გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/5796-15
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
19 ივლისი, 2018 წელი თბილისი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ნინო მამულაშვილი
სხდომის მდივანი - თამთა ყრუაშვილი
მოსარჩელე - თ--------–---------–---–ი
წარმომადგენელი - გ----------------–---–ი
მოპასუხე - ტ-----------------––------ი
წარმომადგენელი - რ---------------ე
დავის საგანი - ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ გაუქმება, ქონების ½ წილის საკუთრებაში აღრიცხვა, საჯარო რეესტრის ჩანაწერში ცვლილების შეტანა, უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ნივთების გამოთხოვა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ნაწილობრივ გაუქმდეს ი------–---------–---–სა (პ/ნ 0----------) და ტ-----------------––------ს (პ/ნ 0----------) შორის 2013 წლის 12 ნოემბერს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თ---–---------------–------------------------------------------------------------------------------------------);
1.2. თ--------–---------–---–ი (პ/ნ 0----------) ცნობილ იქნას ქ, თ---–--–-------------–------------ში მდებარე, ტ-----------------––------ის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხული N--- ბინის (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: 0-------------------------) ½ ნაწილის მესაკუთრედ.
1.3. შეტანილ იქნეს ცვლილება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო ჩანაწერში და ქ. თ---–--–-------------–------------ში ტ-----------------––------ის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხული N--- ბინის (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: 0-------------------------) ½ ნაწილის მესაკუთრედ რეგისტრირებულ იქნეს თ--------–---------–---–ი.
1.4 ტ-----------------––------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნეს თ--------–---------–---–ის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთები: ძ---–--------------------------------–--–-------–----------------------------–---------–------–--–---–-----–----------------------------–--–-------–-------------------–------------------------------------–--–-------–-----------------------------––------–--–---------------------------–------------–--------------–-----–--–---------–---------–--–- და გადაეცეს თ--------–---------–---–ს.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: თ--------–---------–---–ი წარმოადგენს ი------–---------–---–ის ერთადერთ ქალიშვილს. მოსარჩელე დაბადებიდან (1963წ) ცხოვრობდა მშობლებთან ერთად და მისი რეგისტრაცია სადავო უძრავ ქონებაში განხორციელდა ჯერ კიდევ 1980 წელს ანუ სრულწლოვანების მიღწევისთანავე. თ--------–---------–---–ის საცხოვრებელ ადგილს ქორწინებამდე და მას შემდეგ რამდენიმე წლის განმავლობაში წარმოადგენდა სწორედ ქ. თ---–---------------–-----------, ბინა N---.
მოსარჩელის დედის ვ-------------–---ას გარდაცვალების (2000 წელს) შემდეგ, მოსარჩელის მამა ი------–---------–---–ი მალევე დაქორწინდა ტ-----------------––------ზე. 2----–-–------------------ს თ--------–---------–---–ი ამოწერილ იქნა მისი სარეგისტრაციო ადგილიდან, რის შემდეგაც დაინტერესდა და აღმოაჩინა, რომ 2013 წლის 12 ნოემბერს, მოსარჩელისათვის შეუტყობინებლად, ი------–---------–---–ს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე საცხოვრებელი ბინა გადაუცია საკუთრებაში მეუღლისათვის ტ-----------------––------ასათვის, რომელმაც გამოიყენა მესაკუთრის პრივილეგირებული მდგომარეობა და მოსარჩელე ამოწერა ბინიდან.
მოსარჩელე განმარტავს, რომ 1998 წლის 29 მაისს დაიდო პრივატიზაციის ხელშეკრულება ი------–---------–---–სა და თ---–-----------------------–------–---------ს შორის. სადაო საცხოვრებელ ბინაში საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის შესახებ 1992 წელს კანონის ამოქმედების დღისათვის რეგისტრირებულნი იყვნენ მოსარჩელე თ--------–---------–---–ი და მისი მშობლები ი------–---------–---–ი და ვ-------------–---ა. შესაბამისად, სწორედ ისინი წარმოადგენდნენ ი------–---------–---–თან ერთად პრივატიზირებული საცხოვრებელი ბინის დამქირავებლებს და თანამესაკუთრეებს _ ი------–---------–---–ის მიერ 1998 წლის 29 მაისს განხორციელებული საცხოვრებელი ბინის პრივატიზების მიუხედავად. დღეის მდგომარეობით, სადაო უძრავი ნივთი საჯარო რეესტრის მონაცემების საფუძველზე მთლიანად რეგისტრირებულია ტ-----------------––------ის სახელზე, ხოლო მანამდე არსებული მდგომარეობით, უძრავი ნივთი რეგისტრირებული იყო მხოლოდ ი------–---------–---–ის სახელზე, სწორედ 1998 წლის 29 მაისის პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე.
