განაჩენი

სისხლის სამართლის 08.08.2018
საქმის ნომერი
010100116001476449
დავის ტიპი
178 4 ბ
თარიღი
08.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100116001476449

საქმე N1-865/16წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

08.08.2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი - ხატია დევაძე

 

ბრალდების მხარე

პროკურორი - ლე-------------ძე

 

დაცვის მხარე

ბრალდებული: მე-------------ა

მამის სახელი: თე---------ი

დაბადებული: 1--01.1990 წელი

მოქალაქეობა: საქართველოს

განათლება: ს-–----–--

პირადი ნომერი: 6---------4

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებელი

ნასამართლეობა: არ მქონე

რეგისტრაციის მისამართი: ქ. ბათუმი, დ. თ------------–-------------

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტი

 

ბრალდებულის ადვოკატი - მზ-----------ძე

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N17101--16008

 

1 აღწერილობითი სამოტივაციო ნაწილი

 

წარდგენილი ბრალდების არსი

 

1.1. 2016 წლის 01 ივლისს 21:00 საათიდან 22:00 საათამდე შუალედში ქ. ბათუმში ლ------------------------სთან მე-------------ა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად, დაეუფლა მე------------ის კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხას 19 000 ლარს;

 

მე-------------ას ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით;

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1.2. 2016 წლის 01 ივლისს 21:00 საათიდან 22:00 საათამდე შუალედში ქ. ბათუმში ლ------------------------სთან მე-------------ა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად, დაეუფლა მე------------ის კუთვნილ ფულად თანხას;

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება

მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით

 

2.1. 2016 წლის 11 ივლისის მა----–---------ძის ინფორმაციული პატაკით დადგენილია, რომ 2016 წლის 01 ივლისს საღამოს საათებში ქ. ბათუმი ლ----------------------- საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქე მე------------ის ძარცვის ფაქტი ჩადენილი უნდა ჰქონდეს მე-------------ას, მცხოვრები ბათუმი დ. თა-----------–-ს ქ. #1---ში და იგი ზემოთაღნიშნულ მისამართზე უნდა ინახავდეს ნაძარცვ ფულად თანხას; ( ი.ხ ს/ფ - 22);

 

2.2. მოწმის სახით დაკითხვისას მა----–---------ძემ განმარტა, რომ ოპერატიული ინფორმაციით დაადგინა 2016 წლის 01 ივლისს მე------------ის ძარცვის ფაქტი ჩადენილი უნდა ჰქონოდა მე-------------ას, მოახსენა ხელმძღვანელობას, საინფორმაციო ბაზის მეშვეობით მოახდინა პიროვნების იდენტიფიკაცია; დაიკითხა გამომძიებლის მიერ; სხვა საგამოძიებო მოქმედებებში მას მონაწილეობა არ მიუღია; ინფორმაცია იყო ასევე მასზედ, რომ ნაძარცვი ქონება უნდა ჰქონოდა თავის საკუთარ სახლში; (იხ. ოქმი 07.02.2017წ 11:10:42სთ-11:14:43სთ)

 

2.3. დაზარალებულმა მე------------ემ საქმის განხილვისას განაცხადა, რომ მუშაობდა სავალუტო ჯიხურში ბათუმში ლე-----------ის ქუჩაზე #9-; ახდენდა სხვადასხვა სახის ვალუტის გაცვლას დადგენილი კურსით; 2016 წლის 01 ივლისს ჩვეულებრივად დასრულდა სამუშაო დღე; თანხა ჩადო პატარა ხელჩანთაში და შემდეგ პოლიეთილენის პარკში; ამ პერიოდში მოვიდა მისი ქალიშვილი, ერთად დაკეტეს ობიექტი და წავიდნენ იქვე არსებული მაღაზიისკენ; იყიდეს პროდუქტები გამოვიდნენ იქედან გაიარეს გარკვეული მანძილი; შედიოდნენ ეზოში სახლებს შუა, ამ დროს გამოვარდა ახალგაზრდა ბიჭი გამოგლიჯა ხელიდან ჩანთა, ამ დროს წელში გასწორდა და დაინახა მისი სახე; როცა პარკი გამოქაჩა და გასწორდა და გაიქცა, დაიწყო ყვირილი მაგრამ ის სწრაფად გაიქცა ახალი პარკის მიმართულებით, არც ისე ბევრი ხალხი იყო მაგრამ ვერ დაედევნენ; ჯინსის მოკლე ბრიჯი ეცვა, ფეხსაცმელი თეთრ ძირზე და კურტკა თეთრი, ნათელი ღია ფერის სახე და წაბლისფერი თმა; ალბათ 1.80 მ სიმაღლის; ალბათ 30 წლამდე გარეგნობით ასე ჩათვალა; ეს პიროვნება ხედავ, რომ არის ბრალდებული; ამოცნობაში მიიღო მონაწილეობა და იქაც აჩვენა; ჩანთაში ჰქონდა თანხა, საერთო თანხა იყო 15 000 ლარამდე; იყო სხვადასხვა კუპიურები; წინადღის დათვლილი თანხა იყო, ყოველდღე არ ითვლის; ჩანთაში გარდა ფულადი თანხისა, სამი წელია, რაც სარგებლობს ამ ჩანთით და შესაძლებელია რაღაცა ყოფილიყო შეიძლება იყო რაიმე ბარათები ბანკის, მის სახელზე არა, - გოგოს სახელზე; მისის ქალიშვილიო მა-----------ო ამ დროს ორი ნაბიჯით უკან მოდიოდა მაღაზიიდან განათება იყო, მოშორებით უკვე სიბნელეა; იქ ნათელი იყო და იყო შესაძლებელი იყო გაერჩია სახე; ისე სწრაფად გაიქცა, რომ ვერ დაედევნა და ვერც დაეწეოდა; გამოიძახა პოლიცია, იყო გაოგნებული; მისცა ჩვენება; ამოცნობა ჩატარდა დაახლოებით 7 8 დღის შემდეგ; ჩანთის წართმევის დროს ბრალდებულს არც ფიზიკური შეურაცხყოფა მიუყენებია და არც რაიმე სახის იარაღი ჰქონდა თან; იმ დროსაც ახსოვდა რომ სხვადასხვა კუპიურები ჰქონდა; მას ესაჭიროება თანხა; 19 000 ლარი იყო მისცა ჩვენება, მაგრამ აქ იყო სამუშაო თანხა ნაწილი ჯიხურის მეპატრონის, ნაწილი მისი კუთვნილი, მისი კლიენტებისთვის; ამ თანხასთან მას ჰქონდა წვდომა; უფროსს აბარებდა ანგარიშს; ძირითადად თანხა მასთან იყო და იმ დროს ართმევდა თუ ესაჭიროებოდა ან ლარი ან დოლარი; თვის ბოლოს ზოგჯერ აკეთებდა ანგარიშს; ერთ ხელში ეჭირა პარკიც პროდუქტებით და თანხაც; ქალიშვილმაც მასთან საუბრით იცის თანხების ოდენობის შესახებ; ეს თანხა მისი გადასახდელია და ზიანიც მას მიადგა (იხ სასამართლო სხდომის ოქმი 14.02.2017წ; 11:43:51სთ-12:20:07სთ)

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას მა-----------ომ განაცხადა, რომ ცხოვრობს ლე-----------ის ქუჩაზე; მისი დედა მე------------ე სავალუტო პუნქტში მუშაობს; ყოველ საღამოს აკითხავდა დედას სამსახურიდან გაივლიდა და ერთად მიდიოდნენ სახლში; იმ დღესაც 2016 წლის 01 ივლისს დაახლოებით 21:00 საათზე მივიდა; იმ დროს, როცა მივიდენენ ეზოს შესასვლელის კუთხეში, მოირბინა ახალგაზრდამ, სტაცა ხელი პარკს და გაიქცა, თვითონ დაედევნა მოეხსნა კაპიუშონი დაინახა მის სახე, ტალღისფერი თმები, სტაცა ხელი პარკს და გაიცა დაედევნა მაგრამ ვერ მოახერხა დაწევა; ამის შემდეგ გამოიძახა პოლიცია დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი; მაღაზიის მხრიდან ის ადგილი იყო განათებული; წაბლისფერი თმა ჰქონდა მაღალი 1.75 და სუსტი, ეცვა მაისური კაპიუშონით თეთრი ფერის, ჯინსის შორტი ადასტურებს რომ ის არის ბრალდებულის სკამზე მჯდომი პირი, დარწმუნებულია რომ ეს არის;

თანხა დედას ჩადებული ჰქონდა პოლიეთილენის პარკში და ეს პარკი ჩადებული იყო ჩანთაში; დედის გადმოცემით იქ იყო 19 000 ლარი; ამის შემდეგ რამდენიმე დღის შემდეგ დაიბარეს ამოცნობაზე; ამოცნობა ჩატარდა შემდეგ ვითარებაში, შევიდა ოთახში და იქა იდგა თარჯიმანი და სამი პირი, ამოიცნო პირი, რომლიც თავისი მონაცემებით შეეფერებოდა; ამოცნობაზე თითქმის მსგავსი პიროვნებები იყვნენ; ამოსაცნობ პირებში ასაკით, სიმაღლით; იყვნენ ახალგაზრდები , ჩაცმულობა მსგავსი ამოცნობის დროს არ ახსოვს; ფიქრობს, რომ არ იყო; ამოცნობამდე მისთვის არავის არ განუმარტავს რაიმე და არ მიუნიშნებია ამოსაცნობ პირებზე; ამოცნობამდე არც ფოტოსურათი უჩვენებიათ და არც რომელიმე პოლიციის თანამშრომელს მიუნიშნებია რაიმე; მას ახსოვდა და ამოიცნო თვითონ;

დაათვალიერა ვიდეოჩანაწერი გამომძიებელთან ერთად, ჩანაწერში სახე არ ჩანდა; ჩანს, რომ ქუჩის მეორე მხარეს დადის ვიღაც პირი;

პატარაა ჯიხური, ის იდგა კარებთან, საფულე, რაშიც თანხა იყო, პატარა კლაჩის მსგავსია და არ იყო დიდი ჩანთა, არ დაუნახავს რა კუპიურებით იყო თანხა და დაითვალა თუ არ მისმა დედამ; სხვადასხვა კუპიურები იყო ზოგადად იცის; უკანა მხრიდან მიეპარა; თვითონ დედის უკან მიდიოდა, ის მაშინვე მივარდა დედასთან;

კაპიუშონი იყო გადაწეული, სრულად არა მაგრამ მაინც დაინახა თმები იყო წაბლისფერი, თმის სიგრძე ; ზოგადად შემთხვევა მოხდა წამებში, გამოსტაცა ჩანთა და გაიქცა; ისე სწრაფად მოხდა, რომ ვერ შეძლო დედისთვის დახმარების გაწევა; ვიდეოჩანაწერი აჩვენებდა ქუჩის მეორე მხარეს, ჩანდა, რომ ადამიანი დადის, თუმცა არ ჩანდა სახით;

რაც შეეხება პლასტიკურ ბარათს, ის იყო ამ ჩანთაში და თავად არ ჰქონდა, ვინაიდან ბოლო სამი წელია არც სარგებლობდა ; ეს იყო სახელფასო ბარათი; (იხ სასამართლო სხდომის ოქმი 15.02.201716:24:16სთ- 17:03:35სთ)

 

2.4. მოწმე რო-–-----------ემ განაცხადა, რომ ბრალდებულს პირადად არ იცნობს, მონაწილეობდა საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში, პოლიციის მეოთხე განყოფილებაში მუშაობს, 2016 წლის 11 ივლისს შუადღის საათებში შემოვიდა ინფორმაცია; ის მიიღო თანამშრომელმა - მა----–---------ძემ; ინფორმაცია იყო მე------------ის ძარცვის ფაქტთან დაკავშირებით; მოცემულ საქმეზე გამოძიება უკვე დაწყებული იყო; ინფორმაციით ძარცვა ჩადენილი იყო მე-------------ას მიერ და სავარაუდოდ ნივთები უნდა ყოფილიყო შენახული მის საცხოვრებელ სახლში; მა--------------ძესთან და გამომძიებელ ჯარჯი მ--–-------- ერთად გავიდა ბათუმში დ. თა-----------–-ს ქ. #1---ში პარალელურად გამოიძახეს ექსპერტთა ჯგუფი, ისინიც მალევე მოვიდნენ; დააკაკუნეს, გამოვიდა ქალბატონი მა-----------–-ანი ეს იყო მე-------------ას დედა, სახლში იყო მარტო , გამომძიებელმა განუმარტა და დადგენილება გააცნო ქალბატონს საგამოძიებო მოქმედების შესახებ, მან თანხმობა განაცხადა, რაც წერილობით დაადასტურა; დაიწყეს ჩხრეკა ერთერთი საძინებელი ოთახიდან , -ქალბატონის მითითებით ეს იყო მე-------------ას საძინებელი, მარჯვენა მხარეს არსებული ტანსაცმლის კარადიდან ამოიღეს იქნა მოთეთრო ფერის კაპიუშონიანი ტანსაცმელი, იმავე ოთახში მეორე კარადის სათავსო უჯრიდან ამოღებული იქნა ორი ცალი პლასტიკური ბარათი ვიზა ბარათი; ერთერთი ბარათი გაცემული იყო მა-----------ოს სახელზე, ხოლო მეორე - თავად მე-------------ას სახელზე; მა--------------ძემ აღმოაჩინა ეს ნივთები, გააგრძელეს ჩხრეკა, მაგრამ სხვა რაიმე საინტერესო, ან კანონსაწინააღმდეგო ნივთი ამოღებული არ ყოფილა; დაილუქა დასურათდა და გაფორმდა შესაბამისი ოქმი; ჩხრეკის დროს დედა იქვე იმყოფებოდა, მან განმარტა, რომ სავარაუდოდ ბარათი ალბათ იყო მისი შვილის;

თავად გამოიკითხა გამომძიებელ ზუ-----------–-ძის მიერ; როცა სახლში მივიდა შუადღის პერიოდი იყო, უფრო დღის მეორე ნახევარი; ჩხრეკაში მონაწილეობდა, ექსპერტიც; ტანსაცმლის ამოღება მოახდინეს იქედან გამომდინარე, რომ დაზარალებულის გადმოცემით, დამნაშავე პირის ჩაცმულობაზე მიუთითებდა ვინაიდან ჩვენების მიხედვით მსგავსი ტანსაცმელი იყო - ამოიღეს; ჩხრეკის დაწყებამდე ქალბატონს მიეცა წინადადება რომ წარმოედგინა კანონსაწინააღმდეგო ნივთები, რაზეც უარი განაცხადა; დაახლოებით 40 წუთი გაგრძელდა ჩხრეკა; ექსპერტი იყო ორი, მაგრამ საგამოძიებო მოქმედებაში ერთი იღებდა მონაწილეობას; ბარათების აღმოჩენისას თავადაც იმავე ოთახში იყო და ექსპერტიც იქვე იყო და ადევნებდა თვალყურს მათ მოქმედებას; ოქმი ბოლოს გაეცნო მონაწილე პირებს დაადასტურეს ხელის მოწერით; ჩხრეკაში მონაწილეობას იღებდა სამსახურებრივი;(იხ ოქმი 21.12.2016წ 11:14:06სთ-11:37:11სთ

 

2.5. მოწმე ნუ------------–-ძემ განმარტა, რომ მონაწილეობა მიღებული აქვს ორ საგამოძიებო მოქმედებაში, ერთი დიმიტრი თა-----------–-ს ქუჩაზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებაა; გამოძახების საფუძველზე გავიდა, კერძო სახლი იყო ადგილზე დახვდა გამომძიებელი ჯა---------–აძე პოლიციის თანამშრომლებთან ერთად; სახლში დახვდათ ქალბატონი გამომძიებელი ორ პირთან ერთად ახორციელებდა ჩხრეკას მიუთითეს ტანსაცმელზე შორტი, მოსასხამი და ორი პლასტიკური ბარათი; 2016 წლის 11 ივლისი იყო დღის მეორე ნახევარი; ჩხრეკის დროს მის მოვალეობაა დასურათება და დაფიქსირება; კანონსაწინააღმდეგო ნივთი არის თუ არა ამოსაღები, - ნივთები ამ საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს გამომძიებელი; ამის შემდეგ ხდება კანონით დადგენილი წესით ამოღება და დამაგრება; ჩხრეკის დროს დამსწრე პირების მხრიდან რაიმე სახით პრეტენზია არ გაცხადებულა;

განმარტავს, რომ ჩხრეკას ესწრებოდა და ასურათებდა; ჩხრეკის პროცესის დროს პლასტიკური ბარათი უშუალოდ დაასურათა და შემდეგ ამოიღეს; რომელიმე მონაწილე პირის მიერ მოხდა ამოღება;

მეორე საგამოძიებო მოქმედება, რომელშიც მონაწილეობა მიიღო იყო - ამოღება; დაღამებული არ იყო, ქალაქის სამმართველოში გამოიძახეს და ამოიღეს ერთი წყვილი კეტი; (იხ ოქმი 12.07.2017წ 17:25:51სთ-17:35:26სთ);

 

2.6. მოწმე ჯა---------–აძემ განაცხადა, რომ მონაწილეობდა მე-------------ას საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში; ჩხრეკისას ამოღებული იქნა ტანსაცმელი, შორტი და კაპიუშონიანი მოსაცმელი, ასევე ამოღებული იქნა ორი ცალი პლასტიკური ბარათი; ჩხრეკაში მონაწილეობდა მე-------------ას დედა მა-----------–-ანი და პოლიციის ორი თანამშრომელი და ექსპერტი ნუ------------–-ძე; ამოღებული ნივთები დაილუქა ექსპერტის მიერ;

ბარათები ამოღებული იქნა საძინებელი ოთახიდან, საძინებელ ოთახში არსებული კარადის უჯრიდან; ექსპერტი ნუ------------–-ძე ესწრებოდა ჩხრეკას; დასაწყისიდანვე ექსპერტი იღებდა მონაწილეობას; ჩხრეკის პროცესს სრულად ესწრებოდა მე-------------ას დედა მა-----------–-ანი ; პლასტიკური ბარათები უშუალოდ ნაპოვნი იქნა მა--------------ძის მიერ; მან დაათვალიერა და ექსპერტმა მოახდინა მისი დასურათება და დალუქვა; შესასვლელიდან ხელმარჯვნივ ტანსაცმელი იქნა ამოღებული ხოლო პირდაპირ არსებული კარადის უჯრიდან ამოღებული იქნა პლასტიკური ბარათები; (იხ ოქმი 12.07.2017წ ; 17:39:32 სთ-17:51:53სთ);

 

2.7. მოწმის სახით დაკითხვისას მა--------------ძემ განაცხადა, რომ მუშაობს პოლიციის მე-4 განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე; პირველ ივლისს იმყოფებოდა სამსახურში, როცა ლე-----------ის ქუჩაზე შემოვიდა შეტყობინება, რომ მოხდა ძარცვა; ამავე წლის 11 ივლისს მიღებული იქნა მისი თანამშრომლის მიერ ინფორმაცია, რომ ხსენებული ქმედება შესაძლებელია ჩადენილი ჰქონოდა მე-------------ას; გავიდნენ საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად თა-----------–-ს ქუჩაზე; ექსპერტებთან ერთად მივიდნენ, დაუძახეს ბრალდებულის დედას, გააცნო გამომძიებელმა დადგენილება და ჩაატარეს ჩხრეკა მე-------------ას საძინებელ ოთახში კომოდიდან - კარადის მაგვარი იდგა - ამოიღეს თეთრი მოსასხამი კაპიუშონიანი და ჯინსის შორტი, ასევე იმავე ოთახში მოპირდაპირე მხარეს სათავსოდან ამოიღეს ორი ცალი პლასტიკური ბარათი , ორივე მათგანი დასურათდა და დალუქეს, - ჩხრეკაში მონაწილეობდა ჯა---------–აძე , როლანდი ბერიძე და ექსპერტი ნუ-------------–-ძე, დედა ესწრებოდა ჩვეულებრივად, თავად მიუთითა მე-----ს ოთახზე და ამ საძინებელიდან იქნა ამოღებული ეს ნივთები; საერთოდ არ გაცხადებულა პრეტენზია; გამომძიებელმა აუხსნა და ისიც დაეთანხმა; ქალბატონის მითითებით შევიდნენ მე-----ს ოთახში; თავად აუხსნა მათ, რომ მისი შვილის - მე-------------ას ოთახი იყო, ძირითადად თანხის დაძებნის მიზნით აწარმოებდნენ ჩხრეკას, უშუალოდ თანხას ეძებდნენ; ეს ამოღებული ნივთები კი საინტერესო იყო იქედან გამომდინარე, რომ ჩაცმულობის თაობაზეც იყო ინფორმაცია; ვინაიდან იყო გარკვეული დეტალები დადგენილი და თავადაც ახდენდნენ დაძებნას ამ ნივთების; როგორც ახსოვს გაიჩხრიკა შესასვლელი, მისაღები, მარჯვნივ საძინებელი და როგორც ახსოვს კიდე ერთი საძინებელი ოთახი; ბარათი სათავსოზე იყო შემოდებული და თავად ნახა; (იხ. ოქმი 19.09.2017წ 16:18:04სთ-16:36:39სთ)

 

2.8. ზუ-----------–-ძემ განმარტა, რომ მოცემულ საქმეზე ჩაატარა რიგი საგამოძიებო მოქმედებები, დაკითხა მოწმის სახით პირები მა--------------ძე და მა----–---------ძე და დაათვალიერა ქალაქის სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში და ამოიღო ბრალდებულის მიერ წარმოდგენილი ფეხსაცმელი; დასურათდა და დაილუქა ; (იხ ოქმი 12.07.2017წ ; 17:53:42წსთ-17:55:59სთ);

 

