გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.07.2018
საქმის ნომერი
050210118002421516
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
23.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N050210118002421516

N2/447-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

ოზურგეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მარინა კიკნაძე

სხდომის მდივანი ლია დარჩია

23.07.2018 წ. ქ. ოზურგეთი

შესავალი ნაწილი

მ---------–-------------------–---------“,მოსარჩელის წარმომადგენელი - გი-------–----ია,მოპასუხე- შპს ,,ა---–------------

მოპასუხე --ნი----–-----–---–--ძე,წარმომადგენელი-აკ---------ძე

მოპასუხე- გიო-----–---–--ძე,დავის საგანი: თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.დაეკისროს შპს ახ--–--------ს, ნი----–-----–---–--ძეს და გიო-----–---–--ძეს სს სა---------–---------ს სასარგებლოდ სოლიდარულად -59753.18 ლარის გადახდა. საიდანაც ძირი თანხა არის-40000 ლარი, სარგებელი-7904.69 ლარი და პირგასამტეხლო-11848.49 ლარი.

 

1.2.დაეკისროს შპს ახ--–--------ს, ნი----–-----–---–--ძეს და გიო-----–---–--ძეს სს სა---------–---------ს სასარგებლოდ სოლიდარულად სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად, სარგებლის სახით -17.53 ლარი.

 

1.3.დაეკისროს შპს ახ--–--------ს, ნი----–-----–---–--ძეს და გიო-----–---–--ძეს სს სა---------–---------ს სასარგებლოდ სოლიდარულად სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად, პირგასამტეხლოს სახით- 200 ლარი.

 

1.4.სარეალიზაციოდ მიქცეულ იქნას შპს ახ--–--------ის კუთვნილი უძრავი ქონება ს/კ 26.04.11.0--- თუ ვერ მოხდება უზრუნველყოფის საგნის რეალიზაცია ან რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ დაფარავს ბანკის მიმართ არსებულ დავალიანებას, თანხის ამოღება განხორციელდეს შპს ახ--–--------ის, ნი----–-----–---–--ძის და გიო-----–---–--ძის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან.

1.5.გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

მოსარჩელე ორგანიზაციის წარმომადგენლი-გი-------–----ია ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას და ითხოვს მის დაკმაყოფილებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ნი----–-----–---–--ძის წარმომადგენელი-აკ---------ძე ეთანხმება მოთხოვნას, მაგრამ ითხოვს პირგასამტეხლოს შემცირებას.

 

ნი----–-----–---–--ძე ეთანხმება მის წარმომადგენელს.

 

მოპასუხე შპს ახ--–--------ის წარმომადგენელი-გიო-----–---–--ძე ეთანხმება მოთხოვნას, მაგრამ ითხოვს პირგასამტეხლოს შემცირებას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1.უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1.საქმეშია 2014 წლის 29 აპრილის გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება სს საქ--------–-------კსა და შპს ახ---------ს შორის დადებული.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

2014 წლის 29 აპრილის ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 21-31)

 

3.2.2.საქმეშია 2015 წლის 17 აპრილის გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება სს საქ--------–-------კსა და შპს ახ---------ს შორის დადებული.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: 2015 წლის 17 აპრილის ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 32-34)

 

3.2.3 საქმეშია 2014 წლის 29 აპრილის იპოთეკის ხელშეკრულება დადებული სს საქ--------–-------კსა და შპს ახ---------ს შორის.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

2014 წლის 29 აპრილის იპოთეკის ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 35-41)

 

3.2.4.საქმეშია ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს/კ 26.04.11.005

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ამონაწერი (იხ. ს.ფ. 42-43)

 

3.2.5.საქმეშია 2015 წლის 17 აპრილის სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება სს საქ--------–-------კსა და ნი----–-----–---–--ძეს შორის დადებული.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

2015 წლის 17 აპრილის თავდებობის ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 44-48)

 

3.2.6. .საქმეშია 2015 წლის 17 აპრილის სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება სს საქ--------–-------კსა და გიო-----–---–--ძეს შორის დადებული.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

2015 წლის 17 აპრილის თავდებობის ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 50-54)

 

3.2.7. საქმეშია შეტყობინებები

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

შეტყობინებები (იხ. ს.ფ.58, 60, 62).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდესსნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სსკ-ის მე-2 მუხლი,საქართველოს კონსტიტუცის 42-ე მუხლის პირველი ნაწილი,,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის” ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი,სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 316-ე, 317-ე, მე-400, 402-403-ე, 867-873-ე, 405-ე,417-418-ე, 420-ე, 286-ე, 301-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სსკ-ის მე-2 მუხლი ადგენს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ პრინციპს პირის მიერ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესახებ. აღნიშნული ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესი სასამართლოს მეშვეობით. აღნიშნული პრინციპი განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუცის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

როგორც დადგენილია სს საქ--------–-------კმა თავისი შესაძლო დარღვეული უფლების დასაცავად მიმართა სასამართლო 2018 წლის 30 აპრილს.

