განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
#---------
#(0------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
03 აგვისტო 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ლილი მსხილაძე
სხდომის მდივანი ნინო მაისაია
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე :
პროკურორი - ნ----- გ-------–ი, მ-----– ქ-----
დაცვის მხარე:
ბრალდებულები:
1. ლ---- ბ-----–---–ი - დაბადებული 1--- წლის 2--------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ს------–----–----------------------------.
2. მ------ ა-------–ი - დაბადებული 1--- წლის 0---------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, საშუალო-ტექნიკური განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ი----------------------
კვალიფიკაცია:
1. ლ---- ბ-----–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასაწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით (ორი ეპიზოდი).
მასვე, ბრალი ედება მასში რომ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19, 177 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით.
2. მ------ ა-------–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასაწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით (ორი ეპიზოდი).
მასვე, ბრალი ედება მასში რომ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19, 177 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. სასამართლომ დადგენილად სცნო, რომ 2017 წლის 26 დეკემბერს, დაახლოებით 03:15 საათზე, მ------ ა-------–ი და ლ---- ბ-----–---–ი წინასწარი შეთანხმებით, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ ქ. თბილისი, თ-----------------–--–---------“-ში არსებული სასურსათო მაღაზიის წინ მდებარე სს ,,-----ს“ (ყოფილი სს ,,ნ-------------–-----“) კუთვნილ 2 700 (ორიათას შვიდასი) ლარად ღირებულ სწრაფი ჩარიცხვის აპარატს, მასში მოთავსებული 1128 (ათას ას ორმოცდარვა) ლარისა და 50 (ორმოცდაათი) თეთრის ოდენობით თანხით, რითაც სს ,,-----ს“ (ყოფილი სს ,,ნ-------------–-----“) მიადგა 3 828 (სამიათას რვაას ოცდარვა) ლარისა და 50 (ორმოცდაათი) თეთრის ოდენობით მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
1.2. სასამართლომ დადგენილად სცნო, რომ 2017 წლის 27 დეკემბერს დაახლოებით 03:30 საათზე, მ------ ა-------–ი და ლ---- ბ-----–---–ი წინასწარი შეთანხმებით, ფარულად, მართსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ ქ. თბილისი, გ-–-------–------- კორპუსის მიმდებარედ არსებული შპს ,,ვ-----ს“ კუთვნილ 2 200 (ორიათას ორასი) ლარად ღირებულ სწრაფი ჩარიცხვის აპარატს, მასში მოთავსებული 2 657 (ორიათას ექვსას ორმოცდაჩვიდმეტი) ლარისა და 50 (ორმოცდაათი) თეთრის ოდენობით თანხით, რითაც შპს ,,ვ-----ს“ მიადგა 4 857 (ოთხიათას რვაას ორმოცდაჩვიდმეტი) ლარისა და 50 (ორმოცდაათი) თეთრის ოდენობით მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
1.3. სასამართლომ დადგენილად სცნო, რომ 2017 წლის 29 დეკემბერს, ლ---- ბ-----–---–მა და მ------ ა-------–მა განიზრახეს ფარულად მართსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდნენ სწრაფი ჩარიცხვის აპარატს, მასში მოთავსებული თანხითა და განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, წინასწარი შეთანხმებით, 2017 წლის 29 დეკემბერს დაახლოებით 05:45 საათზე, შეეცადნენ, მართსაწინააღდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდნენ ქ. თბილისში, გ-–----------------------------ში არსებული სასურსათო მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე, შპს ,,----------------------ს“ კუთვნილ 2 700 (ორიათას შვიდასი) ლარად ღირებულ სწრაფი ჩარიცხვის აპარატს, მასში მოთავსებული 1 722 (ათას შვიდას ოცდაორი) ლარისა და 50 (ორმოცდაათი) თეთრის ოდენობით თანხით, რითაც შპს ,,ტ-------------------ს“ შესაძლოა მისდგომოდა 4 422 (ოთხიათას ოთხას ოცდაორი) ლარისა და 50 (ორმოცდაათი) თეთრის ოდენობით მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით (ორი ეპიზოდი);
ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით;
2.1. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა მ------ ა-------–მა თავი სრულად სცნო დამნაშავედ ბრალად წარდგენილ სამივე ეპიზოდთან დაკავშირებით, კერძოდ, მასში, რომ ის და ლ---- ბ-----–---–ი 2017 წლის 26 დეკემბერს, დაახლოებით 03:15 საათზე, დაეუფლნენ ქ. თბილისი, თ-----------------–--–---------“-ში არსებული სასურსათო მაღაზიის წინ მდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატს, მასში მოთავსებული თანხით. ასევე, ის და ლ---- ბ-----–---–ი 2017 წლის 27 დეკემბერს დაახლოებით 03:30 საათზე, დაეუფლნენ ქ. თბილისი, გ-–-------–------- კორპუსის მიმდებარედ არსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატს, მასში მოთავსებული თანხით. ასევე, ის და ლ---- ბ-----–---–ი 2017 წლის 29 დეკემბერს დაახლოებით 05:45 საათზე ცდილობდნენ ფარულად დაუფლებოდნენ ქ.თბილისში, გ-–----------------------------ში არსებული სასურსათო მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე, სწრაფი ჩარიცხვის აპარატს, მასში მოთავსებული თანხით.
2.2. ასევე, სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ლ---- ბ----–---–მა თავი სრულად სცნო დამნაშავედ ბრალად წარდგენილ სამივე ეპიზოდთან დაკავშირებით, კერძოდ, მასში, რომ ის და მ------ ა-------–ი 2017 წლის 26 დეკემბერს, დაახლოებით 03:15 საათზე, დაეუფლნენ ქ. თბილისი, თ-----------------–--–---------“-ში არსებული სასურსათო მაღაზიის წინ მდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატს, მასში მოთავსებული თანხით. ასევე, ის და მ------ ა-------–ი 2017 წლის 27 დეკემბერს დაახლოებით 03:30 საათზე, დაეუფლნენ ქ. თბილისი, გ-–-------–------- კორპუსის მიმდებარედ არსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატს, მასში მოთავსებული თანხით. ასევე, 2017 წლის 29 დეკემბერს დაახლოებით 05:45 საათზე, ის და მ------ ა-------–ი, ცდილობდნენ ფარულად დაუფლებოდნენ ქ.თბილისში, გ-–----------------------------ში არსებული სასურსათო მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე, სწრაფი ჩარიცხვის აპარატს, მასში მოთავსებული თანხით.
2.3. სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ------- შ---------მ განაცხადა, რომ დაუკავშირდა გამომძიებელი და განუცხადა, რომ შპს ,,ნ-------------–-----ს“ კუთვნილი ჩასარიცხი აპარატი არ იდგა თავის ადგილზე. ნ------- შ--------- გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე ქ.თბილისი თ-----------------–--–-----ში, სადაც არ დახვდა ჩასარიცხი აპარატი, კაბელი იყო გადაჭრილი. მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება. ნ------- შ---------ს განმარტებით, პოლიციის თანამშრომლების მიერ მალევე ნანახი იქნა ჩასარიცხი აპარატი. ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ დათვალიერებული იქნა ჩასარიცხი აპარატი, რომელიც ეგდო ძირს და იყო ნახევრად დამწვარ მდგომარეობაში.
2.4. სასამართლო სხდომაზე მოწმე დ----- გ---–--–მა განაცხადა, რომ 2017 წლის 29 დეკემბერს დილის საათებში დაუკავშირდა გამომძიებელი, რომელმაც შეატყობინა, რომ მცდელობა იყო მისი კუთვნილი ჩასარიცხი აპარატის მოპარვის. დ----- გ---–--–ი მივიდა შემთხვევის ადგილზე ქ. თბილისში, მ--------------ში, სადაც დახვდა პოლიციის თანამშრომლები და ექსპერტ-კრიმინალისტები, სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დახვდა წაქცეულ მდგომარეობაში. დ----- გ---–--–ის განმარტებით, მას მიადგა დაახლოებით 6 250 ლარის ზიანი.
2.5. სასაქონლო ექსპერტიზის N----- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი შპს ,,----------------------ს“ კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატის საბაზრო ღირებულება ექსპლუატაციაში ყოფნის და მუშა მდგომარეობის გათვალისწინებით, შეადგენს 2 700 (ორიათას შვიდასი) ლარს.
2.5.1. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ე-–--- შ--–--–---–მა.
2.6. სასაქონლო ექსპერტიზის N----- დასკვნის თანახმად, სს ,,-----ს“ (ყოფილი სს ,,ნ-------------–-----“) სწრაფი ჩარიცხვის აპარატის საბაზრო ღირებულება, დაზიანებამდე ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით შეადგენს 2 700 (ორიათას შვიდასი) ლარს.
2.6.1. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ------ ბ---------–---–მა.
2.7. სასაქონლო ექსპერტიზის N----- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი შპს ,,ვ-----ს“ კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატის საბაზრო ღირებულება, დაზიანებამდე, შეადგენს 2 200 (ორიათას ორასი) ლარს.
2.7.1. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ--- ქ--------მ.
2.8. ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, პაკეტში, წარწერით: ,,მომწვანო ფერის მცენარეული მასა მოთავსებული სიგარეტის კოლოფში წარწერით ,,პარლამენტი“, ამოღებული სავარძლებს შორის არსებული სათავსოდან“ მოთავსებული კოლოფის გარეთა ზედაპირზე არსებული ბიომასალის (ობ. N1) შერეულ გეენტიკურ პროფილში მ------ ა-------–ისა (ობ. N27) და ობ. N4,9,16-ის გენეტიკური თანამონაწილეობა გამორიცხული არ არის; პაკეტში, წარწერით: ,,მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი და საკონტროლო ანაწმენდი, აღებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან“ მოთავსებული ჩხირის ბამბიან ბოლოზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ. N16) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. N16-ის გეენტიკური პროფილი და ობ. N4,9-ის გენეტიკური პროფილი იდენტურია.ა/მანქანის წინა მარჯვენა კარის შიდა გამღები სახელურიდან აღებულ ანაწმენდებზე არსებული ბიომასალის (ობ. N19) შერეული გენეტიკური პროფილის ერთი წილი და ობ. N4,9,16-ის გენეტიკური პროფილი იდენტურია. ობ. N19-ის შერეულ გენეტიკურ პროფილში მ------ ა-------–ის (ობ. N27) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება; წინა მარცხენა კარის შიდა გამღები სახელურიდან აღებულ ანაწმენდებზე არსებული ბიომასალის (ობ. N20) შერეულ გენეტიკურ პროფილში მ------ ა-------–ის (ობ. N27) გენეტიკური თანამონაწილეობა გამორიცხული არ არის, ხოლო ობ. N4,9,16-ის გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება. საჭის რკალის ზედა ნაწილიდან აღებულ ანაწმენდებზე არსებული ბიომასალის (ობ. N21) შერეული გენეტიკური პროფილის მაჟრული (ძირითადი) წილი და მ------ ა-------–ის (ობ. N27) გენეტიკური პროფილი იდენტურია. ობ. N21-ის შერეულ გენეტიკურ პროფილში ობ. N4,9,16-ის გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება. საჭის რკალის შუა ნაწილიდან აღებულ ანაწმენდებზე არსებული ბიომასალის (ობ. N22) შერეულ გენეტიკური პროფილის ერთი წილი მ------ ა-------–ის (ობ. N27), ხოლო მეორე წილი ობ. N4,9,16-ის გენეტიკური პროფილების იდენტურია. საჭის რკალის ქვედა ნაწილიდან აღებულ ანაწმენდებზე არსებული ბიომასალის (ობ.N23) შერეულ გენეტიკური პროფილის მაჟორული (ძირითადი) წილი მ------ ა-------–ის (ობ N27), ხოლო მინორული წილი ობ. N4,9,16-ის გენეტიკური პროფილების იდენტურია. ა/მანქანის წინა მარჯვენა სავარძლის დასაჯდომიდან აღებულ ანაწმენდებზე (ობ. N25) არსებული ბიომასალის შერეული გენეტიკური პროფილის ერთი წილი და ობ. N4,9,16-ის გენეტიკური პროფილი იდენტურია. ობ. N25-ის ერეულ გენეტიკურ პროფილში მ------ ა-------–ის (ობ. N27) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება.
2.8.1. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ------- კ--–-----ემ.
2.9. ოდოროლოგიური ექსპერტიზის N4-------- დასკვნის თანახმად, სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე, ოდოროლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, შ/ადგილებიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულ მ------ ი-----–-ს ძე ა-------–ისგან (დაბ:0-.--.1--- წელს პ/ნ 0----------) აღებული სუნის კვალის ნიმუშის.
2.9.1. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ-------- ჩ------ემ.
2.10. სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა ა-----– წ----–-–---–მა, გ------- ვ------------მ, რ------ მ-----–-–---–მა, რ------ გ-------მა, პ----- ჩ--------–-–---–მა და თ------ მ-----–-–---–მა დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა და ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ავთენტურობა.
2.11. მ------ ა-------–ის და ლ---- ბ-----–---–ის ბრალდებებს ასევე ადასტურებს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები. კერძოდ: მოწმეების ა---------– დ---–-ს, ნ---- კ----–---–ი-ლ-----ის, ბ--- ც--–--ის, ლ---- კ---------–---–ის, ნ--- გ-----–--ს, მ------ პ----–----ის, შ------- გ---------ის, მ--- გ-------ის, ჟ--–---- დ--–---–---–ის, კ---- გ--------ს და გ------- მ----–--ის ჩვენებები; მ------ ა--------–ის ხელწერილი და საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების ოქმი; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი (მ-------------------); შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი (თ-----------------–--–------); შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი (გ-–-------------------------- მიმდებარე ტერიტორია); შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი (ა----–---------------–---–------–--------, სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორია); შპს ,,ა----------დან“ ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი; გამოთხოვილი ინფორმაცია; შპს ,,გ--------------–----------დან“ ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი და გამოთხოვილი ინფორმაცია; ოქმი სს ,,------ი“ ბანკიდან ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ და გამოთხოვილი ინფორმაცია მ------ პ----–----ის საბანკო ანგარიშების თაობაზე; ოქმი შპს ,,---------------“-დან ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ და გამოთხოვილი ინფორმაცია; ოქმი სს ,,ნ-------------–-----დან“ ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ და გამოთხოვილი ინფორმაცია; მ--- გ------ას, გ---- ჩ--------ს და გ------- დ----–---–ის ხელწერილები და ლ---- ბ-----–---–ის ამოცნობის ოქმი; სასაქონლო ექსპერტიზის N4---- დაკვნა; სასაქონლო ექსპერტიზის N4---- დასკვნა; სასაქონლო ექსპერტიზის N4---- დასკვნა; დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N6------ დასკვნა; ბიოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნა; ქიმიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნა; ოდოროლოგიური ექსპერტიზის N4-------- დასკვნა; დათვალიერებების შედეგად ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები; მითითებული მტკიცებულებები სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ სადავოდ არ გახადა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
2.12. სასამართლო აღნიშნავს, რომ ქურდობა ხელყოფს საკუთრების უფლებას და გულისხმობს სხვისი ნივთის ფარულად დაუფლებას. კონკრეტულ საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებით, რომლებიც ჩატარებულ იქნა კანონით დადგენილი წესით, ასევე მოწმეთა ჩვენებებით და წერილობითი მტკიცებულებებით, რომლებიც სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ მ------ ა-------–ი და ლ---- ბ-----–---–ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლნენ ქ. თბილისი, თ-----------------–--–---------“-ში არსებული სასურსათო მაღაზიის წინ მდებარე სს ,,-----ს“ (ყოფილი სს ,,ნ-------------–-----“) კუთვნილ 2 700 (ორიათას შვიდასი) ლარად ღირებულ სწრაფი ჩარიცხვის აპარატს და მასში მოთავსებული 1128 (ათას ას ორმოცდარვა) ლარისა და 50 (ორმოცდაათი) თეთრის ოდენობით თანხას; ქ. თბილისი, გ-–-------–------- კორპუსის მიმდებარედ არსებული შპს ,,ვ-----ს“ კუთვნილ 2 200 (ორიათას ორასი) ლარად ღირებულ სწრაფი ჩარიცხვის აპარატს, მასში მოთავსებული 2 657 (ორიათას ექვსას ორმოცდაჩვიდმეტი) ლარისა და 50 (ორმოცდაათი) თეთრის ოდენობით თანხას; ასევე ბრალდებულებს ქონდთ მცდელობა მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდნენ ქ. თბილისში, გ-–----------------------------ში არსებული სასურსათო მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე, შპს ,,----------------------ს“ კუთვნილ 2 700 (ორიათას შვიდასი) ლარად ღირებულ სწრაფი ჩარიცხვის აპარატს და მასში მოთავსებულ 1 722 (ათას შვიდას ოცდაორი) ლარსა და 50 (ორმოცდაათი) თეთრს.
2.13. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს მ------ ა-------–ის და ლ---- ბ-----–---–ის ბრალდებებს მასში, რომ მათ ჩაიდინეს ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით (ორი ეპიზოდი), მათ ასევე ჩაიდინეს ქურდობის მცდელობა.
ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
2.14. წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მ------ ა-------–ი და ლ---- ბ----–---–ი დაეუფლნენ სს ,,-----ს“ (ყოფილი სს ,,ნ-------------–-----“) კუთვნილ 2 700 (ორიათას შვიდასი) ლარად ღირებულ სწრაფი ჩარიცხვის აპარატს, მასში მოთავსებული 1128 (ათას ას ორმოცდარვა) ლარისა და 50 (ორმოცდაათი) თეთრის ოდონობით თანხით, აღნიშნულის შედეგად სს ,,-----ს“ (ყოფილი სს ,,ნ-------------–-----“) მიადგა 3 828 (სამიათას რვაას ოცდარვა) ლარისა და 50 (ორმოცდაათი) თეთრის ოდენობით მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი; ასევე, მ------ ა-------–ი და ლ---- ბ----–---–ი დაეუფლნენ, შპს ,,ვ-----ს“ კუთვნილ 2 200 (ორიათას ორასი) ლარად ღირებულ სწრაფი ჩარიცხვის აპარატს, მასში მოთავსებული 2 657 (ორიათას ექვსას ორმოცდაჩვიდმეტი) ლარისა და 50 (ორმოცდაათი) თეთრის ოდენობით თანხით, აღნიშნულის შედეგად შპს ,,ვ-----ს“ მიადგა 4 857 (ოთხიათას რვაას ორმოცდაჩვიდმეტი) ლარისა და 50 (ორმოცდაათი) თეთრის ოდენობით მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი; მ------ ა-------–ი და ლ---- ბ-----–---–ი ქონდათ მცდელობა დაუფლებოდნენ, შპს ,,----------------------ს“ კუთვნილ 2 700 (ორიათას შვიდასი) ლარად ღირებულ სწრაფი ჩარიცხვის აპარატს, მასში მოთავსებული 1 722 (ათას შვიდას ოცდაორი) ლარისა და 50 (ორმოცდაათი) თეთრის ოდენობით თანხით, აღნიშნულის შედეგად შპს ,,ტ-------------------ს“ შესაძლოა მისდგომოდა 4 422 (ოთხიათას ოთხას ოცდაორი) ლარისა და 50 (ორმოცდაათი) თეთრის ოდენობით მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2.15. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის ღირებულება 150 ლარს ზემოთ.
2.16. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მ------ ა-------–ის და ლ---- ბ-----–---–ის მიერ ჩადენილი ქმედების შედეგად თითოეული დაზარალებულისთვის მიყენებული ქონებრივი ზიანი აღემატება 150 ლარს, რაც მოწმობს, რომ ბრალდებულმა მ------ ა-------–მა და ლ---- ბ-----–---–მა ჩაიდინეს ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (ორი ეპიზოდი), ასევე ბრალდებულმა მ------ ა-------–მა და ლ---- ბ----–---–მა ჩაიდინეს ქურდობის მცდელობა, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია.
ქურდობა, ჩადენილი წინასაწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
2.17. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მოწმეთა ჩვენებებით და წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მ------ ა-------–ი და ლ---- ბ-----–---–ი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. ის ფაქტი, რომ 2017 წლის 26 დეკემბერს, 27 დეკემბერს და 29 დეკემბერს მათ განახორციელეს ანალოგიური ქმედებები, რაც სამივე შემთხვევაში მიმართული იყო სწრაფი ჩარიცხვის აპარატებისა და მასში მოთავსებული თანხების დაუფლებაზე, აშკარად მიუთითებს, რომ მ------ ა-------–მა და ლ---- ბ-----–---–მა წინასწარ განიზრახეს და შეთანხმდნენ მოეხდინათ სწრაფი ჩარიცხვის აპარატების და მათში არსებული თანხების ქურდობა, რაც ერთობლივი ქმედებებით განახორციელეს კიდეც.
2.18. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.
2.19. წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ მ------ ა-------–ი და ლ---- ბ-----–---–ი წინასწარ შეკავშირდნენ სწრაფი ჩარიცხვის აპარატების და მასში მოთავსებული თანხის ქურდობის მიზნით.
2.20. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულებმა მ------ ა-------–მა და ლ---- ბ-----–---–მა ჩაიდინეს ქურდობა წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ (ორი ეპიზოდი), მათ ასევე ჩაიდინეს ქურდობის მცდელობა, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
4.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მ------ ა-------–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასაწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით (ორი ეპიზოდი); მანვე ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19, 177 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით.
4.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ლ---- ბ-----–---–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასაწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით (ორი ეპიზოდი); მანვე ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19, 177 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით.
4.4. სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქ/პ თანახმად, საქმეში (გარდა სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეებისა) არსებული მტკიცებულებები მხარეთა შეთანხმებით გამოკვლევის გარეშე მიჩნეულ იქნა უდაო მტკიცებულებებად.
4.4. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მ------ ა-------–ის და ლ---- ბ-----–---–ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რის გამოც მ------ ა-------–ის და ლ---- ბ-----–---–ის მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და ისინი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. მ------ ა-------–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად სასამართლო ითვალისწინებს ჩადენილი დანაშაულის გულწრფელ აღიარებას; მ------ ა-------–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
4.2. ლ---- ბ-----–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად სასამართლო ითვალისწინებს ჩადენილი დანაშაულის გულწრფელ აღიარებას; ლ---- ბ-----–---–ის დამამძიმებელ გარემოებებად სასამართლო ითვალისწინებს წარსულ ნასამართლობებს.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო აფასებს, როგორც ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, ასევე, დამნაშავის პიროვნებას. გამამტყუნებელი განაჩენის სამართლიანობის არსიდან გამომდინარე, სასჯელს უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი და აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს სასჯელის როგორც ზოგადი, ასევე, კერძო პრევენციის მისაღწევად.
5.2. სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ყურადღებას მიაქცევს კანონისმიერ მოთხოვნას და ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულების პიროვნებას, ინდივიდუალურ მახასიათებელს: მ------ ა-------–ს და ლ---- ბ-----–---–ს ბრალი ედებათ სოციალურად მომეტებული საფრთხის მქონე მძიმე კატეგორიის დანაშაულების ჩადენაში; წარსული ნასამართლოებებიდან გამომდინარე ორივე ბრალდებული მიდრეკილია დანაშაულის ჩადენისკენ: ლ---- ბ-----–---–ს წარსული ნასამართლობა არა აქვს მოხსნილი; მ------ ა-------–ი და ლ---- ბ-----–---–ი გულწრფელად აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.
5.3. სასჯელის აუცილებლობისა და კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, მ------ ა-------–ს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა ქ/პუნქტებით გათვალიწინებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით; ასევე, ლ---- ბ-----–---–ს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა ქ/პუნქტებით გათვალიწინებული თავისუფლების აღკვეთა; ამასთანავე, ლ---- ბ-----–---–ის მიმართ სასჯელის დანიშვნისასა სასამართლო ითვალისწინებს მის წარსულ ნასამართლობას, რომელიც არ არის გაქარწყლებული და რომელიც წარმოადგენს საფუძველს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლით, დანაშაულის რეციდივის წესით, სასჯელის განსაზღვრის.
5.4. სასჯელის ზოგადი პრევენციის და დამნაშავის რესოციალიზაციის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი არის პროპორციული, რათა მსჯავრდებულებმა მ------ ა-------–მა და ლ---- ბ-----–---–მა გააცნობიერონ ჩადენილი ქმედებები და გამოიტანონ სათანადო დასკვნები, მოახდინონ საკუთარი თავის რეაბილიტაცია და ღირსეულ წევრებად დაუბრუნდნენ საზოგადოებას.
6. ნივთმტკიცების გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის შესაბამისად:
6.1 შემთხვევის ადგილის დათვალიერების (4 ცალი დისკი), საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი მასალა (1 ცალი დისკი) და ქ. თბილისი, მ--------------------ში მდებარე მაღაზიიდან გამოთხოვილი ინფორმაცია: ვიდეოჩანაწერი (1ცალი დისკი) და ქ. თბილისი თ-----------------–--–-------ში მდებარე მაღაზიიდან გამოთხოვილი ინფორმაცია; ვიდეოჩანაწერი (1 ცალი დისკი); სულ-07 ცალი მყარი დისკის სახით, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.
6.2. ბრალებულ მ------ ა-------–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მართვის მოწმობა დალუქული სახით, რომელიც ინახება შსს გ-–-----------–--------------------–-------------------–---ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
6.3. შემთხვევის ადგილიდან (ქ. თბილისში, გ-–----------------------------ის მიმდებარე ტერიტორია) ამოღებული: ,,03“ ქილა სუნის კვალის ნიმუში ერთ პაკეტად; ,,01“ ხის ტარიანი ნაჯახი ერთ პაკეტად; ბიოლოგიური ანაწმენდების ,,16“ ნიმუში ერთ პაკეტად; ბიოლოგიური ანაწმენდების ,,04’’ ნიმუში ერთ პაკეტად; ,,01“ პლასტმასის ბოთლი მასში არსებული გამჭვირვალე ფერის სითხით ,,01’’ პაკეტად; ,,სიგარეტის„ კოლოფი მასში არსებული გამჭვირვალე მომწვანო ფერის დაქუცმაცებული მცენარეული მასით ,,01“ პაკეტად; ხელის კვლების ,,10“ ცალ დაქტილო-ფირზე ,,01“ პაკეტად, რომლებიც დალუქული სახით ინახება შსს ქ-------–-------–-----------–--------------------–--------–-–--------------------–---ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
6.4. შემთხვევის ადგილიდან (ქ. თბილისში, გ-–----------------------------ის მიმდებარე ტერიტორია) ამოღებული: 02(ორი) ცალი ,,ნოკიას’’ ფირმის მობილური ტელეფონი ერთ პაკეტად; ფულადი თანხები კუპიურებისა და ლითონის მონეტების სახით ,,01’’ პაკეტად; სწრაფი ჩარიცხვის აპარატი; ,,02“ ა/მანქანის სანომრე ნიშნები ,,01“ პაკეტად, რომლებიც დალუქული სახით ინახება შსს ქ-------–-------–-----------–--------------------–--------–-–--------------------–---ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
6.5. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ა/მანქანა ,,ბმვ იქს 5“ ვინ-კოდით 5---------------- დაუბრუნდა მის კანონიერ მფლობელს - მ--- გ------ას.
6.6. ერთ ლიტრიანი ბოთლი მასში მოყვითალო სითხით ,,01“ პაკეტად, რომელიც შემდგომი საექსპერტო კვლევის მიზნით გადაგზავნილია შსს ს----------------------–--------------------------ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
6.7. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული (ქ. თბილისი, გ-–-------–------- კორპუსის მიმდებარე ტერიტორია) ბოქლომის ორი ცალი ფრაგმენტი და ერთი ცალი სუნის კვალის ნიმუში დალუქული სახით, რომელიც ინახება შსს ქ. თბილისის გ-–-----------–--------------------–--------–-–-------------------–---ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
6.8. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული (ქ. თბილისი, გ-–-------–------- კორპუსის მიმდებარე ტერიტორია) ჩასარიცხი აპარატი დალუქული სახით, რომელიც ინახება შსს ქ-------–-------–-----------–--------------------–--------–-–--------------------–---ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
6.9. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ნამწვის ნიმუში ,,01 ფუთად“, რომელიც შემდგომი საექსპერტო კვლევის მიზნით გადაგზავნილია შსს ს----------------------–---------------------------ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
6.10. ქ.თბილისი, თ-----------------–--–ზე მდებარე შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ნივთმტკიცებები: ბიოლოგიური ანაწმენდები სამ პაკეტად, ერთი ცალი ბოქლომი დალუქული სახით, რომელიც ინახება შსს ქ-------–-------–-----------–--------------------–--------–-–--------------------–---ს ადმინისტრაციულ შენობაში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
6.11. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ერთი ცალი პოლიეთილენის პლასტმასის ბოთლი, რომელიც შემდგომი საექსპერტო კვლევის მიზნით გადაგზავნილია შსს ს----------------------–--------------------------ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
6.12. მ------ ა-------–ის ხელის კვალის, სუნისა და ნერწყვის ნიმუშები დალუქული სახით, რომლიც ინახება გ-–-----------–--------------------–--------–-–-------------------–--ის ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
6.13. დ----- და თ----- ბ-----–---–ებისაგან აღებული ნერწყვის ნიმუშები, დალუქული სახით, რომელიც ინახება შსს ქ, თბილისის გ-–-----------–--------–---------------–--------–-–-------------------–--ის ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსკ-ის 255-ე, 73-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ---- ბ-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 26 დეკემბრის ეპიზოდი).
2. ლ---- ბ-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
3. ლ---- ბ-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 27 დეკემბრის ეპიზოდი).
4. ლ---- ბ-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
5. ლ---- ბ-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
6. ლ---- ბ-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი ) წლის ვადით.
7. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს და საბოლოოდ, ლ---- ბ-----–---–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
8. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა თავისუფლების აღკვეთამ 6 (ექვსი) წლის ვადით, სრულად შთანთქოს ლ---- ბ-----–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 2-----------–-ს განაჩენით დანიშნული და მოუხდელი სასჯელი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ასოთხმოცი) საათის ვადით და ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლ---- ბ-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
9. მსჯავრდებულ ლ---- ბ-----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
10. ლ---- ბ-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 19 თებერვლიდან.
11. მ------ ა-------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 26 დეკემბრის ეპიზოდი).
12. მ------ ა-------–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
13. მ------ ა-------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 27 დეკემბრის ეპიზოდი).
14. მ------ ა-------–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ექვსი) წლის ვადით.
15. მ------ ა-------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
16. მ------ ა-------–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
17. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ------ ა-------–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის ვადით.
18. მსჯავრდებულ მ------ ა-------–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
19. მ------ ა-------–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2017 წლის 29 დეკემბრიდან.
20. ნივთმტკიცება:
20.1 შემთხვევის ადგილის დათვალიერების (4 ცალი დისკი), საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი მასალა (1 ცალი დისკი) და ქ. თბილისი, მ--------------------ში მდებარე მაღაზიიდან გამოთხოვილი ინფორმაცია: ვიდეოჩანაწერი (1ცალი დისკი) და ქ. თბილისი თ-----------------–--–-------ში მდებარე მაღაზიიდან გამოთხოვილი ინფორმაცია; ვიდეოჩანაწერი (1 ცალი დისკი); სულ-07 ცალი მყარი დისკის სახით, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
20.2. ბრალებულ მ------ ა-------–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მართვის მოწმობა დალუქული სახით, რომელიც ინახება შსს გ-–-----------–--------------------–-------------------–---ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
20.3. შემთხვევის ადგილიდან (ქ. თბილისში, გ-–----------------------------ის მიმდებარე ტერიტორია) ამოღებული: ,,03“ ქილა სუნის კვალის ნიმუში ერთ პაკეტად; ,,01“ ხის ტარიანი ნაჯახი ერთ პაკეტად; ბიოლოგიური ანაწმენდების ,,16“ ნიმუში ერთ პაკეტად; ბიოლოგიური ანაწმენდების ,,04’’ ნიმუში ერთ პაკეტად; ,,01“ პლასტმასის ბოთლი მასში არსებული გამჭვირვალე ფერის სითხით ,,01’’ პაკეტად; ,,სიგარეტის„ კოლოფი მასში არსებული გამჭვირვალე მომწვანო ფერის დაქუცმაცებული მცენარეული მასით ,,01“ პაკეტად; ხელის კვლების ,,10“ ცალ დაქტილო-ფირზე ,,01“ პაკეტად, რომლებიც დალუქული სახით ინახება შსს ქ-------–-------–-----------–--------------------–--------–-–--------------------–---ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
20.4. შემთხვევის ადგილიდან (ქ. თბილისში, გ-–----------------------------ის მიმდებარე ტერიტორია) ამოღებული: 02(ორი) ცალი ,,ნოკიას’’ ფირმის მობილური ტელეფონი ერთ პაკეტად; ფულადი თანხები კუპიურებისა და ლითონის მონეტების სახით ,,01’’ პაკეტად; სწრაფი ჩარიცხვის აპარატი; ,,02“ ა/მანქანის სანომრე ნიშნები ,,01“ პაკეტად, რომლებიც დალუქული სახით ინახება შსს ქ-------–-------–-----------–--------------------–--------–-–--------------------–---ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
20.5. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ა/მანქანა ,,ბმვ იქს 5“ ვინ-კოდით 5----------------, დაუბრუნდა მის კანონიერ მფლობელს - მ--- გ------ას.
20.6. ერთ ლიტრიანი ბოთლი მასში მოყვითალო სითხით ,,01“ პაკეტად, რომელიც შემდგომი საექსპერტო კვლევის მიზნით გადაგზავნილია შსს ს----------------------–--------------------------ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
20.7. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული (ქ. თბილისი, გ-–-------–------- კორპუსის მიმდებარე ტერიტორია) ბოქლომის ორი ცალი ფრაგმენტი და ერთი ცალი სუნის კვალის ნიმუში დალუქული სახით, რომელიც ინახება შსს ქ. თბილისის გ-–-----------–--------------------–--------–-–-------------------–---ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
20.8. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული (ქ. თბილისი, გ-–-------–------- კორპუსის მიმდებარე ტერიტორია) ჩასარიცხი აპარატი დალუქული სახით, რომელიც ინახება შსს ქ-------–-------–-----------–--------------------–--------–-–--------------------–---ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
20.9. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ნამწვის ნიმუში ,,01 ფუთად“, რომელიც შემდგომი საექსპერტო კვლევის მიზნით გადაგზავნილია შსს ს----------------------–---------------------------ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
20.10. ქ. თბილისი, თ-----------------–--–ზე მდებარე შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ნივთმტკიცებები: ბიოლოგიური ანაწმენდები სამ პაკეტად, ერთი ცალი ბოქლომი დალუქული სახით, რომელიც ინახება შსს ქ-------–-------–-----------–--------------------–--------–-–--------------------–---ს ადმინისტრაციულ შენობაში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
20.11. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ერთი ცალი პოლიეთილენის პლასტმასის ბოთლი, რომელიც შემდგომი საექსპერტო კვლევის მიზნით გადაგზავნილია შსს ს----------------------–--------------------------ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
20.12. მ------ ა-------–ის ხელის კვალის, სუნისა და ნერწყვის ნიმუშები დალუქული სახით, რომლიც ინახება გ-–-----------–--------------------–--------–-–-------------------–--ის ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
20.13. დ----- და თ----- ბ-----–---–ებისაგან აღებული ნერწყვის ნიმუშები, დალუქული სახით, რომელიც ინახება შსს ქ, თბილისის გ-–-----------–--------–---------------–--------–-–-------------------–--ის ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
21. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
22. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მსჯავრდებულის/ადვოკატის და პროკურორის მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე /ლილი მსხილაძე/