2.9. გუ-------------ძემ განმარტა, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერება მოახდინა, ის იყო სავალუტო ჯიხური, მიმდებარე ტერიტორია, ჯიხურიდან დაახლოებით 10 მეტრში მოხდა შემთხვევა, დაკითხული იქნა დაზარალებული და მოწმე და შესაბამისად მოხდა მტკიცებულებათა დამაგრება საქმეზე; მან ჩაატარა ასევე ამოცნობა, გამოთხოვილი იქნა ვიდეოჩანაწერები;

საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა წესი და მოთხოვნა იყო დაცული; ამოცნობის ჩატარების შემდეგ მოახდინეს მე-------------ას ამოცნობის შემდეგ; უწყების საფუძველზე იქნა გამოცხადებული და შესაბამისად ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები; (იხ. ოქმი 19.09.2017წ 16:38:34სთ-16:43:17სთ);

 

2.10. მოწმე ემ---------------ძემ განმარტა, რომ მოცემულ საქმეზე მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, გამოძახების საფუძველზე გამოცხადდა, დახვდა გამომძიებელი 2016 წლის 02 ივლისის ღამის საათებში, დააფიქსირეს რაც იყო მნიშვნელოვანი; მოახდინა ფოტოგადაღება; მტკიცებულება რაიმე სახის ამოღებული არ ყოფილა; არ---–-----–--ნთან ერთად იღებდა მონაწილეობას ადგილის დათვალიერებაში; (იხ. ოქმი 19.09.2017წ16:12:29სთ-16:15:59სთ);

 

2.11. მოწმე არ---–-----–--ნმა განმარტა, რომ გუ-------------ძესთან ერთდა მოახდინა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, გადაიღეს მიმდებარე ტერიტორია და ვიდეოსათვალთვალო კამერები; ვალუტის გადამცვლელი პუნქტი და მისი მიმდებარე ტერიტორია; ( იხ ოქმი 1--10.2017წ 16:54:03სთ-16:55:36სთ);

 

2.12. მოწმე მა-----------–-ანმა განაცხადა, რომ მეზობლები იყვნენ სტუმრად მათი წასვლის შემდეგ, მოვიდა დაახლოებით 7-8 კაცი, და განუმარტეს, რომ საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაზე იყვნენ მისულები; წავიდა მეზობელთან ალბათ 15 -20 წუთი იქნებოდა გასული, რომ მოვიდა სახლში მაგიდაზე დახვდა ბარათის ფორმის, უთხრა, რომ ასეთი სახელის და გვარის არავინ არ ყავდა; საბუთებზე მოაწერინეს ხელი არ წაუკითხავს, ჩხრეკის დროს მე-----ს ოთახი მოიკითხეს და აჩვენა; ასევე ნახეს მის ოთახიც; მოკითხეს ჯინსის შარვალი და თეთრი მოსაცმელი უთხრა, რომ ეს იყო მისი რძალის;

გამოქვეყნდა მოწმის ჩვენება და დაადასტურა, რომ მან მოაწერა ხელი, როგორც უკარნახეს ისე დაწერა და მოაწერა ხელი, არ წაუკითხავს , არც მისცეს ნება; ხელმოწერები მისია; ნაკარნახევი მათია; არც ჰქონდა შესაძლებლობა წაეკითხა; ძალადობა მუქარა შანტაჟი არ ყოფილა, უბრალოდ რაზეც მოაწერა ხელი, არ წაუკითხავს; არც უცდია წაკითხვა, არაა საჭიროო უთხრეს; ასევე უთხრეს, რომ არ ენერვიულა; არ იქნებოდა არანაირი პრობლემა;

ჩვენებით რაც გამოქვეყნდა , - არასწორია, ის რომ მას არ დაურთავს ნება ჩხრეკისათვის ეს ბარათი უკვე მაგიდაზე დადებული ჰქონდათ, როცა დაინახა; (იხ ოქმი 29.05.2018წ 16:45:45სთ-17:04:59სთ);

 

2.13. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ 2016 წლის 02 ივლისს დათვალიერდა ქ. ბათუმი ლე-----------ის ქ. #1---ის მიმდებარე ტერიტორია, საგამოძიებო მოქმედება დაიწყო: 00:55საათზე და დასრულდა 01:52 საათზე, შემთხვევის ადგილი დასურათებული იქნა ; დათვალიერება მიმდინარეობდა ღამის საათებში, ღამის განათების პირობებში , - ფარანის გამოყენებით; შემთხვევის ადგილი წარმოადგენს ლე-----------ის ქ. # 1---ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელი გზის ნაწილს; მოქალაქე მე------------ის მითითებით ამ შესასვლელი გზის საავტომობილო სავალ ნაწილზე მოძრაობისას წაართვეს მას მის ხელთ არსებული პოლიეთილენის პარკი, რომელშიც ედო მცირე ზომის შავი ფერის ხელჩანთა მასში არსებული თანხით; ეზოში შესასვლელი გზა უკავშირდება ორბელიანის ქუჩაზე მდებარე მომსახურების სააგენტოს, რა მიმართულებითაც გაიქცა მძარცველი; შემთხვევის ადგილიდან 20-მდე მეტრშია განთავსებული ვალუტის გადამცვლელი პუნქტი, რომლის მისამართია ლე-----------ის ქ. #9-; სავალუტო ჯიხურს გააჩნია ლითონის კარებით შესასვლელი და წარმოადგენს მოცულობით დაახლოებით 4 მ2-ს; სავალუტო ჯიხურს გააჩნია გრე და შიდა პერიმეტრზე ვიდეოსათვალთვალო კამერები; (იხ ს.ფ.8-15);

 

2.14. საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით 11.07.2016წ დადგენილია, რომ ჩხრეკა ჩატარდა ბათუმში თა-----------–-ს ქ. #1---ში მდებარე საცხოვრებელ სახლში გამომძიებლის ჯა---------–აძის, პოლიციის თანამშრომლების მა--------------ძის , რო-–-----------ის და ექსპერტის ნუ------------–-ძის მონაწილეობით ; ჩხრეკას ესწრებოდა მე-------------ას დედა - მა-----------–-ანი; ჩხრეკის დროს საცხოვრებელი სახლის საძინებელი ოთახიდან , რომელიც მა-----------–-ანის განმარტებით ეკუთვნის მე-------------ას, - ოთახში შესასვლელიდან ხელმარჯვნივ განთავსებული კარადიდან ამოღებული იქნა ჯინსის მოკლე შარვალი, ე.წ. შორტი და თეთრი ფერის ე.წ. კაპიუშონიანი მოსასხამი, ასევე აღნიშნულ საძინებელ ოთახში არსებული კარადის სათავსოდან ამოღებული იქნა საქართველოს ბანკის ერთი ცალი ვიზა ბარათი , რომლის ნომერია 4--------------8, - მე-------------ას სახელზე , ასევე ამოღებული იქნა საქართველოს ბანკის ერთი ცალი ექსპრეს ქარდის პლასტიკური ბარათი, რომლის ნომერია 5--------------5, - გაცემული მა-----------ოს სახელზე;

ჩხრეკა დაიწყო 2018 წლის 11 ივლისს 16:00 საათზე და დასრულდა 16:40 საათზე; (იხ ს.ფ. 27-47);

 

2.15. პირის ამოცნობის ოქმით 11.07.2016წ დადგენილია, რომ მე------------ეს ამოსაცნობად წარედგინა სამი პირი მე-------------ა დაბ 1--01.1991წ სიმაღლე 177სმ, სუსტი, სპორტული აღნაგობის, თეთრი მრგვალი პირისახით, გაუპარსავი წვერით, წაბლისფერი თმით, წვრილი წარბებით, მუქი ფერის თვალები, სწორი ცხვირი, სწორი მოკლესახელოიანი მაისური, წითელი ფერის სპორტული შარვალი;

 

ფრ-------------ძე დაბ 04.11.1991წ, სიმაღლე - 180 სმ, სუსტი სპორტული აღნაგობის, თეთრი მრგვალი პირისახის, გაუპარსავი წვერი, წაბლისფერი თმებით, მუქი ფერის თვალები, წვრილი წარბებით, ტანთ აცვია წითელი ფერის ნაჭრის შარვალი, მუქი ფერის მოკლესახელოიანი მაისური;

 

და-------------–ი: დაბ 20.04.1991წ სიმაღლე 180 სმ სუსტი სპორტული აღნაგობის, თეთრი მრგვალი პირისახით, გაუპარსავი წვერი, წაბლისფერი თმებით, წვრილი წარბები, მუქი ფერის თვალები, სწორი ცხვირი ტანთ აცვია მოწითალო ფერის ნაჭრის შარვალი, მუქი ფერის მოკლესახელოიანი პერანგი;

ამომცნობს მიეცა წინადადება გამომძიებლის მიერ წარმოდგენილ სამ მსგავს მამაკაცს შორის ამოეცნო ის პირი, ვინც 2016 წლის 01 ივლისს ძარცვის მიზნით გასტაცა ფულადი თანხა და პლასტიკური ბარათი;

მე------------ემ ამოიცნო მისგან მარცხნიდან პირველ ადგილზე მდგომი პირი, #1 ; განმარტა, რომ ეს პიროვნება ამოიცნო მისი ვიზუალური დაკვირვებით, სახის მოყვანილობით, სიმაღლით, თმის ფერით, ზოგადი აღნაგობით და საერთო იერით; ოქმი ხელმოწერილია ამოცნობაში მონაწილე პირების მიერ (იხ ს.ფ. 69-70)

 

2.16. პირის ამოცნობის ოქმით 11.07.2016 წ დადგენილია, რომ მა-----------ოს ამოსაცნობად წარედგინა სამი პირი:

და-------------–ი: დაბ 20.04.1991წ სიმაღლე 180 სმ სუსტი სპორტული აღნაგობის, თეთრი მრგვალი პირისახით, გაუპარსავი წვერი, წაბლისფერი თმებით, წვრილი წარბები, მუქი ფერის თვალები, სწორი ცხვირი ტანთ აცვია მოწითალო ფერის ნაჭრის შარვალი, მუქი ფერის მოკლესახელოიანი პერანგი;

ფრ-------------ძე დაბ 04.11.1991წ, სიმაღლე - 180 სმ, სუსტი სპორტული აღნაგობის, თეთრი მრგვალი პირისახის, გაუპარსავი წვერი, წაბლისფერი თმებით, მუქი ფერის თვალები, წვრილი წარბებით, ტანთ აცვია წითელი ფერის ნაჭრის შარვალი, მუქი ფერის მოკლესახელოიანი მაისური;

მე-------------ა დაბ 1--01.1991წ სიმაღლე 177სმ, სუსტი, სპორტული აღნაგობის, თეთრი მრგვალი პირისახით, გაუპარსავი წვერით, წაბლისფერი თმით, წვრილი წარბებით, მუქი ფერის თვალები, სწორი ცხვირი, სწორი მოკლესახელოიანი მაისური, წითელი ფერის სპორტული შარვალი;

ამომცნობს მიეცა წინადადება გამომძიებლის მიერ წარმოდგენილ სამ მსგავს მამაკაცს შორის ამოეცნო ის პირი, ვინც 2016 წლის 01 ივლისს ძარცვის მიზნით გასტაცა ფულადი თანხა და პლასტიკური ბარათი;

მა-----------ომ ამოიცნო მისგან მარცხნიდან მესამე ადგილზე მდგომი პირი, #1 ; განმარტა, რომ ეს პიროვნება ამოიცნო მისი ვიზუალური დაკვირვებით, სახის მოყვანილობით, სიმაღლით, თმის ფერით, ზოგადი აღნაგობით და საერთო იერით; ოქმი ხელმოწერილია ამოცნობაში მონაწილე პირების მიერ (იხ ს.ფ. 69-70);

 

2.1-- დაკავების ოქმის თანახმად დადგენილია, რომ ბრალდებული დაკავებულია 2018 წლის 11 ივლისს 19:31 საათზე ; ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების გამომძიებლის გუ-------------ძის მიერ ; (იხ ს.ფ. 78-82);

 

2.18. დათვალიერების ოქმით 11.07.2016 წ დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სამმართველო პოლიციის მე-4 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში დათვალიერებული იქნა მე-------------ას მიერ წარმოდგენილი თეთრი ფერის ერთი წყვილი ფეხსაცმელი, სპორტულ ფეხსაცმელს ერთ მხარეს გვერდით ნაწილში აქვს წარწერა - ALL STAR, რომლის შუაში არის ვარსკვლავის ფორმის აღნიშვნა; დათვალიერებული ფეხსაცმელი დასურათდა და დაილუქა ექსპერტ კრიმინალისტების მიერ; (იხ ს.ფ.84-89);

 

2.19. ინფორმაციის გამოთხოვის ოქმის 16.07.2016წ თანახმად გამომძიებლის გუ-------------ძის მიერ სასამართლოს განჩინების საფუძველზე ქ. ბათუმი ლე-----------ის ქ. #9--ში მდებარე სავალუტო ჯიხურის კომპიუტერული სისტემიდან ამოღებული იქნა სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები 2016 წლის 01 ივლისის 21:00 საათიდან 22:00 საათამდე პერიოდით; (იხ ს.ფ.147-149);

 

2.20. დათვალიერების ოქმის 21.07.2016წ თანახმად მე------------ის მონაწილეობით დათვალიერდა ლე-----------ის ქ. #9--ში მდებარე სავალუტო ჯიხურიდან ამოღებული ჩანაწერები, ჩანაწერის დათვალიერებისას კადრში 21:09:20 საათზე ლე-----------ის ქ. #1---ის მიმდებარე ტერიტორიაზე კადრში ჩნდება ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მისთვის არის ნაცნობი; მას ტანთ აცვია თეთრი ფერის სპორტული ფეხსაცმელი , ღია ლურჯი ფერის მოკლე შორტი , თეთრი ფერის სპორტული ფეხსაცმელი , თეთრი ფერის კაპიუშონიანი ზედატანი, რომელიც თავზე არ ახურავს , ხოლო კაპიუშონიან ზედატანზე აცვია მუქი ფერის მოსასხამი , მასვე მარცხენა ხელში უჭირავს მუქი ფერის პოლიეთილენის პარკი; აღნიშნული მამაკაცი კადრში ჩანს ამ დროს პირელად და იხედება სავალუტო ჯიხურის მიმართულებით; რის შემდეგაც ჯდება იქვე სკამზე; მე------------ის განმარტებით ეს პიროვნებაა ვინც ის გაძარცვა და წაართვა თანხა; ....ახალგაზრდა მამაკაცი რამდენიმე წამის განმავლობაში ზის სკამზე და რამდენჯერმე გადის კადრის მიღმა და კვლავ ჩნდება; , ის ჯდება იმავე სკამზე 21:11:19 საათზე, რამდენიმე წუთით, რის შემდეგაც კვლავ ბრუნდება უკან და ამჯერად თავზე ახურავს კაპიუშონი; ხელში უჭირავს ისევ პოლიეთილენის პარკი; ჩაივლის კვლავ ლე-----------ის ქუჩაზე და მოეფარება კადრს; შემდეგ იმავე მიმართულებით ბრუნდება უკან და ჯდება 21:13:40 საათზე იმავე სკამზე , რაც ჩანს გამვლელი ავტომანქანების შუქზე, კერძოდ 21:40:37სთ და 21:48:47საათზე; 21:49:41 საათზე მე------------ის განმარტებით ჯიხურიდან გამოდის თვითონ, ხოლო 21:51:34 საათზე თავის შვილთან მა-----------ოსთან ერთად მიდის სავალუტო ჯიხურის მარცხნივ მდებარე სასურსათო მაღაზიაში, მარცხენა ხელში უჭირავს მცირე ზომის პოლიეთილენის პარკი , რომელშიც მისივე განმარტებით დევს ტყავის პატარა ჩანთა, ხოლო ჩანთაში ჰქონდა თანხა 19 000 ლარის ოდენობით; 21:52:08 საათზე კადრში ჩნდება ზემოთაღნიშნული ახალგაზრდა მამაკაცი და იგი დგას ლე-----------ის ქ. #1---ს მიმდებარე ტერიტორიაზე მას თავზე ახურავს კაპიუშონი; მე------------ის განმარტებით 21:56:53 საათზე ის შვილთან ერთად გამოდის მაღაზიიდან და ქუჩას კვეთენ ქუჩის მოპირდაპირედ სახლი #1---ის ეზოს მიმართულებით; რა დროსაც 21:57:09 საათზე ზემოთაღნიშნული ახალგაზრდა მამაკაცი უკან მიყვება და ისინი უკვე გადიან სამეთვალყურეო კამერის მხედველობის არეალიდან; მე------------ის განმარტებით კადრიდან გასვლიდან ხუთიოდე მეტრში მოხდა მისი გაძარცვა; კადრში დაფიქსირებულმა ახალგაზრდა მამაკაცმა , ადასტურებს, რომ ჩაიდინა ძარცვა; დათვალიერების შემდეგ დისკი დაილუქა და დაერთო საქმის მასალებს (იხ ს.ფ. 151-154);

 

2.21. დათვალიერების ოქმიტ 21.07.2016 წ დადგენილია, რომ იგივე სახის ჩანაწერის დათვალიერება მოხდა მა-----------ოს მონაწილეობით, მოწმე მა-----------ომ ანალოგიური გარემოებების დაადასტურა, დათვალიერებისას; (იხ ს.ფ.155-157);

 

2.22. ბრალდებულმა მე-------------ამ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ 2016 წლის 11 ივლისს შუადღის საათები იქნებოდა გამოვიდა სახლიდან შეხვდა თავის მეგობარ ირაკლი ბუჩუკურს შეთავაზა ლუდის დალევა და შევიდნენ მაღაზიაში ამ დროს მივიდნენ მასთან პოლიციის თანამშრომლები და წაიყვანეს განყოფილებაში მასთან ერთად წაიყვანეს ირ---–-------------იც; მოითხოვა ადვოკატი, იქ ჩაატარეს ამოცნობა, მისთვის გაურკვეველი იყო რაში დებდნენ ბრალს; ამოცნობაზე დათანხმდა, ქალბატონებმა ის ამოიცვნეს; აშკარად განსხვავებულ პირებთან იდგა ამოცნობაზე; ამის შემდეგ დააკავეს; მას არ ჩაუდენია დანაშაულებრივი ქმედება, რასაც ედავებიან; პოლიციის განყოფილებაში აიძულებდნენ რომ ეღიარებინა დანაშაული, მან არ აღიარა, რაც არ ჩაუდენია, ვერ დაიბრალებდა; (იხ ოქმი);

 

2.23. მოწმე ირ---–-------------მა ასევე დაადასტურა, რომ მე-------------ასთან ერთად წაიყვანეს განყოფილებაში და მოგვიანებით გამოუშვეს;(იხ ოქმი);

 

2.24. ამოცნობაში მონაწილე პირის და-------------–ის განმარტებით მას ამოცნობისას ეცვა ჯინსის შარვალი, ის საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობაზე თავიდან უარს აცხადებდა, მაგრამ ამშვიდებდნენ, რომ იცოდა დაზარალებულს ვინც უნდა ამოეცნო; ამოცნობის ჩატარებისას ქალბატონებმა ამოიცვნეს მე-------------ა;(იხ ოქმი);

 

2.25. ზემოთაღნიშნული წარმოადგენს ბრალდების და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ და საქმის განხილვისას გამოკვლეულ მტკიცებულებათა ბაზას, რომლის საფუძველზეც ბრალდების მხარე ცდილობდა დაედასტურებინა მე-------------ას მიმართ წარდგენილი ბრალი, ხოლო დაცვის მხარე - გამოერიცხა ბრალეულობა;

 

სასამართლო, დადგენილ გარემოებათა შეფასებამდე ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის მიმართ წარდგენილი საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის და შესაბამისი ნაწილის შინაარსობრივ მხარეზე და განმარტავს, რომ ძარცვის დროს ხდება ადამიანის საკუთრების უფლების ხელყოფა, ხოლო ობიექტური მხრივ ძარცვა აქტიურ მოქმედებაში გამოიხატება. დამნაშავის მიერ სხვისი მოძრავის ნივთის (ქონების) მართლსაწინააღმდეგო (მესაკუთრის სურვილის საწინააღმდეგოდ) მისაკუთრება ხდება აშკარა ფორმით, რა დროსაც შესაძლებელია პირის (შესაძლო დაზარალებულის) მიმართ განხორციელდეს ფიზიკური ან ფსიქიკური ზემოქმედება. აქვე საგულისხმოა, რომ ძარცვის აშკარა ხასიათი მდგომარეობს იმაში, რომ სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლება ხდება თვალნათლივ, როგორც იმ პირისათვის ვის საკუთრებაში, მფლობელობასა და სარგებლობაში იმყოფება ნივთი, ასევე სხვა ადამიანებისათვის, რა დროსაც დამნაშავე(ებ)ს შეგნებული აქვს, რომ თვითმხილველ პირ(ებ)ს გათვითცნობიერებული აქვთ დამნაშავის მოქმედების დანაშაულებრივი ხასიათი.

 

სასამართლო ასევე განმარტავს, რომ ძარცვა დანაშაულის მატერიალურ შემადგენლობას მიეკუთვნება, რომელიც დამთავრებულია სხვისი ნივთის ფაქტობრივი დაუფლების მომენტიდან, რომლის შედეგადაც დამნაშავეს ეძლევა შესაძლებლობა საკუთარი შეხედულებით გამოიყენოს ან განკარგოს სხვისი ქონება, ხოლო დამნაშავის შესაძლებლობის რეალიზაცია ძარცვის ობიექტური მხარის ფარგლებში ვერ ექცევა, თუმცა ძარცვის ობიექტურ მხარეში შედის ასევე მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლისამართლებრივი დევნის დაწყებიდან სამართალწარმოების ყველა ეტაპზე (მათ შორის საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე) სისხლის სამართლის საქმისწარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს. სასამართლო კი მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას. კონკრეტული გარემოებების უტყუარად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ მხარეთა არგუმენტების დაფიქსირება სასამართლო სხდომაზე, არამედ მათ მიერ გაცხადებული არგუმენტები/პოზიციები უნდა იყოს დადასტურებული კანონით დადგენილი წესით მოპოვებული და საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით უშუალოდ და ზეპირად გამოკვლეული ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით. ამასთან, აღნიშნული მტკიცებულებები სასამართლოს უნდა აძლევდეს მაღალ სტანდარტს დამაჯერებლობის კუთხით რათა ეჭვგარეშე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის საკმარისობის მიხედვით დადასტურებულად მიიჩნიოს ერთი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების უტყუარობა, რის საფუძველზედაც უარყოფილი იქნება მეორე მხარის არგუმენტები მოცემულ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით.

 

2.26. სასამართლომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გამოკვლევის და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, დადგენილად მიიჩნია, რომ ბრალდებულ მე-------------ას მიერ ჩადენილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. დაცვის მხარეს განსახილველი სისხლის სამართლის საქმეზე თავის დასკვნით და საბოლოო სიტყვაში ბრალდებულს, მიუხედავად წარდგენილი ბრალის უარყოფისა, ნაწილი გარემოებების დაზარალებულთან მიმართებით სადავოდ არ გაუხდიათ;(დაზარალებულის ამოცნობა, პირდაპირი ჩვენება, ზიანთან დაკავშირებულ საკითხებზე ურთიერთობა);

 

სასამართლო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დანაწესიდან გამომდინარე ვალდებულია საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად, ურტყუარად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სწორი და ადეკვატური სამართლებრივი შეფასება მოახდინოს კონკრეტულ საქმესთან მიმართებით (აღნიშნულზე მიუთითებს საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილში კანონმდებლის მიერ მოცემული მუხლის ის ნორმატიული შინაარსიც, სადაც მითითებულია, რომ ბრალდებულის აღიარება, თუ ის არ დასტურდება მისი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებით, საკმარისი არ არის მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად).

 

2.27. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. დაზარალებულის მიერ საქმის არსებითი განხილვის დროს მიცემული ჩვენება და მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები (ძარცვის ფაქტზე - მა-----------ო, მოწმეები: საგამოძიებო მოქმედებების მსვლელობაზე, ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერების დათვალიერებაზე, ამოცნობის პროცედურაზე) თანმიმდევრული და კონკრეტულია, და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს. არ არსებობს დაზარალებულის და მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. ამასთან, დაზარალებულის და მოწმეების მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას, მათ შორის აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებათა დადგენის კუთხით; გარდა აღნიშნულისა დაზარალებულების და მოწმეთა ჩვენებები თანხვედრაშია სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის, ხოლო მტკიცებულებათა ერთობლიობის შედეგად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარისი სტანდარტის მაღალი ხარისხის კუთხით უტყუარად დადგინდა, რომ 2016 წლის 01 ივლისს დაახლოებით 21:00 საათიდან 22:00 საათადე დროის შუალედში ქ.ბათუმი, ლე-----------ის ქუჩა N1--ა-სთან მე-------------ამ მე------------ეს ხელიდან გასტაცა პოლიეთილენის პარკი ფულადი თანხით;

 

2.28. სასამართლო ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად დადგენის შემდეგ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ბრალდებულ მე-------------ას ბრალი ედება ძარცვაში ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი დიდი ოდენობით , დადგენილებაში პირის ბრალდების შესახებ მითითებულია, რომ მე-------------ა აშკარად დაეუფლა მე------------ის კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხას - 19 000 ლარს;

 

სასამართლო აღნიშნულთან მიმართებით უთითებს, რომ იმისათვის, რათა პირის მსჯავრდება მოხდეს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით აუცილებელია, მოცემული დასტურდებოდეს ასევე აშკარა უტყუარი და ურთიერთშეთანხმებული, ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებებით, რაც მოცემულ შემთხვევაში საქმის განხილვით არ დადასტურებულა; მე-------------ას მიმართ წარდგენილი ბრალი ამ ნაწილში დაფუძნებულია მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებაზე, რომელიც აშკარად არათანმიმდევრულია, კერძოდ, ის საქმის განხილვისას აჩვენებს, რომ ჰქონდა 15 000 ლარამდე, თავდაპირველი ჩვენებით, მას ჰქონდა - 19 000 ლარი, თანხა იყო სხვადასხვა კუპიურებით, ნაწილი მისი კუთვნილი ნაწილი სავალუტო ჯიხურის უფროსის; მას თანხა იმ რეს არ დაუთვლია; დედის გადმოცემით მიუთითებს ფულადი თანხის ოდენობაზე მოწმე მა-----------ო; ბრალდების მხარეს საქმეზე გამოძიების მსვლელობისას არც ჰქონია მცდელობა მოეძია სხვა მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა ნაძარცვი თანხის ოდენობას და რომლის რესურსიც ნამდვილად გააჩნდა (სავალუტო ჯიხურის შემოსავლების შესწავლა, თანხის ბრუნვა) ;

 

2.29. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის თანახმად კოდექსის ამ თავში ზიანად დიდ ოდენობად ითვლება, თუ ნივთის (ნივთების) ღირებულება სცილდება 10 000 ლარს;

 

მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის ქმედება დაკვალიფიცირებულია, როგორც ქმედება, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია;

 

საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

სასამართლოს დასკვნები უნდა გამომდინარეობდეს რეალურად არსებული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან და მათ უნდა მიეცეს ადეკვატური სამართლებრივი შეფასება სწორი კვალიფიკაციის თვალსაზრისით.

 

მოცემულ კონკრეტულ საქმეში საქმის ფაქტობრივი გარემოებები სრულად არ იძლევა იმის საფუძველს, რომ სასამართლომ ბრალდებულის მოქმედებას მისცეს შეფასება და მისი ქმედების კვალიფიცირება მოახდინოს სამართლებრივად სწორად სსკ-ის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „:ბ“ქ/პუნქტით; შესაბამისად მე-------------ას ბრალდებიდან უნდა ამოერიცხოს სსკ-ის 178-ე მულიხ მე-4 ნაწილის“ბ“ქ/ პუნქტი და მის ქმედება დაკვალიფიცირდეს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

2.30. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებით მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულებს ჩადენილი აქვთ მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ძარცვა, ესე იგი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით აშკარად დაუფლება;

 

3. სამართლებრივი შეფასება

 

3.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 19-8 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

3.2. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით: დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერებით დადგენილია, რომ მე-------------ამ 2016 წლის 01 ივლისს 21:00 საათიდან 22:00 საათამდე დროის შუალედში ქ. ბათუმში, ლ------------------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე აშკარად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა მე------------ის კუთვნილ თანხას;

 

3.3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები ამ კვალიფიკაციით არ დგინდება.

 

3.4. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მე-------------ამ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ძარცვა, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით აშკარად დაუფლება, რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ბრალდებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა;

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

5.3. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

5.4. საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილი (2018 წლის 01 იანვრამდე მოქმედი რედაქციით) სასჯელის სახით ითვალისწინებდა ჯარიმას, თავისუფლების შეზღუდვას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე;

 

5.5. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება“, რაც, თავის მხრივ, სასჯელის პროპორციულობის კონსტიტუციურსამართლებრივ მნიშვნელობაზე მეტყველებს, ვინაიდან იგი ადამიანის ღირსების დაცვას უკავშირდება.

 

5.6. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პოზიციით, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განიხილება, როგორც უკიდურეს შემთხვევაში გამოსაყენებელი სანქცია ან ღონისძიება, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის სიმძიმე სხვა სანქციების და ღონისძიებების გამოყენებას აშკარად არაადეკვატურად წარმოაჩენს.

 

5.7. სასამართლო მიუთითებს, რომ თავისუფლების აღკვეთა, თავისთავად, არ არის არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, მაგრამ, თუ მსჯავრდებულისთვის მისჯილი თავისუფლების აღკვეთის ვადა აშკარად უსამართლო და ჩადენილი სიმძიმის დისპროპორციულია, ადგილი აქვს სწორედ, რომ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, „აშკარად არაპროპორციულ სასჯელებს, რომლებიც არ შეესაბამებიან დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, არა მარტო აქვთ მიმართება სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელის კონსტიტუციურ აკრძალვასთან, არამედ არღვევენ კიდეც ამ კონსტიტუციურ დანაწესს“ (ამის შესახებ იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება, 24-ე და 25-ე პუნქტი).

 

5.8. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, კანონმდებლის მიერ დადგენილი სანქცია არ უნდა იყოს აშკარად არაგონივრული და არაპროპორციული საშუალება კანონმდებლის მიერ დასახული მიზნის მიღწევისა და, შესაბამისად, არ უნდა იწვევდეს პირის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლების დარღვევას.

 

5.9. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში გაამახვილა ყურადღება, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმკაცრის გათვალისწინებით, გამოყენებული უნდა ყოფილიყო თუ არა არასაპატიმრო ღონისძიებები/სასჯელები. კერძოდ, Del Río Prada v. Spain [GC], no. 42750/09, § 82, ECHR 2013, საქმეზე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-7 მუხლის 1-ლი პარაგრაფის მე-2 წინადადების სიტყვები მიუთითებს, რომ ამოსავალი წერტილი ნებისმიერი სასჯელის შეფასებისას არის, თუ რამდენად მოცემულია განსახილველი ზომა ,,სისხლის სამართლის დანაშაულის” გამო მსჯავრდების შედეგი, ხოლო სხვა ფაქტორები, რომლებიც როგორც რელევანტური, შეიძლება იქნეს მხედველობაში მიღებული, არის: სასჯელის ზომის ხასიათი და მიზანი, ეროვნულ კანონმდებლობაში მისი დახასიათება, ის პროცედურები, რომლებიც გამოიყენება მისი განხორციელებისა და იმპლემენტაციის დროს...(იხ. ასევე Jamil v. France, 1995წ. 8 ივნისი, § 32, სერია A no. 317-B, § 31; Kafkaris v. Cyprus [GC], no. 21906/04, ECHR 2008, § 151; § 142; და M. v. Germany, no. 19359/04 § 120, ECHR 2009). ამასთან, გამოყენებული ზომის სიმკაცრე, თავის მხრივ, არ არის გადამწყვეტი, რამდენადაც მრავალი პრევენციული ხასიათის არასაპატიმრო ღონისძიებას შეიძლება ჰქონდეს არსებითი გავლენა შესაბამის პირზე“.

 

5.10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ითვალისწინებს რა რომ მე-------------ას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ არის სახეზე, წარსულში არ არის ნასამართლევი, ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, ჩადენილი ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, ჩადენილი ქმედებიდან გასულია თითქმის ორი წელი და ის რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში შემჩნეული არ არის, საქმის განხილვის ყველა სხდომაზე იღებდა მონაწილეობას, რაც ბრალდებულის რესოციალიზაციის საწყისი ეტაპად უნდა ჩაითვალოს; სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ, როგორც ეს საქმეში არსებული მასალებიდან ირკვევა, დაზარალებულს ბრალდებულის მიმართ პრეტენზია არა აქვს და შუამდგომლობს არ დაისაჯოს მკაცრად; სასამართლო, ასევე, ითვალისწინებს ქმედების განხორციელების სახეს, ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას, ხასიათს, მის პირად და ეკონომიკურ პირობებს, კმაყოფაზე ყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი; არის დასაქმებული; წარმოდგენილი დახასიათებით მასთან მეზობლად მცხოვრები პირები (80 პირი) მე-------------ას ახასიათებენ დადებითად; მათ მიერ მე-------------ა არ ყოფილა შემჩნეული რაიმე სახის საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაშიც; ყავს ავადმყოფი მშობლები;

 

5.11. გარდა აღნიშნულისა, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას, ასევე, ითვალისწინებს მის კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო განხილვის დროს და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მე-------------ას სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 01 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) ჯარიმა - 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, როგორც პროპორციული ზემოქმედების ღონისძიება, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და მის შემდგომი პერიოდით რესოციალიზაციას.

 

6. ნივთმტკიცების, ყადაღის, ან სხვა საკითხები

 

მოცემულ საქმეზე ნივთიერი მტკიცებულებებს წარმოადგენს: მე-------------ას ბინის ჩხრეკისას ამოღებული ჯინსის შორტი, ე.წ ,,კაპიშონიანი’’ მოსასხამი, ორი ცალი პლასტიკური ბარათი, ერთი ცალი დისკი, სპორტული ფეხსაცმელი, რომელიც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილებაში; ხოლო დისკი თანდართულის სს საქმეზე;

 

მოცემულ საქმეზე ნივთიერი მტკიცებულების განკარგვა უნდა მოხდეს საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 191-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 274-ე მუხლებით, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ბრალდებული მე-------------ას მიმართ წარდგენილი ბრალდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

 

ბრალდებული მე-------------ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 01 იანვრამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 5500 (ხუთი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ

 

საქართველოს ს.ს.კ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მე-------------ას პატიმრობაში ყოფნის პერიოდის, - 2016 წლის 11 ივლისიდან - 2016 წლის 19 ივლისის ჩათვლით, გათვალისწინებით, ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 500 (ხუთასი) ლარით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მსჯავრდებულ მე-------------ას მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 ივლისის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 ივლისის განჩინებით, გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დადებული ყადაღა მოეხსნას - ნო--------------ას (პ/ნ 6---------6) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ბათუმი, თ------------–--------------ში (ზონა - ბათუმი 05, სექტორი - 26, კვარტალი - 19, ნაკვეთი - 0--, საკადასტრო კოდი №05.26.19.0--) - 20 000 (ოცი ათასი) ლარის ღირებულების წილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

ნივთიერი მტკიცებულება - მე-------------ას ბინის ჩხრეკისას ამოღებული ჯინსის შორტი, რომელიც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - მე-------------ას ბინის ჩხრეკისას ამოღებული ე.წ ,,კაპიშონიანი’’ მოსასხამი, რომელიც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - მე-------------ას ბინის ჩხრეკისას ამოღებული ორი ცალი პლასტიკური ბარათი, რომელიც ერთვის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ერთი ცალი დისკი, რომელიც ერთვის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - საქმეზე ამოღებული სპორტული ფეხსაცმელი, რომელიც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს კანონით დადგენილი წესით.

 

განაჩენის აღსასრულებლად და რეაგირებისათვის მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს, შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურს და საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილებას.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე