განაჩენი

სისხლის სამართლის 13.09.2018
საქმის ნომერი
330100118002464521
თარიღი
13.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/2371-18

(0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

21 ივნისი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,შოთა ზალკალიანის მდივნობით,ბრალმდებელ ლ-–-----------–---–ის,ბრალდებულ ო------------–--ის,ადვოკატ ი--------------ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ოთარ ზაურის ძე ხონელიძის მიმართ (პ/ნ 6----------), დაბადებულის 1-----–-–------------–ს, რეგისტრირებულის მისამართზე: თ---–-----–----–--------, ფაქტობრივად მცხოვრების: თ---–-----–---–---------------–--–--------------------------------- წარდგენილი ბრალდების გამო:

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :

 

ო------------–--ეს ბრალად ედება ქურდობა, ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, რაც გამოიხატა შემდეგში:

20---–-–------------–ს დაახლოებით 04:46 საათზე თბილისში ვ---------–-----------------------------ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ო------------–--ე ფარულად დაეუფლა ს----------------ის კუთვნილი „BMW“-ს მარკის მეექვსე სერიის ავტომანქანის, სახელმწიფო ნომრით O--------, მარცხენა უკანახედვის სარკეს, ღირებულს 1200 (ათას ორასი) ლარად, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა და რამაც დაზარალებულსთვისმ მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ო------------–--ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მეორე ნაწილი „ა“ და სსკ 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული.

2018 წლის 20 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიაში ოთარ ხონელიზის ბრალდების საქმის არსებითი განხილვისას, ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ - ლ-–-----------–---–ის მიერ წარმოდგენილი იქნა წერილობითი შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანისა და ო------------–--ესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე.

საპროცესო შეთანხმების შესახებ 2018 წლის 20 ივნისის ოქმის პირობების თანახმად, ბრალდებული ო------------–--ე ეთანხმება პროკურორს ბრალზე და სასჯელის ზომაზე, ანუ, ბრალდებული თანახმაა მისი ბრალდების საქმეზე სასამართლოს მიერ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შედეგად, საქმის არსებითი განხილვის გარეშე, დამნაშავედ იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი ) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლის საფუძველზე ჩაითვალოს პირობით, 4 (ოთხი) წლის ვადით, მასვე, საქართველოს სსკ 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას სასამართლო სხდომაზე მხარი დაუჭირეს სახელმწიფო ბრალმდებელმა ლ-–----------–---–მა, ბრალდებულმა ო------------–--ემ და მისი ინტერესების დამცველმა ი--------------ემ.

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით შეამოწმა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ სახეზეა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები ( დაზარალებულ ს----------------ის, მოწმეების ქ-------------–-------–-–----------–---–------------------–---–--------–---------–-----–-–---–ის გამოკითხვის ოქმები, ნივთიერი მტკიცებულების გახსბნისა და დათვალიერების ოქმები, ნივთის ამოცნობის ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ნივთის ამოცნობის ოქმი, და სხვა).

სასამართლოს მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით, ემსახურება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ ამოცანებს და საქართველოს სსსკ 209-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია იმსჯელოს მისი დამტკიცების თაობაზე. სასამართლომ ბრალდებულ ო------------–--ის გამოკითხვით, გამოიკვლია სსსკ 212-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები და დარწმუნდა, რომ შეთანხმება დადებულია ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე, ნებაყოფლობით, ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს, სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების სამართლებრივ შედეგებს და მას ჰქონდა შესაძლებლობა მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება მისი ინტერესების დამცველი ადვოკატისაგან.

აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ პროკურორის შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის გარეშე ო------------–--ის მიმართ განაჩენის გამოტანის თაობაზე წარმოდგენილია საქართველოს სსსკ XXI თავის მოთხოვნათა სრული დაცვით და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურორ - ლ-–-----------–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

დამტკიცდეს პროკურორსა და ბრალდებულ ო------------–--ეს შორის 2018 წლის 20 ივნისს დადებული საპროცესო შეთანხმება.

ო------------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი ) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლის საფუძველზე ჩაითვალოს პირობით, 4 (ოთხი) წლის ვადით,მასვე, საქართველოს სსკ 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო -გაუქმდეს.

პირობითი მსჯავრის მოხდის პერიოდში, ო------------–--ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ნივთიერი მტკიცებულება:

საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად ამოღებული მანქანის სარკის ბუდე, მისი შემადგენელი ნაწილებით, დალუქულ მდგომარეობაში, რეომელიც ინახება თბილისის ისანი-სამგორის სამმართველოსპოლიციის მე-8 განყოფილებაში - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.

განაჩენი არ გასაჩივრდება, გარდა საქართველოს სსსკ 215-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებისა, მსჯავრდებულისათვის განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში, ხოლო პროკურორისათვის _ მსჯავრდებულის მიერ საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობის დარღვევის შემთხვევაში, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში.

 

მოსამართლე:

ლ. ორკოდაშვილი