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 01 თებერვლის N107 დადგენილებით განისაზღვრა საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის წესი, რომლის თანახმადაც საცხოვრებელი ბინის ნაწილი, კერძოდ ½ ნაწილი ეკუთვნის მოსარჩელე თ--------–---------–---–ს. მოსარჩელის განმარტებით დედისაგან ნაჩუქარი მოძრავი ნივთები: ძ---–-------------------------------–--–--------–----------------------------–---------–-----–--–---–-----–---------------------------–--–--------–-------------------–-----------------------------------–--–--------–-----------------------------––-----–--–----------------------------–------------–--------------–-----–--–----------–--------–--–-- იმყოფება მოპასუხის უკანონო მფლობელობაში და ითხოვს ამ ნივთების მისთვის გადაცემას.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადაო უძრავ ქონებას კანონიერად ფლობს. ი------–---------–---–ი ჩაწერილი იყო აღნიშნულ მისამართზე და მართლზომიერად, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა თავისი საკუთრება კანონიერ მეუღლეს.
მოპასუხე მიუთითებს, რომ მხოლოდ სადავო ბინაში რეგისტრაცია არ წარმოშობს საკუთრების უფლებას, მაშინ როდესაც 20 წლის განმავლობაში მოსარჩელეს არ უცხოვრია სადაო ბინაში.
სასამართლო სხდომაზე, მოპასუხემ ასევე მიუთითა სასარჩელო მოთხოვნათა ხანდაზმულობაზე და განმარტა, რომ სადაო ქონება 2007 წელს დარეგისტრირდა ი------–---------–---–ის სახელზე, აღნიშნული ცნობილი იყო მოსარჩელისათვის თუმცა მას მამის გარდაცვალებამდე პრეტენზია არ გამოუთქვამს, ისევე როგორც სადავოდ არ გაუხდია 2013 წელს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება, მის თაობაზე მოსარჩელის ინფორმირებულობის მიუხედავად. რაც შეეხება მოსარჩელის კუთვნილ მოძრავ ნივთებს, ნივთები რომლები თ--------–---------–---–ის საკუთრებას წარმოადგენდა მოსარჩელის მამამ ი------–---------–---–მა გარდაცვალებამდე გადასცა მოსარჩელეს და სადაო უძრავ ქონებაში განთავსებული მოძრავი ნივთები თ--------–---------–---–ის საკუთრებას არ წარმოადგენს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 1998 წლის 29 მაისის ხელშეკრულების საფუძველზე ი------–---------–---–ს უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაეცა ქ. თ---–-----------------------–------ რაიონის საბინაო საქესპოლატაციო უბნის კუთვნილი ბინა, მდებარე: ქ.თ---–--–ი, ს---------–-----------------------------------------–----------–---------------------------------------------------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 1998 წლის 29 მაისის ხელშეკრულება (ს.ფ. 172-173).
3.1.2. თ--------–---------–---–ი წარმოადგენს ვ-------------–---ის და ი------–---------–---–ის ქალიშვილს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დაბადების მოწმობა (ს.ფ. 26-27).
3.1.3. თ--------–---------–---–ის დედა ვ-------------–---ი გარდაიცვალა 2000 წლის 19 მარტს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გარდაცვალების მოწმობა N----------- (ს.ფ 91).
3.1.4. 2000 წლის 25 აგვისტოს ი------–---------–---–ი დაქორწინდა მოპასუხე ტ-----------------––------ზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები);
- 2017 წლის 23 მაისის რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილება (ს.ფ 214-219);
3.1.5. 1998 წლის 29 მაისის პრივატიზაციის N----- ხელშეკრულების საფუძველზე 2007 წელს ი------–---------–---–ი საჯარო რეესტრში აღირიცხა უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქ თ---–--–-------------–----------------------, ბინა N---, ს/კ N---------------------- მესაკუთრედ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ 22-23);
3.1.6. 2013 წლის 12 ნოემბრის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე ტ-----------------––------მა - ი------–---------–---–ისაგან საკუთრებაში მიიღო უძრავი ქონება, რომლის რეკვიზიტებია: ქალაქი თ---–---------------–---------------------------------------------------------------------------------.
უძრავი ქონება დღემდე რეგისტრირებულია ტ-----------------––------ის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება (ს.ფ.20-21);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 18-19).
