განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
სა---------–--- სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
ახალციხის რაიონული სასამართლო
საქმე #2536045-1/284-18წ. 4 სექტემბერი, 2018 წელი ქ.ახალციხე
მოსამართლე - გიორგი ლონდარიძე
სხდომის მდივანი - ქეთევან ინასარიძე
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე - პროკურორი - გი-----------–---–---–ი
დაცვის მხარე - ბრალდებული - მა-----------ე- სა---------–--- მოქალაქე, დაბადებული 0--------- წელს, პ/ნ 1---------- ბო--------- რ-ნი დ-----–----- ბო--------- ქ----.
კვალიფიკაცია: სა---------–--- სისხლის სამართლის კოდექსის 287-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილი და სსკ-ის 303-ე მუხლის პირველი ნაწილი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2018 წლის მაისის თვეში, ბო------------------–-ს ე---------–ი პარკის ზ-----ს უბნის N- კვარტალში, მა-----------ემ უკანონოდ გაჩეხა, 1.68 მეტრი კუბი ფოთლოვანი ჯიშისა და 1.77 მეტრკუბი წიწვოვანი ჯიშის ხე-ბუჩქნარი, რითაც სახელმწიფოს მიადგა 1217.94 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ზიანი.
1.2. 2018 წლის მაისის თვეში მა-----------ემ ბო--------- რაიონის დაბა ა---–-----–ი, ბო--------- ქ-----ში მდებარე თავის საცხოვრებელი სახლის ეზოში რეგისტრაციის წესების დაუცველად, უკანონოდ დაამონტაჟა ე.წ. ლენტური ხერხი, რომლითაც ახდენდა მის მიერ უკანონოდ დაამონტაჟა ე.წ. ლენტური ხერხი, რომლითაც ახდენდა მის მიერ უკანონოდ გაჩეხილი ხე-ტყის მრგვალი მორის გადამუშავებას.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
სახერხ საამქროში მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახერხი მოწყობილობის მონტაჟი რეგისტრაციის გარეშე;
სამართლებრივი შეფასება
ბრალდებულმა მა-----------ემ აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედება.
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს, დაზარალებული ორგანიზაციის წარმომადგენელ, მა-------------–--ის გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულ მა-----------ის გამოკითხვის ოქმები, მოწმე სა-------–--–-ს გამოკითხვის ოქმი, მოწმე თა-------------–---–-ს გამოკითხვის ოქმი, მოწმე მა-–-----------ს გამოკითხვის ოქმი, მოწმე ლა–-----------–-ს გამოკითხვის ოქმი, მოწმე მი----–----------–-ს გამოკითხვის ოქმი, მოწმე გუ------------ს გამოკითხვის ოქმი, მოწმე ლე-------------–-ს გამოკითხვის ოქმი, დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩხრეკის ჩატარების შესახებ, საცხოვრებელი სახლის ეზოს ჩხრეკის ოქმი, დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის გამო საგამოძიებო ექსპერიმენტს ჩატარების შესახებ მა-----------ესთან, დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის გამო საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების შესახებ ლე-------------–თან, დადგენილება შემთხვევის ადგილის დათვალიერების შესახებ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი მა-----------ესთან, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ლე-------------–თან, შუამდგომლობა ჩხრეკის ჩატარების კანონიერად ცნობის შესახებ, სასამართლოს განჩინება ჩხრეკის კანონიერად ცნობის შესახებ, არასრულწლოვანი მოწმის კანონიერი/საპროცესო წარმომადგენლისათვის უფლებების განმარტების ოქმი, როგორც უდაო სახის მტკიცებულებანი.
სა---------–--- სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება სავსებით დასაბუთებულია, წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მხარეთა შეთანხმების თანახმად, უნდა იქნეს მიღებული მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია.
სასამართლოს დასკვნა მა-----------ის მიერ აღნიშნული დანაშაულების ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს სა---------–--- სისხლის სამართლის კოდექსის 2871-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, აგრეთვე 303-ე მუხლის პირველი ნაწილით
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
მა-----------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების გულწრფელი მონანიება. ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის შემსუბუქების კუთხით ბრალდებულის პიროვნებას - იმის გათვალისწინებით, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, მა-----------ეს უნდა დაენიშნოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ვა---–-----–--–---–- რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა დაენიშნოს სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა სა---------–--- სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მა-----------ე (პ/№1----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ სა---------–--- სსკ-ის 2871-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით;
მა-----------ე (პ/№0----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ სა---------–--- სსკ-ის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით;
მასვე, სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე მა-----------ეს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვას ლენტური ხერხი, რომელიც ინახება ქ. ახ--––---–ი საფინანსო სააგენტოს დაცულ ტერიტორიაეზ, ასევე 5 ცალი წიწვოვანი ჯიშის მორი, აქედან 4 ცალი 2 მეტრი სიგრძის, შემდეგი დიამეტრებით - 37 სმ,40სმ, 42სმ,32სმ,40 სმ, წილფლის ჯიშის ხის კოჭი 2 მეტრ სიგრძის 14 სმ სიქის და 32 სმ სიგანის, 80 ცალი ნახევრაგვერდული 1 მეტრი სიგრძის და სხვადასხვა დიამეტრების, 3 ცალი სახერხი დანადგარისათვის განკუთვნილი ლითონის მჭრელი, წიწვოვანი ჯიშის 2 მ3 საერთო მოცულობის 2 მეტრი სიგრძის და 3 სმ სისქის ფიცარი, წიწვოვანი ჯიშის 20 ცალი ფიცარი 1 მეტრი სიგრძის, 9 სმ სისქის და 19 სმ სიგანის, ე.წ. ხერხუის სალესი დანადგარი, სახერხი დანადგარისათვის განკუთვნილი ლიანდაგი, რომელიც ინახება ბო---------ს რაიონის დაბა ა---–-----–ი, ბო--------- ქ. N---ში მდებარე მა-----------სი საცხოვრებელი სახილის ეზოში.
სა---------–--- სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის გამოყენებით სა---------–--- სსკ-ის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს სსკ-ის 2871 მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, მა-----------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც სა---------–--- სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 03 (სამი) წელი;
მასვე, სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე მა-----------ეს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვას ლენტური ხერხი, რომელიც ინახება ქ. ახ--––---–ი საფინანსო სააგენტოს დაცულ ტერიტორიაზე, ასევე 5 ცალი წიწვოვანი ჯიშის მორი, აქედან 4 ცალი 2 მეტრი სიგრძის, შემდეგი დიამეტრებით - 37 სმ,40სმ, 42სმ,32სმ,40 სმ, წილფლის ჯიშის ხის კოჭი 2 მეტრ სიგრძის 14 სმ სიქის და 32 სმ სიგანის, 80 ცალი ნახევრაგვერდული 1 მეტრი სიგრძის და სხვადასხვა დიამეტრების, 3 ცალი სახერხი დანადგარისათვის განკუთვნილი ლითონის მჭრელი, წიწვოვანი ჯიშის 2 მ3 საერთო მოცულობის 2 მეტრი სიგრძის და 3 სმ სისქის ფიცარი, წიწვოვანი ჯიშის 20 ცალი ფიცარი 1 მეტრი სიგრძის, 9 სმ სისქის და 19 სმ სიგანის, ე.წ. ხერხის სალესი დანადგარი, სახერხი დანადგარისათვის განკუთვნილი ლიანდაგი, რომელიც ინახება ბო--------- რაიონის დაბა ა---–-----–ი, ბო--------- ქ. N---ში მდებარე მა-----------ის საცხოვრებელი სახილის ეზოში.
2. მა-----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთი ღონისძიება გირაო, რომელიც არ არის უზრუნველყოფილი გაუქმდეს.
3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გიორგი ლონდარიძე