გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 160310117001964891
N3/105-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
24 მაისი, 2018 წელი ქ. ბოლნისი
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ხათუნა ნადიბაიძე
სხდომის მდივანი ლედი ყულიაშვილი, თამთა ჩულუხიძე
მოსარჩელე: ას-------------–--ვი;
მოსარჩელის წარმომადგენელი: ომ----------------–--ვი;
მოპასუხე: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;
მოპასუხის წარმომადგენელი: კახ---------------–-ძე; თა--------------–--ლი;
მესამე პირები: 1. ზა---------–-------ვა;
2. რამ--–-------–--ვი;
ზა---------–-------ვას წარმომადგენელი: პაა--------ია;
რამ--–-------–--ვის წარმომადგენელი: პაა--------ია; აზ------------ვი;
3. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო;
წარმომადგენელი მა-------–--–-–---–ი;
თარჯიმანი სუ-------------–--ლი; ნა--–----------ოვა; ევ-----------------ნი;
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა;
1.1. 2002 წლის 23 ოქტომბრის პირველადი რეგისტრაციის ბათილად ცნობა უძრავ ქონებაზე მდებარე მარ-----–ი, ულ-–-–ო 60 კვ.მეტრი;
1.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარ-----–ის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 24 აგვისტოს N8820-----251-06 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
1.3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარ-----–ის სარეგისტრაციო სამსახურის 2017 წლის 22 თებერვლის N882-------29-03 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
მოსარჩელის განმარტებით, მას მარ-----–ის რაიონის სოფელ ულ-–-–ოში საკუთრებაში აქვს კომერციული ობიექტი - 100 კვ.მ მაღაზია სადაც დღემდე ეწევა სამეწარმეო საქმიანობას. უძრავი ნივთის რეგისტრაცია განხორციელდა 2002 წელს ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურში.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ მისმა თანასოფლელმა ზა---------–-------ვმა, სურდა რა აღნიშნული მაღაზიის დასაკუთრება, 2003 წელს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით სარჩელით მიმართა მარ-----–ის რაიონულ სასამართლოს, თუმცა მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ მიუხედავად აღნიშნული გადაწყვეტილებისა, ზა---------–-------ვმა განახორციელა უკანონო ქმედება, საჯარო რეესტრში წარადგინა მცდარი მონაცემების მქონე დოკუმენტი, კერძოდ, მის მიერ შეძენილ შენობა-ნაგებობაზე, რომელიც წარმოადგენს 60 კვ.მ ფართს და მდებარეობს სხვა ადგილას, შეადგინა საკადასტრო აზომვითი ნახაზი იმდაგვარად, რომ მოიცვა მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრირებული კომერციული ფართის დიდი ნაწილი და განახორციელა მოსარჩელის საკუთრებაზე მისი საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რის შემდეგაც ჯერ გაყიდა ნათესავზე (დისშვილზე) შემდეგ კი მისი სახელით სარჩელით მიმართა სასამართლოს და კვლავ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა მოითხოვა.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის მიერ განხორციელებული რეგისტრაციები ეფუძნება მცდარ მონაცემებს და მოითხოვს მათ ბათილად ცნობას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საჯარო რეესტრის მიერ განხორციელებული რეგისტრაციები შეესაბამებოდა წარდგენილ დოკუმენტებს და მიიჩნევს, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.
