განაჩენი

სისხლის სამართლის 14.09.2018
საქმის ნომერი
010100118002520575
დავის ტიპი
381 1
თარიღი
14.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002520575

საქმე N1-586/18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

13.09.2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი - ხატია დევაძე

 

ბრალდების მხარე

პროკურორი - კო--------------------–-ძე

 

დაცვის მხარე

ბრალდებული: ან-----------------ი

მამის სახელი: და-----

დაბადებული: 2--04.1990 წელი

პირადი ნომერი: 3---------1

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

განათლება: ს-–----–--

ნასამართლობა: მქონე

მისამართი: ოზურგეთის რაიონი სოფელი ნა------------------.

 

ბრალდებულის ადვოკატი - და----------–-ძე

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N 099190518001

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 ნოემბრის ძალაში შესული განაჩენით, ან-----------------ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად 06 თვის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული განაჩენი შესული იყო კანონიერ ძალაში, რაც ცნობილი იყო ან-----------------ისათვის, ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობის მიზნით, 2018 წლის 18 მაისს, დაახლოებით 20:30 საათზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შე-------–ში, ან-----------------ი ალკოჰოლური სიმთვრალის ქვეშ მართავდა ,,ფ-------------ს’’ მარკის ავტომანქანას სახელმწიფო სანომრე ნიშნით: B------, რა დროსაც შეჩერებული იქნა საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის სამმართველოს მეორე სახაზო განყოფილების (წყალწმინდა) თანამშრომლების მიერ და მხილებული იქნა დანაშაულის ჩადენაში.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

კანონიერ ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა

 

2.1. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (2018 წლის 18 ივლისის წინასასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

2.3. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 ნოემბრის ძალაში შესული განაჩენით ან-----------------ი მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ( მარიხუანის უკანონო შეძენა და შენახვა) და მას სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 160 საათის ვადით. მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 06 (ექვსი) თვით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. განაჩენი შესულია კანონიერ ძალაში და მიქცეულია აღსასრულებლად;

 

2.4 მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ან-----------------ს 2017 წლის 29 ნოემბრის განაჩენით - ჩამორთმეული ჰქონდა რა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 2018 წლის 18 მაისს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შე-------–ში მართავდა ,,ფ-------------ს’’ მარკის ავტომანქანას სახელმწიფო სანომრე ნიშნით: B------.

 

2.5. საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლი პასუხისმგებლობას ითვალისწინებს ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობისათვის; სუბიექტური მხარე კონკრეტული დანაშაულისა გამოიხატება განზრახვაში - დამნაშავემ იცის, რომ იგი ვალდებულია შეასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება, მაგრამ არ ასრულებს და სურს ასეთი შედეგი; ობიექტური მხარე კი გამოიხატება განაჩენის შეუსრულებლობაში;

 

2.6. ან-----------------ი ცნობილი იყო მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე, რომლის საფუძველზეც მას ჩამორთმეული ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მიერ განაჩენი გამოტანილია 2017 წლის 29 ნოემბერს, განაჩენის საფუძველზე სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან-----------------ს ჩამოერთვა 06 (ექვსი) თვით; ან-----------------ი ავტომანქანას მართავდა 2018 წლის 18 მაისს, ამ დროისათვის მას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ჩამორთმეული ჰქონდა;

 

2.7. ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული უდავო მტკიცებულებებით ( ინფორმაციული პატაკი, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, ალკოჰოლური თრობის შესახებ ტესტი, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 ნოემბრის განაჩენი, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 თებერვლის განჩინება, ან-----------------ის ნასამართლობის და ადმინისტრაციული შემოწმების ცნობები, მოწმეების: ან-----------------ის, ნუ-----------–-----------–--------------------–-----ის გამოკითხვის ოქმები, პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის 2018 წლის 31 მაისის წერილი, აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს მომართვის წერილი, და საქმეში არსებული სხვა ფაქტებისა და ინფორმაციათა ერთობლიობა) დადასტურებულია, რომ ან-----------------მა 2018 წლის 18 მაისს - ავტომანქანის მართვით ჩაიდინა ძალაში შესული განაჩენი შეუსრულებლობა;

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ან-----------------მა, მის მიერ განხორციელებული ქმედებით, - იყო რა მსჯავრდებული 2017 წლის 29 ნოემბრის განაჩენის თანახმად საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით და ჩამორთმეული ჰქონდა რა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 06 (ექვსი) თვით, - 2018 წლის 18 მაისს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შე-------–ში ,,ფ-------------ს’’ მარკის ავტომანქანას სახელმწიფო სანომრე ნიშნით: B------ მართვით - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ბრალდებული გამოძიებაში მოწმის, ბრალდებულის სახით დაკითხვის ოქმით და სასამართლოში მიცემული ჩვენებით ადასტურებს და აღიარებს ჩადენილ ქმედებას; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასჯელის მიზანი არ არის პირის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება;

 

დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ–ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში;

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია, სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული;

 

სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა, რაც გულწრფელი მონანიების, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულების უდავოდ მიჩნევის, სახელმწიფო რესურსის სამართლიანი და ეფექტური გამოყენების და საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ან-----------------ის მიერ ჩადენილი ქმედება არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით დადგენილი სასჯელის გამოყენების საფუძველს და მისი რესოციალიზაცია შესაძლებელია ამჟამად სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილი უნდა იქნეს პირობითად.

 

სასჯელის დანიშვნისას და მისი სახის და მოცულობის განსაზღვრისას ბრალდებულის პიროვნულ მახასიათებლებთან ერთად მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მისი მატერიალური მდგომარეობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე და ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით, ან-----------------ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას;

 

ამდენად, ან-----------------ის, რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთს სახით, რაც ჩათვლილი უნდა იქნეს პირობითად, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას; ჯარიმის მოცულობის განსაზღვრისას კი მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ზემოთაღნიშნული გარემოებები;

 

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ ან-----------------ი 2017 წლის 29 ნოემბრის ოზურგეთის რაიონული სასამართლოს განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის და მას სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 160 საათის ვადით. მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 06 (ექვსი) თვით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

2018 წლის 15 თებერვლის ოზურგეთის რაიონული სასამართლოს განჩინებით, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით მსჯავრდებულ ან-----------------ის მიმართ დანიშნული ძირითადი სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 160 (ას სამოცი) საათის ვადით, გაუქმდა და შეიცვალა ჯარიმით 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 29 მაისის მომართვით დადგენილია, რომ ან-----------------ს, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 ნოემბრის განაჩენით და 2018 წლის 15 თებერვლის ოზურგეთის რაიონული სასამართლოს განჩინებით, საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დღეის მდგომარეობით გადახდილი არ აქვს.

 

სასამართლო საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

 

სასამართლო მიოცემულ შემთხვევაში მიზანშეწონილად მიიჩნევს ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი;

ასევე სასჯელის დანოშვნის დროს მის სახის და ზომის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლითა და 64-ე მუხლით გათვალისწინებული დანაწესები;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული ან-----------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 ნოემბრის განაჩენით და ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 თებერვლის განჩინებით, საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველო სსკ -ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ბრალდებულ ან-----------------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მსჯავრდებულ ან-----------------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გიარო გაუქმდეს.

 

პირობითი მსჯავრდებულ ან-----------------ის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს, ან-----------------ს კი დაევალოს პრობაციის ოფიცრის თანხმობის გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გაეგზავნოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე