გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.08.2018
საქმის ნომერი
281210017002177627
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე
თარიღი
06.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N17002177627-2/037-18წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

განქორწინების თაობაზე

06 აგვისტო 2018 წელი ქ. ახალციხე

ასპინძის მაგისტრატი სასამართლოს

მოსამართლე – გი------ ლონდარიძე

სხდომის მდივანი - თამარ ცინაძე

მოსარჩელე - ნი--- ზე------ძე

წარმომადგენელი - იო--- ხი------შვილი

მოპასუხე - გი------ ზე------ძე

დავის საგანი - ქორწინების შეწყვეტა

აღწერილობითი ნაწილი:

სასარჩელო მოთხოვნა - ნი--- ზე------ძესა და გი------ ზე------ძეს შორის ქორწინების შეწყვეტა.

მოსარჩელე ნი--- ზე-------ემ თავისი სასარჩელო მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებას:

მოპასუხესთან ქორწინებაში ყოფნა.

დავის არსის მოკლე მიმოხილვაში მითითებული აქვს, რომ 2006 წლის 14 ივნისიდან იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში გი------ ზე------ძესთან. შემდგომში შეუძლებელი აღმოჩნდა მოპასუხესთან ერთად თანაცხოვრება და ფაქტობრივად მოხდა ქორწინების შეწყვეტა და 2017 წლის მაისის თვიდან ცხოვრობენ ცალ-ცალკე. გამომდინარე იქიდან, რომ არ არსებობს მათ შორის შერიგების შანსი და ამოწურულია ოჯახის აღდგენის ყველა რესურსი და შესაძლებლობა, მოსარჩელე ნი--- ზე------ზე ითხოვს ქორწინების შეწყვეტას.

მოპასუხის პოზიცია

2.1 მოპასუხე გი------ ზე------ძემ სარჩელი ცნო და შესაგებელში მიუთითა, რომ არ იყო საჭირო სარჩელის სასამართლოში შემოტანა, თუმცა სასამართო სხდომაზე მან სარჩელი არ ცნო და განმარტა,რომ არ სურს ოჯახის დამგრევა და არ ეთანხმება ქორწინების რეგისტრაციის შეწყვეტას, რადგან მისთვის მოულოდნელი და გაუგებარია მისი მეუღლის ასეთი განცხადება. გამომდინარე აღნიშნულიდან მიაჩნია, რომ მათ შორის უნდა გაირკვეს ურთიერთობა და ყველ გარემოება რეალურად, უნდა დადგინდეს ქორწინების შეწყვეტის მოთხოვნის მიზეზი და აუცილებლობა, რისთვისაც საჭირო იქნება გარკვეული დრო. გამომდინარე აღნიშნულიდან, არ ეთანხმება მოსარჩელის მოთხოვნას ქორწინების შეწყვეტის შესახებ, მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და ოჯახის შენარჩუნების მიზნით საქმის განხილვა გადაიდოს არანაკლებ 6 თვის ვადით.

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე ნი--- ზე------ძე და მოპასუხე გი------ ზე------ძე 2006 წლის 14 ივნისიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში.

 

სასამართლო დაეყრდნო მტკიცებულებას:

- ქორწინების მოწმობა (იხ.ს.ფ.14).

 

3.1.2. ნი--- ზე------ძეს და გი------ ზე------ძეს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ოთხი შვილი.

 

სასამართლო დაეყრდნო მტკიცებულებებს:

- ნი--- ზე------ძის ახსნა-განმარტება (იხ. 2018 წლის 17 იანვრის სას. სხდომის ოქმის CD დისკი).

- გი------ ზე------ძის ახსნა-განმარტება (იხ. 2018 წლის 17 იანვრის სას. სხდომის ოქმის CD დისკი).

 

3.1.3. სასამართლოს მიერ მიცემული იქნა მხარეებისათვის შერიგებისათვის 6 თვიანი ვადა, თუმცა უშედეგოდ.

 

სასამართლო დაეყრდნო მტკიცებულებას:

- 2018 წლის 17 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი (იხ. 2018 წლის 17 იანვრის სას. სხდომის ოქმის CD დისკი).