3. მესამე პირის პოზიცია
3.1. მესამე პირებმა სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. დადგენილია, რომ 2002 წლის 15 ოქტომბრის აუქციონის შედეგების N3 ოქმის თანახმად აღ-------–ოს ყოფილი სახ.მეურნეობის მაღაზიის შენობა ს.ულ-–-–ოში მიეყიდა ზა---------–-------ვს 272 აშშ დოლარად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აუქციონის შედეგების ოქმი N3 (15.10.2002);
4.1.2. დადგენილია, რომ 2002 წლის 22 ოქტომბერს სახელმწიფო ქონების მართვის მარ-----–ის რაიონული განყოფილების წამყვანმა სპეციალისტმა გ.სი------ემ ზა---------–-------ვს ჩააბარა აღ-------–ოს ყოფილი სახ.მეურნეობის მაღაზიის შენობა (ს.ულ-–-–ო) დაკავებულ მიწასთან ერთად. მიწის ფართობი შეადგენს 60 კვ.მ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიღება-ჩაბარების აქტი;
4.1.3. დადგენილია, რომ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მარ-----–ის რაიონული განყოფილების მიერ 2002 წლის 16 ოქტომბერს მიღებული იქნა N219 ბრძანება აღ-------–ოს ყოფილი სახ.მეურნეობის კუთვნილი მაღაზიის შენობის დაკავებულ მიწასთან ერთად 272 აშშ დოლარად აუქციონში გამარჯვებულ ზა---------–-------ვისათვის მიყიდვის შესახებ და დაევალა სახ.ქონების მართვის განყოფილების სპეციალისტს მყიდველის მიერ ქონების ღირებულების საფასურის მთლიანად გადახდის შემდგომ ხელშეკრულების გაფორმება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მარ-----–ის რაიონული განყოფილების N219 ბრძანება;
4.1.4. დადგენილია, რომ 2002 წლის 23 ოქტომბერს უძრავ ქონებაზე, მდებარე: სარეგისტრაციო ზონა მარ-----–ი 83; სექტორი ულ-–-–ო 12; კვარტალი 12; (ნაკვეთის ნომერი არ არის მითითებული) 60 კვ.მ , აუქციონის შედეგების ოქმი N3 და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე დარეგისტრირდა ზა---------–-------ვის საკუთრება. 24 ოქტომბერს მიწის ნაკვეთზე შედგა საკადასტრო რუკა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათი (23.10.2002);
- საკადასტრო რუკა 24.10.2002;
4.1.5. დადგენილია, რომ 2002 წლის 29 ოქტომბერს საქართველოს ქონების მართვის მარ-----–ის რაიონული განყოფილების წარმომადგენელსა და ზა---------–-------ვს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ზა---------–-------ვმა შეიძინა აღ-------–ოს ყოფილი სახ.მეურნეობის კუთვნილი მაღაზიის შენობა (სოფ.ულ-–-–ოში), განთვსებული 60 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სარეგისტრაციო ზონა - მარ-----–ი, კოდი 83, სექტორი ულ-–-–ო, კოდი-12, კვარტალი 12, ნაკვეთი - ; იმავე დღეს გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა N32/33ა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ნასყიდობის ხელშეკრულება 29.10.2002 წელი;
- საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა N32/33ა;
4.1.6. დადგენილია, რომ 2016 წლის 15 ივნისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა ზა---------–-------ვმა და უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში წარდგენილი აზომვითი ნახაზის შესაბამისად ცვლილების რეგისტრაცია მოითხოვა.
