გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.08.2018
საქმის ნომერი
330210017002039782
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
30.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/20804-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

31 ივლისი 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ნინო მამულაშვილი

სხდომის მდივანი - თამთა ყრუაშვილი

მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით მოპასუხე) - შ-------“

წარმომადგენელი - ი-----–------------ე, ბ-----------–---–ი

მოპასუხე (შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) - ს----------–----–---------------------------ო

წარმომადგენელი - მ----–-–--–-–---–ი

დავის საგანი თავდაპირველ სარჩელში - ხელშეკრულების გასვლა

დავის საგანი შეგებებულ სარჩელში _ პირგასამტეხლოს დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

თავდაპირველი სარჩელით

მოსარჩელე შ-------“-სა და მოპასუხე შ---------------------------ოს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N-4-- ხელშეკრულების მოშლილად ცნობა.

 

შეგებებული სარჩელით

დაეკისროს შ-------"-ს ს----------–----–---------------------------ოსათვის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N4-- ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისათვის, ამავე ხელშეკრულების 10.5 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის, ხელშეკრულების საერთო ღირებულეის 10%-ის გადახდა, რაც თანხობრივად შეადგენს 8999.5 ლარს.

 

სარჩელის დასბუთება

 

მოსარჩელე შ------- სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

ს----------–----–---------------------------ოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში (N1--------) შ-------“-ს გამარჯვების შედეგად, მოსარჩელე მიწვეულ იქნა ხელშეკრულების გასაფორმებლად.

 

2----–-–------------ მოსარჩელესა და მოპასუხე შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N4--, რომლითაც შ-------“-მ აიღო ვალდებულება კონკრეტული ანაზღაურების მიღების სანაცვლოდ შ---------------------------ოსთვის მიეწონდებინა გარკვეული სახის საქონელი. თუმცა, ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე აღმოჩნდა, რომ გასაფორმებელი ხელშეკრულება თვისობრივად განსხვავდებოდა სატენდერო დოკუმენტაციაში მოპასუხის მიერ ატვირთული ხელშეკრულების პროექტისაგან და იგი შეიცავდა ისეთ დათქმებს, რომლებიც ძალიან აუარესებდა მოსარჩელის მდგომარეობას და უფრო მეტიც, სრულიად შეუსრულებელს ხდიდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას. აღნიშნულის მიუხედავად, მოსარჩელემ მაინც მოაწერა ხელი ხელშეკრულებას, ვინაიდან „შავი სიის წარმოების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2----–-–----------------------- ბრძანების შესაბამისად, თუ ტენდერში გამარჯვებული სუბიექტი უარს იტყოდა ხელშეკრულების გაფორმებაზე, ეს გამოიწვევდა მის უპირობო რეგისტრაციას ე.წ. „შავ სიაში“, რითაც რეგისტრაციიდან ერთი წლის განმავლობაში მას ესპობოდა საშუალება მონაწილეობა მიეღო სახელმწიფო შესყიდვებში.

 

ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, შ-------“-მ რამოდენიმეჯერ წერილობით აცნობა მოპასუხეს ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე, თუმცა შ---------------------------ო უარს აცხადებს ხელშეკრულების მოშლაზე და მოითხოვს მოსარჩელისაგან ხელშეკრულების პირობების უპირობოდ დაცვას. შ-------“ იძულებული გახდა სასამართლოსათვის მომართვის გზით მოეთხოვა 2017 წლის 14 ივნისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტა, ვინაიდან სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, თუ დადგინდა რომ ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდა მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მოპასუხე თავიდან აირიდებს საჯარიმო სანქციებს. სარჩელის დაკმაყოფილება ასევე სრულად გამორიცხავს მოსარჩელის რეგისტრაციას შაც სიაში.

 

ს----------–----–---------------------------ოს შეგებებული სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

ქსელური კაბელების შესყიდვის მიზნით, 2----–-–------------–ს შ-----------------------------------ს მიერ გამოცხადდა S--1-------- ელექტრონული ტენდერი. სატენდერო დოკუმენტაცია შედგენილ იქნა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ მარეგულირებელი კანონმდებლობის სრული დაცვით, მათ შორის სისტემაში ატვირთული ხელშეკრულების პროექტი.

 

ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა შ------ს", რომელთანაც 2----–-–------------ დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N4-- ხელშეკრულება, რომლის 4.1 პუნქტის მიხედვით, მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება განეხორციელებინა უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო შესყიდვების ობიექტის მოწოდება მოქმედი ყველა საჭირო ნორმების, სტანდარტების, წესებისა და მოთხოვნების დაცვით, ხელშეკრულების დადებიდან 50 კალენდარული დღის ვადაში.

