გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 110210017001966376
N2/437-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
10.08.2018 წელი ქ. ზესტაფონი
შესავალი ნაწილი
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მიხეილ ბებიაშვილი
სხდომის მდივანი: ირინე კვირიკეიშვილი
მოსარჩელეები: ლ---------------, გ------------------,მოსარჩელის წარმომადგენელი: მ----------------;
მოპასუხე ნ---------------,მოპასუხის წარმომადგენელი ნ--------------–-,მესამე პირი ნოტარიუსი რ---------------,დავის საგანი: სამკვიდრო მოწმობების ბათილად ცნობა და უძრავ ქონების ½ ნაწილში მესაკუთრედ ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 ლ------------------------- ცნობილ იქნას ზესტაფონის რაიონის სოფელ ქ-------------–- მდებარე მ-------–---------ს ძე ნ---------- კომლის ქონების ¼ წილის მესაკუთრედ.
1.2 ბათილად იქნას ცნობილი 2010 წლის 11 მაისსა და 2010 წლის 07 ივლისს ნოტარიუს რ----------------- მიერ მ-------–---------ს ძე ნ---------- სამკვიდრო ქონებაზე, ნ--ო ნ---------- (პ.ნ 1----------) სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობები N1-------- და 1--------;
1.3 ლე--- და გ------------------ები ცნობილი იქნენ ბაბუის - მ-------–---------ს ძე ნ---------- და ზ---ა ი----- ასული ნ---------- დანაშთ ქონებაზე მემკვიდრეებად ½ წილის ნაწილში.
მოსარჩელე მიუთითებს:
ზესტაფონის რაიონის სოფელ ქ-------------–- ცხოვრობდა ბაბუა - მ---ია ნე------ძე და ბებია ზ---ა ნე------ძე, მათ ჰყავდათ შვილი აკ--- ნე------ძე და მისი შვილები არიან მოსარჩელეები. მ---ია ნ---------- კომლში რეგისტრირებული იყვნენ მ---ია ნე------ძე- ოჯახის უფროსი, ზ---ა ნე------ძე-მეუღლე, გ--------------–---–ი, ლ--–ა გ--- ასული ნე------ძე-შვილიშვილი (ამოწერილ-- 1988 წლის 19 აგვისტოს და ჩაწერილ-- ზესტაფონი ზ--------–--- ქუჩა #18-ში) და ლ--------------------------შვილიშვილი (ხაზი აქვს გადასმული). მოსარჩელე ლ--------------- სწავლობდა სოფ. ქ-------------- საშუალო სკოლ-–ი და დაამთავრა 9 კლასი. 2000 წელს მათი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდნენ რუსეთში, სან-პეტერბურგში, მაგრამ ოჯახთან კავშირი არ გაუწყვეტიათ, ხშირად ჩადიოდნენ სოფელში, რადგან მათ საქართველოში სხვა საცხოვრებელი სახლი არ გააჩნდათ. ბებია - ზ---ა ნე------ძე გარდაიცვალა 2007 წელს, ბაბუა - მ---ია ნე------ძე გარდაიცვალა 2008 წელს, მოსარჩელეების მამა აკ--- ნე------ძე გარდაიცვალა 2012 წელს. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ ლ---------------ს, როგორც კომლის წევრს საკუთრების უფლებით ეკუთვნის კომლის მთლ--ნი ქონების ¼ წილი, ხოლო ლე--- და გ------------------ებს ეკუთნით ბაბუის დანაშთი ქონების ½ წილი. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ ბიძაშვილებთნ ჰქონდათ შეთანხმება ბაბუის დანაშთი ქონების გაყოფის თაობაზე არ მიუმართავთ ნოტარიუსისათვის. მოგვიანებით მათთვის ცნობილი გახდა, რომ მათ ბიძაშვილს ნ---------------ს შეცდომაში შეუყვანია ნოტარიუსი, თითქოს ბაბუას სხვა მემკვიდრე არ ჰყავდა და სრულად დაეპატრონა ბაბუის დანაშთ ქონებას.
2.1. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა: ზესტაფონის რაიონის სოფელ ქ-------------–- ცხოვრობდნენ: ბაბუა - მ---ია ნე------ძე და ბებია ზ---ა ნე------ძე, მოპასუხის აწ გარდაცვლილი მამა გ-- ნე------ძე, დედა ლ-- ნე------ძე და მათი შვილები: ნ--ო, თ----, ლ--–ა და ლ-–ა ნე------ძეები. 1994 წლის მონაცემებით მ---ია ნ---------- კომლში ირიცხებოდა: მ---ია ნე------ძე, ზ---ა ნე------ძე, შვილი გ-- ნე------ძე (დანარჩენ წევრებს ხაზი აქვთ გადასმული). მოსარჩელეები ცხოვრობდნენ რუსეთში, იყვნენ რუსეთის მოქალაქეები და კავშირი გაწყვეტილი ჰქონდათ სოფელთან. მოსარჩელეები არ ყოფილან კომლის წევრები და მათი მოთხოვნა ქონების ¼ -ზე უსაფუძვლოა. ასევე უსაფუძვლოა მოთხოვნა ბაბუის დანაშთ ქონებაზე მემკვიდრეობის თობაზე, ვინაიდან მათ 6 თვის ვადაში არ მიუმართავთ ნოტარიუსისათვის და არც ფაქტობრივი ფლობით დაუფლებიან ქონებას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. მ---ია ნე------ძე მეუღლესთან ზ---ა ნე------ძესთან ერთად ცხოვრობდა ზესტაფონის რაიონის სოფელ ქ-------------–-. მათ ჰყავდათ შვილები გ-- და აკ--- ნე------ძეები. მოსარჩელეები ლე--- და გ------------------ები არიან აკ--- ნ---------- შვილები, ხოლო მოპასუხე ნ--------------- არის გ-- ნ---------- შვილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- საარქივო ცნობა;
- დაბადების მოწმობები;
- საინფორმაციო ბარათი;
3.2. 1986-1994 წლების საკომლო წიგნებში დაცული ჩანაწერების თანახმად მ---ია ნ---------- კომლი შედგება: მ-------–---------ს ძე ნე------ძე - ოჯახის უფროსი; ზ---ა ი----- ასული - ცოლი (გვარი მითითებულ-- რ არის); გ-- მ---იას ძე - შვილი (გვარი მითითებული არ არის); ლ---–- გ--- ასული - შვილიშვილი (გვარი მითითებული არ არის) ხაზი აქვს გადასმული, ამოწერილ--); ლე--- აკ---ს ძე - შვილიშვილი (გვარი მითითებული არ არის) გადახაზულ--).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 24 აპრილი საარქივო ცნობა AA2017012850-05;
3.3. ზ---ა ნე------ძე გარდაიცვალა 2007 წლის 06 აპრილს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გარდაცვალების მოწმობა;
3.4 მ---ია ნე------ძე გარდაიცვალა 2008 წლის 23 დეკემბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გარდაცვალების მოწმობა;
3.5. აკ--- ნე------ძე გარდაიცვალა 2012 წლის 26 აგვისტოს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გარდაცვალების მოწმობა;
3.6. 2010 წლის 11 მაისს ნ--ო ნ---------- განცხადების საფუძველზე განცხადების საფუძველზე, გაცემული იქნა სამკვიდრო მოწმობა № 1--------. 2010 წლის 07 ივლისს ნ--ო ნ---------- განცხადების საფუძველზე განცხადების საფუძველზე, გაცემული იქნა სამკვიდრო მოწმობა №1--------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სამკვიდრო მოწმობა №1--------;
- სამკვიდრო მოწმობა №1--------;
3.7. აკ--- ნე------ძე თავის ოჯახთნ ერთად ცხოვრობდა სოფელ ქ-------------–-, მოგვიანებით საცხოვრებლად გადავიდა ქალაქ გაგრაში, აფხაზეთის კონფლიქტის დაწყებისთანავე (1992 წელი) დაბრუნდა სოფელ ქ-------------–- და აქ ცხოვრობდა რუსეთის ფედერაციაში გადასვლამდე. გი-----ი და ლ---------------ები სწავლობდნენ სოფელ ქ-------------- საშუალო სკოლაში და გ------------------მ საშუალო სკოლის სრული კურსი დაამთავრა 1997 წელს, ხოლო გ------------------მ 1998 წელს დაამთავრა საშუალო სკოლის არასრული კურსი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- მოწმეების ლ--–ი ხარ–--–--ის, ვ-----ა ნ----------, ც-----ი ნ---------- განმარტებები;
