გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №160210118002441980
№2/485-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
09.08.2018 წელი ქ. ბოლნისი
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე პაატა ფხალაძე
სხდომის მდივანი თამთა ჩულუხიძე
მოსარჩელე - სს-------------ი”
წარმომადგენელი - გვ--–---------–---–ი, ნი------------ა
მოპასუხეები - სლ-------–---–ი, რა------–-------–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. სლ-------–---–სა და რევაზ ლაზარეშვილს ს---------------“ სასარგებლოდ სოლიდარულად (თავდებს მის მიერ ნაკისრი პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობის 6762.48 ლარის ფარგლებში) დაეკისროთ: 2015 წლის 18 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა - 4645.53 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 3084.10 ლარი, პროცენტი - 272.35 ლარი და ჯარიმა - 1289.08 ლარი.
1.2. მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2----–-–------------–-----) 2015 წლის 18 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 3084.10 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 14 % სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 35.98 ლარს.
1.3. მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2----–-–------------–-----) 2015 წლის 18 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისათვის ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.5%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 15.42 ლარს, მაგრამ არაუმეტეს - 1500 ლარისა.
სარჩელის საფუძვლები
ს----------------------------- და სლ-------–---–ს შორის 2015 წლის 18 დეკემბერს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი - 5500 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 14%-ით, კრედიტის ვადა - 2018 წლის 17 დეკემბრამდე, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო - ფიქსირებული - 10 ლარის ოდენობით და გადასახდელი ვადაგადაცილებული თანხის 0.5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. აღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად ს----------------------------- და რე------–-------–---–ს შორის 2015 წლის 18 დეკემბერს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც თავდებმა - რე------–-------–---–მა სოლიდარულად იკისრა პასუხისმგებლობა სლ-------–---–ის მიერ 2015 წლის 18 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შესრულებაზე. თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა - 6762.48 ლარი, მასზე დარიცხული პროცენტი წლიური 18%-ის ოდენობით და ყველა შესაძლო პირგასამტეხლოს ფარგლებში. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება დაირღვა. 2017 წლის 06 ოქტომბრის შემდგომ მოპასუხეების მიერ არ მომხდარა გადახდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. 2018 წლის 16 აპრილის მდგომარეობით მოპასუხეებს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხებათ დავალიანება - 4645.53 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 3084.10 ლარი, პროცენტი - 272.35 ლარი და ჯარიმა - 1289.08 ლარი. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით განსაზღვრული იქნა საპროცენტო სარგებელი კრედიტით სარგებლობისთვის წლიური 18%-ის ოდენობით. ნებისმიერ მსესხებელთან საბანკო კრედიტის ხელშეკრულების გაფორმება ხდება იმ მოლოდინით, რომ ბანკი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოგებას მიიღებს. ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად ზიანის მომტანია მხარისათვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. განსახილველ შემთხვევაში კი ბანკი ვერც მის მიერ გაცემულ ფულად სახსრებს იბრუნებს შემდგომში მისი დაკრედიტებისთვის და ვერც სარგებელს ვეღარ იღებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს პრეზუმფცია, რომ მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა სარგებელს. რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მოვალისთვის მიუღებელი შემოსავლის დაკისრება. 2008 წლის 26 ივნისს განხორციელდა ს----------------------------- სახელის ცვლილება და ახალი სახელწოდებაა ს----------------
2.მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეები სასამართლოში წარმოდგენილი შესაგებლით ნაწილობრივ დაეთანხმნენ სასარჩელო მოთხოვნას და განმარტეს, რომ ეთანხმებიან სასარჩელო მოთხოვნას სესხის ძირი თანხისა და საპროცენტო სარგებლის დაკისრების ნაწილში, რომელიც ერთობლიობაში შეადგენს 3084.10+272.35 ლარს. ხოლო რაც შეეხება პირგასამტხელოს, მათი მოსაზრებით არის შეუსაბამოდ მაღალი, კერძოდ, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5% არის შეუსაბამოდ მაღალი და წარმოადგენს კაბალურ გარემოებას.
