განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 100100118002558910
№1/74-2018 წელი
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 აგვისტო, 2018 წელი ჭიათურა
ს-------ს რაიონული სასამართლო
მოსამართლე - დავით კეკენაძე
სხდომის მდივანი - თინიკო კაპანაძე
პროკურორი - ი-–------–------ი
ბრალდებული - ბ----------------ე
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე № 062050718001
ბრალდებული ბ----------------ე
მამის სახელი: დემური
დაბადებული: 2---------8 წელი;
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალქე;
განათლება: ს-–----–ო,ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული,პირადი ნომერი: 3---------3 ,ნასამართლობა: არ მქონე,რეგისტრაციის მისამართი: ს-------ს მუნიციპალიტეტის სოფელი ჩ--ა.
ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ს-------ს მუნიციპალიტეტის სოფელი ჩ--ა;
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი. (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ორი პირის მიმართ);
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. 2018 წლის 2 ივლისს, ს-------ს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩ--აში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ბ-----------------ემ, სრულიად უმიზეზოდ საცხოვრებელი სახლის ეზოში ფეხი დაარტყა მუცლის არეში რძალს - ჟანა მელქონიანს, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
2. ს-------ს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩ--აში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ბ-----------------ე, 2018 წლის 6 ივლისამდე პერიოდში, სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას დედას - ნინა ასანიძეს და რძალს - ჟანა მელქონიანს, რამაც მათი ტანჯვა გამოიწვია.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
ოჯახში ძალადობა, ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ორი პირის მიმართ.
2. ბრალდებულმა ბ----------------ემ სასამართლოს წინაშე თავი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დაეთანხმა საქმეში არსებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს;
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია .
4. ბ----------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მის ბრალეულობას, კერძოდ:
დაზარალებულების ჟანა მელქონიანის და ნინა ასანიძის გამოკითხვებით, მოწმეების: ი-----–--–---–---ს, ა-–-----------------–---ს, ნ-----------ს, ნ------------ს, ბ-----------------ს გამოკითხვებით; 2018 წლის 05 ივლისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ფოტოტაბულით; ბრალდებულ ბ----------------ის (2018 წლის 05 ივლისის) დაკავების ოქმით, 2018 წლის 05 ივლისის ნიმუშის აღების ოქმით; შემაკავებელი ორდერებით; გადაწყვეტილებებით შემაკავებელი ორდერის დამტკიცების შესახებ; 2018 წლის 20 ივლისის N 004950418 ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით; თავად ბ----------------ის გამოკითხვის ოქმით და საქმეზე მოპოვებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით;
5. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ 2018 წლის 2 ივლისს, ს-------ს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩ--აში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ბ-----------------ემ, სრულიად უმიზეზოდ საცხოვრებელი სახლის ეზოში ფეხი დაარტყა მუცლის არეში რძალს - ჟანა მელქონიანს, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
ს-------ს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩ--აში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ბ-----------------ე, 2018 წლის 6 ივლისამდე პერიოდში, სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას დედას - ნინა ასანიძეს და რძალს - ჟანა მელქონიანს, რამაც მათი ტანჯვა გამოიწვია.
6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგენილია ოჯახური დანაშაული-სათვის, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგენილია ოჯახური დანაშაულისათვის, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატურ შეურაცხყოფას, რამაც გამოიწვია ტანჯვა და არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ორი პირის მიმართ.
7. სსკ-ს 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY განმარტა შემდეგი: წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან. ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან; მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებენ აღნიშნულ სტანდარტს;
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. საგულისხმოა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მასზედ რომ, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად უნდა დაედოს პირდაპირი მტკიცებულებები ( და არა ირიბი);
ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილისა და 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.
გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების ვალდებულება პროკურორს ეკისრება არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და საპროცესო კანონმდებლობით, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითაც, რაც ასევე განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით. კერძოდ, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (in dubio pro reo - ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპი) (იხ. გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოში წარმოდგენილია უდაოდ მიჩნეული პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გადალახავს საქმის ბედით დაინტერესებული პირის გონივრული ეჭვის სტანდარტს და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობის განხორციელებას, რის გამოც ბრალდებულის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში (1261-ე მუხლის პირველი ნაწილი და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი) გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.
8. ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ბ----------------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
მანვე ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ორი პირის მიმართ.
სამართლებრივი შეფასება:
9. ბ----------------ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით;
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
10. ბ----------------ის მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება. ადრე ნასამართლევი და სახდელ დადებული არაა;
11. ბ----------------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა ნასვამ მდგომარეობაში; ასევე საგულისხმოა, რომ დანაშაულის ობიექტია ქალები ( მოხუცი დედა და რძალი), ძალადობის ინტენსივობა; 2007 წლიდან აღრიცხვაზეა ნარკოლოგიურ კაბინეტში ( იხ. ს.ფ 55 );
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელად გათვალისწინებულია საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
საქართველოს სსსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილით სასჯელად გათვალისწინებულია საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით 200-და 400 საათამდე ან და თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთიდან სამ წლამდე. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
12. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის ობიექტის (ქალი), მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ბ----------------ეს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, სანქციის ზედა და ქვედა ზღვართა მხედველობაში მიღებით (თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე ვადით) სასჯელის ქვედა ზღვარის ზომით - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელის სახე - შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, სანქციის ზედა და ქვედა ზღვართა მხედველობაში მიღებით (თავისუფლების აღკვეთა ერთიდან სამ წლამდე ვადით) სასჯელის ქვედა ზღვარის ზომით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით; ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ აღიარებს ჩადენილს, ადრე ნასამართლევი არაა, სსკ-ს 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, დანიშნული საბოლოო სასჯელის ნახევარი უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნახევარი კი სსკ-ს 63-ე მუხლის თანახმად უნდა ჩაეთვალოს პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად დაუწესდეს გამოსაცდელი ვადა, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბ----------------ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. რაც შეეხება დამატებითი სასჯელის სახით იარაღთან დაკავშირებული შეზღუდვების გამოყენებას, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის პიროვნებისა (ადრე ნასამართლევი და სახდელდადებული არაა) და დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე- მიზანშეუწონელია;
მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომა სასჯელის მიმართებაში, კერძოდ „ვინტერი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (2012 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება); სასამართლომ განმარტა, რომ აშკარად არაპროპორციული სასჯელი დაარღვევდა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის მოთხოვნებს; კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად არავინ არ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას;
ამდენად სასჯელი არ უნდა იყოს აშკარად არაგონივრული და არაპროპორციული ს-–----–ება კანონმდებლის მიერ დასახული მიზნის მისაღწევად (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და არ უნდა იწვევდეს პირის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაუსაბუთებლად შეზღუდვას;
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის თანახმად ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუხებელია, დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება; ბრალდებულის პიროვნებისა და დანაშაულის სიმძიმის აშკარად არაპროპორციული სასჯელის დანიშვნა ჩაითვლებოდა ბრალდებულის ღირსების შელახვად და გაუტოლდებოდა კონვენციის მე-3 მუხლით გარანტირებული უფლების ხელყოფას;
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა :
13. სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის თანახმად, საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული პატარა ზომის ნაჯახი, რაც დალუქული სახით ინახება შსს ს-------ს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს;
ნივთმტკიცება - შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული შუშის ნამსხვრევები, რაც საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზის ჩატარების მიზნით გადაგზავნილია საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამსახურში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს;
ნივთმტკიცება - შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული შავი ფერის "ვესტელის", ფირმის დაზიანებული პლაზმური ტელევიზორი, რაც საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზის ჩატარების მიზნით გადაგზავნილია საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამსახურში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს ოჯახის წევრს ნინა ასანიძეს;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე, 59-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე,268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბრალდებული ბ----------------ე (პ/ნ 3---------3) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით;
1.2 ბრალდებულ ბ----------------ეს (პ/ნ 3---------3) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე;
1.3.ბრალდებულ ბ----------------ეს (პ/ნ 3---------3) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ბ----------------ეს (პ/ნ 3---------3) საბოლოოდ სსკ-ს 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე;
სსკ-ს 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად მსჯავრდებულმა ბ----------------ემ (პ/ნ 3---------3) სასჯელის ნაწილი 06 (ექვსი) თვე თავისუფლების აღკვეთა მოიხადოს რეალურად შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში, დარჩენილი სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით სსკ-ს 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით და სსკ-ს 64-ე მუხლის თანახმად გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 01 (ერთი) წელი და 06 (ექვსი) თვე;
მსჯავრდებულ ბ----------------ეს (პ/ნ 3---------3) სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 05 ივლისიდან 2018 წლის 18 ივლისის ჩათვლით (თოთხმეტი დღე);
მსჯავრდებულ ბ----------------ეს (პ/ნ 3---------3) სასჯელის მოხდა დაეწყოს დღიდან დაკავებისა - 2018 წლის 13 აგვისტოს 17 საათისა და 50 წუთიდან; მსჯავრდებული ბ----------------ე მოთავსებულ იქნას შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში;
4. მსჯავრდებულ ბ----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს; განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს: ნინა ასანიძეს (პ№ 38001020900) დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 2700 (ორიათასშვიდასი) ლარის ოდენობით;
5.განაჩენი აღსასრულებლად გადაეგზავნოს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებას; ასევე იმერეთის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულ ბ----------------ის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
6. ნივთმტკიცება - შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული პატარა ზომის ნაჯახი, რაც დალუქული სახით ინახება შსს ს-------ს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
ნივთმტკიცება - შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული შუშის ნამსხვრევები, რაც საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზის ჩატარების მიზნით გადაგზავნილია საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამსახურში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
ნივთმტკიცება - შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული შავი ფერის "ვესტელის", ფირმის დაზიანებული პლაზმური ტელევიზორი, რაც საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზის ჩატარების მიზნით გადაგზავნილია საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამსახურში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს ბ----------------ის ოჯახის წევრს ნინა ასანიძეს (პ№ 38001020900);
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ს-------ს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე დავით კეკენაძე