გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.09.2018
საქმის ნომერი
041210118002474881
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
18.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 041210118002474881

N 2/151-2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

გადაწყვეტილება - დაუსწრებელი გადაწყვეტილება

18.09.2018 წ. ქ. თ--------–-

შესავალი ნაწილი

თერჯოლის მაგისტრატი სასამართლო

მოსამართლე ელენე ოსაძე

სხდომის მდივანი თამარ აბულაძე

მოსარჩელე: ი-----------

წარმომადგენელი: გ----------------ძე;

მოპასუხეები: ჯ------------–-–---–ი, შპს ,,ინ-------------–----გი", შპს ,,ე-–----------";

წარმომადგენელი: ფ--------------,დავის საგანი: ყადაღისაგან ქონების გათავისუფლება.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლის ჭ--------------------ს მიერ, ი----------ს საცხოვრებელ სახლში დაყადაღებული ქონების, კერძოდ ტელევიზორი LJ- ღირებული 350 ლარად; პერსონალური კომპიუტერი სრული კომპლექტით (მონიტორი, პროცესორი, კლავიატურა, მაუსი, დინამიკი, - ღირებული 500 ლარად; კომპიუტერის მაგიდა (შავი ფერის)- ღირებული- 70 ლარად; ორ კამერიანი მაცივარი ,,Hisense"-ს ფირმის -ღირებული 550 ლარად; სარეცხი მანქანა ,,SAMSUNG"-ის ფირმის, - ღირებული 450 ლარად; ,,Feere"ს ფირმის გაზქურა - ღირებული 400 ლარად, ყადაღისაგან გათავისუფლება.

 

მოსარჩელის პოზიცია:

 

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა გ----------------ძემ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სარჩელს და განმარტა, რომ 2018 წლის 26 აპრილს აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებელმა ჭ--------------------მ აღწერა ქ. თ--------–-ში, წ-------–-ს ქ N--ში მდებარე, ი----------ს საცხოვრებელ სახლში არსებული მოძრავი ქონება და შეადგინა აქტი მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ. ვინაიდან მის შვილს, ჯ------------–-–---–ს შპს ,,ინ-------------–----გის" და შპს ,, ე-–----------ს" სასარგებლოდ დაკისრებული აქვს თანხის გადახდა. მოსარჩელე, აღმასრულებლის მიერ შედგენილ აქტს არ ეთანხმება, ვინაიდან დაყადაღებული ქონება, კერძოდ ტელევიზორი LJ- ღირებული 350 ლარად; პერსონალური კომპიუტერი სრული კომპლექტით (მონიტორი, პროცესორი, კლავიატურა, მაუსი, დინამიკი, - ღირებული 500 ლარად; კომპიუტერის მაგიდა (შავი ფერის)- ღირებული- 70 ლარად; ორ კამერიანი მაცივარი ,,Hisense"-ს ფირმის -ღირებული 550 ლარად; სარეცხი მანქანა ,,SAMSUNG"-ის ფირმის, - ღირებული 450 ლარად; ,,Feere"ს ფირმის გაზქურა - ღირებული 400 ლარად, არის მისი საკუთრება და აქვს შესაბამისი დოკუმენტები. აღნიშნული ნივთბი არის ი----------ს მიერ შეძენილი, რაც დასტურდება წარმოდგენილი დოკუმენტაციით და ასევე დაადასტურებენ ასევე მოწმეებიც. დაყადაღებული მოძრავი ქონება არის მოსარჩელის შეძენილი და ჯ------------–-–---–ს ამ ქონების შეძენაში მონაწილეობა არ მიუღია.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე შპს ,,ე-–---------მა" წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი მთლიანად ცნო.

2.2. მოპასუხე ჯ------------–-–---–სა და შპს ,,ინ-------------–----გს" შესაგებელი არ წარმოუდგენიათ.

 

სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე შპს ,,ინ-------------–----გის" წარმომადგენელმა ფ--------------მ სარჩელი მთლიანად ცნო.