მოპასუხე სლ-------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ დღეის მდგომარეობით არანაირი შემოსავალი არ გააჩნია, სესხის აღების პერიოდისათვის იყო დასაქმებული და გააჩნდა ყოველთვიური შემოსავალი, თუმცა ერთი წლის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაუზიანდა ჯანმრთელობა, ისე, რომ ვეღარ შეძლო მუშაობა და დღემდე არის უმუშევარი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. არ არიდებს ვალდებულების შესრულებას თავს, მზად არის გადაიხადოს ძირი თანხა პროცენტთან ერთად ეტაპობრივად. ამასთან, არის სოციალურად დაუცველი. აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებას, კერძოდ სესხის ძირი თანხის და საპროცენტო სარგებლის ნაწილში.
3.ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ს----------------------------- და სლ-------–---–ს შორის 2015 წლის 18 დეკემბერს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი - 5500 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 14%-ით, კრედიტის ვადა - 2018 წლის 17 დეკემბრამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო - ფიქსირებული - 10 ლარის ოდენობით და გადასახდელი ვადაგადაცილებული თანხის 0.5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- სესხის ხელშეკრულება # 3.0316359.001 (ს.ფ. 20-25)
- გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 26-27);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (ბოლნისის რაიონული სასამართლო 2018 წლის 9 აგვისტოს სხდომის ოქმი).
3.1.2. ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად ს----------------------------- და რე------–-------–---–ს შორის 2015 წლის 18 დეკემბერს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც თავდებმა - რე------–-------–---–მა სოლიდარულად იკისრა პასუხისმგებლობა სლ-------–---–ის მიერ 2015 წლის 18 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შესრულებაზე. თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა - 6762.48 ლარით, მასზე დარიცხული პროცენტი წლიური 18%-ის ოდენობით და ყველა შესაძლო პირგასამტეხლოს ფარგლებში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- სოლიდარული თავდებობის შესახებ განცხადება (ს.ფ. 28)
- სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 29-33)
3.1.3. მხარეთა შორის დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულება დაირღვა და 2017 წლის 06 ოქტომბრის შემდგომ მოპასუხეების მიერ არ მომხდარა გადახდა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- გადახდების ისტორია (ს.ფ 34-35)
- ცნობა დავალიანების შესახებ ( ს.ფ. 36)
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი 09.08. 2018)
3.1.4. 2008 წლის 26 ივნისს განხორციელდა სს ,,კორ სტანდარტ ბანკის” სახელის ცვლილება და ახალი სახელწოდებაა ს----------------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 5-6)
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (ს.ფ. 39-40)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები სადავო არ არის.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის ფაქტობრივი გარემოებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, მტკიცებულებების გამოკვლევის და სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ ვალდებულების შესრულება, ხოლო მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 867-ე, 868-ე, 400-ე, 401-ე, 404-ე, 411-ე, 412-ე, 417–ე, 418-ე, 419-ე, 420–ე, 463–ე, 891-ე, 892-ე, 895-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლებების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ მიიჩნია თავისი უფლებები დარღვეულად და აღნიშნული უფლებების დაცვის მიზნით სარჩელით მომართა სასამართლოს.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილების უფლება, ევროპული კონვენციით გარანტირებული ზოგადი პრინციპია, რომელიც ინდივიდს თვითნებობისაგან იცავს; ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ მატერიალურ-სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილ ძირითად ასპექტებს (Ruiz Torija v. Spain). ამავე დროს, სასამართლო ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოცემულ შემთხვევაში, სადავო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია საბანკო კრედიტის და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის თანახმად,მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი.
მხარეებს შორის სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა ს----------------------------- და სლ-------–---–ს შორის 2015 წლის 18 დეკემბერს დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, რომლის საფუძველზე მოპასუხემ სესხად მიიღო 5500 ლარი, 2018 წლის 17 დეკემბრამდე. სესხის სარგებელი განისაზღვრა წლიური 14%-ით. ხელშეკრულებით ასევე განსაზღვრულია პირგასამტეხლო მსესხებლის მიერ სესხის დაბრუნების ვადის დარღვევისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
დადგენილია, რომ ბანკის მიმართ ნაკისრი ვალდებულება დადგენილ ვადაში შესრულებული არ არის, ვალდებულება შესრულდა ნაწილობრივ. 2017 წლის 6 ოქტომბრის შემდეგ მოპასუხეებს კრედიტის თანხა არ გადაუხდიათ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლის ”ა” პუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება. ამავე კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.
