გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.07.2018
საქმის ნომერი
330210118002334894
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
25.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/6798-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

25 ივლისი, 2018 წელი თბ--–--ი

შესავალი ნაწილი

თბ--–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ლაკერბაია

სხდომის მდივანი - ირმა იმნაძე

მოსარჩელე - კ------- რ------ე

წარმომადგენლები - დ--------------, ლ-–---–-–------

მოპასუხე - მ-----------ე ს---------, მ----- ნ-–------ე, ვ---- ქ-–----

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - სს ,,ტ----ბ---ი’’

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მ----- ნ-–------ეს და მ-----------ე ს---------ს მოსარჩელე კ------- რ------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 25 355.536 აშშ დოლარი;

 

1.2. ვ---- ქ-–----ს მოსარჩელე კ------- რ------ის სასარგებლოდ დაეკისროს 33 315.3828 აშშ დოლარი.

 

დაზუსტებული სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2015 წლის 02 სექტემბრის მოსარჩელეს და მოპასუხეთა შორის სანოტარო წესით დამოწმებული შეთანხმების საფუძველზე, რომლებიც აწარმოებდნენ ერთობლივ სამშენებლო საქმიანობას, მოპასუხეებმა იკისრეს ვალდებულება მოსარჩელის მიერ სს ,,კ---- ს----------- ბ---ში’’ კ------- რ------ის მიერ აღებულ სესხზე 200 000 აშშ დოლარის ოდენობით აღნიშნულ ბ---ში პირდაპირი ჩარიცხვით, ან კ------- რ------ესათვის თანხის გადაცემით, დაეფარათ წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული წილობრივი ოდენობით.

 

ზემოაღნიშნული სესხის ძირი 200 000 აშშ დოლარის ოდენობით იყოფოდა შემდეგნაირად: 25% ლ---- ლ-------–---–ი; 25% კ------- რ------ე; 40% მ----- ნ-–------ე და მისი მეუღლე მ-----------ე ს---------, ხოლო 10% ვ---- ქ-–----. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ძირითადი სესხი იყოფოდა შემდეგი სახით: 50% უნდა გადაეხადათ კ------- რ------ეს და ლ---- ლ-------–---–ს რაც ჯამში შეადგენდა 100 000 აშშ დოლარს, ხოლო მეორე 50%, ასევე 100 000 აშშ დოლარის ოდენობით უნდა გადაეხადათ მ----- ნ-–------ეს, მ-----------ე ს---------ს და ვ---- ქ-–----ს.

 

ვინაიდან, სესხის მიზნობრიობას წარმოადგენდა სტარტაფი, 24.12.2014 წლიდან 26.10. 2015 წლამდე უნდა გადახდილიყო საშეღავათო პერიოდი 11 თვე, რაც ჯამში შეადგენდა 23 225.848 აშშ დოლარს, რომლის 50% ზემოხსენებული წილობრივი გადანაწილების პრინციპით უნდა გადაეხადათ მოპასუხეებს. ხოლო 50% კ------- რ------ესა და ლ---- ლ-------–---–ს. თუმცა, მოპასუხეებმა სთხოვეს მოსარჩელეს საშეღავათოს გადასახადი 23 225.848 აშშ დოლარი გადაეხადათ კ------- რ------ეს და ლ---- ლ-------–---–ს მთლიანად, ხოლო შემდგომ ამ თანხის ნახევარი - 11 612.92 აშშ დოლარი (რისი გადახდაც უწევდათ) დაკისრებოდათ ძირითადი სესხის ნაწილზე (ანუ 100 000 აშშ დოლარს + 11 612.92 აშშ დოლარი). ამრიგად, ზემოაღნიშნული საშეღავათო თანხა მოაკლდა კ------- რ------ის და ლ---- ლ-------–---–ის მიერ გადასახდელ სესხის ძირ თანხას - 100 000 აშშ დოლარს და დაემატათ მისი გადახდა მოპასუხეებს, შესაბამისად, ზემოაღნიშნული წილობრივი გადანაწილებით მ----- ნ-–------ეს უნდა გადაეხადა 89 290.336 აშშ დოლარი, ხოლო მოპასუხე ვ---- ქ-–----ს 22 322.584 აშშ დოლარი.

 

ძირითად სესხს 200 000 აშშ დოლარს დაემატა საბ---ო პროცენტი 52 939.278 აშშ დოლარი და საბ---ო ჯარიმა, მოპასუხეთა მიერ შეთანხმების პირობების დარღვევის გამო, რისთვისაც სესხს დაემატა გადასახდელი ჯარიმა 8 180.09 აშშ დოლარი, რის შემდეგაც მთლიანი სესხის ჯამმა 16.05.2018 წლის მდგომარეობით შეადგინა 261 119.366 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხა ასევე გადანაწილდა ზემოაღნიშნული შეთანხმებული პროცენტულობით შემდეგნაირად: 49 332,503 აშშ დოლარის 44,2% (შეთანხმებით ზემოაღნიშნული გადანაწილების პრინციპით) - 21 804. 97836 აშშ დოლარი კ------- რ------ეზე და ლ---- ლ-------–---–ზე, ხოლო 55.8 პროცენტულობით მოპასუხეების მიერ გადასახდელმა თანხამ შეადგინა 27 527.55178 აშშ დოლარი. ანუ აღნიშნულიდან გამომდინარე თვითეულ მათგანზე გადასახადი გადანაწილდა, შემდეგნაირად: კ------- რ------ისა და ლ----ლ-------–---–ის კუთვნილ ზემოხსენებულ საპროცენტო გადასახადის 21 804. 97836-გადახდა გადანაწილდა 50% კ------- რ------ეზე რამაც შეადგინა 10 902.4892 აშშ დოლარი და 50% ლ---- ლ-------–---–ზე რამაც ასევე შეადგინა 10 902.4892 აშშ დოლარი, სოლო მოპასუხეების მხრიდან გადასახდელი ზემოხსენებული საპროცენტო განაკვეთი მათ შორის დადგენილი ზემოაღნიშნული შემდეგი პროპორციით გადანაწილდა შემდეგნაირად: 22 5517 აშშ დოლარი 80% - 22 022 0414 აშშ დოლარი უნდა გადაეხადათ მ----- ნ-–------ეს და მ-----------ე ს---------ს, ხოლო 27 527 5517 აშშ დოლარის 20%- 5 505. 51034 აშშ დოლარი ვ---- ქ-–----ს.

