გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 340210116001400885
საქმე # 2/398-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27.08.2018 წელი ქ. გურჯაანი
(შესავალი ნაწილი )
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე რომან კუპატაძე
სხდომის მდივანი სოფიკო სონღულაშვილი
მოსარჩელე - მა----------------–--ლი
წარმომადგენელი - ინგა შარაშენიძე
მოპასუხეები - გი--------------–--ლი, და------------–--ლი, ლა–---------–--ლი, თე--------------–--ლი
წარმომადგენლები - მა----–----------–---–-------–-ძე, კა----------ძე, თა--------–----ა
დავის საგანი: თანხის დაკისრება, ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. დაეკისროთ გი--------------–--ლს და და------------–--ლს სოლიდარულად 2013 წლის 29 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხა 56 465 აშშ დოლარი, პროცენტი ყოველთვიურად 5%, 2013 წლის 29 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
1.2. დაეკისროთ გი--------------–--ლს და და------------–--ლს სოლიდარულად 2013 წლის 03 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხა 21 885 აშშ დოლარი, პროცენტი ყოველთვიურად 5%, 2013 წლის 03 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
1.3. დაეკისროთ გი--------------–--ლს და და------------–--ლს სოლიდარულად 2013 წლის 17 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხა 12 765 აშშ დოლარი, პროცენტი ყოველთვიურად 5%, 2013 წლის 17 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
(დაზუსტდა სასამართლოს 21.09.2017 წლის სხდომაზე 14:37:44-14:38:50 სთ)
1.4. ბათილად იქნეს ცნობილი 2016 წლის 20 მაისის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, რომლის თანახმად და------------–--ლმა უძრავი ქონება მდებარე გუ------------------, სოფელი გუ---------------–---ი“, საკადასტრო კოდით 5-.10.5-.0-- აჩუქა ლა–---------–--ლს;
1.5. და------------–--ლს საკუთრებაში დაუბრუნდეს გუ------------------ს, სოფელ გუ-------–--------–---ი“ მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 5-.10.5-.0-- და ქონება და------------–--ლის სახელზე აღირიცხოს;
1.6. ბათილად იქნეს ცნობილი 2016 წლის 20 მაისის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, რომლის თანახმად და------------–--ლმა უძრავი ქონება მდებარე გუ------------------, სოფელი გუ---------------–---ი“, საკადასტრო კოდით 5-.10.5-.0-- აჩუქა ლა–---------–--ლს;
1.7. და------------–--ლს საკუთრებაში დაუბრუნდეს გუ------------------ს, სოფელ გუ-------–--------–---ი“ მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 5-.10.5-.0-- და ქონება და------------–--ლის სახელზე აღირიცხოს;
1.8. ბათილად იქნეს ცნობილი 2016 წლის 20 მაისის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, რომლის თანახმად და------------–--ლმა უძრავი ქონება მდებარე გუ------------------, სოფელი გუ---------------–---ი“, საკადასტრო კოდით 5-.10.5-.05- აჩუქა თე--------------–--ლს;
1.9. და------------–--ლს საკუთრებაში დაუბრუნდეს გუ------------------ს, სოფელ გუ-------–--------–---ი“ მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 5-.10.5-.05- და ქონება და------------–--ლის სახელზე აღირიცხოს;
1.10.ბათილად იქნეს ცნობილი 2016 წლის 20 მაისის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, რომლის თანახმად და------------–--ლმა უძრავი ქონება მდებარე გუ------------------, სოფელი გუ---------------–---ი“, საკადასტრო კოდით 5-.10.5-.0-- აჩუქა თე--------------–--ლს;
1.11. და------------–--ლს საკუთრებაში დაუბრუნდეს გუ------------------ს, სოფელ გუ-------–--------–---ი“ მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 5-.10.5-.0-- და ქონება და------------–--ლის სახელზე აღირიცხოს;
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა: მოსარჩელის მეუღლემ კო-------------–--ლმა მოპასუხეებთან გი--------------–--ლთან და და------------–--ლთან 29.05.2013 წელს დადო სესხის ხელშეკრულება 92 805 ლარზე (56 465 აშშ დოლარი). სესხზე სარგებლის ოდენობა თვეში 5%-ით განისაზღვრა. სესხის დაბრუნება გამსესხებლის მხრიდან მოთხოვნიდან ერთი თვის ვადაში უნდა მომხდარიყო. ხელშეკრულებაზე თანდართულია თანხის გადახდის გრაფიკი, რომელიც ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. იმავე მხარეებს შორის 2013 წლის 03 ივნისს დაიდო სესხის მეორე ხელშეკრულება 36 000 ლარზე (21 885 აშშ დოლარი). მსესხებლებმა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში სესხის დაბრუნების და სარგებლის სახით თვეში 5%-ის გადახდის ვალდებულება იკისრეს. მხარეებმა სარგებლის მიღების გრაფიკი შეადგინეს, რომელშიც ყოველთვიური სარგებლის გადახდის ვადებია გაწერილი. მხარეებმა 2013 წლის 17 ივნისს დადეს სესხის მესამე ხელშეკრულება 21 000 ლარზე (12765 აშშ დოლარი). სარგებლის ოდენობა თვეში 5%-ით განისაზღვრა. მსესხებელმა მხარემ სესხის თანხის დაბრუნების და სარგებლის გადახდის ვალდებულება იკისრა. ამ შემთხვევაშიც მხარეებმა გრაფიკი შეადგინეს, რაც დასტურდება გამსესხებლის და მსესხებლის ხელმოწერებით.
სამივე ხელშეკრულების ფარგლებში გი--------------–--ლს და და------------–--ლს ჯამში, სესხის სახით, 149 805 ლარი (91 115 აშშ დოლარი) გადაეცათ. მოპასუხეებმა გადაცემული თანხა არ დააბრუნეს და არც სარგებელი გადაიხადეს.
კო-------------–--ლი 2015 წლის 24 ივლისს გარდაიცვალა. 2016 წლის 04 თებერვალს ნოტარიუსმა გასცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის მიხედვით მა----------------–--ლმა, როგორც პირველი რიგის მემკვიდრემ, საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო ქონება და კო-------------–--ლის მიერ გაცემული თანხების დაბრუნება მოითხოვა, რაც მოპასუხეების მხრიდან დღემდე არ მომხდარა. უფრო მეტიც, მოვალე და------------–--ლმა საჯარო რეესტრს მიმართა და მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონებები მდებარე გუ------------------, სოფელი გუ---------------–---ი“, საკადასტრო კოდებით №5-.10.5-.0--, №5-.10.5-.05-, №5-.10.5-.0-- და №5-.10.5-.0--, ჩუქების ხელშეკრულებით თავის შვილებზე თე------ და ლა–---------–--ლებზე გადააფორმა. ქონების გადაფორმება ვალდებულების შესრულებისგან თავის არიდების მიზნით მოხდა.
მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეებს გი--------------–--ლს და და------------–--ლს სოლიდარულად დაეკისროთ სამივე ხელშეკრულების ფარგლებში გადაცემული ძირი თანხების და ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სარგებლის გადახდა. აგრეთვე მოითხოვა 2016 წლის 20 მაისს დადებული ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობა.
2. მოპასუხე მხარის პოზიცია:
2.1. მოპასუხე გი--------------–--ლმა წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2013 წლის 29 მაისს ნამდვილად დაიდო სესხის ხელშეკრულება, მაგრამ ხელშეკრულებაში მითითებული ვალდებულება 2013 წლის 03 ივნისის ხელშეკრულების დადების დროს აღარ არსებობდა. ამ ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ძველი დავალიანება განულებულია და აღმოფხვრილია, რაც ვალდებულების შესრულებას ნიშნავს. ანალოგიური ჩანაწერია 2013 წლის 17 ივნისის ხელშეკრულებაშიც, რაც ნიშნავს იმას, რომ 03 ივნისის ხელშეკრულებით გადაცემული თანხაც დაბრუნებული იყო. შესაბამისად, დავალიანება 21 000 ლარს შეადგენს. მოპასუხემ მიუთითა, რომ თე--------------–--ლთან ერთად ბენზინგასამართი სადგური ჰქონდა, რომელიც შემდგომ თე--------------–--ლს დაუთმო. კო-------------–--ლისგან მიღებული თანხა ბენზინგასამართ სადგურს ხმარდებოდა. ამიტომ, თუ რამე ვალდებულება არის დარჩენილი ის თე--------------–--ლის შესასრულებელია.
2.2. მოპასუხეებმა და------------–--ლმა, ლა–---------–--ლმა და თე--------------–--ლმა წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ სესხის ხელშეკრულების ფარგლებში გადაცემული თანხა დაბრუნებულია. 2015 წლის 19 მაისს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდება, რომ კო-------------–--ლს მიღებული აქვს 100 აშშ დოლარი, 1 100 ევრო, 31 500 ლარი და 39 750 აშშ დოლარი. სხვა თანხები კი გი--------------–--ლის გადასახდელი იყო. რაც შეეხება ხელშეკრულებებს, მათი დადებით კანონი არ დარღვეულა და შესაბამისად, მათი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. კო-------------–--ლს და------------–--ლს და გი--------------–--ლს შორის 2013 წლის 29 მაისს, 03 ივნისს და 17 ივნისს დაიდო სესხის ხელშეკრულებები. სესხის სარგებლიანი იყო და მისი ოდენობა თვეში 5%-ით განისაზღვრა;
3.1.2. კო-------------–--ლი 2015 წლის 24 ივლისს გარდაიცვალა. მოსარჩელე მა----------------–--ლმა, როგორც გარდაცვლილი კო-------------–--ლის პირველი რიგის მემკვიდრემ, სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით ნოტარიუსს მიმართა. ნოტარიუსმა 2016 წლის 04 თებერვალს სამკვიდრო მოწმობა გასცა, რომლის მიხედვით მა----------------–--ლმა სამკვიდრო ქონება საკუთრებაში მიიღო;
3.1.3. საჯარო რეესტრში და------------–--ლის სახელზე ირიცხებოდა შემდეგი უძრავი ქონება:
- გუ------------------ს სოფელ გუ-------–-------–---ი) მდებარე 2597 კვ.მ. ფართობის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით №5-.01.5-.05-;
- გუ------------------ს სოფელ გუ-------–-------–---ი) მდებარე 2601 კვ.მ. ფართობის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით №5-.01.5-.0--;
- გუ------------------ს სოფელ გუ-------–-------–---ი) მდებარე 2600 კვ.მ. ფართობის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით №5-.01.5-.0--;
- გუ------------------ს სოფელ გუ-------–-------–---ი) მდებარე 4702 კვ.მ. ფართობის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით №5-.01.5-.0--;
3.1.4. 2015 წლის 20 მაისს და------------–--ლსა და თე--------------–--ლს შორის დაიდო უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზეც თე--------------–--ლმა შეიძინა და------------–--ლის სახელზე რიცხული, გუ------------------ს სოფელ გუ-------–-------–---ი) მდებარე, საჯარო რეესტრში №5-.10.5-.05- და №5-.10.5-.0-- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. ორივე უძრავი ქონება 2015 წლის 25 მაისიდან საჯარო რეესტრში თე--------------–--ლის სახელზე აღირიცხა;
3.1.5. 2015 წლის 20 მაისს და------------–--ლსა და ლა–---------–--ლს შორის დაიდო უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზეც ლა–---------–--ლმა შეიძინა და------------–--ლის სახელზე რიცხული, გუ------------------ს სოფელ გუ-------–-------–---ი) მდებარე, საჯარო რეესტრში №5-.10.5-.0-- და №5-.10.5-.0-- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. ორივე უძრავი ქონება 2015 წლის 25 მაისიდან საჯარო რეესტრში ლა–---------–--ლის სახელზე აღირიცხა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2013 წლის 29 მაისის, 03 ივნისის, 17 ივნისის სესხის ხელშეკრულებები (ს.ფ. 24-34);
- სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ. 35-38);
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 39-460;
- უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულებები (ს.ფ. 91-98);
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 83-90).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას, რომ კო-------------–--ლს და------------–--ლს და გი--------------–--ლს შორის 2013 წლის 29 მაისს, 03 ივნისს და 17 ივნისს დადებული სესხის ხელშეკრულებებით ფულადი ვალდებულებები უცხოურ ვალუტაში განისაზღვრა.
29.05.2013 წლის სესხის ხელშეკრულების 1.1. პუნქტის თანახმად, კო-------------–--ლმა იკისრა 92 805 ლარის (56 465 აშშ დოლარი) სესხის გაცემის ვალდებულება, ხოლო გი--------------–--ლმა და და------------–--ლმა იკისრეს სესხად გადაცემული თანხის და თვეში 5% სარგებლის გადახდის ვალდებულება. ხელშეკრულების დანართით მხარებმა სესხად გადაცემული ძირი თანხის დაბრუნების და სარგებლის გადახდის ვადები განსაზღვრეს. გრაფიკში მითითებულია დასაბრუნებელი ძირი თანხის და გადასახდელი სარგებლის ოდენობა ეროვნულ და უცხოურ ვალუტებში. ანალოგიურ შინაარსს შეიცავს შემდგომში მხარეებს შორის დადებული სესხის ხელშეკრულებები და გრაფიკები, სადაც გადასაცემი და დასაბრუნებელი თანხის ოდენობები მოცემულია ეროვნულ და უცხოურ ვალუტებში.
მოსარჩელე მხარემ განმარტა, რომ ფულადი ვალდებულებები უცხოურ ვალუტაში - აშშ დოლარში დადგინდა. მანვე მიუთითა და------------–--ლის შესაგებელის მე-5 ფაქტობრივ გარემოებაზე და განმარტა, რომ მოპასუხემ ფაქტობრივად აღიარა, რომ ვალდებულება უცხოურ ვალუტაში განისაზღვრა. მოპასუხე მხარე არ დაეთანხმა ამ განმარტებას და აღნიშნა, რომ ვალდებულებები ლარში განისაზღვრა. ფაქტობრივად, მხარეებმა ამ ნაწილში ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებები წარმოადგინეს. სასამართლოსთვის ორივე მხარის განმარტებას თანაბარი მნიშვნელობა აქვს, ამასთან, სასამართლო გაიზიარებს იმ განმარტებას, რომელიც საქმეში არსებული მტკიცებულებებით უფრო სარწმუნოდ დადასტურდება. ამასთან, სასამართლო იხელმძღვანელებს ფულადი ვალდებულებების ნაწილში სამოქალაქო კოდექსით დადგენილი მოთხოვნებით.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 383-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ფულადი ვალდებულება გამოიხატება ეროვნულ ვალუტაში. მხარეებს შეუძლიათ ფულადი ვალდებულება დაადგინონ უცხოურ ვალუტაშიც, თუ კანონით ეს აკრძალული არ არის. მოცემული ნორმის მიხედვით, ფულადი ვალდებულებების უცხოურ ვალუტაში დადგენა დაუშვებელია იმ შემთხვევაში, თუ იგი კანონით არის აკრძალული. ფიზიკურ პირებს შორის ფულადი ვალდებულების უცხოურ ვალუტაში დადგენა, მოქმედი კანონმდებლობით, აკრძალული არ არის და შესაბამისად, მხარეებს თავისუფლად შეუძლიათ განსაზღვროს იგი. თუმცა მითითებული ნორმის დისპოზიცია, კონკრეტულად კი მისი პირველი წინადადება, პრიორიტეტს ეროვნულ ვალუტას ანიჭებს. ფულადი ვალდებულების უცხოურ ვალუტაში დადგენაზე კი მიუთითებს, რომ იგი შეიძლება მხარეთა შეთანხმებით იქნეს გათვალისწინებული. ამდენად, თუ მხარეებს სურვილი აქვთ ფულადი ვალდებულების უცხოურ ვალუტაში განსაზღვრა, მათ აღნიშნულის შესახებ ნათლად უნდა მიუთითოს ხელშეკრულებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს ერთგვარი პრეიუდიცია იმისა, რომ ვალდებულება ეროვნულ ვალუტაში განისაზღვრა. ამის საპირისპირო კი იმ მხარემ უნდა დაადასტუროს, რომელიც საწინააღმდეგოზე მიუთითებს.
წარმოდგენილი ხელშეკრულებებში, ფულადი ვალდებულების უცხოურ ვალუტაში განსაზღვრის შესახებ ცალსახად მითითებული არ არის. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ხელშეკრულების რმარტო შინაარსობრივ, არამედ ტექნიკურ მხარეზეც, რომლის მიხედვით, ვალდებულებებთან დაკავშირებით შედგენილ დოკუმენტებში თანხა მითითებულია ჯერ ლარში, შემდგომ კი უცხოური ვალუტაში მისი შესატყვისი ოდენობა. ამასთან, ეს უკანასკნელი ფრჩხილებშია მოქცეული, რაც სასამართლოს აფიქრებინებს, რომ მხარეებმა პრიორიტეტი ეროვნულ ვალუტას მიანიჭეს. ანალოგიურ წყობას ითვალისწინებს გრაფიკები და მიღება-ჩაბარების აქტები. აქაც, ფულადი ვალდებულება ჯერ ლარში, ხოლო შემდგომ დოლარშია მითითებული. სასამართლოს მიაჩნია, რომ რადგან წერილობითი დოკუმენტები კონკრეტულ დათქმას ფულადი ვალდებულების უცხოურ ვალუტით განსაზღვრის შესახებ არ შეიცავს, ამიტომ, მოქმედებს ნორმით დადგენილი პრიორიტეტი ვალდებულების ეროვნულ ვალუტაში განსაზღვრასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება შესაგებლის მე-5 ფაქტობრივ გარმეოებას, სასამართლოს მიაჩნია, რომ ცალსახად უცხოურ ვალუტაში ვალდებულების დადგენა ამ გარემოებით ვერ დადასტურდება, ვინაიდან მოპასუხე უთითებს როგორც აშშ დოლარს, აგრეთვე ლარს და ევროს. ამავდროულად გასათვალისწინებელია არა მარტო და------------–--ლის შესაგებელი, არამედ გი--------------–--ლის შესაგებელიც და მოპასუხე მხარის სხდომაზე მიცემული განმარტებები, რომლის მიხედვითაც ვალდებულება ლარში განისაზღვრა.
3.2.2. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხეების და------------–--ლის და გი--------------–--ლის მხრიდან 2013 წლის 29 მაისის, 03 ივნისის და 17 ივნისის სესხის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულია.
· საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ხელშემკვრელმა პირებმა 2013 წელს სესხის სამი ხელშეკრულება დადეს. პირველი ხელშეკრულება 2013 წლის 29 მაისს დაიდო, რომლითაც გადასაცემი თანხა და გადასახდელი სარგებლის ოდენობა განისაზღვრა. ხელშეკრულების დანართით კი მხარეები ძირი თანხის დაბრუნების და სარგებლის გადახდით ვადებზე შეთანხმდნენ. მეორე ხელშეკრულება 2013 წლის 03 ივნისს დაიდო, რომლის 6.3. პუნქტში მითითებულია შემდეგი - ,,ხელშეკრულების დადების თარიღისთვის ,,გამსესხებელსა“ და მსესხებლებს“ შორის არანაირი ურთიერთვალდებულება (ვალი, დებიტორულ-კრედიტორული დავალიანება) არ არსებობს. აღნიშული თარიღისთვის თუ რაიმე არსებობდა ძველი ურთიერთდავალიანების სახით განულებულია და აღმოფხვრილია, ანუ ურთიერთდავალიანების თანხა შეადგენს 0-ს (ნულს)." ანალოგიური შინაარსის ჩანაწერს შეიცავს მხარეთა შორის 2013 წლის 17 ივნისს დადებული სესხის ხელშეკრულება.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა სადავო გახადა ხელშეკრულების 6.3. პუნქტის ჩანაწერი და თავის ახსნა-განმარტებაში მიუთითა, რომ სესხად გადაცემული თანხა დაბრუნებული არ ყოფილა, ეს ჩანაწერი მოპასუხე მხარეს სჭირდებოდა, მათ სთხოვეს კო-------------–--ლს და მათი თხოვნით ჩაიწერა (იხ. სასამართლოს 29.03.2018 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 15:54:56-15:5-:22 სთ)
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლზე, რომლის თანახმად, 1) კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი; 2) ვალის მიღების შესახებ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც არაფერია ნათქვამი პროცენტის შესახებ, გულისხმობს, რომ პროცენტიც გადახდილია და ფულადი ვალდებულებაც მთლიანად შეწყვეტილია; 3) როდესაც ვალის გადახდა ხდება პერიოდულად, ნაწილ-ნაწილ, მაშინ დოკუმენტი მისი ბოლო ნაწილის გადახდის შესახებ, ვიდრე სხვა რამ არ დადასტურებულა, იძლევა იმის ვარაუდს, რომ გადახდილია წინა ნაწილიც.
ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი ადგენს ვალდებულების, მათ შორის ფულადი ვალდებულების შესრულების მიღების წესს. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს ერთმნიშვნელოვანი მოთხოვნა, რაც სწორედ იმაში მდგომრეობს, რომ მას, მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში, ამგვარი დოკუმენტის გაცემის ვალდებულება აკისრია. ამ შემთხვევაში, კანონმდებლის პრინციპული დამოკიდებულება იმითაა განპირობებული, რომ მაქსიმალურად აღმოიფხვრას ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა არაკეთილსინდისიერება. თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ, კერძოდ, რაიმე ვალდებულება მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით მოვალეს ამგვარი საბუთის გამოთხოვაზე არ ეკისრება. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება კი, განპირობებულია მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესით, რაც იმაში მდგომარეობს, რომ შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრება. შესაბამისად, სადავოობის შემთხვევაში, მოვალემ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულების შესახებ ფაქტობრივი გარემოება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე - რომელსაც არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც პროცესუალური და არც მატერიალურ სამართლებრივი თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ მოვალე აღჭურვილია მთელი რიგი უფლებებით, რომ შეძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი, წარმოადგენს მის რისკს და შესაძლოა აისახოს ზემოთ მითითებული გარემოების დაუდასტურებლობაში. (იხ. სუგს №ას-570-541-2015 11.11.2015 წელი)
ამდენად, სესხად გაცემული თანხის დაბრუნების მტკიცების ტვირთი მსესხებელს ეკისრება. ამ გარემოების დადასტურება კი შესაძლებელია კრედიტორის მიერ თანხის დაბრუნების დამადასტურებელი დოკუმენტით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ 03.06.2013 წლის სესხის ხელშეკრულებაში მითითებული ჩანაწერი (პუნქტი 6.3.) ადასტურებს 29.05.2013 წლის სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას. მისი შინაარსით ცალსახად დგინდება, რომ მის დადებამდე არსებული ვალდებულება შესრულებულია. ანალოგიურად, 17.06.2013 წლის ხელშეკრულების 6.3. პუნქტიც მიუთითებს იმაზე, რომ მისი დადების მომენტისთვის 03.06.2013 წლის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებულია. ამდენად, ორივე ხელშეკრულებაში (06.07.2013 და 17.06.2013 წწ) არსებული ჩანაწერებით 29.05.2013 და 03.06.2013 წლის ხელშეკრულებების ფარგლებში მოპასუხეების მიერ ნაკისრი ფულადი ვალდებულებების შესრულება დასტურდება, რადგან მოცემული ჩანაწერი თავისი შინაარსით სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებას წარმოადგენს, რომელსაც კრედიტორი მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში გასცემს და რომელიც შესრულების მიღებით ვალდებულების შეწყვეტას ადასტურებს.
რაც შეეხება მხარეთა შორის ბოლოს, 17.06.2013 წელს დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, მოპასუხე მხარემ 2015 წლის 19 მაისით დათარიღებული მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგინა, სადაც მითითებულია, რომ და------------–--ლმა კო-------------–--ლს მისცა - 100 აშშ დოლარი, 1 100 ევრო 31 500 ლარი. იქვე მითითებულია, რომ ,,დღეის მდგომარეობით, გარდა ზემოაღნიშნული თანხებისა, წინა პერიოდში და------------–--ლს კო-------------–--ლისთვის მიცემული აქვს 39 750 აშშ დოლარი." მიღება-ჩაბარების აქტზე კო-------------–--ლის გასწვრივ დაფიქსირებული ხელმოწერა მოსარჩელე მხარემ სადავო გახადა და მის სიყალბეზე მიუთითა. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 10.10.2017 წლის განჩინებით, ხელმოწერის ნამდვილობის დადგენის მიზნით, კალიგრაფიული ექსპერტიზა დაინიშნა, რომლის ჩატარებაც სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“ დაევალა. ექსპერტიზის ბიუროს 2017 წლის 08 ნოემბრის დასკვნის თანახმად, ხელმოწერა კო-------------–--ლის სახელით, განლაგებული მიღება-ჩაბარების აქტზე სავარაუდოა, რომ შესრულებულია კო-------------–--ლის მიერ. კატეგორიული ფორმით პასუხის გაცემა ვერ მოხერხდა გამოსაკვლევი ხელმოწერის მოკლე და მარტივი აგებულებისა და გამოვლენილი ინფორმაციული ნიშნების სიმცირის გამო. ექსპერტიზის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ ხელმოწერების გამოკვლევითა და შედარებით კო-------------–--ლის ხელმოწერების ნიმუშებთან დადგინდა თანხვედრები ხელის საერთო და კერძო ნიშნებში, ესენია - 1) კონსტრუქციული აგებულება ხელრთვის შესრულებისას; 2) მოძრაობის ფორმა უასოოს სტრიქონული შტრიხის შესრულებისა კუთხოვანი; 3) უასოო სტრიქონული შტრიხის ხელრთვასთან გადაბმისას კუთხოვანი; 4) მოძრაობის ფორმა ასოების გადაბმისას ,,კ“-ს მომდევნო უასოო სტრიქონულ შტრიხთან მარყუჟით.
ამდენად, წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით უარყოფილი არ იქნა სადავო მიღება-ჩაბარების აქტზე კო-------------–--ლის ხელმოწერის ნამდვილობა. დასკვნითი ნაწილი კი, თავისი შინაარსით, უფრო ხელმოწერის ნამდვილობაზე მიუთითებს, ვიდრე სიყალბეზე. გამომდინარე აქედან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერის ნამდვილობა დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს. შესაბამისად, დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს ამ მტკიცებულებით მოპასუხე მხარის მიერ აქტში მითითებული ოდენობით ფულადი ვალდებულების შესრულება. აქტში მითითებული თანხის ოდენობა კი აღემატება თავად 17.06.2013 წლის ხელშეკრულებით შესასრულებელი ვალდებულების ოდენობას იმ პირობებშიც კი, თუ დოლარში მითითებული თანხის (39 750 აშშ დოლარი) ეროვნულ ვალუტაში 17.06.2013-19.05.2015 წლების პერიოდზე ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მინიმალური გაცვლითი კურსით იქნება დაანგარიშებული.(ამ პერიოდში მინიმალური კურსი ფიქსირდება 26.06.2013 წელს, 1 აშშ დოლარი 1.6506 ლარი. მონაცემები იხ. ეროვნული ბანკის ვებ-გვერდე)
სასამართლო ამ ნაწილში (ხელმოწერის ნამდვილობა) მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 09 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე, სადაც აღნიშნულია რომ [...] ისეთ ვითარებაში, როდესაც ექსპერტს ხელმოწერის ადრესატისათვის კუთვნილების საკითხი კატეგორიული დასკვნით არ უარუყვია, ეს გარემოება იძლევა მხარეთა მიერ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის პრეზუმფციის (ვარაუდის) დაშვების საფუძველს, რომლის გაქარწყლებაც იმ მხარეს ეკისრება, რომლის წინააღმდეგაც მოქმედებს ეს ვარაუდი, ამდენად, სასამართლოს მსჯელობა, რომ მოპასუხემ ვერ წარადგინა ხელშეკრულების ნამდვილობის გამაბათილებელი მტკიცებულებები, არ ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მოთხოვნებს ...(იხ. სუგს №ას-898-860-2014, 09.10.2015 წელი)
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 19 მაისის მიღება-ჩაბარების აქტით დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს მხარეთა შორის 2013 წლის 17 ივნისს დადებული ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულების შესრულება.
· ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის დასადასტურებლად, მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, მოწმედ ან------------–--ლი და სო-----------–--ლი დაიკითხა.
მოწმე ან------------–--ლმა განმარტა, რომ თანხებთან დაკავშირებით მამის (კო-------------–--ლი) და და------------–--ლის საუბარს არაერთხელ შეესწრო. ზუსტად არ იცის რა თანხას ითხოვდა მამამისი მაგრამ 100 000 აშშ დოლარამდე თანხაზე იყო მათ შორის საუბარი. მამა ნერვიულობდა და თანხის მოპასუხეებისათვის მიცემას ნანობდა. მამის გარდაცვალების შემდეგ და------------–--ლი თანხის დაბრუნებას შეჰპირდა და ფურცელზეც დაუწერა 65 000 აშშ დოლარი, რაზეც დედა (მა----------------–--ლი) გაბრაზდა და არ დათანხმდა, რადგან ვალი მეტი იყო. მოწმემ განმარტა, რომ და------------–--ლის დაწერილი არ შეუნახავს, რადგან არ ეგონა რომ დასჭირდებოდა. შემდგომ და------------–--ლმა მეილზეც გადმოუგზავნა ვალის გადახდის გრაფიკი. გადახდის გრაფიკის ხელმოწერილი დოკუმენტის მიცემა სთხოვეს, მაგრამ ხელმოწერილი დოკუმენტის მიცემაზე და------------–--ლმა უარი განაცხადა.
მოწმე სო-----------–--ლმა განმარტა, რომ კო-------------–--ლი მისი ბიძა იყო. იგი ხშირად მოდიოდა მათთან. საუბრისას ამბობდა, რომ კახეთის გულის ხელმძღვანელებს მისი ვალი აქვთ და ნერვიულობდა. ამბობდა, ჩემი ვალი აქვთ და რა ვქნა, როგორ გამოვართვა ეს ფულიო. ეს საუბარი 2015 წლის ივნისის თვის ბოლო პერიოდშიც მოისმინა. მოწმემ განმარტა, რომ ვალთან დაკავშირებით სხვა დეტალები მისთვის უცნობია.
მოპასუხემ და------------–--ლმა 65 000 აშშ დოლარის გადახდის დაპირებასთან დაკავშირებით ან------------–--ლის ჩვენებაზე განმარტა, რომ მისი მხრიდან თანხის გადახდის დაპირება არ მომხდარა, რადგან თანხა უკვე გადახდილი ჰქონდა და ვინაიდან მისგან გადახდას მაინც ითხოვდნენ, ამიტომ უთხრა, რომ თანხას იმ შემთხვევაში გადაიხდიდა, თუ დადგინდებოდა, რომ რაც კო-------------–--ლისთვის ჰქონდა გადახდილი, იმაზე მეტი ეკუთვნოდათ. სხვა დანაპირებს მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია.(იხ. სასამართლოს 29.03.2018 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 17:05:53-17:08:04 სთ)
სასამართლო ამ ნაწილში განმარტავს, რომ ვალდებულების შესრულების შესახებ საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების გასაქარწყლებლად მოწმის ჩვენება რელევანტური ვერ იქნება. შესაბამისად, ამ უკანასკნელით ვალდებულების შეუსრულებლობის შესახებ მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული გარემოების დადასტურება ვერ მოხდება.
· სასამართლო სხდომაზე მოპასუხე და------------–--ლმა განმარტა, რომ ზუსტად არ ახსოვს, მაგრამ 2013 წლის 17 ივნისის ხელშეკრულების დადებისას შესაძლოა 2017 წლის 03 ივნისის ხელშეკრულებით გადაცემული თანხა დაბრუნებული არ იყო და ეს ამ ხელშეკრულების ხარვეზია. მოპასუხე გი--------------–--ლის წარმომადგენელი არ დაეთანხმა ამ განმარტებას და მიუთითა, რომ ტექნიკურ ხარვეზს ადგილი არ აქვს, რადგან 2017 წლის 03 ივნისის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება 17 ივნისის ხელშეკრულების დადების მომენტისთვის შესრულებული იყო. (იხ. სასამართლოს 29.03.2018 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 18:21:20-18:23:07 სთ)
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 467-ე უხლის თანახმად, ერთ-ერთი მოვალის მიერ ვალდებულების მთლიანად შესრულება ათავისუფლებს შესრულებისაგან დანარჩენ მოვალეებს. იგივე წესი მოქმედებს კრედიტორთან მოვალის მიერ განხორციელებული გაქვითვის მიმართ.
სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული ნორმები არეგულირებს სოლიდარული ვალდებულების წარმოშობის და კრედიტორის მიმართ სოლიდარული მოვალეების ურთიერთობას, რომლის მიხედვით, სოლიდარულ ვალდებულებაში რამდენიმე სოლიდარული მოვალის ვალდებულებას კრედიტორის მხრიდან მხოლოდ შესრულების ერთჯერადი მოთხოვნის უფლება უპირისპირდება. ამასთან, ერთ-ერთი სოლიდარული მოვალე, რომელიც იხდის ვალს, არამარტო საკუთარ ვალდებულებას ასრულებს, არამედ იმავდროულად დანარჩენი სოლიდარული მოვალეთა ვალდებულებასაც. ამასთან, სოლიდარული მოვალის მიერ ვალდებულების მთლიანად შესრულებით წყდება სოლიდარული ვალდებულება კრედიტორის წინაშე. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც ერთი მოვალე ასრულებს ვალდებულებას სრულად, კრედიტორს აღარ აქვს უფლება იგივე შესრულება სხვა სოლიდარული მოვალისგან მოითხოვოს.
სადავო არ არის, რომ მოპასუხეები გი--------------–--ლი და და------------–--ლი სოლიდარულ მოვალეებს წარმოადგენენ. ამიტომ, და------------–--ლის მითითება 17.06.2013 წლის სესხის ხელშეკრულების 6.3. პუნქტთან დაკავშირებით ვერ წარმოშობს მოსარჩელის მხრიდან ვალდებულების საფუძველს, რადგან მეორე სოლიდარულმა მოვალემ ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულ შესრულებაზე მიუთითა და ამდენად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, შესრულების საფუძვლით, შეწყვეტილად უნდა ჩაითვალოს.
· სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ფულადი ვალდებულებებში მტკიცების ტვირთი მატერიალური სამართლის ნორმებით არის დადგენილი. ამასთან, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი მოვალეს ეკისრება და მტკიცებულება, სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის მიხედვით, შეიძლება იყოს კრედიტორის მიერ გაცემული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან ფულადი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი სხვა წერილობითი დოკუმენტი, მათ შორის მიღება-ჩაბარების აქტი, ხელწერილი ვალდებულების შესრულების შესახებ და სხვა. იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილია წერილობითი მტკიცებულებები, რომლითაც ვალდებულების შესრულების ფაქტი დგინდება, მოწმეთა ჩვენებებით ამ მტკიცებულების გაქარწყლება ვერ მოხდება. ამდენად, საქმეში არ მოიპოვება რელევანტური მტკიცებულება, რომელიც ვალდებულების შესრულების თაობაზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს გააქარწყლებდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2013 წლის 29 მაისის, 03 ივნისის, 17 ივნისის სესხის ხელშეკრულებები (ს.ფ. 24-34);
- მიღება ჩაბარების აქტი (ს.ფ. 308);
- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 342-349);
- მხარეთა ახსნა-განმარტებებოო, მოწმეთა ჩვენებები (სასამართლოს 29.03.2018 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, სამართლებრივად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 5.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 86-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება წარდგენილ იქნეს ერთად რამდენიმე მოსარჩელის მიერ ან რამდენიმე მოპასუხის წინააღმდეგ, თუ: ა) სარჩელის საგანს წარმოადგენს საერთო უფლება; ბ) სასარჩელო მოთხოვნები გამომდინარეობს ერთი და იმავე საფუძვლებიდან; გ) სასარჩელო მოთხოვნები ერთგვაროვანია, მიუხედავად იმისა, ერთგვაროვანია თუ არა მათი საფუძველი და საგანი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თითოეული მოსარჩელე ან მოპასუხე მეორე მხარის მიმართ პროცესში გამოდის დამოუკიდებლად.
სასამართლო განმარტავს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 86-ე მუხლით გათვალისწინებულია საპროცესო თანამონაწილეობა. თანამონაწილეობა გვაქვს იმ შემთხვევაშიც, როდესაც ერთი მოსარჩელე აღძრავს სარჩელს რამოდენიმე მოპასუხის წინააღმდეგ. განსახილველ შემთხვევაში 1.1.-1.3. სასარჩელო მოთხოვნებით მიმართულია მოპასუხეების გი--------------–--ლის და და------------–--ლის მიმართ და მოსარჩელემ 2013 წლის 29 მაისის, 03 ივნისის და 17 ივნისის დადებული სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდევინების დაკისრება მოითხოვა. 1.4.-1.11. სასარჩლო მოთხოვნები კი მიმართულია მოპასუხეების და------------–--ლის, ლა–---------–--ლის და თე--------------–--ლის მიმართ და დავის საგანს ამ მოპასუხეებს შორის 2016 წლის 20 მაისს დადებული ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობა და უძრავ ქონებებზე კვლავ მოპასუხე და------------–--ლის საკუთრების აღრიცხვა წარმოადგენს.
სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულების ბათილობის და საჯარო რეესტრში შესაბამისი ცვლილების ნაწილში აღძრული სარჩელი წარმოადგენს აღიარებით სარჩელს, რომელიც შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტის ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტის სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. აღიარებითი სარჩელის აღსაძრავად კი აუცილებელია იურიდიული ინტერესის ქონა, რომელიც აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების დამატებითი პირობაა. აღნიშნული გულისხმობს იმას, რომ მხარემ სარწმუნოდ უნდა მიუთითოს იმ სამართლებრივ შედეგებზე, რისი მიღწევის უზრუნველსაყოფადაც მიმართავს სასამართლოს.
მოსარჩელე მხარემ მიუთითა, რომ 1.4.-1.11. სასარჩელო მოთხოვნების იურიდიული ინტერესი მოპასუხეების გი--------------–--ლის და და------------–--ლის მიმართ მოთხოვნილი თანხის გადახდევინების დაკისრების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება წარმოადგენს. გამომდინარე აქედან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეებს შორის დადებული ხელშეკრულებების ბათილად ცნობის საკითხის უპირატესად, ფულადი ვალდებულებების არსებობის საკითხის გადაწყვეტა წარმოადგენს, ვინაიდან მოსარჩელე სწორედ ამ უკანასკნელით ასაბუთებს ხელშეკრულების ბათილობის იურიდიულ ინტერესს. ამდენად, პირველ რიგში უნდა გადაწყდეს თუ რამდენად საფუძვლიანია სარჩელი ფულადი ვალდებულების დაკისრების ნაწილში.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.
სამოქალაქო სამართალით განმტკიცებულია მხარეთა ავტონომიურობის პრინციპი, რაც ხელშეკრულების თავისუფლებაში გამოიხატება. ხელშეკრულების ძალით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების დადების პრინციპი მოიცავს, როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ უფლება აქვთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ.
სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. სამოქალაქო კოდექსის 626-ე მუხლის პირველი ნაწილით თუ ვალის დაბრუნების ვადა განსაზღვრული არ არის, მაშინ ვალი დაბრუნებულ უნდა იქნეს კრედიტორის ან მოვალის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტისას.
სასამართლო განმარტავს, რომ სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი მსესხებელს საკუთრებაში გადასცემს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ფულის სესხის ხელშეკრულების დადების შემთხვევაში გამსესხებელი ვალდებულია გადასცეს მსესხებელს ფულადი თანხა შეთანხმებული ოდენობით. მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს ნაკისრი პროცენტი და ვადამოსულობისას დააბრუნოს მიღებული სესხის თანხა. ამდენად, ფულის სესხი განიხილება ორმხრივ მავალდებულებელ ხელშეკრულებად, რომელიც სესხის ხელშეკრულების დადებას უკავშირებდა გამსესხებლის მიერ მსესხებლისთვის ფულის გადაცემას შესაბამისად, გამსესხებლის ძირითადი ვალდებულებაა გადასცეს მსესხებელს საკუთრებაში ფულადი თანხის შეთანხმებული ოდენობა. მსესხებლის ძირითადი ვალდებულებაა დააბრუნოს ნასესხები თანხა შესაბამის ვალუტაში, სასყიდლიანი სესხის შემთხვევაში კი ასევე გადაიხადოს შეთანხმებული სარგებელი.
განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილი ფაქტია, რომ კო-------------–--ლს და მოპასუხეებს და------------–--ლს და გი--------------–--ლს შორის 2013 წლის 29 მაისს, 03 ივნისს და 17 ივნისს დაიდო სესხის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც მოპასუხეებმა სესხის სახით შესაბამისად 92 805 ლარი, 36 000 ლარი და 21 000 ლარი მიიღეს. სამივე ხელშეკრულებით გადაცემული სესხი სარგებლიანი იყო და მისი ოდენობა თვეში 5%-ით განისაზღვრა. გამსესხებელი კო-------------–--ლი 2015 წლის 24 ივლისს გარდაიცვალა.
ამდენად,, მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, კერძოდ - სახელშეკრულებო ურთიერთობა და დავის გადაწყვეტაც აღნიშნული ურთიერთობის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე უნდა მოხდეს. ამასთან, კო-------------–--ლის გარდაცვალებით წარმოიშვა მისი უფლებამონაცვლეობის საკითხი, რომელიც ამ შემთხვევაში მთლიანად მატერიალურ სამოქალაქო სამართალზეა დამოკიდებული.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. კანონით მემკვიდრეობა გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე - მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი. იმავე კოდექსის 1328-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. სამკვიდროში შედის საერთო საკუთრების წილი, რომელიც მამკვიდრებელზე მოდიოდა, ხოლო, თუ ქონების გაყოფა ნატურით შეუძლებელია, მაშინ – ამ ქონების ღირებულება. ამავე კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლი ადგენს სამკვიდროს მიღების წესს. აღნიშნული მუხლის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი. იმავე კოდექსის 1424-ე მუხლი კი ადგენს სამკვიდროს მიღების ვადას, რომლის შესაბამისად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.
უდავოდ დადგენილი გარემოებაა, რომ მოსარჩელე მა----------------–--ლი წარმოადგენს გარდაცვლილი კო-------------–--ლის პირველი რიგის მემკვიდრეს, რომელმაც, 2016 წლის 04 თებერვალს გაცემული სამკვიდრო მოწმობით, მიიღო გარდაცვლილის დანაშთი ქონება, მათ შორის მოთხოვნები, რაც გარდაცვლილს გარდაცვალების დღისთვის გააჩნდა. შესაბამისად, მა----------------–--ლი წარმოადგენს პირს, რომელიც უფლებამოსილია მოითხოვოს იმ ვალდებულებების შესრულება, რომელი ვალდებულებებიც მოპასუხეებმა გი--------------–--ლმა და და------------–--ლმა 2013 წლის 29 მაისის, 03 ივნისის და 17 ივნისის სესხის ხელშეკრულებების საფუძველზე კო-------------–--ლის წინაშე იკისრეს.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მოსარჩელეს შეუძლია მოითხოვოს როგორც ვალდებულების შესრულება, აგრეთვე შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანი.
ამავე კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება).
დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა მოპასუხეებმა მიიღეს, სესხი სარგებლიანი იყო მისი ოდენობა თვეში 5%-ით განისაზღვრა. აგრეთვე, მხარეებმა განსაზღვრეს სესხად გადაცემული თანხის დაბრუნების და სარგებლის გადახდის პირობები. მოსარჩელე მხარემ მიუთითა, რომ მოპასუხეების მხრიდან არ შესრულდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება. მათ გააჩნიათ დავალიანება, როგორც ძირი თანხის, აგრეთვე გადაუხდელი სარგებლის სახით. მოპასუხეები გი--------------–--ლი და და------------–--ლი არ დაეთანხმნენ მოსარჩელის განმარტებას და შესაგებელით მიუთითეს, რომ მათი მხრიდან ვალდებულება შესრულებულია და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დამკვიდრებულ შეჯიბრებითობის პრინციპზე, რომლის მიხედვით მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. თითოეულმა მხარემ თვითონ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ანუ თვითონ უნდა წარმოადგინოს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები და მოსაზრებები. ამასთან, სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სამოქალაქო სამართალწარმოებაში მტკიცების პროცესთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ [...] სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა, მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებენ სასარჩელო მოთხოვნას და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, ასევე მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე სხვა გარემოებები, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს საქმის არსებითი გადაწყვეტისათვის (იხ. სუსგ, საქმე №ას-1206-1166-2016).
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე მხარის მიერ მითითებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მხარეთა შორის 2013 წელს დადებული სამივე ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულია. ამ გარემოების დამადასტურებლად სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს 2013 წლის 03 და 17 ივნისის ხელშეკრულებების 6.3. პუნქტზე, სადაც აღნიშნულია, რომ ხელშეკრულების დადების მომენტისთვის ,,გამსესხებელსა“ და მსესხებლებს“ შორის არანაირი ურთიერთვალდებულება (ვალი, დებიტორულ-კრედიტორული დავალიანება) არ არსებობს და აღნიშული თარიღისთვის თუ რაიმე არსებობდა ძველი ურთიერთდავალიანების სახით განულებულია და აღმოფხვრილია, ანუ ურთიერთდავალიანების თანხა შეადგენს 0-ს (ნულს)." აგრეთვე, მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილ მიღება-ჩაბარების აქტზე, რომლის მიხედვით კო-------------–--ლმა და------------–--ლისგან მიიღო 100 აშშ დოლარი, 1 100 ევრო 31 500 ლარი და 39 750 აშშ დოლარი. ამ მტკიცებულებების, აგრეთვე საქმის განხილვის დროს გამოკვლეული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა, რომ სესხის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულია. გამომდინარე აქედან, სასამართლოს მიაჩნია, რომ 2013 წლის 29 მაისის, 03 ივნისის და 17 ივნისის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები შეწყვეტილია მოპასუხეების გი--------------–--ლის და და------------–--ლის მხრიდან მისი შესრულებით. ეს უკანასკნელი კი გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. ამიტომ, მოსარჩელე მა----------------–--ლის სარჩელი ფულადი ვალდებულების დაკისრების შესახებ მოპასუხეების გი--------------–--ლის და და------------–--ლის მიმართ უსაფუძვლოა, დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.5. როგორც უკვე განიმარტა, სადავო ხელშეკრულებების ბათილად ცნობის ნაწილში წარმოდგენილი სარჩელი აღიარებითი სარჩელია. აღიარებითი სარჩელის წარდგენისას კი მოსარჩელე შეზღუდულია იურიდიული ინტერესის არსებობით, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს გამართლებულად და გახდეს აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, თუ მისი დაკმაყოფილება მხარისათვის სასურველი შედეგის დადგომას გამოიწვევს. ანუ, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე უნდა იკვეთებოდეს, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში მხარე იმ შედეგს მიაღწევს, რასაც იურიდიული შედეგი ჰქვია. აღიარებითი მოთხოვნის დასაბუთებულობაზე მსჯელობისას უნდა არსებობდეს სწორედ ამგვარი ინტერესი და არა ის, რასაც სუბიექტური დამოკიდებულების შედეგად მხარე საკუთარ იურიდიულ ინტერესად მოიაზრებს. ისეთ პირობებში, როდესაც არ არსებობს მხარის მიერ მითითებული ინტერესის დაკმაყოფილების წინაპირობა, საფუძველი ეცლება აღიარებით მოთხოვნას. ამდენად, აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილება-არდაკმაყოფილებაზე მსჯელობისას უნდა იქნას შეფასებული მისი იურიდიული ინტერესის მართებულობა და ამ ინტერესის მართებულობის მტკიცების ტვირთი მოსარჩელე მხარის პროცესუალური ვალდებულებაა.
აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა ისიც, რომ აღიარებით სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის უნდა დადგეს რეალური სამართლებრივი შედეგი. მოსარჩელემ უნდა მიუთითოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომლითაც დადგება სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში და რომლითაც აღდგება მისი კანონით დაცული ინტერესი. დავის ზოგადი ინეტერესი არაა აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის წინაპირობა. ზოგადად მოსარჩელეს სარჩელში აღძრული მოთხოვნის ინტერესი გააჩნია (და ეს ბუნებრივიცაა), მაგრამ ეს ინტერესი უნდა იყოს კანონისმიერი. იურიდიულ ინტერესში დარღვეული უფლების აღდგენის კანონისმიერი გზა იგულისხმება, ამასთან აღიარებითი სარჩელი უფლების დაცვის გამონაკლისი და ერთადერთი გზა უნდა იყოს. ამდენად, აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის დამატებითი პირობა მოსარჩელის იურიდიული ინტერესია, რომელიც განპირობებული უნდა იყოს არა ზოგადად მხარის სუბიექტური ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის რეალიზაცია ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის ინტერესი სადავო ხელშეკრულებების ბათილად ცნობის ნაწილში, გამომდინარეობდა მოპასუხეების გი--------------–--ლის და და------------–--ლის მიმართ წარდგენილი ფულადი მოთხოვნებიდან. მოსარჩელემ მიუთითა, რომ იურიდიული ინტერესი მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა იყო. ვინაიდან მოსარჩელის მოთხოვნა ფულადი ვალდებულების დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ამასთან, მოსარჩელე მხარეს სხვა ინტერესზე არ მიუთითებია, ამიტომ, საფუძველი გამოეცალა სადავო ხელშეკრულებების ბათილად ცნობის და უძრავ ქონებებზე მოპასუხე და------------–--ლის საკუთრების უფლების დადგენის შესახებ წარმოდგენილ სასარჩელო მოთხოვნებს. გამომდინარე აქედან, სარჩელი ამ ნაწილშიც არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის და დაუსაბუთებლობის გამო.
7. საპროცესო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ“ ქვეპუნქტით სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს 100 ლარს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელებზე გადასახდელი თანხით განისაზღვრება (,,ა" ქვეპუნქტი), უვადო ან სამუდამო (გარდაცვალებამდე) გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელისა – სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით (,,ე" ქვეპუნქტი). ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ არაქონებრივ დავასთან ერთად განიხილება მისგან წარმოშობილი ქონებრივ-სამართლებრივი დავა, დავის საგნის ფასი განისაზღვრება უფრო მაღალი ღირებულების მოთხოვნის მიხედვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 40-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, 2) თუ ერთ სარჩელში რამდენიმე სხვადასხვა მოთხოვნაა ჩამოყალიბებული, მაშინ ეს მოთხოვნები უნდა შეჯამდეს და ამის შემდეგ განისაზღვროს სადავო საგნის ღირებულება. 3) სადავო საგნის შეფასებისას მხედველობაში მიიღება იმ დროს არსებული ფასები, როდესაც შეტანილ იქნა სარჩელი, ხოლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისას – საჩივრის შეტანის დროისათვის არსებული ფასები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგნის ფასი (ფულადი მოთხოვნის ნაწილში) 25- 122 აშშ დოლარით განისაზღვრა (91 115+4 5--.75*36=25- 122, საიდანაც 91115 აშშ დოლარი არის ძირი თანხა, 4 5--.75 აშშ დოლარი არის 5%, რომლის დაკისრებასაც მხარე აღსრულებამდე ითხოვდა. 36 არის თვე თანახმად, 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტისა).
სარჩელი აღძრულია 2016 წლის 01 ივნისს. სარჩელის აღძვრის მომენტისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსით 1 აშშ დოლარის ღირებულება შეადგენდა 2.145- ლარს. შესაბამისად, დავის საგნის ფასმა ეროვნულ ვალუტაში შეადგინა 547364.25 ლარი, რომლის 3% არის16420.92 ლარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველ ინსტანციაში ფიზიკური პირებისთვის არ უნდა აღემატებოდეს 3000 ლარს.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 3000 ლარის ოდენობით. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ამიტომ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში.
8.უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
8.1. სსსკ-ის 1991-ე მუხლის მიხედვის სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
განსახილველ შემთხვევაში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 02.06.2016 წლის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-39-ე, 41-ე, 53-ე, 1991-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 250-ე, 25--ე, 2591, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე მა----------------–--ლის სარჩელი მოპასუხეების გი--------------–--ლის და და------------–--ლის მიმართ თანხის გადახდევინების დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელე მა----------------–--ლის სარჩელი მოპასუხეების და------------–--ლის, ლა–---------–--ლის და თე--------------–--ლის მიმართ ხელშეკრულებების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
3. გაუქმდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 02.06.2016 წლის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლითაც:
· ყადაღა დაედო გი--------------–--ლის კუთვნილ უძრავ ქონებას მდებარე ქალაქი გუ--------------------–---ს ქუჩა №4, საკადასტრო კოდი 5-.01.62.0-- და ავტოსატრანსპორტო საშუალებებს - ”ვაზ-2101” სახელმწიფო ნომერი R------, სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი RC0------, ავტომანქანა ”MERSEDES BENC 280” სახელმწიფო ნომერი B----- სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი RV0------;
· ყადაღა დაედო ლა–---------–--ლის კუთვნილ უძრავ ქონებას, მდებარე გუ------------------ სოფელი გუ--------------–---ი”, საკადასტო კოდები №5-.10.5-.0-- და №5-.10.5-.0--;
· ყადაღა დაედო თე--------------–--ლის კუთვნილ უძრავ ქონებას, მდებარე გუ------------------ სოფელი გუ--------------–---ი”, საკადასტო კოდებით №5-.10.5-.05- და №5-.10.5-.0--;
· ყადაღა დაედო და------------–--ლის კუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს - ”ვაზ 2106” სახელმწიფო ნომერი L-----, სარეგისტრაციო მოწმობა RV0------, ავტომანქანა ”ვაზ 21213” სახელმწიფო ნომერი M----- სარეგისტრაციო მოწმობა AA0------.4;
4. მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე რომან კუპატაძე