გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.07.2018
საქმის ნომერი
080210018002282662
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
25.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

0802100-8002282662

#2/289-18 წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

25.07.20-8 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დარინა აბულაძე

სხდომის მდივანი - სოფიო ბრეგვაძე

მოსარჩელე - შპს „პ------–-------------------------ა„წარმომადგენელი - ზ------–-------ე;

მოპასუხეები - ვ------- კ-----ე, მ------------ე, გ--------------ე, კ--------------ე;

დავის საგანი: თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია;

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს ვ------- კ-------, მ------------ეს, გ------ კ------- და კ--------------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 7069,85 აშშ დოლარის გადახდა.

 

1.2. დავალიანების გადახდევინების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს ვ------- კ-----ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისში, ი-----–-----–------------------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0-.0-.0-.0--.0-.0--;

 

1.3. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სსიპ აღსრულებოს ეროვნულ ბიუროში გადახდილი გამარტივებული წარმოების საფასური 100 ლარის და მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 529,58 ლარის გადახდა.

 

1.4. პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 20-5 წლის 25 დეკემბერს შპს „მისო ბ--------.-ს და ვ------- კ------- შორის გაფორმდა საფინანსო რესურსების შესახებ ხელშეკრულება (#6822), ხოლო მის ფარგლებში 20-5 წლის 25 დეკემბერს გაფორმდა ფინანსური მომსახურების შესახებ ხელშეკრულება #6---------, რომლის საფუძველზე მსესხებელმა სესხად მიიღო 7000 აშშ დოლარი, 36 თვის ვადით, წლიური 33% სარგებლის დარიცხვით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო დავალიანების ძირი თანხის 0.3% ყოველვადაგადაცილებულ დღეზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე. სესხის დაფარვა უნდა მომხდარიყო სესხის დაფარვის გრაფიკის მიხედვით. 20-5 წლის 25 დეკემბერს საფინანსო რესურსების შესახებ ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება შპს „მისო ბ--------„-ს და ვ------- კ------- შორის, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისში, ი-----–-----–------------------, ს/კ 0-.0-.0-.0--.0-.0--. 20-5 წლის 25 დეკემბერს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც მ------------ემ, გ------ კ-----ემ და კ--------------ემ იკისრეს ვალდებულება მოსარჩელის წინაშე სოლიდარულად დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება. ვ------- კ-----ის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულება. მოპასუხეთა დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 7069,85 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 6218,49 აშშ დოლარი, პროცენტი 789,3 აშშ დოლარი, ხოლო 62,0- აშშ დოლარი არის პირგასამტეხლო (იხ. სარჩელი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ვ------- კ-----ემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო, სესხის ძირი თანხის 6218,49 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში. არ დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნას სარგებლის, პირგასამტეხლოს და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის თაობაზე. მოსარჩელემ განმარტა, რომ მოსარჩელე მხარისთვის 2107 აშშ დოლარი გადახდილი აქვს. მძიმე ოჯახური პირობების გამო ვერ მოახერხა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდა, ამის შესახებ აცნობა სესხის ოფიცერს, მზად იყო 150 აშშ დოლარი გადაეხადა ყოველთვიურად, რაზეც უარი განუცხადეს. ყავს ავადმყოფი მოხუცი მშობლები, რომლებსაც რამდენჯერმე დასჭირდათ გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარება და ჩაუტარდათ ოპერაცია, რის გამოც ბოლო 8 თვის განმავლობაში საერთოდ ვერ მოახერხა სესხის ყოველთვიური დაფარვა. (იხ. შესაგებელი. სხდომის ოქმი).

 

მოპასუხე მ------------ეს, გ------ კ------- და კ--------------ეს სასამართლოში შესაგებელი არ წარმოუდგენიათ. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ სესხის ძირი თანხის მოთხოვნის ნაწილში ცნეს. (იხ.სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 20-5 წლის 25 დეკემბერს ვ------- კ------- და შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ--------.„-ს შორის გაფორმდა საფინანსო რესურსების შესახებ ხელშეკრულება #6822. საფინანსო რესურსების ვადად განისაზღვრა 2025 წლის 25 დეკემბერი.. სარგებლის მაქსიმალური ოდენობა შეადგენდა წლიური 72%, ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლოს მაქსიმალური ოდენობა დავალიანების ძირითადი თანხის 0,3%.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

- საფინანსო რესურსების შესახებ 25.12.20-5წლის ხელშეკრულება #6822.

 

3.1.2. 20-5 წლის 25 დეკემბერს ვ------- კ------- და შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ--------.„-ს შორის გაფორმდა ფინანსური მომსახურების შესახებ ხელშეკრულება #6---------, რომლის საფუძველზე ვ------- კ-----ეზე გაცემული იქნა სესხი 7000 აშშ დოლარის ოდენობით, 36 თვის ვადით, სარგებლის ოდენობად განისაზღვრა წლიური 33%, სესხის გაცემის საკომისიო შეადგენდა სესხის თანხის 2%. სესხის დაფარვა უნდა მომხდარიყო თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლოს ოდენობა, დავალიანების ძირი თანხის 0.3% ყოველვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

- ფინანსური მომსახურების შესახებ 25.12.20-5წლის ხელშეკრულება #6---------.

 

3.1.3. დადგენილია, რომ 20-5 წლის 25 დეკემბერს ვ------- კ------- და შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ--------.„-ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება #2---, კომპანიას და ვ------- კ------- შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, რომლის საფუძველზე იპოთეკით დაიტვირთა ვ------- კ-----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, ს/კ:0-0-.0-.0--.0-.0--.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

- იპოთეკის ხელშეკრულება #2---.

 

3.1.4. 20-5 წლის 25 დეკემბერს შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ--------.„-ს და მ------------ეს, გ------ კ------- და კ--------------ეს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის თანახმად თავდები პასუხს აგებს კომპანიას და კლიენტს შორის დადებული ფინანსური მომსახურების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული სესხის ძირითადი თანხის, მასზე დარიცხული პროცენტის, ჯარიმისა და საურავის სრული მოცულობით დაბრუნებაზე. თავდებების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 7700 აშშ დოლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

- თავდების მ------------ის, გ------ კ-----ის და კ--------------ის განცხადებები;

- თავდებობის ხელშეკრულება #თ------.

- თავდებობის ხელშეკრულება #თ------.

- თავდებობის ხელშეკრულება #თ------.

 

3.1.5. მსესხებელს ვ------- კ------- სესხის ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებით და კონკრეტულ ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით. სესხით სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მიერ ხდებოდა სესხის გრაფიკის, ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების და ვადების დარღვევა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხის დაფარვის გრაფიკი

- მხარეთა განმარტება.

3.1.6. საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად, 20-5 წლის 25 დეკემბრის იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავ ქონებაზე მდებარე: ქ. ქუთაისში, ი-------–-----------------------. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0-.0-.0-.0--.0-.0-- რეგისტრირებულია „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ--------„-ს იპოთეკა. უძრავი ქონება წარმოადგენს ვ------- კ-----ის საკუთრებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 25.12.20-5 წ იპოთეკის ხელშეკრულება ;

- 31.12.20-5 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერი;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.7. 20-7 წლის 30 ნოემბერს შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ--------„-ს და შპს „პ------–-------------------------ა„-ს შორის გაფორმდა მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება #30------, რომლის თანახმად, შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ--------„-მ პრობლემურ დავალიანებათა მართვის მიზნით- საკუთარი საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება დაუთმო შპს „პ------–-------------------------ა„-ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

- 30.11.20-7წ მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება #30------;

- 30.11.20-7წ მიღება-ჩაბარების აქტი, შეთანხმება;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ვ------- კ-----ის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. მოსარჩელე განმარტავს, რომ მოპასუხეებს მ------------ეს, გ------ კ------- და კ--------------ეს არაერთხელ ჩაბარდათ შეტყობინება სესხის დაფარვის თაობაზე, თუმცა მოპასუხეთა მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

-მოსარჩელის ახსნა განმარტება;

-გაფრთხილების წერილი;

 

3.2.2. დადგენილია, რომ 20-8 წლის 31 იანვრის მდგომარეობით მოპასუხეთა დავალიანება კრედიტორის მიმართ შეადგენს 7069,85 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 6218,49 აშშ დოლარს, საპროცენტო სარგებელი 789,33 აშშ დოლარს, ხოლო 62,0- აშშ დოლარი შეადგენს პირგასამტეხლოს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

- ცნობა დავალიანების შესახებ.

