გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 14.08.2018
საქმის ნომერი
211310018002542709
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა დავები
თარიღი
14.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 211310018002542709 -3/001-18წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

14 აგვისტო, 2018 წელი დ. ა-------

შესავალი ნაწილი

ახალციხის რაიონული სასამართლო

მაგისტრატი მოსამართლე ა-------ს მუნიციპალიტეტში

მოსამართლე შალვა მჭედლიშვილი

სხდომის მდივანი მიხეილ პეტაშვილი

მოსარჩელე: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ა-------ს რაიონული განყოფილება

წარმომადგენელი: მ----------------–---–-

მოპასუხე: ნ-----------–---–-

დავის საგანი: სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი, ზედმეტად მიღებული, სახელმწიფო ფულადი დახმარების 270 (ორასსამოცდაათი) ლარის უკან დაბრუნება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დაევალოს მოპასუხე ნ-----------–---–ს ზედმეტად მიღებული სოციალური დახმარების საარსებო შემწეობის 270 (ორასსამოცდაათი) ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაბრუნება.

 

მოსარჩელე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ა-------ს რაიონული განყოფილების წარმომადგენლის მ----------------–---–-ს განმარტებით, ა-------ს მუნიციპალიტეტის სოფელ უ-–-ში მცხოვრები ნ-----------–---–-ს (პ/ნ 0----------) ოჯახი 2006 წლის 06 მარტიდან რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებდა ფულადი სახის სოციალურ დახმარებას საარსებო შემწეობას.

სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 22 მაისის 04-11/1541 მომართვის საფუძველზე ელექტრონული ვერსიის სახით გადმოგზავნილ იქნა „სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში" რეგისტრირებული იმ ოჯახების მონაცემები, რომლებსაც სარეიტინგო ქულიდან გამომდინარე მოპოვებული აქვთ საარსებო შემწეობის დანიშვნის უფლება და ამავე დროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით უფიქსირდებათ გარკვეული შემოსავალი და აღნიშნულის შესახებ არ აცნობეს სააგენტოს. „სოციალური დახმარების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის N145 დადგენილების მე–10 მუხლის მე–2 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის თანახმად საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია აცნობოს სააგენტოს იმ გარემოების დადგომა, რომელსაც თან სდევს ოჯახის სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება ამ გარემოების წარმოშობიდან არაუგვიანეს ერთი თვისა. აღნიშნული ვალდებულების შესრულება მისი ოჯახის მხრიდან არ მომხდარა. აღნიშნულის საფუძველზე მის ოჯახს ცენტრალიზებულად შეუწყდა რეგისტრაცია "სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში". ოჯახის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მოპასუხის ოჯახის საიდენტიფიკაციო კოდზე 2017 წლის 08 დეკემბერს შევსებულია ოქმი "ოჯახის სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ"( სარეიტინგო ქულა 34960).

 

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის N145 დადგენილების "სოციალური დახმარების შესახებ" მე–9 მუხლის 1 პუნქტით საარსებო შემწეობის ზედმეტად გაცემის(ჩარიცხვის) შემთხვევაში, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ამ თანხების უკან დაბრუნების შესახებ. მე–9 მუხლის მე–2 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტით სააგენტო უფლებამოსილია არსებული/გამოვლენილი ფაქტების გათვალისწინებით მიიღოს გადაწყვეტილება შემწეობის დანიშვნის, დანიშვნაზე უარის თქმის, შეჩერების, შეწყვეტის ზედმეტად გაცემული შემწეობის დაქვითვის (ბიუჯეტის სასარგებლოდ უკან დაბრუნების) შესახებ.

 

19.12.2017 წლის N04–11–04/1680 და N04–11–04/1679 კორესპოდენციებით ნ-----------–---–ს მიეწოდა "სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში" ცენტრალიზებულად რეგისტრაციის გაუქმების და თანხის უკან დაბრუნების თაობაზე, ასევე 2018 წლის 01 მაისს გაეგზავნა N04-11-04/407 შეტყობინება ზედმეტად მიღებული საარსებო შემწეობის 270 (ორას სამოცდაათი) ლარის სახელმწიფოს სასარგებლოდ დაბრუნების მოთხოვნით. ა-------ს რაიონული განყოფილების მიერ შეეთავაზა მომხდარიყო თანხის დაბრუნება, შეთავაზებულ იქნა გადახდის გრაფიკიც, თუმცა ყველაფერი დარჩა სატელეფონო საუბრისას ვალის აღიარების და დაპირებების დონეზე და არ განხორციელდა ვალდებულების შესრულებისათვის არანაირი ქმედება.

