გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.08.2018
საქმის ნომერი
010210016001429125
კატეგორია
დავის ტიპი
მემკვიდრეობითი დავები
თარიღი
12.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010210015725766

# 2-2181/2016

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27 დეკემბერი, 2017 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - სალიხ შაინიძე

სხდომის მდივანი - ნათია გოგმაჩაძე

მოსარჩელე: ნა----–-------------

წარმომადგენელი: მზ-- ტა----–---–-

მოპასუხე: ნ-----–- კუ--------, ხა------ კუ--------, რუ------- კუ--------, ან- კუ-------- (ც--–--ე)

წარმომადგენელი: ჯუ----- ქ--------–-–---–ი, ვ-–ა ხა-------–---–-

დავის საგანი: სამკვიდროს მისაღებად გაშვებული ვადის აღდგენა, პირველი რიგის მემკვიდრედ ცნობა

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

ნა----–------------- სასარჩელო განცხადებით მოითხოვს:

- აწგარდაცვლილი მამის - ვლ-------- კუ-------ის სამკვიდროს მისაღებად გაშვებული ვადის აღდგენა;

- აწგარდაცვლილი მამის - ვლ-------- კუ-------ის პირველი რიგის მემკვიდრედ ცნობა (დაზუსტებული სარჩელით);

 

სარჩელი დასაბუთებულია შემდეგი არგუმენტებით:

- ნ-----–ა კუ--------ემ მშობლების გარდაცვალების შემდეგ, გაუშვა კანონით დადგენილი სამკვიდროს მიღების ვადა, რადგან თვლიდა, რომ ამ საკითხს მოაგვარებდა აწგარდაცვლილ ძმასთან - მუ----- კუ--------სთან ერთად. მისი დედა - ან---- კუ-------- გარდაიცვალა 1995 წელს, ხოლო მამა - ვლ-------- კუ-------- გარდაიცვალა 2006 წლის 20 აპრილს, რომლის სახელზეც ირიცხებოდა უძრავი ქონება, მდებარე - ქობულეთი, მესხიძის ქ. #1-- შემდეგში მისთვის ცნობილი გახდა, რომ მუ----- კუ--------მ, სამკვიდროს გახსნის გვერდის ავლით, მიმართა ქობულთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მის მიერ 2008 წლის 26 დეკემბერს გაცემული საკუთრების მოწმობის საფუძველზე მთლიანად გადაიფორმა მამის - აწგარდაცვლილი ვლ-------- კუ-------ის სახელზე რიცხული უძრავი ქონება;

- მიუხედავად იმისა, რომ ნა----–------------- ცხოვრობდა მშობლებისა და ძმის ოჯახისგან დამოუკიდებლად, ცალკე ოჯახად, მშობლების სიცოცხლის განმავლობაში არ მოშორებია მათ, ზრუნავდა მათზე, ხოლო გარდაცვალების შემდგომ ძმასთან - მუ----- კუ--------სთან ერთად ფაქტიურად დაეუფლა მათ დანატოვარ უძრავ-მოძრავ ქონებას, ერთად უძღვებოდნენ ოჯახის საკითხებს და ფაქტიურად ძმასთან - მუ----- კუ--------სთან ერთად, ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ. ამას მოწმობს ის გარემოებაც, რომ მან მეუღლესთან და შვილთან ერთად მამის დანატოვარ სახლს ჩაუტარა კაპიტალური რემონტი;

- მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მისი მშობლების სურვილი იყო, რათა მთელი მათი ქონება და-ძმაზე შუაზე გაყოფილიყო, ხოლო აწგარდაცვლილი ძმის - მუ----- კუ-------ის სურვილი იყო, რომ გაეყიდა მთლიანი ქონება და თანხა მასთან შუაზე გაეყო;

- მოსარჩელე დაზუსტებული სარჩელით მიუთითებს, რომ ის არის მამის - ვლ-------- კუ-------ის პირველი რიგის მემკვიდრე და ეკუთვნის სავალდებული წილი 1/2-ის ოდენობით. მან მიმართა ნოტარიუს, მაგრამ ნოტარიუსმა მას სამკვიდრო მოწმობის გაცემზე უარი უთხრა, რადგან გაშვებული ჰქონდა 6-თვიანი ვადა. ვადის გაშვებას კი იმით ხსნის, რომ არ ეგონა, თუ მისი აწგარდაცვლი ძმა ამას იკადრებდა. აქვე აღნიშნავს, მუ----- კუ--------მ უკანონოდ გაიფორმა სამკვიდრო ქონება, რის გამოც გამოძიება დაიწყო და პროკურატურამ იგი დაზარალებულად ცნო, რაც ასევე მისი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.