 

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მსესხებლის მიერ დარღვეულია სესხის დაფარვის გრაფიკი და ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც აძლევს კრედიტორს სესხის ძირ თანხის, სარგებლისა და პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა სამართლებრივი პოზიციის გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა არსებობის გამო.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე, 625-ე, 327-ე, 361-ე, 891-ე, 892-ე, 463-465-ე, 895-ე, 417-ე, 418-ე, 286-ე, 30--ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სსკ 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეებს შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველია 25.12.20-5 წლის ფინანსური მომსახურების შესახებ ხელშეკრულება.

 

დადგენილია, რომ 20-5 წლის 25 დეკემბერს ვ------- კ------- და შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ--------.„-ს შორის გაფორმდა ფინანსური მომსახურების შესახებ ხელშეკრულება #6---------, რომლის საფუძველზე ვ------- კ-----ეზე გაცემული იქნა სესხი 7000 აშშ დოლარის ოდენობით, 36 თვის ვადით, სარგებლის ოდენობად განისაზღვრა წლიური 33%, სესხის გაცემის საკომისიო შეადგენდა სესხის თანხის 2%. სესხის დაფარვა უნდა მომხდარიყო თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლოს ოდენობა, დავალიანების ძირი თანხის 0.3% ყოველვადაგადაცილებულ დღეზე. აღნიშნულიდან გამომდინარე მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შორის შეთანხმებული იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა და მოხდა მხარეთათვის კონკრეტულ უფლება-მოვალეობათა განსაზღვრა.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ ფინანსური მომსახურების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული სესხის თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებლის ვალდებულებას, მოპასუხე ვ------- კ-----ემ და თავდებმა პირებმა ვალდებულება არ შეასრულეს ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოცემელ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხემ სარჩელი ცნო სესხის ძირითადი თანხის მოთხოვნის ნაწილში, რაც შეესაბამება სამოქალაქო სამართალწარმოების ძირითად პრინციპს - დისპოზიციურობას. იმავე კოდექსის კოდექსის 131-ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. კოდექსის 208.3 მუხლის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ხსენებულ ნორმათა სამართლებრივი ანალიზი საფუძველს იძლევა დასკვნისათვის, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა სესხის ძირი თანხის დაკისრების ნაწილში, წარმოადგენს მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს. დადგენილია, რომ მოპასუხეებმა 6218,49 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში სარჩელი ცნეს. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხეებმა წარმოდგენილი სარჩელი ცნეს სესხის ძირითადი თანხის 6218,49 აშშ დოლარის მოცულობით, ამ ნაწილში სარჩელის ცნობაც საკმარისი საფუძველია მოპასუხეებისათვის 6218,49 აშშ დოლარის დასაკისრებლად.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

მხარეებს შორის 20-5 წლის 25 დეკემბერს გაფორმებული ფინანსური მომსახურების ხელშეკრულების 3.8. პუნქტის თანახმად, სესხი გადახდილი უნდა იქნეს თანდართული სესხის გადახდის გრაფიკის მიხედვით. ხელშეკრულების 6.1. პუნქტის თანახმად, ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში კომპანია უფლებამოსილი იყო ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულება შეტყობინების მიწოდებით და კლიენტს მოთსხოვოს მთელი სესხის ან მისი ნებისმიერი ნაწილის დაუყოვნებლივ გადახდა. დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და კრედიტორს არ გადაუხადა გადახდის გრაფიკით განსაზღვრული თანხა. მოპასუხეებს გაფრთხილების წერილებით ეცნობათ დავალიანების დაფარვის ვალდებულების შესახებ და ეთხოვათ დავალიანების თანხის დაფარვა. მიუხედავად აღნიშნულისა, მოპასუხე მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულება არ იქნა შესრულებული.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო-სამართლებრივი ურთიერთობა ეფუძნება მხარეთა მიერ ნამდვილი ნების გამოვლენის შედეგად მათთვის სასურველი უფლება-მოვალეობების წარმოშობას. სახელშეკრულებო სამართალში მოქმედებს მხარეთა ნების ავტონომია, რომლის ფარგლებში შესაძლებელია ხელშეკრულების იმგვარ პირობებზე შეთანხმება, რომლებიც ოპტიმალურად მისაღებია გარიგების ყველა მონაწილისათვის. ხელშეკრულებაზე ხელისმოწერით მხარეები ადასტურებენ იმ სამართლებრივი შედეგების მიღების სურვლისა და მზაობას, რაც ხელშეკრულებით გაითვალისწინეს.

 

ამდენად, როგორც პროცენტზე, ასევე პირგასამტეხლოზე შეთანხმება მხარეთა შორის მოხდა ხელშეკრულებების საფუძველზე, შესაბამისად, პროცენტის მოთხოვნის და პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა, საფუძვლიანია და ამ ნაწილშიც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3. მოსარჩელე ითხოვს დავალიანების სოლიდარულად დაკისრებას თავდებებისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. იმავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ფორმა და მოთხოვნები დაცულია და თავდებობის ხელშეკრულებაში გარკვევითაა აღნიშნული თავდების პასუხიმგებლობის მოცულობა. თავდებობის შესახებ ხელშეკრულებებში დეტალურად არის მითითებული თავდებობის ყველა არსებითი პირობა (სკ-ის 327-ე მუხლი), რის გამოც თავდებობა ნამდვილია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-464-ე მუხლების შესაბამისად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მ------------ის, გ------ კ-----ის და კ--------------ის ვალდებულება კრედიტორის წინაშე წარმოშობილია თავდებობის გარიგების საფუძველზე.

 

ფინანსური მომსახურების შესახებ ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს სესხი უნდა დაებრუნებინა 36 თვის ვადაში. მსესხებელმა დაარღვია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში სესხის თანხა და შეთანხმებული პროცენტი არ გადაიხადა.

 

დადგენილია, რომ მოპასუხე მ------------ემ, გ------ კ-----ემ და კ--------------ემ თავდებობის ხელშეკრულებით იკისრეს სოლიდარული ვალდებულება სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაზე აღებული სესხის ძირითადი თანხის, მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და დარიცხული პირგასამტეხლოს ჩათვლით. თავდებობის ხელშეკრულების თანახმად, თავდებების პასუხისმგებლობის ზღვრულ ოდენობად განისაზღვრა 7700 აშშ დოლარი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, ვინაიდან მსესხებლის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობების შესაბამისად, ძირითად მსესხებელთან ერთად მ------------ეს, გ------ კ------- და კ--------------ეს ეკისრებათ სოლიდარული პასუხისმგებლობა მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისათვის. ამასთან, პასუხისმგებლობა უნდა გავრცელდეს დავალიანების სრულ თანხაზე.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის არსებობს წერილობითი შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, 20-5 წლის 25 დეკემბერს კრედიტორს და მოპასუხე ვ------- კ------- შორის გაფორმებული ფინანსური მომსახურების ხელშეკრულებით, განისაზღვრა პირგსამტეხლო დავალიანების ძირი თანხის 0.3% ყოველვადაგადაცილებულ დღეზე. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ მოითხოვა პირგასამტეხლო 62,0- აშშ დოლარის ოდენობით.

 

როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.

