გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
080-1001800-411100
#2/1348-18 წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27.08.2018 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დარინა აბულაძე
სხდომის მდივანი - თამარ შალამბერიძე
მოსარჩელე - სს ს----------–--------ი
წარმომადგენელი - გ--------–-----ა;
მოპასუხე - ბ----------------ა, თ-------------–--ე;
წარმომადგენელი - ე-----–-----–---–ი, ზ-------–----–--ე;
დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბ----------------ას სს ს----------–--------ის სასარგებლოდ დაეკისროს (1) #3------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხზე 892-8.41 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 1630-,10 აშშ დოლარს, სარგებელი 2-99,43 აშშ დოლარს, საკომისიო 80 აშშ დოლარს, პირგასამტეხლო 70185,88 აშშ დოლარს. (2) #4------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხზე 428,55 ლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 205,91 ლარს, სარგებელი 72,81 ლარს, საკომისიო 2 ლარს, პირგასამტეხლო 147,83 ლარს.
1.2. ბ----------------ას სს ს----------–--------ის სასარგებლოდ დაეკისროს (1) #3------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხზე სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად სარგებლის სახით 8.04 აშშ დოლარის გადახდა. (2) #4------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხზე სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად სარგებლის სახით 0,30 ლარის გადახდა.
1.3. ბ----------------ას სს ს----------–--------ის სასარგებლოდ დაეკისროს (1) #3------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხზე სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად პირგასამტეხლოს სახით 81,52 აშშ დოლარის გადახდა. (2) #4------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხზე სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად პირგასამტეხლოს სახით 1,0- ლარის გადახდა.
1.4. ბ----------------ას #3------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიქცეს იპოთეკით დატვირთული თ-------------–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისში, ც-–---------------, ს/კ 0-.0-.2-.3--- თუ ვერ მოხერხდება უზრუნველყოფის საგნის რეალიზაცია ან რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ დაფარავს ბანკის მიმართ არსებულ დავალიანებას, სესხზე #3------ დაკისრებული თანხის ამოღება განხორციელდეს ბ----------------ას საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან.
1.5. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიქეცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
1.6. მოპასუხე მხარეს დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2016 წლის 07 ნოემბერს სს ს----------–--------ს და ბ----------------ას შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად საკრედიტო ხაზის ლიმიტი განისაზღვრა 150000 აშშ დოლარით, 300 თვის ვადით. 2016 წლის 07 ნოემბერს სს ს----------–--------ს და ბ----------------ას შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაცემული იქნა სესხი 17500 აშშ დოლარის ოდენობით, 60 თვის ვადით, წლიური საპროცენტო სარგებლის 18%-ის დარიცხვით, ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო 0.5% ყოველვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა თ-------------–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, ს/კ 0-.0-.2-.3--- 2017 წლის 24 აპრილს ბ----------------აზე გაცემული იქნა სესხი 237,30 ლარის ოდენობით 06 თვის ვადით, წლიური საპროცენტო სარგებელი შეადგენდა 53,80%, ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო 0.5% ყოველვადაგადაცილებულ დღეზე. 2018 წლის 22 აპრილის მდგომარეობით ბ----------------ას დავალიანება სს ს----------–--------ის წინაშე შეადგენს #3------ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 892-8,41 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 1630-,10 აშშ დოლარს, სარგებელი 2-99,43 აშშ დოლარს, საკომისო 80 აშშ დოლარს, პირგასამტეხლო 70185,88 აშშ დოლარს. #4------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე 428,55 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 205,91 ლარს, სარგებელი 72,81 ლარს, საკომისიო 2 ლარს, პირგასამტეხლო 147,83 ლარს. (იხ. სარჩელი)
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ბ----------------ამ სარჩელი ნაწილობრივ ცნო, კერძოდ #3------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხის 1630-,10 აშშ დოლარის, სარგებლის 1000 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში. #4------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელი ცნო ძირი თანხის 205,91 ლარის და პირგასამტეხლოს 50 ლარის მოთხოვნის ნაწილში. მოთხოვნის სხვა ნაწილში მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. (იხ. შესაგებელი. სხდომის ოქმი).
2.1. მოპასუხე თ-------------–--ე, სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ქართულ ენას არ ფლობს, იპოთეკის ხელშეკრულებაზე მას ხელი არ მოუწერია. მისთვის ეხლა გახდა ცნობილი, რომ მისი ქონება იპოთეკით არის დატვირთული, მისთვის გაუგებარია თუ როგორ მოხდა ქონებაზე იპოთეკის რეგისტრაცია. (იხ. შესაგებელი. სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 07 ნოემბერს სს ს----------–--------ს და ბ----------------ას შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად საკრედიტო ხაზის ლიმიტი განისაზღვრა 150000 აშშ დოლარით, 300 თვის ვადით. 2016 წლის 08 ნოემბერს სს ს----------–--------ს და ბ----------------ას შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაცემული იქნა სესხი 17500 აშშ დოლარის ოდენობით, 60 თვის ვადით, წლიური საპროცენტო სარგებლის 18%-ის დარიცხვით, ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო 1.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.
- 07.11.2016 წლის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება;
- 08.11.2016 წლის საკრედიტო ხელშეკრულება;
3.1.2. 2016 წლის 08 ნოემბერის საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით თ------------–--ესთან გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე იპოთეკით დაიტვირთა თ------------–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისში, ც-–---------------, ს/კ; 0-.0-.2-.3--- იპოთეკა რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 07.11.2016 წლის იპოთეკის ხელშეკრულება №4----------;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
3.1.3. 2017 წლის 24 აპრილს სს ს----------–--------ს და ბ----------------ას შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხემ მიიღო სესხი 237,30 ლარის ოდენობით, 06 თვის ვადით, წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 53,80%-ით, ასევე ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო ყოველვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-24.04.2017 წლის საკრედიტო ხელშეკრულება #5------
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხე ბ----------------ას დავალიანება სს ს----------–--------ის მიმართ შეადგენს #3------ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 892-8,41 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 1630-,10 აშშ დოლარი, სარგებელი 2-99,43 აშშ დოლარი, საკომისო 80 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 70185,88 აშშ დოლარი. #4------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს 428,55 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 205,91 ლარს, სარგებელი 72,81 ლარს, საკომისიო 2 ლარს, პირგასამტეხლო 147,83 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ინფორმაცია სს ს----------–--------ის წინაშე არსებული ფინანსური ვალდებულების შესახებ;
მოპასუხე ბ----------------ა სადავოდ ხდის სესხის პროცენტის და პირგასამტეხლოს ოდენობას, რაც მოითხოვ სამართლებრივ შეფასებას.
მოპასუხე თ-------------–--ე სადავოდ ხდის სესხის უზრუნველსაყოფად გაფორმებულ იპოთეკის ხელშეკრულებას და განმარტავს, რომ იპოთეკის ხელშეკრულებაზე მას ხელი არ მოუწერია. მისთვის ეხლა გახდა ცნობილი, რომ მისი ქონება იპოთეკით არის დატვირთული, მისთვის გაუგებარია თუ როგორ მოხდა ქონებაზე იპოთეკის რეგისტრაცია. რასაც სასამართლო არ იზიარებს დაუსაბუთებლობის გამო.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მსესხებლის მიერ დარღვეულია სესხით ხელშეკრულებით შეთანხმებული გრაფიკი და ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც აძლევს კრედიტორს სესხის ძირ თანხის, სარგებლის და პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 10--ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 10--ე მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მხარის ვალდებულებას მის მიერ მითითებული კონკრეტული გარემოებების დადასტურება უზრუნველყოს შესაბამისი მტკიცებულებებით.
მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებით დასტურდება, რომ მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს #3------ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 892-8,41 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 1630-,10 აშშ დოლარს, სარეგებელი 2-99,43 აშშ დოლარს, საკომისო 80 აშშ დოლარს, პირგასამტეხლო 70185,88 აშშ დოლარს. #4------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე 428,55 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 205,91 ლარს, სარგებელი 72,81 ლარს, საკომისიო 2 ლარს, პირგასამტეხლო 147,83 ლარს.
მხარეთა მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრისა და შეჯიბრობითობის პრინციპის გათვალისწინებით, მოსარჩელეს ეკისრება მის მიერ მითითებული ფაქტების მტკიცების ტვირთი, ხოლო მოპასუხეს ეკისრება მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გაქარწყლების მოვალეობა.
მოპასუხე თ-------------–--ემ გარდა მისივე განმარტებისა, სასამართლოს ვერ წარმოუდგინა რაიმე მტკიცებულება, მისი პოზიციის დასადასტურებლად.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტების საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად ჩათვლა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა სამართლებრივი პოზიციის გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა არსებობის გამო.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს მოსაქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე, 625-ე, 327-ე, 873-ე, 867-ე, 868-ე, 400-40--ე, 394-ე, 408-ე, 411-ე, 412-ე, 417-ე, 115-ე, 420-ე, 286-ე, 301-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს დისპოზიციურობის პრინციპს, რომელიც მხარეს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს დისპოზიციურობის პრინციპის კონკრეტულ გამოვლინებას, კერძოდ, მოპასუხის მიერ თავისი მატერიალურ-სამართლებრივი უფლების განკარგვის აქტს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სარჩელის აღიარების შემთხვევაში, სასამართლო აღარ ამოწმებს და აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ეფუძნება მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობას.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე ბ----------------ამ სარჩელი ნაწილობრივ ცნო, კერძოდ #3------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხის 1630-,10 აშშ დოლარის, სარგებლის 1000 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში. #4------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის 205,91 ლარის და პირგასამტეხლოს 50 ლარის მოთხოვნის ნაწილში. მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელის ცნობა წარმოადგენს მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სსკ 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
ამდენად, კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და მისი შესრულების მექანიზმი. ამასთან, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მსესხებლების მიერ დარღვეული იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ გადაცილებული იქნა სესხის დაფარვის ვადები. დადგენილია, რომ მოსარჩელემ მსესხებლებს გაუგზავნა გაფრთხილების წერილები და განუსაზღვრა ორი კვირის ვადა არსებული დავალიანების დასაფარად. მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია საკრედიტო ურთიერთობის ვადამდე შეწყვეტა და კრედიტის ვადამდე გამოთხოვის მართლზომიერება.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველია, 2016 წლის 07 ნოემბერს სს ს----------–--------ს და ბ----------------ას შორის დადებული გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება #4872938-ა. სს ს----------–--------ს და ბ----------------ას შორის 2016 წლის 07 ნოემბერს გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე 2016 წლის 08 ნოემბერს სს ს----------–--------ს და ბ----------------ას შორის გაფორმდა 4872938-ა-4872938 შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბ----------------აზე გაიცა სესხი 17500 აშშ დოლარის ოდენობით, სარგებლის წლიური 18%-ის დარიცხვით, 60 თვის ვადით. ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო 1.5% ყოველვადაგადაცილებულ დღეზე და დაზღვევის საკომისიო 8 აშშ დოლარის ოდენობით. 2017 წლის 24 აპრილს სს ს----------–--------ს და ბ----------------ას შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება #5------, რომლის საფუძველზე მსესხებელს გადაეცა 237,30 ლარი, 6 თვის ვადით, წლიური სარგებლის წლიური 53,8%-ის დარიცხვით. ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა პირგასამტეხლო 0.5% ყოველვადაგადაცილებულ დღეზე
ამდენად, მითითებული ხელშეკრულებები წარმოადგენს მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელ საფუძველს, რომლის პირობების დარღვევა იწვევს მხარეთა პასუხისმგებლობას.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868.1 მუხლის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ 2016 წლის 08 ნოემბერს, მხარეთა შორის გაფორმებული 4872938-ა-4872938 საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, ბანკმა გასცა მსესხებელზე კრედიტი 17 500 აშშ დოლარის ოდენობით, კრედიტის ვადა განისაზღვრა 60 თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვეთი-18% სარგებლით. მხარეთა შორის განისაზღვრა რომ მოპასუხეს ყოველთვიურად უნდა დაეფარა დარიცხული პროცენტი.
სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო-სამართლებრივი ურთიერთობა ეფუძნება მხარეთა მიერ ნამდვილი ნების გამოვლენის შედეგად მათთვის სასურველი უფლება-მოვალეობების წარმოშობას. სახელშეკრულებო სამართალში მოქმედებს მხარეთა ნების ავტონომია, რომლის ფარგლებში შესაძლებელია ხელშეკრულების იმგვარ პირობებზე შეთანხმება, რომლებიც ოპტიმალურად მისაღებია გარიგების ყველა მონაწილისათვის. ხელშეკრულებაზე ხელისმოწერით მხარეები ადასტურებენ იმ სამართლებრივი შედეგების მიღების სურვლისა და მზაობას, რაც ხელშეკრულებით გაითვალისწინეს.
ამდენად, როგორც პროცენტზე შეთანხმება მხარეთა შორის მოხდა ხელშეკრულებების საფუძველზე, შესაბამისად, პროცენტის მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა, საფუძვლიანია და ამ ნაწილშიც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.
მოპასუხე, ბ----------------ას მიერ 2017 წლის 30 ივნისიდან დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, რაც მისთვის როგორც ძირი თანხის, ასევე მასზე დარიცხული პროცენტის დაკისრების საფუძველია.
6.4. საქართველოს სამოქლაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობას არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხები, ხოლო რაც შეეხება მსესხებლს - ბ----------------ას მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
6.5. მოსარჩელე ითხოვს ზიანის ანაზღაურებას მიუღებელი შემოსავლისთვისაც, ანუ იმ დანაკლისისათვის, რაც ბანკმა ვერ მიიღო მოპასუხის ქმედებით. კერძოდ, მოსარჩელე მიუღებელი შემოსავლის სახით ითხოვს მოპასუხისთვის იმ სარგებლის გადახდის დაკისრებას, რასაც მოსარჩელე მიიღებდა, ხელშეკრულების პირობები სრულად რომ შესრულებულიყო. ამასთან, მოსარჩელე ზიანის ანაზღაურებას ითხოვს იმ საპროცენტო სარგებლის ფარგლებში, რაც განსაზღვრული იყო თითოეული კრედიტით სარგებლობისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 40-.1. მუხლის თანახმად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
ნებისმიერ მსესხებელთან საბანკო კრედიტის ხელშეკრულების გაფორმება ხდება იმ მოლოდინით, რომ ბანკი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოგებას მიიღებს. საპროცენტო განაკვეთი საბანკო კრედიტისათვის არის კრედიტის ფასი, რაც კრედიტით სარგებლობის გარკვეული ეტაპის დასრულებისას უნდა იყოს გადახდილი. საპროცენტო განაკვეთი უზრუნველყოფს ბანკს, რომ მან დაფაროს ის ხარჯები, რაც დაკავშირებულია დეპოზიტზე მოზიდული სხვისი სახსრების პროცენტების გადახდასთან, შესაბამისი მოგების მიღებასთან და სარესურსო ფონდების გაზრდასთან. მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა კი, ბანკს უფლებას აძლევს მოითხოვოს როგორც დამდგარი ზიანის, ისე მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მიუღებელი შემოსავალი თანხის კრედიტის გამცემისათვის სარეალიზაციოდ დაბრუნებას უკავშირდება. კონკრეტული საპროცენტო განაკვეთი მოქმედებს მხოლოდ იმ პერიოდისათვის, როდესაც ფულადი რესურსი ბანკის სარგებლობაში არ იმყოფება. იმ მომენტიდან, როდესაც სესხის თანხა კრედიტის გამცემს უბრუნდება, მიუღებელი შემოსავალი აღარ არსებობს, რადგანაც კრედიტორს სრული შესაძლებლობა აქვს სხვაგვარად განკარგოს ეს თანხა, თავიდან გასცეს კრედიტი, ან სხვა საშუალებით მიიღოს მოგება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს პრეზუმფცია, რომ მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საპროცენტო სარგებელს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შემადგენლობა, რაც მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს წარმოადგენს, კერძოდ: ა) მოპასუხე ბ----------------ას მოსარჩელე სს ს----------–--------ის სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურების სახით უნდა დაეკისროს 2016 წლის 08 ნოემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 1630-,10 აშშ დოლარის წლიური 18%-ის გადახდა 2018 წლის 23 აპრილიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუგვიანეს 20-1 წლის 05 ნოემბრისა;
ამდენად, მითითებული პირობებით ხელშეკრულების დადებისას, მსესხებლისათვის წინასწარ იყო ცნობილი მის მიერ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების მოცულობა, ისევე, როგორც ამ ვალდებულებათა დარღვევის შედეგად ბანკისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის მოცულობა. მოვალის მიერ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად, ბანკმა დაკარგა ის შემოსავალი, რასაც მიიღებდა ხელშეკრულებაში გათვალისწინებული წლიური სარგებლის სახით. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას 2017 წლის 24 აპრილის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურების თაობაზე, სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულება მხარეთა შორის გაფორმებული იქნა 6 თვის ვადით 2017 წლის 06 ნოემბრამდე. მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო მოსარჩელემ მოითხოვა სარგებლის 72,81 ლარის დაკისრება ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში. სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში. ამდენად სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს. სასამართლოს ამგვარი შეფასებები და დასკვნები შესაბამისობაშია მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან პრაქტიკასთან.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის არსებობს წერილობითი შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, 2016 წლის 08 ნოემბერს სს ს----------–--------ს და ბ----------------ას შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში განისაზღვრა პირგასამტეხლო ყოველვადაგადაცილებულ დღეზე 1.5%.
როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.
პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ზემოაღნიშნული ნორმა პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
განსახილველ შემთხვევაში, 2016 წლის 08 ნოემბრის ხელშეკრულებით პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა 1.5%-ით. მოსარჩელის მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი - გადასახდელი თანხის 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას, რადგან თვეში შეადგენს 15%-ს, ხოლო წელიწადში 180%-ს, რაც ეწინააღმდეგება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებულ გონივრულობის სტანდარტებს.
დარიცხულ პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს განაკვეთი 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა შემცირდეს 0,07% მდე და ასევე უნდა შემცირდეს სარჩელით მოთხოვნილ თანხაში გამოხატული პირგასამტეხლო 70185,88 აშშ დოლარი 3400 აშშ დოლარამდე. ხოლო #4------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე 50 ლარამდე. ბ----------------ას სს ს----------–--------ის სასარგებლოდ ასევე უნდა დაეკისროს (1) #3------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხზე სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად პირგასამტეხლოს სახით 11,41 აშშ დოლარის გადახდა. (2) #4------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხზე სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად სარგებლის სახით 0,14 ლარის გადახდა.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).
ამდენად, იპოთეკა, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთი საშუალება, წარმოადგენს მყარ გარანტიას, რომელიც ეძლევა კრედიტორს სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება იპოთეკით დატვირთული ნივთიდან იმ შემთხვევაში, როცა მოვალე არ, ან ვერ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას.
დადგენილია, რომ 2016 წლის 07 ნოემბერის საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით თ------------–--ესთან გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე იპოთეკით დაიტვირთა თ------------–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისში, ც-–---------------, ს/კ; 0-.0-.2-.3--- მოპასუხემ წერილობითი შესაგებლით სადავოდ გახადა იპოთეკის ხელშეკრულებაზე შესრულებული ხელმოწერა, თუმცა იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა სარჩელით არ მოუთხოვია;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
განსახილველ შემთხვევაში არ არის სადავო ის გარემოება, რომ ბ----------------ამ, ვერ შეძლო საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს საქართველოს ბაკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მეორე ნაწილის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2016 წლის 07 ნოემბერს მხარეთა შორის დადებული იპოთეკის ხელშეკრულების 8.4. პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდენენ, რომ თუ იპოთეკის საგანზე გადახდევინების მიქცევით მიღებული სარგებელი (ბანკის საკუთრებაში გადასული იპოთეკის საგანი ან იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა) სრულად არ ფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნებს და მოვალესთან გაფორმებული ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, ბანკი უფლებამოსილია მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით გადახდევინება მიაქციოს მოვალის ნებისმიერ ქონებაზე ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად, მესაკუთრე უფლებამოსილია იპოთეკის საგანზე გადახდევინების მიქცევის დასრულებამდე ნებისმიერ დროს დააკმაყოფილოს უზრუნველყოფილი მოთხოვნები (მათ შორის დაკმაყოფილებამდე ბანკის მიერ გაწეული ხარჯები) და ამით შეწყვიტოს იპოთეკის საგანზე გადახდევინების მიქცევა.
6.8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2-8-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში შეთანხმებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი. სასამართლოს მიაჩნია, რომ 08.11.2016 წლის ხელშეკრულებაზე ხელისმოწერით მხარეებმა გამოხატეს ნება მათ შორის დავის გადაწყვეტის დროს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე (მუხლი 5.2). აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის შუამდგომლობა საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2-9-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნა გადაწყვეტილება. თუ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი იმავე სხდომაზე არ განიხილება, მაშინ სასამართლო ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც აცნობებს მხარეებს. მხარეების გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი განხილულ იქნა იმავე სასამართლო სხდომაზე. სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა სარჩელის დასახელებულ ნაწილში დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები.
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შესაბამისად მოპასუხე უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მის მიერ აღიარებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში და მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან 462,71 ლარის ოედნობით. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 706,25 ლარის ოდენობით, მის მიერ არ აღიარებული და სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად. ამასთან, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში სრულად არ დაკმაყოფილდა ამ ნაწილში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა - უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სს ს----------–--------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. (#3------ სესხზე) ბ----------------ას - სს ს----------–--------ის სასარგებლოდ დაეკისროს 22482,53 აშშ დოლარის გადახდა; საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 1630-,10 აშშ დოლარს, საპროცენტო სარგებელი 2-99,43 აშშ დოლარს, საკომისო 80 აშშ დოლარს, პირგასამტეხლო 3400 აშშ დოლარს.
3. (#4------ სესხზე) ბ----------------ას - სს ს----------–--------ის სასარგებლოდ დაეკისროს 330,72 ლარის გადახდა; საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 205,91 ლარს, საპროცენტო სარგებელი 72,81 ლარს, საკომისო 2 ლარს, პირგასამტეხლო 50 ლარს.
4. მოპასუხე ბ----------------ას - სს ს----------–--------ის სასარგებლოდ 2016 წლის 08 ნოემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყოველდღიურად სარგებლის სახით დაეკისროს 8,04 აშშ დოლარის გადახდა 2018 წლის 23 აპრილიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუგვიანეს 20-1 წლის 05 ნოემბრისა;
5. მოპასუხე ბ----------------ას - სს ს----------–--------ის სასარგებლოდ 2016 წლის 08 ნოემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 1630-,10 აშშ დოლარის 0,07%-ის 11,41 აშშ დოლარის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2018 წლის 23 აპრილიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
6. მოპასუხე ბ----------------ას - სს ს----------–--------ის სასარგებლოდ 2017 წლის 24 აპრილის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 205,91 არის 0,07%-ის 0,14 ლარის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2018 წლის 23 აპრილიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
7. ბ----------------აზე (#3------ სესხზე) დაკისრებული დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს იპოთეკით დატვირთული თ-------------–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ქუთაისში, ც-–----------------ში, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0-.0-.2-.3---
8. იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდება უზრუნველყოფის საგნის რეალიზაცია ან რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ დაფარავს ბანკის მიმართ არსებულ დავალიანებას (#3------ სესხზე) დაკისრებული თანხის გადახდევინება განხორციელდეს ბ----------------ას საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან.
9. მოთხოვნის სხვა ნაწილში სს ს----------–--------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
10. ბ----------------ს - სს ს----------–--------ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის თანხა 706,25 ლარის ოდენობით.
11. სს ს----------–--------ს დაუბრუნდეს 2018 წლის 23 აპრილს სარჩელის აღძვრის გამო გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 462,71 ლარი (საგადახდო დავალება №4---), რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინაში შემდეგ რეკვიზიტებზე - ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი - 300183150.
12. სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
13. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილება (საქმე #2/657-18) მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
14. დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში გადაწყვეტილება საჩივრდება კერძო საჩივრით გადაწყვეტილების გადაცემიდან 12 დღის განმავლობაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
15. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-16 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა #11).
16. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არ უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დარინა აბულაძე