გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.07.2018
საქმის ნომერი
030210017002087276
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
17.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

N030210017002087276

N2/925

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

17 ივლისი 2018 წელი ქ. ფოთი

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე

სხდომის მდივანი თ----- მგალობლიშვილი

მოსარჩელე თ-----------–------ია, კ----–---–------ია, თ----------ნი

წარმომადგენელი ლ----------ძე

მოპასუხე სს „ს----------–---------“

წარმომადგენელი თ-----------–უა

დავის საგანი თანხის შემცირება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. შემცირებულ იქნას დავალიანება პირგასამტეხლოს ნაწილში სრულად - 8898,09 აშშ დოლარის და დარიცხული პროცენტის ნაწილში ნაწილობრივ - 4200 აშშ დოლარის ოდენობით.

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 12 აგვისტოს მოსარჩელეებსა და სს „პ------------------ს“ შორის შედგა მორიგება და მოვალეებმა: თ----------ნმა, კ----–---–------იამ და თ-----------–------იამ აღიარეს სს „პ------------------ის“ წინაშე არსებული დავალიანება და აიღეს ვალდებულება, რომ თანდართული გრაფიკის მიხედვით, რომელიც წარმოადგენდა მორიგების განუყოფელ ნაწილს, გადაიხდიდნენ დავალიანებას. იპოთეკით დატვირთული იყო თ-----------–------იას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ფოთი, ვ-–----–----–--------, საკადასტრო კოდი: 0-----------. მოსარჩელეს მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში ჩაბარდა აღსრულების ეროვნული ბიუროდან წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, სადაც კრედიტორია სს „ს----------–---------“, მოვალეები კი მოსარჩელეები. აღნიშნული გზავნილით დასტურდება, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 ივლისის განჩინებით N3598 სამოქალაქო საქმეზე, მოსარჩელის სს „პ------------------ის“ უფლებამონცვლედ ცნობილ იქნა სს „ს----------–---------“. სააღსრულებო ფურცლისა და კრედიტორის განცხადების მიხედვით, მოვალეებს ჯამში დაეკისრათ 52283,45 აშშ დოლარის გადახდა.

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხის პოზიცია სარჩელთან მიმართებით.

 

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1 უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქმეში არ მოიპოვება

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1.ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 12 აგვისტოს განჩინებით შეწყდა სამოქალაქო N3598 საქმის წარმოება მხარეთა მორიგების გამო. სოლიდარული მოვალეები თ----------ნი, კ----–---–------ია და თ-----------–------ია სოლიდარულად კისრულობენ ვალდებულებას დაფარონ სს „პ------------------ის“ წინაშე არსებული დავალიანება 39 426 აშშ დოლარის ოდენობით მორიგების დღიდან მის სრულ დაფარვამდე - 120 თვის ვადით, დავალიანების თანხაზე წლიური 11%-ის დარიცხვით მორიგებაზე თანდართული გრაფიკის თანახმად, რომელიც წარმოადგენს მორიგების განუყოფელ ნაწილს. იპოთეკის საგნის მესაკუთრე თ-----------–------ია თანახმაა უზრუნველყოს სალიდარული მოვალეების მიერ ამ მორიგებით გათვალისწინებული (ნაკისრი) მთლიანი ვალდებულება მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით, რაც გამოიხატა, იმაში, რომ ქვემოთ ჩამოთვლილ უძრავ ქონებაზე მორიგების აქტის გაფორმებით არ უქმდება არანაირი იპოთეკა (გირავნობა), რომელიც უზრუნველყოფს მოსარჩელის მოთხოვნებს: უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ფოთი, ვ-–----–----–--------, საკადასტრო კოდი: 0-----------). იძულებითი აღსრულება განხორციელდება იპოთეკით დატვირთული შემდეგი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით, უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ფოთი, ვ-–----–----–--------, საკადასტრო კოდი: 0-----------.იმ შემთხვევაში, თუ გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში არ დაიფარება საკრედიტო დავალიანება ბ---- უფლებამოსილია დაარიცხოს, ხოლო მოპასუხეები ვალდებული არიან გადაიხადონ პირგასამტეხლო გრაფიკით გადასახდელი თანხის 0,5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სასამართლო განჩინების ნებაყოფლობით ან იძულებით აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 90 დღისა.

 

მოპასუხეები თანხმა არიან და იღებენ ვალდებულებას აუნაზღაურონ მოსარჩელეს მის მიერ გადახდილი საპროცესო ხარჯები 3854.23 ლარის ოდენობით მორიგების აქტის გაფორმებიდან 12 თვის ვადაში. იძულებითი აღსრულება განხორციელდება იპოთეკით დატვირთული (და დაგირავებული) შემდეგი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით, უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ფოთი, ვ-–----–----–------ (ს/კ 0-----------).

 

3.2.2.ფოთის საქალაქო სასამრთლოს 2017 წლის 27 ივლისის განჩინებით დაკმაყოფილდა სს „ს----------–---------ს“ წარმომადგენლის განცხადება და სამოქალაქო N3598 საქმეზე, მოსარჩელის სს „პ------------------ის“ უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სს „ს----------–---------“.

 

3.2.3. 2010 წლის 14 ივლისის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ფოთი, ვ-–----–----–--------, საკადასტრო კოდი: 0----------- მესაკუთრე არის თ-----------–------ია, იპოთეკარი სს „პ------------------ი“, სს „ვ------ ბ---- ჯ--------“.

 

3.2.4.2017 წლის 15 აგვისტოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს A---------00-/001 წინადადების შესრულების შესახებ გადაწყვეტილების მიხედვით, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაშია A-------- საქმე ნოტარიუსის მიერ 22.06.2015 წელს გაცემული 3595 სააღსრულებო ფურცელი, სადაც კრედიტორია სს“პ------------------ი, მოვალეები: თ----------ნი, კ----–---–------ია და თ-----------–------ია. სააღსრულებო ფურცლისა და კრედიტორის განცხადების მიხედვით, მოვალეს დაეკისრა ჯამში 52283,45 აშშ დოლარის გადახდა. დავალიანების გადახდა განხორციელდა იპოთეკით დატვირთული თ-----------–------იას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ფოთი, ვ-–----–----–--------, საკადასტრო კოდი: 0-----------. თუ არამატერიალური ქონებრივი სიკეთეების რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ იქნება დავალიანების დასაფარად, აღსრულება მიექცევა მოვალის სხვა ქონებაზე.

 

3.2.5.სს „ს----------–---------ს“ წარმომადგენლის თ----- დ------ს მიერ 2017 წლის 12 სექტემბრის გაცემული ცნობის მიხედვით, თ----------ნის ფინანსური ვალდებულება სს „ს----------–---------ს“ წინაშე 2017 წლის 12 სექტემბრის მდგომარეობით შეადგენს: 2885072P ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული პროცენტის ოდენობა შეადგენს 409,07 ლარს, დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 25,94 ლარს, ვალდებულების სრული მოცულობა შეადგენს 435,01 ლარს. 4069648R ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის ოდენობა შეადგენს 36 713,11 ლარს, დარიცხული პროცენტის ოდენობა შეადგენს 6 672, 13 ლარს, დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 8898,09 ლარს, ვალდებულების სრული ოდენობა შეადგენს 52 283,33 ლარს.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

თ-----------–------იას, კ----–---–------იას და თ----------ნის სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში სრულად - 8898,09 აშშ დოლარის და დარიცხული პროცენტის ნაწილში ნაწილობრივ - 4200 აშშ დოლარის შემცირების თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, ადმიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, საქართველოს სამოქალაქო და საპროცესო კოდექსები

(კონკრეტული მუხლები იხილეთ სამართლებრივ შეფასებაში).

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა ყოველი დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანაა, რომელიც უშუალოდ გამომდინარეობს სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებისაგან, რომლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებით და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით (საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლი).

 

ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ასეთი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს მათი დაცვის აუცილებელ სამართლებრივ გარანტიებს, რომელთა შორის ყველაზე ქმედითი მათი სასამართლოს საშუალებით დაცვაა.

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქათველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მიმართა სასამართლოს.

