განაჩენი

სისხლის სამართლის 06.09.2018
საქმის ნომერი
050100118002270445
დავის ტიპი
19 - 108
თარიღი
06.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 0--------------445

განაჩენი

საქართველოს სახელით

0--09.20-- წელი ქ--------------ი

ო----------ის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ბიძინა სტურუა

სხდომის მდივანი მამუკა ჩავლეშვილი

ბრალდების მხარე

პროკურორი: მ--–-----------ე, მ---------------ძე

დაცვის მხარე

ადვოკატი: მ-------------------ე

ღია სასამართლო სხდომაზე არსებითად განიხილა სისხლის სამართლის საქმე N0----------1

ბრალდებული: თ----------------ე

მამის სახელი: შ---ი

დაბადებული: 0--02.19-- წელი

პირადი ნომერი: 3--------79

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

ნასამართლობა: არ მქონე

მისამართი: ო----------ი, სოფელი მ--------ი

რეგისტრირებული: ო----------ი, სოფელი მ--------ი

ბრალდების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108–ე მუხლი.

გადაკვალიფიცირდა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117–ე მუხლის პირველ ნაწილზე.

დისპოზიცია: ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

1. სასამართლომ დაადგინა

 

1.1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, თ----------------ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში: თ----------------ე 20-- წლის 11 დეკემბერს იმყოფებოდა ქალაქ ოზურგეთში ბ----ის ქუჩაზე მცხოვრებ ი-----------------თან, რომელთანაც საღამოთი სუფრის მსვლელობის დროს მიიღო ალკოჰოლური სასმელი. სუფრის მსვლელობის დროს თ----------------ესა და ი----------------- შორის მოხდა შელაპარაკება ალკოჰოლური სასმელის მიღებასთან დაკავშირებით. უკვე 12 დეკემბერს, დაახლოებით 01:00 საათზე თ----------------ე და ი--------------ძე გამოვიდნენ ფეხით ბ----ის ქუჩაზე, სადაც კვლავ გაგრძელდა შელაპარაკება მათ შორის ალკოჰოლური სასმელის მიღებასთან დაკავშირებით. შელაპარაკების დროს, თ----------------ემ, მის ხელთ არსებული დანა, განზრახ მოკვლის მიზნით დაარტყა ი----------------- გულმკერდისა და მარცხენა ბარძაყის არეში. ი----------------- თ----------------ის მიერ დანის დარტყმის შედეგად განუვითარდა გულმკერდის მარცხენა ნახევარში 9-10 ნეკნების დონეზე ნაკვეთ ნაჩხვლეტი ჭრილობა ზომით 3X1სმ-ზე შემავალი გულმკერდის ღრუში ფილტვის დაზიანებით, ჰემოპნევმოთორაქსი და ნაკვეთი ჭრილობა მარცხენა ბარძაყის არეში. ი--------------ძე მიღებული დაზიანებების გამო გადაყვანილ იქნა შპს "------–-----ს ო----------ის სამედიცინო ცენტრში და დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად შესაძლებელი გახდა მისი სიცოცხლის შენარჩუნება.

 

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ბრალდების მხარის მიერ თ----------------ის ქმედება, არასწორად დაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად არის დადასტურებული, რომ ი--------------ძემ პირველმა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა თ----------------ეს, მათ შორის დაიწყო ფიზიკური დაპირისპირება და თ----------------ე ცდილობდა რა ი--------------ძისაგან თავის დაღწევას, ფიზიკური წინააღმდეგობის დაძლევის მიზნით მიაყენა დანით დაზიანებები ი-----------------. ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული გარემოება, რომ ბრალდებულს და დაზარალებულს შორის სუფრასთან დაიწყო კონფლიქტი არ დადასტურდა მოწმეთა ჩვენებებით. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ თ----------------ეს ამოძრავებდა ი--------------ძისაგან მომდინარე ფიზიკური საფრთხის შეწყვეტის განზრახვა და ამ მიზნის მისაღწევად იგი იყენებს დანას, რათა დაძლიოს ი--------------ძისაგან მომდინარე წინააღმდეგობა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული ქმედებით თ----------------ემ ჩაიდინა არა განზრახ მკვლელობის მცდელობა, არამედ ი--------------ძის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის. ამდენად, თ----------------ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

2. თ----------------ის ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. თ----------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა უტყუარად დადასტურებულია, სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეულ და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ერთობლიობით.

 

საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაცვის მხარემ სადავოდ მიიჩნია მტკიცებულებების მხოლოდ ნაწილი. ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული სხვა მტკიცებულებები დაცვის მხარემ უდავოდ მიიჩნია, რადგან თ----------------ე აღიარებდა, დანით, ი--------------ძის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ფაქტს და მხოლოდ სადავოდ ხდიდა იმ გარემოებას, რომ მას არ ქონდა მკვლელობის ჩადენის განზრახვა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის "დ" ქვეპუნქტით, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.

 

ვინაიდან მხარეებმა, გარდა შემდეგი მტკიცებულებებისა: კერძოდ, მოწმეების ი--------------ძის და ვ--–-------–----------ის ჩვენებები, ბრალდებულ თ----------------ის ჩვენება, სასამართლო ექსპერტიზის N 0------17, N 0-----718, N 0006----8, N 00------8, N 0032---18 დასკვნები და შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ნივთმტკიცებები, სხვა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

თ----------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა დადასტურებულია, სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეულ და მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად და უდავოდ ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ თ----------------ის ბრალეულობას. კერძოდ, მ--–-------------ის, დ------------------ის, ბ-------------ის, ე-----------------–--ის, რ----------------ის, ზ---------------–--ის, ნ-------------–---–ის, ო---------------ს, ა------------–--ის, გ--–--------------ის, მ-------–------ს და ლ------------–---–ის ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ფოტოილუსტრაცია, ი--------------ძის ტანსაცმლის ამოღების ოქმი, თ----------------ის ტანსაცმლის ამოღების ოქმი, ექსპერტიზის დასკვნები, ნივთმტკიცებები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

ბრალდებულმა თ----------------ემ, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს, თავი დამნაშავედ არ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ ი--------------ძე არის მისი დის ქმარი. 20-- წლის 11 დეკემბერს სტუმრად მივიდა ი-----------------თან სახლში, სადაც სვამდნენ ალკოჰოლურ სასმელს. მათთან ერთად სუფრასთან იმყოფებოდა ვ--–-------–----------ე. სუფრასთან ი-----------------თან კონფლიქტს არ ქონდა ადგილი, მხოლოდ ერთხელ უთხრა ი-----ს, რომ ბევრი არ დაელია ალკოჰოლური სასმელი. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, ადგა სუფრიდან და გავიდა გარეთ, სადაც ხელში დანას ათამაშებდა. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ გარეთ გავიდა ი--------------ძე, რომელსაც კვლავ უთხრა, რომ არ დაელია ალკოჰოლური სასმელი. თ----------------ემ აღნიშნა, რომ მისმა სიძემ არ მიიღო მისი ნათქვამი და დაიწყეს ჩხუბი. ჭიდაობის დროს ი-----------------, კისერზე ქონდა ხელი მოჭერილი, სურდა მისგან თავის დაღწევა, რის გამოც დანის პირს დაადო თითი, რადგან არ უნდოდა ჭრილობა, რომ ღრმა ყოფილიყო და ი----------------- დაარტყა დანა ფეხზე. აღნიშნულის შემდეგ კვლავ წავიდა ი--------------ძე, მისი მიმართულებით და გაგრძელდა ჭიდაობა, რის გამოც არ ახსოვდა ზუსტად რა ვითარებაში მიადგა ი----------------- ჭრილობა გულმკერდის არეში. თ----------------ის მითითებით, ჭიდაობის შემდეგ დაინახა, რომ ი-----ი იყო ჩაცუცქული, მივიდა და კითხა თუ რა ჭირდა. ი-----მა ცუდად ამოისუნთქა, რის გამოც გაიქცა და მეზობლებს დაუძახა დასახმარებლად. თ----------------ემ, დაკითხვის დროს არაერთხელ აღნიშნა რომ დაზიანების მიყენების მიზეზი იყო ი--------------ძისაგან მომდინარე საფრთხის დაძლევა. თ----------------ემ აღნიშნა, რომ ი--------------ძე მიაჩნდა ძმად და წარსულში მათ შორის კონფლიქტი არ არსებობდა. თ----------------ემ ჩვენების მიცემის დროს აგრეთვე განმარტა, რომ ი--------------ძისათვის დაზიანებების მიყენების მომენტში, მათ გარდა, შემთხვევის ადგილას არავინ იმყოფებოდა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს დაზარალებულმა ი--------------ძემ აღნიშნა, რომ 20-- წლის 11 დეკემბერს, შვილი ნ-----–--------------ე, მოათავსეს საავადმყოფოში, სადაც რამდენჯერმე იყო მისული. საღამოს სახლში დაბრუნდა ვ--–-------–----------ესთან ერთად. სახლში დაიწყეს ალკოჰოლური სასმელის დალევა. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მათთან მივიდა თ----------------ე. დაახლოებით ერთი ლიტრი არაყი ექნებოდათ მიღებული, როდესაც თ-------- მივიდა მათთან. თ--------მ სუფრის მსვლელობისას დაახლოებით 4-5 ჭიქა დალია. ვინაიდან არაყი აღარ ქონდათ ვ--–-------–----------ე წავიდა მაღაზიაში არაყის შესაძენად, ხოლო თვითონ, თ--------სთან ერთად დარჩა. საავადმყოფოში მოთავსებული ნ-----–-----ს ნახვის მიზნით, გამოვიდნენ სახლიდან და წავიდნენ საავადმყოფოს მიმართულებით. დაახლოებით 100 მეტრი ექნებოდათ გავლილი და თ--------მ უთხრა, რომ არ უნდა დაელია ალკოჰოლური სასმელი, რადგან ბავშვი საავადმყოფოში ყავდა. თ-------- ასაკით უმცროსი იყო და არ ესიამოვნა შენიშვნა, რომ მისცა, რის გამოც არაერთხელ მიაყენა თ--------ს სიტყვიერი შეურაცხყოფა, ფიზიკურად პირველად თავად შეეხო და მაისური შემოახია. თ-------- ფიზიკურად მას ვერ მოერეოდა. ი--------------ძემ აღნიშნა, რომ თ--------ს ხელში, ჩხუბის დროს დაინახა დანა, არ იცოდა აპირებდა თუ არა თ------ე დანის დარტყმას და მოკიდა ხელი, დაიწყეს ჭიდაობა და ზუსტად რა დროს მოხვდა დანა არ ახსოვდა, რადგან გონება დაკარგა. ჩხუბის მომენტში, მათ გარდა, შემთხვევის ადგილას, არავინ იმყოფებოდა და არც ვ--–-------–----------ე დაუნახავს. ი--------------ძემ აღნიშნა, რომ თ----------------ე მას სასიკვდილოდ არ გაიმეტებდა და განმარტა, რომ თ----------------ესთან კონფლიქტი არასდროს ქონდა, ერთმანეთთან კი ამჟამად ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ.