საერთო წესის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს, რადაც არ უნდა დაუჯდეს ეს ვალდებულ პირს. თუ მოვალეს ვალდებულების შესრულება გაურთულდა ან მან დაკარგა ხელშეკრულების შესრულების ინტერესი, ეს მას არ ათავისუფლებს ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოვალეობისაგან. მან თავად იკისრა ვალდებულების შესრულება და თავადვე უნდა ატაროს მისი შეუსრულებლობის რისკი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №ას-888-834- 2012). აღნიშნული მსჯელობა გამომდინარეობს სამოქალაქო სამართალში დამკვიდრებული ძირითადი პრინციპიდან - ,,pacta sunt servanda" (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს).
სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეებისათვის სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის დავალიანების დაკისრების შესახებ, რადგან მოპასუხეებმა ცნეს სარჩელის ეს მოთხოვნები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით დადგენილი სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის თანახმად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამასთან, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. ამდენად, აღნიშნული ნორმის შესაბამისად საპროცესო კოდექსით მოპასუხეს მინიჭებული აქვს უფლება ცნოს სარჩელი.
განსახილველ საქმეში დავა გამომდინარეობს მხარეებს შორის არსებული საკრედიტო სახელშეკრულებო ურთიერთობიდან, შეეხება მხოლოდ მათ უფლებებს, რის გამოც მოპასუხე უფლებამოსილია ცნოს სადაო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით სარჩელის ცნობა წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს, რის გამოც სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება მოპასუხეების სლ-------–---–ის და რე------–-------–---–ისათვის სესხის ძირითადი თანხის 3084.10 ლარის და საპროცენტო სარგებლის 272.35 ლარის დაკისრების თაობაზე.
6.4. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.
მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლოს გადახდევინება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.
მოცემულ შემთხვევაში საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია გადახდის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში პირგასამტეხლო - ფიქსირებული - 10 ლარის ოდენობით და გადასახდელი ვადაგადაცილებული თანხის 0.5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებას, რომელიც შეადგენს 1289.08 ლარს.
დადგენილია, რომ მოპასუხეებმა დაარღვიეს სესხის დაფარვის გრაფიკი, რის გამოც ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო შეადგენს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ ოდენობას. ამასთან, მოპასუხეები ითხოვენ მისი გადახდისაგან გათავისუფლებას.
მოპასუხე მხარე პასუხისმგებელია ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. ამასთანავე მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს პირგასამტეხლოც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გაითვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამ ნორმით სასამართლოს მინიჭებული აქვს სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევის უფლება, რაც მხარეთა თანასწორუფლებიანობის დაცვას ემსახურება და მისი მიზანია სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის პრინციპის უზრუნველყოფა.
პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის. ამდენად, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. პირგასამტეხლოს თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება უნდა იყოს წერილობით ფორმით დადებული.
პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა, არაჯეროვანი შესრულება. იმის გამო, რომ პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მისი მიზანი უპირველესად არის ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენცია. პირგასამტეხლოს ძირითადი ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე გარკვეული „ზეწოლის“ საშუალებაა.
კანონი ითვალისწინებს სასამართლოს უფლებამოსილებას შეამციროს საქმის გარემოებებიდან გამომდინარე შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც ნიშნავს ვალდებულების დარღვევის გარემოებების შეფასების შედეგად ამ საკითხის გადაწყვეტას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამრთლოს ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის თანახმად, შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. კანონმდებელი არ ადგენს რა გარემოებების გამო შეიძლება ჩაითვალოს პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ თანხად. შესაბამისად, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველი კონკრეტული სადაო სამართალურთიერთობის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასმატეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასმატეხლო მაღალია იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ მიღებული კრედიტის ნაწილი დააბრუნა. ამასთან, ყოველდღიურად 15.42 ლარის პირგასამტეხლოს დარიცხვა მაღალი თანხაა თავად ხელშეკრულებით განსაზღვრულ სესხის ძირითად თანხასთან მიმართებაში. ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასმატეხლოა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის დავალიანების 0,5%.
ხელშეკრულებით ერთი ვადაგადაცილებული დღისათვის გათვალისწინებული საპროცენტო მაჩვენებლის მიხედვით თვეში დარიცხული პირგასამტეხლოს პროცენტი არაგონივრულად მაღალია იმის გათვალისწინებით, რომ სესხის სარგებელი წელიწადში 14%-ია.