სარედიტო სესხზე დარიცხული საბ---ო ჯარიმა 1 045.646 აშშ დოლარი ნაწილდება შემდეგნაირად: 1 045.466 აშშ დოლარის 44.2% პროცენტულობით კ------- რ------ეზე და ლ---- ლ-------–---–ზე, რაც შეადგენს 462.172886 აშშ დოლარს, ხოლო თოთოეულის გადასახდელი წილი 231.08644 აშშ დოლარს. 55.8% - 583,46712 აშშ დოლარი პროცენტულობით მოპასუხეებზე, რის შედეგადაც თანხები მოპასუხეებს შორის გადანაწილდება შემდეგნაირად: აღნიშნული თანხის 80% ანუ 466.7736968 აშშ დოლაარი უნდა გადაეხადათ მ----- ნ-–------ესა და მ-----------ე ს---------ს, ხოლო 20% ანუ 116. 693424 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა ვ---- ქ-–----ს.

 

საბ---ო სესხიდან დარჩენილია გადასახდელი 20 000 აშშ დოლარი, რომელიც ნაწილდება მხოლოდ მოპასუხეებზე რაც შესულია სარჩელში ხსენებულ თანხობრივ გადანაწილებაში, რადგან მოსარჩელეს ლ---- ლ-------–---–თან ერთად უკვე თავიანთ წილობრივად დაფარული აქვთ თანხები. პროცენტი შეადგენს 3 606.74 აშშ დოლარს, ხოლო ჯარიმა 7 134.45 აშშ დოლარს, ანუ ჯამში 10 741.19 აშშ დოლარი, რომლის 50% - 5 370.595 აშშ დოლარი უნდა დაეკისროს მოპასუხეებს მ----- ნ-–------ეს და მ-----------ე ს---------ს, ხოლო მეორე 50% - 5 370.595 აშშ დოლარი უნდა დაეკისროს მოპასუხე ვ---- ქ-–----ს. აღნიშნული პროცენტული განაწილება გამომდინარეობს იქიდან, რომ მ----- ნ-–------ეს და მ-----------ე ს---------ს გადახდილი აქვთ ძირზე თანხები, ხოლო მოპასუხე ვ---- ქ-–----ს მხრიდან არ მომხდარა გადახდა.

 

კ------- რ------ეს სესხის დაფარვის მიზნით გადახდილი აქვს 68 947.98 აშშ დოლარი, რომელიც ასევე მოიცავს მის მიერ ზედმეტად გადახდილ თანხას 13 620.864 აშშ დოლარს. ანალოგიური ოდენობის თანხა აქვს გადახდილი ლ---- ლ-------–---–ს. მათ თანხები ზედმეტად გადაიხადეს, ვინაიდან მოპასუხეები არ ასრულებდნენ შეთანხმებას. მ----- ნ-–------ეს და მ-----------ე ს---------ს გადახდილი აქვთ 91 794.21 აშშ დოლარი და გადასახდელი აქვთ 25 355.536 აშშ დოლარი, იქიდან გამომდინარე, რომ მოპასუხე ვ---- ქ-–----ს არცერთხელ განუხორციელებია თანხის გადახდა, მას გადასახდელი აქვს 33 315.3828 აშშ დოლარი.

 

მ-----------ე ს--------- წარმოადგენს მის მეუღლე მ----- ნი–-----ესთან ერთად სოლიდარულ მოვალეს. მან თავადვე აღიარა, რომ ის იხდიდა გარკვეულ თანხებს, მათ შორის მისი სახელით გადარიცხულია 60 000 აშშ დოლარი. ასევე 02.09.2015 წლის სანოტარო წესით დამოწმებული შეთანხმების პირველივე გრაფაში იგი იღებს ვალდებულებას ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების თაობაზე. აღნიშნულ შეთანხმებაში მითითებულია მისი მეუღლე მ----- ნ-–------ე, ხოლო იქვეა მითითებული ყოფილი მესაკუთრე მ-----------ე ს---------, რადგან მან აღნიშნული შენობა-ნაგებობები გადააფორმა მეუღლის სახელზე.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ვ---- ქ-–----მ წარმოადგინა შესაგებელი, რომელშიც ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო. მოპასუხე წარმოდგენილი შესაგებლით არ დაეთანხმა სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და მიუთითა, რომ სანოტარო წესით 2015 წლის 2 სექტემბრის შეთანხმებაზე ხელის მოწერის დროს მოსარჩელემ მოატყუა და მხოლოდ ამიტომ მოაწერა ხელი შეთანხმებას. მოსარჩელემ ისარგებლა იმ გარემოებით, რომ იგი ვერ ფლობს ქართულ ენას.

 

2.2. მოპასუხეებმა მ----- ნ-–------ემ და მ-----------ე ს---------მ წარმოდგენილ შესაგაბელში დაფიქსირებული და სასამართლო სხდომაზე მითითებული პოზიციით ასევე არ ცნეს სარჩელი. მოპასუხეთა განმარტებით, მხარეთა შორის ურთიერთობის საწყისია 2014 წლის 14 ივნისის ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრა მხარეთა ვალდებულებები - მ-----------ე ს---------ს და ვ---- ქ-–----ს აშენებული 4 სართულიანი შენობა თავის სარდაფით, შავი კარკასის მდგომარეობაში შეფასდა 190.000 აშშ დოლარად. აღნიშნული შენობა უნდა დაემთავრებინათ ლ---- ლ-------–---–ს და მოსარჩელე კ------- რ------ეს, რის შემდგომაც მათ გადაეცემოდათ უძრავი ქონების ნახევარი.

 

2014 წლის ნოემბერში კ------- რ------ემ აიღო სესხი თავის ვალდებულების შესასრულებლად. მ-----------ე ს--------- იყო მხოლოდ თავდები. შენობის დამთავრების წინ, 2015 წლის 2 სექტემბერს კ------- რ------ემ და ლ---- ლ-------–---–მა იძულებით მოაწერინეს ხელი სესხის აღიარებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში იმუქრებოდნენ, რომ არ დაამთავრებდნენ შენობას, ჩაშლიდნენ ხელშეკრულებას უნივერსიტეტთან, არ გადაიხდიდნენ სესხს, შენობას გაყიდდა ბ---ი და თვითონ გამოისყიდნენ აუქციონზე. ამდენად შეიქმნა შენობის დაკარგვის რეალური საშიშროება, რის გამოც ისინი იძულებული გახდნენ მოეწერათ ხელი სესხის აღიარებაზე. მათ ასევე იანგარიშეს წყლის გამოყვანის თანხა 40 000 აშშ დოლარი, როცა წყლის ახალ მომხმარებლის მიერთების საფასური 2016 წლის 23 დეკემბერს 9 886 ლარი მოპასუხეებს გადახდილი ჰქონდათ. აღიარებაში შევიდა წყლის გადასახადი 25 000 აშშ დოლარი, დანარჩენ 13 000 აშშ დოლარზე კი 2015 წლის 21 სექტემბერს ცალკე დააწერინეს ვალის აღიარების ხელშეკრულება და ითხოვდნენ ერთი ბინის იპოთეკით დატვირთვას ლ-------–---–ის სასარგებლოდ. მათ ასევე აიღეს ვალდებულება გათბობის გაკეთების და სამრეცხაოს აშენების, თუმცა არაფერი გაუკეთებიათ.

 

მხარეებს შორის ხელშეკრულება დაიდო 2014 წლის 14 ივნისს, რომლითაც შენობის დამთავრების ვალდებულება მთლიანად ეკისრებოდათ კ------- რ------ეს და ლ---- ლ-------–---–ს. ამის შემდგომ 2015 წლის 2 სექტემბერს დაიდო იძულებით სესხის აღიარების ხელშეკრულება და 2015 წლის 21 სექტემბერს დაიდო ასევე ხელშეკრულება რომლებმაც გააბათილა თავდაპირველი 2014 წლის 14 ივნისის ხელშეკრულება, მაგრამ 2017 წლის 4 იანვარს სს ,,ტ----ბ---თან’’ მ-----------ე სურუას მიერ დაიდო სესხის გამოყოფის ხელშეკრულება 60 000 აშშ დოლარზე და 18 815 აშშ დოლარის ოდენობით პროცენტზე. ეს მოხდა კ------- რა----ის და ლ---- ლ-------–---–ის თანხმობით და ბ---მა მ-----------ე ს--------- ამის შემდგომ გაათავისუფლა კ------- რ------ის თავდებობისგან. ამდენად, დაიდო ახალი ხელშეკრულება კ------- რ------ესთან, ლ---- ლ-------–---–თან და ბ---თან, რაც თავისთავად აუქმებს 2014 წლის სექტემბრის ხელშეკრულებებს.

 

გარდა აღნიშნულისა, 2015 წლის 2 სექტემბრის სესხის აღიარების ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ მ----- რ------ის და მ-----------ე ს---------ს გადასახდელი თანხა შეადგენს 123 170 აშშ დოლარს პროცენტის ჩათვლით. აღნიშნული თანხა უნდა შემცირდეს 6 048 აშშ დოლარით, რადგან სესხის პროცენტი ნაანგარიშებია 14%-ით, რეალურად კი მასზე განისაზღვრა 11%-იანი სარგებელი. შესაბამისად, მოპასუხეთა გადასახდელი დარჩა 117 122 აშშ დოლარი, მოპასუხეებს კი ჯამში უკვე გადახდილი აქვთ 123 909 აშშ დოლარი. კერძოდ, მათ გადახდილი აქვთ 60 000 აშშ დოლარი სესხის ახალი ხელშეკრულებით, სესხის პროცენტი 18 815 აშშ დოლარი, 3 900 აშშ დოლარი ჩარიცხვით, 64 615 ლარი ჩარიცხვით რაც შეადგენს 27 567 აშშ დოლარს, კ------- რ------ისთვის ხელზე მიცემული 22 835 ლარი, რაც შეადგენს 9 329 აშშ დოლარს, წყლის მოსაკრების თანხა 9 886 ლარი, რაც შეადგენს იმ დროინდელი კურსით 4 298 აშშ დოლარს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2014 წლის 25 ივნისს კ------- რ------ეს, ლ---- ლ-------–---–სა და მ-----------ე ს---------ს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა მიწის ნაკვეთის მდებარე მისამართზე ქ.თბ--–--ი, დასახლება გ-–-----, მ--- მ/რ-ნი, ბაგა-ბაღის მიმდებარედ, რომლის საკადასტრო კოდია 0------------, დაზუსტებული ფართობი 354 კვ.მ (მესაკუთრე 106.20 კვ.მ მ-----------ე ს---------, 70.80 კვ.მ ვ---- ქ-–----, 177.00 კვ.მ კ------- რ------ე და ლ---- ლ-------–---–ი). ხელშეკრულების მიხედვით, მისი ხელმოწერის დროისათვის აშენებულია შენობის 4 სართული თავისი სარდაფით შავი კარკასის მდგომარეობაში. მიწის შეძენაში, პროექტში და მშენებლობაში დახარჯულია 190 000 აშშ დოლარი.