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2016 წლის 24 აგვისტოს N8820-----251-06 გადაწყვეტილებით არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების 60 კვ.მ მიწასა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე დაარეგისტრირა ზა---------–-------ვის საკუთრების უფლება, მიწის ნაკვეთს მიენიჭა საკადასტრო კოდი 83.12.12.7--. მიწის ნაკვეთზე შედგა საკადასტრო გეგმა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- N8820-----251-06გადაწყვეტილება;
- საკადასტრო გეგმა;
4.1.7. დადგენილია, რომ 2017 წლის 17 თებერვალს რამ--–-------–--ვსა და ზა---------–-------ვს შორის დაიდო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება და უძრავი ნივთი ს.კ. 83.12.12.7-- საკუთრებაში გადაეცა რამ--–-------–--ვს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება 17.02.2017;
4.1.8. დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 22 თებერვლის N882-------29-03 გადაწყვეტილებით უძრავ ნივთზე ს.კ 83.12.12.7-- ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დარეგისტრირდა რამ--–-------–--ვის საკუთრების უფლება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- N882-------29-03 გადაწყვეტილება;
4.1.9. დადგენილია, რომ 2017 წლის 30 მაისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა ას-------------–--ვმა და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავ ნივთზე წარდგენილი აზომვითი ნახაზის შესაბამისად საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. იმ საფუძვლით, რომ განმცხადებლის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი და საკადატრო კოდით 83.12.12.7-- რეგისტრირებულ უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება ჯერ შეჩერდა, შემდეგ კი შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გადაწყვეტილება N882017452236-11;
- გადაწყვეტილება N882017452236-03;
- გადაწყვეტილება N882017452236-05;
- გადაწყვეტილება N882017452236-08;
4.1.10. დადგენილია, რომ 2002 წლის 3 დეკემბერს კა-----ის სამომხმარებლო კოოპერატივის წარმომადგენელ ფა------------------სა და ას-------------–--ვს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება რომლის თანახმად, კა-----ის სამომხმარებლო კოოპერატივმა გაყიდა, ხოლო ას-------------–--ვმა იყიდა 100 კვ.მ მიწის ნაკვეთი კოდი 83, კვარტალი 12 ნაკვეთი 4-- და მასზე განთავსებული მაღაზია, რომელიც შედგებოდა 4 ოთხისაგან საერთო ფართით 77,44 კვ.მ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ნასყიდობის ხელშეკრულება 03.12.2002 წ.
4.1.11. დადგენილია, რომ უძრავ ნივთზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 100 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობაზე საერთო ფართი 77,44 კვ.მ. ს.კ. 83.12.12.4-- რეგისტრირებულია კა-----ის სამომხმარებლო კოოპერატივის (წარმომადგენელი ფა------------------ი) საკუთრების უფლება.
საკუთრების უფლების დამდგენ იურიდიულ დოკუმენტად მითითებულია მარ-----–ის რაიონის სამომხმარებლო კოოპერატივის გადაწყვეტილება (ოქმი N6. პარ.N8) გაფორმებული 2002 წლის 24 სექტემბერს; სარეგისტრაციო მოწმობა N242, გაცემული 25.10.2002 წ; ცნობა-დახასიათება N243 გაცემული 25.11.2002 წელს მარ-----–ის ტექ.ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ; მიღება-ჩაბარების აქტი, გაცემული 20.10.2002 წელი; სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი.
დადგენილია, რომ სოფ.ულ-–-–ოს მაღაზია 77,44 ფართი ირიცხება კა-----ის სამომხმარებლო კოოპერატივის ბალანსზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან 25.11.2002 წელი.
- სარეგისტრაციო მოწმობა;
4.1.12. დადგენილია, რომ სოფ. ულ-–-–ოს მაღაზია, რომელიც წარმოადგენს ერთსართულიან შენობას, ფართით 77,44 კვ.მ და მიწის ნაკვეთი საერთო ფართით 100 კვ.მ საკუთრების უფლებით ტექ.ბიუროს მონაცემებით ირიცხება კა-----ის სამომხმარებლო კოოპერატივის საკუთრებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა-დახასიათება 25.11.2002;
4.1.13. დადგენილია, რომ 2002 წლის 2 დეკემბერს ას-------------–--ვზე გაიცა მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების მოწმობა, რომლის თანახმად, ას-------------–--ვს საკუთრებაში ერიცხება არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების, 100 კვ.მ მიწის ნაკვეთი სოფ. ულ-–-–ოში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების მოწმობა 02.12.2002;
4.1.14. დადგენილია, რომ 2002 წლის 23 ოქტომბერს ზა---------–-------ვზე გაიცა მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების მოწმობა, რომლის თანახმად, ზა---------–-------ვს საკუთრებაში ერიცხება არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების, 60 კვ.მ მიწის ნაკვეთი სოფ. ულ-–-–ოში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების მოწმობა 23.10.2002;
4.1.14. დადგენილია, რომ 2003 წლის 27 მაისს მარ-----–ის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ზა---------–-------ვმა და ას-------------–--ვის მარ-----–ის რაიონის სოფ. ულ-–-–ოში მდებარე მაღაზიიდან გამოსახლება მოითხოვა.