3.1.7. თ--------–---------–---–ის მამა ი------–---------–---–ი გარდაიცვალა 2015 წლის 18 მაისს. გარდაცვალების შემდგომ მის უფლებამონაცვლეს წარმოადგენს მეუღლე ტ-----------------––-----ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გარდაცვალების მოწმობის ასლი (ს.ფ 105-107);
- შესაგებელი;
- 2017 წლის 23 მაისის რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილება (ს.ფ 214-219);
-კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ. 124-125).
3.1.8. თ--------–---------–---–ი მისამართზე: ქ------–---------------–-------------- რეგისტრირებული იყო 1----–-–-----------იდან, რეგისტრაციიდან მოხსნის თარიღია 2----–-–------------------ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბარათი (ს.ფ 28-31).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, რათა დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ თ--------–---------–---–ი სადავო უძრავი ქონების პრივატიზაციის მომენტში და შემდგომაც ცხოვრობდა და რეგისტრირებული იყო ქ------–---------------–-------------- მდებარე ბინაში.
საბინაო პირობების შემოწმების შესახებ 1----–-–----------ს გაცემული ცნობის თანახმად, სადაო საცხოვრებელ სახლში ი------–---------–---–ის ოჯახის წევრებად ირიცხებიან და სადავო ბინაში ჩაწერილები იყვნენ ი------–---------–---–ი, თ----–---------–---–ი და ვ-------------–---ა.
1998 წლის 29 მაისის ი------–---------–---–ის განცხადების თანახმად, რომლითაც მან ითხოვა თ---–--–-------------–-----------------------ში მდებარე N--- ბინის გადაცემა უსასყიდლოდ საკუთრებაში, განმცხადებელი ადასტურებს, რომ მას დამქირავებლის უფლებით დაკავებული აქვს სამი ოთახი. ხოლო მისი ოჯახი შედგება სამი სულისაგან, მათ შორის ორი სრულწლოვანი პირია.
აღნიშნული წერილობითი მტკიცებულების გარდა, საქმეზე დაკითხულმა მოწმემ, ასევე დაადსტურა, რომ მოსარჩელის მეზობლად მისი ოჯახი ცხოვრობდა 1975 წლიდან, ქ. თ---–--–ი, ს---------–-------–ი; თ--------–---------–---–ის ოჯახი დაახლოებით 1987-1988 წლიდან საცხოვრებლად გადავიდა გ---------ე მდებარე ვ-------------–---ას მშობლების სახლში. დაახლოებით 1990-1992 წლიდან სადვო ბინაში ცხოვრობდა თ--------–---------–---–ი და მისი მეუღლე, ხოლო, ი------–---------–---–ი აღნიშნულ ბინაში გადავიდა მას შემდეგ, რაც იქორწინა ტ-----------------––------ზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, სასამართლოს სხდომის ოქმები);
- მოწმის ჩვენება (იხ. 2----–-–-----------ის სასამართლო სხდომის ოქმი);
- სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბარათო (ს.ფ. 28-31);
- სარეგისტრაციო ბარათი (ს.ფ 139);
- ცნობა საბინაო პირობების შემოწმების შესახებ (ს.ფ 174-175);
- ი------–---------–---–ის განცხადება (ს.ფ 177);
3.2.2 თ--------–---------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა ტ-----------------––------ის მიმართ ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის თაობაზე არ არის ხანდაზმული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისგან რაიმე მოქმედების შესრულების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა, ანუ ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს რომლის უფლებაც დაირღვა, აქვს შესაძლებლობა, მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად კი ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ სასარჩელო ხანდაზმულობა ეს არის კანონით დადგენილი დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც შელახულია, შეუძლია მოითხოვოს იძულებითი აღსრულება ან უფლების დაცვა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. სასარჩელო ხანდაზმულობა ხელს უწობს რა სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილიზაციას, ამავდროულად ემსახურება სახელშეკრულებო დისციპლინის სიმყარეს და ეხმარება სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს თავიანთი უფლებებისა და ვალდებულებების აქტიურად და დროულად განხორციელებაში. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ.
სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის მოსაზრება მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ მოსაზრება ხანდაზმულობის ერთწლიანი ვადის გამოყენების თაობაზე არ უნდა გავრცელდეს კონკრეტულ შემთხვევაზე, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის მესამე ნაწილი ჩუქების გაუქმების ერთწლიანი ხანდაზმულობის ვადას ადგენს მოთხოვნის იმგვარი საფუძვლის არსებობის მიმართ, როგორიცაა ჩუქების გაუქმება დასაჩუქრებულის უმადურობის გამო. კონკრეტულ შემთხვევაში კი, ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძველს არ წარმოადგენდა დასაჩუქრებულის უმადურობა.
შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლი, რომელიც უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ექვს წლიან ვადას ითავლისწინებს. ხოლო რაც შეეხება მოთხოვნის წარმოშობის მომენტს, ანუ დროს, როდესაც მოსარჩელემ შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ, სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო ჩუქების ხელშეკრულება გაფორმებულ იქნა 2013 წლის 12 ნოემბერს, ხოლო სარჩელი სასამართლოში აღძრული იქნა 2015 წლის 27 აგვისტოს, რაც ცხადია გამორიცხავს ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლოს სხდომის ოქმები);
- 2013 წლის 12 ნოემბრის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება (ს.ფ 20-21).
3.2.3 თ--------–---------–---–ის კუთვნილი მოძრავი ნივთები, კერძოდ ძ---–------------------------–----------------------------–--------–ი, მოპასუხე ტ-----------------––------ის უკანონო მფლობელობაშია.
მოსარჩელის ერთ-ერთ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან შემდეგი მოძრავი ნივთების გამოთხოვა (ვინდიცირება): ძ---–-------------------------------–--–--------–----------------------------–---------–-----–--–----–-----–---------------------------–--–--------–-------------------–-----------------------------------–--–--------–-----------------------------––-----–--–----------------------------–------------–--------------–-----–--–-------------–--------–--–--. მოსარჩელი განმარტების თანახმად, აღნიშნული ნივთები მან საჩუქრად მიიღო დედისგან ე.წ ,,მზითვის სახით“, თუმცა, ვინაიდან დაოჯახების შემდგომ სადავო ბინაში განაგრძო ცხოვრება, ნივთები აქვე დატოვა და არ გადაუტანია ბინიდან გადასვლის შემდგომაც.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილისა და ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნორმების ანალიზით დასტურდება, რომ სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის მოვალეობაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული.
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
მატერიალური კანონმდებლობიდან გამომდინარე, ვინდიკაციური სარჩელის პირობებში, სწორედ მოსარჩელეს ეკისრება იმის დამტკიცება, რომ სადავო ნივთის მესაკუთრეა და ნივთი იმყოფება მოპასუხის უკანონო მფლობელობაში, ხოლო მოპასუხის სამტკიცებელია, რომ ნივთს მართლზომიერად ფლობს.
მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია, ფაქტობრივი გარემოება, იმის თაობაზე, რომ მოძრავი ნივთები, რომლის გადაცემასაც ითხოვს მოსარჩელე წინამდებარე სარჩელით, განთავსებულია ტ-----------------––------ის საკუთრებაში რიცხულ ბინაში, მდებარე: ქ. თ---–---------------–--------------------------------- მხარეთა შორის სადავოა მოძრავ ნივთებზე თ--------–---------–---–ის საკუთრების უფლება.
ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება სადავო სამართალურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად.
მოსარჩელე მხარის ინიციატივით, სასამართლოს სხდომაზე მოწმედ დაკითხულმა ი--------------ამ მიუთითა, რომ იგი 1975 წლიდან ცხოვრობდა ქ. თ---–--–ი, ს---------–-------–ი, მოსარჩელის მეზობლად და წარმოადგენდა მის ოჯახთან დაახლოებულ პირს. მოწმის ჩვენებით, ძველებური ა---------------–-----------------–---------–----------------- და სხვა წარმოადგენდა თ--------–---------–---–ის დედის საკუთრებას, რომელიც მან მშობლებისგან მიიღო მემკვიდრეობით. ამ ნივთების ნაწილი (უზარმაზარი ყ---------------------------------------------------------------------------------------–---–-------------------------------------------–-----------------------ი, განლაგებული იყო ქ. თ---–--–ი, ს---------–-------–ი მდებარე ბინაში, ხოლო ნაწილი ნივთებისა გ---------ე მდებარე ბინაში. მოსარჩელეს დედის მიერ ნაჩუქარი ეს ნივთები სრულად არ გადაუტანია გ---------ე მდებარე სახლში“.
მართალია, მოწმემ დაადასტურა, რომ თ--------–---------–---–მა დედისგან დაქორწინებისას საჩუქრად მიიღო გარკვეული ნივთები, თუმცა საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ სწორედ ზემოაღნიშნული ნივთები იმყოფება მოპასუხის მფლობელობაში, გარდა „---------------------------.