 

ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ლ---- ლ-------–---–ი და კ------- რ------ე მოახდენდნენ მიმდინარე მშენებლობის დასრულებას. სანაცვლოდ მ-----------ე ს---------ს მიერ მოხდებოდა საბოლოოდ დასრულებული შენობის 50%-იანი და ზემოთაღნიშნული მიწის ნაკვეთის და შენობის 50%-ის გადაფორმება ლ---- ლ-------–---–სა და კ------- რ------ეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ.278-279);

 

3.1.2. 2014 წლის 24 ნოემბერს სს ,,კ---- ს----------- ბ---ს’’ და კ------- რ------ეს შორის დაიდო საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება #KS---------.0------, რომლის თანახმადაც, მოსარჩელის სახელზე 72 თვის ვადით გაიცა კრედიტი - 200 000 აშშ დოლარის ოდენობით წლიური 14%-იანი საპროცენტო განაკვეთით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 30-33);

- დანართი N2 (ტომი 1, ს.ფ. 34);

 

3.1.3. საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება #KS---------.0------ უზრუნველყოფილი იქნა 2014 წლის 24 ნოემბერს სს ,,კ---- ს----------- ბ---“-სა და მ-----------ე ს---------ს შორის დადებული თავდებობის ხელშეკრულებით. ხელშეკრულების 2.2. პუნქტის თანახმად, თავდებობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 307 773.39 აშშ დოლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თავდებობის ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 36-37);

- თავდებობის განაცხადი (ტომი 1, ს.ფ. 35)

 

3.1.4. 2015 წლის 6 აგვისტოს სს ,,კ---- ს----------- ბ---ს’’ და კ------- რ------ეს შორის დაიდო საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება #KS---------.0------, რომლის თანახმადაც, კრედიტის თანხად განისაზღვრა - 30 000 აშშ დოლარი წლიური 14%-იანი საპროცენტო განაკვეთით, კრედიტის გადახდის ვადად კი განისაზღვრა 63 თვე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 23-26);

- დანართი N2 (ტომი 1, ს.ფ. 27);

- განაცხადის გრაფიკი (ტომი 1, ს.ფ. 28-29);

 

3.1.5. 2015 წლის 02 სექტემბერს, მ----- ნ-–------ეს, მ-----------ე ს---------ს, ლ---- ლ-------–---–ს, კ------- რ------ესა და ვ---- ქ-–----ს შორის დაიდო გარიგება, რომლის თანახმადაც მხარეები შეთანხმდნენ მასზედ, რომ სს ,,კ---- ს----------- ბ---ში’’ #KS---------.0------ და #KS---------.0------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე კ------- რ------ის სახელზე არსებული სესხი 348 331 000.00 აშშ დოლარი გადანაწილდებოდა შემდეგნაირად: მ----- ნ-–------ე 123 170 აშშ დოლარი, აქედან ყოველთვიური გადასახდელი 1 970 აშშ დოლარი; ვ---- ქ-–---- 30 562 აშშ დოლარი, აქედან ყოველთვიური გადასახდელი 492 აშშ დოლარი; ლ---- ლ-------–---–ი 97 300 აშშ დოლარი, აქედან ყოველთვიური გადასახდელი 1 390 აშშ დოლარი; კ------- რ------ე 97 299 აშშ დოლარი, აქედან ყოველთვიური გადასახდელი 1 390 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შეთანხმება (ტომი 1, ს.ფ.22);

 

3.1.6. 2017 წლის 04 იანვარს, სს ,,ტ----ბ---ი’’-სა და მეორე მხრივ, მ-----------ე ს---------სა და მ----- ნ-–------ეს შორის დაიდო საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება N21.0------.0--, რომლის თანახმად, მოპასუხეებზე 60 თვის ვადით გაიცა კრედიტი 60 000 აშშ დოლარის ოდენობით, წლიური 11.5%-იანი საპროცენტო განაკვეთით.

 

ხელშეკრულების 3.13. პუნქტის თანახმად, კრედიტის მიზნობრიობაა - კ------- რ------ის ხელშეკრულების - #KS---------.0------ საბ---ო კრედიტის დაფარვა.

 

ამ ხელშეკრულების დადების შემდეგ გაუქმდა მოპასუხე მ-----------ე ს---------სა და სს ,,ტ----ბ---ს’’ (ყოფილი სს ,,კ---- ს----------- ბ---ი’’) შორის 2015 წლის 24 ნოემბერს დადებული თავდებობის ხელშეკრულება და მ-----------ე ს--------- გათავისუფლდა კ------- რ------ის სესხზე თავდების ვალდებულებებისაგან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ.272-277);

- ცნობა (ტომი 1, ს.ფ. 242);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- სს „ტ----ბ---ი“-ს წარმომადგენლის ახსნა-განმარტება.

 

3.1.7. 2015 წლის 6 აგვისტოს სს ,,კ---- ს----------- ბ---ს’’ და კ------- რ------ეს შორის დადებული საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან #KS---------.0---0-- გამომდინარე ვალდებულება თანხის გადახდის თაობაზე სრულადაა შესრულებული კრედიტორის მიმართ;

 

2014 წლის 24 ნოემბერს სს ,,კ---- ს----------- ბ---ს’’ და კ------- რ------ეს შორის გაფორმებული საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან #KS---------.0------ გამომდინარე მოსარჩელეს ერიცხება დავალიანება კრედიტორის მიმართ ძირი თანხის - 20 687.04 აშშ დოლარის, პროცენტის - 3 606.74 აშშ დოლარის და ჯარიმის - 5 774.48 აშშ დოლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გადახდების ისტორია (ტომი 1, ს.ფ. 177-181).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. 2015 წლის 02 სექტემბერის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მ----- ნ-–------ესა და მ-----------ე ს---------ს, კ------- რ------ის სასარგებლოდ გადახდილი აქვთ 89 290 აშშ დოლარი, რაშიც ასევე შედის 2017 წლის 4 იანვრის ხელშეკრულებით კ------- რ------ის სესხიდან ცალკე გამოყოფილი 60 000 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სხდომის ოქმები);

- გადახდების ისტორია (ს.ფ.38-83; ტ.1);

- გადახდების ისტორია (ტომი 1, ს.ფ. 177-181);

- კ------- რ------ის დაკითხვის ოქმი (ს.ფ.232 – 236, ტ.1).

 

3.2.2. 2017 წლის 04 იანვრის შემდგომ - #KS---------.0------ საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან 60 000 აშშ დოლარის ოდენობით კრედიტის ცალკე გამოყოფის შემდეგ - მ----- ნ-–------ესა და მ-----------ე ს---------ს 2015 წლის 02 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის სასარგებლოდ თანხის გადახდა აღარ განუხორციელებიათ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- გადახდების ისტორია (ს.ფ.38-83; ტ.1);

- გადახდების ისტორია (ტომი 1, ს.ფ. 177-181);

 

3.2.3. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მ----- ნ-–------ესა და მ-----------ე ს---------ს არ გააჩნიათ შესასრულებელი ვალდებულებები კ------- რ------ის მიმართ 2015 წლის 02 სექტემბერის ხელშეკრულებიდან გამომდინარე.

