განაჩენი

სისხლის სამართლის 31.08.2018
საქმის ნომერი
140100118002584201
დავის ტიპი
177 2 ა
თარიღი
31.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N140100118002584201

N1/309-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

30.08.2018 წელი ქ. გორი

გორის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე ლ---- დარბაიძე

სხდომის მდივანი სოფიო ძიძიგური

სხდომის სახე ღია სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე

 

სტაჟიორ-პროკურორი - ბარბარა ჩხეიძე

 

დაცვის მხარე

 

ადვოკატი - დავით ჯალალი

 

ბრალდებული - ლ---- ი-----–-ს ძე გ-----–---–-, დაბადებული 1--- წლის 26 დეკემბერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 5----------, დასაოჯახებელი, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------------------------------.

 

კვალიფიკაცია

 

ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 26 მარტს, საღამოს საათებში, ლ---- გ-----–---–-, ქ. გორში, ა----–-----–ის ქუჩა N---ში მდებარე ვ---- პ------–---–ის კუთვნილი სასურსათო მაღაზიიდან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ვ---- პ------–---–ის კუთვნილ ,-----------“ ფირმის მობილურ ტელეფონს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელს მიადგა 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ზემოაღნიშნული ქმედებით ლევან გ-----–---–მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

 

ლ---- გ-----–---–მა პირველივე შესაძლებლობისთანავე, წარდგენილი ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, გულწრფელად აღიარა და მოინანია ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა. მან ასევე ნებაყოფლობით მონაწილეობა მიიღო ბრალდების მხარის მიერ წარმოებულ ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებაში, რითაც სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და ხელი შეუწყო დანაშაულის გახსნას.

 

მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არ არის და როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლომ გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად უნდა მიიღოს ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან, თუმცა, იმავე კოდექსის 82-ე მუხლი ადგენს, რომ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადაწყდეს მისი გამოკვლევის გარეშე მიღების საკითხი. მხარეთა მიერ მტკიცებულებების უდავოდ ცნობა თავისთავად არ ნიშნავს შეთანხმებას გამამტყუნებელ განაჩენზე, რომელიც მტკიცებულებებისათვის პრეიუდიციული მნიშვნელობის მინიჭების გამო მოსამართლემ უპირობოდ უნდა გამოიტანოს. შეთანხმება გარემოებებსა თუ ფაქტებზე გულისხმობს მხოლოდ მათი ამსახველი მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებას, ხოლო მოპოვებულია თუ არა ამგვარი მტკიცებულებები კანონის მოთხოვნათა დაცვით, რამდენად რელ----ტურია და აკმაყოფილებს მტკიცებულებათა უტყუარობისა და საკმარისობის კონსტიტუციურ სტანდარტს, აღნიშნულის შეფასება მხოლოდ სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება. დემოკრატიულ საზოგადოებაში სასამართლო მართლმსაჯულების განმახორციელებელი ერთადერთი ორგანოა, სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება კი, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის, მათი რელ----ტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „Barberà, Messegué, Jabardo v. Spain“, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე „Bulychevy v. Russia“, პუნქტი 32).

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას საპროცესო კანონმდებლობის არსებითი ხასიათის დარღვევის ფაქტს, რაც გამოიწვევდა აღნიშნული საფუძვლით ბრალდებულის გამართლებას, გამოვლენილი არ ყოფილა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებს საქმეზე მოპოვებული არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ გაუხდიათ, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი განსაზღვრავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის ცნებას, რომლის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ---- გ-----–---–-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია შემდეგი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით: მოწმეების - ქ-----------–-----------------------------------–------------------ს, ლ---- გ-----–---–-ს და ვ---- პ------–---–ის გამოკითხვის ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების ოქმი ბრალდებულ ლ---- გ-----–---–თან და ფოტოილუსტრაცია, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა, ვ---- პ------–---–ის მიერ მობილური ტელეფონის ამოცნობის ოქმი და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები.

 

სასამართლოს აზრით, ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული ზემოთ დასახელებული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია ლ---- გ-----–---–-ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ ქურდობა ხელყოფს საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განმტკიცებულ საკუთრების ხელშეუვალ უფლებას. ქურდობის შემადგენლობის არსებობისათვის, აუცილებელია, რომ სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება განხორციელდეს ფარულად და ქმედების ჩამდენს ამოძრავებდეს ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი. ამასთან, ფარულობა გულისხმობს დამნაშავის სურვილს, დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს როგორც ნივთის მესაკუთრესთან, ასევე ნებისმიერ სხვა პირთან უშუალო შეხებას, რათა მისი ქმედება გარკვეულ დრომდე შეუმჩნეველი დარჩეს. ქურდობას ადგილი ექნება, ასევე, იმ შემთხვევაშიც, როდესაც პირის ქმედება არ რჩება შეუმჩნეველი სხვა პირისათვის, თუმცა, დამნაშავემ ეს არ იცის და დარწმუნებულია, რომ მას ვერ ხედავენ. ამ შემთხვევაში გადამწყვეტია დამნაშავის სურვილი - დანაშაული ფარულად ჩაიდინოს და იმის შეგნება, რომ ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება ხორციელდება სხვებისგან შეუმჩნევლად. ქურდობა, ობიექტური შემადგენლობის თვალსაზრისით, შედეგიანი დანაშაულია და დამთავრებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც დამნაშავე დაეუფლა სხვის მოძრავ ნივთს და რეალური შესაძლებლობა აქვს თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს იგი, მიუხედავად იმისა, მოახდინა თუ არა მან ამ შესაძლებლობის რეალიზება.

 

მოცემულ შემთხვევაში, უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ლ---- გ-----–---–-ს მიერ ჩადენილი ქმედება შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის ყველა ელემენტს.

 

რაც შეეხება დანაშაულის სუბიექტურ შემადგენლობას, სასამართლოს აზრით, მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადგენილია, რომ აღნიშნული დანაშაულის ჩადენისას ბრალდებული მოქმედებდა პირდაპირი განზრახვით. ლ---- გ-----–---–-ს მართლსაწინააღმდეგო ქმედების მიზანს სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება წარმოადგენდა, რაც მან ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენით სისრულეში მოიყვანა.

 

პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ლ---- გ-----–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული და მას სწორედ აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა დაედოს მსჯავრი.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

სასამართლო ლ---- გ-----–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნევს იმას, რომ მან გულწრფელად აღიარა და მოინანია ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა. მან ასევე სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან, რითაც ხელი შუწყო დანაშაულის გახსნას, მართლმსაჯულების დროულ და ეფექტიან განხორციელებას.

 

რაც შეეხება ლ---- გ-----–---–-ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი და შეურიგდეს დაზარალებულს.

 

ლ---- გ-----–---–-ს მიერ ჩადენილი დანაშაული განეკუთვნება საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა რიგს, რომელიც ხელყოფს საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განმტკიცებულ საკუთრების ხელშეუვალ უფლებას. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით. იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ ლ---- გ-----–---–- აღნიშნული დანაშაულის ჩადენის შემდეგ არაერთხელ არის ნასამართლევი სხვადასხვა განზრახი დანაშაულისთვის, სასამართლო მიზაშეწონილად არ მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობით მსჯავრად.

 

სასჯელის შემსუბუქების კონტექსტში, სასამართლო ითვალისწინებს ლ---- გ-----–---–-ს ქმედებას დანაშაულის ჩადენის შემდეგ, სახელდობრ, მან სრულად აღიარა ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, ნებაყოფლობით მონაწილეობა მიიღო ბრალდების მხარის მიერ წარმოებულ ყველა საგამოძიებო მოქმედებაში, რითაც აქტიურად შეუწყო ხელი დანაშაულის გახსნას, მართლმსაჯულების დროულ და ეფექტიან განხორციელებას. სასამართლო სხდომაზე ლ---- გ-----–---–მა გამოხატა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება ჩადენილი დანაშაულისადმი და ითხოვა პატიება.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს ბრალდებულის ასაკს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, სხვა პიროვნულ მახასიათებლებს, სახელდობრ, ლ---- გ-----–---–- 20 წლისაა, არის დასაოჯახებელი, დაკავებამადე იყო უმუშევარი.

 

ამდენად, პასუხისმგებლობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის, სამართლიანობისა და სასჯელის საკმარისობის პრინციპებიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, სასამართლოს აზრით, ლ---- გ-----–---–ს, აღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც შექმნის მისი რესოციალიზაციის რეალურ, ეფექტიან საფუძველს. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის აღნიშნული სახე და ზომა დამაფიქრებელი იქნება ბრალდებულისათვის, რათა მან სრულად გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებების ხასიათი და მართლწინააღმდეგობა, ეს კი, საბოლოო ჯამში, შეამცირებს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს, უზრუნველყოფს მის გამოსწორებას და ხელს შეუწყობს საზოგადოებაში სამართლიანობის აღდგენას.

 

ლ---- გ-----–---–-ს მიმართ საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ასევე ითვალისწინებს იმას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 მაისის განაჩენით ლ---- გ-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან, ასევე, გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის განაჩენით მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან - 2018 წლის 11 ივლისიდან. სისხლის სამართლის საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით დადგენილია, რომ აღნიშნული განაჩენები არ გასაჩივრებულა, შესულია კანონიერ ძალაში და საბოლოოა.

 

ლ---- გ-----–---–მა ამ განაჩენით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა 2018 წლის 26 მარტს, პირველ საქმეებზე ზემოხსენებული განაჩენების გამოტანამდე, 2018 წლის 22 მაისამდე და 2018 წლის 11 ივლისამდე. ამასთან, მას პირველი განაჩენებით დანიშნული სასჯელები, დღეის მდგომარეობით მოხდილი აქვს ნაწილობრივ.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, ლ---- გ-----–---–-ს მიმართ უნდა გამოყენებულ იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული სასჯელთა უპირობო შთანთქმის პრინციპი. ამასთან, მას საბოლოო სასჯელში უნდა ჩაეთვლოს ის სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენებით მოხდილი აქვს ნაწილობრივ.

 

ნივთმტკიცების, ყადაღისა ან სხვა საკითხები:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა", ”გ” და "ე" ქვეპუნქტების შესაბამისად, განაჩენში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა - ნადგურდება; დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

 

ზემოაღნიშნული ნორმით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ვ---- პ------–---–ის კუთვნილი მობილური ტელეფონი და მობილური ტელეფონის ყუთი უნდა დაუბრუნდეს ვ---- პ------–---–ს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-ე-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე და 293-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე, 53-ე, 59-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ლ---- გ-----–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად, გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 4 (ოთხი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით შთანთქას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 მაისის განაჩენით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით და ამ განაჩენით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით და საბოლოოდ, ლ---- გ-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

2. მსჯავრდებულ ლ---- გ-----–---–ს საბოლოო სასჯელში ჩაეთვალოს გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის განაჩენით და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 მაისის განაჩენით ნაწილობრივ მოხდილი სასჯელი და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ამ განაჩენის მიღების დღიდან - 2018 წლის 30 აგვისტოდან.

 

3. განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

· ვ---- პ------–---–ის კუთვნილი მობილური ტელეფონი და მობილური ტელეფონის ყუთი, რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს ვ---- პ------–---–ს.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ლ---- დარბაიძე