შესაბამისად, მოწმის აღნიშნული ჩვენების საფუძველზე სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტი იმის შესახებ, რომ მოძრავი ნივთებიდან, ძ---–-------------------------------------–----------------------------–---------–ი, რომელიც წარმოადგენდა თ--------–---------–---–ის დედის საკუთრებას და ამ უკანასკნელის სიცოცხლეშივე მოსარჩელემ დაქორწინწბისას საჩუქრად მიიღო მშობლისაგან, ტ-----------------––------ის უკანონო მფლობელობაშია; რაც შეეხება დანარჩენი ნივთების მოპასუხის უკანონო მფლობელობაში ყოფნის ფაქტს, სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში არ მოიპოვება უტყუარი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ნივთების _ რ------------------–-----–--------–--–--------–----------------------–-----------------------------––-----–--–----------------------------–-------------–--------------–-----–--–-------------–---------–--–-- _ მოპასუხის მიერ უკანონოდ მფლობელობის ფაქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმები);
- მოწმის ჩვენება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი);
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და მათი სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ თ--------–---------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და უძრავი ქონების ½ წილის მესაკუთრედ ცნობის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ტ-----------------––------ის უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ნივთების გამოთხოვის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 54-ე, 170-ე, 172-ე, 524-ე, 525-ე მუხლები.
,,საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის დადგენილების
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიუთითებს ,,საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პირვატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ” საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის №107 დადგენილების მე-5 პუნქტზე, რომლის თანახმად, საცხოვრებელი სახლი (ბინა) უსასყიდლოდ გადაეცათ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ამ სახლის (ბინის) დამქირავებლები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები არიან. აღნიშნულიდან გამომდინარე, ყველა იმ პირს, ვინც იყო დამქირავებლის ოჯახის წევრი და პრივატიზაციის დროს ცხოვრობდა ბინაში, წარმოეშობოდა უფლებალ საკუთრებაში მიეღო უსასყიდლოდ გადაცემული საცხოვრებელი ბინა, მიუხედავად იმისა, სრულწლოვანი იქნებოდა იგი თუ არასრულწლოვანი, ამასთან, ყველა მათგანი უნდა ჩათვლილიყო ბინის პოტენციურ თანამესაკუთრედ იმის მიუხედავად, ოჯახის რომელ წევრზე მოხდა ბინის პრივატიზაცია. ამასთან, ოჯახის წევრების თანხმობა, რომ ბინის პრივატიზაცია მომხდარიყო ოჯახის რომელიმე ერთი წევრის სახელზე, არ ნიშნავდა იმას, რომ ბინა მხოლოდ ამ უკანასკნელის საკუთრება იყო და დანარჩენები თმობდნენ საკუთრებიდან თავიანთ წილს.
აღნიშნული დადგენილებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, სასამართლო განმარტავს, რომ ბინების პრივატიზება წარმოადგენს მოქალაქეთათვის სახელმწიფო და საზოგადოებრივ საბინაო ფონდში მათ მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართის ნებაყოფლობითი შეღავათიანი პირობებით საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემას. პრივატიზების პროცესში საცხოვრებელი ბინის დამქირავებელი და მისი ოჯახის წევრები თანაბარი უფლებით სარგებლობენ, ანუ აღნიშნული ნორმატიული აქტი ბინის არც ერთ დამქირავებელს ან მისი ოჯახის წევრს პრივილეგირებულ მდგომარეობაში არ აყენებს. დადგენილებით მინიჭებული უფლების რეალიზების შესაძლებლობა ვრცელდება დამქირავებელთან ერთად მცხოვრებ ყველა ოჯახის წევრზე და, მიუხედავად იმისა, რომ საკუთრების უფლება მათი თანხმობით შეიძლება ერთ-ერთ დამქირავებელზე აღირიცხოს, აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პრივატიზების მომენტისათვის ბინაში მცხოვრებმა სხვა პირებმა უარი განაცხადეს თავიანთ საკუთრების უფლებაზე. ბინის პრივატიზაციის უფლების რეალიზაციის ფაქტობრივ საფუძველს წარმოადგენს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის ფაქტი. დამქირავებელთან მცხოვრებ ოჯახის წევრებს გააჩნიათ ყველა ის უფლება, რომლითაც დამქირავებელი სარგებლობს. საკუთრების უფლების ერთ-ერთ დამქირავებელზე აღირიცხვა არ გამორიცხავს დანარჩენი მოსარგებლეების საკუთრების უფლებას.
სასამართლომ განსახილველ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1998 წლის 29 მაისს ნოტარიუს მ---------–----ის მიერ დამოწმებული პრივატიზაციის ხელშეკრულების თანახმად, ი------–---------–---–ს საკუთრებაში გადაეცა ქ. თ---–-----------------------–------ რაიონის საბინაო საექსპლოატაციო უბნის კუთვნილი ბინა, მდებარე: ქ.თ---–--–ი, ს---------–-----------------------------------------–----------–---------------------------------------------------
1992 წლის 3 მაისს გაცემული საბინაო შემოწმების შესახებ გაცემული ცნობით დადგინდა, რომ ცნობის გაცემის დროს სადავო ბინაში მდებარე : ქ.თ---–--–ი, ს---------–-----------------------------------------–----------–--------------------------------------------------- ჩაწერილი იყო და ცხოვრობდა სამი სული, კერძოდ, ც---------–---–--------ი 1976 წლიდან, თ--------–---------–---–ი 1980 წლიდან და ს-----–-----------ა 1976 წლიდან.
ასევე უდავო გარემოებაა, რომ თ--------–---------–---–ი მისამართზე: ქ------–---------------–-------------- რეგისტრირებული იყო 1----–-–-----------იდან, რეგისტრაციიდან მოხსნის თარიღამე_ 2----–-–------------------ი. მოსარჩელის რეგისტრაციის გაუქმება განხორციელდა მოპასუხის _ ბინის მესაკუთრის განცხადების საფუძველზე.
გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელე თ--------–---------–---–ი და ვ-------------–---ა ჩაწერილი იყვნენ და ცხოვრობდნენ სადავო ბინაში ბინის პრივატიზაციამდე, ისინი წარმოადგენდნენ სადავო ბინის დამქირავებლის ოჯახის წევრებს და მიუხედავად იმისა, რომ მთელი სადავო ქონების პრივატიზება განხორციელდა მხოლოდ ი------–---------–---–ის სახელზე, პრივატიზაციის შედეგად სამივე მათგანმა თანაბარი წილის უფლებით მოიპოვა საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე. ანუ, მოსარჩელეს მის წილ ქონებაზე სამართლებრივად იმთავითვე ჰქონდა უფლება მოპოვებული.
აღნიშნულის საწინააღმდეგოდ მოპასუხემ ვერ მიუთითა ისეთ გარემოებებზე, რომლებიც, კონკრეტული სადავო ურთიერთობის ზემოაღნიშნული თავისებურებებიდან გამომდინარე, გამორიცხავდნენ მოსარჩელის მიერ სადავო ბინაზე თანასაკუთრების უფლებას.
ხოლო იმ გარემოების გათვალისწინებით რომ მოსარჩელე წარმოადგენს ი------–---------–---–ისა და 2000 წელს გარდაცვლილის ვ-------------–---ას ერთადერთ ქალიშვილსა და დედის დანაშთ ქონებაზე მემკვიდრეს, სასამართლო მართებულად მიიჩნევს მოსარჩელის მოთხოვნას სადავო ბინის ½ ნაწილზე მესაკუთრედ ცნობის შესახებ.
6.2 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმის დანაწესის თანახმად, გარიგება არის ნების თავისუფალი გამოვლენა, რომელიც მიმართულია რაიმე სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისაკენ. გარიგება ეს არის მისი მონაწილე მხარეების განსჯის შედეგი, რომელთაც გაცნობიერებული აქვთ მისი შედეგები და შესაძლო სამომავლო რისკები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით. ამავე კოდექსის 525-ე მუხლის თანახმად, უძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ხელშეკრულებით განსაზღვრული საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
დადგენილია, რომ 1998 წლის 29 მაისის პრივატიზაციის N----- ხელშეკრულების საფუძველზე 2007 წელს ი------–---------–---–ი საჯარო რეესტრში აღირიცხა უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქ თ---–--–-------------–----------------------, ბინა N---, ს/კ N---------------------- მესაკუთრედ, ხოლო 2013 წლის 12 ნოემბრის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე ტ-----------------––------მა - ი------–---------–---–ისაგან საკუთრებაში მიიღო სადავო უძრავი ქონება.
სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლიდან გამომდინარე, სასამართლო მიუთითებს, რომ ჩუქება ცალმხრივი გარიგებაა და იგი მჩუქებლის მიღება სავალდებულო ნების იურიდიული შედეგია ( ნების გამოვლენა, რომელიც მოითხოვს მეორე მხარის მიერ მის მიღებას, ნამდვილად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა იგი მეორე მხარეს მიუვა). ნება, როგორც იურიდიული მოქმედების ამსახველი ინსტრუმენტი, მხოლოდ გარეგანი გამოხატულების ფორმით არ შეიძლება შეფასდეს ნამდვილად, არამედ, ნამდვილი იურიდიული ძალმოსილება გააჩნია მხოლოდ იმგვარ ნებას, როდესაც შინაგანი და გარეგანი გამოხატულება იურიდიულ თანხვედრაშია.