 

პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრულია და მოპასუხე მხარეს ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს - 62,0- აშშ დოლარის გადახდა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვ------- კ-------, მ------------ეს, გ------ კ------- და კ--------------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროთ 7069,85 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 6218,49 აშშ დოლარს, სარგებელი 789,33 აშშ დოლარს და პირგასამტეხლო 62,0- აშშ დოლარს.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

 

ამდენად, იპოთეკა, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთი საშუალება, წარმოადგენს მყარ გარანტიას, რომელიც ეძლევა კრედიტორს სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება იპოთეკით დატვირთული ნივთიდან იმ შემთხვევაში, როცა მოვალე არ, ან ვერ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას.

 

დადგენილია, რომ შპს „მიკროსაფინანსო ორგზანიცია ბ--------.„ და ვ------- კ------- შორის გაფორმებული #6--------- ფინანსური მომსახურების შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად 20-5 წლის 25 დეკემბერს გაფორმდა #6------- იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც კრედიტორის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა ვ------- კ-----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ქუთაისში, ი------–-----------------------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0-.0-.0-.0--.0-.0--;

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 30--ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

განსახილველ შემთხვევაში არ არის სადავო ის გარემოება, რომ ვ------- კ-----ემ, ვერ შეძლო ფინანსური მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.7. დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 20-7 წლის 28 ივლისს განხორციელდა სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გამარტივებული წარმოება, თუმცა მხარეთა შორის ვერ იქნა შეთანხმება მიღწეული. მოსარჩელის მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე გადახდი იქნა გამარტივებული წარმოების საფასური 100 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად კი, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოსარჩელემ მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს და დაიწყო გამარტივებული წარმოება, რისთვისაც გადახდი იქნა გამარტივებული წარმოების საფასური 100 ლარის ოდენობით, რომლის გაღების საჭიროება არ დაუდგებოდა მოსარჩელეს მოპასუხის მიერ ვალდებულების ჯეროვნად და დათქმულ დროში შესრულების შემთხვევაში. მოპასუხე ხელშეკრულების გაფორმების მომენტიდან ინფორმირებული იყო ვალდებულების შეუსრულებლობიდან გამომდინარე ყველა მოსალოდნელ შედეგზე, შესაბამისად, სახეზეა სკ-ის 408-ე და 412-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები, გამარტივებული წარმოების საფასურის 100 ლარის ოდენობით მოპასუხეებისათვის დასაკისრებლად.

 

გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.

 

ფინანსური მოსმახურების შესახებ ხელშეკრულების 8.9. პუნქტით და თავდებობის შესახებ ხელშეკრულებების 5.9. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება მიქცეული იქნება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. ამდენად, საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, ამიტომ, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 465,80 ლარი. ხოლო მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა გადახდეთ 63,78 ლარი სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. შპს „პ------–-------------------------ა„-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ვ------- კ-------, მ------------ეს, გ------ კ------- და კ--------------ეს - შპს „პ------–-------------------------ა„-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 7069,85 აშშ დოლარის გადახდა;

 

3. ვ------- კ-------, მ------------ეს, გ------ კ------- და კ--------------ეს - შპს „პ------–-------------------------ა„-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადახდილი გამარტივებული წარმოების საფასურის 100 ლარის გადახდა;

 

4. ვ------- კ-------, მ------------ეს, გ------ კ------- და კ--------------ეს - შპს „პ------–-------------------------ა„-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის თანხა 63,78 ლარის ოდენობით.

 

5. მოპასუხეებზე დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცეს ვ------- კ-----ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება (მის:ქ. ქუთაისი, ი-------–-----------------------; ს/კ 0-.0-.0-.0--.0-.0--).

 

6. შპს „პ------–-------------------------ა„-ს (ს/კ 4--------) დაუბრუნდეს 20-8 წლის 31 იანვარს სს 'თ----------–-' სარჩელის აღძვრის გამო გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 465,80 ლარი (საგადასახადო დავალება №1---------), რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინაში შემდეგ რეკვიზიტებზე - ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი - 300-83150.

 

7. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 20-8 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება (საქმე №2/289-18) მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

8. დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში გადაწყვეტილება საჩივრდება კერძო საჩივრით გადაწყვეტილების გადაცემიდან 12 დღის განმავლობაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა #11).

 

10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არ უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დარინა აბულაძე