 

აღნიშნულ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებაში, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შემდეგზე:

 

1) მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ 2015 წლის 02 სექტემბრის შეთანხმებაში მითითებული სესხის #KS---------.0------ (მოცულობით 30 000 აშშ დოლარი) დაფარვაში მონაწილეობის ვალდებულება მოცემულ საქმეში მოპასუხეებად დასახელებულ პირებზე არ ვრცელდება. აღნიშნული დასტურდება, როგორც კ------- რაზამიძის დაკითხვის ოქმიდან ასევე სასამართლოში მისი ახსნა-განმარტებიდანაც.

2) კ------- რ------ის თანხმობითა და ბ---თან მიღწეული შეთანხმების შედეგად გაუქმდა #KS---------.0------ საბ---ო კრედიტის უზრუნველსაყოფად მ-----------ე ს---------სთან დადებული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც თავდებობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა შეადგენდა 307 773,39 აშშ დოლარს. ამასთან, არ არის სადავო, რომ 2017 წლის 04 იანვარს, სს ,,ტ----ბ---ი’’-სა და მეორე მხრივ, მ-----------ე ს---------სა და მ----- ნ-–------ეს შორის დადებული საბანო კრედიტის ხელშეკრულებით მოპასუხეებს კ------- რ------ის საბ---ო კრედიტიდან - #KS---------.0---00 დამოუკიდებლად გადასახდელად გამოეყოთ 60 000 აშშ დოლარი.

საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე ჩაბმული მესამე პირის სს „ტ----ბ---ი“-ის წარმომადგენლის განმარტებით, მ-----------ე ს---------ს მიერ ნაკისრი თავდებობის გაუქმებასა და მ----- ნ-–------ისა და მ-----------ე ს---------ს სახელზე კ------- რ------ის სესხიდან ცალკე 60 000 აშშ დოლარის კრედიტად გამოყოფას, წინ უძღვოდა თავად კ------- რ------ის თანხმობა.

 

მოსარჩელის ამგვარ გადაწყვეტილებას სასამართლო აფასებს, როგორც ახალ შეთანხმებას მხარეებს შორის, რომლითაც ხელახლა განისაზღვრა მათ შორის არსებულ ვალდებულებათა მოცულობა. შესაბამისად, მ----- ნ-–------ისა და მ-----------ე ს---------ს ვალდებულებამ კ------- რ------ის მიმართ 2017 წლის 04 იანვრისათვის შეადგინა 60 000 აშშ დოლარი, რომლის შესრულებაც მოპასუხეებმა იკისრეს სს „ტ----ბ---ის“-ს მიმართ კ------- რ------ის სესხის ამავე ოდენობის თავის თავზე აღებითა და შესაბამისად, კ. რ------ის დავალიანების შემცირების გზით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ფაქტობრივი გარემოების მტკიცება სასამართლოში, შესაძლებელია მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

 

თუმცა, მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება, მოწინააღმდეგე მხარის მიერ მისი უარყოფის პირობებში საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დასადგენად საკმარის მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება, რადგან, მითითებული კოდექსის მე-4, მ--- მუხლებით დამკვიდრებული მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების გათვალისწინებით, მოწინააღმდეგე მხარეთა ურთიერთსაწინააღმდეგო ახსნა-განმარტებანი ერთმანეთს აქარწყლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 134-ე მუხლის მიხედვით, კი წერილობით მტკიცებულებებს წარმოადგენს აქტები, საბუთები, საქმიანი და პირადი ხასიათის წერილები, რომლებიც შეიცავს ცნობებს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებათა შესახებ.

 

მოცემულ დავაში მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო სათანადო და სარწმუნო მტკიცებულებებით იმ ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება, რომლებზეც ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნებს. კერძოდ, მის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა მოთხოვნილი თანხის წარმომავლობას და ოდენობის მართებულობას. მოსარჩელე აპელირებდა მხარეთა შორის არსებულ ზეპირ შეთანხმებაზე, რომლის თანახმად, კ------- რ------ის მიერ 150 000 აშშ დოლარზე მეტი ინვესტიციების გაღების შემთხვევაში, გაწეული ხარჯები ერთობლივ საქმიანობაში მონაწილე პირებს შორის უნდა გადანაწილებულიყო გარკვეული პროპორციით, თუმცა მის მიერ არ იქნა წარმოდგენილი იმის დამადასტურებელი მტკიცებულებებიც კი, რომ ნამდვილად გაწეულია 150 000 აშშ დოლარის ოდენობით ხარჯი. საგულისხმოა ისიც, რომ მხარეთა ამგვარი შეთანხმება არც 2014 წლის 25 ივნისის ხელშეკრულებიდან არ გამომდინარებს, რომელსაც სასამართლო მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის ძირითად საფუძვლად განიხილავს. მოპასუხეთა მხრიდან კი ამ გარემოების უარყოფის პირობებში მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტება ვერ იქნება განხილული სათანადო და დამაჯერებელ არგუმენტად მისი პოზიციის გასამყარებლად.

 

გარდა ამისა, საქმის განხილვის შედეგად (იხ. შეკითხვების ეტაპი) დადგენილია, რომ სასარჩელო მოთხოვნაში მოქცეულია ისეთი თანხებიც, რომლებიც არ გამომდინარეობს 2015 წლის 02 სექტემბრის შეთანხმებიდან და სასამართლოსათვის ბუნდოვანია მათი წარმოშობის, როგორც ფაქტობრივი ასევე სამართლებრივი საფუძველი.