(იხ. სარჩელი, დაზუსტებული სარჩელი, მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სხდომის ოქმები).

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხეები სარჩელს არ სცნობენ. ისინი მიუთითებენ, რომ მოსარჩელემ გაუშვა სამკვიდროს მიღების ვადა, სამკვიდრო გახსნილად ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღიდან და აწგარდაცვლილმა მუ----- კუ--------მ, რომელთანაც ცხოვრობდნენ მშობლები, მამის გარდაცვლალების შემდეგ ფაქტობრივადაც მიიღო სამკვიდრო ქონება.

2.2. მოსარჩელეს ქობულეთში აქვს ცალკე საცხოვრებელი სახლი, თუმცა ფაქტიურად ცხოვრობს ქ. თბილისში. გათხოვების შემდეგ მას არ უცხოვრია მშობლების და ძმის ოჯახში, დადიოდა მათთან სტუმრად. რაც შეეხება საცხოვრებელი სახლის რემონტს, მოსარჩელე, მართალია მონაწილეობდა რემონტის ჩატარებაში, თუმცა ეს იყო მამკვიდრებლის (ვლ-------- კუ-------ის) სიცოცხლეში, ამ დროს სამკვიდრო გახსნილი თავისთავად ვერ იქნებოდა. იგი, როგორც შვილი და და, დაეხმარა მათ სახლის რემონტის ჩატარებაში და ამ ფაქტს არანაირი კავშირი არ აქვს სამკვიდრო ქონების მართვასა და ფლობასთან. მოპასუხეების წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ როგორც ახლო ნათესავები, მშობლებიც და მუ----- კუ--------ც ეხმარებოდნენ მოსარჩელეს ცხოვრებისეულ საკითხებში და ამას დავის საგანთან შემხებლობა არ აქვს.

2.3. ფაქტობრივი მფლობელობით არ მიუღია სამკვიდრო ქონება. მას არც კანონით დადგენილ 6 თვიან ვადაში არ მიუმართავს ნოტარიუსისათვის. 10 წელი გავიდა სამკვიდროს გახსნიდან და მას შემდეგ, რაც გარდაიცვალა მისი ძმა - მუ----- კუ--------, მიმართა ნოტარიუსს. შესაბამისად მას გაშვებული აქვს სამკვიდროს მიღების ვადები. ამ და სხვა არგუმენტების გათვალისწინებით მოითხოვენ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

2.4. მოპასუხეები მიუთითებენ, რომ მუ----- კუ--------მ მიმართა ქობულთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და კომისიის 2008 წლის 26 დეკემბერს გაცემული საკუთრების მოწმობის საფუძველზე საკუთრებაში გაიფორმა იჯარით არსებული უძრავი ქონება - 5520 კვ.მ. და გამოძიების დაწყება, ასევე ის, რომ პროკურატურამ მოსარჩელე დაზარალებულად ცნო, - არ არის დავის საგანზე ზეგავლენის მომხდენი და სარჩელის დაკმაყოფილების მატერიალური საფუძველი.

 

3. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. ქ. ქობულეთში, მესხიძის ქუჩა #1--ში არსებული ქონების (მიწის ნაკვეთი, საცხოვრებელი სახლი) მესაკუთრე იყო ვლ-------- კუ--------ე, რომელიც გარდაიცვალა 2006 წელს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, დაზუსტებული სარჩელი;

- შესაგებელი;

- მხარეთა განმარტებები;

- საჯარო რეესტრის მიერ გაცემული ცნობა-დახასიათება უძრავ ქონებაზე;

- გარდაცვალების მოწმობა;

 

3.1.2. ვლ-------- კუ--------ს ჰყავდა ორი შვილი: მუ----- კუ-------- და ნ-----–-------------.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, დაზუსტებული სარჩელი;

- შესაგებელი;

- მხარეთა განმარტებები.

- დაბადების მოწმობა, განცხადება-ანკეტები;

 

3.1.3. ვლ-------- კუ-------ის შვილი - მუ----- კუ-------- თავის ცოლ-შვილთან ერთად, ვლ-------- კუ-------ის სიცოცხლეში ცხოვრობდა მასთან ერთად, ერთ ოჯახად. ხოლო, მამის - ვლ-------- კუ-------ის გარდაცვალებიდან - 2006 წლის 20 აპრილიდან გააგრძელა ცხოვრება რა იმავე მისამართზე თავის ცოლ-შვილთან ერთად, დაეუფლა ფაქტობრივად მამის დანატოვარ ქონებას - მიწის ნაკვეთს და საცხოვრებელ სახლს, გააგრძელა მისი ფლობა და სარგებლობა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, დაზუსტებული სარჩელი;

- შესაგებელი;

- მხარეთა განმარტებები.