მარ-----–ის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით ზა---------–-------ვს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სამოქალაქო საქმის მასალები 2/174-3;
- ზა---------–-------ვის სარჩელი 2.05.2003;
- მარ-----–ის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება;
4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.2.1. დადგენილია, რომ 2002 წლის 24 ოქტომბრის საკადასტრო გეგმაზე ასახული უძრავი ნივთი თავისი ადგილმდებარეობით ემთხვევა 2002 წლის 25 ნოემბერს შედგენილ ტექ.ბიუროს გეგმაზე ასახული ქონების ადგილმდებარეობას, ასევე აღნიშნულ ნახაზებზე ასახული სიტუაციური გეგმები ემთხვევა ფაქტობრივ მდგომარეობას, თუმცა 2002 წლის 24 ოქტომბრის საკადასტრო გეგმაზე ასახული უძრავი ნივთი თავისი ფართობით არ შეესაბამება ფაქტობრივ მდგომარეობას, კერძოდ, 2002 წლის 24 ოქტომბრის საკადასტრო გეგმაზე ასახული უძრავი ნივთი 60 კვ.მეტრის ოდენობისაა, ხოლო ფაქტობრივი შენობა 97 კვ.მ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ფაქტობრივი შენობისა და სიტუაციური გეგმების შედარება 2002 წლის 24 ოქტომბრის საკადასტრო გეგმასთან და 2002 წლის 25 ნოემბრის ტექ.ბიუროს გეგმასთან.
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო გაეცნო სასარჩელო განცხადებას, მოისმინა სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულ მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი 2002 წლის 23 ოქტომბრის პირველადი რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე მდებარე მარ-----–ი, ულ-–-–ო 60 კვ.მეტრი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარ-----–ის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 24 აგვისტოს N8820-----251-06 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარ-----–ის სარეგისტარციო სამსახურის 2017 წლის 22 თებერვლის N882-------29-03 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება; მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დაევალოს კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და შეფასების შემდეგ, მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით.
6. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი;
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ ინსტრუქცია;
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
7. სამართლებრივი შეფასება
7.1 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის წესს, კერძოდ, მითითებული კოდექსის 60 I მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ამდენად, იმისათვის, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად იცნოს, იგი უნდა ეწინააღმდეგებოდეს კანონს ან არსებითად უნდა იყოს დარღვეული მისი გამოცემის წესი.
სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სასამართლოს მიერ დადგენილ მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებზე:
დადგენილია, რომ 2002 წლის 29 ოქტომბერს საქართველოს ქონების მართვის მარ-----–ის რაიონული განყოფილების წარმომადგენელსა და ზა---------–-------ვს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ზა---------–-------ვმა შეიძინა აღ-------–ოს ყოფილი სახ.მეურნეობის კუთვნილი მაღაზიის შენობა (სოფ.ულ-–-–ოში), განთავსებული 60 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სარეგისტრაციო ზონა - მარ-----–ი, კოდი 83, სექტორი ულ-–-–ო, კოდი-12, კვარტალი 12, ნაკვეთი -; იმავე დღეს გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა N32/33ა.
