გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
820210018002331557 (2-120/18 )
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
20 ივლისი. 2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნუგზარ მგელაძე
სხდომის მდივანი რუსუდან სანიკიძე
მოსარჩელე - სს ,, თ----------ი'';
წარმომადგენელი- ნა-----–-–--–---–ი
მოპასუხე - სო-----------ძე
დავის საგანი: თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
სო-----------ძეს სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს:
1.1. 2017 წლის 19 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 658.24 ლარის გადახდა საიდანაც ძირი თანხაა- 458.37 ლარი და ჯარიმა 172.87 ლარი.
1.2. დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2018 წლის 31 იანვრიდან) 2017 წლის 19 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 485,37 ლარზე, აღსრულებამდე დასარიცხი პირგასამტეხლოს ყოველდღიური 0/5%-ის გადახდა (რაც ყოველდღიურად შეადგენს 2.42 ლარს) მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა.
1.3. 2014 წლის 18 სექტემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 1555.66 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 970.07 ლარი, პროცენტი 210 ლარი და ჯარიმა 375, 59 ლარი.
1.4. დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2018 წლის 31 იანვრიდან) 2014 წლის 18 სექტემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 970.07 ლარზე აღსრულებამდე წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 29.1 ლარს.
1.5. დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2018 წლის 31 იანვრიდან) 2014 წლის 18 სექტემბრის საკრედიტო ბარათით სარგებობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 970.07 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე დასარიცხი პირგასამტეხლოს, ყოველდღიური 0/5%ის გადახდა (რაც ყოველდღიურად შეადგენს 4.58 ლარს) მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა.
1.6. მოპასუხე სო-----------ძეს დაეკისროს სს ,,თ----------ის“ მიერ სახ.ბაჟის სახით გადახდილი 127.84 ლარისა და მოსარჩელის მიერ გაწეული საადვოკატო მომსახურების ხარჯის - სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით, დავის საგნის ღირებულების 4%-ის, კერძოდ, 170.46 ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
სს „თ----------სა“ და სო-----------ძეს შორის 2017 წლის 19 აპრილს სწრაფი განვადების ფარგლებში გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 582.45 ლარის ოდენობით. კრედიტის ვადად განისაზღვრა 371 დღე (12 გადახდა), კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 25 რიცხვში 50.04 ლარის გადახდით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სო-----------ძის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები 2017 წლის 25 ივლისს და აღარ მომხდარა გადახდა, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მოვალისთვის არსებული დავალიანების დაკისრება. 2018 წლის 21 იანვრის მდგომარეობით მოპასუხეს 2017 წლის 19 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 658.24 ლარის ოდენობით საიდანაც ძირი თანხაა 485.37 ლარი და ჯარიმა 172.87 ლარი.
ასევე სს „თ----------სა“ და სო-----------ძეს შორის 2014 წლის 18 სექტემბერს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი------------------00 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით, კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 36%ით კრედიტის სს „თ----------ის“ ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0,5% ყველა ვადაგადაცილებულ დღეზე. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხევაში) ოდენობით. დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი თვის 15 რიცხვი. ამასთან 2014 წლის 18 სექტემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშკულების 6.2 პუნქტის თანახმად, ეს ხელშეკრულება წარმოადგნს ამ ხელშეკრულების 6.6.2 ქვეპუნქტში დასახელებული ძირითადი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს, რაც ნიშნავს იმას რომ ამ ხელშეკრულებაზე სრულიად ვრცელდება ძირითადი ხელშეკრულების მოქმედება და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა სხვა პირობა მოცემულია ძირითად ხელშეკრულებაში. ხოლო ამავე ხელშეკრულების 6.6.2 პუქნტის თანახმად ეს ხელშეკრულება იმავდროულად წარმოადგენს კლიენტის განცხადებას საკრედიტო პროდუქტის მიღების შესახებ, რომლის ხელმოწერითაც კლიენტი ადასტურებს, რომ დეტალურად იცნობს ბანკის ინტერნეტ გვერდზე ------------- განთავსებული საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულების პირობებს და ეთანხმება მათ რითაც უერთდება ზემოთხსენებულ ხელშეკრულებას.
სო-----------ძის მიერ პერიოდულად ირღვეოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები და 2017 წლის აგვისტოს შემდეგ აღარ მომხდარა გადახდა, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მოვალისთვის არსებული დავალიანების დაკისრება. 2018 წლის 31 იანვრის მდგომარეობით მოპასუხეს 2014 წლის 18 სექტემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 1555.66 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 970.07 ლარი, პროცენტი 210 ლარი და ჯარიმა 375.59 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე სოფია ბერიძე წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებით სარჩელის მოთხოვნას ცნობს ნაწილობრივ, იგი ეთანხმება სარჩელით მოთხოვნილი ძირი თანხების გადახდას, რაც შეეხება სარგებელსა და პირგასამტეხლოს, მოპასუხის მიიჩნევს, რომ მოთხოვნა შეუსაბამოა არსებულ რეალობასთან მიმართებაში. მოსარჩელემ მისი სესხებით საკმაო სარგებელი ნახა, იგი სისტემატიურად იხდიდა საკრედიტო ბარათით გათვალისწინებულ თანხებს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ იფარებოდა მხოლოდ პროცენტი და ჯარიმები, ხოლო ძირი თანხა რჩებოდა უცვლელად. იგი თვლიდა, რომ 2014 წლის 18 სექტემბერს საკრედიტო ბარათით მიღებული თანხა დაფარულია, რადგან მას შემდგომ რამდენჯერმე აიღო თიბის ბანკისგან სესხი და თუ ექნებოდა დავალიანება ბანკი სესხს არ დაუმტკიცებდა. მოპასუხის განმარტებით, მას არ აურიდებია თავი ვალდებულებისათვის. ტრიბას წარმომადგენელი სთავაზობდა, რომ ერთიანად შეეტანა 1930 ლარ და გაუნულდებოდა სესხი. წინააღმდეგ შემთხვევაში ქონებას ყადაღა დაედებოდა. თვითონ თხოვდა რომ გადაენაწილებინათ რამდენიმე თვეზე თუმცა უარი მიიღო. ამბობდნენ, რომ ამაზე ბანკი არ იყო თანახმა. მისი დღეის მდგომარეობის გათვალისწინებით, როცა არ მუშაობს, არ აქვს საკუთარი შემოსავალი და თან არის მარტოხელა დედა, შეუძლებელი იყო ამხელა თანხა ერთად შეეტანა. სოფია ბერიძე ითხოვს დასახელებულ გარემოებათა გათვალისწინებას და არ დაეკისროს ასეთი გაზრდილი ჯარიმისა და პროცენტის თანხები.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2014 წლის 18 სექტემბერს სს „თ----------სა“ და სო-----------ძეს შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი------------------00 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით, კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 36%ით კრედიტის სს „თ----------ის“ ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0,5% ყველა ვადაგადაცილებულ დღეზე. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღდან მაქსიმუმ 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს ოდენობით. დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი თვის 15 რიცხვი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2014 წლის 18 სექტემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება
3.1.2. სს „თ----------სა“ და სო-----------ძეს შორის 2017 წლის 19 აპრილს სწრაფი განვადების ფარგლებში გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 582.45 ლარის ოდენობით. კრედიტის ვადად განისაზღვრა 371 დღე (12 გადახდა), კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 25 რიცხვში 50.04 ლარის გადახდით. ხელშკრულებით ასევე გათვალისწინბულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 19 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება
3.1.3. სო-----------ძის მიერ პერიოდულად ირღვეოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები და 2017 წლის აგვისტოს შემდეგ აღარ მომხდარა 2014 წლის 18 სექტემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის გადახდა, სს „თ----------ის“ მიერ გაცემული დავალიანების შესახებ ცნობის მიხედვით სო-----------ძეს ერიცხება დავალიანება 1555.66 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 970.07 ლარი, პროცენტი 210 ლარი და ჯარიმა 375.59 ლარი.
