გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.09.2018
საქმის ნომერი
210210118002264387
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
13.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

210210118002264387

საქმე №2/41-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

13.09.2018 წელი ქ. სიღნაღი

შესავალი ნაწილი

სიღნაღის რაიონული სასამართლო

მოსამართლე პაატა ნოზაძე

სხდომის მდივანი - ნათია გოჩიტაშვილი;

მოსარჩელე: სს. „ კ------- ბანკი “

წარმომადგენელი: თ----------------–ი;

მოპასუხე: დ-----------–---–-; ნ-------------–---–ი; დ------------–---–-; დ-----------–---–-;

დავის საგანი: თანხის დაკისრება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1.სარჩელის მოთხოვნები:

 

1.1.მოპასუხეებს დ-----------–---–ს, ნ-------------–---–ს, დ------------–---–ს და დ-----------–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 2 311.52 (ორი ათას სამასთრთმეტი აშშ დოლარი და ორმოცდათორმეტი ცენტი) აშშ დოლარის გადახდა, აქედან ძირი თანხა შეადგენს 1 551.12 (ათას ხუთას ორმოცდათერთმეტი აშშ დოლარი და თორმეტი ცენტი) აშშ დოლარს, სესხზე დარიცხული პროცენტი 20.40 (ოცი დოლარი და ორმოცი ცენტი) აშშ დოლარს, დაზღვევა 9.17 (ცხრა აშშ დოლარი და ჩვიდმეტი ცენტი) აშშ დოლარს, ჯარიმა 730.83 (შვიდას ოცდაათი აშშ დოლარი და ოთხმოცდასამი ცენტი) აშშ დოლარს.

 

სარჩელის დასაბუთება

 

2014 წლის 24 ივლისს სს ,,კ------- ბანკსა“ და მოპასუხე დ-----------–---–ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მას ისესხა 4400 (ოთხი ათს ოთხასი) აშშ დოლარი 12 თვის ვადით, 1.35% ყოველთვიური საპროცენტო სარგებლით. სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელ ძირ თანხას ერიცხება ჯარიმა შემდეგი წესით: ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით, 150 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებაზე. ასევე სესხის ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელი ვალდებულია ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შენატანი.

მსესხებელს ჰყავს სამი თავდები, კერძოდ, სს ,,კ------- ბანკსა“ და დ-----------–---–ს შორის 2014 წლის 12 ივლისს, ხოლო 2014 წლის 24 ივლისს სს ,,კ------- ბანკსა“ და ნ-------------–---–ს და დ------------–---–ს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც მოპასუხეებმა იკისრეს ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც, კი როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ მსესხებელმა გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ გადაიხადოს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა. მსესხებელმა და თავდებებმა 2014 წლის 24 ივლისის სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული თანხა არ გადაიხადეს, კერძოდ თანხა არ გადაუხდიათ 2015 წლის 16 ნოემბრის შემდგომ. შესაბამისად მსესხებლის და თავდების მიერ დარღვეული იქნა როგორც სესხის და თავდებობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები. ყოველივე ამის გამო მსესხებელი და თავდებები არაერთხელ იქნენ გაფრთხილებულები როგორც ზეპირი, აგრეთვე სატელეფონო შეტყობინებებით და გაფრთხილების წერილების ჩაბარების გზით. შპს ,,მ---- კ-------მ“ 2016 წლის სექტემბერში შეიცვალა სამართლებრივი ფორმა და გარდაიქმნა სააქციო საზოგადოება ,,მ---- კ-------დ“, ხოლო უკვე 2017 წლის მარტში შეიცვალა დასახელება და გახდა სს ,,კ------- ბანკი“.

 

2. მოპასუხეების პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა მოსამზადებელ სხდომაზე სასარჩელო მოთხოვნები ცნეს ნაწილობრივ, კერძოდ ძირი თანხის 1551.12 აშშ დოლარის, პროცენტის - 20.40 აშშ დოლარის, სიცოცხლის დაზღვევის - 9.17 აშშ დოლარის ნაწილში, ხოლო სასარჩელო მოთხოვნების დანარჩენი ნაწილი არ ცნეს.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. 2014 წლის 24 ივლისს სს ,,კ------- ბანკსა“ და მოპასუხე დ-----------–---–ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მას ისესხა 4400 (ოთხი ათს ოთხასი) აშშ დოლარი 12 თვის ვადით, 1.35% ყოველთვიური საპროცენტო სარგებლით. სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელ ძირ თანხას ერიცხება ჯარიმა შემდეგი წესით: ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით, 150 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებაზე. ასევე სესხის ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელი ვალდებულია ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შენატანი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

– სესხის ხელშეკრულება;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2. კერძოდ, სს ,,კ------- ბანკსა“ და დ-----------–---–ს შორის 2014 წლის 12 ივლისს, ხოლო 2014 წლის 24 ივლისს სს ,,კ------- ბანკსა“ და ნ-------------–---–ს და დ------------–---–ს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც მოპასუხეებმა იკისრეს ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც, კი როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირიტადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ მსესხებელმა გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ გადაიხადოს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

– თავდებობის ხელშეკრულებები;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.3. მსესხებელმა და თავდებებმა 2014 წლის 24 ივლისის სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული თანხა არ გადაიხადეს, კერძოდ თანხა არ გადაუხდიათ 2015 წლის 16 ნოემბრის შემდგომ. შესაბამისად მსესხებლის და თავდების მიერ დარღვეული იქნა როგორც სესხის და თავდებობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

– სესხის ხელშეკრულება;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- სესხის გადახდის გრაფიკი;

 

3.4. 2018 წლის 12 იანვრის ცნობის თანახმად, მოპასუხეებს დ-----------–---–-ს, ნ-------------–---–ის, დ------------–---–-ს და დ-----------–---–-ს დავალიანება სს ,,კ------- ბანკის“ მიმართ 2014 წლის 24 ივლისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 2 311.52 (ორი ათას სამას თერთმეტი და ორმოცდათორმეტი) აშშ დოლარს, აქედან ძირი თანხა შეადგენს 1511.12 (ათას ხუთას თერთმეტი აშშ დოლარი და თორმეტი ცენტი)) აშშ დოლარს, სესხზე დარიცხული პროცენტი 20.40 (ოცი აშშ დოლარი და ორმოცი ცენტი) აშშ დოლარს, დაზღვევა 9.17 (ცხრა აშშ დოლარი და ჩვიდმეტი ცენტი) აშშ დოლარს და ჯარიმა 730.83 (შვიდას ოცდაათი აშშ დოლარი და ოთხმოცდარვასაი ცენტი) აშშ დოლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

– სესხის ხელშეკრულება;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- ცნობა დავალიანების შესახებ;

 

3.5. ყოველივე ამის გამო მსესხებელი და თავდებები არაერთხელ იქნენ გაფრთხილებულები როგორც ზეპირი, აგრეთვე სატელეფონო შეტყობინებებით და გაფრთხილების წერილების ჩაბარების გზით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

– გაფრთხილების წერილები;

 

3.6. შპს ,,მ---- კ-------მ“ 2016 წლის სექტემბერში შეიცვალა სამართლებრივი ფორმა და გარდაიქმნა სააქციო საზოგადოება ,,მ---- კ-------დ“, ხოლო უკვე 2017 წლის მარტში შეიცვალა დასახელება და გახდა სს ,,კ------- ბანკი“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

– ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან;

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1 სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა და საქმეში არსებული მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

სასამართლომ გამოიყენა:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 411–ე, 417-418-ე, 420-ე, 625-ე, 867-868-ე, მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. ამავე კოდექსის 403-ე მუხლით, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.

 

დადგენილია და მოპასუხე მხარე არ უარყოფს, რომ მის მიერ დარღვეული იქნა საკრედიტო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ გადაცილებული იქნა სესხის დაფარვის ვადები და ამჟამად ერიცხება დავალიანება ბანკის მიმართ. ბანკის მიერ გაგზავნილი იქნა გაფრთხილების წერილები და მიუხედავად ამისა ვალდებულებების შესრულება არ მომხდარა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ამრიგად მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს ვალდებულების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად: თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის მიხედვით: სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ი ნაწილის თანახმად: თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით: თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3-ე მუხლის 2-ე ნაწილის თანახმად, მოპასუხეს შეუძლია ცნოს სარჩელი, ხოლო 208-ე მუხლის 3-ე ნაწილის მიხედვით, სარჩელის ცნობა მისი დაკმაყოფილების საფუძველია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 626-ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად: პროცენტები გადახდილ უნდა იქნეს ყოველი წლის გასვლის შემდეგ. თუ სესხი წინასწარ არის ვადით განსაზღვრული, მაშინ ვალიც და პროცენტიც გადახდილ უნდა იქნეს ვადის დადგომისას.

 

მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს ძირი თანხის 1551.12 აშშ დოლარის, პროცენტის - 20.40 აშშ დოლარის და დაზღვევის - 9.17 აშშ დოლარის ოდენობით და შესაბამისად მოპასუხეს უნდა დაეკისროს როგორც სესხის ძირი თანხა, ისე მითითებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროცენტის და დაზღვევის თანხა სარჩელის ცნობის საფუძვლით.

 

6.2. პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნაზე სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მოსთხოვოს მსესხებელს პირგასამტეხლოს გადახდა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს ათჯერ.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 176.28 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით 50 ლარი, საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლებისათვის გაწეული ხარჯი - 11 ლარი, მომსახურების სააგენტოდან ავტომანქანის სამართლებრივი ცნობის აღებისათვის გაწეული ხარჯი - 37 ლარის ოდენობით და უძრავ ქონებაზე შეზღუდვის ხარჯი - 21 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს ეთქვა უარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, ძირი თანხის, დარიცხული პროცენტის და დაზღვევის ნაწილში, ამ ნაწილში მოპასუხე თავისუფლდება ბაჟის გადახდისაგან. მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი. 176.28 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით 50 ლარი, საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლებისათვის გაწეული ხარჯი - 11 ლარი, მომსახურების სააგენტოდან ავტომანქანის სამართლებრივი ცნობის აღებისათვის გაწეული ხარჯი - 37 ლარის ოდენობით და უძრავ ქონებაზე შეზღუდვის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ხარჯი - 21 ლარის ოდენობით და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლიდან გამომდინარე მოპასუხე მხარემ უნდა მოახდინოს გაწეული ხარჯის ანაზღაურება.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 41-ე, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. სს ,, კ------- ბანკის ” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1.მოპასუხეებს დ-----------–---–ს, ნ-------------–---–ს, დ------------–---–ს და დ-----------–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 1 653.77 (ათას ექვსას ორმოცდაცამეტი აშშ დოლარს და სამოცდაჩვიდმეტი ცენტი) აშშ დოლარის გადახდა, აქედან ძირი თანხა შეადგენს 1551.12 (ათას ხუთას ორმოცდათერთმეტი აშშ დოლარი და თორმეტი ცენტი) აშშ დოლარს, სესხზე დარიცხული პროცენტი 20.40 (ოცი დოლარი და ორმოცი ცენტი) აშშ დოლარს, დაზღვევა 9.17 (ცხრა აშშ დოლარი და ჩვიდმეტი ცენტი) აშშ დოლარს, ჯარიმა 73.08 (სამოცდაცამეტი აშშ დოლარი და რვა ცენტი) აშშ დოლარს.

 

დარჩენილ მოთხოვნაზე მოსარჩელეს უარი ეთქვას.

 

2. სს ,,კ------- ბანკის“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 118.55 (ას თვრამეტი ლარი და 55 თეთრი) ლარი.

 

საგადასახადო დავალება N87555, თარიღი: 16.01.2018 წელი, გადამხდელის ბანკი: სს ,,კ------- ბანკი“ ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი TRESGE22; სახაზინო კოდი 300523150, საგადასახადო დავალება, გადასახადის გადამხდელის დასახელება : სს,, კ------- ბანკი “ ს/კ 205232238. გადახდილი თანხა 176.28 (ას სამოცდათექვსმეტი ლარი და ოცდარვა თეთრი) ლარი.

 

3. მოპასუხეებს დ-----------–---–ს, ნ-------------–---–ს, დ------------–---–ს და დ-----------–---–ს სს ,,კ------- ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ანაზღაურება 2.14 (ორი ლარი და 14 თეთრი) ლარი, სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი 50 (ორმოც და ათი) ლარი, საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლებისათვის გაწეული ხარჯი - 11(თერთმეტი) ლარი, მომსახურების სააგენტოდან ავტომანქანის სამართლებრივი ცნობის აღებისათვის გაწეული ხარჯი - 37(ოცდაჩვიდმეტი) ლარის ოდენობით და უძრავ ქონებაზე შეზღუდვის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ხარჯი - 21 (ოცდაერთი) ლარის ოდენობით.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი 0159, გრიგოლ რობაქიძის გამზირი, №7ა) სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. №15) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე პაატა ნოზაძე