დადგენილია, რომ სოფ. ულ-–-–ოს მაღაზია, რომელიც წარმოადგენს ერთსართულიან შენობას, ფართით 77,44 კვ.მ და მიწის ნაკვეთი საერთო ფართით 100 კვ.მ საკუთრების უფლებით ტექ.ბიუროს მონაცემებით 2002 წლის მონაცემებით ირიცხებოდა კა-----ის სამომხმარებლო კოოპერატივის საკუთრებაში, ხოლო 2002 წლის 3 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით ირკვევა, რომ კა-----ის სამომხმარებლო კოოპერატივმა გაყიდა, ხოლო ას-------------–--ვმა იყიდა 100 კვ.მ მიწის ნაკვეთი კოდი 83, კვარტალი 12 ნაკვეთი 4-- და მასზე განთავსებული მაღაზია, რომელიც შედგებოდა 4 ოთხისაგან საერთო ფართით 77,44 კვ.მ.
დადგენილია ასევე, რომ 2002 წლის 24 ოქტომბრის საკადასტრო გეგმაზე ასახული უძრავი ნივთი თავისი ადგილმდებარეობით ემთხვევა 2002 წლის 25 ნოემბერს შედგენილ ტექ.ბიუროს გეგმაზე ასახული ქონების ადგილმდებარეობას, ასევე აღნიშნულ ნახაზებზე ასახული სიტუაციური გეგმები ემთხვევა ფაქტობრივ მდგომარეობას, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობა იძლევა იმ დასკვნის საფუძველს, რომ ზა---------–-------ვის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ნივთი თავისი ადგილმდებარეობით ემთხვევა ჯერ კა-----ის სამომხმარებლო კოოპერატივის, შემდეგ კი ას-------------–--ვის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ნივთის ადგილმდებარეობას.
ამასთან დადგენილია, რომ ზა---------–-------ვმა ქონება შეიძინა სახელმწიფო ქონების მართვის მარ-----–ის რაიონული განყოფილებისაგან, აუქციონზე და მის მიერ შეძენილი უძრავი ქონება წარმოადგენს 60 კვ.მ მიწას მასზე განთავსებული შენობით, ხოლო ას-------------–--ვმა ქონება შეიძინა სამომხმარებლო კოოპერატივისაგან და იგი წარმოადგენდა 100 კვ.მ. მიწას მასზე განთავსებული 77,44 კვ.მ. შენობა-ნაგებობით. ორივე ნასყიდობის ხელშეკრულება ძალაშია და არ გაუქმებულა. აღნიშნული გარემოებები კი მიუთითებს იმაზე, რომ ერთსადაიმავე ადგილას რეგისტრირებულია განსხვავებული ფართობის და საკადასტრო მონაცემების მქონე მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი განამტკიცებს საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების და მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლებას. მითითებული მუხლი, ერთი მხრივ, წარმოადგენს კერძო საკუთრების ინსტიტუტის კონსტიტუციურსამართლებრივ გარანტიას, ხოლო, მეორე მხრივ, განამტკიცებს ძირითად უფლებას, რომლის დაცვა წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების მნიშვნელოვან წინაპირობას.
„საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის N1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).
კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლების რეგისტრაციის და რეგისტრირებული უფლების დაცვის ფუნქცია აკისრია საჯარო რეესტრს. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლიდან, რომლის თანახმად, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. იმავე კანონის 311-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის /იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. ხოლო 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
სამოქალაქო კოდექსის 1514-ე მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრის სამსახურის ჩამოყალიბებამდე მიწის ნაკვეთების გასხვისება მოხდეს ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროებში ან ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში არსებული მიწის ნაკვეთების მიმაგრების აქტების საფუძველზე.
საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, რაც განპირობებულია სამოქალაქო ბრუნვის ინტერესით. საჯარო რეესტრის სისწორის ვარაუდი გულისხმობს იმას, რომ რეგისტრირებული უფლება არსებობს და იგი ეკუთვნის რეგისტრირებულ უფლებამოსილ პირს. აღნიშნული საჯარო რეესტრს წარმოაჩენს, როგორც უფლებათა უტყუარობისა და სისრულის გარანტს, შესაბამისად მნიშვნელოვანია საჯარო რეესტრის წარმოებისას მწარმოებელმა ორგანომ კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე უფლებამოსილება განახორციელოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი საფუძვლები და საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს უფლება-მოვალეობები დადგენილია ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონით. მითითებული კანონის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო რეგისტრაციის საკითხზე გამოსცემს გადაწყვეტილებას. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლება, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულება, ასევე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება და საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა წარმოშობილად, შეცვლილად ან შეწყვეტილად, ხოლო საკუთრების უფლება მიტოვებულად ითვლება რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების გამოცემის მომენტიდან, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საჯარო რეესტრის შესახებ კანონის მე-2 მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად, ტერმინი რეგისტრაცია განმარტებულია როგორც ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „????????? ???????“ ??????????? ???????? და ??????????? ?????????? ???????? განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით;
დადგენილია, რომ სადაო ქონებაზე ზა---------–-------ვის საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა 2002 წლის 29 ოქტომბერს. მითითებულ პერიოდში მიწის და მასთან დაკავშირებული უძრავი ქონების მიმართ წარმოშობილი უფლებების სახელმწიფო რეგისტრაციის წესი დადგენილი იყო მიწის რეგისტრაციის შესახებ საქართველოს კანონით.
მითითებული კანონის პირველი მუხლის თანახმად, ,,სააღრიცხვო ბარათი“ განმარტებულია როგორც სარეგისტრაციო ფურცელი, რომელიც დგება თითოეული მიწის ნაკვეთზე და მოიცავს ინფორმაციას ამ ნაკვეთისა და მასზე არსებული სხვა უძრავი ქონების სამართლებრივი მდგომარეობისა და საზღვრების შესახებ, აგრეთვე რეგისტრირებული უფლებების ობიექტის გეგმას (გრაფიკული ასახვა ცალკე მოცემულია საკადასტრო რუკაზეც); სარეგისტრაციო მოწმობა განმარტებულია როგორც მოწმობა, რომელშიც მოცემულია მიწისა და მასთან დაკავშირებული სხვა უძრავი ქონების დახასიათება და უფლებრივი დატვირთვა რეგისტრაციის მონაცემების შესაბამისად.
დადგენილია, რომ 2002 წლის 23 ოქტომბერს მიწის ნაკვეთზე ს.კ. 83.12.12. (ნაკვეთის ნომრის მითითების გარეშე) აღ-------–ოს ყოფილი სახ.მეურნეობის მაღაზიის შენობა დაკავებულ მიწასთან ერთად 60 კვ.მ. შედგა სააღრიცხვო ბარათი და 2002 წლის 23 ოქტომბრის აუქციონის ოქმის N3 საფუძველზე მესაკუთრედ დარეგისტრირდა ზა---------–-------ვის საკუთრების უფლება. ცალკე საკადასტრო რუკაზე მოხდა 60 კვ.მ. მიწისა და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობის გრაფიკული ასახვა. მიწაზე იმავე დღეს გაიცა სარეგისტრაციო მოწმობა, თუმცა მხარეებს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო მოგვიანებით, 2002 წლის 29 ოქტომბერს.
დადგენილია, რომ 2002 წლის 25 ნოემბერს საჯარო რეესტრის მიერ გაცემული იქნა ამონაწერი, რომლის თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე განლაგებულ 77,44 კვ.მ შენობა-ნაგებობაზე, მდებარე მარ-----–ის რაიონის სოფელ ულ-–-–ოში აღრიცხულია კა-----ის სამომხმარებლო კოოპერატივის საკუთრება. ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცულის საინვენტარიზაციო გეგმისა და 2002 წლის 25 ნოემბრის არასაცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტის მონაცემებით ირკვევა უძრავ ქონებისა და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობების გრაფიკული მდგომარეობა და ადგილმდებარეობა. 2002 წლის 2 დეკემბერს ას-------------–--ვის სახელზე გაიცა სარეგისტრაციო მოწმობა.
