გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 820310018002242938 (3-01/18)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
31 ივლისი , 2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნუგზარ მგელაძე
სხდომის მდივანი რუსუდან სანიკიძე
მოსარჩელე - ი----ა შ-----ე, ზუ---- შ-----ე, ჩ----- შ-----ე
მოსარჩელის წარმომადგენელი - რა---- ჯო------ძე
მოპასუხე - ხულოს მუნიციპალიტეტის მერია
მოპასუხის წარმომადგენელი - ირ---–-------–---–ი
დავის საგანი: ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებული ოქმის ბათილად ცნობა. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნას ცნობილი, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 07 ოქტომბრის, მოქალაქე ზუ---- შ-----ის ოჯახის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ,,ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფის პროგრამით“ გათვალისწინებულ კრიტერიუმთან შესაბამისობის დადგენის მიზნით დაწყებული მარტივ ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებით ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი N 2. და ხულოს მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გადაწყვეტილება), ზუ---- შ-----ის განცხადებაზე, ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
მოსარჩელეების საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია სტიქიური მოვლენების შედეგად და მინიჭებული აქვს მეორე კატეგორია. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მიმართა ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობას აღძრულიყო შუამდგომლობა ზუ---- შ-----ის ოჯახზე კომპენსაციის გაცემაზე, ან წარმოდგენილიყო არგუმენტირებული უარი. ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფის პროგრამით გათვალისწინებულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით დაწყებულ მარტივ ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებით ზეპირი მოსმენის სხდომის 2017 წლის 26 სექტემბრის ოქმი N1-ით ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და სტიქიის შედეგად დაზარალებულთა აღრიცხვა-შესწავლის სამსახურს დაევალა გონივრულ ვადაში უზრუნველეყო აღნიშულ საქმესთან დაკავშირებით დამატებითი ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით თე--–---–----ძის ოჯახის წევრების გამოკითხვა. ასევე, ზუ---- შ-----ეს მიეცა წინადადება წინამდებარე ოქმის შედგენიდან 10 დღის ვადაში უზრუნველეყო ქ. ბათუმში, მე-----ის ქუჩა N27-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის თე--–---–----ძის სახელზე გასხვისების მიზნობრიობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფის პროგრამით გათვალისწინებულ გათვალისწინებულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით დაწყებულ მარტივ ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებით ზეპირი მოსმენის სხდომის 2017 წლის 07 ოქტომბრის ოქმი N2-ით მოსარჩელეებს უარი ეთქვათ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2016 წლის N25 განკარგულებით გათვალისწინებული გამგეობის მიერ შუამდგომლობის აღძვრაზე.
უარის თქმის მოტივად გამგეობამ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ : საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მიღებული კორესპოდენციით გაირკვა, რომ ოჯახის რძალს თე--–---–----ძეს ქ. ბათუმში მე-----ის ქ. N27-ში საკუთრებაში უფიქსირდებოდა უძრავი ქონება - საცხოვრებელი ფართი, რასთან დაკავშირებითაც თე--–---–----ძემ განმარტა, რომ ფიქსირებული უძრავი ქონება იყო მამისეული ოჯახის საკუთრება. რეალურად მას არ ეკუთვნოდა და ხანმოკლე ვადით მის სახელზე, მამამ უშ-----–---–-----ემ დაარეგისტრირა, ელექტროენერგიის დამატებითი ფაზის მიღების მიზნით. აღნიშნულის მიუხედევად კომისიამ ჩათვალა რომ ოჯახს გააჩნდა ალტერნატიული ფართი და უარი უთხრა განცხადების დაკმაყოფილებაზე.
მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ კომისიამ უარი უსაფუძვლოდ უთხრა, თე--–---–----ძის სახელზე დროის მცირე მონაკვეთში რიცხული უძრავი ქონების არსებობა არანაირ კავშირში არ არის მოსარჩელეების მოთხოვნასთან და განსახილველ საკითხთან, შესაბამისად, მიღებული გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნის დარღვევებით და სახეზეა მისი ბათილად ცნობის აშკარა სამართლებრივი საფუძვლები.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა შესაგებელებითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებებით არ დაეთანხმა სარჩელის მოთხოვნას, მიიჩნევს რომ მოთხოვნა უსაფუძვლოა და ითხოვს დაკმაყოფილებაზე უარის თქმას შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
ზუ---- შ-----ის ოჯახს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანების დანართი N5-ის შესაბამისად, მინიჭებული აქვს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის საცხოვრებელი სახლის დაზიანების მეორე კატეგორია, სადაც ოჯახის შემადგენლობაში ფიქსირებულია თე--–---–----ძე. თე--–---–----ძე, როგორც ზუ---- შ-----ის რძალი ნამდვილად არის მისი ოჯახის წევრი და ამავე ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი N1-ის მეორე მუხლის 11-ე პუნქტის შესაბამისად ,,დეპარტამენტი არ განიხილავს იმ ეკომიგრანტი ოჯახების განცხადებას, რომლებსაც სახელმწიფოს ან დონორი ორგანიზაციების მიერ, დაზარალების გამო ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი სახლი ან სანაცვლოდ სათანადო ფულადი დახმარება, ბოლო ეტაპზე განიხილება იმ ეკომიგრანტი ოჯახის დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ განსახლებას, მათ შორის იმ ეკომიგრანტი ოჯახების, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)ს საკუთრებაში აქვთ სხვა საცხოვრებელი სახლი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ საცხოვრებელი სახლის მოცულობა რადიკალურად არ შეესაბამება ოჯახის წევრთა სულადობას“.
თე--–---–----ძემ და მისმა ოჯახმა ვერ შეძლო ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ადმინისტრაციული წარმოების დროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2016 წლის N25 განკარგულების მე-4 მუხლის ,,ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოცემულობის მტკიცება, ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მოქალაქე ზუ---- შ-----ის ოჯახის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ,,ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფის პროგრამით“ გათვალისწინებული კრიტერიუმთან შესაბამისობის დადგენის მიზნით დაწყებულ მარტივ ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებული ზეპირი მოსმენის სხდომის N1 და N2 ოქმები შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და მათი გაბათილების არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
3. მესამე პირის პოზიცია
საქმეზე მესამე პირი არ არის ჩართული
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. მოსარჩელეებს ზუ---- შ-----ეს ი----ა შ-----ესა და ჩ----- შ-----ეს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყი-------ში საკუთრებაში ერიცხებათ საცხოვრებელი სახლი, რომელიც არ არის დანგრეული, მაგრამ სტიქიური მოვლენები, კერძოდ მეწყერი, საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას. საცხოვრებელი სახლის დაზიანების ხარისხი არის მეორე კატეგორიის. სახლში ცხოვრება ამჟამად შეუძლებელია და მოსარჩელეები საცხოვრებლად სხვაგან არიან გადასულები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახსნა განმარტებები
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
- სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების საცხოვრებელი სახლის დაზიანების კატეგორიის შეფასების ფორმა.
4.1.2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2017 წლის 31 მარტის N05/683 მომართვით ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობას ეცნობა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 16 მარტის N25 განკარგულების N2 დანართით დამტკიცებული ,,ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფის წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზემოთ მითითებული წესის მე-4 მუხლის მოთხოვნათა დადასტურების შემთხვევაში წარმოდგენილ ოჯახებზე, მათ შორის ზუ---- შ-----ის ოჯახზე, აღძრულიყო შუამდგომლობა, ან წარმოდგენილიყო არგუმენტირებული უარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2017 წლის 31 მარტის N05/683 წერილი.