 

სსიპ სოც. მომსახურების სააგენტოსა და მოქალაქეს შორის ადგილი აქვს კანონისმიერ ორმხრივ ვალდებულებით ურთიერთობებს და ბენეფიციარის მხრიდან კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა განაპირობებს მის პასუხისმგებლობას, სააგენტოს მხრიდან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ა-------ს რაიონული განყოფილება მოითხოვს ნ-----------–---–-ს მხრიდან მიყენებული ზიანის 270 (ორას სამოცდაათი) ლარის ანაზღაურებას და შესაბამისად დაბრუნებას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ნ-----------–---–მა მოსარჩელე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ა-------ს რაიონული განყოფილების სარჩელი ცნო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ნ-----------–---–-ს ოჯახი 2017 წლის 1 ნოემბრამდე რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იყო საარსებო შემწეობის მიმღები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან, ოჯახის დეკლარაცია;

 

3.1.2. ნ-----------–---–-ს ოჯახის წევრებს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით დაუფიქსირდათ გარკვეული შემოსავალი, რაც არ აცნობეს სააგენტოს და ცენტრალიზებულად შეუწყდათ რეგისტრაცია ერთიან ბაზაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- (დანართი) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 11 დეკემბრის N04/76172 წერილი;

3.1.3. ნ-----------–---–-ს სახელზე ზედმეტად გაცემულმა საარსებო შემწეობის თანხამ შეადგინა 270 (ორასსამოცდაათი) ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის N145 დადგენილების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ქ/პუნქტი;

 

3.1.4. გ--------------–---–- (პ/ნ 0----------) არის ნ-----------–---–-ს ოჯახის წევრი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- (დანართი) ოჯახის დეკლარაცია;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმეზე სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან არსებობს აღნიშნულის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

 

,,სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის, ,,სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპების, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების წესის”, ,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის № 126 დადგენილება,6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ა-------ს რაიონული განყოფილების წარმომადგენელმა მ----------------–---–მა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოითხოვა მოპასუხე ნ-----------–---–-სათვის ზედმეტად მიღებული სოციალური დახმარების საარსებო შემწეობის 270 (ორასსამოცდაათი) ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაბრუნება.

 

მოპასუხე ნ-----------–---–მა ცნო მოსარჩელე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ა-------ს რაიონული განყოფილების სარჩელი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, ვინაიდან მოპასუხე ნ-----------–---–მა მოსამზადებელ სხდომაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ა-------ს რაიონული განყოფილების სარჩელი ცნო, სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

6.2. ,,სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ეს კანონი ვრცელდება საქართველოში კანონიერ საფუძველზე მუდმივად მცხოვრებ, სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირებზე, ღატაკ ოჯახებსა და უსახლკარო პირებზე.

 

,,სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპების, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების წესის” (დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის № 145 დადგენილებით) მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტის თანახმად „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის ფარგლებში შეფასებულ (შესწავლილ) ოჯახებზე, საარსებო შემწეობის ოდენობა განისაზღვრება: ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 30001–ზე ნაკლებია – განისაზღვრება 60 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;

,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილების მე-2 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას. ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი.

 

მითითებული დადგენილების მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით ოჯახი ვალდებულია, ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული (ოჯახის წევრთა რაოდენობის გაზრდა ან შემცირება) ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ აცნობოს სააგენტოს ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში.

 

„სოციალური დახმარების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის N145 დადგენილების მე–10 მუხლის მე–2 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის თანახმად საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია აცნობოს სააგენტოს იმ გარემოების დადგომა, რომელსაც თან სდევს ოჯახის სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება ამ გარემოების წარმოშობიდან არაუგვიანეს ერთი თვისა

 

ამდენად, მოპასუხე ვალდებული იყო, ეცნობებინა სააგენტოსათვის, რომ ოჯახის წევრი გ--------------–---–- დასაქმდა (იღებს ლეგალურ შემოსავალს).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში;

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების მიზნებისათვის გაიცა და მოპასუხემ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიიღო 270 ლარი, რაც ექვემდებარება ბიუჯეტში დაბრუნებას.

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ნ-----------–---–მა სასამართლოს მთავარ სხდომამდე სარჩელი ცნო, რის გამოც სარჩელი დაკმაყოფილდა, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიებები გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 414-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ა-------ს რაიონული განყოფილების სარჩელი ნ-----------–---–-ს მიმართ დაკმაყოფილდეს.

 

2. ნ-----------–---–ს დაეკისროს სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი ზედმეტად მიღებული სოციალური დახმარების საარსებო შემწეობის - 270 (ორასსამოცდაათი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

3. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ხარჯების გადახდისაგან.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება, სააპელაციო წესით გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში ახალცის რაიონული სასამართლოს ადიგენის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი მოსამართლის მეშვეობით (მის. ადიგენი, ზაზაშვილის ქ. № 52).

 

მოსამართლე შალვა მჭედლიშვილი