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ.2018 წლის 17 იანვრის სას. სხდომის ოქმის CD დისკი).

- 2018 წლის 17 იანვრის განჩინება საქმის წარმოების გადადების თაობაზე.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ნი--- ზე------ძე და გი------ ზე------ძე 2017 წლის მაისის თვიდან ერთად აღარ ცხოვრობენ და ნი--- ზე------ძე ცხოვრობს თავის მშობლების ოჯახში.

 

სასამართლო დაეყრდნო მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. 2018 წლის 17 იანვრის სას. სხდომის ოქმის CD დისკი).

 

3.2.2. მხარეთა შორის ოჯახური ურთიერთობის აღდგენა და შენარჩუნება შეუძლებელია, რის საფუძველს სასამართლოს აძლევს საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მოსარჩელე ნი--- ზე------ძე კატეგორიული წინააღმდეგია მოპასუხე გი------ ზე------ძესთან ოჯახური ურთიერთობის აღდგენის და სურს მოხდეს მათი ქორწინების შეწყვეტა, ამასთან სასამართლოს მიერ მიცემული იქნა ვადა შესარიგებლად, თუმცა უშედეგოდ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ.2018 წლის 17 იანვრის სას. სხდომის ოქმის CD დისკი).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან არსებობს განქორწინების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კოდექსის 1106-ე, 1122-ე, 1127-ე მუხლები .

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3-ე მუხლის თანახმად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის ,,გ“ პუნქტის თანახმად ქორწინება წყდება განქორწინებით.

 

ამავე კოდექსის 1123-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით განქორწინება ხდება სასამართლო წესით, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა, სხვა შემთხვევაში – სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში.

 

ამავე კოდექსის 1127-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით.

 

ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.

 

სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც დაქორწინებისათვის ასევე ოჯახის აღდგენისა და შენარჩუნებისათვის მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლენაა საჭირო, რაც მოცემულ შემთხვევაში არ გვაქვს. მოსარჩელე მხარე კატეგორიული წინააღმდეგია ოჯახის აღდგენის, ამასთან სასამართლოს მიერ მიცემული იქნა ვადა შესარიგებლად, თუმცა უშედეგოდ, რის გამოც სასამართლო თვლის, რომ უნდა შეწყდეს ქორწინება მოსარჩელე ნი--- ზე------ძეს და მოპასუხე გი------ ზე------ძეს შორის, რომელიც რეგისტრირებულია 2006 წლის 14 ივნისს, აქტის ჩანაწერი №0------.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

ამავე კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ''ა'' ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ შემდეგ საქმეებს: საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებს, გარდა შვილად აყვანის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, მამობის დადგენის და განქორწინების საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის მიკუთვნების თაობაზე.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა განქორწინების შესახებ წარმოადგენს მაგისტრატი მოსამართლის განსჯად დავას; შესაბამისად მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განისაზღვრება 50 ლარით;

 

სარჩელის აღძვრისას მოსარჩელის მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი განქორწინების მოთხოვნის ნაწილში.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად ,,იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სარჩელი დაკმაყოფილდა რის გამოც მოპასუხე გი------ ზე------ძეს მოსარჩელე ნი--- ზე------ძის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით - სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2-ე, 3-ე, 37-ე, 46-ე, 53-ე, 55-ე, 201-ე, 232I-ე, 233-ე, 234-ე, 235-ე, 236-ე, 237-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნი--- ზე------ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

2. შეწყდეს ქორწინების რეგისტრაცია ნი--- ზე------ძესა (პ/ნ №0----------) და მოპასუხე გი------ ზე------ძეს (პ/ნ №0----------) შორის, 2006 წლის 14 ივნისის სააქტო ჩანაწერი N0------;

3. მოპასუხე გი------ ზე------ძეს (პ/ნ №0----------) მოსარჩელე ნი--- ზე------ძის (პ/ნ №0----------) სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის (სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი) 50 (ორმოცდაათი) ლარის დახდა.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ასპინძის მაგისტრატი სასამართლოს (დ. ასპინძა, ვარძიის ქ.№117) მეშვეობით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ამავე სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: გი------ ლონდარიძე