 

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება არ არის სტატიკური დოკუმენტი და მისი დაზუსტება შესაძლებელია ხელშეკრულების გაფორმებისას, რის თაობაზეც აღნიშნული იყო დოკუმენტის თავსართში. შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით 2----–-–------------ გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N4--, რომლის ძალითაც მიმწოდებელს ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 სამუშაო დღის ვადაში უნდა წარმოედგინა მისაწოდებელი საქონლის თითო ეგზემპლარი. აღნიშნული დათქმით არსებითად არ შეცვლილა ხელშეკრულების პირობები, არამედ უფრო რეგლამენტირებული გახდა ხელშეკრულების ინსპექტირების პირობები. რაც მიმწოდებელისთვისაც ხელსაყრელი იყო. აღნიშნლი ჩანაწერის მიმართ დადებითი დამოკიდებულება ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე გამოთქვა ხელშეკრულებაზე ხელმომწერმა პირმა.

 

ხელშეკრულების აღნიშნული დანაწესის ფარგლებში 2----–-–-----------ს შ-------"-ს მიერ შ-- ერთობლივი ოპერაციების ცენტრში წარმოდგენილ იქნა კაბელის ნიმუშები, რომელთა ვიზუალური დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ წარმოდგენილი ნიმუში არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს: კაბელის გარე დამცავი გარსი იყო დაბალი ხარისხის, არა ელასტიური პლასმასის; მისი სისქე და ფიზიკური მახასიათებლები არ შეესაბამებოდა გარე გამოყენების პირობებს; ასევე, ამავე კაბელში შემავალი FTP კაბელი შემადგენელი წვერები იყო უფრო წვრილი, ვიდრე ეს გათვალისწინებული იყო 5E კატეგორიის სტანდარტით და მიღებულ სტანდარტზე უფრო თხელი იყო თითოეული წვერის იზოლირებული ფენა.

 

მიმწოდებელმა მას შემდეგ რაც, რაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ ს-----------------ის წარდგენილი საქონელი არ შეესაბამებოდა მის მიერვე ტენდერში შემოთავაზებული საქონლის ტექნიკურ მახასიათებლებს, მიმართა შემსყიდველ ორგანიზაციას ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით. კერძოდ, 2----–-–----------------–--ს შემსყიდველ ორგანიზაციაში წარმოდგენილი წერილებით შ-------“ ითხოვდა ხელშეკრულების შეწყვეტას, იმ მოტივით თითქოს შემსყიდველმა ორგანიზაციამ მიმწოდებელს მისი ნების საწინააღმდეგოდ გააფორმებინა ხელშეკრულება და არ გადასცა დოკუმენტები, მაშინ როდესაც ხელშეკრულება ერთიან ელექტრონულ სისტემაში აიტვირთა „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2----–-–------------–--------------ის მე-15 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ ვადაში (ხელშეკრულების გაფორმებიდან მე-9 დღეს).

 

მოპასუხის წერილების პასუხად, შ----------------------------------მა ამავე წლის 2-----–--ს შ-------“-ს გაუგზავნა N------- წერილი, რომლითაც განუმარტა მისაწოდებელი საქონლის ეგზემპლიარის წარმოდგენის მიზნები და მიუხედავად იმისა, რომ სახეზე არ ყოფილა არანაირი კანონშეუსაბამობა შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან, ს------------მ მიმწოდებელს შესთავაზა 2 სამუშაო დღის ვადაში გამოცხადებულიყო შემსყიდველ ორგანიზაციაში ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლილების განხორციელების მიზნით.მ მიმწოდებელს ასევე განემარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 62-ე მულის თანახმად „-„გარიგების ნაწილის ბათილობა არ იწვევდა მისი სხვა ნაწილების ბათილობას, თუ სავარაუდოა, რომ გარიგება დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილის გარეშეც“.

 

მიმწოდებელი არ გამოცხადებულა შემსყიდველ ორგანიზაციაში და 2-----–-–---------–--ს კვლავ მომართა ს------------ს წერილობით და უარი ხელშეკრულებაში ცვლილების განხორციელებაზე დაასაბუთა შემსყიდველი ორგანიზაციისადმი ნდობის დაკარგვის ფაქტორით, რის გამოც აღარ სურდა ხელშეკრულების გაგრძელება. ხელშეკრულების გაუქმების საფუძვლად ამჯერად მხარემ უსაფუძვლოდ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 73- ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე.

 

შ-----------------------------------ს 2----–-–------------------------- წერილით შ--------ს ეცნობა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა და შესაბამისად ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მის მიმართ გატარდებოდა ხელშეკრულებითა გათვალისიწინებული ღონისძიებები.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. აღნიშნული დანაწესი გათვალისწინებულ იქნა ასევე N4-- ხელშეკრულების მე-10 პუნქტში. მიუხედავად ამისა, მიმწოდებლის მიერ არ იქნა შესრულებული მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობები. კერძოდ: მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი პირველი ეგზემპლარები არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოსასწორებლადაც მიმწოდებელს შ-- ლ----------------------------ის მიერ განესაზღვრა 5 სამუშაო დღე ხელშეკრულების 6,4 პუნქტის შესაბამისად (2----–-–---------–------------- წერილი); თუმცა აღნიშნულ ვადაშიც მიმწოდებელს არ წარმოუდგენია შესაბამისი საქონელი. ამასთან, შ-------“-მ არც ხელშეკრულების გაფორმებიდან 50 კალენდარული დღის ვადაში მიაწოდა შემსყიდველს ნასყიდობის საგანი (როგორც ეს გათვალისიწნებული იყო ხელშეკრულების 4.1 პუნქტით).

 

ხელშეკრულების მე-10.3 პუნქტის მიხედვით, თუ მიმწოდებელი დამატებით ვადაში არ წარმოადგენს ან ვერ უზრუნველყოფს ინსპექტირების მიზნით წარმოდგენილი ეგზემპლარების შესაბამისობას ხელშეკრულების პირობებთან, შემსყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება. ხოლო 10.4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ მიმწოდებელი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესყიდვის ობიექტის მიწოდების პირობებს ვერ შეასრულებს (შესრულების ვადა, ხარისხი) ან/და დაარღვევს კეთილსინდისიერების პრონციპს, შემსყიდველი უფლებამოსილია: მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისთვის შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება. ხელშეკრულების 10.5 პინქტის თანახმად, ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ხელშეკრულების ღირებულების 10%-ის ოდენობით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან შ-------“-ს მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ხელშეკრულების 10.3 და 10.4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ს----------–----–--------------------------ომ შეწყვიტა ხელშეკრულება და მიმწოდებელს მოსთხოვა 10.5 პუნქტის შესაბამისად ჯარიმის გადახდა ხელშეკრულების საერთო ღირებულეის 10%-ის ოდენობით. სწორედ აღნიშნული თანხის _ 8999.5 ლარის დაკისრებას ითხოვს მოსარჩელე შეგებებული სარჩელით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

შ--------ს სარჩელზე მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე შ---------------------------ომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მხარეთა შორის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება დაიდო მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლენის საფუძველზე. ამასთანავე, სატენდერო დოკუმენტაცია შედგენილი იყო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ მარეგულირებელი კანონმდებლობის სრული დაცვით და სისტემაში ატვირთული ხელშეკრულების პროექტის პირობების დაზუსტება (მისი სათაურიდან გამომდინარეც) შესაძლებელი იყო ხელშეკრულების გაფორმების დროსაც, თანახმად ხელშეკრულების დადების დროს მოქმედი „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2----–-–------------–--------------ის მე-19 მუხლის მე-8 პუნქტისა.

 

ს------------ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ თუკი შ---------ს არ სურდა ხელშეკრულების დადება სადავო პუნქტის გამო, მას შეეძლო არ მოეწერა ხელი ხელშეკრულებისათვის და გაესაჩივრებინა იგი „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ სააგენტოს თავმჯდომარის 2----–-–---------------–----- ბრძანების პირობების შესაბამისად. საგულისხმოა, ისიც რომ პრეტენდენტის „შავ სიაში“ შეყვანა არ არის დამოკიდებული მხოლოდ შემსყიდველი ორგანიზაციის ნებაზე. გადაწყვეტილების მიღებისას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო მიმწოდებელს აძლევს საშუალებას დაიცვას თავი მის მიმართ წარდგენილი პრეტენზიისაგან და საბოლოოდ მხოლოდ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხისთვის გაურკვეველია თუ რა სამართლებრივი საფუძვლით ითხოვს მოსარჩელე შ-------“ ხელშეკრულების კონკრეტული პუნქტის საფუძველზე ხელშეკრულების მოშლილად ცნობას.

 

ს----------–----–---------------------------ოს შეგებებულ სარჩელზე მოპასუხის პოზიცია:

 

წარმოდგენილი შესაგებლით შ------- -მ სარჩელი არ ცნო. მოპასუხემ სადავოდ გახადა მიმწოდებლის მიერ შემსყიდველი ორგანიზაციისათვის მისაწოდებელი საქონლის ეგზემპლარების წარდგენის ფაქტი და განმარტა, რომ შ--------ს მიერ სარჩელი აღძრულ იქნა სასამართლოში, მხოლოდ მას შემდეგ რაც ამოიწურა ს------------სთან დიალოგის ფორმატი; თავდაპირველი სარჩელით, მხარე ითხოვს ხელშეკრულების მოშლას იმ მოტივით, რომ სწორედ ს----------–----–---------------------------ოს მხრიდან ქონდა ადგილი სახელშეკრულებო პირობების დარღვევას, რამაც განაპირობა ის, რომ ხელშეკრულებაში მოპასუხის დარჩენამ აზრი დაკარგა. შესაბამისად, შეგებებული სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხე მხარემ ასევე მიუთითა ს------------ს მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს არაგონივრულ ოდენობაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1 2----–-–------------–ს ს----------–----–---------------------------ომ გამოაცხადა S--1-------- ელექტრონული ტენდერი ქსელის კაბელების (C---------) შესყიდვის მიზნით. ტენდერში გამარჯვებულად გამოვლინდა შ-------, რომელიც მიწვეულ იქნა ხელშეკრულების გასაფორმებლად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულების პროექტი (ს.ფ.18-22);

- 2----–-–-----------ის N4-- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ 13-17);

 

3.1.2. მხარეთა შორის 2----–-–------------ გაფორმდა N4-- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მიმწოდებელს შემსყიდველი ორგანიზაციისათვის უნდა მიეწოდებინა ხელშეკრულების დ------------ით გათვალისწინებული ქსელის კაბელები ხელშეკრულების გაფორმებიდან 50 კალენდარული დღის ვადაში, 2017 წლის 2 აგვისტოს ჩათვლით. ხელშეკრულების ღირებულებად განისაზღვრა 89995 ლარი, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად _ 2018 წლის 31 იანვარი.

 

ხელშეკრულების 6.3. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 სამუშაო დღის ვადაში ვალდებული იყო შემსყიდველი ორგანიზაციის ინსპექტირების ჯგუფისათვის წარედგინა მისაწოდებელი საქონლის თითო ეგზემპლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2----–-–-----------ის N4-- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ 13-17);

 

3.1.3. მიმწოდებელმა 2017 წლის 10 ივლისსა და 20 ივლისს წერილობით მიმართა შემსყიდველ ორგანიზაციას და განმარტა, რომ ეგზემპლარების მიწოდების ვალდებულება არ ყოფილა გათვალისწინებული ელექტრონული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციით, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი არ მიიღებდა მონაწილეობას ტენდერში. შ--------მ მოითხოვა ხელშეკრულების შეწყვეტა ან ბათილად ცნობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შ--------ს 2017 წლის 10 ივლისის განცხადება(ს.ფ.23).

- შ--------ს 2017 წლის 20 ივლისის განცხადება (ს.ფ.24).

 

3.1.4. შ---------------------------ოს 2----–-–---------–--ის საპასუხო წერილით, შ--------ს ეცნობა, რომ ეგზემპლარის მიწოდების მოთხოვნას ქონდა პრევენციის მიზანი და შ--------ს ეთხოვა, 2 სამუშაო დღის ვადაში ეცნობებინა შემსყიდველისათვის ხელშეკრულების სადავო პუნქტის გაუქმებასთან დაკავშირებით საკუთარი გადაწყვეტილების თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შ---------------------------ოს 2----–-–---------–--ის საპასუხო წერილით (ს.ფ. 26-27).

 

3.1.5. შ--------ს ს------------ს 2----–-–-------------ოს წერილით მიეცა გაფრთხილება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით, ხოლო 2----–-–---------------ის წერილით დასტურდება, რომ შ--------ს ეცნობა შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტისა და 8999.5 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შ---------------------------ოს 2----–-–-------------ოს წერილით (ს.ფ.97).

-შ---------------------------ოს 2----–-–---------------ის წერილით (ს.ფ.151-152).

 

3.1.6. უდავო გარემოებაა, რომ მიმწოდებელს, ხელშეკრულებით განსაზღვრულ 50 დღიან ვადაში, შემსყიდველი ორგანიზაციისათვის შესყიდვის ობიექტი არ მიუწოდებია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შეგებებული სარჩელი, შესაგებლები, სასამართლო სხდომის ოქმები);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

3.2.1. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N4-- ხელშეკრულების 6.3 პუნქტის საფუძველზე, მიმწოდებლის მდგომარეობის არსებითად გაუარესების ფაქტი, რაც განაპირობებდა ხელშეკრულების შესრულების შეუძლებლობას, საქმის მასალებით არ დასტურდება.

 

სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის არგუმენტაცია, რომ „მხარეთა შორის 2----–-–------------ გაფორმებული ხელშეკრულება თვისობრივად განსხვავდებოდა სატენდერო დოკუმენტაციაში მოპასუხის მიერ ატვირთული პროექტისაგან და შეიცავდა პუნქტებს, რომლებიც არსებითად აუარესებდა მიმწოდებლის მდგომარეობას და მეტიც, შეუძლებელს ხდიდა ნაკისრი ვალდებულების შესრულებას“.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულება მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგია, რომელიც სამართლებრივი თვალსაზრისით იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე და მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას.

 

მოცემული განმარტებიდან გამომდინარე, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს 2----–-–------------ მხარეთა მიერ ხელმოწერილ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N4-- ხელშეკრულებით განსაზღვრულ მხარეთა ორმხრივ უფლება-მოვალეობებზე, რომლის თანახმადაც: მიმწოდებელმა _ შ----------მ, იკისრა ვალდებულება შემსყიდველი ორგანიზაციისათვის - ს----------–----–---------------------------ოსათვის მიეწოდებინა ხელშეკრულების დ------------ით განსაზღვრული ქსელის კაბელები (C-----------). მიმწოდებელს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო შესყიდვის ობიექტის მიწოდება, მოქმედი ყველა საჭირო ნორმებისა და სტანდარტების დაცვით, უნდა განეხორციელებინა ხელშეკრულების დადებიდან 50 კალენდარული დღის ვადაში. აღნიშნული ვალდებულების სანაცვლოდ შემსყიდველის ვალდებულებას წარმოადგენდა გადაეხადა ნასყიდობის ღირებულება 89995 ლარის ოდენობით, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში და პირობებით, მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერის, შესაბამისი საგადასახადო ანგარიშფაქტურის გამოწერისა და წარმოდგენიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სასამართლო ასევე ყურადღებას მიაპყრობს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების, სადავო 6.3 პუნქტს, რომლითაც განისაზღვრა მიმწოდებლის ვალდებულება ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 სამუშაო დღის ვადაში შემსყიდველი ორგანიზაციის ინსპექტირების ჯგუფისათვის წარედგინა „ფასების ცხრილით“ გათვალისწინებული მისაწოდებელი საქონლის თითო ეგზემპლარი - კაბელი არანაკლებ 0.5მ სიგრძის, რაც შესაბამისობაში უნდა ყოფილიყო ხელშეკრულებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან და განმარტავს: „სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები;

 

საქმის მასალებით დასტურდება და არც მოსარჩელე მხარე უარყოფს იმ გარემოებას, რომ ხელშეკრულების სადავო 6.3 პუნქტის თაობაზე მისთვის ცნობილი იყო ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის და შემსყიდველს ხელშეკრულების პირობების თვითნებური ცვლილება არ განუხორციელებია; ხელშეკრულების დადებისას მოპასუხის მხრიდან ძალადობის, მოტყუების ან სხვა არამართლზომიერი ქმედების განხორციელების ფაქტზე მოსარჩელეს ასევე არ მიუთითებია. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ „მიმწოდებელს“ ხელშეკრულებიდან გამომდინარე რისკები სწორედ ხელშეკრულების გაფორმებისას უნდა შეეფასებინა და მხარის აპელირება მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ ხელშეკრულების ხელმოწერით თავიდან იქნა აცილებული კომპანიის შავ სიაში რეგისტრაციის საფრთხე, ხელშეკრულების პირობების დარღვევის ობიექტურ მიზეზად ვერ შეფასდება; ვინაიდან, თუკი მიმწოდებელი სადავოდ ხდიდა ეგზემპლარების მიწოდების თაობაზე ხელშეკრულების შესაბამის პუნქტს, მას შეეძლო სამართლებრივად ედავა შემსყიდველი ორგანიზაციის ქმედების კანონიერებაზე ხელშეკრულების ხელმოწერამდე. ნაცვლად ამისა, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერით მხარე დაეთანხმა სატენდერო წინადადების შინაარსის გათვალისწინებით, შემსყიდველის მიერ დაზუსტებულ ხელშეკრულების პირობებს და შეიბოჭა კონკრეტული სახელშეკრულებო უფლება-მოვალეობებით.

 

საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მიმწოდებლის 2----–-–----------------–--ის წერილების პასუხად, ჯერ კიდევ ხელშეკრულების შესრულების ეტაპზე, ს------------მ შესთავაზა მიმწოდებელს ხელშეკრულებიდან სადავო პუნქტის ამოღება, რაზედაც შ---------ს თანხმობა არ განუცხადებია.

 

სატენდერო ხელშეკრულების პროექტისა და N4-- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების ურთიერთშეჯერებისა და თავად ხელშეკრულების მიზნებიდან გამომდინარე, სასამართლო არგუმენტირებულად მიიჩნევს, ს------------ს წარმომადგენლის განმარტებას, იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების 6.3. და 6.4 პუნქტებით განსაზღვრული პირობა, რომელიც ეხება ინსპექტირების მიზნით მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისათვის ქსელის კაბელების ეგზემპლართა მიწოდებას, ხელშეკრულებაში გათვალისწინებულ იქნა პრევენციის მიზნით და არა მხოლოდ „შემსყიდველის“ არამედ „მიმწოდებლის“ ინტერესებშიც შედიოდა, რამდენადაც ამ უკანასკნელს საშუალებას აძლევდა ხარვეზის არსებობის შემთხვევაში უზრუნველეყო როგორც ხარვეზის აღმოფხვრა, ასევე საბოლოოდ შემსყიდველისათვის ხელშეკრულებით განსაზღვრულ პარამეტრებთან შესაბამისი საქონლის მიწოდება. ამასთანავე, მიუხედავად იმისა, გათვალისწინებულ იქნებოდა თუ არა სადავო პუნქტი სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით, მიწოდებული პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით შემსყიდველი ორგანიზაცია, ვალდებული იყო განეხორციელებინა საქონლის ინსპექტირება.

 

3.2.2. საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, სადავო ფაქტობრივ გარემოებას, რომ 2----–-–-----------ს შ--------ის დირექტორის (ს------------–-) მიერ შ---------------------------ოს ერთობლივი ოპერაციების ცენტრში წარდგენილ იქნა ქსელის კაბელის ნიმუშები, რომელიც არ აღმოჩნდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N4-- ხელშეკრულებით შეთანხმებული ხარისხის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი; შეგებებული სარჩელი, შესაგებლები, სასამართლო სხდომის ოქმები);

- შ-----------------------------------ს დირექტორის 0-------წ წერილი და თანდართული ფოტოსურათები (ს.ფ. 89-94);

- ს----------–----–---------------------------ოს 0-------წ წერილი;

- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 0-------წ განკარგულება.

