განაჩენი

სისხლის სამართლის 04.09.2018
საქმის ნომერი
330100118002510444
თარიღი
04.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1--------------------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

16 აგვისტო, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო,წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე გიორგი ებანოიძე

სხდომის მდივანი თეონა აბულაძე

 

ბრალდების მხარე:

 

სტაჟიორ- პროკურორები: გ-------------------------------------

 

დაცვის მხარე:

 

1 . ბრალდებული გ------------------------------------------------------- - დაბადებული 1----–-–----------------- საქართველოს მოქალაქე, საშუალო განთლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: გ--------------–---------

 

ადვოკატი - ლ--------------

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ პუნქტი (ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით)

 

2. ბრალდებული ა-–------------------------------------------------------- - დაბადებული 1----–-–----------------- საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლევი, რეგისტრირებული: გ--------------–------------------------ და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–---------------------------------

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტი (ქურდობა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის), საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ პუნქტები (ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის)

სხდომის სახე - ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

ბრალდებულ ა-–------------------------ მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 2----------–-- განაჩენით ა-–----------------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.

2017 წლის 2--------------, დაახლოებით 18:28 საათზე ქ. თბილისში, თემქის დასახლება, მ-------------------------------------- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე შ--------------------------- მაღაზიაში ქურდობისათვის ნასამართლევი ა-–----------------------- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა 26 (ოცდაექვსი) ლარად და 50 (ორმოცდაათი) თეთრად ღირებული ერთი ბოთლი 200 მლ ტევადობის ალკოჰოლურ სასმელ ,,ჯეკ დენიელს“-ს და საფასურის გადახდის გარეშე გაიტანა მაღაზიიდან.

ა-–------------------------ დანაშაულებრივი ქმედების შედეგად შ------------------ მიადგა 26 (ოცდაექვსი) ლარისა და 50 (ორმოცდაათი) თეთრის ოდენობის ქონებრივი ზიანი.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 2----------–-- განაჩენით ა-–----------------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.

2017 წლის 2--------------, დაახლოებით 23:01 საათზე ქ. თბილისში, თემქის დასახლება, მ-------------------------------------- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შ------------------------------------–- ქურდობისათვის ნასამართლევი ა-–---------------------------------------------------- ერთად წინასწარი შეთანხმებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლნენ 22 (ოცდაორი) ლარად და 50 (ორმოცდაათი) თეთრად ღირებულ ერთ ბოთლ 1 (ერთი) ლიტრის ტევადობის ალკოჰოლურ სასმელ ,,მედოფი როიალ“-ს და საფასურის გადახდის გარეშე გაიტანეს მაღაზიიდან.

ა-–------------------------------------------------------- დანაშაულებრივი ქმედების შედეგად შ------------------ მიადგა 22 (ოცდაორი) ლარისა და 50 (ორმოცდაათი) თეთრის ოდენობის ქონებრივი ზიანი.

ა-–------------------------ მიმართ ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ გამხდარა მხარეთა მიერ სადავოდ და შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პრეიუდიციას, რაც სრულად დასტურდება მხარეებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების- გ------------------------------------------------------------------------------------------------------–--------------------------------------------------- ჩვენებებით, პირის ამოცნობის ოქმით, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმითა და გამოთხოვილი 02 ცალი კომპიუტერული დისკით, 2016 წლის 2----------–-- მცხეთის რაიონული სასამართლოს განაჩენით და საქმეში არსებული სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

ამდენად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ ა-–------------------------ ჩაიდინა ქურდობა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის; მანვე ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის; დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ პუნქტებით.

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ხასიათს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ბრალდებულის პიროვნებას, მის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა გარემოებებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ჩადენილი ქმედების სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, ა-–----------------------- ძირითადი სასჯელის სახედ უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა. როგორც შესაფერისი ზომა მისი გამოსწორებისა და რესოციალიზაციისათვის. ა-–------------------------ მიმართ საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიერ განზრახი დანაშაული ჩადენილია პირობითი მსჯავრის მოხდის პერიოდში, რაც საქართველოს სსკ 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, წარმოადგენს პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და სასჯელის საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული წესით, განაჩენთა ერთობლიობით, განსაზღვრის საფუძველს. განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის განსაზღვრის დროს იყენებს ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელის მიერ წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის შთანთქმის წესს. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის გამოსწორება შესაძლებელია საზოგადოებისაგან მისი იზოლაციით.

ბრალდებულ გ----------------------- მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 2--------------, დაახლოებით 23:01 საათზე ქ. თბილისში, თემქის დასახლება, მ-------------------------------------- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე შ--------------------------- მაღაზიაში გ---------------------- ალ---------ე ქა----–---–თან ერთად წინასწარი შეთანხმებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლნენ 22 (ოცდაორი) ლარად და 50 (ორმოცდაათი) თეთრად ღირებულ ერთ ბოთლ 1 (ერთი) ლიტრის ტევადობის ალკოჰოლურ სასმელ ,,მედოფი როიალს“ და საფასურის გადახდის გარეშე გაიტანეს მაღაზიიდან.

გ------------------------ და ა-–------------------------ დანაშაულებრივი ქმედების შედეგად შ------------------ მიადგა 22 (ოცდაორი) ლარის და 50 (ორმოცდაათი) თეთრის ოდენობის ქონებრივი ზიანი.

2017 წლის 2--------------, დაახლოებით 23:11 საათზე ქ. თბილისში, თემქის დასახლება, მ-------------------------------------- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე შ--------------------------- მაღაზიაში გ----------------------- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ალკოჰოლური სასმელების დახლიდან ფარულად აიღო 26 (ოცდაექვსი) ლარად და 50 (ორმოცდაათი) თეთრად ღირებული ერთი ბოთლი 200 მლ ტევადობის ალკოჰოლური სასმელი ,,ჯეკ დენიელსი“ და საფასურის გადახდის გარეშე ცდილობდა გაეტანა მაღაზიიდან, რა დროსაც იგი შეჩერებულ იქნა მაღაზიის თანამშრომლის მიერ.

გ------------------------ დანაშაულებრივი ქმედების შედეგად შ------------------ შესაძლოა მისდგომოდა 26 (ოცდაექვსი) ლარისა და 50 (ორმოცდაათი) თეთრის ოდენობის ქონებრივი ზიანი.

2018 წლის 1---------ოს ბრალდებულ გ------------------------- დაიდო საპროცესო შეთანხმება, ბრალზე გარიგების ფორმით. აღნიშნულ პროცედურაში, ბრალდებულის გარდა, მონაწილეობდა მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი ლ--------------.

2018 წლის 1---------ოს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა თბილისის გ-–-----------–------- რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა გ--------------------- და ითხოვა ბრალდებულ გ------------------------- 2018 წლის 1---------ოს დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება და სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე, საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.

2018 წლის 1---------ოს სასამართლო სხდომაზე სტაჟიორ-პროკურორებმა გ--------------------- და ა--------------- მხარი დაუჭირეს შუამდგომლობას და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება.

2018 წლის 1---------ოს სასამართლო სხდომაზე, ბრალდებულმა გ----------------------- თავი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ითხოვა საპროცესო შეთანხმების დამტკიცება.

სასამართლო სხდომაზე სტაჟიორ-პროკურორის შუამდგომლობას მხარი დაუჭირა ადვოკატმა ლ--------------- და ითხოვა საპროცესო შეთანხმების დამტკიცება.

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა შეკრება და საპროცესო დამაგრება განხორციელდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და ასაბუთებენ ბრალდებულ გ----------------------- მიმართ წარდგენილ ბრალდებას.

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გ----------------------- ჩაიდინა ქურდობა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; მანვე, ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ პუქნქტით და საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

ინკრიმინირებული ქმედების ბრალდებულ გ----------------------- მიერ ჩადენა, გარდა ბრალდებულის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული აღიარებითი ჩვენებისა, უტყუარად არის დადასტურებული საქმეში არსებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი და ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც დაარწმუნებდა ობიექტურ პირს, რომ ბრალდებულმა ჩაიდინეს დანაშაული, ამასთან, იგი აღიარებს ჩადენილს, სადავოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე. წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია მოწმეების: გი-----------------------------------------------------------------------------------------------------–------------------------ ჩვენებებით, გ----------------------- გამოკითხვის ოქმით, პირის ამოცნობის ოქმით, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმითა და გამოთხოვილი 02 ცალი კომპიუტერული დისკით, ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

სასამართლომ სხდომაზე გამოიკვლია და დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე. საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს.

საპროცესო შეთანხმების გაფორმებისას ადგილი არ ჰქონია საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტს, რაც შეიძლებოდა, გამხდარიყო საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი.

სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს; ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; იგი სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება; ასევე სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც იგი აღიარებს და მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; ბრალდებული აცნობიერებს, რომ, თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის;

სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებულისათვის ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ი’’ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები: დაცვის უფლება, საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება; სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება. სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, საპროცესო შეთანხმებაში ასახულია ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა და ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს. ბრალდებულს განემარტა, რომ მის მიერ საჩივრის შეტანა წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია (წარმოდგენილია საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები), საქმის ფაქტობრივ გარემოებებს პროკურორმა მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება. საპროცესო შეთანხმებით გათვალისწინებული სასჯელის სახე და ზომა სამართლიანია - იგი შეესაბამება ბრალდებულის პიროვნებას და შერაცხული ბრალდების სიმძიმეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-21-ე, 93-94-ე, 209-215-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ა-–----------------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით და სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით - 05 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტებით - 04 (ოთხი) წლით და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა, შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ ა-–----------------------- განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 02----------–-- განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა-–----------------------- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 05 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

ა-–----------------------- სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის დადგენის დღიდან - 2018 წლის 1---------ოდან.

 

ქ.თბილისის გ-–-----------–------- რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ გ--------------------- შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

დამტკიცდეს პროკურორსა და ბრალდებულ გ---------------------- შორის 2018 წლის 1---------ოს დადებული საპროცესო შეთანხმება.

გ---------------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტით და სსკ-ის 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ პუნქტით– სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე, 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების მიხედვით ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 03 (სამი) წელი.

საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილით – 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების მიხედვით ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 (ერთი) წელი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სსკ-ის177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ პუნქტით გათვალისწინებულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ გ---------------------- სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვროს 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების მიხედვით ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 03 (სამი) წელი.

გაუქმდეს გ----------------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.

საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მსჯავრდებულ გ----------------------- ყოფაქცევაზე, დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს (პრობაციის ბიუროს) - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

მსჯავრდებულ გ---------------------- დაევალოს საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში აცნობოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს (პრობაციის ბიუროს).

ნივთიერი მტკიცებულება - 03 (სამი) ცალი დისკი - დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.

გ----------------------- მსჯავრდების ნაწილში განაჩენი არ გასაჩივრდება, გარდა საქართველოს სსსკ 215-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებისა, მსჯავრდებულისათვის – განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში, ხოლო პროკურორისთვის – მსჯავრდებულის მიერ საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობის დარღვევის შემთხვევაში, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში.

ა-–------------------------ მსჯავრდების ნაწილში განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს მხარეების მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გიორგი ებანოიძე