მიწის რეგისტრაციის შესახებ კანონის მე - 17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მიწის და სხვა უძრავი ქონების პირველადი რეგისტრაცია ხდება სარეგისტრაციო ბარათის შედგენით ამ კანონისა და ყველა სხვა იმ ნორმატიული აქტის მოთხოვნათა შესაბამისად, რომლებითაც განისაზღვრება ამ ქონების უფლებრივი და ვალდებულებითი დატვირთვა. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უძრავი ქონების ობიექტებზე უფლებების დადგენის საფუძველზე რეგისტრაცია გულისხმობს გარკვეული ტერიტორიის ფარგლებში მიწის კადასტრის სამუშაოების ჩატარებას, რათა რეგისტრირებულ და დოკუმენტირებულ იქნეს საკუთრება, უძრავი ქონების საზღვრები და მასზე უფლებები.
აღნიშნული ნორმის თანახმად, საჯარო რეესტრს ეკისრება ვალდებულება უძრავი ქონების ობიექტზე უფლებების დადგენისას, იმ მიზნით, რომ რეგისტრირებულ და დოკუმენტირებულ იქნეს საკუთრება, უძრავი ქონების საზღვრები და მასზე უფლებები, უნდა ჩატარდეს მიწის კადასტრის სამუშაოები.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრმა 2002 წლის 23 ოქტომბერს ისე დაარეგისტრირა ზა---------–-------ვის საკუთრების უფლება ქონებაზე, რომ არ გამოიკვლია და შესაბამისად არ დაადგინა ამ ქონებაზე გამსხვისებლის საკურების უფლების რეგისტრაციისას რამდენად იყო ჩატარებული და დაცული კადასტრის სამუშაოები. აღნიშნული გარემოება ასევე არ გამოიკვლია ამ ქონებაზე უფლების გადასვლის რეგისტრაციისას.
სასამართლო თვლის, რომ საკუთრება არის ფაქტი და დაუშვებელია ბუნებაში მისი აბსტრაქტული სახით არსებობა. საჯარო რეესტრის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლითაც უძრავ ქონებაზე დარეგისტრირდა ას-------------–--ვის საკუთრების უფლება ისე, რომ არ გამოიკვლია და არ დაადგინა ას-------------–--ვის მიერ შეძენილი ქონება იყო თუ არა მანამდე რეგისტრირებული მის გამყიდველზე და თავისი ადგილმდებარეობით და საკადასტრო მონაცემებით შეესაბამებოდა თუ არა შეძენილ ნივთს შელახა იმავე საკადასტრო მონაცემებზე რეგისტრირებული ჯერ კა-----ის სამომხმარებლო კოოპერატივის, შემდეგ ას-------------–--ვის საკუთრების უფლება. საკითხის ამგვარი გადაწყვეტა კი ლახავს სამართლებრივ უსაფრთხოებას, ქმნის მდგომარეობას, როდესაც პირი არის საკუთრების უფლების მატარებელი თუმცა არ გააჩნია საკუთრების უფლების ობიექტი, ვინაიდან ამ ობიექტზე სხვა საკადასტრო კოდით, თუმცა იგივე საკადასტრო მონაცემებით დარეგისტრირდა სხვისი უფლება, რაც ეწინააღმდეგება საკუთრების უფლების არსს. სადავო გადაწყვეტილებით ვიღებთ მოცემულობას, რომლის მიხედვით ასრატ ზეინალოვზე იარსებებს რეგისტრირებული უფლება, რომელსაც არ გააჩნია ამ უფლების ობიექტი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევაში ფიქციაა არა ის ქონება, რომელსაც პირი რეგისტრაციის საფუძველზე ფლობს, არამედ ფიქციაა თავად რეგისტრირებული მონაცემების უტყუარობა, შესაბამისად დაუშვებელია სარეგისტრაციო მონაცემების და ნამდვილი მდგომარეობის შეუსაბამობა, არ დაიშვება რეგისტრირებულ მონაცემებს შორის კონკურენციის არსებობის შესაძლებლობა. სასამართლო მიიჩნევს, რომ საგანთა ნამდვილი მდგომარეობა და რეგისტრირებული მონაცემები უნდა იყოს თანხვედრაში, ხოლო დუბლირების გამოვლენის შემთხვევაში უნდა გაირკვეს საკითი იმის შესახებ, თუ რომელს გააჩნია უკეთესი სამართლებრივი საფუძველი.