4.1.3. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფის პროგრამით გათვალისწინებულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით შექმნილი კომისიის მიერ დაწყებულ მარტივ ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებით ზეპირი მოსმენის სხდომის 2017 წლის 26 სექტემბრის ოქმი N1-ით ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და სტიქიის შედეგად დაზარალებულთა აღრიცხვა-შესწავლის სამსახურს დაევალა გონივრულ ვადაში უზრუნველეყო აღნიშულ საქმესთან დაკავშირებით დამატებითი ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით თე--–---–----ძის ოჯახის წევრების გამოკითხვა. ასევე, ზუ---- შ-----ეს მიეცა წინადადება წინამდებარე ოქმის შედგენიდან 10 დღის ვადაში უზრუნველეყო ქ. ბათუმში, მე-----ის ქუჩა N27-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის თე--–---–----ძის სახელზე გასხვისების მიზნობრიობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-2017 წლის 26 სექტემბრის სხდომის ოქმი N1.
4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.2.1. 2017 წლის 12 იანვრის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე ლა–--–---–-----ემ თე--–---–----ძეს, თა---–--–---–-----ესა და ზე-----–----ეს გადასცა ქ. ბათუმში, მე-----ის ქუჩა N27-ში მდებარე 500 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა ნაგებობა, რომლის საერთო ფართი შეადგენს 533. 70 კვ. მეტრს, აქვე გამჩუქებელი იტოვებს ამავე ქონებაზე თანასაკუთრების უფლებას. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე ზემო დასახელებული პირები აღირიცხნენ ქონების თანამესაკუთრეებად, ხოლო 2017 წლის 16 თებერვლის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე თე--–---–----ძემ ლა–--–---–-----ეს აჩუქა აღნიშნული ქონების მისი კუთვნილი წილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ჩუქების ხელშეკრულებები
-ამონაწერები საჯარო რეესტრიდან.
4.2.2. მხარეთა შორის ძირითად სადავო საკითხს წარმოადგენს ზუ---- შ-----ის ოჯახის ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის ფლობის საკითხი.
მოსარჩელე მხარე ამტკიცებს, რომ მას საკუთრებაში სხვა ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი არ გააჩნია, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული სახლი წარმოადგენს მისი ოჯახის ერთადერთ საკუთრებას. ოჯახს არასოდეს უცხოვრია და საერთოდ არ უნახავს რძლის თე--–---–----ძის მამის მიერ მასზე ფორმალურად ნაჩუქარი ბინა, რომელიც მაშინვე უკან გადაიფორმა, ოჯახი ამჟამად ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში მდებარე ქ. ბათუმი ბაგრატიონის ქ. N111, ბინა N76.
მოპასუხის წარმომადგენელი საპირისპიროს განმარტავს და აცხადებს, რომ მოსარჩელეების ოჯახს, რომლის ერთ ერთი წევრი არის რძალი თე--–---–----ძე, გააჩნდა ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მიღებული კორესპოდენციით გაირკვა, რომ ოჯახის რძალს თე--–---–----ძეს ქ. ბათუმში მე-----ის ქ. N27-ში საკუთრებაში უფიქსირდებოდა უძრავი ქონება - საცხოვრებელი ფართი,ფაქტობრივად საქმეში მონაწილე მხარეები ურთიერთსაწინააღმდეგოს ამტკიცებენ. სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულების ანალიზისა და სამართლებრივი შეფასების შემდეგ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის პოზიციას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ამ გარემოებებთან დაკავშირებით სხვა, განსხვავებულ წესს არ ადგენს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
შემთხვევაში მოსარჩელემ გარდა თავისი ახსნა განმარტებისა, წარმოადგინა მტკიცებულებები: ამონაწერი საკომლო წიგნიდან საიდანაც დგინდება რომ ზუ---- შ-----ის კომლში ოჯახის წევრები არიან ჩ----- შ-----ე და ი----ა შ-----ე ხოლო თეონა წულუკიძე კომლში არ ირიცხება, წარმოადგინა ჩუქების ხელშეკრულებები და ამონაწერები საჯარო რეესტრიდან რითაც დგინდება, რომ ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე თე--–---–----ძე 2017 წლის 12 იანვრიდან 16 თებერვლამდე წარმოადგენდა ქონების მესაკუთრეს და ამჟამად მას არავითარი ქონება არ ერიცხება, წარმოდგენილია მოქ. დარინა გელაძის ხელწერილი, რითაც ადასტურებს რომ მისი საცხოვრებელი ბინა მდებარე ქ. ბათუმი, ბაგრატიონის ქუჩა N111, ბინა 76, 2016 წლის ივნისის თვიდან საცხოვრებლად მიქირავებული აქვს ზუ---- შ-----ის ოჯახზე, მოსარჩელე მხარის ინიციატივით დაკითხულმა მოწმეებმა ლა–--–---–-----ემ, ნო----- ბო-–-----მ, უშ-----–---–-----ემ თე--–---–----ძემ დაადასტურეს, რომ ზუ---- შ-----ის ოჯახს არ გააჩნია სხვა საცხოვრებელი სახლი, თე--–---–----ძის მამამ ფორმალურად, იმ მიზნით რომ მიეღო ენერგოკომპანიისაგან დამატებითი აბონენტის ნომერი, გადაუფორმა ქონების ნაწილი თე--–---–----ძეს და სხვა ახლობლებს, თუმცა მაინც ვერ მოხერხდა დამატებითი აბონენტის მიღება და თე--–---–----ძემ ქონება უკან გადაუფორმა, მოწმეებმა დაადასტურეს, რომ აღნიშნულ ფართი იყო მშენებარე ფორმაში, მოუწყობელი და მასში ცხოვრება შეუძლებელი იყო, ფართში არასოდეს უცხოვრია ზუ---- შ-----ის ოჯახს. დასახელებულ მტკიცებულებათა შეფასებით სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელემ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, უზრუნველყო იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც ის ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას.
მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის ის ფაქტი, რომ მოსარჩელეების საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია სტიქიური მოვლენების შედეგად. რამდენად წარმოადგენს ოჯახის რძლის სახელზე მისი ძმის მიერ ჩუქების ხელშეკრულებით საკუთრებაში საცხოვრებელი ფართის გადაცემა, რომელიც ისევ უკან არის დაბრუნებული, აარის სამართლებრივი შეფასების საკითხი, რაზეც მსჯელობა იქნება გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახსნა განმარტებები
-მოწმეთა ჩვენები
-საარქივო ცნობა
-დარინა გელაძის ხელწერილი,- მიმართვები ენერგოკომპანიაზე .
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
-საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანება.
-აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 12 აპრილის N14 დადგენილება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრებში, სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის მუშაობის წესისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრებში, სტიქიით დაზარალებული ოჯახების დიფერენციის, დახმარების კრიტერიუმებისა და ზიანის აღმოფხვრის წესის შესახებ.
-აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 16 მარტის N25 განკარგულება.
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლო ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფის პროგრამით გათვალისწინებულ გათვალისწინებულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით დაწყებულ მარტივ ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებით ზეპირი მოსმენის სხდომის 2017 წლის 07 ოქტომბრის ოქმი N2-ტან დაკავშირებით განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება მაშინ შეიძლება მივიჩნიოთ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად, როდესაც ეს ქმედება ცალმხრივად განსაზღვრული სამართლებრივი შედეგისკენ არის მიმართული. სამართლებრივი მოწესრიგების არსი იმაში მდგომარეობს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემით განხორციელებული ღონისძიება ადმინისტრაციული ორგანოს ნების შესაბამისად იქითკენ არის მიმართული, ცალმხრივად და შესასრულებლად სავალდებულო ძალით უშუალოდ სამართლებრივი შედეგი წარმოშვას.
სასამართლოს მიაჩნია, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფის პროგრამით გათვალისწინებულ გათვალისწინებულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით დაწყებულ მარტივ ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებით ზეპირი მოსმენის სხდომის 2017 წლის 07 ოქტომბრის ოქმი N2-ს ზუ---- შ-----ისა და მისი ოჯახის მიმართ სამართლებრივი შედეგი მოჰყვა, მისთვის დახმარების გაცემაზე, კერძოდ, საცხოვრებელი ფართის გამოყოფაზე უარის სახით.
ამდენად, ზემო დასახელებული საოქმო გადაწყვეტილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის დ პუნქტით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად უნდა იქნას განხილული და მისი კანონიერების საკითხი უნდა შეფასდეს როგორც ფორმალურ-სამართლებრივი, ისე, მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით.
7.2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანების თანახმად, ,,სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების რეგულირება უზრუნველყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილმა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელმა კომისიამ, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების რეგულირება, ამ ბრძანების საფუძველზე, უზრუნველყოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით შექმნილმა კომისიამ. ამასთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ შეიძლება, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების), აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეგისტრაციასთან დაკავშირებით, კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვროს დამატებითი პირობები და თუ ცალკეულ შემთხვევებში, ამ პირობების გამო, დაზარალებულთა დაკმაყოფილდება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის მიერ ვერ განხორციელდება – სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხი განიხილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ
ამავე ბრძანების დანართი N1 სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის პირველი მუხლის თანახმად, ,,სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) (შემდგომში – ეკომიგრანტი ოჯახი) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყერის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა."
7.3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 12 აპრილის N14 დადგენილებით განსაზღვრული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრებში, სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის მუშაობის წესისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრებში, სტიქიით დაზარალებული ოჯახების დიფერენციის, დახმარების კრიტერიუმებისა და ზიანის აღმოფხვრის წესის მეორე მუხლით განსაზღვრულია სტიქიით დაზარალებული ოჯახების დიფერენცია, რომლის თანახმადაც,1. სტიქიით დაზარალებულ ოჯახებად მიიჩნევა ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგად დაზარალებული ოჯახები (შემდგომში – დაზარალებული ოჯახი), შემდეგი დიფერენციით:
ა) სტიქიით დაზარალებული ეკომიგრანტი ოჯახი (შემდგომში – ეკომიგრანტი ბენეფიციარი) – სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად ჩაითვლება ოჯახი (შემდგომში – ეკომიგრანტი ოჯახი), რომლის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) ნებისმიერი სტიქიური მოვლენით (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარეების ან ზღვის ნაპირების გარეცხვა, თოვლის ზვავი, ჯდენადი გრუნტი და სხვა) ან არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და ოჯახის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებულ ქონებას;
ბ) სტიქიით დაზარალებული არაეკომიგრანტი ოჯახი (შემდგომში – არაეკომიგრანტი ბენეფიციარი) – სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახი, რომლის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) ნებისმიერი სტიქიური მოვლენით (მიწისძვრა, ჭარბი ატმოსფერული ნალექი, წყალმოვარდნა, ძლიერი ქარი და ა. შ.) და შესაძლებელია სახლის ადგილზე აშენება/აღდგენა/რეაბილიტაცია.
2. სტიქიით დაზარალებული ოჯახი შედგება განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრისაგან, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას. ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი.
აღნიშნული წესის მესამე მუხლის ,,ი" პუნქტის თანახმად, დაზარალებული – სტიქიით დაზარალებული ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი ან ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით ოჯახის სრულწლოვანი წევრების მიერ მინიჭებული აქვს წარმომადგენლობის უფლებამოსილება;
კ) I კატეგორია – გადაადგილებას დაქვემდებარებული ეკომიგრანტი ოჯახი, რომლის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) ნებისმიერი სტიქიური მოვლენით (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარის/ზღვის წლის მოქმედების შედეგად ნაპირების გარეცხვა, ჯდენადი გრუნტი, თოვლის ზვავი და სხვა);
ლ) II კატეგორია – გადაადგილებას დაქვემდებარებული ეკომიგრანტი ოჯახი, რომლის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარის/ზღვის წლის მოქმედების შედეგად ნაპირების გარეცხვა, თოვლის ზვავი, ჯდენადი გრუნტი და სხვა) საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და მათ ქონებას;
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელეებს ზუ---- შ-----ეს ი----ა შ-----ესა და ჩ----- შ-----ეს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყი-------ში საკუთრებაში ერიცხებათ საცხოვრებელი სახლი, რომელიც არ არის დანგრეული, მაგრამ სტიქიური მოვლენები, კერძოდ მეწყერი, საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას. საცხოვრებელი სახლის დაზიანების ხარისხი არის მეორე კატეგორიის.
დადგენილია, რომ ზუ---- შ-----ემ დახმარებისათვის განცხადებით მიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რომელმაც თავის მხრივ, 2017 წლის 31 მარტის N05/683 მომართვით ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობას აცნობა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 16 მარტის N25 განკარგულების N2 დანართით დამტკიცებული ,,ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფის წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზემოთ მითითებული წესის მე-4 მუხლის მოთხოვნათა დადასტურების შემთხვეაში წარმოდგენილ ოჯახებზე, მათ შორის ზუ---- შ-----ის ოჯახზე, აღძრულიყო შუამდგომლობა, ან წარმოდგენილიყო არგუმენტირებული უარი.
ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფის პროგრამით გათვალისწინებულ გათვალისწინებულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით შექმნილი კომისიის მიერ დაწყებულ მარტივ ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებით ზეპირი მოსმენის სხდომის 2017 წლის 07 ოქტომბრის ოქმი N2-ით მოსარჩელეებს უარი ეთქვათ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2016 წლის N25 განკარგულებით გათვალისწინებული გამგეობის მიერ შუამდგომლობის აღძვრაზე, იმ საფუძვლით, რომ რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მიღებული (N150029 02 მაისი 2017წ) კორესპოდენციით გაირკვა, რომ ოჯახის რძალს თე--–---–----ძეს ქ. ბათუმში მე-----ის ქ. N27-ში საკუთრებაში უფიქსირდებოდა უძრავი ქონება - საცხოვრებელი ფართი.
7.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 16 მარტის N25 განკარგულები თ განსაზღვრული ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის მეოთხე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, პროგრამაში ჩართვის მიზნით არ განიხილება დაზარალებული ოჯახების განცხადებები, რომლებსაც (,,ბ“ ქვეპუნქტი) 2017 წლის 1 იანვრიდან შუამდგომლობის აღძვრის დღემდე გააჩნიათ, გააჩნდათ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარის მტკიცებით, ზუ---- შ-----ის ოჯახს ( თვითონ ზუ---- შ-----ე, მეუღლე ჩ----- შ-----ე, შვილი ი----ა შ-----ე, რძალი- თე--–---–----ძე ) არ გააჩნია ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი, რადგანაც კომისიის მიერ აღნიშნული მდებარე უძრავი ქონება რძალს თე--–---–----ძეს ფორმალურად, სხვა მიზნით ჩუქების ხელშეკრულებით გადაუფორმა მისმა მამამ უშ-----–---–-----ემ, ქონება ფაქტობრივად ირიცხებოდა ლა–--–---–-----ის სახელზე, სახლი იყო მშენებარე დაუსრულებელი და იქ ცხოვრება შეუძლებელი იყო. ზუ---- შ-----ის ოჯახს არასოდეს უცხოვრია აღნიშნულ ფართში. მოსარჩელეებს გააჩნიათ ერთადერთი საცხოვრებელი სახლი სოფ. ყი-------ში, რომელიც დაზიანებულია სტიქიური მოვლენების შედეგად.
როგორც საქმის სასამართლო განხილვის შედეგად გამოირკვა, მოპასუხე მხარე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ ზუ---- შ-----ის სახლი დაზიანებულია სტიქიური მოვლენების შედეგად, ხოლო ალტერნატიული ფართის საკითხის გადაწყვეტისას კომისია დაეყრდნო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მიღებულ (N150029 02 მაისი 2017წ) ინფორმაციას, რომ ოჯახის რძალს თე--–---–----ძეს ქ. ბათუმში მე-----ის ქ. N27-ში საკუთრებაში უფიქსირდებოდა უძრავი ქონება - საცხოვრებელი ფართი.
კომისია გადაწყვეტილების მიღებისას შემოიფარგლა ნორმატიული აქტის რეგულაციით ზემო დასახელებული ფორმალური გარემოების მითითებით, რომ არსებობდა ალტერნატიული ფართი, რაც გამორიცხავდა ზუ---- შ-----ის ოჯახისათვის დახმარების გაცემას და შინაარსობრივად არ გამოიკვლია და არ შეისწავლა, რეალური მოცემულობების პირობებში, როცა მსგავს პირობებში საცხოვრებელი სახლის სტიქიური მოვლენებით დაზიანების გამო სხვა პირების მიმართ გავრცელდა შეღავათები, ოჯახის რძლის საკუთრებაში ერთი თვის პერიოდში ჩუქების საფუძველზე უძრავი ქონების რეესტრში საკუთრების რეგისტრაცია წარმოადგენდა თუ არა მოთხოვნის დაკმაყოფილების დამაბრკოლებელ გარემოებას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში ნორმატიული აქტით მოცემული დათქმა, ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის არსებობასთან დაკავშირებით არ უნდა იქნას გაგებული სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობით, რამდენადაც ის არ გულისხმობს ფართის მხოლოდ საჯარო რეესტრის მიხედვით საკუთრებაში რიცხულობას. ნორმა წაკითხულ უნდა იქნას სისტემურად, ტექსტის ლოგიკურ ჭრილში და განმარტებული უნდა იქნას ამ ნორმატიული აქტის მიზნებიდან გამომდინარე, რაშიც იგულისხმება იმ გარემოების გამოკვლევა და განსაზღვრა, დაზარალებულ ოჯახს გააჩნია თუ არა საცხოვრებლად სხვა, მისთვის განკუთვნილი ალტერნატიული ფართობი და დაზარალებული ოჯახი შეძლებს თუ არა, მასში ცხოვრებას, სტიქიის შედეგად საცხოვრებელი ფართის განადგურების შემდეგ.
7.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის ვალდებულება, კერძოდ- ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
დასახელებული ნორმის ანალიზის საფუძველზე იმისათვის, რათა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება სწორედ ამ გარემოებათა შეფასების შედეგად.
7.6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორევ ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო განმარტავს, რომ აქტის მომზადებისა და გამოცემის წესის აშკარა დარღვევად ჩაითვლება შემთხვევა, როდესაც ასეთი დარღვევის არ არსებობის შემთხვევაში აღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით მხოლოდ ამ შემთხვევაში გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ კანონის აღიშნული ნორმით დადგენილი წესის გამოყენებით ბათილად უნდა იქნას ცნობილი ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 07 ოქტომბრის, მოქალაქე ზუ---- შ-----ის ოჯახის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ,,ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფის პროგრამით“ გათვალისწინებულ კრიტერიუმთან შესაბამისობის დადგენის მიზნით დაწყებული მარტივ ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებით ზეპირი მოსმენის სხდომის N 2 ოქმი და დაევალოს კომისიას ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გადაწყვეტილება), ზუ---- შ-----ის განცხადებაზე, ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;
39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არაქონებრივ დავაზე ბაჟის ოდენობაა 100 ლარი.
მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი, 100 ლარის ოდენობით წინასწარ არის გადახდილი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს უნდა გადახდეს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი ბაჟის ნაწილი, 50 ლარი.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა
1.ი----ა შ-----ის ზუ---- შ-----ისა და ჩ----- შ-----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს, ნაწილობრივ:
2. ბათილად იქნას ცნობილი, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 07 ოქტომბრის, მოქალაქე ზუ---- შ-----ის ოჯახის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ,,ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფის პროგრამით“ გათვალისწინებულ კრიტერიუმთან შესაბამისობის დადგენის მიზნით დაწყებული მარტივ ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებით ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი N 2.
3. ხულოს მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს, ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გადაწყვეტილება), ზუ---- შ-----ის განცხადებაზე, ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით.
4. მოპასუხე მხარეს, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიას ი----ა შ-----ის, ზუ---- შ-----ისა და ჩ----- შ-----ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნაწილის 50 ლარის გადახდა.
5 მოსარჩელეთა მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 50 ლარი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით მისი ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32/, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი /.
მოსამართლე: ნუგზარ მგელაძე