- საშუალო განათლების ატესტატი, არასრული საშუალო განათლების მოწმობა
3.8. მ---ია ნ---------- დაკრძალვას არ დასწრებია აკ--- ნე------ძე, იგი ისე გარდაიცვალა, რომ საქართველოში მამის გარდაცვალების შემდეგ არ ჩამოსულა. ლ--------------- საქართველოში ჩამოვიდა 2011 წლის ნოემბრის თვეში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- ინფორმაცია ლე--- ნ---------- მიერ საზღვრის კვეთის შესახებ;
3.9. საქმის მასალებით არ დასტურდება აკ--- ნ---------- მიერ მამის დანაშთი ქონების ფაქტიური ფლობით დაუფლების ან მემკვიდრეობის სანოტარო წესით მიღების ფაქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- მოწმეების ლ--–ი ხარ–--–--ის, ვ-----ა ნ----------, ც-----ი ნ---------- განმარტებები;
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
სასამართლომ განიხილა სასარჩელო განცხადება, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და მიიჩნია, რომ ლე--- და გ------------------ების სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის №29 დეკრეტი; ,,სახელმწიფო მეურნეობის, კოლმეურნეობებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ’’ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილება; საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილება; სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქცია) 122-ე, 125-ე, 128-ე, 129-ე, 539-ე, 540-ე, 544-ე, 556-ე, სამოქალაქო კოდექსის (1997 წლის რედაქცია) 1306-ე, 1319-ე, 1320-ე, 1328-ე, 1336-ე, 1344-ე, 1421-ე, 1433-ე, 1503-ე მუხლებით.
7. სამართლებრივი შეფასება.
7.1. დღეისათვის მოქმედი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მიხედვით, სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშობა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ. იმ ურთიერთობათა მიმართ, რომლებიც წარმოიშვა სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლამდე, ამ კოდექსის ნორმები გამოიყენება 1997 წლის 25 ნოემბრიდან წარმოშობილი უფლებებისა და მოვალეობების მიმართ.
სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ურთიერთობის მონაწილეებს სურთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ, ან, თუ სამოქალაქო კოდექსი უძრავი ნივთების შესახებ ახალ წესებს ითვალისწინებს. იმ ურთიერთობის მიმართ, რომლებიც წარმოიშვა სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლამდე, ამ კოდექსის ნორმები გამოიყენება 1997 წლის 25 ნოემბრიდან წარმოშობილი უფლებებისა და მოვალეობების მიმართ.
ვინაიდან, მხარეთა შორის ურთიერთობები წარმოშობილ--, როგორც 1997 წლის 25 ნოემბრამდე, ისე მის შემდეგ, განსახილველ შემთხვევაში, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს, როგორც 1964 წლის რედაქციით მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსი, ისე 1997 წლის რედაქციით მოქმედი სამოქალაქო კოდექსი.
7.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად (საქმე № ას-988-1242-05 27.07.2006წ.; საქმე № ას-502-478-2013 27.12.2013წ., საქმე № ას -150-140-2014 30.12.2014წ.; საქმე № ას-1350-1387-2014 27.07.2015წ., ას-1297-1217-2015 04.03.2016წ.). საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილების, სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის №29 დეკრეტის საფუძველზე 1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა. კოლმეურნეობების გაუქმებით საკოლმეურნეო კომლის არსებობას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და მან არსებობა შეწყვიტა. საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქციით) 129-ე მუხლის შესაბამისად, გაყოფა საკოლმეურნეო კომლის კუთვნილი ქონებისა, რომელიც მისი მოსპობის შემდეგ დარჩა, წარმოებს ამ კოდექსის 125-ე და 128-ე მუხლებში აღნიშნული წესებით. ამავე კოდექსის 122-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის ქონება ეკუთვნის მის წევრებს თანასაკუთრების უფლებით. აღნიშნული კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის წევრის წილი განისაზღვრება იმ ანგარიშით, რომ კომლის ყველა წევრს, მათ შორის, არასრულწლოვანსა და შრომისუუნაროსაც თანაბარი წილი ეკუთვნის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკოლმეურნეო კომლის გაუქმების შემდეგ, კომლის ქონება გარდაიქმნა კომლის ყოფილ წევრთა საერთო საკუთრებად, სადაც თითოეულ წევრს თანაბარი წილი ეკუთვნის ამდენად, მას შემდეგ, რაც გაუქმდა საკოლმეურნეო კომლი და მას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა, ქონება, რომელიც საკოლმეურნეო კომლის ქონებას და ამავე დროს კომლის წევრთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, აღარ წარმოადგენს საკოლმეურნეო კომლის ქონებას და იგი არის კომლის ყოფილ წევრთა საერთო საკუთრება თანაბარ წილში, რომელზედაც ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საკუთრების საერთო რეჟიმი. შესაბამისად კომლის ყოფილ წევრთა საერთო საკუთრებაზე მემკვიდრეობა უნდა გაიხსნას სამკვიდროს გახსნის ზოგადი წესების მიხედვით.
7.3. საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების მე-5 ნაწილის მიხედვით, ,,საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებზე კანონით დადგენილი ნორმის ფარგლებში რიცხული საკარმიდამო, საბაღე და სააგარაკო მიწები უსასყიდლოდ გადადის მათ კერძო საკუთრებაში. ადგილობრივი ბუნებრივ-საწარმოო პირობებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით მიზანშეწონილად ჩაითვალოს საკარმიდამო ფართობის გადიდება ბარში და ზეგანზე 0,75 ჰექტარამდე, ხოლო მთაში - 3 ჰექტარამდე. ახალ ნორმამდე შესავსები ფართობი კომლს გადაეცემა უსასყიდლოდ კერძო საკუთრებაში, მრავალწლ--ნი ნარგავების ღირებულების გადახდით’’.
მიწების უსასყიდლო (უფასო) პრივატიზება იყო საჯარო აქტი, რომლითაც საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს საკუთრებაში გადაეცათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები და აღნიშნული უფლებით თანაბრად სარგებლობდა საქართველოს ყველა მოქალაქე კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
7.4. სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით.
7.5. სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად.
7.6. სამოქალაქო კოდექსის 1320-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე ან პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღე.
7.7. სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.
7.8. სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: I. პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები).
7.9. სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლ--ნად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი.
7.10. სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.
7.11. საქმის მასალებით დადგენილ--, რომ 1993 წლის 1 იანვრიდან კოლმეურნეობების გაუქმებასთან ერთად გაუქმდა მ---ია ნ---------- კომლიც და კომლზე რიცხული ქონება გადაიქცა ამ დროისათვის კომლის წევრების მ---ია ნ----------, ზ---ა ნ----------, გ-- ნ---------- და ლე--- ნ---------- თანასაკუთრებად, თანაბარი წილით (სკ 122-ე და 125-ე მუხლები 1964 წლის რედაქცია). შესაბამისად იმ დროისათვის კომლის არასრულწლოვანი წევრი ლ--------------- გახდა კომლის ქონების ¼ წილის მფლობელი. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის განმარტებას, რომ ვინაიდან საკომლო წიგნში ლ--------------- გადახაზულ-- იგი არ წარმოადგენს კომლის წევრს, შემდეგ გარემოებათა გამო, სასამართლო მიუთითებს, რომ კომლის გაუქმება ან მასში ცვლილების შეტანა მხოლოდ შესაბამისი საფუძველის არსებობისას არის შესაძლებელი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში დაცული არ არის, ასევე გაურკვეველ-- თუ როდის განხორციელდა ხაზის გადასმა, იმის გათვალისწინებით, რომ საქმის მასალებით უტყუარადაა დადასტურებული, რომ ლ--------------- 1992 წლიდან 1998 წლის ჩათვლით უწყვეტად ცხოვრობდა სოფელ ქ-------------–- და სწავლობდა სოფლის საჯარო სკოლაში. შესაბამისად სასამართლო დადგენილად მიიჩნევს რომ იმ მომენტისათვის, როდესაც მ---ია ნ---------- კომლმა ფუნქციონირება შეწყვიტა ლ--------------- წარმოადგენდა კომლის წევრს.