 

,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის” ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლის-სამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივეულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომელმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტილება გამოიწვია.

 

ასევე ქართული სამოქალაქო საპროცესი კანონმდებლობა არაერთი ნორმით ადგენს სასამართლოს ვალდებულებას დაასაბუთოს თავისი პოზიცია კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით.

 

მოცემულ დავასთან მიმართებაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის-სს ლიბერთი ბანკის მოთხოვნა არის საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის `ა~ პუქნტის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება, ამავე მუხლის `ბ~ პუნქტის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება აგრეთვე თუ შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც მოვალე არ ასრულებს ვალდებულებას.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 402-ე მუხლის შესაბამისად, მოვალე ვადის გადაცილების დროს პასუხს აგებს ყოველგავრი გაუფრთხილებლობისათვის.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.

 

როგორც დადგენილია მოპასუხის მხრიდან დარღვეული იქნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზემოთმითითებული მუხლების მთხოვნები, რაც საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, ბანკს აძლევს უფლებას მოითხოვოს საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

 

6.7. მხარეთა ურთიერთობა რეგულირდება საბანკო კრედიტის მარეგულირებელი ნორმებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-873 მუხლებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის მიხედვით ,,საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით”. ამ ნორმის შესაბამისად მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა სასყიდლიანი კრედიტი სესხის სახით.

 

დადგენილია, რომ 2014 წლის 29 აპრილს დაიდო გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება სს საქ--------–-------კსა და შპს ახ---------ს შორის. 2015 წლის 17 აპრილს გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება დაიდო სს საქ--------–-------კსა და შპს ახ---------ს შორის. 2014 წლის 29 აპრილს იპოთეკის ხელშეკრულება იქნა დადებული სს საქ--------–-------კსა და შპს ახ---------ს შორის. 2015 წლის 17 აპრილის სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება დაიდო სს საქ--------–-------კსა და ნი----–-----–---–--ძეს შორის. 2015 წლის 17 აპრილის სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება დაიდო სს საქ--------–-------კსა და გიო-----–---–--ძეს შორის (იხ. პუნქტი 3.2.1- 3.2.3., 3.2.5.-3.2.6).

 

მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო სამართალი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზეა აგებული, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ასეთი დარღვევის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მხარეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობის უფლებას. ვალდებულების დარღვევა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს, კერძოდ, ვალდებულების შეუსრულებლობა, შესრულების ვადის გადაცილება ან არაჯეროვანი შესრულება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის გამოყენებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი ფორმით განხორციელდა დარღვევა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული უფლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვევა არსებით ხასიათს ატარებს. არსებითია თუ არა დარღვევა, ეს ყოველი კონკრეტული ფაქტის შეფასებისას უნდა დადგინდეს.

 

განსახილველ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოპასუხეებმა ვალდებულება არ შეასრულეს და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში სესხად მიღებული თანხა გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში არ დაუბრუნეს ბანკს. მოპასუხეეები ვალდებული იყვნენ ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად. კერძოდ, მათ გრაფიკით გათვალისწინებული შესატანი ბანკში უნდა შეეტანათ იმ დროში, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. კრედიტის სახით მიღებული თანხით წარმოშობილი ვალდებულება უნდა დაეფარათ პერიოდული შენატანებით, რაც გათვალისწინებული იყო შესაბამისი გადახდის გრაფიკით. ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულეს, რითაც დაარღვია ხელშეკრულება. ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებით დაარღვია ხელშეკრულების პირობები, რაც მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს ვალის დაბრუნება.

 

6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა ორ ვადას.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ კრედიტის თანხის გადახდა შეწყვიტა, რაც, თავის მხრივ, წარმოადგენს მოპასუხესთან საკრედიტო ურთიერთობის ვადამდე შეწყვეტის საფუძველს. საკრედიტო ხელშეკრულების შესრულება ნიშნავს მხარეთა მიერ უფლება-მოვალეობების ამოწურვას. ჯეროვანი შესრულება სხვა ფაქტორებთან ერთად დაკავშირებულია შესრულების ვადასთან. სესხის დაბრუნების ვადა შეიძლება ზუსტად იყოს განსაზღვრული ხელშეკრულებით და ასეთ შემთხვევაში მსესხებელი ვალდებულია აღნიშნულ ვადაში დააბრუნოს სესხად აღებული თანხა. მოცემულ შემთხვევაში სესხის დაბრუნების ვადა წინასწარ იყო აღნიშნული ხელშეკრულებაში, მაგრამ მოპასუხე არღვევდა ხელშეკრულებას და ბანკის წინაშე თავისი ვალდებულებები ეკონომიური პრობლემების გამო ჯეროვნად ვერ შეასრულა, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის არსებული საკრედიტო ხელშეკრულება არ არის შესრულებული და მხარეთა მიერ უფლება-მოვალეობები არ ამოწურულა.