საჯარო რეესტრის შესახებ კანონის მე-3 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელნი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. იმავე კანონის 23-ე მუხლის ,,ბ“ პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ თუ რეგისტრირებული უფლება უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულება, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა ან საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გამორიცხავს იმავე უძრავ ნივთზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის ან საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციას;
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრმა არ გამოიკვლია და არ შეაფასა მათთან დაცული რეგისტრირებული მონაცემების შესაბამისობა წარმოდგენილ დოკუმენტებთან. ადმინისტრაციული ორგანო გარდა იმისა, რომ ვალდებული იყო დაეცვა მასთან რეგისტრირებული მონაცემების უსაფრთხოება, მას იმავდროულად საქმის გარემოებები სრულყოფილად უნდა გამოეკვლია. აღნიშნული ვალდებულება გამომდინარეობს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლიდან, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. მითითებული კანონის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის შესაბამისი სამსახურის მიერ სადავო აქტის გამოცემა არსებითად ეწინააღმდეგება კანონს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი აქტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი 2002 წლის 23 ოქტომბრის პირველადი რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე მდებარე მარ-----–ი, ულ-–-–ო 60 კვ.მეტრი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარ-----–ის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 24 აგვისტოს N8820-----251-06 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარ-----–ის სარეგისტარციო სამსახურის 2017 წლის 22 თებერვლის N882-------29-03 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება. მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დაევალოს კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და შეფასების შემდეგ, მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. რადგან მოპასუხის მიერ სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია საქმის გარემოებათა სათანადო გამოკვლევის გარეშე, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის გადახდა უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 10-ე, მე-12, 22-ე, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
g a d a w y v i t a ;
1. მოსარჩელე ას-------------–--ვის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
_ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი 2002 წლის 23 ოქტომბრის პირველადი რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე მდებარე მარ-----–ი, ულ-–-–ო 60 კვ.მეტრი და, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარ-----–ის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 24 აგვისტოს N8820-----251-06 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება;
_ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარ-----–ის სარეგისტარციო სამსახურის 2017 წლის 22 თებერვლის N882-------29-03 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება;
2. დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტს არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება და საჭიროების შემთხვევაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
3. დაეკისროს მოპასუხეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო ბაჟის სახით 100 (ასი) ლარის გადახდა მოსარჩელე ას-------------–--ვის სასარგებლოდ.
4. სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტიდან გამოთხოვილი სამოქალაქო საქმე N2/174-03 (მოსარჩელე ზა---------–-------ვი, მოპასუხე ას-------------–--ვი, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა) საქმზე საბოლოო გადაწვყეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს სსიპ საერთო სასამართლოების არქივს.
5. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატიდან გამოთხოვილი ნოტარიუს ა.ზვ----------ს მიერ 2002 წლის 3 დეკემბერს დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულება რეგირტრაციის N1-1023 (33 ფურცლად) და ნოტარიუს ნ.ჩი---–---–-ს მიერ 2002 წლის 29 ოქტომბერსდ ამოწმებული ნასწყიდობის ხელშეკრულება რეგისტრაციის N1-89213 (9 ფურცლად) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებისმიღების შემდეგ დაუბრუნდეს სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატას.
6. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. თბილისი, გრ.რობაქიძის №7ა) ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ბოლნისი, სულხან-საბას №113) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.
მოსამართლე: ხათუნა ნადიბაიძე