გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1-------
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
9 აგვისტო, 20-- წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე გენადი მაკარიძე
სხდომის მდივანი თეკლა გრიგალაშვილი
მოსარჩელე – ალ-----------------–--ე.
წარმომადგენელი - და--თ გუ----ა.
მოპასუხე - ტა-----–-----------ე.
წარმომადგენელი - გი-----ი ბა------ე.
და--ს საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ხელშეშლის აღკვეთა.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა.
1.1. ტა-----–-----------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას ალ-----------------–--ის კუთვნილი უძრა-- ქონება მდებარე ქ. თბილისი, სოფელი გ-–-----, ავ---–-ს მასივის ტერიტორიაზე მდებარე 1200 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთზე განთავსებული №- შენობა, საკადასტრო კოდი 7----------- და აღნიშნული ქონება გადაეცეს გამოთა--სუფლებულ მდგომარეობაში ალ-----------------–--ეს.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მის საკუთრებაში ირიცხება უძრა-- ქონება მდებარე ქ. თბილისი, სოფელი გ-–-----, ავ---–-ს მასივის ტერიტორიაზე მდებარე 1200 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთზე განთავსებული №- შენობა, საკადასტრო კოდი 7-----------, რომელიც წარმოადგენს ავტოფარეხს. აღნიშნულ ქონებას ამჟამად ფლობს და უკანონოდ სარგებლობს მომიჯნავე ნაკვეთის მესაკუთრე ტა-----–-----------ე. მოსარჩელის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად მოპასუხე არ ათა--სუფლებს ქონებას იმ საფუძვლით, რომ ავტოფარეხი არის მისი აშენებული
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და მოითხოვა უარი ეთქვას მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით ავტოფარეხი, რომელიც აშენებულია ტა-----–-----------ის მიერ, მხოლოდ ნაწილობრივ მდებარეობს მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე. წარმომადგენელმა მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტა, რომ საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერი არ შეიძლება მიჩნეული იქნას ავთანდილ ოდილაძის საკუთრების უფლების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულება, რადგან ამჟამად სარეგისტრაციო სამსახურში ტა-----–-----------ის განცხადების საფუძველზე მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება საზღვრების კორექტირების მოთხოვნით. მოპასუხის წარმომადგენლის მითითებით გათვალისწინებით იმისა, რომ ავტოფარეხის მშენებლობის დროს ტა-----–-----------ე შეცდომით გადა--და მეზობელი მიწის ნაკვეთზე, მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობა უნდა დარეგულირდეს სამეზობლო სამართლის ნორმებით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ უძრა-- ნივთი მდებარე სარეგისტრაციო ზონა მც----ა (კოდი 7-), სექტორი გ-–----- (კოდი 1-), კვარტალი №--, ნაკვეთი №3--, ფართობი 2802 კვ. მეტრი, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ტა-----–-----------ის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თა--ს მოთხოვნებსა და შესაგებელს.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქმეში წარმოდგენილია ამონაწერი საჯარო რეესტრიდან რომლითაც ირკვევა, რომ უძრა-- ქონება მდებარე ქ. თბილისი, სოფელი გ-–-----, ავ---–-ს მასივის ტერიტორია, დაზუსტებული ფართობი 1200 კვ. მეტრი, შენობა №-, საკადასტრო კოდი 7-----------, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ალ-----------------–--ის სახელზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
დასახელებული საკანონმდებლო ნორმის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ რეესტრის ჩანაწერის უზუსტობა დამტკიცებული უნდა იყოს შესაბამისი მტკიცებულებით, მოცემულ შემთხვევაში კი საქმეში რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ალექსანდრე ოდილავაძის სახელზე საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერის უზუსტობას წარმოდგენილი არ არის.
რაც შეეხება მოპასუხის მიერ წარმოდგენილ სიტუაციურ გეგმას სასამართლო განმარტავს შემდეგს: საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კი განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია.
ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე.
საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 20-- წლის 15 ი------- №4 ბრძანების 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საკადასტრო აზომვითი ნახაზი არის ამ ინსტრუქციის მოთხოვნათა დაცვით შესრულებული უძრა-- ნივთის საკადასტრო მონაცემების ამსახველი დოკუმენტი.
