გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
820210018002446813 (2-285/18 )
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
07 აგვისტო. 2--8 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნუგზარ მგელაძე
სხდომის მდივანი რუსუდან სანიკიძე
მოსარჩელე ლე---–---–----ძე
წარმომადგენელი მა----------ძე
მოპასუხე ომ----–---–---იძე
დავის საგანი - კანონით მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ომ----–---–---იძეს ჩამოერთვას კანონით მემკვიდრეობის უფლება 2--4 წლის 18 ნოემბერს გარდაცვლილ მზ---–----ის სამკვიდრო მასაზე.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
მოსარჩელის დედა მზ---–----ე 1984 წლის 16 ოქტომბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხე ომ----–---–---იძესთან, თუმცა 1995 წლიდან ომ----–---–---იძეს მიტოვებული ყავს ოჯახი მეუღლე და შვილები და არანაირ მზრუნველობას ოჯახის მიმართ არ იჩენდა. 2--4 წლის 18 ნოემბერს გარდაიცვალა მოსარჩელე ლე---–---–----ძის დედა - მზია წულუკიძე და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მის დანაშთ ქონებაზე გაიხსნა სამკვიდრო. 2--5 წლის 11 თებერვალს ლე---–---–----ძემ განცხადებით მიმართა ნოტარიუსს და მოითხოვა მზ---–----ის სამკვიდროს მიღება. ამავე წლის 17 თებერვალს მზ---–----ის მეორე პირველი რიგის მემკვიდრემ, მოსარჩელის ძმამ - ლე----–---–----ძემ სამკვიდროს მიღებაზე უარი განაცხადა მის სასარგებლოდ. მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე დაახლოებით ოცი წელია მოპასუხე მხარეს მზ---–----ესთან ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილი ქონდა. სწორედ, სამემკვიდრეო საქმის წარმოების დროს გახდა ცნობილი, რომ ქორწინების აქტი კვლავ ძალაშია. კერძოდ დედა გარდაცვალებამდე ატარებდა შავაძის ქორწინებამდელ გვარს, მაშინ როცა ქორწინების სააქტო ჩანაწერის მიხედვით გვარი შავაძე შეცვლილი აქვს წულუკიძეზე. სწორედ აღნიშნული ხარვეზის გასწორების დროს აღმოჩნდა, რომ ქორწინება ჯერ კიდევ რეგისტრირებული იყო. დღეის მდგომარეობით ხარვეზი ყველა სამოქალაქო აქტში გასწორებულია. დედაჩემის გვარი შავაძე დარჩა მხოლოდ საჯარო რეესტრის მონაცემებში, რისი გასწორებაც შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ მემკვიდრეობის მიღების შემდეგ.
სამკვიდრო საქმის წარმოებისას, ვინაიდან გამოჩნდა მესამე პირველი რიგის მემკვიდრე ომ----–---–---იძე, ნოტარიუსმა სანოტარო მოქმედების შესრულებაზე ზეპირი ფორმით უარი განაცხადა, ვიდრე ომ----–---–---იძის მოთხოვნის ფარგლები არ გაირკვეოდა. ომ----–---–---იძე ზეპირი ფორმით აცხადებს პრეტენზიას სამკვიდროზე. ის ემუქრება ნოტარიუსს ჩემს სასარგებლოდ საქმის წარმოების შემთხვევაში დავის დაწყებით, თუმცა მას ოფიციალურად განცხადებით სამკვიდროს მიღებაზე დღეის მდგომარეობითც არ მიუმართავს. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ნოტარიუსმა გამოსცა სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის შესახებ დადგენილება, ომ----–---–---იძის ნების გარკვევამდე. რეალურად შეიქმნა მდგომარეობა, რომ მე, როგორც პირველი რიგი მემკვიდრეს, სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარი მეთქვა იმ მოტივით, რომ გასარკვევია ომ----–---–---იძის, როგორც მემკვიდრის ნება - იღებს თუ არა სამკვიდროს. რეალურად კი, მას გარკვეული პრეტენზიები სამკვიდროს მიღებაზე გააჩნია.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ომ----–---–---იძეს არანაირი სამართლებრივი და მორალური უფლება არ აქვს მიიღოს მზ---–----ის სამკვიდრო მასა, რის გამოც იძულებული გავხდი საკუთარი უფლების დასაცავად მომემართა სასამართლოსთვის და ვითხოვ ომ----–---–---იძესთვის სამკვიდროს მიღების უფლების ჩამორთმევას, იმ მოტივით, რომ მზ---–----ის გარდაცვალებამდე ისინი სამ წელზე მეტია (რეალურად ოცი წლის განმავლობაში) ერთად აღარ ცხოვრობდნენ.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ომ----–---–---იძე სარჩელზე წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებით სარჩელს ცნობს მთლიანად. განმარტა, რომ მზ---–----ის სამკვიდროს მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნია, მხოლოდ იმით არის დაინტერესებული, რომ სამკვიდროდან ლე---–---–----ძემ ქონების გარეშე არ დატოვოს მისი ძმა ლე----–---–----ძე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელის დედა მზ---–----ე 1984 წლის 16 ოქტომბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხე ომ----–---–---იძესთან. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი ლე---–---–----ძე და ლე----–---–----ძე, 1995 წლიდან ომ-----–---–----ძე ფაქტობრივად აღარ ცხოვრობს მეუღლესა და შვილებთან ერთად, არ ირიცხებოდა მზ---–----ის კომლის შემადგენლობაში, გადასულია საცხოვრებლად სხვაგან და აქვს სხვა ოჯახი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ქორწინების მოწმობის ასლი
-დაბადების მოწმობა
-მხარეთა ახსნა-განმარტება.
-მოწმეთა ჩვენებები.
3.1.2. მზ---–----ე გარდაიცვალა 2--4 წლის 18 ნოემბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-გარდაცვალების მოწმობა
3.1.3. მზ---–----ის (ქორწინების შემდეგ წულუკიძის) სამკვიდროს მასას წარმოადგენს უძრავი ქონება (მიწის ნაკვეთი) მდებარე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფ. სა-–-------ი საკ. კოდი 22.22.0--2-- მამკვიდრებლის საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველს კი წარმოადგენს მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი #22/2-199, დამოწმების თარიღი 29.06.2004 ხელვაჩაურის რაიონის მიწის მართვის სამმართველო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საარქივო ცნობა, სარეგისტრაციო ბარათი, მიღება ჩაბარების აქტი.
3.1.4. 2--5 წლის 11 თებერვალს ლე---–---–----ძემ განცხადებით მიმართა ნოტარიუსს და მოითხოვა მზ---–----ის სამკვიდროს მიღება, ამავე წლის 17 თებერვალს მზ---–----ის მეორე პირველი რიგის მემკვიდრემ, შვილმა - ლე----–---–----ძემ სამკვიდროს მიღებაზე უარი განაცხადა ლე---–---–----ძის სასარგებლოდ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები
3.1.5. 2--6 წლის 1 ივლისს ლე---–---–----ძეს ნოტარიუსის მიერ უარი ეთქვა სანოტარო მოქმედების შესრულებაზე იმ საფუძვლით, რომ მზია წულუკიძის მესამე პირველი რიგის მემკვიდრეს წარმოადგენს მეუღლე ომ----–---–---იძე, მამკვიდრებლის მეუღლე ითვლება პირველი რიგის მემკვიდრედ, სანამ საწინააღმდეგო არ დამტკიცებულა. ნოტარიუსს არ შეუძლია მოცემულ შემთხვევაში დაადგინოს, ომ----–---–---იძე ფაქტობრივად დაეუფლა თუ არა სამკვიდრო მასას და აქედან გამომდინარე, მას არ შეუძლია გასცეს უტყუარი სანოტარო აქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ნოტარიუსის დადგენილება სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის შესახებ.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმეზე სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
-საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე, 1320-ე, 1328-ე, 1336-ე, 1421-ე, 1424-ე, 1433-ე, 1341-ე, მუხლები.
-სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების შედეგად. ამავე კოდექსის 1320-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე, ხოლო 1328-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, მეუღლე, მშობლები. სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღონ სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც არ უნდა იყოს იგი. ამავე კოდექსის 1424-ე მუხლით, სამკვიდრო მიღებული უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მზ---–----ის გარდაცვალებით 2--4 წლის 18 ნოემბერს გაიხსნა სამკვიდრო. მზ---–----ის სამკვიდრო ქონების მიღების მიზნით, სამკვიდრო გახსნის ადგილის მიხედვით ნოტარიუსს კანონით დადგენილ ვადაში მიმართა შვილმა ლე---–---–----ძემ, ხოლო მეორე შვილმა ლე----–---–----ძემ სამკვიდროს მიღებაზე უარი განაცხადა.
ლენა შავაძეს უარი ეთქვა სანოტარო მოქმედების შესრულებაზე იმ საფუძვლით, რომ მზ---–----ის მესამე პირველი რიგის მემკვიდრეს წარმოადგენს მეუღლე ომ----–---–---იძე
6.2. სამოქალაქო კოდექსის 1341-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილებით მეუღლეს შეიძლება ჩამოერთვას კანონით მემკვიდრეობის უფლება, თუ დადასტურებული იქნება, რომ ქორწინება მამკვიდრებელთან ფაქტობრივად სამკვიდროს გახსნამდე არანაკლებ სამი წლისა შეწყვეტილი იყო და მეუღლეები ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ომ----–---–---იძესა და მზ---–----ეს შორის მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე არანაკლებ სამი წლისა ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილი იყო და ისინი ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ. ამდენად, არსებობს ომ----–---–---იძესათვის კანონით მემკვიდრეობის ჩამორთმევის სამართლებრივი საფუძველი.
6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ომ----–---–---იძემ ცნო სასარჩელო მოთხოვნა , რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დავის საგნის ფასი განისაზღვრება ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – გადასახდელი თანხით.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ქვითრით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 200 ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი ცნო მთლიანად, შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება არ ეკისრება. ამის გამო, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა უნდა დაუბრუნდეს სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 200 ლარის ოდენობით.
მოსარჩელის მიერ სხვა ხარჯების გაღების დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-8, 38-ე, 39-ე, 53-ე, 199-ე პრიმა, 243-244-ე, 247-248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. ლე---–---–----ძის სარჩელი ომ----–---–---იძის მიმართ კანონით მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევის შესახებ დაკმაყოფილდეს.
1.1. ომ----–---–---იძეს (პ/ნ 2----------) ჩამოერთვას კანონით მემკვიდრეობის უფლება 2--4 წლის 18 ნოემბერს გარდაცვლილი მზ---–----ის (პ/ნ 6----------) სამკვიდრო ქონებაზე.
2. მოსარჩელე ლენა წულუკიძეს დაუბრუნდეს მის მიერ სს ,,თიბისი ბანკის“ მეშვეობით გადახდილი (გადახდის თარიღი 15.05. 2--8 წ. საგადასახადო დავალება N 0, სახაზინო კოდი 300733150) სახელმწიფო ბაჟი 200 ლარის ოდენობით.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს (მისამართი: ქ.ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი N358) მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ.ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი N358) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნუგზარ მგელაძე