ნების ნამდვილობის თვალსაზრისით გასათვალისწინებელია სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის წინაპირობებიც, რომელზეც მოსარჩელე ამყარებს საკუთარ მოთხოვნებს.
სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობრივ ნორმებს.
გამომდინარე იქიდან, რომ ი------–---------–---–ის საკუთრების უფლება ვრცელდებოდა მხოლოდ სადავო ქონების 1/3 ნაწილზე, ხოლო ს-----–----------–---ას გარდაცვალების შემდეგ, ასევე მისი დანაშთი ქონების ½ წილზეც, სასამართლო მიიჩნევს, რომ ქონების 1/2 ნაწილის განკარგვის ნაწილში დამსაჩუქრებელი მიერ სადავო ქონების განკარგვა ეწინააღმდეგებოდა საჯარო წესრიგს, რის გამოც არსებობს მისი ბათილობის საფუძველი. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც რომ, მართალია სადავო ქონებაზე ჩუქების ხელშეკრულების დადების მომენტში საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო ი------–---------–---–ის საკუთრების უფლება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის შესაბამისად, თუმცა აღნიშნული არ ცვლის ამ ხელშეკრულებით მოპასუხე ტ-----------------––-----ას სასარგებლოდ გამოვლენილი ნების ბათილობას ½ ნაწილში, ვინაიდან ამ უკანასკნელმა საკუთრება სადავო ქონების ნაწილზე მოიპოვა უსასყიდლო გარიგების - ჩუქების საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა რეესტრის ჩანაწერს ვერ ექნება მოპასუხის სასარგებლოდ.
სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოპასუხე მხარის წარმომადგენლის განმარტება, ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის თაობაზე, სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და ზემოაღნიშნული მსჯელობისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ თ--------–---------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს: ნაწილობრივ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ი------–---------–---–სა და ტ-----------------––------ს შორის 2013 წლის 12 ნოემბერს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თ---–---------------–------------------------------------------------------------------------------------------) საკუთრებაში გადაცემის შესახებ და თ--------–---------–---–ი ცნობილ უნდა იქნეს და აღირიცხოს ამავე უძრავი ქონების ½ წილის მესაკუთრედ.
6.3 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170.1 მუხლით მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172.1 მუხლით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ ვინდიკაციური სარჩელის აღძვრისას უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; მოპასუხე უნდა ფლობდეს მოსარჩელის კუთვნილ ნივთს და მას არ უნდა გააჩნდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილისა და 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადავო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული. ვინდიკაციურ სარჩელებზე მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის შემდეგნაირად უნდა გადანაწილდეს: მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ ის წარმოადგენს იმ ნივთის მესაკუთრეს, რომლის გამოთხოვასაც ის ითხოვს მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და, რომ ნივთი, რომლის გამოთხოვასაც მოსარჩელე ითხოვს, იმყოფება მოპასუხის მფლობელობაში. მოპასუხის მტკიცების ტვირთს კი წარმოადგენს მის მიერ სადავო ნივთის ფლობის მართლზომიერების დადასტურება.
განსახილველ შემთხვევაში, თ--------–---------–---–მა დაადასტურა მისი მტკიცების საგანში შემავალი, გამოთხოვილი მოძრავი ნივთების, ნაწილის მოსარჩელისადმი კუთვნილებისა და მათი მოპასუხის მფლობელობაში არსებობის ფაქტი, ხოლო მოპასუხე მხარემ ვერ შეძლო იმ გარემოების დადასტურება, რომ იგი მართლზომიერად ფლობს სადავო მოძრავი ნივთებიდან, ძველებური დესაუსა (კარადა) და ძველებურ სარკეს.
შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოძრავი ნივთების მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: ტ-----------------––------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ უნდა იქნეს და მოსარჩელეს უნდა გადაეცეს მისი კუთვნილი ნივთები _ ქალაქ თ---–--–-------------–-----------, ბ--------ში (ს/კ 0-------------------------) მდებარე ძ---–-----------------------------------–----------------------------–--------–ი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თ--------–---------–---–ის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟი 1170 (1050+120) ლარის ოდენობით, სარჩელის უზრუნველყოფისათვის 100 (50+50), ლარის ოდენობით.
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე ტ-----------------––------ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, ჯამში 1270 ლარის ანაზღაურება.