 

სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახლმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს, ამიტომაც სამართლიანი სასამართლოს უფლება არის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც აწესრიგებს ინდივიდსა და სახელმწიფოს, ასევე, კერძო პირებს შორის არსებულ სადავო ურთიერთობებს, უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას და იცავს დაცულ სფეროში გაუმართლებელი ჩარევისაგან.

 

ადმიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

იცავს რა სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომელსაც გააჩნია ფუნდამენტური მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში, ევროკონვენციის მე-6 მუხლს უკავია ცენტრალური ადგილი კონვენციის სისტემაში. აღნიშნული მუხლის დაცვის ობიექტს წარმოადგენს კანონის უზენაესობის პრინციპი, რომელსაც ემყარება მთლიანად საზოგადოება.

 

სასამართლო უპირველესად ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ - ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

ამდენად, კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და მისი შესრულების მექანიზმი. ამასთან, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს, კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისთვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის 31 ქვეპუნქტის მიხედვით, კრედიტორისა და მესაკუთრის წერილობითი ფორმით დადებულ გარიგებაში მხარეებს შეუძლიათ გაითვალისწინონ, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორისთვის გადაცემა და რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.

 

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 12 აგვისტოს მხარწეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინებით სოლიდარული მოვალეები თ----------ნი, კ----–---–------ია და თ-----------–------ია სოლიდარულად კისრულობენ ვალდებულებას დაფარონ სს „პ------------------ის“ წინაშე არსებული დავალიანება 39 426 აშშ დოლარის ოდენობით მორიგების დღიდან მის სრულ დაფარვამდე - 120 თვის ვადით, დავალიანების თანხაზე წლიური 11%-ის დარიცხვით მორიგებაზე თანდართული გრაფიკის თანახმად, რომელიც წარმოადგენს მორიგების განუყოფელ ნაწილს.

 

აღნიშნული მორიგების შესაბამისად, იპოთეკის საგნის მესაკუთრე თ-----------–------ია თანახმაა უზრუნველყოს სალიდარული მოვალეების მიერ ამ მორიგებით გათვალისწინებული (ნაკისრი) მთლიანი ვალდებულება მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით, რაც გამოიხატა, იმაში, რომ ქვემოთ ჩამოთვლილ უძრავ ქონებაზე მორიგების აქტის გაფორმებით არ უქმდება არანაირი იპოთეკა (გირავნობა), რომელიც უზრუნველყოფს მოსარჩელის მოთხოვნებს: უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ფოთი, ვ-–----–----–--------, საკადასტრო კოდი: 0-----------). იძულებითი აღსრულება განხორციელდება იპოთეკით დატვირთული შემდეგი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით, უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ფოთი, ვ-–----–----–--------, საკადასტრო კოდი: 0-----------.

 

იმ შემთხვევაში, თუ გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში არ დაიფარება საკრედიტო დავალიანება ბანკი უფლებამოსილია დაარიცხოს, ხოლო მოპასუხეები ვალდებული არიან გადაიხადონ პირგასამტეხლო გრაფიკით გადასახდელი თანხის 0,5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სასამართლო განჩინების ნებაყოფლობით ან იძულებით აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 90 დღისა.

 

მოპასუხეები თანხმა არიან და იღებენ ვალდებულებას აუნაზღაურონ მოსარჩელეს მის მიერ გადახდილი საპროცესო ხარჯები 3854.23 ლარის ოდენობით მორიგების აქტის გაფორმებიდან 12 თვის ვადაში.

 

იძულებითი აღსრულება განხორციელდება იპოთეკით დატვირთული (და დაგირავებული) შემდეგი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით, უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ფოთი, ვ-–----–----–------ (ს/კ 0-----------).

 

სააღსრულებო ბიუროში აღსრულება მიმდინარეობს 2014 წლის 12 აგვისტოს N3598 განჩინების და მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, რომლის მიხედვით, კრედიტორის მოთხოვნა მოვალეთა მიმართ 52283,33 ლარს შეადგენს.

 

საქმეში არსებული სს „ს----------–---------ს“ მიერ გაცემული ცნობის მიხედვით მოვალეთა მიერ გადაუხდელ ძირ თანხას შეადგენს 36713,11 აშშ დოლარი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

სამეგრელოსა და ზემო სვანეთის აღსრულების ბიუროს მიერ წარმოდგენილ 2014 წლის 12 აგვისტოს მორიგების აქტს მხარეები ეთანხმებიან, რასაც ადასტურებენ მორიგების აქტზე ხელმოწერით. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 12 აგვისტოს განჩინებით დამტკიცდა მხარეთა მიერ წარმოდგენილი და ხელმოწერილი მორიგების აქტი. აღნიშნული განჩინება მხარეთა მიერ არ გასაჩივრებულა.

 

მოსარჩელის 2015 წლის 22 ივნისის განცხადების საფუძველზე, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 12 აგვისტოს N3598 განჩინებაზე გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი.

 

სამოქალაქო კანონმდებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური პრინციპია სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერება. სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი უფლებისა თუ ვალდებულების რეალიზაციისას კანონმდებელი ეფუძნება იმ დანაწესს, რომ მათი რეალიზაცია განხორციელდება სწორედ კეთილსინდისიერების ფარგლებში. სამოქალაქო კოდექსი კერძო სამართლის სუბიექტებს მოუწოდებს და ავალდებულებს კიდეც სათანადო გულისხმიერებით მოეპყრან თავიანთ უფლებებს და არ განახორციელონ ისინი იმ ფორმით, რომ ეს გამოდიოდეს კეთილსინდისიერი და გულისხმიერი ადამიანის ქცევის ფარგლებიდან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა აგებულია ნების ავტონომიის პრინციპზე, რაც გულისხმობს მხარეთა ნების გამოვლენის თავისუფლებას ხელშეკრულების დადებისას. ნების ავტონომიის პრინციპს ეფუძნება პირგასამტეხლოს ოდენობის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობაც. თუმცა, ამ თავისუფლების საზღვრების განმსაზღვრელიც არის სწორედ კეთილსინდისიერების პრინციპი. პირგასამტეხლოს განსაზღვრისას, კეთილსინდისიერების პრინციპი ავალდებულებს მხარეებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა დაადგინონ იმ ფარგლებში, რომელიც არ სცდება ამ ინსტიტუტის დანიშნულებას და უფლების ბოროტად გამოყენების შედეგად შეუსაბამოდ მძიმე ტვირთს არ აკისრებს ხელშეკრულების მხარეს. ამ უკანასკნელ შემთხვევაში კი, კანონი დაცვითი მექანიზმის სახით - პირგასამტეხლოს დანიშნულების ხელყოფის თავიდან ასაცილებლად, სასამართლოს ანიჭებს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების უფლებას. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დანიშნულება არის ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენცია და სასამართლოს უფლება აქვს პირგასამტეხლო შეამციროს იმ ოდენობამდე, რომ იგი ამ დანიშნულებას არ გასცდეს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თ-----------–------იას, კ----–---–------იას და თ----------ნის სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში სრულად - 8898,09 აშშ დოლარის და დარიცხული პროცენტის ნაწილში ნაწილობრივ - 4200 აშშ დოლარის შემცირების თაობაზე, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

წარმოდგენილი სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 06 სექტემბრის განჩინებით შეჩერდა სააღსრულებო წარმოება № A--------, სადაც კრედიტორია სს "პ------------------ი", მოვალეები: თ----------ნი, კ----–---–------ია და თ-----------–------ია.

 

ვინაიდან თ-----------–------იას, კ----–---–------იას და თ----------ნის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, არსებობს ფოთის საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა გაუქმდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 06 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა სააღსრულებო წარმოება № A--------, სადაც კრედიტორია სს "პ------------------ი", მოვალეები: თ----------ნი, კ----–---–------ია და თ-----------–------ია.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. თ-----------–------იას, კ----–---–------იას და თ----------ნის სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში სრულად - 8898,09 აშშ დოლარის და დარიცხული პროცენტის ნაწილში ნაწილობრივ - 4200 აშშ დოლარის შემცირების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 956,95 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში ბაჟის სახით გადახდილად.

 

3. გაუქმდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 06 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა სააღსრულებო წარმოება № A--------, სადაც კრედიტორია სს "პ------------------ი", მოვალეები: თ----------ნი, კ----–---–------ია და თ-----------–------ია.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე