გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.09.2018
საქმის ნომერი
180210017002119176
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
19.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/588-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

04 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. მცხეთა

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

მცხეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - კობა გოცირიძე

სხდომის მდივანი - ნინო ჯანხოთელი

 

მოსარჩელე – ჟ--–-------------

წარმომადგენელი - ზ-------–------–----

მოპასუხე - ნ-----–------------–-

წარმომადგენელი - თ-------------------

მოპასუხე- ვ---------------–--

წარმომადგენელი - ნ--------------–---–ი

მოპასუხე - ვ----–---–---------ე;

დავის საგანი: ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. გამოთხოვილი იქნეს ჟ--–-------------- უძრავი ქონება მდებარე ქ. მცხეთა მუხრანის ქ #22ა ბინა #3 ფართი 33,75 კვ.მ (დამხმარე ფართი 78,83 კვ.მ) ს/კ 72.07.03.195.01.5-- ნ-----–------------–-ს, ვ----------------–-ს და ვ----–---–---------ის უკანონო მფლობელობიდან (სარგებლობიდან) და აღნიშნული ქონება ჟ--–-------------ს ჩაბარდეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.

 

1.2. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შევიდეს კანონიერ ძალაში დაუყონებლივ. (იხ დაზუსტებული სარჩელი 21.05.2018 წელი)

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს. (იხ. შესაგებლები)

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ჟ--–-------------- საკუთრებაში იმყოფება უძრავი ქონება მდებარე ქ. მცხეთა მუხრანის ქ #22ა ბინა #3 ფართი 33,75 კვ.მ (დამხმარე ფართი 78,83 კვ.მ) ს/კ 72.07.03.195.01.5--. უძრავი ქონება მოსარჩელემ შეძინა აუქციონზე 2017 წლის 28 აგვისტოს (განკარგულება #16117663-019/002) 2017 წლის 28 აგვისტოდან ჟ--–------------- არის უძრავი ქონების მესაკუთრე. დღეის მდგომარეობით მას შეზღუდული აქვს საკუთრების სარგებლობის უფლება, რადგან აღნიშნულ ფართზე უკანონო ფლობას ახორციელებენ მოპასუხეები, რომელთაც მრავალჯერ ეცნობათ, რომ გამოეთავისუფლებინათ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ქონება, თუმცა მოპასუხეები უარს აცხადებენ აღნიშნულზე და დღემდე განაგრძობენ უკანონო ფლობას და სარგებლობას სხვისი ქონების.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან 03/10/2017; მხარის ახსნა-განმარტება, განკარგულება #16117663-019/002

 

- 3.1.2. ჟ--–-------------- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე ქ. მცხეთა მუხრანის ქ #22ა ბინა #3 ფართი 33,75 კვ.მ (დამხმარე ფართი 78,83 კვ.მ) ყოფილი მესაკუთრე იყო ი-------------–---–- რომლის განცხადების შედეგად მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 06 ივლისის #83 განკარგულების საფუძველზე აღნიშნული საცხოვრებელ ფართს მიენიჭა საფოსტო მისამართი მუხრანის ქ. #22ა ბინა 3, რაც განაპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ მუხრანის ქ. #22-ში განთავსებულია ყოფილი სკოლის შენობა ფართით 342,54 კვ.მ. რომელიც შედგება ერთი ერთსართულიანი და ერთი ორსართულიანი კორპუსებისგან. შენობები მდებარეობდა ერთი მიწის ნაკვეთზე საჯარო რეესტრის მიერ რეგისტრაციაში გატარებისას განხორციელდა მხოლოდ მიწის ნაკვეთის ქვედა მხარეს არსებული ერთსართულიანი კორპუსის რეგისტრაცია, ხოლო ქუჩის ზედა მხარეს არსებული ორსართულიანი კორპუსი რეგისტრაციის გარეშე დარჩა.

 

- სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- იხ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან 06/08/2015. ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის წერილი 1285. ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება #83. განკარგულება #16117663-019/002 აუდიტის დასკვნა. აღსრულების ეროვნული ბიუროს წერილი 20/01/2017 აღსრულების ეროვნული ბიურის წერილი 17.05/2017.

 

3.1.3. ი-------------–---–ს ყოფილ მესაკუთრეს უძრავი ქონება ქ. მცხეთის საკრებულოს გამგეობის 2003 წელს გაცემული ორდერის 000128 საფუძვლზე გადაეცა. რომლითაც მას მიენიჭა უფლებამოსილება დაეკავებინა საცხოვრებელი ბინა მდებარე (ძველი ნომერაციით) ქ. მცხეთა მუხრანის ქ. 22-ში სართული 2 ფართობი 33,75 (დამხმარე 78,83) აღნიშნულით დასტურდება, რომ ი-------------–---–ს საცხოვრებელი ბინა გადაეცა სკოლის შენობაში, რომელიც არის ორ სართულიანი, ხოლო 2004 წლის 12 იანვრის პრივატიზაციის ხელშეკრულებით მცხეთის გამგეობის მიერ ი-------------–---–ს უსასყიდლოდ გადაეცა საკუთრებაში საცხოვრებელი ბინა მდებარე ქ. მცხეთა მუხრანის ქ. 22 (ძველი ნომერაციით) აღნიშნული ხელშეკრულებაში ფართის გადაცემის საფუძვლად მითითებულია ქ. მცხეთის საკრებულოს გამგეობის 2003 წელს გაცემული ორდერი 000128, რაც მიუთითებს იმაზე, რომ პრივატიზაციის ხელშეკრულებით გადაეცა მეორე სართულზე არსებული ფართი 33,75 (დამხმარე 78,83 კვ.მ.)

 

- სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან 06/08/2015. ორდერი 000128. პრივატიზაციის ხელშეკრულება მცხეთის გამგეობასა და ი-------------–---–ს შორის.

 

3.1.4. მოსარჩელე არის მიწისძვრით დაზარალებული უსახლკარო 13 წელია თბილისის მერის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის #67 განკარგულების საფუძველზე შესახლებულია დროებით თავშესაფარში 19 კვ.მ-ში. მმოსარჩელის საკუთრებაში უკანონოდ მყოფ ნ-----–------------–---ონდა უძრავი ქონება საკუთრებაში მიღებული ქ. მცხეთა მუხრანის ქ. #22-ში ერთსართულიან კორპუსში ფართი 39,07 კვ.მ. აღნიშნული ქონება ნ-----–------------–-- გაასხვისა ფ-------------–---–--ე, ხოლო მას შემდეგ მას ყოველგვარი საფუძვლის გარეშე დაკავებული აქვს მოსარჩელის საკუთრება.

 

- სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

იხ. გამგეობის განკარგულება #67 ხელშეკრულება #2775 ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება 14/04/199 მხარის ახსნა-განმარტება.

 

3.1.5. ამონაწერით ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან დადგენილია, რომ მოპასუხეები ნ-----–------------–- და ვ----------------–-- როგორც ამომრჩევლები ცესკოს მონაცემების მიხედვით რეგისტრირებულნი არიან სადაო ფართზე მდებარე ქ. მცხეთა მუხრანის ქ. #22ა.

 

- სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

იხ. ცესკოს ამონაწერი 2018 წლის 19 სექტემბრის სასამართლოს სხდომის ოქმი)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს მხარეები სადაოდ ხდიან და სხვაგვარად აფასებენ რაც საქმის არსებითი განხილვისას უნდა დადგინდეს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან მოპასუხეთა მხრიდან ადგილი აქვს მოსარჩელის საკუთრების უფლების ხელყოფას.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა.

 

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილი, 172-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 312-ე, 242-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება.

 

6.1. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის 1-ლი აბზაცის მიხედვით, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება.

 

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია.

 

საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა. იგი ნიშნავს ყოველი მესაკუთრე ფიზიკური და იურიდიული პირის უფლებას ფლობდეს და განკარგავდეს ქონებას. დაუშვებელია საკუთრებაში არსებული ქონების თვითნებურად ჩამორთმევა, ეს უფლება დაცულია საერთაშორისო სამართლებრივ აქტით - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციით, რომელიც საქართველოს საკანონმდებლო სისტემის შემადგენელი ნაწილია და შესაბამისად, მისი დებულებების შესრულება სავალდებულოა. კერძოდ, კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. ამდენად, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო აქტებით რეგლამენტირებულია პირთა საკუთრების უფლების დაცვის მექანიზმები სხვათა ხელყოფისაგან.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობის თანახმად, საკუთრების უფლება ბუნებითი უფლებაა, რომლის გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა. საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 02 ივლისის N1/2/384 გადაწყვეტილება).

 

გარდა ამისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა მოწესრიგებულია ზოგადი მოთხოვნების საფუძველზე, მათ შორისაა კეთილსინდისიერების პრინციპი, რაც გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას გულისხმიერებითა და პასუხისმგებლობით, ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში აღნიშნული პრინციპი გამოვლენილია მე-8 მუხლის მე-3 ნაწილით, რომლითაც დადგენილია, რომ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ უძრავი ქონების მდებარე ქ. მცხეთა მუხრანის ქ #22ა ბინა #3 ფართი 33,75 კვ.მ (დამხმარე ფართი 78,83 კვ.მ) ს/კ 72.07.03.195.01.5--. მესაკუთრეა ჟ--–-------------. (იხ. გადაწყვეტილების 3.1.1. და 3.1.2. პუნქტები).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

 

აღნიშნული მუხლებიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის მიხედვით, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ სადავო ქონება ჟ--–-------------- საკუთრებაა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 242-ე მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე უფლებამოსილია, როგორც მესაკუთრემ, გამოიყენოს აღნიშნული ქონება და არ დაუშვას მესამე პირთა მიერ მისით სარგებლობა. იგი შეზღუდულია მოპასუხეთა მხრიდან ამ ნივთის ფლობით, რადგან მოპასუხეები არ წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 160-162-ე მუხლებით დაცული უფლების მქონე პირებს - მართლზომიერ მფლობელებს.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეები ახორციელებენ უკანონო ხელშეშლას, ამ გარემოების არსებობა ცხადყოფს, მოსარჩელის საკუთრების უფლების ხელყოფას. მოპასუხეები უკანონოდ უშლიან ხელს მოსარჩელეს ისარგებლოს საცხოვრებელი სახლით. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა მოხდეს მოპასუხეთა მხრიდან მომდინარე უკანონო ხელშეშლის აღკვეთა და ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე არის მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ სადავო ფართს ფლობენ კანონიერად. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხეებთან მიმართებაში. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეთა მხრიდან უკანონო ხელშეშლის აღკვეთა და ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე1” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება.

 

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა კანონმდებლობა გამონაკლისს უშვებს, რა დროსაც შესაძლებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიეცემა მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს კონკრეტული დავების ჩამონათვალს, როდესაც კანონიერ ძალაში შესვლამდე დასაშვებია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიმართვა. შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკითხი სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული და როგორც წესი, სასამართლო საკითხს წყვეტს საქმის გარემოებების ყოველმხრივი ანალიზის და იმ შესაძლო რისკების გონივრულ ფარგლებში შეფასებით, რაც შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარს შეიძლება მოჰყვეს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მიუთითებს საპროცესო ნორმაზე, რომლის მიხედვითაც კოდექსით დაშვებულია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა, თუმცა ვერ ასაბუთებს მის აუცილებლობას. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს მისი დაუსაბუთებლობის გამო. ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოპასუხეების განმარტებაზე, რომ ვ----------------–- და ვ----–---–---------ის ოჯახი შედგება ხუთი სულისგან, სადაც სამი მცირეწლოვანია ექვსი წლის, ოთხი წლის და წლინახევრის და სხვა საცხოვრებელი ადგილი არ გააჩნიათ, ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს მისი დაუსაბუთებლობის გამო.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს გადავადებული აქვს სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმის განხილვის დასრულებამდე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეთა მხრიდან მომდინარე ხელშეშლის აღკვეთას უძრავ ნივთზე, შესაბამისად სარჩელზე დავის საგნის ღირებულება განსაზღვრულია საქართველოს სსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ’’ ქვეპუნქტით (დავის საგნის ფასი განისაზღვრება 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა). ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი, ამავე კოდექსის 46-ე მუხლის ;ვ; პუნქტისა და სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მ1 პუნქტის თანახმად მოპასუხეები ვ----------------–- და ვ----–---–---------ე გათავისუფლებული არიან ბაჟის გადახდისგან (იხ. ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან) ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მოპასუხეებზე ვ----------------–--ე და ვ----–---–---------ეზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო მოპასუხე ნ-----–------------–--- არსებობს სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.

 

გათვალისწინებით იმისა, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმიდან გამომდინარე, მოპასუხეს ნ-----–------------–ს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 120 (ას ოცი) ლარის გადახდა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. დადგენილია, რომ მოსარჩელეს მიერ იურიდიული მომსახურების გაწევისათვის გადახდილია ხარჯი 300 (ლარი) (იხ.სალაროს შემოსავლის ორდერი #1/29220)

 

გათვალისწინებით იმისა, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმიდან გამომდინარე, მოპასუხეებს ნ-----–------------–ს, ვ----------------–- და ვ----–---–---------ის სოლიდარულად დაეკისროთ ჟ--–-------------- სასარგებლოდ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 300 (სამასი) ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი;

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე, 414-416-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ჟ--–-------------- სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. გამოთხოვილი იქნეს ჟ--–-------------- უძრავი ქონება მდებარე ქ. მცხეთა მუხრანის ქ #22ა ბინა #3 ფართი 33,75 კვ.მ (დამხმარე ფართი 78,83 კვ.მ) ს/კ 72.07.03.195.01.5-- ნ-----–------------–-ს, ვ----------------–-ს და ვ----–---–---------ის უკანონო მფლობელობიდან (სარგებლობიდან) და აღნიშნული ქონება ჟ--–-------------ს ჩაბარდეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.

 

3. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ მოსარჩელე ჟ--–-------------ს ეთქვას უარი.

 

4. მოპასუხს ნ-----–------------–ს, დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 120 (ას ოცი) ლარის გადახდა.

 

5. მოპასუხეები ვ----------------–- და ვ----–---–---------ე გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

 

6. მოპასუხეებს ნ-----–------------–ს, ვ----------------–- და ვ----–---–---------ის სოლიდარულად დაეკისროთ ჟ--–-------------- სასარგებლოდ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 300 (სამასი) ლარის ოდენობით.

 

7. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ უარი შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 12 დღეში თბილისის სააპელაციო სასამართლოში სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მდებარე გრ. რობაქიძის განზირი #7ა-ში) მცხეთის რაიონული სასამართლოს (მდებარე ქ. მცხეთა სამხედროს ქ.#17) მეშვეობით.

 

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. მცხეთა, სამხედროს ქუჩა N17) მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.

 

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში (მდებარე ქ. მცხეთა სამხედროს ქ.#17) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე კობა გოცირიძე.