 

სასამართლო ასევე მიზანშეწონილად მიიჩნევს შეაფასოს მ----- ნ-–------ისა და მ-----------ე ს---------ს სამართლებრივი პოზიციები სადავო საკითხებთან მიმართებაში. მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლო თვლის, რომ დასახელებულ პირებს არ გააჩნიათ შესასრულებელი ვალდებულებები მოსარჩელის მიმართ, სასამართლო ვერ გაიზიარებს მათ პოზიციას იმასთან დაკავშირებით რომ 2015 წლის ხელშეკრულება დაიდო იძულების ან მუქარის შედეგად. საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება ანდა მხარეთა პოზიციები არ იძლევა მსგავსი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას. პირიქით, მოპასუხეთა ქმედებები - პერიოდულად კ------- რ------ის სასარგებლოდ თანხის გადახდა და 2017 წლის 04 იანვრის ხელშეკრულება, მიუთითებს მხარეთა მზაობაზე ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიმართ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- მესამე პირის ახრნა-განმარტება;

- 2017 წლი ს04 იანვრის ხელშეკრულება.

 

3.2.4. 2015 წლის 02 სექტემბერის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვ---- ქ-–----ს არც ერთი გადახდა არ შეუსრულებია კ------- რ------ის სასარგებლოდ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა წერილობითი და ზეპირი განმარტებები;

- კ------- რ------ის დაკითხვის ოქმი (ს.ფ.232 – 236, ტ.1).

 

3.2.5. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2015 წლის 02 სექტემბრის ხელშეკრულება არ ასახავს და არ შეესაბამება ვ---- ქ-–----ს ნამდვილ ნებას მსგავსი შინაარსის ხელშეკრულების დადების ანდა ვალდებულების თავის თავზე აღების თვალსაზრისით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ზეპირი და წერილობითი ახსნა-განმარტებები;

- კ------- რ------ის დაკითხვის ოქმი (ს.ფ.232 – 236, ტ.1).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს თანხის დაკისრების თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 930-ე, 931-ე, 938-ე, 50-ე, 52-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. "ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ", #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30) (იხ. სუსგ, საქმე N182-182-2018). შესაბამისად, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს წინამდებარე გადაწყვეტილებაში იმსჯელოს განსახილველი დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვან არსებითად გამოკვეთილ საფუძვლებზე.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი [მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა]. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ №ას-53-49-2017, 07 აპრილი 2017 წელი).

 

შესაბამისად, განსახილველი სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე სასამართლოს ამოცანაა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე დაადგინოს რამდენად არსებობს მოპასუხეთათვის მოსარჩელის სასარგებლოდ თანხის დაკისრების საფუძველი. ამასთან, დავის სამართლებრივ შეფასებას სასამართლო დამოუკიდებლად ახდენს. ამ დროს იგი არ არის შებოჭილი მხარეთა მოსაზრებებით, შესაბამისად, დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებით. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა სასამართლოს პრეროგატივაა, რადგანაც ასეთი შეფასების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა მოსარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის ან ნორმების ზუსტი განსაზღვრა და, აქედან გამომდინარე, მოთხოვნის წინაპირობების შესრულების დადგენა.

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო თვლის, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია 2014 წლის 25 ივნისის ხელშეკრულება ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) შესახებ, რომლის ფარგლებშიც დადებულია 2015 წლის 02 სექტემბრის შეთანხმებაც, საიდანაც გამომდინარეობს კიდევაც სასარჩელო მოთხოვნები. თავის მხრივ, სასარჩელო მოთხოვნები ემყარება ამხანაგობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერთიანი მიზნის მისაღწევად გარკვეული, მათ შორის, ფინანსური ვალდებულებების, წარმოშობას და ამხანაგობის წევრთა შორის გადანაწილებას.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლის თანახმად, ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებით ორი ან რამდენიმე პირი კისრულობს ერთობლივად იმოქმედოს საერთო სამურნეო და სხვა მიზნების მისაღწევად ხელშეკრულები განსაზღვრული საშუალებებით, იურიდიული პირის შეუქმნელად. ამავე კოდექსის 931-ე მუხლის თანახმად, ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულება შეიძლება დიდოს წერილობით ან ზეპირად.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების თავისებურებას წარმოადგენს მხარეთა სურვილი, საკუთარი ქონების, გამოცდილებისა თუ პროფესიული უნარ-ჩვევების გაერთიანებით, ერთობლივად იმოქმედოენ გარკვეული მიზნების მისაღწევად, ამასთან, ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების აუცილებელი წინაპირობაა, რომ ამხანაგობა ყალიბდება იურიდიული პირის შეუქმნელად. საერთო მიზნის არსებობა გარიგების მთავარ წინაპირობას წარმოადგენს, ამიტომ ამხანაგობის თითოეული წევრი მონაწილეობს, როგორც გარიგების დამოუკიდებელი მხარე და იმის გათვალისწინებით, რომ ამხანაგობა არ იძენს იურიდიული პირის სტატუსს, სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობების დამყარებისას წარმოშობილ ვალდებულებებზე პასუხისმგებლობა ეკისრება ამხანაგობის თითოეულ წევრს.

 

