გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №140210118002306077
საქმე №2/275-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
12 სექტემბერი, 2018 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მაია კუთხაშვილი
სხდომის მდივანი თემურ საათაშვილი
მოსარჩელე - ს--------------–--------ი“
წარმომადგენელი - ი-----–--------–--
მოპასუხეები - დ----------–-----ე (მონაწილეობის გარეშე)
ზ----------------–---–ი
დავის საგანი: საკრედიტო დავალიანების გადახდევინება
1. სასარჩელო მოთხოვნა:
მოპასუხეებს: დ----------–-----ეს და ზ---------------–---–ს ს--------------–--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2015 წლის 30 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 6317.97 ლარის გადახდა (ძირი თანხა - 3 333.99 ლარი, 1334.94 ლარი - სარგებელი, 1649.02 ლარი - პირგასამტეხლო.
მოსარჩელის პოზიცია
2015 წლის 30 ივნისს ს--------------–--------სა“ და დ----------–-----ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც დ----------–-----ის სასარგებლოდ გაიცა სესხი 3460 ლარის ოდენობით, 36 თვის ვადით, წლიური საპროცენტო სარგებელი 33.3%, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე ყოველდღიურად ვადაგადაცილებული თანხის 0,5%. 2015 წლის 30 ივნისს ს--------------–--------სა“ და ზ---------------–---–ს შორის დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 6920 ლარით.
მსესხებელმა დაარღვია საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები, ბანკის მხრიდან გაფრთხილების მიუხედავად, მოპასუხეთა მხრიდან არ მომხდარა მათ მიმართ არსებული საკრედიტო დავალიანების დაფარვა, რის გამოც მათი დავალიანება შეადგენს 6 317.97 ლრს, საიდანაც ძირითადი თანხაა 3 333.99 ლარი, პროცენტი - 1 334.96 ლარი, პირგასამტეხლო - 1 649.02 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე მხარემ, კერძოდ, ზ---------------–---–მა მის მიერ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, თუმცა მოსამზადებელ სხდომაზე მან სარჩელი ნაწილობრივ ცნო, კერძოდ, ძირითადი თანხის - 3333.99 ლარისა და სარგებლის - 1334.96 ლარის ნაწილში სრულად ცნო სარჩელი, ხოლო პირგასამტეხლოს ნაწილში, სასარჩელო მოთხოვნა ცნო 200 ლარის ნაწილში.
რაც შეეხება მოპასუხე დ----------–-----ეს, შესაგებელი სასამართლოში წარმოდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ, შესაბამისად, მას შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. ს--------------–--------სა“ და დ----------–-----ეს შორის 2015 წლის 30 ივნისს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხეზე გაიცა სესხი 3460 ლარის ოდენობით, 36 თვის ვადით, წლიური საპროცენტო სარგებელი 33.3%, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე ყოველდღიურად ვადაგადაცილებული თანხის 0,5%.
მტკიცებულება:
- საკრედიტო ხელშეკრულება
3.1.2. 2015 წლის 30 ივნისს ს--------------–--------ს“ და ზ---------------–---–ს შორის დაიდო სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც ზ---------------–---–მა სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრა დ----------–-----ის მიერ ბანკის მიმართ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე და მისი პასუხისმგებლობა განისაზღვრა 6 920 ლარით.
მტკიცებულება:
- სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება
3.1.3. კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მიერ დაირღვა საკრედიტო ხელშეკრულების პირობები, რის გამოც წარმოიქმნა დავალიანება 6 317.97 ლარის ოდენობით, მათ შორის: ძირი - 3333.99 ლარი; სესხის პროცენტი - 1334.96 ლარი; პირგასამტეხლო - 1649.02 ლარი.
მტკიცებულება:
- ცნობა დავალიანების თაობაზე
- გაფრთხილების წერილები;
- მოპასუხის განმარტება
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
6. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-625-ე, 361-ე, 400-ე, 416-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 891-ე, 892-ე, 895-ე მუხლები.
7. სამართლებრივი შეფასება.
7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
7.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის შესაბამისად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
7.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
7.5. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა)შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ)შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
7.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.
7.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით კი, 1. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. 2. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
7.10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
მოცემულ შემთხვევაში ზ---------------–---–მა ნაწილობრივ ცნო სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ, მან აღიარა მისი მხრიდან სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულება სრულად, ხოლო პირგასამტეხლოს ნაწილში, მან პირგასამტეხლო მიიჩნია არაგონივრულად და აღიარა 200 ლარის გადახდის ვალდებულება.
ამდენად, სასამართლოს დამტკიცებულად მიაჩნია ყველა ის გარემოება, რაც მხარეებმა აღიარეს და წარმოადგინეს მათი დამადასტურებელი მტკიცებულებანი. სასამართლოს ასევე მიაჩნია, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დავალიანების დაკისრების ნაწილში კანონიერია და სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
7.11. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხეთათვის პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, სასამართლო განმარტავს, რომ 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
სასამართლო მიიჩნევს, რომ სს. „საქართველოს ბანკის“ მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოა მოპასუხე მხარის მიერ შეუსრულებელ ვალდებულებასთან მიმართებაში, რის გამოც პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე - 200 ლარამდე.
8. საპროცესო ხარჯები
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
8.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
8.3. დადასტურებულია, რომ მოსარჩელე ს--------------–--------ს“ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადახდილი აქვს 189.54 ლარი, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე 50 ლარი. ასევე დადასტურებულია, რომ მოპასუხე მხარემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი, კერძოდ, მან 6317.97 ლარიდან აღიარა 4868.95 ლარის გადახდის ვალდებულება, შესაბამისად ამ აღიარების პროპრორციულად იგი უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
9. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება:
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 თებერვლის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ზ---------------–---–ს (პ/№43001018514) აეკრძალა მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების მდებარე: ხაშურის რაიონი სოფელი ც---------, საკადასტრო კოდი №69.11.99.0--, გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა. განსახილველ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით,g a d a w y v i t a:
1. მოსარჩელე ს--------------–--------ის“ სარჩელი მოპასუხეების: დ----------–-----ის და ზ---------------–---–ის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხეებს: დ----------–-----ეს და ზ---------------–---–ს მოსარჩელე ს--------------–--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 4868.95 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხა არის 3333.99 ლარი, პროცენტი -1334.96 ლარი, პირგასამტეხლო - 200 ლარი;
3. მოსარჩელე ს--------------–--------ს“ მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 189.54 ლარიდან დაუბრუნდეს 146.10 ლარი, ხოლო 43.44 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
4. მოპასუხეებს: დ----------–-----ეს და ზ---------------–---–ს მოსარჩელე ს--------------–--------ის“ სასარგებლოდ, მის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, დაეკისროთ 50 ლარის გადახდა.
5. უცვლელად დარჩეს გორის რაიონის 2018 წლის 15 თებერვლის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძების გამოყენების შესახებ, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ზ---------------–---–ს (პ/№43001018514) აეკრძალა მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების მდებარე: ხაშურის რაიონი სოფელი ც---------, საკადასტრო კოდი №69.11.99.0--, გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია კუთხაშვილი