 

დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შ---------ს სარჩელს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე, ხოლო ს----------–----–---------------------------ოს შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317, 327-ე, 361-ე, 352-ე, 405-ე, 417-418-ე, 420-ე, 477-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების ძალით, კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი პუნქტით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

დადგენილია რომ, 2----–-–------------ ს----------–----–---------------------------ოს და და შ--------ს შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N4-- ხელშეკრულების საფუძველზე მხარეთა შორის წარმოიშვა სსკ-ის 477-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც ხელშემკვრელ მხარეებს ანიჭებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უფლებებსა და აკისრებდა კონკრეტულ ვალდებულებებს. ხელშეკრულებით განსაზღვრულ იქნა ხელშეკრულების არსებითი პირობები, შესასრულებელი პროდუქციის მიწოდებისა და ანგარიშსწორების წესი, მხარეთა პასუხისმგებლობა, სხვა უფლებები და ვალდებულებები, მათ შორის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის პირობები.

 

6.1.2. განსახილველ შემთხვევაში შ---------მ სარჩელი აღძრა ხელშეკრულებიდან გასულად აღიარების მოთხოვნით, ხოლო ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძვლად მოსარჩელე უთითებს, იმ გარემოებაზე, რომ „მხარეთა შორის 2----–-–------------ გაფორმებული ხელშეკრულება თვისობრივად განსხვავდებოდა სატენდერო დოკუმენტაციაში მოპასუხის მიერ ატვირთული პროექტისაგან და შეიცავდა დათქმებს, რომლებიც ძალიან აუარესებდა მოსარჩელის მდგომარეობას და უფრო მეტიც სრულიად შეუსრულებელს ხდიდა მის მიერ ნაკისრ ვალდებულებას“. კონკრეტულად, განსხვავებით ხელშეკრულების სატენდერო პირობებისაგან, ხელშეკრულებას დაემატა 6.3 პუნქტი, რომლის შესაბამისადაც განსაზღვრულ იქნა მიმწოდებელის ვალდებულება ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 დღის ვადაში წარედგინა შემსყიდველისათვის შესასყიდი საქონლის ნიმუშები, რაც არ წარმოადგენდა სატენდერო პირობას. შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, საფუძველი გამოეცლება შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე კომპანიის შავ სიაში დარეგისტრირებისა და მიმწოდებლის მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენების თაობაზე ს------------ს მოთხოვნებს.

 

სასამართლო უპირველეს ყოვლისა მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს: მართალია ხელშეკრულების მოშლა და ხელშეკრულებიდან გასვლა, შესაბამისი წინაპირობების არსებობისას, ვალდებულების ცალმხრივი ნების გამოვლენის საფუძველზე შეწყვეტას გულისხმობს, მაგრამ მოშლის თავისებურება სწორედ ისაა, რომ იგი დამახასიათებელია მხოლოდ გრძელვადიანი სახელშეკრულებო ურთიერთობებისათვის. მოშლის დროს წყდება სამომავლო შესრულების ვალდებულება, ხოლო უკვე შესრულებული მხარეებს არ უბრუნდებათ (გარდა სსკ-ის 399.4 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა), რაც შეეხება ხელშეკრულებიდან გასვლის სამართლებრივ ფუნქციას იგი მიღებული შესრულების უკან დაბრუნებაში გამოიხატება, ამ დროს ორმხრივ რესტიტუციას აქვს ადგილი.

 

ამდენად განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მსჯელობის საგანია შ--------ის მხრიდან ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების გამოყენების მართლზომიერება.

 

სასამართლო უპირველეს ყოვლისა მიუთითებს, რომ „სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები, მხარეებს არ შეუძლიათ ცალმხრივად უარი განაცხადონ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. მაგრამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ხელშეკრულების მხარეს უფლება აქვს გავიდეს ხელშეკრულებიდან და უარი თქვას ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. ხელშეკრულების ერთ-ერთი მონაწილის შესაძლებლობას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში უარი თქვას ხელშეკრულების გაგრძელებაზე, ხელშეკრულებიდან გასვლა ეწოდება.

 

სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლი განსაზღვრავს ხელშეკრულებიდან გასვლის სამართლებრივ შედეგებს. იგი გამოიხატება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენაში. 352-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება). 405-ე მუხლის კი ადგენს ხელშეკრულებიდან გასვლის წესს და სავალდებულო წინაპირობებს.

 

კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი.

 

ხელშეკრულებიდან გასვლა აღმჭურველი უფლებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას მხარეს აქვს შესაძლებლობა, მიაღწიოს გარკვეულ სამართლებრივ შედეგს, კერძოდ, დაასრულოს სახელშეკრულებო ურთიერთობა კონკრეტული უფლებებითა და მოვალეობებით და განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმში გადაიყვანოს იგი. ხელშეკრულებიდან გასვლის, როგორც მეორადი მოთხოვნის უფლების აღმოცენების სამართლებრივი საფუძველია პირველადი მოთხოვნის შეუსრულებლობა. ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის უფლების საბაზისო, მატერიალური წინაპირობაა, მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულების შეუსრულებლობა. შეუსრულებლობა გარკვეული ობიექტური მასშტაბით იზომება. ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება ხელმისაწვდომია მხოლოდ მაშინ, როცა ვალდებულების დარღვევა სერიოზულობის განსაზღვრულ დონეს აღწევს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის ნე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით განმარტებულია, რომ ხელშეკრულებაზე უარი დაუშვებელია, თუ ვალდებულების დარღვევა უმნიშვნელოა. ხელშეკრულებიდან გასვლის მეორე წინაპირობაა დამატებითი ვადის დაწესება, რაც განამტკიცებს ფაქტს რომ მხარისათვის მთავარია ვალდებულების შესრულება ანუ მხარეები ერთხელ მაინც უნდა შეეცადონ გადაარჩინონ ხელშეკრულება.

 

ამდენად, ხელშეკრულებიდან გასვლის წინაპირობებია: ნამდვილი ორმხრივი ხელშეკრულების არსებობა; ხელშეკრულების დარღვევა (მნიშვნელოვანი დარღვევა); დამატებითი ვადის დაწესება (გაფრთხილება); ამ ვადის უშედეგოდ ამოწურვა.

 

სატენდერო ხელშეკრულების პროექტისა და N4-- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების ერთობლიობაში განხილვისა და შეფასების შედეგად, ასევე გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილის 3.1.1 პუნქტში განვითარებული მსჯელობის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შემსყიდველ ორგანიზაციასა და ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტს შორის დადებული ხელშეკრულებაში სადავო 6.3 პუნქტის ასახვით არსებითად არ შეცვლილა სატენდერო წინადადებით წარმოდგენილი ხელშეკრულების პროექტის პირობები და მხარეთა უფლება-მოვალეობები.

 

შესაბამისად, იმ პირობებში როდესაც მოპასუხემ ვერ წარმოადგინა სათანადო მტკიცებულებებით გამყარებული არგუმენტაცია, თუ რაში გამოიხატა ს------------ს მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა; ვერ დაადასტურა ხელშეკრულების 6.3. პუნქტის საფუძველზე, მისი როგორც მიმწოდებლის, მდგომარეობის არსებითი გაუარესებისა და საქონლის მიწოდების შეუძლებლობის ფაქტი და ამასთან, სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა 2----–-–-----------ს შ---------ის მიერ ს-----------------ის ხელშეკრულებით შეთანხმებული ხარისხთან შეუსაბამო ქსელის კაბელის ეგზემპლარების მიწოდების ფაქტი _ სასამართლო იზიარებს ძირითად სარჩელზე მოპასუხე ს------------ს პოზიციას, რომ შ--------ის მიერ ხელშეკრულებიდან გასვლის/შეწყვეტის გადაწყვეტილება პროვოცირებულ იქნა სწორედ ამ უკანასკნელი ფაქტით. უდავოდ გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით მიმწოდებელმა შემსყიდველ ორგანიზაციას პირველად მიმართა არა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერამდე, არამედ ხელშეკრულების გაფორმებიდან დაახლოვებით 1 თვის შემდგომ (2----–-–----------–--ს), მხოლოდ მას შემდეგ რაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ იმ პროდუქციის ეგზემპლარები რომლის მიწოდებასაც ვარაუდობდა ს-----------------ის, მისაღები არ აღმოჩნდა შემსყიდველისათვის.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს ს------------ს სახელშეკრულებო ინტერესზე - მიეღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულება. კერძოდ, უდავო ფაქტია, რომ შემსყიდველმა ორგანიზაციამ, ორიენტირებული იყო რა შესყიდვის ობიექტის მიღებაზე, შ-------“-ს 2----–-–----------------–--ის წერილობითი მიმართვების პასუხად, 2-----–--ის N------- წერილით ადრესატს განუმარტა როგორც სადავო 6.3. პუნქტის მიზნობრიობა, ასევე გამოთქვა მზადყოფნა დაეკმაყოფილებინა მიმწოდებლის მოთხოვნა ხელშეკრულებიდან მისი ამოღების თაობაზე და შესთავაზა მოსარჩელეს ორი სამუშაო დღის ვადაში ეცნობებინა შემსყიდველი ორგანიზაციისათვის საკუთარი გადაწყვეტილების თაობაზე, თუმცა შემსიდველის შეთავაზების მიმართ მიმწოდებლს ინტერესი არ გამოუხატავს.

 

სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს, იმისათვის, რომ ხელშეკრულების ერთმა მხარემ ისარგებლოს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებით, აუცილებელია სახეზე იყოს ხელშეკრულების არსებითი დარღვევა, რაც კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე არ არის _ საქმის მასალებით არ დასტურდება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ N4-- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების დარღვევა. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს რომ არ არ არსებობს შ--------ს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

6.2.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

დადგენილია რომ, მიმწოდებლის მიერ არ იქნა შესრულებული მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 6.4 პუნქტის შესაბამისად, შემსყიდველის მიერ (2----–-–---------–------------- წერილით) განსაზღვრულ დამატებით ვადაში (5 სამუშაო დღე) ს-----------------ის ხელშეკრულებით („ფასების ცხრილით“) გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისი, მისაწოდებელი საქონლის თითო ეგზემპლარის წარდგენის ვალდებულება; ასევე უდავო გარემოებაა, რომ მიმწოდებელს არც ხელშეკრულების 4.1 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების დადებიდან 50 კალენდარული დღის ვადაში განუხორციელებია ს-----------------ის შესყიდვის ობიექტის მიწოდება.

 

6.2.2. სსკ-ის 417-ე, 418-ე მუხლების საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის –პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას.

 

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N4-- ხელშეკრულების მე-10 მუხლით განსაზღვრულ იქნა მხარეთა პასუხისმგებლობის წესი და საჯარიმო სანქციები ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის. კერძოდ 10.3 პუნქტის თანახმად, თუ მიმწოდებელი დამატებით ვადაში არ წარმოადგენდა ან ვერ უზრუნველყოფდა ინსპექტირების მიზნით წარმოდგენილი ეგზემპლარების შესაბამისობას ხელშეკრულების პირობებთან, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო შეეწყვიტა წინამდებარე ხელშეკრულება. ხელშეკრულების 10.4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით ასევე განსაზღვრულ იქნა შემსყიდველის უფლებამოსილება შეეწყვიტა ხელშეკრულება, თუკი მიმწოდებელი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესყიდვის ობიექტის მიწოდების პირობებს ვერ შეასრულებდა (შესრულების ვადა, ხარისხი) ან/და დაარღვევდა კეთილსინდისიერების პრონციპს; ხელშეკრულების 10.5 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ხელშეკრულების ღირებულების 10%-ის ოდენობით.

 

დადგენილია, რომ ს------------მ ისარგებლა ხელშეკრულების ზემოხსენებული 10.3 და 10.4 პუნქტებით განსაზღვრული უფლებამოსილებით და მხარის მიერ ხელშეკრულება შეწყდა ცალმხრივად 0-------წელს.

 

6.2.3. სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლებით გათვალისწინებულ ნორმათა დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს: პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი, მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რომლის წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთის მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ხოლო მეორე ფუნქცია მისი მდგომარეობს განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად. ჯარიმა, ისევე როგორც საურავი, წარმოადგენს პირგასამტეხლოს ერთ-ერთ სახეს.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია რა, რომ მიმწოდებელმა ვერ შეასრულა 2015 წლის 09 ოქტომბრის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, სახეზეა შემსყიდველის უფლების დარღვევა, რაც ანიჭებს ამ უკანასკნელს უფლებას მოითხოვოს კონტრაჰენტისგან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს (ჯარიმის) გადახდა.

 

შესაბამისად, ს----------–----–---------------------------ოს სასარჩელო მოთხოვნა შ---------ისათვის, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2----–-–-----------ის N4-- ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის, პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციის, ხელშეკრულების პირობების დარღვევის ხასიათისა და ვალდებულების შეუსრულებლობის ხარისხის გათვალისწინებით, ჯარიმის ოდენობა კონკრეტულ შემთხვევაში უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 8999.5 ლარს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამარლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შ--------ს მიერ სარჩელზე წინასწარ იქნა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით და სარჩელის უზრუნველყოფისათვის 50 ლარი; ს----------–----–---------------------------ო კი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, ვინაიდან შ--------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სარჩელზე მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

რაც შეეხება შეგებებულ სარჩელს, მისი დაკმაყოფილების გამო, შ--------ს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ უნდა გადახდეს 270 ლარის ( 8999.5 ლარის 3%) ოდენობით სახელმწიფო ბაჟი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-249ე, 257-ე, 259-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. შ-------- სარჩელი ს----------–----–---------------------------ოს მიმართ არ დაკმაყოფილდეს.

 

2. ს----------–----–---------------------------ოს შეგებებული სარჩელი შ--------ს მიმართ დაკმაყოფილდეს: შ--------ს ს----------–----–---------------------------ოს სასარგებლოდ დაეკისროს, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2----–-–-----------ის N4-- ხელშეკრულების საფუძველზე, ჯარიმის გადახდა - 8999.5 (რვაათას ცხრაას ოთხმოცდაცხრამეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის ოდენობით.

 

3. შ--------ს მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.

 

4. შ--------ს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 270 (ორასსამოცდაათი) ლარის ოდენობით.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში (თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნინო მამულაშვილი