ამდენად, მოთხოვნილი საპროცენტო მაჩვენებლით პირგასამტეხლოს მიღების შემთხვევაში მოსარჩელე მიიღებს სესხის 15%-ს თვეში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. (29.12.2016. N 239 ამოქმედდეს 2017 წლის 15 იანვრიდან) (ამ ნორმის მოქმედება არ გავრცელდეს მის ამოქმედებამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე). ამ ნორმის მიხედვით დასაშვებია პირგასამტეხლო აღემატებოდეს კრედიტორის მიერ განცდილ ზიანის თანხას, მაგრამ გასათვალისწინებელია ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის დებულება, რომლის მიხედვით სასამართლოს შეუძლია შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასმატეხლო არის სესხის დავალიანების თანხისნახევარზე მეტი, რის გამოც იგი მოვალის დასჯას, მისთვის სანქციის დაკისრებას ნიშნავს და არა კრედიტორისათვის შესაძლო ზიანის პრევენციას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ვალდებულების დარღვევის ხასიათის (ადგილი აქვს ვალდებულების ნაწილობრივ შესრულებას) გათვალისწინებით მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და განისაზღვროს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,1%-ის ოდენობით, რაც ერთ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს 3.08 ლარს, საერთო ჯამში კი 257.80 ლარს.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ყურადღება უნდა მიექცეს იმას, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო შემოსავლის მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს ,,წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს" (pure economic loss).
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს მიუღებელი შემოსავლის სახით მოპასუხეებისათვის სოლიდარულად თანხის დაკისრებას, კერძოდ დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან - 2----–-–------------–----- ვალდებულების სრულად შესრულებამდე გადასახდელ ძირ თანხაზე - 3084.10 ლარზე წლიური 14 %-ის ოდენობით, რაც ყოველთვიურად შეადგენს 35.98 ლარს.
კანონმდებელი დაზარალებულს (კრედიტორს) უფლებას აძლევს ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ იმ ანაცდენი სარგებლისათვის, რომელსაც დაზარალებული მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად. მთავარი წინაპირობა მოცემული მუხლის გამოყენებისათვის არის სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა, რასაც შედეგად მოჰყვა ზიანის დადგომა.
მიუღებელი შემოსავლის ასანაზღაურებლად აუცილებელია ზიანის ანაზღაურებისათვის კანონით დადგენილი პირობების ერთობლიობა. კერძოდ, უნდა დამტკიცდეს, რომ მოპასუხის ქმედება იყო არამართლზომიერი, ამ ქმედებამ გამოიწვია ზიანი, მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი, ასევე ის თუ რას შეადგენს ზიანის ოდენობა. მიუღებელი შემოსავლის ასანაზღაურებლად მოსარჩელემ უნდა მიუთითოს ისეთი გარემოებები, რომელიც ობიექტურად ქმნის მიუღებელი შემოსავლის საფუძველს.
მოცემულ შემთხვევაში საკითხი უკავშირდება ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობით დამდგარ ზიანს. ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობა კრედიტორს ყოველთვის აყენებს ზიანს და სხვაგვარი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანისაგან განსხვავებით, განსაკუთრებული მტკიცება არ სჭირდება არც ზიანის მიყენების ფაქტისა და არც მისი ოდენობის დადგენას ( იხ.სუსგ N ას -992-950-2013, 4 მარტი, 2014) .
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 408-ე, 411-ე, 412-ე მუხლების ამოსავალი დებულება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (lucrum cessans).
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე არის საბანკო დაწესებულება, რომელიც სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში გასცემს კრედიტს, შესაბამისი სარგებლით. ზიანის არსებობის ფაქტის დასადასტურებლად ის გარემოებაა მხედველობაში მისაღები, რომ 3084.10 ლარის დადგენილ ვადაში დაბრუნების შემთხვევაში, მოსარჩელე (კრედიტორი) ამ თანხის სხვაგვარად გამოყენებას შეძლებდა.
მიუღებელი შემოსავლის სახით (2----–-–------------–-----) სესხის ძირ თანხაზე - 3084.10 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 14%-ის მოპასუხეებისათვის დაკისრების შესახებ სასარჩელო მოთხოვნა გამართლებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.6. სასამართლოს მიაჩნია, რომ სლ-------–---–თან ერთად სოლიდარული პასუხისმგებლობა ვალდებულების შესრულებისათვის ეკისრება მოპასუხე რე------–-------–---–საც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463–ე მუხლი ადგენს, რომ თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464–ე მუხლის მიხედვით, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება. ამ ნორმების მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავმდები კისრულობს ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ამ ვალდებულების შესრულებას. თავდებობის შესახებ შეთანხმება იდება წერილობითი ფორმით.
ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
მოცემულ შემთხვევაში საბანკო კრედიტის უზრუნველსაყოფად რე------–-------–---–თან დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც მან იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე ზღვრული ოდენობის, კერძოდ, 6762.48 ლარის ფარგლებში.
ამდენად, მას ხელშეკრულებით ეკისრება სოლიდარული პასუხისმგებლობა მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისათვის, რაც გულისხმობს კრედიტორის უფლებას დავალიანების გადახდევინება მოითხოვოს როგორც მსესხებლისაგან, ისე თავდებებისაგან, რაიმე რიგითობის დაცვის გარეშე.
მოცემულ შემთხვევაში ძირითადმა მოვალემ სლ-------–---–მა დაარღვია სესხის დაფარვის ვადა, რაც მოპასუხეებისათვის თანხის სოლიდარულად დაკისრების საფუძვლიანია.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
მოპასუხეებმა სასარჩელო მოთხოვნა ცნეს ნაწილობრივ სასამართლოს მთავარ სხდომამდე, სესხის დარჩელინლი ძირი თანხის 3084.10 ლარის და დარჩენილი საპროცენტო სარგებლის 272.35 ლარის ნაწილში. შესაბამისად მოპასუხეები ამ ნაწილში სრულად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟისაგან.
სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მოსარჩელისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდა, მისთვის დაკისრებული იმ თანხის პროპორციულად, რაც მათ არ ცნეს. შესაბამისად, მოპასუხეების მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 91.60 ლარს და სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილ 50 ლარს. ამასთან, აღნიშნული თანხის სოლიდარულად გადახდა უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს, რადგან მოპასუხეების მიმართ აღძრულია საერთო მოთხოვნა და ამ ნაწილში სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება სოლიდარულია. მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნაწილი - 100.69 ლარი, ხოლო მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დანარჩენი ნაწილი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ საქმეზე გაწეული სხვა საპროცესო ხარჯები. მოსარჩელის მიერ გაწეულია სასამართლოსგარეშე ხარჯი 20 ლარის ოდენობით, ამდენად, კერძოდ, მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ აღნიშნული თანხის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 მაისის გაჩინებით გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. მოპასუხე რე------–-------–---–ს (პირადი №1----------) აეკრძალა უძრავი ქონების, მდებარე: რაიონი-ბოლნისი, სოფელი-რატევანი, საკადასტრო კოდი №80.09.62.1--, გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
მოცემულ შემთხვევაში, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა, ამდენად გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 247-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. სს-------------ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.1. მოპასუხეებს სლ-------–---–ს და რე------–-------–---–ს სს-------------ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 3614.25 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 3084.10 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 272.35 ლარი, ჯარიმა 257.80 ლარი.
1.2. მოპასუხეებს სლ-------–---–ს და რე------–-------–---–ს სს-------------ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2----–-–------------–-----) სესხის ძირ თანხაზე - 3084.10 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 14%-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 35.98 ლარს.
1.3. მოპასუხეებს სლ-------–---–ს და რე------–-------–---–ს სს-------------ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2----–-–------------–-----) ყოველდღიური პირგასამტეხლოს გადახდა 0.1%-ის ოდენობით, რაც ყოველდღიურად შეადგენს 3.08 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 1500 ლარისა.
1.4. თავდები რე------–-------–---–ის პასუხისმგებლობის ზღვრულ ოდენობად განისაზღვროს 6762.48 ლარი.
1.5. მოპასუხეებს სლ-------–---–ს და რე------–-------–---–ს სოლიდარულად დაეკისროთ სს-------------ისათვის“ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 91.60 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი 50 ლარის და სასამართლოსგარეშე ხარჯის 20 ლარის გადახდა;
1.6. სს,, ტერაბანკს“ დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 100.69 ლარი (რეკვიზიტები: გადახდის თარიღი: 26.04.2018, საგადახდო დავალება N 10, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 300093150, მიმღები ბანკი/ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22)
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე პაატა ფხალაძე