2017 წლის 19 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 658.24 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 485.37 ლარი და ჯარიმა 172.87 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მხარეთა ახსნა-განმარტებები
-სს „თ----------ის“ მიერ გაცემული ცნობები დავალიანების შესახებ
-ამონაწერი ანგარიშიდან/გადახდების ისტორია
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „თ----------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ვინაიდან მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულების პირობები, ჯეროვნად არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, ამიტომ მოპასუხის მიმართ სასარჩელო მოთხოვნა წარმოშობილი დავალიანების თანხის, სარგებლის და ჯარიმის დაკისრების შესახებ საფუძვლიანი და კანონიერია. უნდა სემცირდეს პირგასამტეხლო და მოთხოვნა დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
-სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 623-ე, 625-ემუხლებით.
-საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება.
6.2. 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (იმ პერიოდში მოქმედი რედაქციით), სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
6.3. მხარეებს შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველია 2014 წლის 18 სექტემბერს გაფორმებული საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება და 2017 წლის 19 აპრილს გაფორმებული სწრაფი განვადების ფარგლებში საბანკო კრედიტის ხელშეკრულება.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ სარჩელი ცნო მხოლოდ სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის ნაწილში. იმავე კოდექსის 131-ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. ამავე კოდექსის 208.3 მუხლის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ხსენებულ ნორმათა სამართლებრივი ანალიზი საფუძველს იძლევა დასკვნისათვის, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ნაწილობრივი ცნობა, წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს ამ ნაწილში.
იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო დავალიანების ძირითადი თანხის ნაწილში, აღნიშნული საკმარისი საფუძველია დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 2014 წლის 18 სექტემბერს გაფორმებული საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხა - 970.07 ლარი და 2017 წლის 19 აპრილს გაფორმებული სწრაფი განვადების ფარგლებში საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხა- 485.37 ლარი.
6.5. მოცემულ საქმეში მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის ძირითად თანხაზე დარიცხული პროცენტისა და პირგასამტეხლოს ოდენობას. აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია განმარტოს პროცენტისა და პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მათი წარმოშობისა და შეწყვეტის საფუძვლები.
6.6. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი. პროცენტი წარმოადგენს სარგებელს, რომელსაც მსესხებელი იხდის გამსესხებლის ფულადი რესურსით სარგებლობისათვის. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სესხი იყო სასყიდლიანი. კერძოდ, 2014 წლის 18 სექტემბერს გაფორმებული საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად, წლიური საპროცენტო სარგებლის განაკვეთი საკრედიტო ლიმიტით სარგებლობისთვის შეადგენდა 36%-ს, ხოლო 2014 წლის 3 ნოემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად, წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრებოდა კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთ წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში და კრედიტის სს „თ----------ის“ ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში- 36%-ით.
სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილით კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. სასამართლო აღნიშნავს, რომ კერძო ავტონომიის ფარგლებში თავისუფალი კონტრაჰირებისა და ხელშეკრულების პირობების ურთიერთშეთანხმებით განსაზღვრის პრინციპი, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის მთავარი გარანტიაა. სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. მოცემული ნორმების სამართლებრივი ანალიზით დგინდება, რომ მხარეთა შორის ნამდვილი ნების გამოვლენის საფუძველზე დადებული ხელშეკრულება, თუ იგი არ ეწინააღმდეგება კანონს, საზოგადოებრივ წესრიგსა და ზნეობრივ ნორმებს, მხარეებისათვის მართლზომიერი ვალდებულების წარმოშობის საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში, მართლზომიერია სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მოპასუხისათვის სესხის ძირითად თანხაზე პროცენტის (სარგებლის) დარიცხვა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში დაცულია სახელშეკრულებო ურთიერთობის კეთილსინდისიერების პრინციპი. ხელშეკრულებაში მითითებული პროცენტის ოდენობა გონივრულია, არ ეწინააღმდეგება კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს, რაც სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად შეიძლება გახდეს გარიგების ბათილობის საფუძველი.
6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით სეთანხმებას. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. უზენაესი სასამართლო თავის გადაწყვეტილებებში განმარტავს, რომ მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, შეამციროს მხარეთა მიერ წინასწარ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა, თუ იგი მნიშვნელოვნად აჭარბებს ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანს და განსაზღვროს პირგასამტეხლოს მოცულობა ვალდებულების დარღვევის თანაბარზომიერად(სუსგ N ას-1432-1351-2012 20.05.2013წ.).
ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეული ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსური მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს(სუსგ N ას-1302-1222-2017 15.12.17წ.).
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეებს შორის არსებობდა წერილობითი შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, რომლის საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 2014 წლის 18 სექტემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 0.5%-ით, ხოლო 2017 წლის 19 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 0.5%-ით. ასევე, დადგენილია, რომ 2014 წლის 18 სექტემბრის ხელშეკრულების მიხედვით, სესხის ძირითადი თანხაა 970.07 ლარი, ხოლო სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო 375.59 ლარი. 2017 წლის 19 აპრილის ხელშეკრულების მიხედვით, სესხის ძირითადი თანხაა 485.37 ლარი და სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო 172.87 ლარი,მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს იმას, რომ 2017 წლის აგვისტომდე მოპასუხე ასრულებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას, ასევე, ითვალისწინებს მოპასუხე მხარის მიერ მითითებულ ფინანსურ სიძნელეებს და მიაჩნია, რომ არსებობს პირგასამტეხლოს შემცირების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. სასამართლო მიიჩნევს, რომ 2014 წლის 18 სექტემბერს გაფორმებული საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეს უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო 100 ლარის ოდენობით; 2017 წლის 19 აპრილის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 50 ლარის ოდენობით.
6.8. მოსარჩელე ითხოვს, დაეკისროს მოპასუხეს ძირითად თანხაზე დარიცხული პროცენტი და პირგასამტეხლო, ხელშეკრულების შეწყვეტიდან, ვალდებულების სრულ შესრულებამდე.
სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. სასამართლო იზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ნებისმიერი ფინანსური ინსტიტუტის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ფულადი სახსრების ბრუნვიდან მიღებული შემოსავალი. ამდენად, საბანკო პროდუქტების გაფორმება ხდება იმ მიზნით, რომ გამსესხებელი გრძელვადიან პერსპექტივაში ვარაუდობს ამ პროდუქტიდან შემოსავლის მიღებას. შემოსავლის წყაროს, ასეთ სამართალურთიერთობებში, წარმოადგენს თავად ფული, ფულის ბრუნვიდან მიღებული სარგებელი. ამდენად, ფულადი რესურსის ბრუნვის შეწყვეტა, მანამ, სანამ აღნიშნული რესურსი არ დაუბრუნდება გამსესხებელს და არ ჩაბრუნდება, კვლავ, ბრუნვაში, წარმოშობს ზიანს, რომლის ანაზღაურების ვალდებულება დადგენილი სამოქალაქო კოდექსით.
სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. უზენაესი სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში განმარტავს, რომ 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი არის ზიანი, რომელიც კრედიტორმა განიცადა ფულადი ვალდებულების დარღვევის გამო (სუსგ N ას-1701-1685-2011 22.10.12წ.). სამოქალაქო კოდექსის 407-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გასვლისას კრედიტორს შეუძლია იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა ხელშეკრულების შეუსრულებლობით. ამავე კოდექსის 411-ე მუხლით ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, ვალდებულების სრულ შესრულებამდე, ძირითად თანხაზე დარიცხული სარგებელი, ესაა იმ ზიანის კომპენსირება, რომელიც მიადგა კრედიტორ ვალდებულების დროული შეუსრულებლობის გამო.
ამასთან, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოთხოვნას, ვალდებულების სრულ შესრულებამდე, ძირითად თანხაზე პირგასამტეხლოს დარიცხვის შესახებ. პირგასამტეხლო, როგორც ვალდებულების უზრუნველყოფის მექანიზმი, უნდა მოქმედებდეს მხოლოდ სახელშეკრულებო ურთიერთობების ფარგლებში, რათა შეასრულოს ერთის მხრის ვალდებულების ჯეროვანი შესრულების და მეორეს მხრივ, განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურება უზრუნველსაყოფა.
სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გასვლის შემდეგ, პირგასამტეხლოს მოთხოვნა, ეწინააღმდეგება პირგასამტეხლოს არსს და მის სამართლებრივ ბუნებას. ამდენად, ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
ამავე კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილით - სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
იმის გამო, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟი დაკმაყოფილებული სარჩელის პროპორციულად უნდა გადახდეს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ. მოსარჩელემ სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა სარჩელზე 260.46 ლარი, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადაიხადა 150 ლარი.
მოსარჩელემ სარჩელი ცნო ძირითადი დავალიანების ძირი თანხის 1455.44 ნაწილში. სამოაქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილი თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს იმ თანხის პროპორციული ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნახევარი, რა ოდენობითაც სარჩელი ცნო მოპასუხემ. შესაბამისად უნდა დაბრუნდეს 43.66 ლარი.
7.2. მოსარჩელის წარმომადგენელი ითხოვს მოპასუხემ აუნაზღაუროს ადვოკატის მომსახურების ხარჯები. სასამართლო განმარტავს, საადვოკატო ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნა გამომდინარეობს საქ. სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძვლიდან, რომლის მიხედვითაც იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელის დაკმაყოფილებელი ნაწილის პროპორციულობის გათვალისწინებით, ასევე, საქმის მნიშვნელობიდან და სირთულიდან გამომდინარე, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ მოპასუხეს დააკისროს 100 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 247-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა
1. მოსარჩელე სს ,,თ----------ი"-ს სარჩელი - მოპასუხე სო-----------ძის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ
2. -მოპასუხე სო-----------ძეს - მოსარჩელე სს ,,თ----------ი"-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 19 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის 485.37 ლარისა და ჯარიმის - 50 ლარის, სულ 535.37 ლარის გადახდა.
3. მოპასუხე სო-----------ძეს - მოსარჩელე სს ,,თ----------ი"-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2014 წლის 18 სექტემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხის 970.07 ლარის, პროცენტი 210 ლარისა და ჯარიმის 100 ლარის, სულ 1280.07 ლარის გადახდა.
4. მოპასუხე სო-----------ძეს - მოსარჩელე სს ,,თ----------ი"-ს სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2018 წლის 31 იანვრიდან) 2014 წლის 18 სექტემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე -970.07 ლარზე, აღსრულებამდე წლიური 36 % სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად 29.1 ლარს.
5. -მოპასუხე სო-----------ძეს დაეკისროს სს ,,თ----------ის“ მიერ სახ.ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნაწილის 20.80 ლარისა და მოსარჩელის მიერ გაწეული საადვოკატო მომსახურების ხარჯის ნაწილის 100 ლარის სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ გადახდა.
6. დაუბრუნდეს მოსარჩელე სს ,,თ----------ს” სო-----------ძის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 43. 66 ლარი, რა ნაწილშიც მოსარჩელემ ცნო სარჩელი (1455.44 ლარი), რომელიც ამოირიცხოს ანგარიშიდან 300733150. (საგადასახადო დავალება N3. 16/02/2018.)
7. სარჩელზე უარის ნაწილში მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი ჩაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს (მისამართი: ქ.ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი N358) მეშვეობით.
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ.ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი N358) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნუგზარ მგელაძე