დასახელებული საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ საკადასტრო აზომვითი ნახაზი არის უძრა-- ნივთის საკადასტრო მონაცემების ამსახველი დოკუმენტი და მასზედ დაყრდნობით სარეგისტრაციო სამსახურს ეძლევა შესაძლებლობა განახორციელოს რეგისტრაცია. შესაბამისად ნახაზი (სიტუაციური გეგმა) არ წარმოადგენს საკუთრების უფლების წარმოშობისათვის უფლების დამდგენ დოკუმენტს და ის გარემოება, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ნახაზით სადაო ავტოფარეხი ნაწილობრივ ექცევა ტა-----–-----------ის საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის საზღვრებში, არ ნიშნავს, რომ ალექსანდრე ოდილავაძის საკუთრების უფლების შესახებ რეესტრის ამონაწერი არის უზუსტო.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სადაო ავტოფარეხი - შენობა №-, რომელიც საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია №7----------- საკადასტრო კოდით და მდებარეობს მისამართზე ქ. თბილისი, სოფელი გ-–-----, ავ---–-ს მასივის ტერიტორია, წარმოადგენს ალ-----------------–--ის საკუთრებას.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა წარმოდგენილი სარჩელის საფუძვლიანობა, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 17--ე, 183-ე, 311-312-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თა--სუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
ამავე კოდექსის 17--ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ უძრა-- ქონება მდებარე ქ. თბილისი, სოფელი გ-–-----, ავ---–-ს მასივის ტერიტორია, დაზუსტებული ფართობი 1200 კვ. მეტრი, შენობა №-, საკადასტრო კოდი 7-----------, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ალ-----------------–--ის სახელზე. აღნიშული მტკიცებულებით უტყუარად დასტურდება, რომ შენობა №- სრულად მოქცეულია მოსარჩელის საკუთრებაში.
რაც შეეხება მოპასუხის წარმომადგენლის მიერ მითითებულ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის მე-2 ნაწილს (იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა,როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა), სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან აღნიშნული არეგულირებს მხარეთა შორის გარიგების დადების დროს არსებულ სამართლებრივ ურთიერთობას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თა--ანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თა--ს მოთხოვნებსა და შესაგებელს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე არის მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ უძრავ ქონებას ფლობს კანონიერად. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებაში, ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის. ის ფაქტი, რომ ავტოფარეხი აგებულია მოპასუხის მიერ ვერ იქცევა მოსარჩელის საკუთრების უფლების შემზღუდავ გარემოებად. შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები. მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ უძრავ ქონებას ფლობს კანონიერად.
გამომდინარე აღნიშნულიდან, ალ-----------------–--ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს - ტა-----–-----------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი უნდა იქნას ალ-----------------–--ის კუთვნილი უძრა-- ქონება მდებარე ქ. თბილისი, სოფელი გ-–-----, ავ---–-ს მასივის ტერიტორიაზე მდებარე 1200 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთზე განთავსებული №- შენობა, საკადასტრო კოდი 7----------- და აღნიშნული ქონება უნდა გადაეცეს გამოთა--სუფლებულ მდგომარეობაში ალ-----------------–--ეს.
7. საპროცესო ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთა--სუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს და--ს საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი და--ს შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20-- წლის 21 მ----- განჩინებით გადავადებული აქვს სახელმწიფო ბაჟის გადახდა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2017 წლის 2 ივნისის №ას-443-415-2017 გადაწყვეტილებით განმარტა შემდეგი: ,,მიუხედავად ზემოხსენებულისა, განსახილველი და--ს საგნის ღირებულების გამოანგარიშებისათვის გამოყენებულ უნდა იქნას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც, და--ს საგნის ფასი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ცნობის შესახებ სარჩელისა განისაზღვრება უძრა-- ნივთის საბაზრო ღირებულებით. პალატა დამატებით მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას, რომლის თანახმადაც, „ქონებრივ-სამართლებრივი დავების დროს, მიუხედავად იმისა, თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა უდევს მას საფუძვლად, საპროცესო მოთხოვნა მიმართულია ფულად თანხაზე, ფულადი ღირებულების მქონე ნივთებზე, ან უფლებებზე. საპროცესო მოთხოვნა განხილულ უნდა იქნეს ქონებრივ-სამართლებრივად იმ შემთხვევებში, როცა მას საფუძვლად ქონებრივი ხასიათის სამართლებრივი ურთიერთობა უდევს, მიუხედავად იმისა, თუ რა სახის სარჩელი იქნა სასამართლოში წარდგენილი (აღიარებითი, მიკუთვნებითი თუ სამართლებრივი ურთიერთობის შეცვლისკენ მიმართული). ქონებრივ-სამართლებრივი ურთიერთობა არის ყველა ის ურთიერთობა, რომლის მიზანს წარმოადგენს მოგების მიღება ფულადი თანხით, ან ფულადი ღირებულების მქონე საგნების შენარჩუნება. არაქონებრივ-სამართლებრივი დავების გამიჯვნა ქონებრივ-სამართლებრივი დავებისაგან ხდება გამორიცხვის მეთოდით და მოიცავს ყველა იმ შემთხვევას, რომელიც ქონებრივ-სამართლებრივ დავას არ წარმოადგენს. არაქონებრივ-სამართლებრივია ყველა დავა, როდესაც საქმე ეხება მხოლოდ პირად ან მის სოციალურ გარემოსთან დაკავშირებულ უფლებებს ყოველგვარი ეკონომიკური სარჩულის გარეშე (იხ. სუსგ №ას-1155-1032-20--, 6 ი-------, 2011 წელი).’’
განსახილველ შემთხვევაში ალ-----------------–--ე ითხოვს ტა-----–-----------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას უძრა-- ნივთი, შესაბამისად სარჩელზე და--ს საგნის ღირებულება განსაზღვრულია საქართველოს სსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ’’ ქვეპუნქტით (და--ს საგნის ფასი განისაზღვრება 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია და--ს საგნის ფასის განსაზღვრა) და მასზედ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 120 ლარს.
გათვალისწინებით იმისა, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 120 ლარის გადახდა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოს გარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი და მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები წარმოადგენს, სასამართლოს გარეშე ხარჯებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრულია ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ოდენობის გამოთვლის წესი, რომელიც უნდა იყოს გონივრული და შეესაბამებოდეს და--ს საგნის ღირებულებას.
კერძოდ, დადგენილია, რომ ქონებრივი და--ს დროს ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას და--ს საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით, ხოლო არაქონებრივი და--ს დროს განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას - 2000 ლარამდე ოდენობით. ამდენად, მითითებული ნორმა განსაზღვრავს მხარის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების იმ ოდენობის მაქსიმუმს, რომელიც შეიძლება დაეკისროს მეორე მხარეს ქონებრივი და არაქონებრივი და--ს დროს. ამ მაქსიმუმის ფარგლებში სასამართლოს შეუძლია, თა--სი შეხედულებით, გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, რომელიც მეორე მხარეს უნდა დაეკისროს. იმისათვის, რომ მხარისათვის მისი დაკისრება მოხდეს, აუცილებელია, შეფასება მიეცეს ამგვარი ხარჯის გაწევის აუცილებლობას და საჭიროებას, პირის სამართლებრივ მდგომარეობას, რომელიც ამგვარი ხარჯის ანაზღაურებას მოითხოვს ე.ი. უნდა შეფასდეს ფაქტობრივი საფუძველი, რაც განაპირობებს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების აუცილებლობას, მით უფრო იმ ოდენობით (იგულისხმება, ფაქტობრივ- სამართლებრივი სირთულე, საქმის მნიშვნელობა და სხვა), რომელსაც მხარე მოითხოვს. საკითხისადმი ამგვარი მიდგომა და წესი ქმნის, როგორც წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის დაბრკოლებას, ასევე, კანონისმიერი ბოჭვის ფარგლებში აქცევს (ზღუდავს) სამართალწარმოების ხარჯზე, მეორე მხარისაგან სარგებლის მიღების შესაძლებლობას, რაც იცავს იმ მხარის ინტერესებს, რომელსაც ამ ხარჯის ანაზღაურება უნდა დაეკისროს.
საქმეში წარმოდგენილია გადახდის ქვითარი, რომლითაც ირკვევა, რომ ალ-----------------–--ის მიერ გაწეულია ხარჯი წარმომადგენლის დახმარებისათვის 500 ლარის ოდენობით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 500 ლარის ოდენობით.
რაც შეეხება მოსარჩელის შუამდგომლობას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ, არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე1” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება უკანონო მფლობელობიდან უძრა-- ნივთის გამოთხოვის შესახებ.
ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა კანონმდებლობა გამონაკლისს უშვებს, რა დროსაც შესაძლებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიეცემა მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს კონკრეტული დავების ჩამონათვალს, როდესაც კანონიერ ძალაში შესვლამდე დასაშვებია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა, ხოლო ”ზ” ქვეპუნქტით გაფართოებულია ამ გარემოებათა წრე და სასამართლოს ენიჭება უფლებამოსილება, მხარის თხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიაქციოს ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას. ასეთ შემთხვევაში, შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკითხი სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული და, როგორც წესი, სასამართლო საკითხს წყვეტს საქმის გარემოებების ყოველმხრივი ანალიზის და იმ შესაძლო რისკების გონივრულ ფარგლებში შეფასებით, რაც შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარს შეიძლება მოჰყვეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს საპროცესო ნორმაზე, რომელშიც აღნიშნულია სასამართლოს უფლებამოსილებაზე, რომ სასამართლოს შეუძლია დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება, მაგრამ მოსარჩელე არ ასაბუთებს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის აუცილებლობას და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობას. მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ სადაო ქონება არის ავტოფარეხი და მოპასუხეს იგი არ ჭირდება საცხოვრებლად, ვერ გახდება შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი. შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს დაუსაბუთებლობის გამო.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 414-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ალ-----------------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ტა-----–-----------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას ალ-----------------–--ის კუთვნილი უძრა-- ქონება მდებარე ქ. თბილისი, სოფელი გ-–-----, ავ---–-ს მასივის ტერიტორიაზე მდებარე 1200 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთზე განთავსებული №- შენობა, საკადასტრო კოდი 7----------- და აღნიშნული ქონება გადაეცეს გამოთა--სუფლებულ მდგომარეობაში ალ-----------------–--ეს.
3. ტა-----–-----------ეს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 120 (ასოცი) ლარის ოდენობით.
4. ტა-----–-----------ეს დაეკისროს ალ-----------------–--ის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
5. უარი ეთქვას მოსარჩელეს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. თბილისი, და--თ აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. #6) მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
8. გადაწყვეტილებაზე, დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემაზე უარის თქმის ნაწილში, შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა გადაწყვეტილების ასლის მოსარჩელისათვის გადაცემიდან 12 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გენადი მაკარიძე