შესაბამიდად, ამხანაგობის ხელშეკრულება წარმოადგენს ორი ან მეტი პირის შეთანხმებას, რომლის მონაწილეები ისახავენ ერთიან (საერთო) მიზანს; ასრულებენ მოქმედებებს, რომლებიც სავალდებულოა მის მისაღწევად; შენატანების საფუძველზე ქმნიან ქონებას, რაც მათი საერთო წილობრივი საკუთრებაა; ერთობლივად კისრულობენ საერთო საქმიდან წარმოშობილი ზიანისა და ხარჯების განაწილებას; ინაწილებენ მიღებულ შედეგებს. ამხანაგობის ხელშეკრულება წარმოადგენს მისი წევრების ნებაყოფლობით გაერთიანებას ხელშეკრულების საფუძველზე. ამხანაგობის მონაწილეებს გააჩნიათ ერთიანი მიზანი, რისთვისაც ისინი ახორციელებენ ერთობლივ საქმიანობას, რომლის პროცესში მათ გააჩნიათ ურთიერთშეთანხმებით განაწილებული (შიდა სახელშეკრულებო) უფლებები და მოვალეობები, რომელთა შესრულების შედეგად, ანუ მონაწილეთა მიერ წარმოებული საქმიანობის სანაცვლოდ ხდება დასახული მიზნის მიღწევა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 938-ე მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულება პირდაპირ არ განსაზღვრავს ერთობლივი საქმიანობის ვადას, ყოველ მონაწილეს ნებისმიერ დროს შეუძლია უარი თქვას ერთობლივ საქმიანობაში მონაწილეობაზე. ხელშეკრულებიდან გასვლა დაუშვებელია ისეთ დროს ან ისეთ გარემოებაში, რომელიც საზიანო იქნება ერთობლივი საქმიანობისათვის. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი მხედველობაში მიიღება გასვლის დროისათვის შეუსრულებელი გარიგებები. თუ გასვლის მომენტისათვის საერთო ქონება ვეღარ ფარავს საერთო ვალებს, გამსვლელი ვალდებულია დანარჩენ მონაწილეებს გადაუხადოს თავისი წილის შესაბამისი თანხა. გამსვლელის ვალდებულება გასვლის მომენტში არსებული კრედიტორების წინაშე უცვლელია.

 

სასამართლო მოპასუხე მ-----------ე ს---------ს და მ----- ნ-–------ის მიერ განხორცილებულ ქმედებას - საბ---ო კრედიტის ხელშეკრულების დადებას, რომლის მიზნობრიობაც იყო სწორედ ამხანაგობის ხელშეკრულების ფარგლებში ამხანაგობის ერთ-ერთი წევრის - კ------- რ------ის მიერ აღებული ვალდებულების შესრულება, მიიჩნევს მათ ცალსახად გამოხატულ ნებად ამხანაგობიდან გასვლის თაობაზე. შესაბამისად, მოპასუხეებმა ხელშეკრულებიდან გასვლის მომენტში აღიარეს კრედიტორის - კ------- რ------ის მიმართ არსებული ვალდებულების მოცულობა და განახორციელეს შესაბამისი ქმედება სესხის გადაფარვით ამ ვალდებულების შესასრულებლად.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ თავად მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 04 იანვრის შემდეგ მოპასუხეებს მ----- ნ-–------ეს და მ-----------ე ს---------ს არც ერთხელ აღარ განუხორციელებიათ მის სასარგებლოდ თანხის გადახდა. ამასთან, სასამართლო სხდომაზე მოწვეული დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მესამე პირის სს ,,კ---- ს----------- ბ---ის’’ წარმომადგენლის განმარტებით, მისთვის ცნობილია, რომ საბ---ო დაწესებულების მიერ მ-----------ე ს---------ს თავდებობისგან გათავისუფლება გამოწვეულია მხარეთა შეთანხმებით (იხ. 2018 წლის 02 ივლისის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეთა მიერ სადავო შეთანხმების შემდეგ 2017 წლის 04 იანვარს დადებული ხელშეკრულებით, ასევე მოპასუხე მ-----------ე ს---------ს თავდებობისგან გათავისუფლებით, გამოხატულია ცალსახა და არაორაზროვანი ნება დასახელებულ მოპასუხეთა მხრიდან ამხანაგობის ურთიერთობიდან გასვლის თაობაზე, შესაბამისად, მათ მიერ კრედიტის სახით ერთადერთი მიზნობრიობით აღებული თანხა 60 000 აშშ დოლარი გამოხატავს სწორედ იმ ვალდებულების მოცულობას, რომელიც მათ ჰქონდათ არსებული ურთიერთობიდან გამომდინარე მოსარჩელისთვის შესასრულებელი და მათ აღნიშნული შეასრულეს.

 

შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე მოპასუხეებმა მ----- ნ-–------ემ და მ-----------ე ს---------მ შეასრულეს მოსარჩელის წინაშე ვალდებულება, შესაბამისად, სარჩელი მოპასუხეების მ----- ნ-–------ის და მ-----------ე ს---------ს, როგორც სოლიდარული მოვალეების მიმართ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტვითი აზრიდან. შესაბამისად, აღნიშნული ნორმა ადგენს სადავოობისას დავის გადასაწყვეტად ნების გამოვლენის გონივრული განსჯის ს-----------ს. ამასთან, განმარტების მიზანი არ არის არა ნების გამოვლენისათვის ახალი მნიშვნელობის მინიჭება, არამედ გარიგების მონაწილეთა ნების დადგენა.

 

ნების გამოხატვის ნამდვილობის დადგენა ემსახურება ნების გამოხატვის თავისუფლების პრინციპის რეალიზაციას, რაც გულისხმობს, რომ კონკრეტული ქმედება, არჩევანი, გადაწყვეტილება უნდა წარმოადგენდეს პირის ნამდვილ ნებას, იგი არ უნდა იყოს პროვოცირებული ძალადობის, იძულების, მუქარის, შანტაჟის, დაპირების და სხვა, სხვა პირის არაკეთილსინდისიერი ზემოქმედებით ჩამოყალიბებული ან განპირობებული (იხ. სუსგ. საქმე ბს-463-451 (კ-13, 18 თებერვალი, 2014წ.).

 

საქმეში წარმოდგენილი მასალების, მხარეთა ახსნა განმარტებების ერთობლიობაში შეფასების და მათი გონივრული ანალიზის შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ მართალია, მოპასუხე ვ---- ქ-–---- სადავო შეთანხმებაზე ერთ-ერთი ხელმომწერი პირია, მაგრამ მის მიერ შეთანხმებაზე ხელმოწერა არ უნდა შეფასდეს როგორც მისი გამოხატული ნამდვილი, სამართლებრივად ვარგისი ნება მიმართული სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისკენ. ცხადია, სასამართლო ზოგადად იზიარებს ხელშეკრულებაზე ხელმოწერის მნიშვნელობას სამოქალაქო სამართლებრივი უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობის ჭრილში, თუმცა განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მოსაზრებით, სახეზეა ვითარება როცა მხარეთა შორის სამართლებრივად მეტ-ნაკლებად განგრძობადი ურთიერთობის არსებობის ფონზე მოპასუხე ვ---- ქ-–----ს ნება გამოხატულია მხოლოდ ერთჯერადად, სადავო შეთანხმების აქტზე ხელმოწერით და მისი შემდგომი ქმედებებიდან არ იკვეთება სამართლებრივ ურთიერთობაში ყოფნის ნება.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებული შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით მოპასუხე ვ---- ქ-–----ს მიერ არც ერთხელ არ განხორციელებულა თანხის გადახდა. თავად მოსარჩელისვე განმარტებით მოპასუხე ვ---- ქ-–---- ყოველთვის მკვეთრად გამოხატავდა უკმაყოფილებას შეთანხმებიდან გამომდინარე ნაკისრი ვალდებულების შესრულების თაობაზე, რაც ერთხელ გამოიხატა კიდევაც საბ---ო დაწესებულებაში ხელშეკრულების დახევაში. ამასთან, მოსარჩელის განმარტებით მოპასუხე ვ---- ქ-–----სთან ურთიერთობას აწარმოებდა მოპასუხე მ-----------ე ს--------- და უშუალოდ მან დაითანხმა მოპასუხე ვ---- ქ-–---- ხელშეკრულების ხელმოწერაზე (იხ. 2018 წლის 18 ივლისის სხდომის ოქმი, 16:25:01-16:30:41). თავად მოპასუხე მ-----------ე ს---------ც აღნიშნავს, რომ ვ---- ქ-–----ს არ სურდა ხელშეკრულების დადება და იგი არასდროს ეთანხმებოდა ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობას. თავად მოპასუხის განმარტებით კი ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა განპირობებული იყო მხარეთა არაერთგზისი მითითებით საერთო საქმიდან გამომდინარე ვ---- ქ-–----ს ხელმოწერის სავალდებულოობაზე.

 

ვ---- ქ-–----ს მიმართ წარდგენილი სასარჩელო მოთხოვნის შეფასების ფარგლებში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო სამართალურთიერთობის მონაწილე ყველა პირისათვის, მათ შორის, კ------- რ------ისათვის, თავიდანვე ცნობილი იყო ვ---- ქ-–----ს გამოკვეთილი პროტესტი 2015 წლის 02 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულად ვალდებულებებთან მიმართებაში, თუმცა რატომღაც ეს საკითხი ურთიერთობის მთელი პერიოდი განმავლობაში იგნორირებული იქნა. მეტიც, დავაში მონაწილე არც ერთი პირი არ უარყოფს იმ გარემოებას, რომ 2015 წლის 02 სექტემბრის ხელშეკრულების ხელმოწერიდან მალევე ვ---- ქ-–----მ კატეგორიული უარი განაცხადა ამ შეთანხმების შესრულებაზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის მეორე წინადადების მიზნებიდან გამომდინარე, ვ---- ქ-–----ს ამ ქმედებას სასამართლო გარიგების შეცილების ტოლფას ქმედებად მიიჩნევს, რაც მოსარჩელისათვის თავიდანვე ცნობილი იყო.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე იმ გარემოებაზეც, რომ მოპასუხის მითითებით მის მიერ სადავო შეთანხმებაზე ხელმოწერა არ გულისხმობდა მისი შინაარსის აღქმას, ვინაიდან, მას სათანადოდ არ ესმის ქართული ენა. მართალია, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას დაადგინოს მოპასუხის მიერ ქართული ენის ცოდნის დონე, თუმცა ცხადია, რომ საქმის განხილვაში იგი თარჯიმნის დახმარებით იღებდა მონაწილეობას. ასევე მისი ჩამოყალიბებული ერთდროულად ქართულ-რუსული საუბრის მანერა, დამატებითი გონივრული ეჭვის საფუძველს ბადებს იმის თაობაზე, რომ შეთანხმების წაკითხვითაც კი მას ბოლომდე შეიძლებოდა ვერ აღექვა მისი შინაარსი. სასამართლო აღნიშნული მსჯელობით არ ადგენს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოპასუხეს არ შეეძლო გარიგების შინაარსის გაგება, თუმცა მიაჩნია, რომ მის მიერ მხოლოდ სადავო შეთანხმებაზე ხელმოწერა არ გამოხატავს სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისკენ მიდრეკილ რეალურ ნებას.

 

ამასთანავე, სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნულ მსჯელობაში არ მოიაზრება ის, რომ თუ მხარე არ შეასრულებს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას ეს მისი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძვლად უნდა მივიჩნიოთ. განსახილველ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, ისევე როგორც მხარეთა ახსნა-განმარტებების ერთობლიობაში შეფასებით არ დასტურდება მოპასუხე ვ---- ქ-–----ს სურვილი - ნება მხარეებთან სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რაც გამორიცხავს მისთვის აღნიშნული შეთანხმებიდან გამომდინარე სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ასევე არ არსებობს მოპასუხე ვ---- ქ-–----ს მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის, პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 3 000 ლარი, რომელიც უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, რადგან სარჩელი არ იქნა დაკმაყოფილებული.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც თბ--–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 06 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველია.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. კ------- რ------ის სარჩელი მოპასუხეების მ-----------ე ს---------ს, მ----- ნ-–------ის და ვ---- ქ-–----ს მიმართ არ დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს თბ--–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 06 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც: აეკრძალა მოპასუხე მ----- ნ-–------ის საკუთრებაში არსებულ უძრავი ნივთის, მდებარე: თბ--–--ი, გ-–-----ს მასივი მ--- მ/რ, კ----პ. N-, ს/კ:0---------------------- გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა; აეკრძალა მ----- ნ-–------ის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის წილის, მდებარე: თბ--–--ი, მეტრო-სადგურ "ა-------–-"-დან მ------ში მიმავალი გზის მარჯვენა მხარეს ს/კ:0--------------- გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა; აეკრძალა ვ---- ქ-–----ს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის, მდებარე: თბ--–--ი, ქუჩა ვ-–-–------, N5---, ს/კ:0---------------------- გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;

 

3. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 3 000 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის საარგებლოდ გადახდიალდ;

 

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ლაკერბაია