განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #---------
#------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 ივნისი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე შორენა გუნცაძე
სხდომის მდივანი ია ბაისონაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - დ----------------–---–-
დაცვის მხარე:
ადვოკატი - დ------------------
ბრალდებული - ნ---------–--–---ი, დაბადებული 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი #1----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლევი, მცხოვრები თბილისში, ს------–----------–-–--------------–---–--------ში, ამჟამად პატიმარი
კვალიფიკაცია და დისპოზიცია: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტი და მე-6 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტი - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, არაერთგზის; სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა‘‘, ,,დ‘‘ ქვეპუნქტები და მე-5 ნაწილის ,,ა“, ,,დ‘‘ ქვეპუნქტები - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება, არაერთგზის (სამი ეპიზოდი); სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტი და მე-5 ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტი - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება, არაერთგზის (ორი ეპიზოდი)
თარჯიმანი - ე-–---------------
სხდომის სახე: ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი :
სასამართლომ დაადგინა:
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღებისთვის ნასამართლევმა ნ---------–--–---მა 2017 წლის 16 სექტემბერს, თბილისში, ს------–----------–-–--------------–---–--------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, დიდი ოდენობით, 0,234 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი‘‘, 300 ლარის სანაცვლოდ, უკანონოდ გაასაღა ა-–---------------------ზე, რაც, ამ უკანასკნელის თანხმობით, იმავე დღეს იქნა ამოღებული ა-–--------------------ისგან, შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ, თბილისში, რ------------------–--–------ის მიმდებარე ტერიტორიაზე.
2017 წლის 22 სექტემბერს, ნ---------–--–---მა, თბილისში, ს------–----------–-–--------------–---–--------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, დიდი ოდენობით, 0,2595 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი‘‘ კვლავ უკანონოდ გაასაღა ა-–---------------------ზე, რაც, მისივე თანხმობით, იმავე დღეს იქნა ამოღებული ა-–--------------------ისგან, შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ, თბილისში, რ------------------–--–------ის მიმდებარე ტერიტორიაზე.
2017 წლის 26 სექტემბერს, ნ---------–--–---მა, იმავე ტერიტორიაზე, თბილისში, ს------–----------–-–--------------–---–--------ის მიმდებარედ, დიდი ოდენობით, 0,2424 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი‘‘ კვლავ უკანონოდ გაასაღა ა-–---------------------ზე, რაც, მისივე თანხმობით, იმავე დღეს იქნა ამოღებული ა-–--------------------ისგან, შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ, თბილისში, რ------------------–--–------ის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ნ---------–--–---მა, ასევე, უკანონოდ შეიძინა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 11,111265 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი‘‘ და 1,124072 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,მორფინი‘‘ (მარილი), საიდანაც ნაწილს ინახავდა პირადად, ნაწილს - საკუთარი მართვის ქვეშ მყოფ ,,ჰონდას‘‘ მარკის ავტომანქანაში, ნაწილს - თბილისში, ს------–----------–-–--------------–---–--------ში მდებარე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში.
2017 წლის 2 ოქტომბერს აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები ამოღებულ იქნა შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ, თბილისში, რ------------------–--–------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნ---------–--–---ის პირადი და მისი კუთვნილი, ,,ჰონდას‘‘ მარკის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, და თბილისში, ს------–----------–-–--------------–---–--------ში მდებარე, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო
შეძენა, შენახვა და გასაღება, არაერთგზის
საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ ჯ------------ის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს ა-–---------------------, რომელმაც ითანამშრომლა გამოძიებასთან და პროკურორის დადგენილებით გათავისუფლდა დაკავებიდან, რათა მომხდარიყო ნარკოტიკული საშუალებების რეალიზატორის დაკავება. ა-–--------------------ის მიერ საკონტროლო შესყიდვები ხორციელდებოდა პირადად მისი ზედამხედველობით. ნარკოტიკული საშუალების შესასყიდად წასული ა-–--------------------- მაქსიმალური ვიზუალური კონტროლის ფარგლებში ჰყავდათ, ძირითად შემთხვევაში, თვითონ ეჯდა მანქანაში, მის გამოსვლას ელოდებოდნენ შორიახლოს. შემდეგ ხდებოდა მის მიერ ნაყიდი ნარკოტიკული საშუალების ამოღება და თანმდევი ღონისძიებები.
ამავე დეპარტამენტის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ მ-----–-----------–--ის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების მიხედვით, 2017 წლის 16 სექტემბერს, თანამშრომლებთან - მ-----–------–---–თან და ჯ------------ესთან ერთად, შეაჩერა ა-–---------------------, რომელსაც ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისგან ამოღებულ იქნა მომწვარბოლოებიანი, 2 წონაკად დაფასოებული მასა. აღნიშნულის შემდეგ ა-–--------------------- დააკავეს ბრალდებულის სახით. მან პირად საუბარში განაცხადა, რომ ნარკოტიკული საშუალება შეიძინა ფ-------–-–ი, ვინმე ჯ--–--–---ისგან, და გამოხატა გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი.
მოწმე ა-–--------------------ის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, ნ---------–--–---ი გაიცნო, როდესაც მის მეგობარს მიჰყიდა მანქანა, რის შემდეგაც მისგან პირადი მოხმარებისთვის ყიდულობდა ხოლმე ნარკოტიკულ საშუალებებს. 2017 წლის 16 სექტემბერს დააკავეს თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, და ამოუღეს 2 ცალი წონაკი, რა დროსაც ნებაყოფლობით, საკუთარი ინიციატივით, გამოთქვა თანამშრომლობის სურვილი. შესაბამისად, აღჭურვეს ვიდეოაპარატურით და გზიდანვე დაურეკა ნ---------–--–---ს. ფ-------–-–ი, ადგილზე მისვლაც, ასევე, ტელეფონით შეატყობინა მას. პოლიციამ მიაცილა რუსთავის გზატკეცილამდე, საიდანაც ჯ--–--–---ის სახლამდე 100-150 მეტრია. ნ---------–--–---ი გამოვიდა, გააფრთხილა, მანქანაში დალოდებოდა, და შევიდა გვერდით ბინაში. 1-2 წუთში, დაძახების შემდეგ, მივიდა მასთან და მიაწოდა გამომძიებლის მიერ გადაცემული, 3 ცალი 100 ლარიანი კუპიურა, რის სანაცვლოდაც, ნ---------–--–---მა გადასცა 2 ცალი წონაკი.
ამის შემდეგ უკვე, 2017 წლის 21 სექტემბერს შეისყიდა ნარკოტიკული საშუალება ნ---------–--–---ისგან ისევ ფ-------–-–ი, გ-------–---–--------ის მიმდებარედ. როდესაც მივიდა, ნ---------–--–---ი იჯდა მანქანაში, დაკავებული იყო, და მეუღლეს დაავალა, მიეცა მისთვის ,,ჰეროინის‘‘ 2 ცალი წონაკი. მეუღლე შევიდა სახლში, გამოვიდა და ა-–---------------------ს გადასცა 2 წონაკი, თანხაც, შესაბამისად, მის ცოლს - ლ---–-ს მიაწოდა. პირადად ნ---------–--–---ს მისთვის ამ დღეს ნარკოტიკული საშუალება არ გადაუცია.
ანალოგიურად შეისყიდა ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი‘‘ 2017 წლის 22 სექტემბერს. იმავე მისამართზე მივიდა თავისი მანქანით, პოლიციელიც თან ახლდა, რომელიც ადგილზე მისვლისას სხვა მანქანაში გადაჯდა და ელოდებოდნენ გარეთ, სახლამდე 2 წუთის სავალზე. ა-–--------------------ის მანქანასთან მეორე მხრიდან მივიდა ნ---------–--–---ი, რომელსაც მიაწოდა თანხა, რაც ნ----მა თავის ეზოში გადააგდო და, სავარაუდოდ, მეუღლეს უთხრა, რომ 2 წონაკი ჩაედო სიგარეტის კოლოფში. ცოტა ხანში ნ---------–--–---მა დაუბრუნა სიგარეტის კოლოფი, რომელშიც უკვე იყო ,,ჰეროინის‘‘ წონაკები.
2017 წლის 26 სექტემბერსაც იმავე მისამართზე მივიდა. ნ---------–--–---ი იჯდა თავის ეზოში. უთხრა, რომ 2 ცალის ყიდვა უნდოდა და მიაწოდა თანხა. ნ----მა სთხოვა, მოეცადა, რადგან რაღაც მოძრაობა შეინიშნებოდა მიმდებარედ. ცოტა ხანში დაუძახა, მიაწოდა პარკში შეფუთული 2 წონაკი ,,ჰეროინი‘‘. ნ----ს სთხოვა, ერთი წონაკი გამოეცვალა, რადგან პატარა იყო, რაზეც ჯ--–--–---ი დათანხმდა და სახლიდან გამოუტანა უფრო დიდი ზომის წონაკი. ყველა შემთხვევაში ჩართული ჰქონდა კამერა შესყიდვის მომენტში და მერე თიშავდა. არც ერთ შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს მისთვის არ უთქვამთ, რომ კამერა სულ ჩართული ჰქონოდა. არც ნ---------–--–---ის მიერ გადაცემული პარკები გაუხსნია, ვინაიდან დავალებას ასრულებდა და, შესაბამისად, არც მისი შეცვლა მომხდარა მის მიერ.
ა-–--------------------ის 2017 წლის 16 სექტემბრის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, მისგან ამოღებულ იქნა ორი ცალი, მცირე ზომის, მწვანე ფერის პოლიეთილენის პარკის წონაკი, თავზე მომწვარი სახით, თითოეულში ფხვნილისებრი მასით.
ქიმიური ექსპერტიზის 2017 წლის 16 სექტემბრის #1--------------- დასკვნის თანახმად, ა-–--------------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული, ორ ცალად დაფასოებული, მოყავისფრო ნივთიერება, საერთო წონით 0,4135 გრამი, წარმოადგენს კუსტარული წესით დამზადებულ, ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინის‘‘ შემცველ ნარევს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის‘‘ წონა შეადგენს 0,1448 გრამს.
ფულადი თანხის გადაცემის შესახებ 2017 წლის 16 სექტემბრის ოქმის თანახმად, ა-–---------------------ს, საკონტროლო შესყიდვის მიზნით, გადაეცა 3 ცალი 100 ლარიანი კუპიურა.
2017 წლის 16 სექტემბერს განხორციელებული ფარული ვიდეოჩანაწერის თანახმად, მამაკაცი გადაადგილდება მანქანით, რომელსაც აჩერებს ბლოკით აშენებულ ღობესთან, გადადის და ტელეფონზე საუბრობს, შემდეგი სიტყვებით: ,,აქა ვარ, აქა‘‘, ,,ორი, ორი დიდი‘‘. ცოტა ხანში გამოჩნდება მეორე მამაკაცი, რომელსაც თეთრი ფერის უმკლავო მაისური აცვია და გაუმართავად საუბრობს ქართულად. შემდეგ ეს მამაკაცი გადაძვრება ღობეზე, რომელზეც იასამნისფრად აწერია ,,1‘‘ და ჭიშკარიც იასამნისფრადაა შეღებილი. პირველი მამაკაცი ბრუნდება მანქანაში და გადათვლის 3 ცალ 100 ლარიან კუპიურას. მეორე მამაკაცი ჭიშკრის შიდა მხრიდან ეძახის, სად არის. პირველი მამაკაცი მიუახლოვდება ჭიშკარს, სადაც ღობესა და ჭიშკარს შორის ჩანს მეორე მამაკაცი, ,,აჰა, სამია‘‘, რის სანაცვლოდაც, მეორე მამაკაცი აძლევს 2 ცალ ლურჯ პატარა შეკვრას. შემდეგ მამაკაცი ჯდება ისევ მანქანაში, ხელისგულზე იყრის ლურჯ შეკვრებს, კიდევ ერთხელ ამოწმებს, ინახავს და ძრავს მანქანას.
2017 წლის 16 სექტემბრის ამოღების ოქმის თანახმად, თბილისში, რ------------------–--–-------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა-–--------------------ისგან ამოღებულ იქნა მის მიერ ნებაყოფლობით წარდგენილი, ფარული საგამოძიებო მოქმედების, საკონტროლო შესყიდვის დროს, ნ---------–--–---ისგან შეძენილი, ლურჯი ფერის პოლიეთილენის პარკის ორი ცალი მცირე წონაკი, მათში არსებული ფხნილისებრი მასით.
ქიმიური ექსპერტიზის 2017 წლის 17 სექტემბრის #1--------------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილ, პოლიეთილენის ნაჭრებში ორ ცალად დაფასოებული, მოყავისფრო ფხვნილისებრი ნივთიერება, საერთო წონით 0,67 გრამი, წარმოადგენს კუსტარულად დამზადებულ, ,,ჰეროინის‘‘ შემცველ ნივთიერებას, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის‘‘ საერთო ოდენობაა 0,234 გრამი.
ფულადი თანხის გადაცემის შესახებ 2017 წლის 21 სექტემბრის ოქმის თანახმად, ა-–---------------------ს, საკონტროლო შესყიდვის მიზნით, გადაეცა 3 ცალი 100 ლარიანი კუპიურა.
2017 წლის 21 სექტემბერს განხორციელებული ფარული ვიდეოჩანაწერის თანახმად, მამაკაცი გადადის მანქანიდან, მოძრაობს ქუჩაში, შემდეგ შედის კერძო სახლის ეზოში, ისმის ქალის ხმა: ,,რა გინდა?‘‘ შემდეგ ქალი შედის სახლში. მამაკაცი მოძრაობს ეზოში. ქალი გამოდის და მამაკაცს აწვდის გაურკვეველ ნივთს. ამის შემდეგ კადრში ჩანს, რომ მამაკაცს ხელში უჭირავს 2 ცალი ლურჯი ფერის ე.წ. ბაში.
2017 წლის 21 სექტემბრის ამოღების ოქმის თანახმად, ა-–--------------------ის მიერ წარდგენილ იქნა მის მიერ ნ---------–--–---ისგან შეძენილი, 2 ცალი ლურჯი ფერის პოლიეთილენის პარკი, თავზე მომწვარი სახით, მათში მოთავსებული ფხვნილისებრი მასით.
ფულადი თანხის გადაცემის შესახებ 2017 წლის 22 სექტემბრის ოქმის თანახმად, ა-–---------------------ს, საკონტროლო შესყიდვის მიზნით, გადაეცა 3 ცალი 100 ლარიანი კუპიურა.
2017 წლის 22 სექტემბერს განხორციელებული ფარული ვიდეოჩანაწერის თანახმად, კერძო დასახლებაში სახლებს შორის გზაზე გაჩერებულია ორი მსუბუქი ავტომანქანა, ერთ-ერთისკენ მიდის მამაკაცი და მომლოდინე მამაკაცს ეუბნება, რომ ჩაჯდეს მანქანაში (საუბრობს გაუმართავი ქართულით). მამაკაცები სხდებიან წინა სავარძელზე. ერთი მამაკაცი აწვდის ფულს (რამდენიმე 20 ლარიანს) და მეორე მამაკაცი გადადის მანქანიდან. ეზოში მიმართავს ლ---–-ს, რომ 2 ცალი გადმოყაროს. ქალბატონი ეზოდან უგდებს სიგარეტის კოლოფს. მამაკაცი მიდის მანქანასთან და უგდებს მანქანაში ქალბატონის მიერ გადმოგდებულ სიგარეტის კოლოფს, რომლიდანაც მანქანაში მჯდომი მამაკაცი იღებს ორ პატარა შეკვრად შეფუთულ ნარკოტიკს და სთხოვს ერთ-ერთის გამოცვლას, სიმცირის გამო, რაზეც მეორე მამაკაცი არწმუნებს, რომ ორივე ერთნაირია, რის შემდეგაც ავტომანქანა ტოვებს იქაურობას.
2017 წლის 22 სექტემბრის ამოღების ოქმის თანახმად, თბილისში, რ------------------–--–-------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა-–--------------------ისგან ამოღებულ იქნა მის მიერ წარდგენილი, ორი ცალი ლურჯი ფერის პოლიეთილენის პარკის წონაკი, თავზე მომწვარი სახით, თითოეულში არსებული ფხნილისებრი მასით.
ფულადი თანხის გადაცემის შესახებ 2017 წლის 26 სექტემბრის ოქმის თანახმად, ა-–---------------------ს, საკონტროლო შესყიდვის მიზნით, გადაეცა 3 ცალი 100 ლარიანი კუპიურა.
2017 წლის 26 სექტემბერს განხორციელებული ფარული ვიდეოჩანაწერის თანახმად, მამაკაცი გადაადგილდება ფეხით. მეორე მამაკაცი, რომელიც ჩანს ჭიშკრის კუთხეში, ინტერესდება, რატომაა ფეხით, რაზეც პირველი პასუხობს, რომ მანქანა იქით დატოვა. უახლოვდება ჭიშკარს, სადაც ელოდება მეორე მამაკაცი. შედიან საცხოვრებელი სახლის ეზოში, სადაც ჩანს ერთი პატარა სახლი და ორი ავტომობილი. მეორე მამაკაცი ეკითხება; ,,რამდენი ცალი გინდა?‘‘ პასუხობს, რომ უნდა 2 ცალი და აძლევს ქაღალდის რამდენიმე კუპიურას. მამაკაცი, რომელიც ზის ჭიშკრის ზღურბლზე, ჯიბიდან იღებს ყვითელი პარკით შეფუთულ, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებას, და დებს მიწაზე. ეუბნება, რომ სერიოზული ფაქტია ორივე. მამაკაცი იღებს ყვითლად შეფუთულ ორ პატარა პარკს. იწუნებს და ეუბნება, რომ ეს ძაან პატარაა. უკან აძლევსს ორივე პატარა პარკს. შემდეგ გადიან ეზოდან. მეორე მამაკაცი ეუბნება, რომ გარეთ დაელოდოს, კეტავს ეზოს ჭიშკარს და შედის მეორე საცხოვრებელი სახლის ეზოში. ისევ გამოდის და გრძელდება დიალოგი, ეუბნება, რომ კარგად ნახოს მანქანაში, ერთი ცალი მანქანაში ჩავარდა, წეღან რომ მისცა, ერთი ცალი დაიკარგა. ეუბნება, რომ ნახავს. მამაკაცი მიმართავს ს--------ს, რომ იჩქაროს. თვითონ რჩება ჭიშკართან, ხოლო მამაკაცი, რომელიც მივიდა, აგრძელებს მოძრაობას ქუჩაში.
2017 წლის 26 სექტემბრის ამოღების ოქმის თანახმად, ა-–--------------------ისგან ამოღებულ იქნა მის მიერ წარდგენილი, ორი ცალი წონაკი, ერთი ცალი ყვითელი ფერის პოლიეთილენის პარკის, მეორე - მწვანე ფერის პარკი, მათში არსებული ფხნილისებრი მასით.
ქიმიური ექსპერტიზის 2017 წლის 29 სექტემბრის #1--------------- დასკვნის თანახმად:
- ექსპერტიზაზე წარდგენილ, 2017 წლის 21 სექტემბერს ა-–--------------------ისგან ამოღებულ, ლურჯი ფერის პოლიეთილენის მილღობილთავიან ნაჭრებში 2 ცალად დაფასოებული, მოყავისფრო ფხვნილისებრი ნივთიერება, საერთო წონით 0,43 გრამი, წარმოადგენს კუსტარულად მიღებულ, ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინის‘‘ შემცველ ნივთიერებას, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის‘‘ საერთო ოდენობაა 0,1763 გრამი;
- 2017 წლის 22 სექტემბერს ა-–--------------------ისგან ამოღებულ, ცისფერ პოლიეთილენის მილღობილთავიან ნაჭრებში 2 ცალად დაფასოებული, მოყავისფრო ფხვნილისებრი ნივთიერება, საერთო წონით 0,46 გრამი, წარმოადგენს კუსტარულად მიღებულ, ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინის‘‘ შემცველ ნივთიერებას, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის‘‘ საერთო ოდენობაა 0,2595 გრამი;
- 2017 წლის 26 სექტემბერს ა-–--------------------ისგან ამოღებულ, ყვითელ და მწვანე ფერის პოლიეთილენის მილღობილთავიან ნაჭრებში 2 ცალად დაფასოებული, მოყავისფრო ფხვნილისებრი ნივთიერება, საერთო წონით 0,65 გრამი, წარმოადგენს კუსტარულად მიღებულ, ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინის‘‘ შემცველ ნივთიერებას, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის‘‘ საერთო ოდენობაა 0,2424 გრამი;
- 2017 წლის 21, 22 და 26 სექტემბერს ამოღებული, ,,ჰეროინის‘‘ შემცველი ნივთიერებები, საერთო წონით 1,54 გრამი, განსხავავდება ნარკოტიკული ნივთიერების პროცენტული შემცველობით, მათში ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის‘‘ საერთო ოდენობაა 0,6782 გრამი.
ექსპერტებმა - ი-----------ამ და პ-------–--–---–--ემ სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს მათ მიერ 2017 წლის 17 სექტემბერსა და 29 სექტემბერს გაცემული #1--------------- და #1--------------- დასკვნების სისწორე და განმარტეს, რომ, გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე, ჩაატარეს წარდგენილი ნივთიერებების ვიზუალური დათვალიერება და ინსტუმენტული კვლევა, თვისებითი ანალიზი, ასევე, თხელფენოვანი ქრომატოგრაფიული კვლევა და დაადგინეს კუსტარული წესით დამზადებული ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის‘‘ შემცველობა, ასევე, გამოვლინდა არანარკოტიკული მინარევების პიკები. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები არ იყო ზუსტად იდენტური, ამოღებული ნივთიერებები განსხვავდებოდა ერთმანეთისგან ნარკოტიკული საშუალების პროცენტული შემადგენლობით, რაც გულისხმობს იმას, რომ სუფთა ,,ჰეროინი‘‘ ძალიან იშვიათია და გასაბევრებლად ერევა სხვადასხვა ნივთიერება, რის გამოც მასში ნარკოტიკის პროცენტული რაოდენობაც არის განსახვავებული.
ბრალდებულმა ნ---------–--–---მა თავი არ ცნო დამნაშავედ ნარკოტიკული საშუალების გასაღებაში და განმარტა, რომ ა-–--------------------- გაიცნო დაკავებამდე 2-3 თვით ადრე, რა დროსაც მისგან იყიდა მანქანა. შემდეგში დააპირა მანქანის გაყიდვა, რაც არ ხერხდებოდა, რადგან ბანკში იყო ჩადებული. ა-–---------------------ს უთხრა, მისულიყო, დაებრუნებინა თანხა და წაეყვანა თავისი მანქანა. სწორედ ამის გამო დადიოდა დ-------- მასთან. სხვა არანაირი კავშირი არ ჰქონია და არც ნარკოტიკი მიუყიდია, არც ფული გამოურთმევია და არც ნარკოტიკი გადაუცია. ა-–---------------------მ შური იძია მასზე, რადგან სთხოვდა მანქანისა უკან დაბრუნებას და თავის ფულს.
ფონოსკოპიური ექსპერტიზის 2018 წლის 12 აპრილის #7---- დასკვნით დადგენილია და სასამართლო სხდომაზე ექსპერტებმა - ე------------–-–---–მა და დ--------------–---–მაც დაადასტურეს, რომ აუდიოგრამებზე და ვიდეოგრამებზე არსებულ აუდიონაწილს მონტაჟის კვალი არ აღენიშნება; ჩანაწერებზე საიდენტიფიკაციო გამოკვლევა პიროვნების ხმისა და მეტყველების მიხედვით ვერ ხერხდება, ვინაიდან ვერ აკმაყოფილებს არსებულ მეთოდიკაში მითითებულ საჭირო მოთხოვნას - რეპრეზენტატულობას. ჩანაწერის რეპრეზენტატულობა მთავარი პირობაა ჩანაწერის მიხედვით პიროვნების საიდენტიფიკაციოდ. ჩანაწერი არ არის რეპრეზენტატული, ანუ არ გააჩნია დამაკმაყოფილებელი ხარისხი და ხანგრძლივობა პიროვნების თავისუფალი მეტყველების ჩანაწერისა.
2017 წლის 26 ოქტომბრის დათვალიერების ოქმის თანახმად, გამომძიებელ ჯ------------ის მიერ, მ-----–------–---–თან ერთად, შს სამინისტროს ვებგვერდზე www.pol.ge/icmia, დათვალიერდა ნ---------–--–---ის (პ/ნ 1----------) პირადი მონაცემები, რა დროსაც მასზე დართული სურათი გადატანილ იქნა CD-R დისკზე, რომელსაც მიენიჭა სახელი ,,1‘‘, ასევე, ამავე CD-R დისკზე, იმავე ვებგვერდის ველიდან ,,იზოლატორი‘‘ გადატანილ იქნა სურათი და მიენიჭა სახელი ,,იზოლატორი‘‘. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ-----–------–---–მა დაადასტურა აღნიშნულ მოქმედებაში მონაწილეობა.
ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეო ტექნიკური ექსპერტიზის 2018 წლის 21 მარტის #--------- დასკვნით დადგენილია, რომ ლაზერულ დიკებზე არსებულ ვიდეოგრამებს არ აღენიშნება მონტაჟის ნიშნები; #1-#4 ვიდეოგრამებიდან ამოღებულ ფოტოსურათებზე (ფოტო #7-10) დაფიქსირებული პირის გამოსახულება ვარგისია იდენტიფიცირებისთვის; #5 ლაზერულ დისკზე არსებულ ფოტოსურათებზე (ფოტო #11 და #12) დაფიქსირებული პირის გამოსახულება იდენტიფიკაციისთვის ვარგისია; ლაზერულ დისკებზე არსებულ #1-#4 ვიდეოგრამებიდან ამოღებულ ფოტოსურათებზე და #5 ლაზერულ დისკზე არსებულ ნ---------–--–---ის ფოტოსურათებზე, სახელწოდებით ,,1.jpg‘‘ და ,,იზოლატორი‘‘, გამოსახულია ერთი და იგივე პიროვნება.
აღნიშნული დასკვნის შინაარსი და სისწორე საქმის არსებითი განხილვისას დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გიორგი ხ------–---–მა, რომელმაც განმარტა, რომ წარედგინა 5 ცალი დალუქული პაკეტი, რომელთა გამოკვლევის შედეგად უნდა გაეცა პასუხი კითხვებზე, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად საკონტროლო შესყიდვების ვიდეოჩანაწერების DVD დისკებს აღენიშნებოდა თუ არა მონტაჟის კვალი და ფორმა 1-დან ამოღებულ და დროებითი მოთავსების იზოლატორის ბაზიდან ამოღებულ ფოტოსურათებზე არსებულ გამოსახულებაზე ფიქსირდებოდა თუ არა ნ---------–--–---ი, დადებით შემთხვევაში, რომელში. წარდგენილი იყო 5 პაკეტი, რომელთაგან 4 პაკეტში მოთავსებული იყო 4 ცალი ლაზერული დისკი, რომლებზეც ჩაწერილი იყო თითო ვიდეოგრამა. აღნიშნული ვიდეოგრამებიდან მოხდა ფოტოსურათების ამოღება, რაც შეადარა მე-5 პაკეტში არსებულ ნ---------–--–---ის ფოტოსურათს და დაადგინა, რომ ვიდეოგრამებიდან ამოღებულ და #5 ლაზერულ დისკზე არსებული გამოსახულება ერთი და იგივე პიროვნება, ნ---------–--–---ი იყო.
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 10 იანვრის განაჩენით, რაც ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 30 მარტის განაჩენით, ნ---------–--–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღებისათვის, და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 8----------–ის განჩინებით ნ---------–--–---ს, ,,ამნისტიის შესახებ‘‘ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე, შეუმცირდა სასჯელი და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური სტანდარტი ავალდებულებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობები, სათანადოდ აწონოს ისინი და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილისა და 33-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ უდანაშაულობის პრეზუმფციას. აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმებით დადგენილია, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებელია ბრალდებულის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების დამდგენი მტკიცებულებების ერთობლიობის არსებობა. ამასთან, ეს მტკიცებულებები უნდა იყოს უტყუარი, არ უნდა ტოვებდეს ეჭვს კონკრეტული გარემოების თაობაზე, უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი. მათმა ერთობლიობამ უნდა გადალახოს ობიექტური პირის გონივრული ეჭვის ბარიერი, რომ შესაძლოა ბრალად წარდგენილი ქმედება ბრალდებულის მიერ არ იყოს ჩადენილი და უნდა იძლეოდეს კატეგორიული მტკიცების საშუალებას, რომ ბრალად წარდგენილი ქმედება ეჭვს გარეშე ბრალდებულის მიერ არის ჩადენილი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ ,,გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას... ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში‘‘ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, #1/1/548; 22/01/2015; §41).
მოცემულ შემთხვევაში, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე, უტყუარად ვერ იქნა დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოება, რაც მითითებულია ნ---------–--–---ის მიმართ გამოტანილ, პირის ბრალდების შესახებ დადგენილების იმ ნაწილში, რომლითაც მას ბრალად აქვს შერაცხული 0,1448 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის‘‘ უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება ა-–---------------------ზე 2017 წლის 16 სექტემბერს, ამ უკანასკნელის ბრალდებულის სახით დაკავებამდე.
2017 წლის 16 სექტემბრის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ა-–--------------------ისგან ამოღებულ იქნა ორი ცალი მცირე ზომის, მწვანე ფერის პოლიეთილენის პარკის წონაკი, თავზე მომწვარი სახით, თითოეულში ცალ-ცალკე ფხვნილისებრი მასით. ამავე ოქმში, შენიშვნის სახით, დაფიქსირებულია, რომ ამოღებული მასა ეკუთვნის მას, რაც იმავე დღეს, 150 ლარის სანაცვლოდ, შეიძინა სოფელ ფ-------–-–ი ნ---------–--–---ისგან. იმავე დღეს იგი გამოთქვამს გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილს, ნარკოტიკული საშუალების გამსაღებლის მხილების კუთხით, და იწყება მისი ჩართულობა ოპერატიულ საქმიანობაში, პოლიციის თანამშრომლების ზედამხედველობით.
ის, რომ პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება შეიძინა ნ---------–--–---ისგან, ა-–---------------------მ დაადასტურა სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაშიც. იგივე გადმოსცეს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმაც, თუმცა ამ ეპიზოდთან მიმართებით თითოეული პოლიციელის ჩვენება არის არაპირდაპირი, არც ერთი მათგანი ამ ფაქტთან მიმართებით არ არის პირველწყარო და ეყრდნობა მხოლოდ და მხოლოდ ა-–--------------------ის მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას. სხვა რაიმე სახის მტკიცებულება, რაც ასახავს და იქნება ინფორმაციული ა-–--------------------ის დაკავებამდე ნ---------–--–---ის მიერ მისთვის ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის‘‘ მიყიდვის ფაქტთან დაკავშირებით, სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა.
სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს მინიმუმ ორი მტკიცებულების არსებობას, რომლებიც ობიექტურ, ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი კონკრეტულ ეპიზოდთან მიმართებით იწვევს ეჭვს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში და ბადებს გონივრულ კითხვებს, რის გამოც ნ---------–--–---ი უნდა გამართლდეს 2017 წლის 16 სექტემბერს 0,1448 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის‘‘ შეძენა-შენახვისა და გასაღების გამო წარდგენილ ბრალდებაში.
ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული, ასევე, ნ---------–--–---ის მიერ ა-–---------------------ზე 2017 წლის 21 სექტემბერს 0,1763 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის‘‘ შემცველი ნივთიერების გასაღება და, შესაბამისად, აღნიშნულის შეძენა და შენახვა, შემდეგ გარემოებათა გამო:
ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველ ვიდეოჩანაწერში, რაც მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ და დემონსტრირებულ იქნა საქმის არსებითი განხილვისას, ასახულია ა-–--------------------ის მიერ ნარკოტიკული ნივთიერების შეძენის ფაქტი თბილისში, ს------–----------–-–--------------–---–--------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში. აღნიშნული ჩანაწერის თანახმად, ა-–--------------------- შედის ეზოში, რა დროსაც ისმის ქალის ხმა: ,,რამდენი გინდა, ორი?‘‘ და ქალი შედის სახლში. ა-–--------------------- მოძრაობს ეზოში, ქალი გამოდის სახლიდან და აწვდის მას გაურკვეველ ნივთს. ამის შემდეგ კადრში ჩანს, რომ მამაკაცს ხელში უჭირავს 2 ცალი ლურჯი ფერის ე.წ. ბაში. ამ საკონტროლო შესყიდვას უკვე მოსდევს ნარკოტიკული საშუალების ამოღება. უარყოფა იმისა, რომ ა-–---------------------მ ნარკოტიკული საშუალება შეიძინა, შეუძლებელია, რამდენადაც საკონტროლო შესყიდვას თან სდევდა ა-–--------------------ისგან მისთვის გადაცემული საგნის ამოღება, და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია, რომ აღნიშნული ნივთიერება წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის‘‘ შემცველ ნივთიერებას, თუმცა აღნიშნულ ჩანაწერში არსად ფიგურირებს უშუალოდ ნ---------–--–---ი. ის გარემოება, რომ ქალმა ა-–---------------------ს ნარკოტიკული საშუალება გადასცა ნ---------–--–---ის დავალებით, არ დასტურდება სასამართლოში გამოკვლეული ვიდეოჩანაწერით.
სასამართლო ხაზს უსვამს მოწმე ა-–--------------------ის სასამართლოში მიცემულ ჩვენებას, რომლის თანახმადაც, 2017 წლის 21 სექტემბერს, ფ-------–-–ი, გ-------–---–--------ის მიმდებარედ, ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვისას, ნ---------–--–---ი დაკავებული იყო, არ ეცალა და ა-–--------------------ისთვის ,,ჰეროინის‘‘ 2 ცალი წონაკის გადაცემა დაავალა მეუღლეს, რომელიც შევიდა სახლში, გამოვიდა და გადასცა 2 წონაკი, თანხაც შესაბამისად, მის ცოლს - ლ---–-ს მიაწოდა. ა-–---------------------მ ნათლად განაცხადა, რომ იმ დღეს არც თანხა გადაუცია ნ---------–--–---ისთვის და არც პირადად მას მიუცია ნარკოტიკული საშუალება მისთვის, ხოლო ის ფაქტი, რომ ნარკოტიკის მისთვის გადაცემა მეუღლეს ნ---------–--–---მა დაავალა, დასტურდება მხოლოდ ა-–--------------------ის ჩვენებით, რაც არასაკმარისია.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული ნ---------–--–---ის მიერ ა-–---------------------ზე 2017 წლის 21 სექტემბერს ნარკოტიკული საშუალების გასაღების და, შესაბამისად, მისი უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტი. წარმოდგენილი და განხილული მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა 2017 წლის 21 სექტემბერს ა-–--------------------ისგან ამოღებული, 0,1763 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის‘‘ ნ---------–--–---ის მიერ შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტი. შესაბამისად, არ არსებობს ამ ეპიზოდში მისი მსჯავრდების საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებდა ნ---------–--–---ის მიერ ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის შეძენა-შენახვასა და გასაღებაში 2017 წლის 16 სექტემბრის პირველ ეპიზოდში და 2017 წლის 21 სექტემბრის ეპიზოდში.
ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის არსებითი განხილვისას, მხარეთა მონაწილეობით დაკითხული მოწმეების სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებებით, რომელთა დიდი უმრავლესობა პირდაპირ მტკიცებულებებს წარმოადგენს მათ მიერ სასამართლოსთვის მიწოდებულ ფაქტებთან დაკავშირებით, გამოკვლეული წერილობითი მტკიცებულებებითა და დაცვის მხარის მიერ უდავოდ გამხდარი ნივთიერი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ნ---------–--–---ის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტები 2017 წლის 16 სექტემბერს (მე-2 ეპიზოდი), 22 სექტემბერსა და 26 სექტემბერს.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43). ამდენად, სასამართლო იმსჯელებს საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ იზიარებს მათ.
სასამართლოს არ აქვს არანაირი საფუძველი, ეჭვი შეიტანოს დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებში, რადგან მათი მხრიდან ნ---------–--–---ისთვის დანაშაულის დაბრალების მოტივი და რაიმე პირადი ინტერესი საქმის სასამართლო განხილვის დროს დადგენილი არ ყოფილა, მით უფრო, რომ, ა-–--------------------ის გარდა, არც ერთ მოწმეს არ აკავშირებს პირადი ნაცნობობა და ურთიერთობა მასთან, რაც გამორიცხავს მისი დასჯით დაინტერესების მოტივს. მათმა ნაწილმა განაცხადა, რომ ნ---------–--–---ის შესახებ შეიტყო ა-–--------------------ისგან, მისი ჩხრეკა-დაკავების შემდგომ. სასამართლოში საგამოძიებო მოქმედებების მონაწილე გამომძიებლების დაკითხვისას არ გამოვლენილა რაიმე ისეთი გარემოება, რაც მათი საქმის შედეგით დაინტერესებულობაზე, არასანდოობასა და არაგულწრფელობაზე მიანიშნებდა.
ნიშანდობლივია ა-–--------------------ისგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების როგორც სახეობა, ისე - მათი შენახვის წესი, რაშიც სასამართლო მოიაზრებს შეფუთვის ხასიათს. თითოეული წონაკი, ე.წ. ბაში, შეფუთულია პოლიეთილენის პარკებში და ყველა მათგანს თავი აქვს მომწვარი. აღნიშნული მიანიშნებს შემნახველის ერთ ხელწერაზე და რთულია უარყოფა იმისა, რომ ნარკოტიკული საშუალებები დაფასოებულია ერთი და იგივე პირის მიერ. ეს პირი რომ ნამდვილად ნ---------–--–---ია, დადასტურებულია არაერთი მტკიცებულებით, მათ შორის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი მასალებით, ამოღების ოქმებითა და მოწმეთა ჩვენებებით.
საკონტროლო შესყიდვების ამსახველ ვიდეოჩანაწერებში, რომლებიც გამოკვლეულ იქნა სასამართლოში, გარდა 2017 წლის 21 სექტემბრის ეპიზოდისა, ყველა ჯერზე საუბარი (რომლის შინაარსიც მტკიცებულებების გამოკვლევისას სრულად იქნა სასამართლოს მიერ გადმოცემული) იმართება უშუალოდ ნ---------–--–---სა და ა-–---------------------ს შორის. ის ფაქტი, რომ ვიდეოჩანაწერები არ წარმოადგენს მონტაჟს, დადასტურებულია ექსპერტების -ე------------–-–---–ისა და დ--------------–---–ის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებებით. მათ მიერვე იქნა ახსნილი, თუ რატომ ვერ მოხდა პიროვნების ხმისა და მეტყველების მიხედვით საიდენტიფიკაციო გამოკვლევა.
რაც შეეხება ჰაბიტოსკოპიურ და ფოტო-ვიდეო ტექნიკურ ექსპერტიზას, აღნიშნული ექსპერტიზით უტყუარად იქნა დადგენილი, რომ ვიდეოგრამებიდან ამოღებული და #5 ლაზერულ დისკზე არსებული გამოსახულება ერთი და იგივე პიროვნება - ნ---------–--–---ი იყო. შესაბამისად, უტყუარადაა დადასტურებული, რომ ვიდეოჩანაწერებში ასახული პიროვნება, ვინც ახდენს ნარკოტიკული საშუალებების ა-–---------------------ზე გასაღებას, არის ნ---------–--–---ი.
ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზების დასკვნებით უტყუარადაა დადგენილი, ასევე, თითოეულ ჯერზე ა-–---------------------ზე ნ---------–--–---ის მიერ გასაღებული ნარკოტიკული ნივთიერების ოდენობა. კერძოდ, 2017 წლის 16 სექტემბერს გასაღებულ ნივთიერებაში ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის‘‘ ოდენობაა 0,234 გრამი, 2017 წლის 22 სექტემბერს გასაღებულ ნივთიერებაში - 0,2595 გრამი, ხოლო 2017 წლის 26 სექტემბერს გასაღებულ ნივთიერებაში - 0,2424 გრამი. თითოეულ შემთხვევაში, ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის დანართი სიის თანახმად, მითითებული ოდენობები წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის‘‘ დიდ ოდენობას.
რაც შეეხება ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის‘‘ სხვადასხვა პროცენტულ შემცველობას, ამის შესახებ სასამართლოში ისაუბეს ექსპერტებმა. კერძოდ, პ-------–--–---–--ემ აჩვენა, რომ ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს‘‘ ურევენ სხვადასხვა სახისა და რაოდენობის ნივთიერებებს, რის გამოც მათში ნარკოტიკული საშუალების განსხვავებული პროცენტული შემცველობა ფიქსირდება. ექსპერტ ი-----------ას განმარტებით, კონკრეტულ შემთხვევაში, სავარაუდოდ, ეს გამოწვეულია იმით, რომ ნარკოტიკული საშუალებები არ იყო ერთიდაიმავე ,,პარტიის‘‘.
ამასთან, დაცვის მხარემ აქცენტი გააკეთა საკონტროლო შესყიდვის დროს ვიდეოჩანაწერის ხანგრძლივობაზე, თუ რატომ არ მოხდა ა-–--------------------ის მიერ პოლიციის წარმომადგენლებთან მისვლის გადაღებაც, რითაც გაქარწყლდებოდა ეჭვი, რომ ამ უკანასკნელს არ გამოუცვლია და საკუთარი მანქანიდან არ აუღია ნარკოტიკული საშუალება. ამასთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ ა-–--------------------ის მიერ ვიდეოგადაღება განხორციელდა იმგვარად, როგორც მას დავალებული ჰქონდა, რაც დასტურდება როგორც თავად ა-–--------------------ის, ასევე, გამომძიებლის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით. ამასთან, საკონტროლო შესყიდვა ხორციელდებოდა ა-–--------------------ის მაქსიმალური ვიზუალური კონტროლით. ფარული კამერით აღჭურვამდე ხდებოდა მისი შემოწმება, რის შემდეგაც, პოლიციის თანამშრომლების თანხლებით, მიდიოდა ნ---------–--–---ის სახლთან ახლოს, დაახლოებით 100-150 მეტრის მოშორებით, ამ უკანასკნელის სახლამდე 2 წუთის სავალზე. თითოეული შესყიდვის შემდეგ ნ---------–--–---ისგან შეძენილი ნარკოტიკული საშუალების ა-–--------------------ისგან ამოღება ხდებოდა ერთსა და იმავე ადგილზე, თბილისში, რუსთავის გზატკეცილის #19-ის მიმდებარედ, სადაც ელოდებოდნენ პოლიციის თანამშრომლები ა-–---------------------ს. ამ უკანასკნელისგან ამოღებული საგნები ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში ასახული საგნების იდენტურია.
სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დაცვის მხარის პოზიციაზე, რომლის თანახმადაც, ა-–--------------------- ნაწყენი იყო ნ---------–--–---ზე, ვინაიდან იგი ფულის დაბრუნებას სთხოვდა მანქანის სანაცვლოდ და, სწორედ ამის გამო, შურისძიების მიზნით, გადაწყვიტა მისთვის დანაშაულის დაბრალება. ნ---------–--–---მა სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში ა-–---------------------სთან შეხვედრები ახსნა იმით, რომ ის თვითონ იბარებდა მას ზემოხსენებული საკითხთან დაკავშირებით. ფარულ ვიდეოჩანაწერებში დაფიქსირებულია მათი საუბარების შინაარსი შეხვედრების დროს, რომელთაგან არცერთში არ არის მინიშნებაც კი ავტომანქანისა და ფულის უკან დაბრუნებაზე. შესაბამისად, დაცვის ეს მოტივი სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება, მით უფრო, რომ, გარდა ნ---------–--–---ის ჩვენებისა, სხვა არაფრით დასტურდება, რომ მან მართლაც ა-–--------------------ისგან შეიძინა ავტომანქანა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ნ---------–--–---მა ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, არაერთგზის, და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, ე.ი. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა‘‘, ,,დ‘‘ ქვეპუნქტებითა და მე-5 ნაწილის ,,ა‘‘, ,,დ‘‘ ქვეპუნქტებით (სამი ეპიზოდი), რისთვისაც მას მსჯავრი უნდა დაედოს.
რაც შეეხება ნ---------–--–---ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტითა და მე-5 ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტით (2017 წლის 16 სექტემბრისა და 2017 წლის 21 სექტემბრის ეპიზოდებისთვის) წარდგენილ ბრალდებებს, ამ ნაწილში ის უნდა გამართლდეს, რადგან ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული ნ---------–--–---ის მიერ მითითებული დანაშაულების ჩადენა.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების
უკანონო შეძენა და შენახვა, არაერთგზის
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ბრალდებულმა ნ---------–--–---მა თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ნაწილში და სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ ბანკში იყო მისული ჯარიმის გასახდელად, როდესაც პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს და წაიყვანეს სპეციალური დანიშნულების რაზმის მანქანით, რა დროსაც ჯიბეში ჩაუდეს ნარკოტიკი. იმ მომენტში მოხმარებული ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება, ასევე, ცოტა ჰქონდა დარჩენილი შუშის ქილაში, მანქანის საჭის მხარეს. სხვა ნარკოტიკული საშუალება მანქანაში არ ჰქონია, ასევე, არ ჰქონია ნარკოტიკული საშუალებები სახლში. ის ოთახი, საიდანაც ნარკოტიკული საშუალების ამოღებას ედავებიან, არ არის მისი საძინებელი ოთახი.
ნ---------–--–---ის 2017 წლის 2 ოქტომბრის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, მისი სპორტულის სვიტერის წინა მარჯვენა გარე ჯიბიდან ამოღებულ იქნა შვიდი ცალი ყვითელი პოლიეთილენის პარკის წონაკი, თავზე მომწვარი სახით, მათში არსებული ფხვნილისებრი მასით. ასევე, სპორტული შარვლის ჯიბიდან ამოღებულ იქნა საფულე, მასში არსებული ფულადი თანხით, 1700 ლარის ოდენობით, და ჯ--–--–---ის სახელზე გაცემული პირადობის მოწმობით.
დეტექტივ-გამომძიებლების - ა-–--------------ისა და კ------------------ას სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებებით დადგენილია, რომ 2017 წლის 2 ოქტომბერს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მონაწილეობდნენ ნ---------–--–---ის პირადი ჩხრეკისა და დაკავების ღონისძიებებში. სასამართლოს განჩინება ნ---------–--–---ს თარჯიმნის მეშვეობით გააცნო გამომძიებელმა ჯ------------ემ, რის შემდეგ გაჩხრიკეს იგი და კ------------------ას მიერ ნ---------–--–---ის ტანთმოსილი, სპორტული ე.წ. სვიტრის მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა 7 ცალი პოლიეთილენის მომწვართავიანი წონაკი; შარვლის ჯიბიდან ამოიღეს საფულე, ფულადი თანხა - 1700 ლარის ოდენობით და ბარათები. ამოღებული წონაკები მაშინვე ჩაყარეს კონვერტში და დალუქეს ადგილზე. ლუქს ხელი მოაწერა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ყველა პირმა, გარდა ნ---------–--–---ისა, რომელმაც გაურკვეველი მიზეზის გამო უარი განაცხადა ხელმოწერაზე. ჩხრეკის დასრულების შემდეგ ნ---------–--–---ს განუმარტეს უფლებები და დააკავეს ბრალდებულის სახით.
ნ---------–--–---ის საცხოვრებელი სახლის 2017 წლის 2 ოქტომბრის ჩხრეკის ოქმის თანახმად, თბილისში, ს------–----------–-–--------------–---–--------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, საძინებელში არსებული კარადის უჯრიდან ამოღებულ იქნა 1 ცალი ინსულინის შპრიცი, მასში მოთავსებული სითხით; 1 ცალი ლურჯი ფერის წონაკი, თავზე მომწვარი სახით, მასში არსებული ფხვნილისებრი მასით; 1 ცალი ვერცხლისფერი ფოლგის ქაღალდი, მასში არსებული თეთრი ფერის ფხვნილისებრი მასით; 1 ცალი ყვითელი პოლიეთილენის პარკი, მასში მოთავსებული მოყავისფრო ფხვნილისებრი მასით. ამავე საძინებელში, საწოლის ლეიბის ქვემოდან ამოღებულ იქნა 19 ცალი ყვითელი ფერის პოლიეთილენის წონაკი, თავზე მომწვარი სახით, მათში არსებული ფხვნილისებრი მასით, თითოეულში ცალ-ცალკე, 13 ცალი მწვანე პოლიეთილენის წონაკი, თავზე მომწვარი სახით, მათში არსებული ფხნილისებრი მასით. ამავე ოთახში ე.წ. ტუმბოს ზედაპირიდან ამოღებულ იქნა ფულადი თანხა, 460 ლარის ოდენობით.
2017 წლის 2 ოქტომბრის ავტომანქანის ჩხრეკის ოქმის თანახმად, ნ---------–--–---ის კუთვნილ, ,,ჰონდას‘‘, სახ.#T------, მარჯვენა მხარეს, საჭის გვერდით არსებული კარის სათავსოდან ამოღებულ იქნა ერთი ცალი მინის ქილა, მასში არსებული მყარი მასით; ავტომანქანის უკანა საბარგულში, მარჯვენა მხარეს არსებული სამალავიდან, ამოღებულ იქნა 6 ცალი მწვანე პოლიეთილენის წონაკი, თავზე მომწვარი სახით, მათში არსებული ფხვნილისებრი მასით, თითოეულში ცალ-ცალკე 12 ცალი ლურჯი პოლიეთილენის წონაკი, თავზე მომწვარი სახით, მათში არსებული ფხვნილისებრი მასით, თითოეულში ცალ-ცალკე, ერთი ცალი თეთრი ფერის ქაღალდი, მასში მოთავსებული მოყავისფრო მასით; ერთი ცალი ყავისფერი ქაღალდი, მასში მოთავსებული ლურჯი ფერის პოლიეთილენის პარკი, მასში მოთავსებული თეთრი ფერის ფხვნილისებრი მასით.
დეტექტივ-გამომძიებლების - ო-–------------–--ისა და თ------------–იას სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებებით დადგენილია, რომ 2017 წლის 2 ოქტომბერს ნ---------–--–---ი იმყოფებოდა მეუღლესთან - ლ---–- კი---–--–---–თან ერთად, რომელიც, ასევე, გაიჩხრიკა და მისგან კანონსაწინააღმდეგო არაფერი ამოღებულა. შემდეგ, ლ---–- კი---–--–---–ის თანდასწრებით, ჩატარდა ნ---------–--–---ის ავტომანქანის ჩხრეკა, რა დროსაც ამოიღეს სხვადასხვა სახის წონაკები და ნივთიერებები. შემდეგ, ასევე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, გაიჩხრიკა ნ---------–--–---ის საცხოვრებელი სახლი, საიდანაც, კერძოდ, კარადის უჯრიდან და ლეიბის ქვემოდან, ამოღებულ იქნა ფხვიერი ნივთიერებები.
სასამართლო სხდომაზე დეტექტივ-გამომძიებლმა ვ--–--------------–---–მა, ასევე, დაადასტურა, რომ ფონიჭალის დასახლებაში, ო-–------------–--ესა და თ------------–იასთან ერთად, მონაწილეობდა ნ---------–--–---ის კუთვნილი, ლურჯი ფერის ავტომანქანა ,,ჰონდა ფიტისა‘‘ და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკაში. ავტომანქანის ჩხრეკისას, სალონში, მარჯვენა მხრიდან ამოღებულ იქნა შუშის მცირე ზომის ბოთლი, მასში არსებული ნივთიერებით, საბარგულის მარჯვენა მხარეს, მანქანის გვერდითა ნაწილსა და პლასტმასს შორის სამალავიდან, ამოიღეს 18 შეკვრად დაფასოებული წონაკი, თავზე მომწვარი სახით, და ორი ცალი თეთრი ფერის ქაღალდი, ფხვნილით. ნ---------–--–---ის ბინის ჩხრეკისას საძინებელი ოთახის კარადის უჯრიდან ამოღებულ იქნა ერთი ცალი ინსულინის შპრიცი, მასში არსებული სითხით, 2 წონაკი და ფოლგის ქაღალდში გახვეული თეთრი ფერის ფხვნილი. ასევე, იმავე ოთახში მდგარი საწოლიდან, ლეიბის ქვემოდან, ამოღებულ იქნა 32 შეკვრა სხვადასხვა ფერის დაფასოებული წონაკი, თითოეულში არსებული ფხვნილისებრი მასით.
ქიმიური ექსპერტიზის 2017 წლის 4 ოქტომბრის #1------------ქრ დასკვნის თანახმად,ნ---------–--–---ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული:
- თერმულად დამუშავებული, ყვითელი ფერის პოლიეთილენის 7 ცალ ნაჭერში მოთავსებული, კუსტარული წესით მიღებული, ყავისფერი ნივთიერებები, ფხვნილისა და გრანულების სახით, საერთო წონით - 9,2338 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებებს: მორფინს (მარილი) - 0,241 გრამის ოდენობით; ჰეროინს - 2,3679 გრამის ოდენობით;
ნ---------–--–---ის ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული:
- თერმულად დამუშავებული, 6 ცალ მწვანე ფერის და 12 ცალ ლურჯი ფერის პოლიეთილენის ნაჭრებში მოთავსებული, კუსტარული წესით მიღებული, ყავისფერი ნივთიერებები, ფხვნილისა და გრანულების სახით, საერთო წონით - 9,1947 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებებს: მორფინს (მარილი) - 0,248 გრამის ოდენობით; ჰეროინს - 2,2986 გრამის ოდენობით;
- თეთრი ქაღალდის ორმაგ ნაჭერში გადახვეული, კუსტარული წესით მიღებული, მოყავისფრო ფხვიერი ნივთიერება, წონით - 0,2346 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს - 0,0962 გრამის ოდენობით;
- ყავისფერი ოქროსფრით პოლიმერული მასალის ნაჭერში გადახვეული, ლურჯი პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული, მოთეთრო ფერის ფხვიერი ნივთიერება, წონით -0,2021 გრამი, შეიცავს ნივთიერება a-PVP-ს;
- უფერო გამჭვირვალე მინის ცარიელი ფლაკონის (მოთეთრო ფერის პოლიმერული მასალის ხუფით) შიდა კედლებზე და ბამბის ტამპონზე არსებული, ყავისფერი ნივთიერებების დანაშრევები შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებებს - მორფინს (მარილი) - 0,000372 გრამის ოდენობით, ჰეროინს - 0,001515 გრამის ოდენობით;
ნ---------–--–---ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული:
- თერმულად დამუშავებულ, 19 ცალ ყვითელი ფერის, 13 ცალ მწვანე ფერის, ერთ იისფერ პოლიეთილენის ნაჭრებში მოთავსებული და ერთ ყვითელ პოლიეთილენის ნაჭერში გადახვეული, კუსტარული წესით მიღებული, ყავისფერი ნივთიერებები, ფხვნილისა და გრანულების სახით, საერთო წონით - 25,3882 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებებს: მორფინს (მარილი) - 0,6347 გრამის ოდენობით; ჰეროინს - 6,34705 გრამის ოდენობით;
- ვერცხლისფერ ფოლგის ნაჭერში გადახვეული, თეთრი კრისტალური ნივთიერება, წონით - 1,1842 გრამი, არ შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებას, ფსიქოტროპულ და ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს;
- 1 მლ–ანი ერთჯერადი მოხმარების ე.წ. ინსულინის შპრიცში მოთავსებული, 1,02 მლ უფერო სითხე არ შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებას, ფსიქოტროპულ და ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს;
ნ---------–--–---ის პირადი, ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველი ყავისფერი ნივთიერებები ერთნაირია თავიანთი ორგანოლეპტიკური (შეფერილობა, კონსისტენცია) და ქიმიური მაჩვენებლებით (შემადგენელი კომპონენტების სახეობით და რაოდენობრივი შემადგენლობით) და განსხვავდებიან ნ---------–--–---ის ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული, თეთრი ქაღალდის ორმაგ ნაჭერში გადახვეული, ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველი მოყავისფრო ნივთიერებისგან ორგანოლეპტიკური და ქიმიური მაჩვენებლებით.
წარმოდგენილ ობიექტებში ნარკოტიკული საშუალებების: მორფინის (მარილი) საერთო წონა შეადგენს 1,124072 გრამს, ჰეროინის საერთო წონა შეადგენს 11,111265 გრამს.
აღნიშნული დასკვნის შინაარსი და ნამდვილობა სასამართლოში დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა - ნ-----–------ემ და გ-------–------–----ემ, რომლებმაც განმარტეს, რომ ატარებენ ნივთიერებების ქიმიურ გამოკვლევას, რა დროსაც ადგენენ, წარდგენილი ობიექტები არის თუ არა ნარკოტიკული საშუალება და რა შემცველობისაა აღნიშნული. კონკრეტული დასკვნის გაცემისას, როგორც ყოველთვის, იხელმძღვანელეს გამომძიებლის დადგენილებით, რომლის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი იყო ნ---------–--–---ის პირადი, საცხოვრებელი სახლისა და ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერებები, დალუქული სამ პაკეტად. დასკვნაში ყავისფერსა და მოყავისფრო ფერებზე ხაზია გასმული, რამდენადაც სხვადასხვა შემადგენლობისაა, მათში არ იყო ერთნაირი შემცველობის ნარკოტიკული საშუალება, ხოლო ნ---------–--–---ის პირადი, ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ყავისფერი ნივთიერებები ერთნაირი შემადგენლობისაა.
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 10 იანვრის განაჩენით, რაც ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 30 მარტის განაჩენით, ნ---------–--–---ი დამნაშავედაა ცნობილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისა და გასაღებისათვის.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. მოცემული ნორმა, ასევე, მიუთითებს მინიმუმ ორი მტკიცებულების არსებობის აუცილებლობაზე, რომლებიც უნდა იყოს ეჭვის გამომრიცხავი.
გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს პირის ბრალეულობას.
სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ნ---------–--–---მა განაცხადა, რომ ნარკოტიკული საშუალება ჯიბეში ჩაუდეს პოლიციის თანამშრომლებმა, როდესაც წაიყვანეს სპეციალური დანიშნულების რაზმის მანქანით. არც პირადად და არც საცხოვრებელ სახლში ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონია, ასევე, არ ჰქონია ნარკოტიკული საშუალება მანქანაშიც, გარდა ერთი ადგილისა, საიდანაც პატარა ქილა ამოიღეს, რაც ნამდვილად მისი იყო და ჰქონდა პირადი მოხმარებისთვის, ხოლო მანქანის სხვა ადგილებში მას ნარკოტიკები არ შეუნახავს.
სასამართლო, განმარტავს, რომ სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ იქნენ საგამოძიებო მოქმედებების მონაწილე პირები, რომელთა დაკითხვისას არ გამოვლენილა რაიმე ისეთი გარემოება, რაც მათი საქმის შედეგით დაინტერესებულობაზე, არასანდოობასა და არაგულწრფელობაზე მიანიშნებდა. მოწმეებმა - კ------------------ამ და ა-–--------------ემ დეტალურად აღწერეს ნ---------–--–---ის პირადი ჩხრეკის მიმდინარეობა, რომ მისი სპორტული ე.წ. სვიტრის მარჯვენა ჯიბიდან ამოიღეს პოლიეთილენის მომწვართავიანი წონაკები. ასევე, დეტალურად იქნა აღწერილი ნ---------–--–---ის ავტომანქანისა და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში მონაწილე პირთა მიერ მათ მიერ განხორციელებული მოქმედებები, რა დროსაც სისხლის სამართლის საპროცესო ნორმათა დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
დაცვის მხარემ აპელირება მოახდინა ავტომანქანის ჩხრეკაზე, თუ რატომ არ გაჩხრიკეს ავტომანქანა მთლიანად და ჰქონდათ თუ არა მათ მანქანის დასაშლელად იარაღები, რასთან დაკავშირებითაც საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებმა განმარტეს, რომ ავტომანქანა გაიჩხრიკა სრულად, როგორც ეს შესაძლებელი იყო სპეციალური იარაღების გამოყენების გარეშე, მისი გამოყენების საჭიროება კი არ წარმოშობილა. დეტექტივ-გამომძიებელ ვ--–--------------–---–ის განმარტებით, მთლიანად გაიჩხრიკა როგორც ავტომანქანის სალონი, ასევე, საბარგული, ჩხრეკისას გადაწიეს სავარძლები და შეამოწმეს ქვემოდან. მთლიანად იქნა გაჩხრეკილი, ასევე, საცხოვრებელი ბინაც. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ავტომანქანის ჩხრეკას, ისევე, როგორც საცხოვრებელი სახლის ჩხრეკას, ესწრებოდა ნ---------–--–---ის მეუღლე ლ---–- კი---–--–---–ი, რომელსაც არანაირი შენიშვნა არ გაუკეთებია საგამოძიებო მოქმედებების ამსახველ ოქმებზე და მათი შინაარსი დადასტურებული აქვს ხელმოწერით.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა გამოკვლეული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, ამასთან, ბრალდებულ ნ---------–--–---ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს.
,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა‘‘ პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება არის ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში.
,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,წ‘‘ პუნქტის თანახმად, გასაღება ნიშნავს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემას ანაზღაურების სანაცვლოდ ან უფასოდ, მიუხედავად გადაცემის მიზნისა.
ამავე კანონის მე-3 მუხლის ,,ჰ13‘‘ პუნქტის თანახმად, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების შეძენა გულისხმობს მის დაუფლებას, ანუ სხვადასხვა გზით უკანონოდ მოპოვებას, ხოლო მის შენახვად, იმავე მუხლის ,,ჰ11‘‘ პუნქტის შესაბამისად, მიიჩნევა ნებისმიერი გამიზნული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში ან სხვაგვარად.
ამავე კანონის დანართი #2-ის მიხედვით, ნარკოტიკული საშუალება ,,მორფინი‘‘ (მარილი), რაც ამოღებულ იქნა ნ---------–--–---ის მანქანის საჭის გვერდით არსებული სათავსოდან, დიდ ოდენობად ითვლება 0,4 გრამიდან 4 გრამამდე, ხოლო ,,ჰეროინი‘‘ 1 გრამის ზევით უკვე მიიჩნევა განსაკუთრებით დიდ ოდენობად.
ამდენად, სასამართლოს, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული, ზემოთ განხილული მტკიცებულებების საფუძველზე, უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ნ---------–--–---მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტითა და მე-6 ნაწილით ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა, არაერთგზის, რამდენადაც არ აქვს გაქარწყლებული ნასამართლობა ანალოგიური დანაშაულისთვის მსჯავრდების შემდეგ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის სასამართლო განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, საკმარისია ნ---------–--–---ის მიერ არაერთგზის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის შეძენა-შენახვისა და გასაღების (სამი ეპიზოდი) ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.
შესაბამისად, ნ---------–--–---ს საბოლოოდ მსჯავრი უნდა დაედოს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტითა და მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა‘‘, ,,დ‘‘ ქვეპუნქტებითა და მე-5 ნაწილის ,,ა‘‘, ,,დ‘‘ ქვეპუნქტებით (სამ ეპიზოდში).
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ნ---------–--–---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია.
ნ---------–--–---ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მისი წარსული ნასამართლობა.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაცია გულისხმობს დამნაშავის გამოსწორებას რეციდივის დაუშვებლობისა და მისი პიროვნების ხელახალი აღზრდის (გარდაქმნის) მიზნით, ხოლო დანაშაულის პრევენცია მიზნად ისახავს დანაშაულის თავიდან აცილებას როგორც კონკრეტული დამნაშავის მხრიდან, ასევე, ზოგადად. რაც შეეხება სამართლიანობის აღდგენას, აღნიშნული გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისთვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავის, დაზარალებულისა და საზოგადოების თვალში. სწორედ ამ მიზნის შესრულებას ემსახურება სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნა.
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 14 წლამდე ვადით, ხოლო ამავე მუხლის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას. შესაბამისად, ნ---------–--–---ს სასჯელები უნდა განესაზღვროს შესაბამისი ნაწილებით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.
ნ---------–--–---ის მიმართ სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათსა და საშიშროებას, რაც გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების გავრცელებაში, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის სახე და ზომა უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი და გასაკიცხაობის ხარისხი, განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი და, ამავდროულად, დანიშნულმა სასჯელმა, მისი სიმკაცრის გამო, არ გამოიწვიოს მასში უსამართლობის განცდა.
ამასთან, ნ---------–--–---ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის თანახმად, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, უნდა ჩამოერთვას ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები, ამავე კანონით დადგენილი ვადით.
ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნარკოტიკული საშუალებები უნდა განადგურდეს.
რაც შეეხება ნ---------–--–---ის კუთვნილ ავტომანქანას, რომელიც ამოღებულია გამოძიების ეტაპზე, მიუხედავად იმისა, რომ, სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, როგორც დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთი, ექვემდებარება ჩამორთმევას, აღნიშნული ავტომანქანა ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია სასამართლოში მტკიცებულების სახით, შესაბამისად, მის ჩამორთმევაზე სასამართლო ვერ იმსჯელებს და დაუბრუნდება მის მესაკუთრეს.
ნ---------–--–---ს უნდა დაუბრუნდეს, ასევე, მისი პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა, რამდენადაც გამოძიებას არ აქვს დადგენილი, რომ ამოღებული თანხა ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხაა, მიუხედავად იმისა, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად ყოველ ჯერზე ფულადი თანხის გამოყოფისას ხდებოდა გამოყოფილი თანხის კუპიურების აღწერა. ბრალდების მხარე ნ---------–--–---ს ბრალს სდებდა ნარკოტიკული საშუალებების ა-–---------------------ზე გასაღების 5 ეპიზოდში, თითოეულ ჯერზე 300 ლარად, რაც მთლიანობაში შეადგენდა 1500 ლარს, ნ---------–--–---ისგან კი ამოღებულია 2160 ლარი. ამასთან, გარდა 2017 წლის 16 სექტემბრის ეპიზოდისა, უტყუარად არ დადასტურდა და სასამართლომ დადგენილად არ მიიჩნია ის გარემოება, რომ ყველა ჯერზე ა-–--------------------ის მიერ ნ---------–--–---ისგან ნარკოტიკული საშუალების შესყიდვა განხორციელდა 300 ლარად. ამის თაობაზე არც თავად ა-–---------------------ს განუცხადებია სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში. საგულისხმოა, რომ თანხის წარმოდგენისა და დათვალიერების შესახებ 2017 წლის 22 სექტემბრის ოქმის თანახმად, დათვალიერდა ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად გამოყოფილი ფულადი თანხა - 300 ლარი, 3 ცალი 100 ლარიანი კუპიურა, იმავე დღის ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერით კი დგინდება, რომ ა-–--------------------- ნ---------–--–---ს, ნარკოტიკული საშუალების შესაძენად, გადასცემს ფულს, რამდენიმე დაკეცილ 20 ლარიანს, და არა 100 ლარიან კუპიურებს, რაც გამოყოფილი იყო ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად. შესაბამისად, ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა დადასტურებული, რომ ნ---------–--–---ისგან ამოღებული ფულადი თანხა წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალებების გასაღების შედეგად მიღებულ თანხას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონიერ მესაკუთრეს უნდა დაუბრუნდეს, ასევე, ჩხრეკისას ამოღებული პირადი ნივთები, ხოლო ელექტრონული დისკები შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ---------–--–---ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტითა და მე-5 ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტით (2017 წლის 16 სექტემბრისა და 2017 წლის 21 სექტემბრის ეპიზოდებისთვის) წარდგენილ ბრალდებებში.
ნ---------–--–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტითა და მე-6 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა‘‘, ,,დ‘‘ ქვეპუნქტებითა და მე-5 ნაწილის ,,ა‘‘, ,,დ‘‘ ქვეპუნქტებით (სამ ეპიზოდში) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით;
სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა‘‘ და ,,დ‘‘ ქვეპუნქტებით (2017 წლის 16 სექტემბრის ეპიზოდში) - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით;
სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა‘‘ და ,,დ‘‘ ქვეპუნქტებით (2017 წლის 22 სექტემბრის ეპიზოდში) - თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით;
სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა‘‘ და ,,დ‘‘ ქვეპუნქტებით (2017 წლის 26 სექტემბრის ეპიზოდში) - თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ნ---------–--–---ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლის ვადით.
ნ---------–--–---ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყოს 2017 წლის 2 ოქტომბრიდან.
ნ---------–--–---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
ნ---------–--–---ს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლით ჩამოერთვას საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 20 (ოცი) წლის ვადით. აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
ნივთიერი მტკიცებულებები - 6 ცალი დისკი, რაც დართულია საქმეზე, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით; ნარკოტიკული საშუალებები განადგურდეს, ხოლო ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობა, ავტომანქანის 1 ცალი გასაღები, ნ---------–--–---ის პირადი ნივთები და ფულადი თანხა დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე შორენა გუნცაძე