 

პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე, საჯაროდ, წაკითხულ იქნა ვ--–-------–----------ის 20-- წლის 1-----------ის მოწმის სახით დაკითხვის ოქმი, რომლის თანახმად, 20-- წლის 11 დეკემბერს მივიდა ი----------------- სახლში, სადაც იმყოფებოდა ი-----ის ცოლის და ნ----ა და ბავშვი. დალიეს სამი ჭიქა არაყი და წავიდნენ საავადმყოფოში ი-----ის ცოლ-შვილის მოსანახულებლად. საავადმყოფოში ნახეს ი-----ის ცოლის ძმა თ--------. საავადმყოფოდან, ი-----თან და თ--------სთან ერთად ტაქსით წავიდა ი-----ის სახლში, სადაც ი-----ის ცოლის დამ მოამზადა სუფრა და დასხდნენ ალკოჰოლური სასმელის დასალევად. ვ--–-------–----------ის განმარტებით, რადგან სრულად დალიეს ი-----ის სახლში არსებული არაყი, დააპირა მაღაზიაში წასვლა არაყის შესაძენად. აღნიშნულზე თ--------მ უთხრა ი-----ს, რომ ბავშვი საავადმყოფოში წევდა და არ უნდა დამთვრალიყო. ი-----მა უპასუხა თ--------ს, რომ ორჯერ იყო საავადმყოფოში და შვილს ყურადღებას აქცევდა. ვ--–-------–----------ე ჩვენებაში აღნიშნავს, რომ წავიდა არაყის მოსატანად, თუმცა მაღაზია დაკეტილი დახვდა და დაბრუნდა. ი-----ის სახლიდან დაახლოებით 100 მეტრში დაინახა თ----------------ე და ი--------------ძე, რომლებიც კამათობდნენ. თ-------- ეუბნებოდა ი-----------------, რომ ბავშვი ცუდად ყავდა და არ უნდა დამთვრალიყო. ი-----მა უპასუხა, რომ თ--------ს საქმე არ იყო ის დალევდა თუ არა და ჭკუის სწავლებას არ საჭიროებდა. როდესაც მიუახლოვდა მათ, თ-------- და ი-----ი იდგნენ პირისპირ, თ--------ს მარჯვენა ხელში ეჭირა დანა და მოუქნია ი-----ს, რომელსაც დანა დაარტყა მარცხენა ფეხში. კვლავ მოუქნია თ--------მ დანა ი-----ს და გულმკერდის არეში დაარტყა. ამ მომენტში ი-----მა თ--------ს ერთი ხელით ხელი დაუჭირა და მეორე ხელით ჩამოახია საყელო. თავად კი ხელი კრა თ--------ს, რომელიც გაიქცა, ხოლო ი--------------ძე წაიქცა და ითხოვდა დახმარებას. თავადაც დაიწყო საშველად მოხმობა და მათ ყვირილზე გამოვიდნენ მეზობლები. სასწრაფო დახმარების მისვლის შემდგომ კი დაჭრილი გადაიყვანეს საავადმყოფოში.

 

ლ----------------–ის სახელობის სასამართლო-ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ა-----ს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის N 0------17 დასკვნით, წარმოდგენილი სამედიცინო საბუთების მონაცემებით ი--------------ძე 12.12.20--წ. მიღებულ დაზიანებებთან დაკავშირებით მიყვანილ იქნა შპს "------–---- ო----------ის სამედიცინო ცენტრში და აღენიშნებოდა - გულმკერდის ღრუში მარცხნივ შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, ჰემოპნევმოთორაქსი, მარცხენა ბარძაყის მიდამოს ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა. არსებული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის/საგნების ზემოქმედებით. გულმკერდის არეში არსებული ჭრილობა მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო. მარცხენა ბარძაყის არეში არსებული ჭრილობა მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას, ექსპერტმა ღ----------------–---–-ა განმარტა, რომ ექსპერტიზა ჩაატარა გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე და დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები.

 

ლ----------------–ის სახელობის სასამართლო-ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ა-----ს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის მიერ გაცემული ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N 00------8 დასკვნით, სეროლოგიური და გენეტიკური კვლევის შედეგად და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა რომ პაკეტში წარწერით: "...ი--------------ძის სისხლის ნიმუში..." მოთავსებული სისხლი (ობ. N18) მიეკუთვნება A(II) ჯგუფს.

- პაკეტში, წარწერით: "...ი--------------ძის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე. ბ----ის ქ-ზე საავტომობილო გზის მარჯვენა გვერდულიდან ამოღებული დასაკეცი დანა..." მოთავსებულ დანის პირზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N1) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ი----------------- (ობ. N 18), ხოლო დანის ტარზე არსებული ბიომასალის (ობ.N 2) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული (ძირითადი) წილი ეკუთვნის თ----------------ეს (ობ. N 17). პაკეტი, წარწერით: "...თ----------------ისაგან აღებული იქნა ნერწყვის ნიმუში..."), ხოლო მინორული წილი არაინფორმატიულია.

- პაკეტში, წარწერით: "პულოვერი" მოთავსებულ პულოვერზე არსებული მოყავისფრო (ობ. N3) და მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ.N4) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ი----------------- (ობ. N 18).

- პაკეტში წარწერით: "...თ----------------ის ჯინსის შარვალი..." ჯინსის შარვალზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ. N 5) და მოყავისფრო ლაქა (ობ. N 6) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ი----------------- (ობ. N 18).

- პაკეტში წარწერით: "...შავი ფერის ქუდი..." მოთავსებულ ქუდზე არსებული ბიომასალის (ობ. N 7) და ქუდიდან ამოღებული თმების (ობ. N 8) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის თ----------------ეს (ობ. N 17).

- პაკეტში, წარწერით: "...მოწითალო მოყავისფრო ლაქის ნიმუში..." მოთავსებულ სპეცდანიშნულების ჩხირის ბამბიან ბოლოზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ. N 9) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ი----------------- (ობ. N 18).

- პაკეტში წარწერით:"...ი--------------ძის ტანსაცმელი..." მოთავსებულ ქურთუკზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო დანაშრევებიანი ლაქა (ობ. N10), შარვალზე (ობ. N 11), ჟაკეტზე (ობ. N 12), პულოვერზე (ობ. N 13), მაისურზე (ობ. N 14) და ფეხსაცმელებზე (ობ. N 15, 16) არსებული მოყავისფრო და მოწითალო-მოყავისფრო ლაქები, წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. N 10-14-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ი----------------- (ობ. N 18), ხოლო ობ. N 15, 16-ში გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას, ექსპერტმა ნ-----------–---–მა განმარტა, რომ ექსპერტიზა ჩაატარა გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე და დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები.

 

ლ----------------–ის სახელობის სასამართლო-ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის N 0-----718 დასკვნით, 1. (2). ბრალდებულ თ----------------ის პულოვერზე ი--------------ძის ტანსაცმლის ქსოვილის შემადგენელი ბოჭკოები არ აღმოჩნდა.

- ბრალდებულ თ----------------ის ჯინსის შარვალზე აღმოჩენილ არათანაბრად შეღებილ, მკვეთრი ლურჯი ფერის ბამბის ბოჭკოებს და ი--------------ძის ჯინსის შარვლის და ქურთუკის ქსოვილის შემადგენელ ანალოგიურ ბოჭკოებს აქვთ საერთო გვარობრივი კუთვნილება.

- თ----------------ის შარვალზე ი--------------ძის დანარჩენი ტანსაცმლის ქსოვილის შემადგენელი ბოჭკოები არ აღმოჩნდა.

- ი--------------ძის ტანსაცმლის გამოკვლევა, მათი ზედაპირიდან უცხო ბოჭკოების აღმოჩენის მიზნით, არ ჩატარებულა კვლევით ნაწილში მითითებული მიზეზების გამო.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას, ექსპერტმა თ------------–---მ განმარტა, რომ ექსპერტიზა ჩაატარა გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე და დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები.

 

ლ----------------–ის სახელობის სასამართლო-ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N 0006----8 დასკვნით, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი დანის ზედაპირზე გამოვლინდა სუსტად ხილვადი დვრილოვანი ხაზების კვლები, ფრაგმენტების და ნაწყვეტების სახით, რომლებიც პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას, ექსპერტმა ბ-------------მ განმარტა, რომ ექსპერტიზა ჩაატარა გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე და დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები.

 

ლ----------------–ის სახელობის სასამართლო-ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N 0032---18 დასკვნით, 1. ფუთაში წარწერით "თეთრი ფერის პულოვერი" მოთავსებულ პულოვერზე დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალიზირებულ მიდამოებში არსებული დაზიანებები განვითარებულია ხევით მექანიკური (შესაძლოა ფიზიკური) ძალის ზემოქმედების შედეგად. 10. "ი--------------ძის" წარმოდგენილი ტანსაცმლიდან (ჯინსის ქურთუკი; ჟაკეტი; გრძელსახელოებიანი პულოვერი; მოკლესახელოებიანი მაისური; ჯინსის შარვალი; ქამარი; ერთი წყვილი ფეხსაცმელი) ჯინსის ქურთუკზე; ჟაკეტზე; გრძელსახელოებიან პულოვერზე; მოკლესახელოებიან მაისურზე; ჯინსის შარვალზე დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალიზირებულ მიდამოებში არსებული - ცალმხრივლესილი პირის მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად, ჭრით მიყენებული დაზიანებების განვითარების შესაძლებლობა არ გამოირიცხება წარმოდგენილი დანით. ქამარს; ერთ წყვილ ფეხსაცმელს დაზიანება არ აღენიშნება. 11. გამოსაკვლევად წარმოდგენილი დანა მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას, ექსპერტმა ე-–--------------–---მ განმარტა, რომ ექსპერტიზა ჩაატარა გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე და დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები.

 

2.2. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.1 და 82.3 მუხლებით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით.

 

დასახელებული ნორმების არსი და მათი სამართლებრივი მნიშვნელობა განიმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვით, „ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, თ----------------ის ქმედების განზრახ მკვლელობის მცდელობად დაკვალიფიცირების თაობაზე, ვინაიდან საქმეზე შეკრებილი ზემოთ მიმოხილული მტკიცებულებების ერთობლიობით არ დასტურდება, რომ თ----------------ეს ქონდა ი--------------ძის მოკვლის განზრახვა და სურდა აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომა ან ითვალისწინებდა მისი დადგომის გარდაუვალობას. საქმეში ასევე არ მოიპოვება არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა, რომ თ----------------ე ჩადენილი ქმედებით შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა ი--------------ძის სიკვდილის დადგომის შესაძლებლობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანების მიყენების შემთხვევაში, უნდა დაგინდეს, ბრალდებულს ჰქონდა განზრახვა, მოეკლა ადამიანი თუ ჰქონდა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიყენების განზრახვა. აღნიშნული გარემოება უნდა დადგინდეს არამხოლოდ მიყენებული ჭრილობების ლოკალიზაციისა და სიმძიმის მიხედვით, არამედ ჩადენილი დანაშაულის ყველა ფაქტობრივი გარემოების ერთობლივი ანალიზისა და ურთიერთ შეჯერების საფუძველზე, სახელდობრ, უნდა შეფასდეს ჭრილობების რაოდენობა და ხასიათი, დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის გარემოებები და ქმედების შეწყვეტის მიზეზები, ბრალდებულისა და დაზარალებულის ურთიერთდამოკიდებულება, მათი ქმედებები დანაშაულის ჩადენამდე და მის შემდეგ.

 

2.2.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა.

 

ამავე კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის შესაბამისად, მოწმის ჩვენება, ეს არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ამავე კოდექსის მე-14 მუხლით, სასამართლოს არ უნდა წარედგინოს მტკიცებულება, თუ მხარეებს მისი უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის თანაბარი შესაძლებლობა არ ჰქონიათ, გარდა ამ კოდექსით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. მხარეს უფლება აქვს, სასამართლოში მოითხოვოს მოწმის უშუალოდ დაკითხვა და წარადგინოს საკუთარი მტკიცებულება.

 

ამავე კოდექსის 243-ე მუხლის თანახმად, გამოძიების დროს მოწმის დეპონირებული ჩვენების სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, ასევე მისი ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია, თუ მოწმე გარდაიცვალა, არ იმყოფება საქართველოში, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია მისი სასამართლოში წარმოდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და ჩვენება მიცემულია ამ კოდექსით დადგენილი წესით. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მოწმე აიძულეს, დაემუქრნენ, დააშინეს ან მოისყიდეს და მიცემულ ჩვენებებში არსებითი წინააღმდეგობაა, მხარეს უფლება აქვს, დააყენოს შუამდგომლობა მოწმის ჩვენების საჯაროდ წაკითხვის, ასევე მისი აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენის (დემონსტრირების) თაობაზე ამ მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნის დაუცველად. არ შეიძლება მხოლოდ ეს მტკიცებულება დაედოს საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ვ--–-------–----------ის გამოძიებაში მიცემული ინფორმაცია, რომელიც პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, საჯაროდ იქნა წაკითხული, ვერ იქნება გაზიარებული, რადგან იგი ეწინააღმდეგება თ----------------ის და ი--------------ძის, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ ჩვენებებს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის თანახმად, მხოლოდ სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხული ჩვენება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს. ამდენად, ზემოხსენებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე, სასამართლო ვ--–-------–----------ის გამოკითხვის ოქმში ჩამოყალიბებულ ფაქტობრივ გარემოებებს ვერ გაიზიარებს.

 

2.2.2. დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებების, სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე წერილობითი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადასტურებულია, რომ თ----------------ის დის მეუღლე არის დაზარალებული ი--------------ძე. თ----------------ე და ი--------------ძე ერთმანეთს კარგად იცნობდნენ და ქონდათ კარგი ურთიერთობა. აღნიშნული ასევე დაადასტურა სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს, დაზარალებულმა ი--------------ძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ თ----------------ესთან კონფლიქტი არასდროს ქონდა, ერთმანეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ და თ-------- მას სასიკვდილოდ არ გაიმეტებდა. ამდენად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 20-- წლის 11 დეკემბრამდე, თ----------------ეს და ი----------------- შორის არ არსებობდა კონფლიქტი, რაც მათი ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო.

 

სასამართლო აქვე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს თ----------------ემ და ი--------------ძემ არ დაადასტურეს, სუფრის მსვლელობის დროს მათ შორის შელაპარაკების ფაქტი, როგორც ეს პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაშია მითითებული. ქმედების ჩადენამდე, თ----------------ის ქცევასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ თ----------------ე იჩენს ი--------------ძის მიმართ მზრუნველობას და მოუწოდებს, რომ ბევრი ალკოჰოლი არ დალიოს, რადგან ბავშვი საავადმყოფოში ყავდა მოთავსებული. ასეთი დამოკიდებულება გამორიცხავს, თ--------ს ქორიძის მხრიდან, ი--------------ძის მოკვლის განზრახვას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ თ----------------ეს არც შემდგომ წარმოეშვა ი--------------ძის მოკვლის განზრახვა. დაზარალებულმა ი--------------ძემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ თ----------------ეს ნათქვამი ალკოჰოლის მიღებასთან დკავშირებით, არ მოეწონა, რის გამოც არაერთხელ მიაყენა თ--------ს სიტყვიერი შეურაცხყოფა, ფიზიკურად პირველად თავად შეეხო თ--------ს და მაისური შემოახია. თ-------- ფიზიკურად ვერ მოერეოდა, რადგან ასაკით მასზე უმცროსი იყო. თ----------------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ დაზიანების მიყენების მიზეზი იყო ი--------------ძისაგან მომდინარე საფრთხის დაძლევა. სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ თ----------------ეს და ი----------------- შორის მიმდინარე კონფლიქტის თვითმხილველი მოწმე, რომელიც სასამართლო სხდომაზე დაიკითხებოდა მოწმის სახით, არ არსებობს, რის გამოც სასამართლო იზიარებს კონფლიქტის უშუალო მონაწილეთა ჩვენებებს და დადგენილად მიაჩნია, რომ თ----------------ემ, დანით დაზიანებები მიაყენა ი-----------------, იმ მიზნით, რომ აღეკვეთა ი--------------ძისაგან მომდინარე ფიზიკური ძალადობა. აღსანიშნავია, რომ ბრალდებულმა და დაზარალებულმა ხაზგასმით მიუთითეს მათ შორის არსებულ კარგ ურთიერთობაზე და კატეგორიულად გამორიცხეს, რომ თ----------------ეს, ქმედების ჩადენის დროს ი--------------ძის მკვლელობის განზრახვა ამოძრავებდა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია, რომ თ----------------ემ სწორედ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამოღებული დანით მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანებები ი-----------------, თუმცა, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულს და დაზარალებულს შორის არსებულ ურიერთობას კონფლიქტამდე და მის შემდგომ, ასევე თ----------------ის და ი--------------ძის ჩვენებებს, სადაც ისინი ვერ აღწერენ თუ კონკრეტულად როდის და რა ვითარებაში მოხდა დანის დარტყმა გულმკერდის არეში და მიაჩნია, რომ ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია თ----------------ის დადანაშაულება განზრახი მკვლელობის მცდელობის ჩადენაში, მით უმეტეს, რომ ბრალდებულის და მოწმეთა ჩვენებების ერთობლიობით, გამოირიცხება მკვლელობის განზრახვის არსებობის რეალურობა. ი--------------ძის მკვლელობის განზრახვის არ არსებობაზე მიუთითებს ის გარემოებაც, რომ თ----------------ე ხედავს რა ი-----------------, რომელიც ცუდად არის, მიუხედავად იმისა, რომ აქვს შესაძლებლობა კიდევ არაერთხელ დაარტყას დანა, რადგან კონფლიქტის დროს მათ გარდა არავინ იმყოფება, ტოვებს შემთხვევის ადგილს.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმის თაობაზე, რომ თ----------------ის მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონოდა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით, რადგან თავად თ----------------ემ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მის მოქმედების მიზანს, როდესაც პირველად, ფეხის არეში დაარტყა დანა ი-----------------, წარმოადგენდა დაზარალებულისაგან მომდინარე ფიზიკური ძალადობისაგან თავის დაღწევა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ პირველი მოქმედებით ვერ მიაღწია მიზანს თ----------------ემ და გაგრძელდა ი--------------ძის მხრიდან ფიზიკური ძალადობა, თ----------------ემ მეორედ ასევე განზრახ მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანება.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თ----------------ეს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დაზარალებულთან წარმოქმნილი ფიზიკური დაპირისპირების დროს, გაუჩნდა სხეულის დაზიანების მიყენების განზრახვა, რაც განახორციელა დანის გამოყენებით, ხოლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი მართლსაწინააღმდეგო შედეგის მიხედვით, მის მიერ ჩადენილი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს, როგორც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ე. ი. სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის. სასამართლოს მიაჩნია, რომ ი--------------ძის სხეულის დაზიანების მიყენებისას, თ----------------ე მოქმედებდა არა მისი მკვლელობის, არამედ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების პირდაპირი განზრახვით. მას გაცნობიერებული ჰქონდა ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მოსალოდნელი მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანების მიყენების გარდაუვალობას. გარდა ამისა, სასამართლოს მიაჩნია, რომ თ----------------ის მიერ ჩადენილი ქმედება მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან, ურომლისოდაც მითითებული მართლსაწინააღმდეგო შედეგები არ დადგებოდა. ვინაიდან ქმედებამ, გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს დამდგარი შედეგის მიხედვით.

 

ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და მათ მიერ სასამართლოს სხდომაზე უდავოდ მიჩნეული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზემოთ მიმოხილული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია, რომ თ----------------ემ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის.

 

3. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ თ----------------ის მიერ განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენა, ეფუძნება მხოლოდ ვარაუდს, რომელიც არ დადასტურდა სათანადო მტკიცებულებებით. ეჭვი კი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამდენად, მოცემულ შემთხვევში, სასამართლო ხელმძღვანელობს საყოველთაოდ აღიარებული პრინციპით - „in dubio pro reo”, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის არასაკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ერთობლიობით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ თ----------------ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, რადგან ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია, აღნიშნული კვალიფიკაციით თ----------------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

თ----------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები საქმეში არ მოიპოვება.

 

5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას და მის ოჯახურ მდგომარეობას.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ თ----------------ე ქმედების ჩადენის დროს იყო 19 წლის, არის დასაოჯახებელი და უხეშად არ დაურღვევია წესრიგი სასამართლო სხდომის დარბაზში.

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ თ----------------ეს ძირითადი სასჯელის სახედ უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა.

 

ამდენად, თ----------------ეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, მართლწინააღმდეგობა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. დასახელებული გარემოებებიდან გამომდინარე, ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნების გათვალისწინებით, თ----------------ეს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით.

 

6. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხების გადაწყვეტა

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტებით, განაჩენში, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

 

სასამართლოს მიერ მოხმობილი ნორმიდან გამომდინარე, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქა, პულოვერი, ნაჭრის კეპიანი ქუდი, დასაკეცი დანა, რომელიც ინახება გ------ს პოლიციის დეპარტამენტში, უნდა განადგურდეს. ნუცა ცეცხლაძისგან ამოღებული ი--------------ძის ტანსაცმელი (სპორტული კეტი, ჯინსის შარვალი, ჯინსის ქურთუკი, სვიტერი, მაისური, მოსასხამი ე.წ. ჟაკეტი), რომლებიც ინახება გ------ს პოლიციის დეპარტამენტში, უნდა დაუბრუნდეს ი-----------------. ი--------------ძისაგან ამოღებული სისხლის ნიმუში, თ----------------ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში და ხელის ანაბეჭდის ნიმუში, უნდა განადგურდეს. თ----------------ის ტანსაცმელი (შავი ფერის ჯინსის შარვალი), უნდა დაუბრუნდეს მსჯავრდებულის ოჯახის სრულწლოვან წევრს. "CD" დისკი, შემთხვევის ადგილის, საგამოძიებო ექსპერიმენტის და ტანსაცმლის ამოღების ფოტოილუსტრაციით, რომელიც ინახება გ------ს პოლიციის დეპარტამენტში, უნდა დაერთოს საქმეს და შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე, 53-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. თ----------------ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

2. თ----------------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

3. მსჯავრდებულ თ----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და მის მიმართ სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს მისი დაკავების დღიდან, კერძოდ 20-- წლის 1-----------ის 19:25 საათიდან.

 

4. საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

4.1. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქა, პულოვერი, ნაჭრის კეპიანი ქუდი, დასაკეცი დანა, რომელიც ინახება გ------ს პოლიციის დეპარტამენტში, განადგურდეს.

 

4.2. ნუცა ცეცხლაძისგან ამოღებული ი--------------ძის ტანსაცმელი (სპორტული კეტი, ჯინსის შარვალი, ჯინსის ქურთუკი, სვიტერი, მაისური, მოსასხამი ე.წ. ჟაკეტი), რომლებიც ინახება გ------ს პოლიციის დეპარტამენტში, დაუბრუნდეს ი-----------------.

 

4.3. ი--------------ძისაგან ამოღებული სისხლის ნიმუში, თ----------------ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში და ხელის ანაბეჭდის ნიმუში, განადგურდეს.

 

4.4. თ----------------ის ტანსაცმელი (შავი ფერის ჯინსის შარვალი), დაუბრუნდეს მსჯავრდებულის ოჯახის სრულწლოვან წევრს.

 

4.5. "CD" დისკი, შემთხვევის ადგილის, საგამოძიებო ექსპერიმენტის და ტანსაცმლის ამოღების ფოტოილუსტრაციით, რომელიც ინახება გ------ს პოლიციის დეპარტამენტში, დაერთოს საქმეს და შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

6. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში ო----------ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბიძინა სტურუა