გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.07.2018
საქმის ნომერი
020210018002324764
კატეგორია
დავის ტიპი
იპოთეკა
თარიღი
24.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020210018002324764 (2/357-18)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

24.07.2018 წ. ქ. ზუგდიდი

შესავალი ნაწილი

მოსამართლე ირაკლი აბშილავა

სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია

მოსარჩელე სს ,,კრ-----------”

წარმომადგენელი ბე-----------ა

მოპასუხე ნე-----------------ა

მოპასუხე ნა--------ა

მოპასუხე შო--------–-–--ა

დავის საგანი: დავალიანების გადახდევინება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

ნე-----------------ას, ნანა ხასიას და შო--------–-–--ასთვის სს ,,კრ-----------ს" სასარგებლოდ სოლიდარულად 14974,78 აშშ დოლარის (მათ შირის სესხის ძირი 12132,12 აშშ დოლარი, პროცენტი 2292,83 აშშ დოლარი, დაზღვევა 528,00 აშშ დოლარი, ჯარიმა 31,13 აშშ დოლარი) დაკისრება.

ნე-----------------ას, ნანა ხასიას და შო--------–-–--ასთვის სს ,,კრ-----------ს" სასარგებლოდ სოლიდარულად 11812,98 აშშ დოლარის (მათ შორის სესხის ძირი 9032,52 აშშ დოლარი, პროცენტი 770,80 აშშ დოლარი, 73,25 აშშ დოლარი სიცოცხლის დაზღვევა, ჯარიმა 1936,42 აშშ დოლარი) დაკისრება.

ამ დავალიანების ამოსაღებად განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია ს/კ 43.31.56.2--, ხოლო თუ ეს ქონება არ იქნება საკმარისი დავალიანების ამოსაღებად აღსრულება უნდა განხორციელდეს მოპასუხის სხვა ქონებიდან.

ნე-----------------ას სს ,,კრ-----------ს" სასარგებლოდ დაეკისროს 5111,29 ლარის გადახდა.

მოსარჩელე ითხოვს ასევე საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას.

2. მოპასუხის პოზიცია

 

წერილობით შესაგებელში მოპასუხეებმა ნაწილობრივ ცნეს სარჩელი.

 

სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული ნე-----------------ა აფიქსირებს, რომ იცის დავალიანების არსებობა, აღიარებს მას. მის სახელზე გაცემულ სესხს იხდის შეტანხმების მიხედვით, ხოლო მეუღლის სახელზე არსებულ სესხს გადაიხდიან 2 თვის განმავლობაში, მეუღლე იტალიაშია და მუშაობს ფიზიკურად.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. 10.02.2016 წ სს ,,კრედოსა" და ნე-----------------ას შორის დაიდო სესხის ხაზით მომსახურების ხელშეკრულება, სესხის ხაზი 50000 ლარის ფარგლებში, ვადა 240 თვე.

 

სს ,,კრედოსა" და ნე-----------------ას შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ მიიღო სესხი 18900 აშშ დოლარი 60 თვის ვადით, თვეში 0,61 % -ის დარიცხვით.

 

ხელშეკრულება ითვალისწინებს სესხის დაფარვას შეთანხმებული გრაფიკით. გრაფიკის დარღვევა იწვევს პირგასამტეხლოს დარიცხვას - გარკვეულ პერიოდზე ძირითადი თანხის 5 %-ის, ხოლო გარკვეულ პერიოდზე დაგვიანებული თანხის 0,27 პროცენტის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

გათვალისწინებულია მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის ხარჯის გადახდა.

 

სესხი უზრუნველყოფილია იპოთეკის ხელშეკრულებით. იპოთეკის საგანია უძრავი ნივთი ს/კ 43.31.56.2--.

 

15.02.2016 წ ნა--------ამ და შო--------–-–--ამ იკისრეს სოლიდარული თავდებობა.

 

დავალიანება სესხზე შეადგენს 14974,78 აშშ დოლარს (მათ შირის სესხის ძირი 12132,12 აშშ დოლარი, პროცენტი 2292,83 აშშ დოლარი, დაზღვევა 528,00 აშშ დოლარი, ჯარიმა 31,13 აშშ დოლარი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-საკრედტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება

-სესხის ხელშეკრულება,გადახდის გრაფიკი

- იპოთეკის ხელშეკრულება

-თავდებობის ხელშეკრულება

-სარჩელი

-შესაგებელი

-მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი

 

3.2. 25.08.2015 წ ნე-----------------ასთან დაიდო განვადების ბარათის ხელშეკრულება. ლიმიტად დაუმტკიცდა 340 აშშ დოლარი 48 თვის ვადით.

