გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.07.2018
საქმის ნომერი
190210118002369061
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
31.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2-985 - 18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

31 ივლისი, 2018 წელი ქ. რუსთავი

 

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ნინო ონიანი

სხდომის მდივანი გუნა მოსიაშვილი

 

მოსარჩელე - ნუ-------------ა

წარმომადგენელი - ბე-–--------ე

 

მოპასუხე - მა--------------ი, რუ--–-----------ი

წარმომადგენელი -ეკ------------–---–--ე, და----------------ი

 

დავის საგანი: მეუღლეთა ქონებრივი დავა, სადაო ქონების მეუღლეთა თანამესაკუთრედ აღიარება და ½ წილზე მოსარჩელის მესაკუთრედ ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. სარჩელის წარმოებაში მიღება და განხილვა;

1.2. მა--------------ას სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე, ქ. რ--------------------------- (საკადასტრო კოდი № 0-------- 0------- .----- .0--), მეუღლეთა თანასაკუთრებად აღიარება და 1/2 ნაწილის მესაკუთრედ ნუ---------------ს ცნობა;

 

მოსარჩელის განმარტებით ნუ-------------ა და მოპასუხე რუ--–-----------ი იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში 20---–-–-----------------ან. 2----–-–-----------------ს მათ შეეძინათ პირველი საერთო შვილი რო---–---------ი. მეუღლეები დაქორწინების მომენტისთვის ცხოვრობდნენ რუ--–-----------ის მშობლებთან ქ.რ-------–----------------------------------- მდებარე ბინაში. თანაცხოვრების პერიოდში დაგროვილი თანხით 2013 წელში გადაწყვიტეს უძრავი ქონების შეძენა, რომელიც შეიძინეს 29 000 (ოცდაცხრაათას) ლარად (ქ. რ---------------------------). მოსარჩელეს ბინის შერჩევისა და შესყიდვის პროცესში არ მიუღია მონაწილეობა ვინაიდან ჰყავდა მცირეწლოვანი (8 თვის) ბავშვი. მოსარჩელის ინფორმაციით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით (№1--------, 2-------------) ქონება დარეგისტრირდა რუ--–-----------ის სახელზე. ამ პერიოდში განხორციელდა მხარეთა ფიქტიური განქორწინება რა დროსაც შეეძინათ მეორე შვილიც. 2----–-–-----------------ს მოსარჩელემ და მოპასუხემ ფიქტიური განქორწინების შემდგომ იქორწინეს ხელმეორედ. განმეორებითი ქორწინების შემდგომ რუ--–-----------ის ინიციატივით სასამართლოს საშუალებით განხორციელლდა ხელახალი განქორწინება. ნუ-------------ისთვის 2018 წლის 12 მარტიდან გახდა ცნობილი ის გარემოება, რომ უძრავი ქონება დარეგისტრირებული იყო რუ--–-----------ის დედის, მა--------------ის საკუთრებად.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნებს და განმარტა, რომ მეუღლეების პირველი განქორწინება არ ყოფილა ფიქტიური, ამასთანავე ნასყიდობის ხელშეკრულება ნათლად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ უძრავი ქონება შეისყიდა მა--------------მა რაც საფუძველი გახდა საკუთრების უფლების რეგისტრაციისა. მისი განმარტებით, მიუხედავად ოჯახში კონფლიქტური სიტუაციისა მა--------------ი ყოველთვის ცდილობდა შვილისა და რძლის ოჯახური ურთიერთობის შენარჩუნებას, რის გამოც დათანხმდა მის მიერ შესყიდულ ბინაში, ნუ-------------ისა და რუ--–-----------ის ცხოვრებას შვილებთან ერთად. აქვე მიუთითა ის ფაქტიც, რომ ნუ-------------ა შვილებთან ერთად განაგრძობს ცხოვრებას № 0--------0------------ .0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ბინაში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხე მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. მოსარჩელე ნუ-------------ა და მოპასუხე რუ--–-----------ი იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში 20---–-–-----------------ან 20---–-–---------–--ის ჩათვლით. 20---–-–---------------ს მოხდა განმეორებითი ქორწინების რეგისტრაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქორწინების მოწმობები- №0----------, №----------- (ს.ფ 15-18)

- განქორწინების მოწმობა №0---------- (ს.ფ. 21).

 

3.1.2. ნუ-------------ას და რუ--–-----------ს შეეძინათ ორი შვილი: 2----–-–-----------------ს დაბადებული რო---–---------ი და 2----–-–-----------------ს დაბადებული ებ-------------ა;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი №----------- (ს.ფ 19)

- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი №---------- (ს.ფ 20)

 

3.1.3. მხარეები დაქორწინების მომენტისთვის ცხოვრობდნენ მოპასუხის მშობლებთან ქ.რ-------–----------------------------------- მდებარე ბინაში;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);

 

3.1.4. ნუ-------------ა და რუ--–-----------ი განმეორებითი ქორწინების რეგისტრაციის პერიოდში ცხოვრობდნენ ქ. რ----------------------------ში მდებარე ბინაში, რომელიც № 0-------- 0------------ .0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებლია მა--------------ის საკუთრებად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ 22)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით მა--------------ი გახდა №0-------- 0------------ .0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ქონების მესაკუთრე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2----–-–------------–-- უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 93-97);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ 22)

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიც ებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში განხილვის შედეგად, სადავო ქონების მხარეთა ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში ყოფნის დროს ერთობლივი თანხობრივი მონაწილეობით შეძენის ფაქტი სასამართლოს მიერ დადგენილად ვერ მიიჩნევა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე, 1151-ე, 1152-ე, 1106-ე, 1158-ე, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე, 183-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. მოსარჩელემ რუ--–-----------ისა და მა--------------ის წინააღმდეგ აღძრული სარჩელით მოითხოვა: მა--------------ას სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე, ქ. რ--------------------------- (საკადასტრო კოდი № 0-------- 0------------ .0--), მეუღლეთა თანასაკუთრებად აღიარება და 1/2 ნაწილის მესაკუთრედ ნუ---------------ს ცნობა;

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე მოსარჩელე ნუ-------------ა და მოპასუხე რუ--–-----------ი იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში 20---–-–-----------------ან 20---–-–---------–--ის ჩათვლით. 20---–-–---------------ს მოხდა განმეორებითი ქორწინების რეგისტრაცია. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2----–-–-----------------ს დაბადებული რო---–---------ი და 2----–-–-----------------ს დაბადებული ებ-------------ა;

 

საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, 2----–-–------------–-- უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმებულია მა--------------–---–---–-ა (პ/ნ:1----------) და მა--------------ს (პ/ნ:3----------) შორის, რომლითაც დასტურდება, რომ № 0-------- 0------------ .0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ქონება შეისყიდა მა--------------მა 29000 (ოცდაცხრა ათასი) ლარად, რომელიც ს.ს.ი.პ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერის თანახმად დარეგისტრირდა მყიდველის სახელზე (განცხადების რეგისტრაციის N8-----------, უფლების რეგისტრაციის თარიღი 29.04.2013).

 

საერთო საკუთრების უფლების წარმოშობის ზოგადი დანაწესი მოცემულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლში, რომლის მიხედვით, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას საკუთრება ვინმეს კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპების გათვალისწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება. ამავე კოდექსის 1152-ე მუხლის თანახმად, საოჯახო ურთიერთობებში მეუღლეები სარგებლობენ თანაბარი პირადი და ქონებრივი უფლებებით. სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.

 

სამოქალაქო კოდექსის 1164-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ.

 

დადგენილია, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ნუ-------------ა და რუ--–-----------ი იმყოფებოდნენ რეგისტრიორებულ ქორწინებაში და შეეძინათ ორი შვილი. საქმეში არსებული მტკიცებულებებით ასევე, დასტურდება, რომ სადავო ქონება შესყიდულია რუ--–-----------ის დედის მიერ მა--------------ის მიერ და შესაბამისად სადავო ქონება აღირიცხა მისივე საკუთრებად. საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება სადავო ქონების ნუ-------------ისა და რუ--–-----------ის მიერ ბინის შეძენა ერთობლივი თანხით, შესაბამისად უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა მა--------------ას სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების (მდებარე მისამართზე, ქ. რ--------------------------- (საკადასტრო კოდი № 0-------- 0------------ .0--)), მეუღლეთა თანასაკუთრებად აღიარება და 1/2 ნაწილის მესაკუთრედ ნუ---------------ს ცნობასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებული გარემოებების დადგენისას, სასამართლო ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება, რაც მიუთითებდა, რომ მა--------------ას სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება წარმოადგენდა მეუღლეთა თანასაკუთრებას, იმ პირობების გათვალისწინებით, რომ სადავო ქონების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს 2----–-–------------–-- უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, გაფორმებული მა--------------–---–---–-ა (პ/ნ:1----------) და მა--------------ს (პ/ნ:3----------) შორის, რომლითაც დასტურდება, რომ № 0-------- 0------------ .0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ქონება შეისყიდა მა--------------მა 29000 (ოცდაცხრა ათასი) ლარად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის მიხედვით, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობით ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ამავე კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით, გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ქონება.

 

გამომდინარე აღნიშნულიდან, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე სახის წერილობითი გარიგება, რომელიც დაადასტურებდა მეუღლეთა თანასაკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველს უძრავ ნივთზე. სამოქალაქო კანონმდებლობა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების შესაძენად, იმპერატიულად განსაზღვრავს წერილობითი ფორმით გარიგების დადებას და ამ გარიგების რეგისტრაციას საჯარო რეესტრში. ამ გარემოებათა დამადასტურებელი მტკიცებულება კი მოსარჩელეს არ წარმოუდგენია.

განსახილველ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, არ არსებობს მხარეთა შორის ქორწინება დადგენილი საქართველოს კანონმდებელობით დადგენილი წესით, შესაბამისად, სასამართლო ვერ გამოიყენებს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლით დადგენილ მეუღლეთა თანასაკუთრების სამართლებრივ დანაწესს. მითითებული ნორმა აწესებს ქორწინების განმავლობაში მეუღლეთა მიერ შეძენილ ქონებაზე თანასაკუთრებას, როდესაც ორივე მეუღლის მიერ საოჯახო მეურნეობის ერთობლივი გაძღოლით, შრომითა და სახსრებით ხდება ქონების შეძენა. შესაბამისად მეუღლის დედის მიერ შესყიდულ ქონებაზე არ შეიძლება გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის დანაწესი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მეუღლეთა თანაზიარ ქონებად ჩაითვლება მეუღლეთა ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი ყოველგვარი ქონება (უძრავი და მოძრავი), რომელიც შეძენილია (ან შექმნილია) ორივე მეუღლის ერთობლივი შრომითა და სახსრებით. ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების წარმოშობის საფუძველია მეუღლეთა მიერ ამ ქონების შეძენა ქორწინების განმავლობაში. საქართველოს კანონმდებლობა არ უშვებს ფაქტობრივი, ქორწინების რეგისტრაციის ფაქტის გარეშე შეძენილი ქონების თანასაკუთრების ასპექტში განხილვას. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სარჩელით მოთხოვნილი ქონება შეძენილია რუ--–-----------ის დედის მიერ 2----–-–------------–-- უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.

 

სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებული გარემოებების დადგენისას, სასამართლო ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მა--------------ას სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე, ქ. რ--------------------------- (საკადასტრო კოდი № 0-------- 0------------ .0--), მეუღლეთა თანასაკუთრებად აღიარება და 1/2 ნაწილის მესაკუთრედ ნუ---------------ს ცნობის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს 600.00 ლარის ოდენობით. ვინაიდან სასამართლოს მიერ სარჩელლი არ იქნა დაკმაყოფილებული გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებთ გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 მარტის განჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხე მა--------------ს (პ/ნ 3----------) აეკრძალა უძრავი ქონების, მდებარე ქ----------------------------, საკადასტრო კოდით: 0-------- 04 . 0------------ .0--, რაიმე ფორმით გასხვისება ან უფლებრივად დატვირთვა, სასამართლოში საქმის წარმოების საბოლოო დასრულებამდე.

 

იმის გათვალისწინებით, რომ ნუ-------------ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სახეზეა ამ სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1.მოსარჩელე ნუ-------------ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი დარჩეს უცვლელი.

 

3. გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მა--------------ს (პ/ნ 3----------) აეკრძალა: სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით უძრავი ქონების, მდებარე ქ----------------------------, საკადასტრო კოდით: 0-------- 04 . 0------------ .0--, რაიმე ფორმით გასხვისება ან უფლებრივად დატვირთვა, სასამართლოში საქმის წარმოების საბოლოო დასრულებამდე.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნინო ონიანი