- განცხადება-ანკეტები;

 

3.1.4. მუ----- კუ-------- გარდაიცვალა 2016 წლის 14 მარტს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, დაზუსტებული სარჩელი;

- შესაგებელი;

- მხარეთა განმარტებები.

- გარდაცვალების მოწმობა;

 

3.1.5. მოპასუხე ნა----–- კუ-------- არის აწგარდაცვლილი მუ----- კუ-------ის მეუღლე, ხოლო მოპასუხეები - ხა------ კუ--------, რუ------- კუ-------- და ან- კუ-------- (ც--–--ე) კი - მუ----- კუ-------ის შვილები. მოპასუხე ან- კუ--------მ ქორწინების შედეგად მიიღო მეუღლის გვარი - ც--–--ე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, დაზუსტებული სარჩელი;

- შესაგებელი;

- მხარეთა განმარტებები;

- ქორწინების მოწმობა;

 

3.1.6. სადავო არაა, რომ მოსარჩელე მამის - ვლ-------- კუ-------ის სიცოცხლეში გათხოვდა, მას ქობულეთში აქვს ცალკე საცხოვრებელი სახლი, ეს ქონება არ შედის ვლ-------- კუ-------ის სამკვიდრო ქონებაში, და იგი ფაქტიურად ცხოვრობს ქ. თბილისში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, დაზუსტებული სარჩელი;

- შესაგებელი;

- მხარეთა განმარტებები;

 

3.1.7. მოსარჩელე ნა----–-------------მ მიმართა ნოტარიუსს და მოითხოვა გარდაცვლილი მამის - ვლ-------- კუ-------ის კანონისმიერ სამკვიდრო მასაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა, რაზედაც ნოტარიუს მა-- კ---ძის 2016 წლის 25 მაისის დადგენილებით უარი ეთქვა, სამკვიდროს გახსნიდან 6-თვიანი ვადის გაშვების გამო.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, დაზუსტებული სარჩელი;

- შესაგებელი;

- მხარეთა განმარტებები;

- ნოტარიუს მა-- კ---ძის 2016 წლის 25 მაისის დადგენილება;

 

3.1.8. თავდაპირველი სარჩელით, ნა----–-------------მ მოითხოვა აწგარდაცვლილი მამის - ვლ-------- კუ-------ის სამკვიდროს მისაღებად გაშვებული ვადის აღდგენა, ხოლო დაზუსტებული სარჩელით კი, მან დაამატა მოთხოვნა და მოითხოვა აწგარდაცვლილი მამის - ვლ-------- კუ-------ის პირველი რიგის მემკვიდრედ ცნობაც.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, დაზუსტებული სარჩელი;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ვიდრე მხარეთა შორის არსებულ სადავო ფაქტობრივ გარემოებებზე იმსჯელებს სასამართლო, უნდა აღინიშნიოს, რომ მოსარჩელე, როგორც თავდაპირველი სარჩელით, ასევე დაზუსტებული სარჩელით ფაქტობრივ გარემოებებში მიუთითებს, რომ ჯერ კიდევ მამკვიდრებლის სიცოცხლეში, არ გაუწყვეტია კავშირი და ცხოვრება მამის ოჯახში, რომ ნა----–------------- ცხოვრობდა მშობლებისა და ძმის ოჯახისგან დამოუკიდებლად, ცალკე ოჯახად, თუმცა მშობლების სიცოცხლის განმავლობაში არ მოშორებია მათ, ზრუნავდა მათზე, ხოლო გარდაცვალების შემდგომ ძმასთან - მუ----- კუ--------სთან ერთად ფაქტიურად დაუფლა მათ დანატოვარ უძრავ-მოძრავ ქონებას, ერთად უძღვებოდნენ ოჯახის საკითხებს და ფაქტიურად ძმასთან - მუ----- კუ--------სთან ერთად, ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ. ნა----–-------------ს სასარჩელო მოთხოვნა, რომ დადგენილ იქნეს იურიდიული ფაქტი, რომ მან ფაქტობრივი ფლობით და სარგებლობით (ძმასთან - მუ----- კუ--------სთან ერთად) მიიღო მამის სამკვიდრო ქონება, - დაყენებული არ აქვს. მიუხედავად ამისა, სარჩელის ფაქტობრივი შინაარსიდან გამომდინარე, უნდა ჩაითვალოს, რომ მოთხოვნა აწგარდაცვლილი მამის - ვლ-------- კუ-------ის სამკვიდროს მისაღებად გაშვებული ვადის აღდგენის თაობაზე ეყრდნობა მის მიერ მითითებულ ამ ფაქტობრივ გარემოებებს და რომ არ დაირღვეს სამართლიანი სასამართლოს უფლება, სასამართლო განიხილავს სასარჩელო მოთხოვნას მისი ფაქტობრივი შინაარსიდან გამომდინარე.

 

3.2.2. მხარეებისათვის ერთ-ერთი მთავარი სადავო საკითხებია:

 

სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი მფლობელობის გზით მიღების ფაქტი. მოსარჩელე განმარტავს, რომ ჯერ კიდევ მამკვიდრებლის სიცოცხლეში, არ გაუწყვეტია კავშირი და ცხოვრება მამის ოჯახში, რომ ცხოვრობდა მშობლებისა და ძმის ოჯახისგან დამოუკიდებლად, ცალკე ოჯახად, თუმცა პერიოდულად ცხოვრობდა მათთანაც, მშობლების სიცოცხლის განმავლობაში არ მოშორებია მათ, ზრუნავდა მათზე, ხოლო გარდაცვალების შემდგომ ძმასთან - მუ----- კუ--------სთან ერთად ფაქტიურად დაუფლა მათ დანატოვარ უძრავ-მოძრავ ქონებას, მასთან ერთად უძღვებოდა ოჯახის საკითხებს და ფაქტიურად ძმასთან - მუ----- კუ--------სთან ერთად, ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ. მოპასუხეები კატეგორიულად უარყოფენ სამკვიდრო ქონებაში ნა----–------------ის ცხოვრების ფაქტს, განმარტავენ, რომ ვლ-------- კუ-------ის, ასევე მუ----- კუ-------ის გარდაცვალებამდეც და მას შემდეგაც იგი ცხოვრობს ქ. თბილისში, მათ კი სტუმრობდა პერიოდულად, როგორც ახლო ნათესავი.

 

ფაქტობრივად, ორივე მხარე სამკვიდრო ქონებაში მოსარჩელის ცხოვრებასთან დაკავშირებით, იძლევიან ერთმანეთის გამომრიცხავ განმარტებას. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად, მაგრამ საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. დასახელებული სადავო საკითხის გადაწყვეტა უნდა განხორციელდეს დისპოზიციურობის პრინციპის რეალიზებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისზპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია.

 

წინამდებარე შემთხვევაში მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ ფაქტობრივი მფლობელობის გზით მიიღო სამკვიდრო ქონება, ასევე ფაქტობრივი ფლობით თუ არ მიუღია ქონება, სამკვიდროს მისაღებად ვადის გაშვების საპატიო გარემოებებზე უნდა მიუთითოს და თუ მოსარჩელე დაამტკიცებს, რომ მან სამკვიდრო ქონებას მამის გარდაცვალებიდან 6 თვეში დაეუფლა და თუ ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი, ან სამკვიდროს მისაღებად ვადის გაშვების საპატიო გარემოებები არსებობდა, მაშინ ამის დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელეს უნდა გააჩნდეს. შესაბამისად მან ასეთი მტკიცებულება უნდა წარმოადგინოს. ამ ფაქტობრივი გარემოების დამტკიცება მოსარჩელის ინტერესში შედის და მისი დამტკიცება მხოლოდ მოსარჩელისთვისაა ობიექტურად შესაძლებელი.

 

მოპასუხეები ამტკიცებენ, რომ მამკვიდრებლის ვლ-------- კუ-------ის გარდაცვალებამდეც და მის შემდგომაც, მოსარჩელე სამკვიდრო ქონებაში არ ცხოვრობდა და მის ქონებას ფაქტობრივად არ დაუფლებია. არც ცხოვრების ფაქტის დადასტურება და დამტკიცება შეუძლებელია, ამიტომაც მტკიცების ტვირთი მოპასუხეებს არ ეკისრებათ. ზოგადად ფაქტის არარსებობის მტკიცებულება არარსებობს. როგორც ძველი რომის სამართალშია განმარტებული, არსებობს მხოლოდ ფაქტის არსებობის მტკიცებულება. თუ ვერ დადასტურდება ფაქტის არსებობა, ეს იმას ნიშნავს, რომ მითითებულ ფაქტს ბუნებაში ადგილი არ აქვს. ამ ლოგიკიდან გამომდინარე მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ სამკვიდრო ქონებას დაეუფლა მამის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში. თუ ამას ვერ დაამტკიცებს, მიჩნეული იქნება, რომ მოსარჩელეს სამკვიდრო ქონება მფლობელობის გზით მიღებული არ აქვს.

 

3.2.3. სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ გზით მტკიცების ტვირთის გადანაწილება სამართლიანია და სრულად შეესაბამება შეჯიბრებითობის პრინციპს.

 

3.2.4. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ვლ-------- კუ-------- გარდაიცვალა 2006 წლის 20 აპრილს, რომლის სახელზეც უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე ირიცხებოდა უძრავი ქონება - 1755 კვ.მ. ფართის მიწის ნნავეთი, მდებარე - ქობულეთი, მესხიძის ქ. #1--

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის მიერ გაცემული ცნობა-დახასიათება უძრავ ქონებაზე;

 

3.2.5. დადგენილია, რომ მუ----- კუ--------მ მიმართა ქობულთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და კომისიის 2008 წლის 26 დეკემბერს გაცემული საკუთრების მოწმობის საფუძველზე საკუთრებაში გაიფორმა უძრავი ქონება - 5520 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული 142 კვ.მ. ფართის შენობა-ნაგებობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის მიერ გაცემული ამონაწერი უძრავ ქონებაზე;

 

3.2.6. დადგენილია, რომ ქობულთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 27 მარტის განკარგულებით #11-03/167 ბათილად იქნა ცნობილი ამავე კომისიის 2008 წლის 23 ოქტომბრის #4- ოქმის #2- საოქმო გადაწყვეტილება და მის საფუძველზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა #1----, რომლითაც მუ----- კუ--------მ საკუთრებაში გაიფორმა უძრავი ქონება - 5520 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული 142 კვ.მ. ფართის შენობა-ნაგებობით. მანამდე კი, საჯარო რეესტრის მიერ 2016 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების საფუძველზე, ბათილად იქნა მუ----- კუ-------ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია სადავო ქონებაზე და ამჟამად, სადავო ქონება არავის საკუთრებაში არ ირიცხება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის მიერ გაცემული ამონაწერი უძრავ ქონებაზე;

 

3.2.7. დადგენილია, რომ 2016 წლის 04 ოქტომბერს შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ"-ქვეპუნქტით და 2017 წლის 18 აპრილის დადგენილებით ნა----–------------- ცნობილია დაზარალებულად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 18 აპრილის დადგენილება;

 

3.2.8. მოსარჩელის წარმომადგენელმა თავისი პროცესუალური ვალდებულების შესრულების მიზნით, გარდა ზეპირი განმარტებისა, წარმოადგინა მოწმეებიც, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ჯერ კიდევ მამკვიდრებლის სიცოცხლეში, ნა----–-------------ს არ გაუწყვეტია კავშირი და ცხოვრება მამის ოჯახში, რომ ცხოვრობდა მშობლებისა და ძმის ოჯახისგან დამოუკიდებლად, ცალკე ოჯახად, თუმცა პერიოდულად ცხოვრობდა მათთანაც, მშობლების სიცოცხლის განმავლობაში არ მოშორებია მათ, ზრუნავდა მათზე, საცხოვრებელ სახლს ჩაუტარა რემონტი, ხოლო გარდაცვალების შემდგომ ძმასთან - მუ----- კუ--------სთან ერთად ფაქტიურად დაუფლა მამის დანნატოვარ უძრავ-მოძრავ ქონებას (იხ. მოწმეების დაკითხვა სხდომის ოქმში.)

 

მოპასუხეებმაც ასევე წარმოადგინეს მოწმეები, რომლებმაც დაადასტურეს, რომ სამკვიდრო ქონებაში ნ-----–------------- გათხოვების შემდეგ, მამის - ვლ-------- კუ-------ის, ასევე შემდგომში ძმის - მუ----- კუ-------ის გარდაცვალებამდეც და მას შემდეგაც ცხოვრობს ქ. თბილისში, მამის ქონება მას არ მიუღია და ძმის - მუ----- კუ-------ის გარდაცვალებამდე რაიმე სახის პრეტენზია არც ქონია, მხოლოდ, როგორც ახლო ნათესავი,სტუმრობდა პერიოდულად,(იხ. მოწმეების დაკითხვა სხდომის ოქმში.)

 

3.2.9. სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის უფლება გარკვეულ ვალდებულებასაც გულისხმობს. მოსარჩელის ვალდებულებაა წარმოადგინოს მტკცებულება და გააბათილოს მოპასუხეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. მოპასუხის წარმომადგენელმა მოსარჩელის მოწმეთა ჩვენებების გაბათილების მიზნით წარმოადგინა მოწმეები და როგორც მხარეთა განმარტებები, ასევე ორივე მხარის მოწმეების ჩვენები ურთიერთგამომრიცხველია.

 

3.2.10. სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა ან არასებობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებების ანალიზით. მხარეები მტკიცებულებებით ერთმანეთს ეჯიბრებიან ფაქტობრივი გარემოებების დამტკიცებაში. სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას ამათუ იმ ფაქტის არსებობისა. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მხარეთა მირ წარმოდგენილი მტკიცებულებები შეიძლება გამოდგეს ამა თუ იმ ფაქტის დასადასტურებლად ან არ გამოდგეს. საკითხი თუ რამდენად ვარგისია მტკიცებულება ფაქტის დასადგენად, უნდა გადაწყდეს მტკიცებულების შეფასებით. წინამდებარე შემთხვევაში, როგორც ორივე მხარის განმარტება, ასევე მოწმეთა ჩვენებები შეფასებულო უნდა იქნეს თანაბარი ძალის მქონე მტკიცებულებებად. მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა უფრო მყარი მტკიცებულება, რომ მის მიერ დასახელებული არგუმენტები სასამართლოს უქნიდეს შინაგან რწმენას მასზედ, რომ იგი 6 თვიან ვადაში დაეუფლა სამკვიდრო ქონებას.

 

3.2.11. დადგენილია და სადავო არაა, რომ მხარეებს შორის ურთიერთობა ამჟამად დაძაბულია, მათ ერთმანეთის მიმართ არ აქვთ ახლო ნათესავებს შორის დამახასიათებელი კეთილგანწყობა. მოსარცელეს სურს სამკვიდრო ქონებიდან წილის მიღება, მოპასუხეებს კი არ სურთ, რომ მოსარჩელემ სამკვიდრო ქონებიდან მიიღოს მემკვიდრეობა. სასამართლო, მტკიცების ტვირთის გადანაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელის მტკიცებულებას უპირატესობას ვერ მიანიჭებს და რომ მისი მტკიცებულებები უფრო გასაზიარებელია, მათ საფუძველზე დადგენილად და დადასტურებულად ვერ მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მას შემდეგ, რაც გარდაიცვალა ვლ-------- კუ--------, იგი ფაქტობრივი მფლობელობის გზით დაეუფლა მის სამკვიდრო ქონებას.

 

3.2.12. მოპასუხეები ამტკიცებენ, რომ მოსარჩელემ გაუშვა სამკვიდროს მიღებაზე დავისათვის კანონით დადგენილი 6-თვიანი ვადა. ვადის გაშვებას არც მოსარჩელე ხდის სადავოდ, საპატიო მიზეზად კი მიუთითებს იმაზე, რომ ენდობოდა აწგარდაცვლილ ძმას - მუ----- კუ--------ს, რომელიც დაპირებული იყო, რომ მიიღებდა მის კუთვნილ წილს, ამიტომ თავის დროზე არ მიმართა ნოტარიუსს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ვლ-------- კუ-------- გარდაიცვალა 2006 წელს, შემდგომში 10 წლის განმავლობაში, 2016 წლამდე, ვიდრე მუ----- კუ-------- არ გარდაიცვლებოდა, მას არ გასჩენია სამკვიდროს მიღების სურვილი, ან რომ მოეთხოვა მისი კუთვნილი წილის გადმოფორმება.

 

3.2.13 ნა----–------------ის მე-2 სასარჩელო მოთხოვნასთან (პირველი რიგის მემკვიდრედ ცნობა) დაკავშირებით, უნდა განიმარტოს, რომ მხარეთა შორის სადავო არაა და უდავოდ არის დადგენილი, რომ ნა----–------------- არის მამკვიდრებლის - ვლ-------- კუ-------ის შვილი და კანონისმიერი მემკვიდრეობა დადგენილია კანონით, რის გამოც ეს საკითხი სამართლებრივი შეფასების კატეგორიას მიეკუთვნება და სასამართლო მასზე იმსჯელებს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთების ნაწილში.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ-----–------------ის სარჩელი ნ-----–- კუ-------ის, ხა------ კუ-------ის, რუ------- კუ-------ისა და ან- კუ-------ის (ც--–--ის) მიმართ სამკვიდროს მისაღებად გაშვებული ვადის აღდგენის შესახებ არ უნდაქ დაკმაყოფილდეს, ხოლო ნ-----–------------ის სარჩელზე, ნ-----–- კუ-------ის, ხა------ კუ-------ის, რუ------- კუ-------ისა და ან- კუ-------ის მიმართ პირველი რიგის მემკვიდრედ აღიარების მოთხოვნის ნაწილში საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

- საქართველოს კონსტიტუცია;

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, ,,საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

 

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მას ფაქტობრივი მფლობელობის გზით, ძმასთან ერთად მიღებული აქვს მამის სამკვიდრო ქონება, მეორე მემკვიდრე, აწგარდაცვლილმა ძმა დაპირდა, რომ მის კუთვნილ წილს გაუფორმებდა საკუთრებაში, მას ენდობოდა და არ მიუმარტავს სამკვდრო მოწმობის მისაღებად მისი გახსნიდან 6 თვეში, თუმცა ძმამ მოატყუა. შესაბამისად, მისი სამკვიდრო უფლების რეალიზება საფრთხეშია, რადგანაც დღეისათვის მთლიან ქონებას ფაქტობრივად ფლობენ მოპასუხეები, ნოტარიუსმა მას სამკვიდროს მიღების მოწმობის გაცემაზე უარი უთხრა 6-თვიანი ვადის გაშვების გამო და ის ვერ ახერხებს სავალდებუო წილის მიღებას.

 

მოპასუხეები კი ამტკიცებენ, რომ მოსარჩელემ გაუშვა სამკვიდროს მიღებაზე კანონით დადგენილი 6-თვიანი ვადა. მის მიერ არანაირი ფაქტობრივი ფლობით სამკვიდროს მიღებას ადგილი არ ჰქონია და დავა წამოიწყო სამკვიდროს გახსნიდან 10 წლის შემდეგ.

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელე არის აწგარდაცვლილ მუ----- კუ-------ის ერთად მამის - ვლ-------- კუ-------ის პირველი რიგის კანონიერი მემკვიდრე. მას სამკვიდროს გახსნიდან 6 თვის ვადაში არ მიუმართავს ნოტარიუსისათვის სამკვიდროს მიღების მოთხოვნით და როცა მიმართა, არ მიუთითებია, რომ მას სამკვიდრო ფაქტობრივი მფლობელობით აქვს მიღებული. მას სამკვიდროს მიღებაზე უარი ეთქვა 6-თვიანი ვადის გაშვების გამო.

 

6.2. საქართველოს სკ 1328-ე მუხლის პირველი ნაწილით სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.

ამავე კოდექსის 1319-ე მუხლით სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად.

 

2006 წლის 20 აპრილამდე, ქონება, მდებარე - ქობულეთი, მესხიძის ქ. #1-, წარმოადგენდა ვლ-------- კუ-------ის საკუთრებას. ვლ-------- კუ-------- გარდაიცვალა 2006 წლის 20 აპრილს. მისი გარდაცვალებით გაიხსნ- სამკვიდრო, რომელიც ფაქტობრივი ფლობით მიიღო მოსარჩელის ძმამ მუ----- კუ--------მ, მოპასუხეების მეუღლემ და მამამ. სამკვიდრო ქონებას მუ----- კუ-------- მამის სიცოცხლეშიც მასტან ერთად ფლობდა, ცხოვრობდნენ ერთად, ხოლო მოსარცელემ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტის დასადასტურებლად ვერ წარმოადგინა დამაჯერებელი მტკიცებულებები.

 

6.3. საქ. სკ-ის 1307-ე მუხლით ,,მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ:

ა. კანონით მემკვიდრეობის დროს - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე მამკვიდრებლის შვილები,რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დაიბადებიან;

ბ. ანდერძით მემკვიდრეობისას - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, აგრეთვე ისინი, რომლებიც ჩაისახნენ მის სიცოცხლეში და დაიბადნენ მისი გარდაცვალების შემდეგ, მიუხედავად იმისა, მისი შვილები არიან ისინი თუ არა, ასევე იურიდიული პირები“.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,1. სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე.

საქმის მასალებით დადგენილია და მხარეები არ დავობენ მასზედ, რომ მუ----- კუ--------ს გარდაცვალების შემდეგ დარჩა მეუღლე და სამი შვილი. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ისინი, დღეისათვის აგრძელებენ სადავო სამკვიდრო ქონების ფლობასა და სარგებლობას.

 

ნ-----–-------------მ არ გამოიყენა თავიანთი სამკვიდრო უფლება და სამკვიდროს გახსნიდან 6-თვეში არ მიმართა ნოტარიუსს სამკვიდროს მისაღებად. მან ვერც ამ ვადის გაშვების საპატიო მიზეზების დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოადგინა. მისი განმარტება, რომ მისი ძმა დაპირებული იყო, რომ გადასცემდა კუთვნილ წილს, მის მიერ წამოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულად ვერ ჩაითვლება. ასევე ვერ წარმოადგინა იმ სტანდარტის მტკიცებულებები, რომლითაც დაადასტუტრებდა სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლების გზით მიღების ფაქტს.

 

6.5. ნ-----–------------- პირველი რიგის მემკვიდრეა. მას უფლება ჰქონდა მუ----- კუ--------სთან ერთად, თანაბრად მიეღო ვლ-------- კუ-------ის სამკვიდრო ქონება, რომ არა სამკვიდროს მისარებად 6-თვიანი ვადის გაშვება.

