განაჩენი

სისხლის სამართლის 05.06.2018
საქმის ნომერი
050100118002308140
დავის ტიპი
126 (1) 1 , 126 (1) 1 , 126 2
თარიღი
05.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 0--------------140

საქმე N 1----18

განაჩენი

საქართველოს სახელით

2--08.20-- წელი ქ--------------ი

ო----------ის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ბიძინა სტურუა

სხდომის მდივანი მამუკა ჩავლეშვილი

ბრალდების მხარე

პროკურორი: ნ------------ე

დაცვის მხარე

ადვოკატი: გ--------------–--ე

ღია სასამართლო სხდომაზე არსებითად განიხილა სისხლის სამართლის საქმე N0---------01

ბრალდებული: გ--–------------–--ე

მამის სახელი: ე----ი

დაბადებული: 23. 12. 19-- წელი

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: არასრული საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: არ მქონე

რეგისტრირებული : ლ--------ი, სოფელი ნ----–---–ი

ფაქტობრივად მცხოვრები: ლ--------ი, ჭ---------ას ქუჩა N-

ბრალდების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126–ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ’’ ქვეპუნქტი.

გადაკვალიფიცირდა: საქართველოს სისხლის სამართლის 111,126–ე მუხლის 1 ნაწილზე.

დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’, ,,გ’’ ქვეპუნქტები.

დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და ორი პირის მიმართ.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

1. სასამართლომ დაადგინა

 

1.1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, 2016-20-- წლებში, გ--–------------–--ე მთვრალ მდგომარეობაში მყოფი, მეუღლეს, ს---------------–---ას, მათი არასრულწლოვანი შვილების - ს----------------------------------------–---ების თანდასწრებით, სისტემატურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა, მიმართავდა უწმაწური სიტყვებით, ასევე სისტემატურად ცემდა, რითაც აყენებდა ფიზიკურ და ფსიქიკურ ტანჯვას. 20-- წლის ნოემბერში, ზუსტი რიცხვი დაუდგენელია, ქ. ლ--------ში, ჭ---------ას ქუჩა N---ში, გ--–------------–--ემ მეუღლეს - ს---------------–---ას, განაწყენებულმა იმით, რომ ამ უკანასკნელმა შენიშვნა მისცა ალჰოლოთ თრობის გამო, მათი არასრულწლოვანი შვილების - ს----------------------------------------–---ების თანდასწრებით, სახლში ყოფნისას დაუწყო გინება და სახის არეში ხელის რამდენჯერმე დარტყმით მიაყენა ფიზიკური ტკივილი. 20-- წლის 5-----არს, დაახლოებით 00:05 საათზე, ასევე ალკოჰოლით თრობის გამო შენიშვნის მიცემისთვის განაწყენებულმა გ--–------------–--ემ, მეუღლეს, ს---------------–---ას, ქ. ლ--------ში, ჭ---------ას ქ. N---ში, მათ საცხოვრებელ ეზოში, არასრულწლოვანი შვილის თ---------------–--ის თანდასწრებით, ძალადობით, კერძოდ, თავის არეში ხელის რამდენჯერმე დარტყმით მიაყენა ფიზიკური ტკივილი.

 

1.2. 20-- წლის 5-----არს, დაახლოებით 00:05 საათზე, ქ. ლ--------ში, ჭ---------ას ქუჩა N---ში, გ--–------------–--ემ მეუღლეს ს---------------–---ას, განაწყენებულმა იმით, რომ ამ უკანასკნელმა შენიშვნა მისცა ალკოჰოლით თრობის გამო, მათ საცხოვრებელ ეზოში, არასრულწლოვანი შვილის, თ---------------–--ის თანდასწრებით, თავის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, ხოლო თ---------------–--ეს მოქაჩა თმები და აღნიშნული ძალადობით ორივე მათგანს მიაყენა ფიზიკური ტკივილი.

 

1.3. სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ბრალდების მხარის მიერ გ--–------------–--ის ქმედება არასწორად დაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126–ე მუხლის მე-2 ნაწილის "კ" ქვეპუნქტით, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა მხოლოდ ის გარემოება, რომ გ--–------------–--ემ ერთხელ ცემა მეუღლე, ს---------------–---ა.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ--–------------–--ის ქმედება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126–ე მუხლის მე-2 ნაწილის "კ" ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’, ,,გ’’ ქვეპუნქტებით.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და ორი პირის მიმართ.

 

2.1. გ--–------------–--ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის პირველ ნაწილით და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’, ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა უტყუარად დადასტურებულია, სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების ერთობლიობით.

 

ბრალდებულმა გ--–------------–--ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ 20-- წლის 4 იანვარს იმყოფებოდა სახლში. მეუღლემ, ს---------------–---ამ დაწყევლა, რის გამოც შეაგინა მას დედის მისამართით, ხოლო ს---------------–---ას და თ---------------–--ის მიმართ ფიზიკურ ძალადობას არ ქონდა ადგილი. გ--–------------–--ემ აღნიშნა, რომ სახლში გინება და წყევლა დაახლოებით 10 წუთი გაგრძელდა.

 

დაზარალებულმა ს---------------–---ამ სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.

 

არასრულწლოვანმა დაზარალებულმა, თ---------------–--ემ, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს, განმარტა, რომ 20-- წლის 4 იანვარს იმყოფებოდა სახლში. მამა - გ--–------------–--ე იყო მთვრალი. დედა - ს---------------–---ა უყვიროდა გ--–------------–--ეს, ხოლო გ--–ა აგინებდა მას. დაინახა როგორ მოქაჩა მამამ თმები დედას, შემდეგ კი მასაც მოქაჩა თმები, რის გამოც ტკივილი იგრძნო. ასევე დაინახა, რომ მამამ ხელი დაარტყა დედას თავში. აღნიშნული შემდეგ, გ--–------------–--ე გავიდა გარეთ, ჩაჯდა მანქანაში და იგინებოდა. ს---------------–---ა მივიდა გ--–--თან და უთხრა, რომ მანქანიდან გადმოსულიყო, თუმცა გ--–ა აგრძელებდა ს-------ს მიმართ გინებას. თ---------------–--ემ მიუთითა, რომ გ--–------------–--ე ხშირად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ს---------------–---ას. ასეთ ფაქტებს ადგილი ქონდა სოფელ გვიმბალაურსა და სუფსაში.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს სოციალური მომსახურების ს-------ოს მუშაკმა ნ-------------–---–მა, განმარტა, რომ დაესწრო თ---------------–--ის გამოკითხვას. ბავშვი ანერვიულებული და შეშინებული იყო მომხდარით. დასმულ კითხვებს ბავშვი პასუხობდა ძალდატანების გარეშე, ხოლო გამოკითხვას ესწრებოდნენ ბაბუა და ადვოკატი.

 

ა-------–------მა, სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემის დროს განმარტა, რომ გ--–------------–--ე არის მისი მეზობელი. 20-- წლის 4 იანვარს დაინახა, რომ გ--–------------–--ე იმყოფებოდა ქუჩაში და იგინებოდა, რის გამოც დარეკა პოლიციაში. ა-------–------მა აღნიშნა, რომ გ--–------------–--ის მხრიდან, ს---------------–---ას მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტს არ შესწრებია, თუმცა ს-------სგან გადმოცემით იცის, რომ გ--–ა მას ცემდა.

 

საქართველოს შსს ლ--------ის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელმა გ--–--------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს განმარტა, რომ შეტყობინების საფუძველზე, მ-----–-------სთან ერთად, მივიდა შემთხვევის ადგილას. კონფლიქტს ადგილი ქონდა სახლში. შევიდა სახლში და დაინახა, რომ ქალბატონს ხელს ურტყამდა გ--–------------–--ე, რომელსაც თმებით ყავდა დაჭერილი მეუღლე, რომელსაც ბავშვი ეხმარებოდა. გ--–------------–--ე ეჩხუბებოდა მათ, ბავშვსაც წვდა თმებში და ეჩხუბებოდა, რადგან დედის მხარეს იყო. გ--–ა უყვიროდა ქალს და ბავშვს, რომელიც ტიროდა, რომ დახოცავდა მათ. აღნიშნულის გამო დააკავეს გ--–------------–--ე. ს---------------–---ა კი ეხვეწებოდა მათ, რომ თავშესაფარში გადაეყვანათ, რადგან ძალადობის მსხვერპლი იყო.

 

საქართველოს შსს ლ--------ის რაიონული სამმართველოს უბნის უფროსმა ინსპექტორ-გამომძიებელმა მ-----–-------მ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს განმარტა, რომ 20-- წლის 4 იანვარს იყო მორიგე და სამსახურებრივი ავტომანქანით მოძრაობდა გ--–--------–-–---–თან ერთად. დაახლოებით ღამის 12 საათისათვის, მორიგემ ტელეფონით აცნობა, რომ იყო ზარი ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით. როდესაც მივიდნენ შემთხვევის ადგილას დაინახა, რომ გ--–------------–--ემ თავში დაარტყა ხელი ს-------ს. ეს ფაქტი მოხდა პოლიციის მანქანის მისვლისთანავე და ს-------მ გაინთავისუფლა თავი და გაიქცა სახლისკენ. ვინაიდან სახლიდან ისმოდა გ--–------------–--ის გინების და ყვირილის ხმა, შევიდნენ სახლში და დაინახა, რომ გ--–------------–--ე თმებში წვდა ს---------------–---ას, შემდეგ კი თ---------------–--ეს. ბავშვი თხოვდა მამას, რომ თავი დაენებებინა დედისთვის. ს---------------–---ამ უთხრა, რომ ეს არ იყო ძალადობის პირველი შემთხვევა და ითხოვდა გ--–------------–--ის დაკავებას. აღნიშნულის გამო დააკავეს გ--–------------–--ე და წაიყვანეს ლ--------ის რაიონულ სამმართველოში.

 

სასამართლო სხდომაზე პოლიციის თანამშრომლებმა - გ---------------–---–მა, ნ----------–---–მა, ლ-–-----–--------მ და ზ--------------მ დაადასტურეს, რომ გ--–------------–--ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ექსპერტმა მ-------------–---მ დაადასტურა სამედიცინო ექსპერტიზის N 0------18 დასკვნაში მითითებული გარემოებები.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის "დ" ქვეპუნქტით, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.

 

ვინაიდან მხარეებმა, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების გარდა, სხვა არც ერთი მტკიცებულება, სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია. მტკიცებულების უდავოდ მიჩნევით, მხარეები პრაქტიკულად იყენებენ მათთვის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებულ უფლებამოსილებას.

 

განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.1 მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

 

2.2. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. აღნიშნული ნორმები განიმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვით, „ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.3 მუხლით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269.2 მუხლით, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3.13 მუხლის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

 

სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016). ამდენად, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

სასამართლო აფასებს რა მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გამოკვლეულ იქნა მხარეთა მონაწილეობით, განმარტავს, რომ გ--–------------–--ის მიერ, ს---------------–---ას, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, სისტემატური ცემის ფაქტი, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა. აღსანიშნავია, რომ დაზარალებულმა ს---------------–---ამ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3.24 მუხლით, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭებათ და მისი მოვალეობები ეკისრება დაზარალებულს. ამავე კოდექსის 49.1 მუხლის ”დ” ქვეპუნქტით, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მოწმისათვის მინიჭებული უფლება, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციიდან, რომლის 40.2 მუხლით, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. საქართველოს კონსტიტუციის 42.8 მუხლით, არავინ არ არის ვალდებული მისცეს თავისი ან იმ ახლობელთა საწინააღმდეგო ჩვენება, რომელთა წრეც განისაზღვრება კანონით. აღნიშნული უფლება, სასამართლო დაცვის სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით გარანტირებული უფლების დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება წარმოადგენს იურიდიული ძალის არმქონეს. ასევე დაუშვებელია ახლო ნათესავების მხრიდან, დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის, ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება.

 

ამდენად, დაზარალებულმა, ს---------------–---ამ, უარი განაცხადა რა ჩვენების მიცემაზე, ის ინფორმაცია, რომელიც გამომძიებელმა მიიღო დაზარალებულისგან ვერ იქნება გამოყენებული ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებად. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება გ--–------------–--ის მხრიდან ს---------------–---ას სისტემატური ცემის ფაქტი.

 

რაც შეეხება 20-- წლის 4 იანვრის ეპიზოდს, სასამართლო აფასებს რა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს, აღნიშნავს, რომ შემთხვევის დღეს, გ--–------------–--ეს და ს---------------–---ას შორის არსებული კონფლიქტი, რაც გამოიხატება გინებასა და ყვირილში დადასტურებულია თავად ბრალდებულ გ--–------------–--ის და მოწმე ა-------–------ის ჩვენებებით. ს---------------–---ას მიმართ გინების, თავში ხელის დარტყმის და თმებით დაჭერის ფაქტი, დადასტურებულია ფაქტის თვითმხილველი მოწმეების თ---------------–--ის, მ-----–------ის და გ--–--------–-–---–ის ჩვენებებით. აღნიშნული მოწმეთა ჩვენებები ასევე ადასტურებენ გ--–------------–--ის მიერ თ---------------–--ის თმების მოქაჩვის ფაქტს, რამაც ტკივილი გამოიწვია. ასევე, აღსანიშნავია, რომ ფიზიკური დაპირისპირების შეჩერება მხოლოდ პოლიციის თანამშრომლების მიერ გ--–------------–--ის დაკავებით გახდა შესაძლებელი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ გ--–------------–--ის მხრიდან, 20-- წლის 4 იანვარს, განხორციელდა ცემა ს---------------–---ას მიმართ, ხოლო ბრალდებულის მიერ ს---------------–---ას სისტემატური ცემის დამადასტურებელი მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება. რაც შეეხება დაზარალებულ თ---------------–--ის მიმართ ძალადობას, აღნიშნული დადასტურებულია როგორც დაზარალებულ თ---------------–--ის, ასევე ფაქტის თვითმხილველი მოწმეების მ-----–------ის და გ--–--------–-–---–ის ჩვენებებით.

 

3. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული და პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, იდენტურად ადასტურებენ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნულ მტკიცებულებებს შორის არ არსებობს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მათ სანდოობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეთა უფლებამოსილებას წარმოადგენს. სასამართლო კი გადაწყვეტილებას ღებულობს მხოლოდ მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან. (El Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia № 39630/09 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება; Hassan v The UK №29750/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება).

 

სასამართლო განმარტავს, რომ მერაბ სულაბერიძის მიერ, მეუღლის სისტემატური ცემის და სხვაგვარი ძალადობის ჩადენა, ეფუძნება მხოლოდ ვარაუდს, რომელიც არ დადასტურდა სათანადო მტკიცებულებებით. ეჭვი კი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ხელმძღვანელობს საყოველთაოდ აღიარებული პრინციპით - „in dubio pro reo”, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის არასაკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ--–------------–--ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126–ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ’’ ქვეპუნქტიდან, უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126–ე მუხლის პირველ ნაწილზე - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და გ--–------------–--ეს მიერ ჩადენილი ქმედებები უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126–ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’, ,,გ’’ ქვეპუნქტებით, რადგან ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია, აღნიშნული კვალიფიკაციით გ--–------------–--ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

გ--–------------–--ეს, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას და მის ოჯახურ მდგომარეობას.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ გ--–------------–--ე არ არის ნასამართლევი და ადმინისტრაციულსახდელდადებული, არ დაურღვევია წესრიგი სასამართლო სხდომაზე. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, დაზარალებულ თ---------------–--ის მხრიდან, გ--–------------–--ის, როგორც მშობლის, დადებითად დახასიათების ფაქტს.

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ--–------------–--ეს ძირითადი სასჯელის სახედ უნდა დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.

 

ამდენად, გ--–------------–--ეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში საზოგადოებაში მისი უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, მართლწინააღმდეგობა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. სასამართლო ასევე აფასებს ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობას, ხასიათს და ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, გ--–------------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს მსუბუქი სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე, 53-ე, 59-ე, მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. გ--–------------–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126–ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ’’ ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126–ე მუხლის 1 ნაწილზე.

 

1.1. გ--–------------–--ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126–ე მუხლის 1 ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’, ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს:

 

1.2. მსჯავრდებულ გ--–------------–--ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126–ე მუხლის 1 ნაწილით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ასოთხმოცი) საათის ვადით.

 

1.3. მსჯავრდებულ გ--–------------–--ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’, ,,გ’’ ქვეპუნქტებით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.

 

1.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მსჯავრდებულ გ--–------------–--ეს საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით. მსჯავრდებულ გ--–------------–--ის, პატიმრობაში ყოფნის ვადის - 20-- წლის 05-----რიდან 20-- წლის 29 აგვისტომდე - გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალოს დანიშნული სასჯელის, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის ვადაში და გ--–------------–--ე გათავისუფლდეს დანიშნული ძირითადი სასჯელის მოხდისაგან.

 

2. გაუქმდეს მსჯავრდებულ გ--–------------–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და გ--–------------–--ე დაუყოვნებლივ, სასამართლო სხდომის დარბაზიდან, გათავისუფლდეს პატიმრობიდან.

 

3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

4. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ო----------ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბიძინა სტურუა