 

გათვალისწინებულია მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის ხარჯის გადახდა.

 

ლიმიტი ათვისებულია. 2017 წლის მაისიდან გადახდა არ ხორციელდება. გათვალისწინებულია პირგასამტეხლოს დარიცხვა ვადაგადაცილებულ დღეზე 0,27 %-ის ოდენობით. დავალიანება შეადგენს 160,30 ლარს, საიდანაც სესხის ძირია 93,74 ლარი, სოცოცხლის დაზღვევა 3,60, ჯარიმა 52,96 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-განვადების ბარათის ხელშეკრულება

-სარჩელი

-შესაგებელი

-მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი

 

3.3. 22.06.2016 წ სს ,,კრედო ბანკსა" და ნე-----------------ას შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლითაც ისესხა 6090 ლარი.

 

ხელშეკრულება ითვალისწინებს სარგებლის, პროცენტის და სიცოცხლის დაზღვევის ხარჯების გადახდას.

 

დავალიანებამ სესხზე შეადგინა 4950 ლარი (მ/შ ძირი 3425,59 ლარი, დაზღვევა 132,2 ლარი, ჯარიმა 1393,2 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სესხის ხელშეკრულება

-სარჩელი

-შესაგებლები

-მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი

 

3.4. 17.02.2016 წ სს ,,კრედო ბანკსა" და ნანა ხასიას შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება და მასზე გაიცა სესხი 11000 აშშ დოლარი.

 

ხელშეკრულება ითვალისწინებს სესხის დაფარვას შეთანხმებული გრაფიკით. გრაფიკის დარღვევა იწვევს პირგასამტეხლოს დარიცხვას - გარკვეულ პერიოდზე ძირითადი თანხის 5 %-ის, ხოლო გარკვეულ პერიოდზე დაგვიანებული თანხის 0,27 პროცენტის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

გათვალისწინებულია მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის ხარჯის გადახდა.

 

სესხი უზრუნველყოფილია იპოთეკის ხელშეკრულებით. იპოთეკის საგანია უძრავი ნივთი ს/კ 43.31.56.2--.

 

17.02.2016 წ ნე-----------------ამ და შო--------–-–--ამ იკისრეს სოლიდარული თავდებობა. თავდებობის ზღვრული ოდენობა შეადგენს 15576,26 ლარს.

 

დავალიანებამ სესხზე შეადგინა 11812,98 აშშ დოლარის (მათ შორის სესხის ძირი 9032,52 აშშ დოლარი, პროცენტი 770,80 აშშ დოლარი, 73,25 აშშ დოლარი სიცოცხლის დაზღვევა, ჯარიმა 1936,42 აშშ დოლარი)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 103-ე, 131-ე მუხლები, სამოქალაქო კოდექსის 286-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე,623-ე, 867 -ე, 873-ე, 891-ე, 895-ე, 896-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება.

 

დადგენილია, რომ ასეთი ხელშეკრულება მხარეებს შორის არსებობს. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის საფუძველზე ვალდებულების ძალით კრედიტორი (მოსარჩელე) უფლებამოსილია მოვალეს (მოპასუხეებს) მოსთხოვოს ხელშეკრულების პირობების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და დათქმულ ადგილას.

 

საყურადღებოა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის დანაწესის მიხედვით ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის დადასტურება, რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის მიხედვით საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით, ხოლო ამავე კოდექსის 623-ე მუხლის საფუძველზე სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

.

სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხემ, ნე-----------------ამ სასამართლო სხდომაზე აღიარა ბანკის დავალიანების არსებობა და ნაკისრი ვალდებულებების შუსრულებლობა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე-103-ე მუხლების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მხარეები თვითონ არიან ვალდებულნი წარუდგინონ მტკიცებულებები სასამართლოს. მოპასუხეთა მხრიდან ამგვარი მტკიცების არ არსებობის პირობებში მსესხებელი ვალდებულია დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხის დარჩენილი ნაწილი, სარგებელი და დარიცხული ჯარიმა ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

 

მოპასუხეებმა ვერ დაამტკიცეს, რომ კრედიტის ხელშეკრულების შეწყვეტის და თანხის უკან დაბრუნების ვალდებულება არ წარმოშობილა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

დასახელებული კოდექსის 895-ე და 896-ე მუხლებით თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. თუ ერთი და იმავე ვალდებულების თავდები რამდენიმე პირია, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, მაშინაც კი, თუ მათ თავდებობა ერთობლივად არ უკისრიათ.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე თავდები პირები ვალდებულნი არიან სოლიდარულად იკისრონ პასუხისმგებლობა თავდებობით უზრუნველყოფილი სესხის დაბრუნებაში.

 

იმავე კოდექსის 286-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა კრედიტის დაფარვის მიზნით იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მოსარჩელეს სასამართლოში საქმისწარმოებისთვის გადახდილი აქვს სახ. ბაჟი სარჩელზე სოლიდარულ მოთხოვნებზე შესაბამისად 1287,77 ლარი და 874 ლარი, ხოლო ინდივიდუალურ მოთხოვნაზე 153,33 ლარი..

 

ამ თანხის ნაწილი სოლიდარულ მოთხოვნებზე შესაბამისად 643,88 ლარი და 437 ლარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს სოლიდარულად მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო იმ ნაწილში, რაზეც მოპასუხეებმა ცნეს სარჩელი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე შესაბამისი ნაწილები 643,88 ლარი და 437 ლარი მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახ. ბიუჯეტიდან.

 

რაც შეეხება ინდივიდუალურ მოთხოვნაზე გადახდილ სახ. ბაჟს 153,33 ლარს იგი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლისმე-2 ნაწილის საფუძველზე მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახ. ბიუჯეტიდან.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ არის გამოყენებული.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 2591-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა

 

1. სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. ნე-----------------ას, ნანა ხასიას და შო--------–-–--ას სს ,,კრ-----------ს" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 14974,78 აშშ დოლარის (მათ შირის სესხის ძირი 12132,12 აშშ დოლარი, პროცენტი 2292,83 აშშ დოლარი, დაზღვევა 528,00 აშშ დოლარი, ჯარიმა 31,13 აშშ დოლარის) დაკისრება.

ამ დავალიანების ამოსაღებად განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია ს/კ 43.31.56.2-- (მესაკუთრე ნექტარი ჭანტურია პ/ნ 19001050124), ხოლო თუ ეს ქონება არ იქნება საკმარისი დავალიანების ამოსაღებად აღსრულება უნდა განხორციელდეს მოპასუხის სხვა ქონებიდან.

ნე-----------------ას, ნანა ხასიას და შო--------–-–--ას სს ,,კრ-----------ს" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის ნაწილი 643,88 ლარი, ხოლო ბაჟის დანარჩენი ნაწილი 643,88 ლარი მოსარჩელეს დაუბრუნდეს სახ. ბიუჯეტიდან.

3. ნე-----------------ას, ნანა ხასიას და შო--------–-–--ას სს ,,კრ-----------ს" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 11812,98 აშშ დოლარის (მათ შორის სესხის ძირი 9032,52 აშშ დოლარი, პროცენტი 770,80 აშშ დოლარი, 73,25 აშშ დოლარი სიცოცხლის დაზღვევა, ჯარიმა 1936,42 აშშ დოლარი) გადახდა

ამ დავალიანების ამოსაღებად განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია ს/კ 43.31.56.2-- (მესაკუთრე ნექტარი ჭანტურია პ/ნ 19001050124), ხოლო თუ ეს ქონება არ იქნება საკმარისი დავალიანების ამოსაღებად აღსრულება უნდა განხორციელდეს მოპასუხის სხვა ქონებიდან.

ნე-----------------ას, ნანა ხასიას და შო--------–-–--ას სს ,,კრ-----------ს" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის ნაწილი 437ლარი, ხოლო ბაჟის დანარჩენი ნაწილი 437 ლარი მოსარჩელეს დაუბრუნდეს სახ. ბიუჯეტიდან.

4. ნე-----------------ას სს ,,კრ-----------ს" სასარგებლოდ დაეკისროს 5111,29 ლარის გადახდა.

სს ,,კრედო ბანკს" სახ. ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 153,33 ლარი.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირაკლი აბშილავა