მ---ია ნ---------- გარდაცვალებით 2008 წლის 23 დეკემბერს გაიხსნა სამკვიდრო (მის წილ ქონებაზე). სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლ--ნად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი. ზემოაღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადჰყოფს, რომ უნდა არსებობდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება და სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებული მოქმედებების არსებობის ფაქტი, რომლებიც თავის მხრივ ადასტურებენ სამკვიდრო ქონების ფლობასა და მართვას. საქმის მასალებით არ დადასტურდა აკ--- ნ---------- მიერ მამის დანაშთი ქონების ფაქტიური ფლობით დაუფლების ან მემკვიდრეობის სანოტარო წესით მიღების ფაქტი, შესაბამისად მ---ია ნ---------- დანაშთი ქონების წილი ვერ მოხვდებოდა აკ--- ნ---------- სამკვიდროში და ამ ქონებაზე ვერ გავრცელდება ლე--- და გ------------------ების სამკვიდრო უფლებები.
7.12. სამოქალაქო კოდექსის 1503-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მოწმობა შეიძლება გაიცეს როგორც მთელ სამკვიდროზე ასევე მის ნაწილზე. მოწმობა მიეცემა ყველა მემკვიდრეს ერთად ან თითოეულს ცალ-ცალკე მათი სურვილისამებრ. სამკვიდრო მოწმობის მიცემა ერთი მემკვიდრისათვის სამკვიდროს ნაწილზე, არ ართმევს უფლებას სხვა მემკვიიდრეს მიიღონ მოწმობა დანარჩენ ნაწილზე.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ლე--- ნ----------, როგორც კომლის წევრის, კუთვნილი ¼ წილი არ უნდა შესულიყო მ---ია ნ---------- სამკვიდრო მასაში, არსებობს ნოტარიუს რ. გე–--ის მიერ 2010 წლის 11 მაისს № 1-------- სამკვიდრო მოწმობის. 2010 წლის 07 ივლისს №1-------- სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
8. საპროცესო ხარჯები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ლე--- და გ------------------ების სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ლ------------------------- (პ.ნ 0----------) ცნობილ იქნას ზესტაფონის რაიონის სოფელ ქ-------------–- მდებარე მ-------–---------ს ძე ნ---------- კომლის ქონების ¼ წილის მესაკუთრედ.
3. ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი 2010 წლის 11 მაისსა და 2010 წლის 07 ივლისს ნოტარიუს რ----------------- მიერ მ-------–---------ს ძე ნ---------- სამკვიდრო ქონებაზე, ნ--ო ნ---------- (პ.ნ 1----------) სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობები N1-------- და 1-------- ¼ წილის ნაწილში;
4. ლე--- და გ------------------ებს დანარჩენ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვათ უარი;
5. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 05 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს ძალ-–ი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე;
6. მოპასუხე ნ---------------ს (პ.ნ 1----------) მოსარჩელეების ლე--- ნ----------ა (პ.ნ 0----------) და გი-----ი ნ---------- (პ.ნ 0----------) სასარგებლოდ დაეკისროს საქმეზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 50 ლარის გადახდა;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილ-- გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულ-- გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელ--.
მოსამართლე: მიხეილ ბებიაშვილი