 

მოპასუხეებმა არ შეასრულეს ნაკისრი ვალდებულება და მოსარჩელეს არ დაუბრუნეს სესხად მიღებული თანხა და სარგებელი. ასეთ შემთხვევაში მხარეთა თანასწორობისა და სამართლიანობის აღდგენის მიზნით მოპასუხეეები უნდა დავალდებულდეს მოსარჩელეს გადაუხადოს ის თანხა, რაც დავალიანებად დარჩა სესხის გადახდის შეწყვეტის შემდეგ და ასევე ის თანხა, რასაც მოსარჩელე მიიღებდა ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულებით.

 

6.9. მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეს დაეკისროს პირგაამტეხლოს გადახდა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

განსახილველ შემთხვევაში პირგასამტეხლოს შესახებ მხარეები შეთანხმებული იყვნენ (იხ. ხელშეკრულებები).

 

6.10 სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით ,,სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო”.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია მოვალის პასუხისმგებლობის ამაღლების მცდელობა. მოვალემ პირგასამტეხლოს თავის არიდების მიზნით კრედიტორის წინაშე ვალდებულება უნდა შასრულოს ჯეროვნად და დროულად. ასევე მისი მიზანია ვალდებულების დაყოვნებით კრედიტორზე მიყენებული ზიანის კომპენსირება და დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს მიზანი არაა კრედიტორის გამდიდრება მოვალის ხარჯზე. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეების წინაშე არსებული პირგასამტეხლოს ოდენობა არის მართლზომიერი და იგი არ უნდა შემცირდეს.

 

6.11 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის თანახმად უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება სხვა კრედიტორთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით.

 

ამავე კოდექსის 301-ე მუხლის 1 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

დადგენილია, რომ სს საქ--------–-------კმა სარჩელი აღძრა და მოითხოვა მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების თანხის გადახდა.

 

საქ. სკ-ის 301-ე მუხლის 1 ნაწილით მსესხებლის მიერ იპოთეკით უზრუნველყოფილი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება, კრედიტორს ანიჭებს უფლებამოსილებას მოითხოვოს უზრუნველყოფილი ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაფარვის მიზნით იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია. ვინაიდან რამაზ ჯინჭარაძემ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და არ დაფარა კრედიტი, აღნიშნული არის იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის საფუძველი. გარდა აღნიშნულისა მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმებული არიან, რომ თუ იპოთეკის საგანი არ იქნება საკმარისი დარღვეული უფლების აღდგენისათვის, მაშინ გადაწყვეტილების აღსრულება უნდა განხორციელდეს მევალის სხვა ქონებიდან.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის თანხამდ, მოსარჩელე ორგანიზაციას უნდა დაუბრუნდეს სახ. ბაჟის თანხა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისიძება უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 53-ე, 243-244-ე, 247-248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გადაწყვიტა

 

1. სს სა---------–---------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

1.1. დაეკისროს მოპასუხეებს-შპს ახ--–--------ს, ნი----–-----–---–--ძეს და გიო-----–---–--ძეს სოლიდარულად სს სა---------–---------ს სასარგებლოდ- 49 089.53 ლარის გადახდა.

1.2. მოპასუხეებს-შპს ახ--–--------ს, ნი----–-----–---–--ძეს და გიო-----–---–--ძეს სოლიდარულად დაეკისროს სს სა---------–---------ს სასარგებლოდ სარგებლის სახით სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად - 17.53 ლარის გადახდა.

1.3. მოპასუხეებს-შპს ახ--–--------ს, ნი----–-----–---–--ძეს და გიო-----–---–--ძეს სოლიდარულად დაეკისროს სს სა---------–---------ს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად - 20.00 ლარის გადახდა.

1.4. სარეალიზაციოდ მიქცეულ იქნას შპს ახ--–--------ის კუთვნილი უძრავი ქონება ს/კ 26.04.11.0---თუ ვერ მოხდება უზრუნველყოფის საგნის რეალიზაცია ან რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ დაფარავს ბანკის მიმართ არსებულ დავალიანებას, თანხის ამოღება განხორციელდეს შპს ახ--–--------ის, ნი----–-----–---–--ძის და გიორგი ცერცვძის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან.

1.5. გადაწყვეტილება მოიქცეულ იქნას დაუყოვნებლი აღსასრულებად.

2.1.სახ. ბაჟის თანხა -5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით დაუბრუნდეს მოსარჩელე ორგანიზაციას-სს საქართელოს ბანკს შემდეგი ანგარიშიდან: სახ. ხაზინა, სახაზინო კოდი 300643150, ბანკის კოდი-TRESGE 22, საგდასახადო დავალება 4224, გადახდის თარიღი-23.04.2018წ. თანხა-5000 ლარი.

 

2.2.სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი თანხა -50 ლარის ოდენობით გადახდეთ მოპასუხეებს- შპს ახ--–--------ს, ნი----–-----–---–--ძეს და გიო-----–---–--ძეს სოლიდარულად სს სა---------–---------ს სასარგებლოდ.

3. 2018 წლის 1 მაისის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს უცვლელი.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

მოსამართლე: მარინა კიკნაძე