7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ ადვოკატის მომსახურებისთვის გაღებულ იქნა ხარჯი - 1000 ლარის ოდენობით, ქონების შეფასებაზე 100 ლარის ოდენობით, აღსრულების ეროვნულ ბიუროში მოძრავი ნივთების დაყადაღებისათვის 100 ლარის ოდენობით და საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში (პრივატიზაციის ხელშეკრულების და მასზე თანდართული დოკუმენტების ასლის დედანთან სისწორის დამოწმებისათვის) 15 ლარის ოდენობით.
სასამართლო შენიშნავს, რომ წარმომადგენლის დახმარების გამო გაწეული ხარჯი ანაზღაურება ექვემდებარება გონივრულ ფარგლებში, თუმცა არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა. კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგნის ღირებულების, საქმის სირთულისა და გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარის მიერ წარმომადგენლის დახმარების გამო გაწეული ხარჯის ანაზღაურებადი ოდენობა უნდა განისაზღვროს 1000 ლარის ოდენობით და გადახდეს მოპასუხე მხარეს თ--------–---------–---–ის სასარგებლოდ; მოპასუხეს ასევე უნდა დაეკისროს სასამართლოს გარეშე ხარჯების ანაზღაურება 215 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–----------------ის განჩინებით თ--------–---------–---–ის სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა დაედო მოპასუხის - ტ-----------------––-----ის (პ/N0----------) სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონების ½ ნაწილს, მდებარე: ქ. თ---–-----–---------------------------------------------------------------------------------.
აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით 2015 წლის 24 სექტემბრის განჩინებით ასევე გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა დაედო მოპასუხის - ტ-----------------––------ის (პ/N0----------) სახელზე რეგისტრირებულ ბინაში, მდებარე: ქ. თ---–-----–--------------------------------------------------------------------------------- განთავსებულ მოძრავ ნივთებს: ძ---–----------------------------–--–--------–----------------------------–--------–-----–--–----–-----–---------------------------–--–--------–-------------------–-----------------------------------–--–--------–-----------------------------––-----–--–---------------------------–------------–--------------–-----–--–----------–--------–--–--.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სასამართლო გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნები დაკმაყოფილდა სრულად, არ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. თ--------–---------–---–ის სარჩელი ტ-----------------––------ის მიმართ ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და ქონების ½ წილის საკუთრებაში აღრიცხვის თაობაზე დაკმაყოფილდეს:
1.1. გაუქმდეს ი------–---------–---–სა და ტ-----------------––------ს შორის 2013 წლის 12 ნოემბერს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება ½ ნაწილში უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თ---–---------------–------------------------------------------------------------------------------------------).
1.2. თ--------–---------–---–ი ცნობილ იქნეს და საჯრო რეესტრის ეროვნულ საგენტოში აღირიცხოს ქ. თ---–--–-------------–------------ში ტ-----------------––------ის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხული N--- ბინის (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: 0-------------------------) ½ ნაწილის მესაკუთრედ.
2. უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ნივთების გამოთხოვის თაობაზე თ--------–---------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
2.1.ტ-----------------––------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნეს თ--------–---------–---–ის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთები: ძ---–--------------------------------–--–-------------–-------–-------------–----------------------------–---------–------–--–- (ღირებული 150 ლარად) და გადაეცეს თ--------–---------–---–ს.
3.მოპასუხე ტ-----------------––------ს მოსარჩელე თ--------–---------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1270 ლარის ანაზღაურება.
4.მოპასუხე ტ-----------------––------ს მოსარჩელე თ--------–---------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურება 1000 ლარის ოდენობით.
5.მოპასუხე ტ-----------------––------ს მოსარჩელე თ--------–---------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ქონების შეფასებაზე გაღებული ხარჯის -100 ლარის, აღსრულების ეროვნულ ბიუროში მოძრავი ნივთების დაყადაღებისათვის გაღებული ხარჯის - 100 ლარის და საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში (პრივატიზაციის ხელშეკრულების და მასზე თანდართული დოკუმენტების ასლის დედანთან სისწორის დამოწმებისათვის) გაწეული ხარჯის -15 ლარის ანაზღაურება.
5.მოსარჩელე თ--------–---------–---–ს (პ/ნ 0----------) დაუბრუნდეს ა-----------–---–ის (პ/ნ 0----------) მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილია 2015 წლის 19 ნოემბერს შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ბიუჯეტი, ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი TRESGE22; სახაზინო კოდი 300 773 150 (საკრედიტო საგადახდო დავალება N1).
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გაადწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგარძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო მამულაშვილი