 

სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ მოპასუხეები ჯ------------–-–---–ი და შპს ,,ე-–----------ს" წარმომადგენელი, რომელთაც სასამართლო სხდომის დრო ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2018 წლის 26 აპრილს აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებელმა ჭ--------------------მ აღწერა ქ. თ--------–-ში, წ-------–-ს ქN--ში მდებარე, ი----------ს საცხოვრებელ სახლში არსებული მოძრავი ქონება და შეადგინა აქტი მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- 2018 წლის 26 აპრილის აქტი მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ;

- მხარეთა განმარტებები

 

3.1.2. 2018 წლის 26 აპრილს აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებელის ჭ--------------------ს მიერ ქ. თ--------–-ში, წ-------–-ს ქN--ში მდებარე, ი----------ს საცხოვრებელ სახლში არსებული მოძრავი ქონება აღწერილი და ყადაღადადებული მოძრავი ნივთები ტელევიზორი LJ- ღირებული 350 ლარად; პერსონალური კომპიუტერი სრული კომპლექტით (მონიტორი, პროცესორი, კლავიატურა, მაუსი, დინამიკი, - ღირებული 500 ლარად; კომპიუტერის მაგიდა (შავი ფერის)- ღირებული- 70 ლარად; ორ კამერიანი მაცივარი ,,Hisense"-ს ფირმის -ღირებული 550 ლარად; სარეცხი მანქანა ,,SAMSUNG"-ის ფირმის, - ღირებული 450 ლარად; ,,Feere"ს ფირმის გაზქურა - ღირებული 400 ლარად, წარმოადგენს ი----------ს საკუთრებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- 2018 წლის 26 აპრილის აქტი მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ;

 

მხარეთა შორის სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ არის.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე, 53-ე, 131-ე, 205-ე, 208-ე, 230-ე, 233-234-ე, 237-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

სარჩელის ცნობის შემთხვევაში სასამართლო აღარ ამოწმებს და აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. თავის გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ის აფუძნებს მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, შპს ,,ინ-------------–----გის" წარმომადგენელმა სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე სრულად ცნო სასარჩელო მოთხოვნა, აღნიშნული გარემოება კი მის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.

 

6.2. მოსამზადებელ სასამართლო სხდომაზე მოპასუხეები ჯ------------–-–---–ი და შპს ,,ე-–----------ს" წარმომადგენელი არ გამოცხადდნენ. მოსარჩელე მხარემ იშუამდგომლა მათ მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის დაკმაყოფილება. სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლი ადგენს მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობას. კერძოდ ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.

 

მოპასუხე ჯ------------–-–---–სა და შპს ,,ე-–----------ს" წარმომადგენელს სასამართლო სხდომის დრო და ადგილი ეცნობათ სასამართლო უწყებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. მოპასუხეებს გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ სასამართლოსათვის არ უცნობებიათ. შესაბამისად, სხდომაზე მათი გამოუცხადებლობა არასაპატიოა და სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გამომრიცხავი რომელიმე გარემოება. აღნიშნულის გამო სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი მოპასუხეების მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე კი სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.

 

6.3. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე იმისათვის, რომ სასამართლომ გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, აუცილებელია, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად დამტკიცებულად ითვლება, იურიდიულად ამართლებდეს მოსარჩელის მოთხოვნას. მატერიალური კანონი კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას უნდა უკავშირებდეს იმ სამართლებრივ შედეგს, რომლის მიღწევაც მიზნად აქვს დასახული მოსარჩელეს.

 

კანონმდებლობით გათვალისწინებულია მესამე პირთა მიერ თავისი უფლებების დაცვის საშუალებაც, კერძოდ, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, დადგენილია იმ პირთა უფლებების დაცვის მექანიზმი, რომელთა საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება გარკვეული წინაპირობების თანხვედრის შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად და ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე საკუთრების უფლებით აღჭურვილი მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს მისი კუთვნილი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, იურიდიულად გამართლებულია და მოსარჩელის შუამდგომლობა მოპასუხეების ჯ------------–-–---–ის და შპს ,,ე-–----------ს" მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხე შპს ,,ინ-------------–----გის" მიერ სარჩელის ცნობის, მოპასუხე შპს ,,ე-–----------ს" და ჯ------------–-–---–ის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების გამო მოსარჩელე ი----------ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს მთლიანად თავისუფლდება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი მოპასუხე შპს ,,ინ-------------–----გის" წარმომადგენელმა და შესაგებლით მოპასუხე შპს ,,ე-–---------მა" სრულად ცნეს სასამართლოს მთავარ სხდომამდე, ისინი გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოპასუხე ჯ------------–-–---–ს კი შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა, ცნობს თუ არა სარჩელს სასამართლოსათვის უცნობია, ამავე კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხე ჯ------------–-–---–ს მოსარჩელე ი----------ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ საქმეზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 2321-ე, 230-ე, 236-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1.მოსარჩელე ი----------ს (პ/ნ 2----------) სარჩელი დაკმაყოფილდეს

 

1.1. გათავისუფლდეს ყადაღისაგან შემდეგი მოძრავი ნივთები:ტელევიზორი LJ- ღირებული 350 ლარად; პერსონალური კომპიუტერი სრული კომპლექტით (მონიტორი, პროცესორი, კლავიატურა, მაუსი, დინამიკი, - ღირებული 500 ლარად; კომპიუტერის მაგიდა (შავი ფერის)- ღირებული- 70 ლარად; ორ კამერიანი მაცივარი ,,Hisense"-ს ფირმის -ღირებული 550 ლარად; სარეცხი მანქანა ,,SAMSUNG"-ის ფირმის, - ღირებული 450 ლარად; ,,Feere"ს ფირმის გაზქურა - ღირებული 400 ლარად,2. გაუქმდეს თერჯოლის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 1 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა აღსრულება 2018 წლის 26 აპრილის მოვალის ქონებისა და დაყადაღების შესახებ აქტით აღმასრულებლის მიერ კრედიტორების შპს ,,ინ-------------–----გის" და შპს ,,ე-–----------ს" სასარგებლოდ ჯ------------–-–---–ის ფულადი ვალდებულებისათვის დაყადაღებულ შემდეგ ქონებაზე: ტელევიზორი LJ- ღირებული 350 ლარად; პერსონალური კომპიუტერი სრული კომპლექტით (მონიტორი, პროცესორი, კლავიატურა, მაუსი, დინამიკი, - ღირებული 500 ლარად; კომპიუტერის მაგიდა (შავი ფერის)- ღირებული- 70 ლარად; ორ კამერიანი მაცივარი ,,Hisense"-ს ფირმის -ღირებული 550 ლარად; სარეცხი მანქანა ,,SAMSUNG"-ის ფირმის, - ღირებული 450 ლარად; ,,Feere"ს ფირმის გაზქურა - ღირებული 400 ლარად.

 

3. მოპასუხეები შპს ,,ინ-------------–----გი" და შპს ,,ე-–----------ი" გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

4. მოპასუხე ჯ------------–-–---–ს(პ/ნ 2----------) მოსარჩელე ი----------ს (პ/ნ 2----------) სასრგებლოდ დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.

 

5. მოპასუხეებს ჯ------------–-–---–სა და შპს ,,ე-–----------ს" გაეგზავნოს გადაწყვეტილების ასლი და განემარტოს, რომ გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების მოთხოვნით შეუძლია შემოიტანოს საჩივარი თერჯოლის მაგიტრატ სასამართლოში 10 (ათი) დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში.

 

6. გადაწყვეტილება მოსარჩელე ი---------ეს, მოპასუხე შპს ,,ინ-------------–----გის" მიერ შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თერჯოლის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თერჯოლის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ელენე ოსაძე