გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
140210014663656
საქმე №2/1099-14
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28 ივნისი, 2018 წელი ქ. გორი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნინო შარაძე
სხდომის მდივანი ქეთევან ცერცვაძე
მოსარჩელე - სს ”ს----------–--ს ბ---ი”
წარმომადგენ--–ი - ი-----–ი გ-----–-ა
მოპასუხე - მ--–--ზ ბ--–--–---–ი, ნ--–ი დ----–--–ი, შპს „E-----r S----e”
მესამე პირი მ--ა ბ---------–-
მ--–--ზ ბ--–--–---–ის, ნ--–ი დ----–--–ის და მ--ა ბ---------–-ს წარმომადგენელი ს-------კ ვ------–-–---–ი
დავის საგანი: თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1 სარჩელის დაზუსტების შედეგად მოსარჩელე ითხოვს მოპასუხე მიხეილ ბ--–--–---–ს და ნ--–ი დ----–--–ს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელე სს ”ს----------–--ს ბ---ი”-ს სასარგებლოდ ფულადი დავალიანების- 13852.98 ლარის გადახდა.
1.2 მ--–--ზ ბ--–--–---–ი ცნობილ იქნეს გარდაცვლილ გურამ ბ--–--–---–ის უფლებამონაცვლედ და საჯარო რეესტრში მ--–--ზ ბ--–--–---–ის სახელზე აღირიცხოს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება მდებარე, ქარელის რაიონი, სოფ. რ----ი, ს/კ 68.15.5--005.
1.3 დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ იქნას მიქცეული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება მდებარე: ქარელი, სოფ. რ----ი, ს/კ 68.15.5-.331 და ქარელი, სოფ. რ----ი ს/კ 68.15.5--005
1.3 იმ შემთხვევაში თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა საკმარისი არ აღმოჩნდება ზემოაღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბ---ის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, აღსრულება მიქცეულ იქნას მ--–--ზ ბ--–--–---–ის და ნ--–ი დ----–--–ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან.
მოსარჩელის განმარტებით, 2010 წლის 30 აპრილს სს ”ს----------–--ს ბ---სა” და მოპასუხე მ--–--ზ ბ--–--–---–ს შორის გაფორმდა საბ---ო მომსახურების ხელშეკრულება №544707, რომლის საფუძველზეც მსესხებლის სახელზე გაიხსნა საკრედიტო ხაზი 150 000 აშშ დოლარის მოცულობით, 10 წლის ვადით, სარგებლის წლიური 10-42%-ის დარიცხვით.
2010 წლის 30 აპრილს სს ”ს----------–--ს ბ---სა” და მ--–--ზ ბ--–--–---–ს შორის გაფორმდა იპოთკის ხელშეკრულება №544707-1, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა მ--–--ზ ბ--–--–---–ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარ:, ქარელი, სოფ. რ----ი ს/კ 68.15.5-.331.
2010 წლის 30 აპრილს სს ”ს----------–--ს ბ---სა” და გურამ ბ--–--–---–ს შორის გაფორმდა იპოთკის ხელშეკრულება №544707-2, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა გურამ ბ--–--–---–ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: ქარელი, სოფ. რ----ი ს/კ 68.15.5--005.
2011 წლის 21 ოქტომბერს სს ”ს----------–--ს ბ---სა” და მ--–--ზ ბ--–--–---–ს შორის
გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება №544707-991102, რომლითაც მ--–--ზ
ბ--–--–---–ზე გაიცა სესხი 30 000 ლარის ოდენობით, 36 თვის ვადით , წლიური
საპროცენტო განაკვეთი 19%, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე: ყოველ
ვადაგადაცილებულ დღეზე ჩამორჩენილი თანხის 0.5%.
2013 წლის 30 აგვისტოს ცვლილება შევიდა №544707-991102 საკრედიტო
ხელშეკრულებაში და მოხდა სესხის რესტრუქტურიზაცია, შედგა კრედიტის დაფარვის
ახალი გრაფიკი.
2013 წლის 30 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად სს
”ს----------–--ს ბ---სა” და ნ--–ი დ----–--–ს შორის დაიდო სოლიდარული თავდებობის
შესახებ ხელშეკრულება.
მსესხებლის მიერ დარღვეულ იქნა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები. მოპასუხეთა სახელზე არსებული დავალიანება დღევანდელი მდგომარეობით შეადგენს 13852.98 ლარს, რომელიც მათ უნდა დაეკისროთ სოლიდარულად მოსარჩელის სასარგებლოდ.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე მ--–--ზ ბ--–--–---–მა და ნ--–ი დ----–--–მა სარჩელი ნაწილობრივ ცნეს, მხოლოდ ძირი თანხის - 8000 ლარის ნაწილში, ხოლო დარჩენილ ნაწილში სარჩელს არ დაეთანხმნენ და მოითხოვეს უარის თქმა მის დაკმაყოფილებაზე.
მოპასუხე შპს „E-----r S----e”, რომლისთვისაც ცნობილი იყო სხდომის დღის შესახებ კანონით დადგენილი წესით, სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა.
მესამე პირის მ--ა ბ---------–-ს წარმომადგენ--–მა განმარტა, რომ მან უარი განაცხადა
გურამ ბ--–--–---–ის სამკვიდროს მიღებაზე, ამასთან პირგასამტეხლოს თანხები
შეუსაბამოდ მაღალია და ვალის გადახდევინება უნდა განხორციელდეს მხოლოდ
იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებიდან.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2010 წლის 30 აპრილს სს ”ს----------–--ს ბ---სა” და მოპასუხე მ--–--ზ ბ--–--–---–ს შორის გაფორმდა საბ---ო მომსახურების ხელშეკრულება №544707;
3.1.2. 2010 წლის 30 აპრილს სს ”ს----------–--ს ბ---სა” და მ--–--ზ ბ--–--–---–ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება №544707-1, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა მ--–--ზ ბ--–--–---–ის უძრავი ქონება მდებარე, ქარელი, სოფ. რ----ი ს/კ 68.15.5-.331
3.1.3. 2010 წლის 30 აპრილს სს ”ს----------–--ს ბ---სა” და გურამ ბ--–--–---–ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება №544707-2, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა გურამ ბ--–--–---–ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: ქარელი, სოფ. რ----ი ს/კ 68.15.5--005.
3.1.4 2011 წლის 21 ოქტომბერს სს ”ს----------–--ს ბ---სა” და მ--–--ზ ბ--–--–---–ს შორის
გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება №544707-991102.
3.1.5 2013 წლის 30 აგვისტოს №544707-991102 საკრედიტო ხელშეკრულების
უზრუნველსაყოფად სს ”ს----------–--ს ბ---სა” და ნ--–ი დ----–--–ს შორის დაიდო
სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება.
3.1.6 უდავო გარემოებაა, რომ მოპასუხე გურამ ბ--–--–---–ი გარდაიცვალა 2013 წლის 14
იანვარს ( გარდაცვალების მოწმობა #52137000076), რომლის პირველი რიგის მემკვიდრეს წარმოადგენს მოპასუხე მ--–--ზ ბ--–--–---–ი, რომელიც დღემდე სარგებლობს სამკვიდრო ქონებით მდებარე ქარელის რაიონი, სოფ. რ----ი, ს/კ 68.15.5--005, ხოლო იმავე რიგის მემკვიდრემ მ--ა ბურდულმა უარი განაცხადა მამის დანაშთი სამკვიდრო ქონების მიღებაზე.
3.1.7 უდავო გარემოებაა, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე:
ქარელის რაიონი, სოფ. რ----ი, ს/კ 68.15.5-.331 გასხვისებულია და მის მესაკუთრეს დღეისათვის წარმოადგენს შპს „E-----r S----e”, ხოლო იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, მდებარე: ქარელის რაიონი, სოფ. რ----ი, ს/კ 68.15.5--005 მესაკუთრედ დღემდე გურამ ბ--–--–---–ი ირიცხება.
3.1.7. უდავო გარემოებაა ისიც, რომ მოპასუხეებმა ვალდებულება ჯეროვნად არ
შეასრულეს.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გრემოებები
3.2.1 სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მოპასუხე მ--–--ზ ბ--–--–---–ი თავს არიდებს სამკვიდრო ქონების - ს/კ 68.15.5--005 საჯარო რეესტრში მის სახელზე აღრიცხვას მოსარჩელე საბანკო დაწესებულებასთან არსებული ვალდებულების შესრულების თავის არიდების მიზნით, ამასთან სადაო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე აშკარაა მოპასუხე მ--–--ზ ბ--–--–---–ის უფლებამონაცვლეობა.
3.2.2 სასამართლო საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ანალიზით დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მოპასუხე მ--–--ზ ბ--–--–---–ს სესხის დადაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით. კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მიერ დაირღვა საკრედიტო ხელშეკრულების პირობები. სასამართლო საქმეში წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხეებს ერიცხებათ დავალიანება: ძირი თანხა-12401.82 ლარი, დარიცხული პროცენტი-713.24 ლარი და ვალდებულებასთან დაკავშირებული პირგასამტეხლო-737.92 ლარი. აღნიშნულის გამაბათილებელი რაიმე სახის მტკიცებულება საქმეზე წარმოდგენილი არ ყოფილა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეებს მ--–--ზ ბ--–--–---–ს და ნ--–ი დ----–--–ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ ფულადი დავალიანების გადახდის ვალდებულება, ასევე სახეზეა საკრედიტო დავალიანების დაფარვის მიზნით საკრედიტო ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებაზე გადახდევინების მიქცევის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე, 300-ე 301-ე 361-ე, 316-ე, 317-ე, 867-868-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო საპორცესო კოდექსის 102-ე, 208-ე მუხლები;
7. სამართლებრივი შეფასება:
7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის 2-ე ნაწილის მიხედვით ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
ამავე კოდექსის 868-ე მუხლის საფუძველზე, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მ--–--ზ ბ--–--–---–მა და ნ--–ი დ----–--–მა ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესასრულებელი ვალდებულება ნაწილობრივ ცნეს, კერძოდ: 8000 ლარის ნაწილში, რაც ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის საფუძველზე წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.
მოპასუხე მხარემ სადავო არ გახადა მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობები, რაც ასევე დასტურდება წარმოდგენილი ხელშეკრულებებითა და მოპასუხის პირადი ანგარიშიდან ამონაწერით.
საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მოპასუხეებს მოსარჩელის მიმართ გააჩნია შესასრულებელი ვალდებულებები. ამასთან სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის მიხედვით, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 893-ე მუხლის თანახმად, თავდების ვალდებულებისათვის განმსაზღვრელია შესაბამისი ძირითადი ვალდებულების არსებობა.
პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
უდავო გარემოებაა, რომ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას რამდენჯერმე.
სამოქალაქო კოდექსის 896-ე მუხლის თანახმად, თუ ერთი და იმავე ვალდებულების თავდები რამდენიმე პირია, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, მაშინაც კი, თუ მათ თავდებობა ერთობლივად არ უკისრიათ.
სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლის თანახმად, თავდები პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხეს უნდა წარმოედგინა მის მიერ მითითებული სადავო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც სასამართლოში არ წარმოდგენილა, კერძოდ:სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულების არსებობა თავად მხარეთა მიერ სადავო არ გამხდარა, რაც ნიშნავს, რომ მათ ხელმოწერით დაადასტურეს და დაეთანხმნენ ხელშეკრულებაში მითითებულ პირობებს. ამდენად სარჩელის თანხის ძირის და პროცენტის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7.2 სასამართლო საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების, მათ შორის თავად მოპასუხე მხარის განმარტების საფუძველზე დადგენილად და დადასტურებულად მიიჩნევს სადავო ვალდებულებითი სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე მოპასუხე მ--–--ზ ბ--–--–---–ის უფლებამონაცვლეობას, რის გამოც სარჩელი მისი გურამ ბ--–--–---–ის უფლებამონაცვლედ ცნობისა და საჯარო რეესტრში იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების - მდებარე: ქარელის რაიონი, სოფ. რ----ი, ს/კ 68.15.5--005, მ--–--ზ ბ--–--–---–ის აღრიცხვის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით კი, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მოსარჩელემ მოითხოვა პირგასამტეხლოს სახით 737.92 ლარის გადახდის დაკისრება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ფუნქციური დანიშნულება არის კრედიტორისთვის მინიმალური ზიანის ანაზღაურება და მოვალეზე პრევენციული ზემოქმედების განხორციელება. პირგასამტეხლოს დაკისრების დროს სასამართლო ითვალისწინებს, როგორც კრედიტორის ინტერესს, ასევე ყურადღებას აქცევს დარღვევის შინაარს (მათ შორის ხელშეკრულების შესრულების ვადის გადაცილების პერიოდს) და დაკისრებული პირგასამტეხლოს გონივრულ ფარგლებს ძირითად ვალდებულებასთან მიმართებაში.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საბანკო დაწესებულების მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო 737.92 ლარი, სესხის ძირი თანხისა (12401.82 ლარი) და პროცენტის (713.24 ლარი) ოდენობასთან, საქმის გარემოებებთან მიმართებით, არის შეუსაბამოდ მაღალი. მისი ოდენობა უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 400 ლარით, რომლის გადახდაც, ასევე უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ.
7.4 მოცემულ შემთხვევაში საკრედიტო ხელშეკრულება უზრუნველყოფილია იპოთეკით. სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით.
სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის თანახმად თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა , იპოთეკარი უფლებამოსილია მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია. მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც , როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა დავალიანების დაფარვის მიზნით იპოთეკით დატვირთული მოპასუხეთა კუთვნილი უძრავი ქონების რეალიზაციის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
მხარეთა შორის 2010 წლის 30 აპრილის საკრედიტო ხელშეკრულების 7.5 პუნქტისა და 2010 წლის 30 აპრილს იპოთეკის ხელშეკრულებების 14.3 პუნქტის მიხედვით მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე, თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა საკმარისი არ აღმოჩნდება ზემოაღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბანკის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, აღსრულება მიქცეულ იქნება მსესხებლის, ირმა შუბითიძის საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე.
ამდენად, იმ შემთხვევაში თუ უძრავი ქონების მიქცევით მიღებული სარგებელი (ბანკის საკუთრებაში გადასული იპოთეკის საგანი ან იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა) სრულად არ დაფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნებს და მოვალესთან გაფორმებული ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს სრულად დაკმაყოფილების მიზნით გადახდევინება მიაქციოს მოვალის ნებისმიერ ქონებაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ამ ნაწილშიც სარჩელი ექვემდებარება დაკმაყოფილებას.
8. საპროცესო ხარჯები:
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ამასთან ჯერ კიდევ მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხე მ--–--ზ ბ--–--–---–მა და ნ--–ი დ----–--–მა სარჩელი ცნეს 8000 ლარის ნაწილში, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 415.58 ლარიდან ამ უკანასკნელს უნდა დაუბრუნდეს 240 ლარი, 10 ლარი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო დარჩენილი თანხის - 165.58 ლარის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-ე, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სს ”ს----------–--ს ბ---ის” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მ--–--ზ ბ--–--–---–ს და ნ--–ი დ----–--–ს მოსარჩელე სს ”ს----------–--ს ბ---ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 12401.82 (თორმეტიათას ოთხას ერთი ლარი და ოთხმოცდაორი თეთრი) ლარის გადახდა.
3. მოთხოვნას დანარჩენ ნაწილში ეთქვას უარი.
4. მ--–--ზ ბ--–--–---–ი ცნობილ იქნეს გარდაცვლილ გურამ ბ--–--–---–ის უფლებამონაცვლედ და საჯარო რეესტრში მ--–--ზ ბ--–--–---–ის (პ/ნ 43001025881) სახელზე აღირიცხოს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება მდებარე: ქარელის რაიონი, სოფ. რ----ი, ს/კ 68.15.5--005.
5. დავალიანების გადახდის მიზნით სარეალიზაციოდ მიქცეულ იქნას იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე: ქარელი, სოფ. რ----ი, ს/კ 68.15.5-.331.
6. დავალიანების გადახდის მიზნით სარეალიზაციოდ მიქცეულ იქნას იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე: ქარელი, სოფ. რ----ი, ს/კ 68.15.5--005.
7. იმ შემთხვევაში თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების დასაფარად, აღსრულება მოხდეს მ--–--ზ ბ--–--–---–ის და ნ--–ი დ----–--–ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან.
8. მოპასუხე მ--–--ზ ბ--–--–---–ს და ნ--–ი დ----–--–ს მოსარჩელე სს ”ს----------–--ს ბ---ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 165.58 (ასსამოცდახუთი ლარი და ორმოცდათვრამეტი თეთრი) ლარის გადახდა.
9. მოსარჩელე სს ”ს----------–--ს ბ---ს” (204378869) დაუბრუნდეს მის მიერ 2014 წლის 14 ნოემბერს შემდეგ რეკვიზიტებზე: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 300833150, ბ---ის კოდი TRESGE22, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 415.58 (ოთხას თხუთმეტი ლარი და ორმოცდათვრამეტი თეთრი) ლარიდან 240 (ორას ორმოცი) ლარი, ხოლო 10 (ათი ) ლარი დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.
10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რიონული სასამართლოს მეშვეობით.
11. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო შარაძე