 

სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით ,,2. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.

3. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი“.

 

სასამართლომ დაადგინა და მხარეებიც არ დავობენ მასზედ, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ, 6 თვის ვადაში მოსარჩელეს ქონების სამკვიდროს მისაღებად, ნოტარიუსისათვის არ მიუმართავს და სამკვიდრო ქონების მიღება არ მოუთხოვია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ნოტარიუსისათვის მიმართვა სამკვიდროს მიღების ერთ-ერთი პირობაა. სამკვიდროს მიღება გარდა სანოტარო ორგანოსათვის მიმართვისა, საქართველოს სკ-ის 1424-ე მუხლით დასაშვებია ქონების ფაქტობრივი მფლობელობის გზითაც. ანუ თუ მემკვიდრემ ფაქტობრივად მიიღო მამკვიდრებლის ქონება, მართავს, სარგებლობს და განკარგავს ამ ქონებას, ითვლება, რომ მას მიღებული აქვს სამკვიდრო ქონება.

 

მტკიცებულებათა ანალიზით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნა----–-------------ს სამკვიდრო ქონება ფაქტობრივად არ მიუღია და აქედან გამომდინარე, მისი მოთხოვნა უსაფუძვლოა.

 

6.6. ცალკე უნდა აღინიშნოს ნ-----–------------ის მე-2 სასარჩელო მოთხოვნასთან (პირველი რიგის მემკვიდრედ ცნობა) დაკავშირებით. როგორც ზემოთ აღინიშნა, მხარეთა შორის სადავო არაა და უდავოდ არის დადგენილი, რომ ნ-----–------------- არის მამკვიდრებლის - ვლ-------- კუ-------ის შვილი. საქართველოს სკ-ის 1-07-ე მუხლის თანახმად, იგი არის ვლ-------- კუ-------ის პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე, კანონისმიერი მემკვიდრეობა დადგენილია კანონით და ამის დასადგენად სასამართლო გადაწყვეტილება არ არის საჭირო. ანუ, ეს ვერ გახდება დავის საგანი და როცა მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელით ეს მოთხოვნად დააყენა, უფრო სწორი იქნებოდა, რომ მის მიღებაზე სასამართლოს უარი ეთქვა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ა1-ე პუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არ არსებობს დავის საგანი.

 

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ.

 

საქმეზე გადასახდელი სახ. ბაჟი, საქ. სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” პუნქტის მიხედვით, შეადგენს 3000 ლარს, ასევე საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილია სახ. ბაჟი 50 ლარის ოდენობით. დასახელებული ბაჟის თანხა მოსარჩელეს გადახდილი არ აქვს, იგი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. არ კმაყოფილდება რა სარჩელი, სახელმწიფო ბაჟის გადახდა ვერ დაეკისრება მოპასუხეებს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

საქ. სსკ-ის 1991-ე მუხლით სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 ივლისის განჩინებით (საქმე #291-უზრ/2016) გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო აწგარდაცვლილი მუ----- კუ-------ის საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებას, მდებარე მისამართზე: ქობულეთი, მესხიძის ქუჩა #1-, ს/კ #20.4-.10.0--, - უნდა გაუქმდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 264-ე, 272-ე, 284-ე-285-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე, 414-ე-416-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ნა----–------------ის სარჩელი ნ-----–- კუ-------ის, ხა------ კუ-------ის, რუ------- კუ-------ისა და ან- კუ-------ის (ც--–--ის) მიმართ სამკვიდროს მისაღებად გაშვებული ვადის აღდგენის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

2. ნა----–------------ის სარჩელზე, ნ-----–- კუ-------ის, ხა------ კუ-------ის, რუ------- კუ-------ისა და ან- კუ-------ის (ც--–--ის) მიმართ, ვლ-------- კუ-------ის პირველი რიგის მემკვიდრედ აღიარების მოთხოვნის ნაწილში საქმის წარმოება შეწყდეს.

3. მოსარჩელე ნა----–------------- სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლებულია.

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 ივლისის განჩინებით (საქმე #291-უზრ/2016) გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო აწგარდაცვლილი მუ----- კუ-------ის საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებას, მდებარე მისამართზე: ქობულეთი, მესხიძის ქუჩა #1-, ს/კ #20.4-.10.0--, - გაუქმდეს.

5. გადაწყვეტილება საქმის წარმოების შეწყვეტის ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით 12 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32) ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (ქ. ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. №30) მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. 32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. 30).

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: სალიხ შაინიძე