ 2018 წლის 23 თებერვალს გაცემული ექსპერტიზის დასკვნით ქ. თბილისში, ვა----------------------------------ის მიმდებარედ, ს/კ N--.--.02.00-.024 მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის გამიჯვნა ტექნიკურად შესაძლებელია ინდ. მეწარმე ზა-----–---–---ის მიერ შესრულებული გამიჯვნის ნახაზის მიხედვით, რომლის შედეგადაც შესაძლოა 32.61 კვ.მ, და 29.54 კვ.მ. ფართების გამოყოფა, რა შემთხვევაშიც არ დაიკარგება საცხოვრებელი სახლის ფუნქციური დანიშნულება.
(მტკიცებულება: ს------–----------------–--------–-----------------–----------------------------–------------ დასკვნა, ს.ფ. 123-129)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოუსმინა მხარეთა მოსაზრებებს და მიაჩნია, რომ შმ----–---–----ს სარჩელი უძრავ ნივთზე წილის მიკუთვნების, საზიარო უფლების ნატურით გაყოფისა და საკუთრების ხელყოფის აკრძალვის თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე, 173-ე, 183-ე, 953-ე, 961-ე, 963-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეებს - მესაკუთრესა და შემძენს შორის წერილობითი ფორმით დადებული გარიგება და შემძენზე ამ წერილობითი ფორმით შედგენილი გარიგების შედეგად შეძენილი საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის შესაბამისად, სამართლებრივი შედეგი - საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე წარმოიშობა მხოლოდ ზემოაღნიშნული პირობების განხორციელების საფუძველზე. ამდენად, იმისათვის რომ პირს უძრავ ნივთზე წარმოეშვას საკუთრების უფლება, საჭიროა წერილობითი ფორმით დადებული გარიგება და გარიგების შედეგად შეძენილი საკუთრების უფლების რეესტრში რეგისტრაცია.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სადავო ქონება თავდაპირველად ს------------------–-------------------------- მიერ გაცემული საკუთრების მოწმობით, როგორც თვითნებურად დაკავებული ტერიტორია, გადაეცა ირ--------ეს. ხოლო თავის მხრივ, ირ--------ემ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონება საკუთრებაში გადასცა მოპასუხე ელ----–---–---ეს. სარჩელით მხარე მოითხოვს სადავო უძრავი ნივთის 50%-იანი წილზე საკუთრების უფლების მიკუთვნებას. მოთხოვნის საფუძვლად კი მიუთითებს, რომ ამჟამად მოპასუხის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაში განთავსებული საცხოვრებელი სახლი, თავდაპირველად მის მიერ იქნა რაიონიდან გადმოტანილი და შესაბამისად, ქონების წილზე მას გააჩნია საკუთრების უფლება. მოპასუხეზე ქონების რეგისტრაციის შედეგად, მხარე უსაფუძვლოდ გამდიდრდა მოსარჩელის ხარჯზე და შესაბამისად, უნდა მოხდეს უძრავი ქონების 50%-იანი წილის მოსარჩელისათვის მიკუთვნება.
სადავო შემთხვევაში, მოსარჩელეს უძრავ ქონებაზე სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებული საკუთრების უფლების წარმოშობის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. ამასთან, მხარის მიერ მოპასუხის საკუთრების უფლების წარმომშობი დოკუმენტი, კანონით დადგენილი წესით შედავებული არ ყოფილა, ასევე არ არის წარმოდგენილი თავდაპირველი მესაკუთრის საკუთრების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაუქმების დამადასტურებელი მტკიცებულება, რის გათვალისწინებითაც არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია მოსარჩელეს მიეკუთვნოს ქ. თბილისში, ვა------------------------- კორპუსის მიმდებარედ არსებული უძრავი ქონების (საკადასტრო კოდით N--.--.02.00------ 50%-იანი წილი.
რაც შეეხება მხარის განმარტებას მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრების გამო მისთვის ქონების 50%-იანი წილის მიკუთვნების თაობაზე, სასამართლო მიუთითებს, რომ ვინაიდან მოსარჩელეს არ წარმოუდგენია სადავო ქონებაზე თავისი უფლების წარმოშობის დამადასტურებელი მტკიცებულება, სახეზე არ არის მოთხოვნის მქონე სუბიექტი (კრედიტორი), რომელსაც უსაფუძვლო გამდიდრების წესების შესაბამისად შეიძლება წარმოეშვას გადაცემულის უკან გამოთხოვის უფლება. ამდენად, დაუსაბუთებელია მოსარჩელის მოთხოვნა, უსაფუძვლო გამდიდრების წესების შესაბამისად, მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების 50%-იან წილის მიკუთვნების შესახებ.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 953-ე მუხლის მიხედვით, თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება ამ თავის წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 961-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულ მოწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის შესაბამისად, საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე, თანაბარი წილების განაწილება მონაწილეთა შორის ხდება კენჭისყრით.
სასამართლო მიუთითებს, რომ საზიარო უფლების წარმოშობა სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად ხდება კანონის ან გარიგების ძალით. უფლება, რომელიც რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, შესაძლებელია ნებისმიერ დროს დაექვემდებაროს გაუქმებას. ამასთან, საზიარო უფლება, მისი გაუქმების შემთხვევაში უნდა გაიყოს ნატურით, თუკი შესაძლებელია საზიარო საგნის მესაკუთრეთა რაოდენობის შესაბამისად ერთგვაროვან ნაწილებად დაყოფა, საზიარო საგნის ღირებულების შემცირების გარეშე.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მეორე სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მისთვის უძრავი ნივთის 50%-იანი წილის მიკუთვნების შემდგომ, საზიარო საგანზე უფლების გაუქმება საგნის ნატურით გამიჯვნის გზით, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობს ნივთზე თანასაკუთრების უფლება, მოსარჩელე არ არის მესაკუთრე, - არ დაკმაყოფილდა მხარის მოთხოვნა უძრავი ქონების შესაბამის წილზე საკუთრების უფლების მიკუთვნების შესახებ, შესაბამისად შეუძლებელია საგნის ნატურით გამიჯვნაზე მსჯელობა.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.
სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლა გულისხმობს მესაკუთრისათვის ისეთი მდგომარეობის შექმნას, რომლის გათვალისწინებითაც მესაკუთრეს ეზღუდება თავისი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა. იმავდროულად ხელშემშლელს არ უნდა გააჩნდეს ამის უფლებამოსილება რაიმე საფუძვლით. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა. ფაქტის არსებობა კი ყოველთვის უნდა დადასტურდეს კონკრეტული და სათანადო მტკიცებულებით.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მოითხოვს მისთვის მისაკუთვნებელი ქონების მოპასუხის მხრიდან ხელყოფის აკრძალვას. ვინაიდან არ დადასტურებულა მისი საკუთრების უფლება, არ მოხდა მხარისათვის უძრავი ნივთის 50%-იანი წილის მიკუთვნება, შესაბამისად სახეზე არ არის მესაკუთრე, რომელსაც შეუძლია პრეტენზია განაცხადოს და მოითხოვოს მოდავე მხარის მიერ საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უნდა გაუქმდეს საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 06 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონიძიება, რომლითაც მოპასუხეს აეკრძალა კუთვნილი უძრავი ნივთის გასხვისება ან სხვა სანივთო უფლებით დატვირთვა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 1991-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. არ დაკმაყოფილდეს შმ----–---–----ს სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხის უძრავი ქონებიდან მოსარჩელისათვის 50%-იანი წილის მიკუთვნების შესახებ, მდებარე თბილისში, ვა---------------------–------ე კორპუსის მიმდებარედ, ს/კ 0----.02.00-.0---
2. არ დაკმაყოფილდეს შმ----–---–----ს სასარჩელო მოთხოვნა სადავო ქონებაზე საკუთრების უფლების 50%-იანი წილის მიკუთვნებასთან ერთად, მოპასუხისათვის საზიარო უფლების გაუქმების დაკისრების, სადავო ქონების ნატურით გაყოფის, ანუ უძრავი ქონების გამიჯვნის საშუალებით და მოსარჩელისათვის რეალური წილის სარჩელზე თანდართული პროექტისა და სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად საკუთრებაში გადაცემის თაობაზე.
3. მოსარჩელისათვის სასამართლოს მიერ მიკუთვნებული ქონების მოპასუხის მხრიდან ხელყოფის აღკვეთის შესახებ, არ დაკმაყოფილდეს.
4. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 06 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის მიხედვითაც ელ----–---–---ეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის, მდებარე: ქ. თბილისი, ვა--------------------------------ის მიმდებარედ (ს/კ N--.--.02.00------ გასხვისება ან სხვა სანივთო უფლებით დატვირთვა.
5. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი