განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N110100118002369047
N1/57-2018
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
7 სექტემბერი, 2018 წელი ქ.ზესტაფონი
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე
სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - კ---- ს------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - მ------ ა-------- ძე ბ----–-----, დაბადებული 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნომერი 1----------), ს-–----–-- გ------–---- მქონე, დაოჯახებული, ნასამართლეობის მქონე, მცხოვრები: ზესტაფონის რაიონი, სოფელი კ-–-------, ამჟამად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის N2 დაწესებულების პატიმარი;
ადვოკატი - ნ----- ც---–----;
კვალიფიკაცია: 1) საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის); 2) საქართველოს სსკ 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში); 3) საქართველოს სსკ 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა);
სხდომის სახე - ღია.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების არსი:
1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6-------ს განაჩენით, მ------ ბ----–----- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით, რაც სსკ 63-64-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ერთი წლის გამოსაცდელი ვადით. აღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის, მ------ ბ----–----- ითვლებოდა ნასამართლობის მქონედ. მ------ ბ----–----- ქორწინებაში იმყოფებოდა მ--- ბ----–----თან, ისინი ერთად ცხოვრობდნენ ზესტაფონის რაიონის სოფელ კ-–----თში. ქორწინების პერიოდში, მეუღლეებს შორის იყო კონფლიქტური დამოკიდებულება, რომლის მოტივიც გახდა ქალის მიმართ გავრცელებული სტერეოტიპული შეხედულება, რაც გამოიხატებოდა მ------ ბ----–-----ს მიერ მეუღლის მ--- ბ----–-----ს გავლენისა და შიშის ქვეშ მოქცევაში და პირადი ცხოვრების კონტროლში. 2018 წლის 1--------ს, საღამოს საათებში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მ------ ბ----–----მა, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკების გამო, მეუღლეს - მ--- ბ----–----ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მუშტი დაარტყა მარცხენა ხელის მტევანზე. ძალადობრივი ქმედების შედეგად, მ--- ბ----–----მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა, და მიიღო სხეულის დაზიანება.
2. 2018 წლის 1--------ს, საღამოს საათებში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მ------ ბ----–----მა, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკების გამო, მეუღლეს - მ--- ბ----–----ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მუშტი დაარტყა მარცხენა ხელის მტევანზე. მ--- ბ----–----მა მოუწოდა მეუღლეს თავი დაენებებინა მისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში მომხდარს შეატყობინებდა პოლიციას. აღნიშნულზე განაწყენებულმა მ------ ბ----–----მა, ჯიბიდან ამოიღო თან ნაქონი დანა, გაიწია მ--- ბ----–-----საკენ და ამავდროულად დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. აღნიშნული მუქარა, მ--- ბ----–----მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სასამართლომ დაადგინა:
3. 2018 წლის 1--------ს, საღამოს საათებში (ზუსტი დროს დაუდგენელია), ნასვამ მდგომარეობაში მყოფ მ------ ბ----–----ს, მუშტი არ დაურტყამს მარცხენა ხელის მტევანზე მ--- ბ----–-----სათვის.
4. 2018 წლის 1--------ს, საღამოს საათებში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ნასვამ მდგომარეობაში მყოფ მ------ ბ----–----ს, მ--- ბ----–-----ს მიმართ, დანის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობის მუქარა არ განუხორციელებია.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ქმედების განხორციელება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ:
5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დ------ გ-------ემ განაცხადა, რომ მ------ ბ----–----- არის მისი სიძე, ქალიშვილის - მ--- ბ----–-----ს ქმარი. მათ ჰყავთ ორი შვილი.
6. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა მ------ ბ----–----მა განაცხადა, რომ მ--- ბ----–----- არის მისი მეუღლე.
7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
8. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მ------ ბ----–----- და დაზარალებული მ--- ბ----–-----, არიან ოჯახის წევრები.
ქმედება - ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის.
9. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დ------ გ-------ემ განაცხადა, რომ მ------ ბ----–----- არის მისი სიძე, ქალიშვილის - მ--- ბ----–-----ს ქმარი. 2018 წლის 1--------ს, საღამოს, როდესაც დაურეკა მ--- ბ----–----ს, ის იყო ანერვიულებული და ნამტირალები. უთხრა, რომ მეუღლემ, მ------ ბ----–----მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ცუდად მყოფის საუბარი, არ ესმოდა კარგად. საუბრისას, ტელეფონში გაიგო ბავშვის ხმა, რომელიც ეხვეწებოდა დედას კაპლის დალევას. აღნიშნულის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება დაერეკა 112-ში, რაც გააკეთა კიდეც. მოწმის განმარტებით, იგი არ შესწრებია მ------ს მიერ მ---ს ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს. მ---სგან იცის გადმოცემით, თუმცა დეტალები უცნობია, ვინაიდან მ--- იყო ძალიან ცუდად და კარგად ვერ გაიგო მისი საუბარი. მისივე განმარტებით, წარსულში მეუღლეებს შორის იყო უთანხმოება და კონფლიქტი, რაც გამოიხატებოდა სიტყვიერ კამათში, თუმცა ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს არასდროს შესწრებია.
10. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ე-–--- გ--–---- განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, შედგენილი აქვს დაზარალებულ მ--- ბ----–-----ს გარეგნული დათვალიერების ოქმი. მოწმის განმარტებით, დათვალიერების ოქმის სისწორე მან და დაზარალებულმა დაადასტურეს ხელის მოწერით. ასევე, დათვალიერებისას მოახდინა სურათების გადაღება.
11. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ------ გ--–-–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამსახურში, უფროსი ექსპერტის თანამდებობაზე. 2018 წლის 2 იანვარს, სამმართველოში მიღებული შეტყობინების საფუძველზე, გამომძიებელ კ--- ღ--------თან ერთად, მონაწილეობა მიიღო ზესტაფონის რაიონის სოფელ კ-–----თში, შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში. საგამოძიებო მოქმედების დამთავრებისთანავე, ოქმის სისწორე დაადასტურა ხელის მოწერით.
12. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა კ--- ღ------ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. 2018 წლის 1--------ს, ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში მიღებული შეტყობინების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, მ------ ბ----–-----ს მიმართ. იყო საქმის გამომძიებელი ოჯახური ძალადობის ფაქტზე და საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: დაათვალიერა შემთხვევის ადგილი ექსპერტთან და მ.ბ----–-----ს მამასთან ერთად, გამოკითხა დაზარალებული, გააცნო უფლებები, დანიშნა სამედიცინო ექსპერტიზა. ბრალი წარუდგინა მ------ ბ----–----ს, გამოკითხა და გაუცვალა მტკიცებულებები.
13. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა კ-------–- ბ--------–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივ-გამომძიებლად. იყო სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და საქმეთა გაერთიანების შემდეგ, მის მიერ იქნა ნაწარმოები მ.ბ----–-----ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმე. ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: გამოკითხა მოწმეები, მ.ბ----–----ს წარუდგინა დაზუსტებული ბრალი, გაუცვალა მტკიცებულებები, დანიშნა ექსპერტიზები და გამოითხოვა სხვადასხვა ინფორმაცია მ.ბ----–-----ს მიმართ.
14. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოწმეებმა ა------ ბ----–----მა და გ------- ბ----–----მა, უარი განაცხადეს ახლო ნათესავის (მამის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
15. სასამართლო სხდომაზე, დისტანციურად, ქალაქ ბარსელონადან ჩართული იქნა დაზარალებული მ--- ბ----–-----, რომელმაც უარი განაცხადა ახლო ნათესავის (მეუღლის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
16. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის სამედიცინო შემოწმების N-------- დასკვნის თანახმად, 2018 წლის 2 იანვარს, 02:01 საათზე, ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად, მ------ ბ----–----ს დაუდგინა საშუალო ხარისხის ალკოჰოლური თრობა.
17. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, 0---------–-------------სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. მ--- ბ----–----ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით (უჩივის ტკივილს მარცხენა მტევნის მიდამოში. მარცხენა მტევნის უკანა ზედაპირზე აღენიშნება უსწორო-ოვალური ფორმის, არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე მოწითალო-მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით 2.5X1.6სმ). დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ-- გ----------ემ.
18. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6-------ს განაჩენით, მ------ ბ----–----- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და სსკ 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.
19. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 2-----–-სის განაჩენით, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6-------ს განაჩენი, მ------ ბ----–-----ს მიმართ დარჩა უცვლელი.
20. იმერეთის პრობაციის ბიუროს 2017 წლის 2--------რის M------- 0------- წერილის თანახმად, მ------ ბ----–----- აღრიცხვაზე იმყოფება, მასზე ზედამხევდელობასა და კონტროლს ახორციელებს იმერეთის პრობაციის ბიურო, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6-------ს განაჩენის საფუძველზე.
21. სასამართლო სხდომაზე მოწმის (ბრალდებულის) სახით დაკითხულმა მ------ ბ----–----მა არ მისცა მამხილებელი ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ და დასკვნით სიტყვის წარმოთქმისას, განმარტა, რომ მეუღლის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტზე, თავს დამნაშავედ არ ცნობდა.
22. სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულისაგან (სსკ 1261-ე მუხლი) სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ უნდა გავიგოთ როგორც ცემა, სხვაგვარი ძალადობა და სხვა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. ცემა ძალადობის ერთერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. სხვაგვარი ძალადობა იმით განსხვავდება ცემისაგან, რომ იგი შეიძლება გამოიხატოს ერთჯერად ძალმომრეობით ქმედებაში - აქტში (ხელით გარტყმა (ჩარტყმა), ხელის კვრა, ფეხის ჩარტყმა, თმებით თრევა, თმების წიწკვნა და სხვა). აქაც აუცილებელია, მსხვერპლმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი. შესაბამისად, განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით და სხვა. სხვაგვარი ძალადობა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე. კერძოდ: დაჟეჟილობას, დალილავებას ან მცირე სისხლნაჟღენთის კვალს, რასაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი აღნიშნავს დასკვნაში. ზოგჯერ, სხვაგვარი ძალადობის შედეგად შეიძლება სხეულს, ზედაპირზე არანაირი კვალი არ დაეტყოს. ასეთ შემთხვევაში ძალადობის ფაქტის დადგენის ტვირთი მთლიანად სასამართლოზეა, რომელიც დაეყრდნობა მსხვერპლის და მოწმის ჩვენებებს, ასევე საქმის სხვა გარემოებებს. სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე დარტყმა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან. განსახილველი დანაშაულის ერთ-ერთ დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს მისი ჩადენა არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ამ შემთხვევაში მდგომარეობას ამძიმებს ის, რომ არასრულწლოვანის თანდასწრებით ამგვარი ქმედების ჩადენა, მის ფსიქიკაზე სავალალო ზეგავლენას ახდენს.
23. ამ მუხლის მე-2 ნაწილით, ერთერთ დამამძიმებელ გარემოებად ითვლება, იგივე ქმედების ჩადენა არაერთგზის. საქართველოს სსკ მე-15 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური ძალადობა არაერთგზისად რომ ჩაითვალოს, წინა ოჯახური ძალადობისათვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ უნდა იყოს. საქართველოს სსკ 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, ნასამართლობა გაქარწყლდება თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელით მსჯავრდებულისა – სასჯელის მოხდიდან ერთი წლის შემდეგ.
24. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში წარმოდგენილ და გამოკვლეულ მტკიცებულებათა გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს, მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მ------ ბ----–-----ს მიერ წარდგენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის ზემოაღნიშნული მუხლით წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის. სასამართლოს ეს მტკიცებულებები არ მიაჩნია უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს მ------ ბ----–-----ს ბრალეულობა ოჯახურ ძალადობაში, შესაბამისად არ არსებობს დაცვის მხარის პოზიციის გაუზიარებლობის, ან მის სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი, რის გამოც სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას მ------ ბ----–-----ს უდანაშაულობის შესახებ - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში. აღნიშნულის საწინააღმდეგო და დამაჯერებელი არგუმენტაციაც სხდომაზე ჩვენების, ან მტკიცებულების სახით არ წარმოდგენილა. შესაბამისად, საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა მ------ ბ----–-----ს მხრიდან დაზარალებულ მ--- ბ----–-----ს მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2018 წლის 1--------ს, საღამოს საათებში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ნასვამ მდგომარეობაში მყოფ მ------ ბ----–----ს, დაზარალებულ მ--- ბ----–-----ს მიმართ ძალადობა არ განუხორციელებია.
ქმედება - სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
25. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დ------ გ-------ემ განაცხადა, რომ მ------ ბ----–----- არის მისი სიძე, ქალიშვილის - მ--- ბ----–-----ს ქმარი. 2018 წლის 1--------ს, საღამოს, როდესაც დაურეკა მ--- ბ----–----ს, ის იყო ანერვიულებული და ნამტირალები. უთხრა, რომ მეუღლე, მ------ ბ----–-----, დანის გამოყენებით, დაემუქრა მოკვლით. ცუდად მყოფის საუბარი არ ესმოდა კარგად. საუბრისას, ტელეფონში გაიგო ბავშვის ხმა, რომელიც ეხვეწებოდა დედას კაპლის დალევას. აღნიშნულის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება დაერეკა 112-ში, რაც გააკეთა კიდეც. მოწმის განმარტებით, მისთვის უცნობია მ---სა და მ------ს შორის მომხდარი კონფლიქტის დეტალები.
26. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ------ გ--–-–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამსახურში, უფროსი ექსპერტის თანამდებობაზე. 2018 წლის 2 იანვარს, სამმართველოში მიღებული შეტყობინების საფუძველზე, გამომძიებელ კ--- ღ--------თან ერთად, მონაწილეობა მიიღო ზესტაფონის რაიონის სოფელ კ-–----თში, შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რა დროსაც ამოღებული იქნა ორი ცალი დანა. საგამოძიებო მოქმედების დამთავრებისთანავე, ოქმის სისწორე დაადასტურა ხელის მოწერით. ასევე, ამოღებული დანები დალუქული იქნა ადგილზე და პაკეტზეც მოაწერა ხელი.
27. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა კ--- ღ------ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. 2018 წლის 1--------ს, ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში მიღებული შეტყობინების საფუძველზე, დაათვალიერა ზესტაფონის რაიონის სოფელ კ-–----თში შემთხვევის ადგილი. ექსპერტთან და მ.ბ----–-----ს მამასთან ერთად.
28. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოწმეებმა ა------ ბ----–----მა და გ------- ბ----–----მა, უარი განაცხადეს ახლო ნათესავის (მამის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
29. სასამართლო სხდომაზე, დისტანციურად, ქალაქ ბარსელონადან ჩართული იქნა დაზარალებული მ--- ბ----–-----, რომელმაც უარი განაცხადა ახლო ნათესავის (მეუღლის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
30. სასამართლო სხდომაზე მოწმის (ბრალდებულის) სახით დაკითხულმა მ------ ბ----–----მა არ მისცა მამხილებელი ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ და დასკვნით სიტყვის წარმოთქმისას, განმარტა, რომ მეუღლის მიმართ მუქარის განხორციელების ფაქტზე, თავს დამნაშავედ არ ცნობდა.
31. 2018 წლის 2 იანვრის მ------ ბ----–-----ს საცხოვრებელი სახლის დათვალიერების ოქმის თანახმად, დასათვალიერებელ ობიექტს წარმოადგენს ზესტაფონის რაიონის სოფელ კ-–----თში მდებარე მ------ ბ----–-----ს საცხოვრებელი სახლი.........მისაღებ ოთახში არის ბუხარი, რომლის თავზე დადებული არის გაშლილი ფორმის, პლასტმასის ტარიანი დანა.......სამზარეულოს ოთახში, თაროზე დევს თეთრპირიანი გაშლილი, წითელი ფერის პლასტმასის ტარიანი დანა. დათვალიერების დროს, ამოღებული იქნა ბუხრის თავზე დადებული დანა და სამზარეულო ოთახიდან ამოღებული იქნა წითელტარიანი, გაშლილი დანა.
32. სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულისაგან (სსკ 151-ე მუხლი) სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება: ა) მოქმედებაში (კერძოდ მუქარა); ბ) შედეგში (შიში) და გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. მუქარა შეიძლება განხორციელდეს სატელეფონო საუბრით, პირისპირ საუბრით, იარაღის (მათ შორის დანის) დემონსტრირებით. მუქარის შინაარსი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობაში, ქონების განადგურებაში და სხვა. დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამდენად, მუქარა ისეთი ფორმით (პირის შეიარაღება მუქარის წარმოთქმისას), ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ (ურთიერთდამოკიდებულება დამნაშავესა და მსხვერპლს შორის) უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. ამასთანავე, არაა აუცილებელი მუქარა იყოს რეალური, ესე იგი, იგი მართლაც მიმართული იყოს მუქარის შინაარსში გამოთქმული ქმედების ჩასადენად. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა. განსახილველი დანაშაულის შემადგენლობა დაფუძნებულია არა ზოგადად რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ აქ პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობითი ქმედების ჩადენით, თანაც მუქარა გარეგნულად ისეთ ფორმითაა გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება. შედეგად კი ვღებულობთ იმას, რომ დაზარალებულს ერღვევა მყუდროება, კარგავს სიმშვიდეს, რადგან ყოველ წუთს ელოდება ძალადობით ქმედებას სხვა პირის მხრიდან. სწორედ ამაში მდგომარეობს მუქარის საზოგადოებრივი საშიშროება. დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდება მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. ბრალის ფორმის მიხედვით კი მუქარა არის განზრახი დანაშაული. მისი ამსრულებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი შერაცხადი 14 წლის პირი.
33. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში წარმოდგენილ და გამოკვლეულ მტკიცებულებათა გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს, მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მ------ ბ----–-----ს მიერ წარდგენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის ზემოაღნიშნული მუხლით წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის. სასამართლოს ეს მტკიცებულებები არ მიაჩნია უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს მ------ ბ----–-----ს ბრალეულობა მუქარის განხორციელებაში, შესაბამისად არ არსებობს დაცვის მხარის პოზიციის გაუზიარებლობის, ან მის სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი, რის გამოც სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას მ------ ბ----–-----ს უდანაშაულობის შესახებ - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ მუქარის განხორციელებაში. აღნიშნულის საწინააღმდეგო და დამაჯერებელი არგუმენტაციაც სხდომაზე ჩვენების, ან მტკიცებულების სახით არ წარმოდგენილა. შესაბამისად, საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა მ------ ბ----–-----ს მხრიდან დაზარალებულ მ-- ბ----–-----ს მიმართ მუქარის განხორციელების ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2018 წლის 1--------ს, საღამოს საათებში (ზუსტი დრო დაუდგენელია), მ------ ბ----–----ს, დაზარალებულ მ--- ბ----–-----ს მიმართ, დანის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობის მუქარა არ განუხორციელებია.
სამართლებრივი შეფასება:
34. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.
35. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს in dubio pro reo (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, პარაგრაფი 77, Lavents v. Latvia, § 125, and Melich an Beck v. The Czech Republic, § 60).
36. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას (საქმე „საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2015 წლის 22 იანვარი, გადაწყვეტილება N1/1/5--), რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (პარაგრაფი N41).
დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღწვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება (პარაგრაფი N42).
ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში (პარაგრაფი N43).
ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ (პარაგრაფი N44).
გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს (პარაგრაფი N45).
37. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. უდანაშაულობის პრეზუმფცია, როგორც საქმის განხილვისას სახელმძღვანელო პრინციპი, უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან ასაცილებლად, აღიარებულია როგორც საერთაშორისო კანონმდებლობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. აღნიშნული პრინციპის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისა და შეფასების დროს წარმოშობილი ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
38. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არა ერთ საქმეში განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ბრალდებას ეკისრება და რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში საქმე ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain, § 77; Lavents v. Latvia, § 125 Melich and Beck v. the Czech Republic, § 49).
39. სასამართლო აღნიშნავს, რომ მ------ ბ----–-----ს მიერ მ--- ბ----–-----ს მიმართ ძალადობისა და მუქარის განხორციელებაზე მიუთითებს მხოლოდ ერთი, ირიბი მოწმის - დ------ გ-------ის ჩვენება. სხვა, პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მ------ ბ----–-----ს მიერ დანაშაულების ჩადენას, საქმის მასალებში არ მოიპოვება. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული პირის - დ------ გ-------ის ჩვენებებიდან კი არ დასტურდება, რომ 2018 წლის 1--------ს, საღამოს საათებში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მ------ ბ----–----მა ძალადობა და მუქარა ჩაიდინა მეუღლის, მ--- ბ----–-----ს მიმართ. ზოგადად, მოწმემ მიუთითა, რომ 2018 წლის 1--------ს, როდესაც ტელეფონზე ესაუბრა მ---ს, ის იყო ანერვიულებული და ნამტირალები. უთხრა, რომ მეუღლემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე დაემუქრა მოკვლით, დანის გამოყენებით, თუმცა ის უშუალოდ მ------ ბ----–-----ს მიერ მ--- ბ----–----ზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ანდა მუქარის განხორციელების ფაქტის შემსწრე არ ყოფილა. ასევე, ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ მოწმე დეტალურად ვერ აღწერს განვითარებულ მოვლენებს და ამ მოვლენების დროს მ------ს მოქმედებებს მ--- ბ----–-----ს მიმართ. ზოგადად აღნიშნავს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის და მუქარის განხორციელების ფაქტებს. ასევე, განმარტავს, რომ დეტალები მისთვის უცნობია. სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს (2015 წლის 22 იანვრის N1/1/5-- გადაწყვეტილება, საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) განმარტებაზე, სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ ისეთი ჩვენების დასაშვებად ცნობა, რომელიც ემყარება სხვა პირის მიერ გაკეთებულ განცხადებას ან გავრცელებულ ინფორმაციას, შეიცავს მრავალ რისკს. მათ შორის, რთულია იმის შეფასება, თუ რამდენად სანდოა ან სარწმუნოა ასეთი ინფორმაცია (პარაგრაფი 29). მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემისთვის გათვალისწინებულია შესაბამისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც მოწმის ჩვენების სანდოობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვან სამართლებრივ მექანიზმს წარმოადგენს. ირიბი ჩვენების შემთხვევაში კი ეს მექანიზმი სანდოობის უზრუნველსაყოფად ნაკლებად ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს, რამდენადაც ირიბი ჩვენების მიმცემ პირს არ შეუძლია დაადასტუროს, თუ რამდენად უტყუარია სხვა პირის მიერ გავრცელებული ინფორმაცია (პარაგრაფი 31). გარდა აღნიშნულისა, ასევე, სასამართლო განმარტავს, რომ როგორც უკვე აღინიშნა, დანაშაულის (სსკ 1261-ე მუხლი) ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. სხვაგვარი ძალადობა, დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს, შესაბამისად, განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის. ტკივილი ეს არის უსიამოვნო და ემოციური გამოცდილება, რომელიც ქსოვილის რეალურ ან პოტენციურ დაზიანებას უკავშირდება, ან ასეთი დაზიანების ტერმინებით აღიწერება. სხვა სიტყვებით, ეს არის ორგანიზმის რეაქცია მავნე ზემოქმედების მქონე გამღიზიანებლების სტიმულაციაზე, რომელიც საკმაოდ ინტენსიურია იმისათვის, რომ გამოიწვიოს ქსოვილის დაზიანება ან საფრთხე შეუქმნას მას. ტკივილი ერთდროულად შეგრძნებაც არის და ემოციაც, რომელსაც მიმდინარე ან უახლოეს წარსულში ქსოვილის დაზიანება, ქსოვილის დაზიანების შესაძლებლობა ანდა ქსოვილის დაზიანების არარსებობის პირობებში ნერვული სისტემის დისფუნქციაც კი შეიძლება იწვევდეს. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ტკივილი სრულიად სუბიექტური გამოცდილებაა, სწორედაც დაზარალებული წარმოადგენს იმ პირს, ვისაც შეუძლია განცდილი ძალადობის შედეგად განაცხადოს, ძალადობამ (ცემამ ან სხვაგვარმა ძალადობამ) მასში გამოიწვია თუ არა ტკივილი. ასევე, როგორც უკვე აღინიშნა დანაშაულის (სსკ 151-ე მუხლი) ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) მოქმედებაში (კერძოდ მუქარა); ბ) შედეგში (შიში) და გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. მუქარის განხორციელებისას, მუქარა იყო თუ არა რეალური, იმწუთიერი და გაუჩნდა თუ არა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში, უნდა განაცხადოს პირმა, რომლის მიმართაც იქნა განხორციელებული იგი. შესაბამისად, სასამართლოს წინაშე უნდა არსებობდეს მუქარის ობიექტის - მოცემულ შემთხვევაში კი დაზარალებულის ჩვენება, მუქარის რეალურობის, იმწუთიერებისა და მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის შესახებ. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს“. საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“. ანალოგიური შინაარსის შემცველია ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სსსკ 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში“. ამდენად, სასამართლო მიუთითებს, რომ მ------ ბ----–-----ს საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და სსკ 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის დამნაშავედ ცნობისათვის მხოლოდ ერთი ირიბი მოწმის ჩვენების არსებობა, არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. შესაბამისად, მ------ ბ----–----- მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო, უნდა გამართლდეს წარდგენილ ბრალდებებში.
სასამართლომ დაადგინა:
40. მ------ ბ----–----მა, დაუდგენელ გარემოებებში, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა, მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი - ქარხნული წესით დამზადებულ, 8მმ კალიბრის “B----M--- M--. 2---“ მოდელის №5-1----- პისტოლეტი. ასევე, აღნიშნული პისტოლეტის სათადარიგო საკუთვნო - ქარხნული წესით დამზადებული მჭიდი და დაზიანებული ზამბარა. მ------ ბ----–----მა, აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი, თავისივე მჭიდით და დაზიანებული ზამბარით, ასევე მართლსაწინააღმდეგო შეინახა ზესტაფონის რაიონის სოფელ კ-–----თში, მისი საცხოვრებელი სახლის ეზოში განთავსებულ საპირფარეშოში, საიდანაც ამოღებულ იქნა ზესტაფონის შს რაიონული სამმართველოს მუშაკების მიერ, 2017 წლის 2---------რს, ჩხრეკის შედეგად.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ქმედება - ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა:
41. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ--–---- ბ-----ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებლად. 2017 წლის 2---------რს, იმყოფებოდა სამსახურში, იყო ოპერატიული მორიგე. მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, თანამშრომლებთან პ----- ბ------–---–თან და კ-------–- ბ--------–---–თან ერთად, მონაწილეობა მიიღო მ------ ბ----–-----ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში, რა დროსაც საცხოვრებელი სახლის ეზოში მდებარე საპირფარეშოდან, ამოღებული იქნა პისტოლეტი, თავისივე მჭიდით. ჩხრეკის დასრულების შემდეგ მოახდინეს მ.ბ----–-----ს დაკავება და გადაყვანა სამმართველოში. ასევე, მ.ბ----–----- გადაყვანილი იქნა ნარკოლოგიურ შემოწმებაზე, სადაც მას დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი. მოწმის განმარტებით, ჩხრეკის ოქმი შედგა ადგილზე, რაც დაადასტურა ხელის მოწერით. ასევე, ადგილზე იქნა დალუქული ამოღებული ნივთები.
42. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პ----- ბ------–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ გამომძიებლად. 2017 წლის 2---------რს, იმყოფებოდა სამსახურში, ოპერატიულ ჯგუფში. სამმართველოში მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, მ--–---- ბ-----ესთან და კ-------–- ბ--------–---–თან ერთად, მონაწილეობა მიიღო მ------ ბ----–-----ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში, რა დროსაც, საპირფარეშოდან, ამოღებული იქნა პისტოლეტი, მჭიდითა და ზამბარით. მოწმის განმარტებით, ჩხრეკის დასრულების შემდეგ, მ.ბ----–----- დაკავებული და გადაყვანილი იქნა სამმართველოში.
43. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა კ-------–- ბ--------–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივ-გამომძიებლად. იყო მ------ ბ----–-----ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: მ------ ბ----–-----ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა. ასევე, გამოკითხა მოწმეები, დანიშნა ექსპერტიზები, წარუდგინა ბრალი, გამოკითხა, გაუცვალა მტკიცებულებები. ასევე, გამოითხოვა სხვადასხვა სახის ინფორმაცია მ.ბ----–-----ს მიმართ.
44. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა კ---- მ----–--ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2017 წლის 2---------რს, იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ მ------ ბ----–----- საცხოვრებელ სახლში ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას. აღნიშნულის თაობაზე, პატაკით მოახსენა ხელმძღვანელობას. ასევე, გამოიკითხა მოწმის სახით, პატაკის ირგვლივ.
45. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ჟ------ ფ-----ამ დაადასტურა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის ამბულატორიული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნის სისწორე, გაცემული მ------ ბ----–-----ს მიმართ. ასევე, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ე-–----- კ----------მა დაადასტურა 2017 წლის 2---------რს, მ------ ბ----–-----ს მიმართ გაცემული ნარკოლოგიური ექსპერტიზის N------- დასკვნის სისწორე.
46. სასამართლო სხდომაზე, ბრალდებულმა მ------ ბ----–----მა, დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ.
47. 2017 წლის 24 ნოემბრის საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ მ------ ბ----–-----ს სახლის ეზოში მდებარე საპირფარეშოში, სახურავსა და ფიცარს შორის არსებული სივრციდან, ამოღებული იქნა ერთი ცალი პატარა ზომის შავი ფერის პისტოლეტი, რომელსაც აღენიშნება წარწერა ,,B--- M--- M-- 2---’’. იმავე ადგილიდან, ამოღებული იქნა პისტოლეტის ერთი ცალი მჭიდი, ცარიელ მდგომარეობაში, რომელსაც ამოღებული აქვს ზამბარა. იმავე ადგილიდან, ამოღებული იქნა მჭიდის ზამბარა, დაზიანებულ მდგომარეობაში. მ------ ბ----–-----ს განმარტებით, ამოღებული პისტოლეტი არის მისი კუთვნილი, რომელიც როდის შეინახა საპირფარეშოში, ზუსტად ვერ იხსენებს.
48. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ბალისტიკური ექსპერტიზის N197/ბ დასკვნით დასტურდება, რომ სს N052241117001 საქმეზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი: 1. ქარხნული წესით დაზადებულ, 8მმ კალიბრის “B----M--- M--. 2---“ მოდელის №5-1----- პისტოლეტს, გადაკეთების კვალები არ აღენიშნება, იგი გასროლების წარმოებისათვის ვარგისია და მიეკუთვნება მოკლელულიან ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას. 2. ქარხნული წესით დამზადებული მჭიდი და დაზიანებული ზამბარა წარმოადგენენ 8მმ კალიბრის “B----M--- M--. 2---“ მოდელის პისტოლეტებისთვის (მათს შორის წარმოდგენილი №5-1----- პისტოლეტის) სათადარიგო საკუთვნოს დაზიანებულ მდგომარეობაში. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ------- შალიკიანმა.
49. 2017 წლის 30 ნოემბრის შპს „ჯეოჰოსპიტალსის“ ზესტაფონის ფსიქონარკოლოგიური ცენტრის ცნობით დასტურდება, რომ მ------ ბ----–----- აღრიცხვაზე იმყოფება ფსიქონარკოლოგიურ კაბინეტში 24.01.2014 წლიდან, დიაგნოზით: ორგანული პიროვნული აშლილობა F--.0.
50. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ მ------ ბ----–----ს აღენიშნება არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - ორგანული პიროვნული აშლილობა (კოდი - F--.0 დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით), არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ. მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს, მას აღენიშნებოდა არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - ორგანული პიროვნული აშლილობა, არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით, მას შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს სწორი ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებაში. ის იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. ის თავისი ფსიქიკური მდგომარეობით, იძულებით მკურნალობას, ან არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს. მას აქვს ფსიქიკური ნაკლი, რომელიც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი თავის დაცვის განხორციელებას. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით, ის შეიძლება წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე და პასუხი აგოს ბრალად შერაცხული ქმედებისათვის. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, დაცვის მხარემ უდავოდ მიიჩნია და აღარ მოითხოვა მოწმის სახით ექსპერტიზის დასკვნის გამცემი ექსპერტების მ------ ფ------–-ძის, თ----- ნ-----–----იშვილის და ა---- ტ-----–--ის დაკითხვა.
51. საქმის არსებითი განხილვისას, დაცვის მხარემ, ასევე, უდავოდ მიიჩნია, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის ამბულატორიული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნა და აღარ მოითხოვა მოწმეების სახით ექსპერტების მ------ ჭ--–-–---–--, თ------ ჭ------ და ე---------- ა-------- დაკითხვა.
52. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი უშიშროება. საქართველოს სახელმწიფო განეკუთვნება იმ სახელმწიფოთა რიცხვს, სადაც იარაღი ამოღებულია თავისუფალი სამოქალაქო ბრუნვიდან. მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღის ზოგიერთი სახეობის შეძენაა შესაძლებელი პოლიციის ნებართვით. ამგვარი ნებართვის გარეშე მისი შეძენა მართლსაწინააღმდეგოა და ისჯება სისხლის სამართლის კანონით. დანაშაულის საგანია ცეცხლსასროლი იარაღი (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა)), საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერება ან ასაფეთქებელი მოწყობილობა. ნებისმიერი აღნიშნული ნივთი დანაშაულის საგნად ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ვარგისია გამოყენებისათვის. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ცეცხლსასროლი იარაღი არის - იარაღი, რომელშიც ჭურვი ან საფანტის ჭურვები მიმართულ მოძრაობას იწყებს დენთის ან სხვა მუხტის წვისას გამოყოფილი ენერგიის შედეგად და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან მექანიკურად დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად. იარაღის შეძენა იქნება მართლსაწინააღმდეგო, თუ იგი ხორციელდება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა გულისხმობს კანონის დარღვევით მის ყიდვას, სხვა ნივთში გაცვლას, ვალში ჩათვლას, ნაჩუქარის მიღებას, ნაპოვნის დაუფლებას. შეძენა დამთავრებულია, როცა პირს მიეცემა ამ იარაღის ან/და საბრძოლო მასალის განკარგვის შესაძლებლობა. ხოლო შენახვა გულისხმობს იარაღისათვის ადგილსამყოფელის მიჩენას იმ პირის მიერ, ვისაც მისი შენახვის კანონიერი უფლება არ აქვს. მართლსაწინააღმდეგო შენახვა შეიძლება მოხდეს საცხოვრებელ ბინაში, სარდაფში, ავტოფარეხში, მიწაში და ასე შემდეგ. ამ დროს მთავარია პირმა ისეთ ადგილას შეინახოს იარაღი, რომ შეეძლოს მისი გამოყენება, როცა დასჭირდება. აღნიშნული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვაში. მართლსაწინააღმდეგო შეძენა ხორციელდება მოქმედებით, ხოლო შენახვა როგორც მოქმედებით, ისე უმოქმედობით. ბრალის ფორმულირების მიხედვით დანაშაული განზრახია. პირს გაცნობიერებული აქვს, რომ კანონიერი ნებართვის გარეშე შეიძენს და ინახავს (და ასე შემდეგ) სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლში ჩამოთვლილ საგნებს და სურს ეს.
53. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მ------ ბ----–----მა, განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.
სამართლებრივი შეფასება:
54. სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.
55. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ზეპირ მტკიცებულებებს. სასამართლო მოითხოვს განმცხადებლისა და შესაბამისი მოწმეების მოსმენის ვალდებულების პატივისცემას, რათა დადგინდეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმის სამართლიანი განხილვისა და დაცვის უფლებების შესაბამისად. საქმის საჯარო სასამართლო სხდომაზე ზეპირი განხილვა მე-6 (§1) მუხლით გათვალისწინებული ფუნდამენტური პრინციპია. მოცემული პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლის სამართალწარმოების კონტექსტში, რამდენადაც ამ შემთხვევაში, ზოგადი წესის თანახმად, პირველი ინსტანციის საქმის განმხილველი ტრიბუნალი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს მე-6 მუხლის მოთხოვნებს და განმცხადებელს უნდა ჰქონდეს მისი საქმის განხილვის უფლება, ასევე, შესაძლებლობა, მათ შორის წარადგინოს მტკიცებულება საკუთარი თავის დაცვის მიზნით, გამოკითხოს და ჯვარედინი დაკითხვის სახით, კითხვები დაუსვას მოწმეს (Jussila v.Finland, 2006 წლის 23 ნოემბერი, განაცხადი N 73053/01, § 40).
56. შესაბამისად, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურდა, რომ მ------ ბ----–----მა განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 236-ე მუხლის მეორე ნაწილით). წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა მ------ ბ----–-----ს ბრალეულობა აღნიშნულ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს მ------ ბ----–-----ს მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
57. მ------ ბ----–-----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ აღიარებს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებას, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა, რომ დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
58. საქართველოს სსსკ 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
59. საქართველოს სსკ 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მ------ ბ----–----ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
60. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას (საქმეზე, საქართველოს მოქალაქე ი----- ხ--------–---–- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2017 წლის 11 ივლისი, საქმე N1/7/8--), სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ „სასჯელთან დაკავშირებული კონსტიტუციური შეზღუდვის არსი, არის პროპორციული სასჯელის დაკისრება მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი (კონკრეტული დაზარალებულისთვის თუ საზოგადოებისთვის), დამნაშავის პერსონალური მახასიათებლები და საქმის კონკრეტული გარემოებები იმისთვის, რათა განისაზღვროს, როგორი სასჯელი იქნება შესაბამისი პირის რეაბილიტაციისა და საზოგადოების დაცვისთვის ამ კონკრეტული დამნაშავის შეკავების გზით. მხოლოდ ამგვარ პირობებში შეასრულებს სასჯელი თავის მიზნებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/5-- გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბ--- წ------–---–- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-97). აღნიშნული პრინციპის საფუძველზე, მოსამართლე ვალდებულია, პირს დააკისროს სასჯელის სწორედ ის სახე და სწორედ იმ ვადით, რაც, მისი აზრით, საქმის გარემოებებიდან და წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ყველაზე უკეთ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას დანაშაულის ბუნების, მისი ჩადენის გარემოებებისა და ბრალდებულის პიროვნებიდან გამომდინარე (II-6).
მართლმსაჯულების განხორციელება და სასჯელის სამართლიანობა, პირველ რიგში, მსჯავრდებულისთვის ჩადენილი ქმედების და მისი პიროვნების ადეკვატური სასჯელის დანიშვნას გულისხმობს. სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები. აღნიშნული პრაქტიკულად შეუძლებელია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში მხოლოდ აბსოლუტურად ან შედარებით განსაზღვრული სანქციების არსებობის პირობებში, როდესაც მოსამართლეს შესაძლებლობა აქვს კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქციით განსაზღვრული სასჯელის რამდენიმე სახიდან აირჩიოს ერთი, ან შემოთავაზებული ერთი სახის სანქციის შემთხვევაში, შესაძლებლობა აქვს განსაზღვროს სასჯელის მხოლოდ ზომა, მაგრამ არა სახე (II-7).
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას იყენებს სისხლის სამართლის ზოგად და კერძო ნაწილებს კუმულაციურად (II-8). სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, საქმის სირთულეს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, დამნაშავის პიროვნების თავისებურებებს, სასჯელის ზემოქმედებას დამნაშავის მომავალ ცხოვრებაზე (II-10). სასჯელის დანიშვნა სამოსამართლო საქმიანობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. მოსამართლემ უნდა შეარჩიოს ისეთი სახის სასჯელი, რომელიც ადეკვატური იქნება დამნაშავის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა. კანონმდებლის მოთხოვნა სასჯელის დანიშვნის დროს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების, აგრეთვე, დამნაშავის პიროვნების გათვალისწინების თაობაზე, წარმოადგენს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის რეალურად განხორციელებას (II-12).
61. მ------ ბ----–-----ს მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ მე-17, 58-ე, 59-ე და 67-ე მუხლებით დადგენილი წესით. კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. ხოლო მე-5 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში ამ კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლით და დადგენილ ფარგლებში შეიძლება დაინიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი. ამავე კოდექსის 58-ე მუხლის თანახმად კი, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი. მოცემულ შემთხვევაში, უდავო გარემოებას წარმოადგენს ის, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6-------ს განაჩენით, მ------ ბ----–----- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1 (ერთი) წელი. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 2-----–-სის განაჩენით, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6-------ს განაჩენი მ------ ბ----–-----ს მიმართ დარჩა უცვლელი. იმერეთის პრობაციის ბიუროს 2017 წლის 2--------რის მიმართვის თანახმად კი, მ------ ბ----–----- აღრიცხვაზე იმყოფება, მასზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს იმერეთის პრობაციის ბიურო (იმყოფება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში). შესაბამისად, სასჯელის განსაზღვრისას მ------ ბ----–-----ს მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს სსკ 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილის დანაწესი, ვინაიდან არ არსებობს ნასამართლობის, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშანი. ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის (ჩადენილია დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ), ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მიუხედავად მ------ ბ----–-----ს მიმართ სასამართლოს მხრიდან გამოცხადებული ნდობისა და გაწეული შეღავათებისა (განესაზღვრა პირობითი მსჯავრი, გამოსაცდელი ვადით), კვლავ ჩაიდინა დანაშაული, მას სასჯელის სახედ უნდა განესაზღვროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა, მინიმალური - თავისუფლების აღკვეთის 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით. სასჯელის ზომის განსაზღვრისას, სასამართლო მხედველობაში, ასევე, იღებს იმ გარემოებას, რომ საქართველოს სსკ 35-ე მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან არ თავისუფლდება სრულწლოვანი, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში, ესე იგი ფსიქიკური დაავადების გამო არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა ანდა ეხელმძღვანელა მისთვის. შეზღუდულ შერაცხადობას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის დანიშვნის დროს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მ------ ბ----–-----ს მიმართ სასჯელის განსაზღვრისას, მხედველობაში იღებს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ერვონული ბიუროს სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნას, რომლის თანახმადაც დანაშაულის ჩადენის დროს, მ------ ბ----–----- იმყოფებოდა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში.
62. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ?? ???????? 59-? ?????? გათვალისწინებული წესით. სსკ 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს. მოცემულ შემთხვევაში უდავო გარემოებას წარმოადგენს, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 6-------ს განაჩენით, მ------ ბ----–----- იმყოფება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში და აღრიცხვაზე დგას პრობაციის ბიუროში. შესაბამისად, სახეზეა საქართველოს სსკ 67-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და სსკ 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობის დროს, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების საფუძვლები. კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს, თავისუფლების აღკვეთას 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, ნაწილობრივ უნდა დაემატოს წინა, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6-------ს განაჩენით დანიშნული სასჯელის - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ მ------ ბ----–----ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განამრატებას (2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/5-- გადაწყვეტილება, საქმეზე: „საქართველოს მოქალაქე ბ--- წ------–---–- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II პარ 102.), რომ "სამართლებრივ სახელმწიფოში კანონმდებლობა არ უნდა იძლეოდეს ე.წ. „სანიმუშო“ სასჯელების გამოყენების შესაძლებლობას, რადგან სასჯელი მისივე მიზნებისგან ობიექტურად აცდენილი ხდება, ის არა მხოლოდ სასჯელის მიზნების მიღწევის უვარგისი საშუალება, არამედ სწორედაც რომ სასჯელის მიზნების კონტრპროდუქტიული საშუალება ხდება - გამოიწვევს იმ რისკებს, რომელთა თავიდან ასაცილებლადაც არის შემოღებული, როგორც ასოციალური ქცევის კორექტირების უკიდურესი საშუალება. ასეთი მიდგომა არღვევს პროპორციულობის პრინციპს, შედეგად იწვევს პირის არაპროპორციულ დასჯას და მისი ღირსების ხელყოფას. საბოლოო ჯამში კი, საფრთხე ექმნება საზოგადოებაში სამართლიანობის აღქმას, შეგრძნებას". სწორედ „სანიმუშოდ დასჯის“ თავიდან აცილების მიზნით, სასამართლოს პროპორციულ ღონისძიებად მიაჩნია მ------ ბ----–-----ს მიმართ საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენება და არ არის მიზანშეწონილი მის მიერ ხანგრძლივი ვადით პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოხდა, რაც შეიძლება სწორედაც კონტრპროდუქტიული აღმოჩნდეს. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მ------ ბ----–-----ს მიმართ დანიშნული სასჯელით, უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა.
ნივთიერი მტკიცებულებები:
63. საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 20-21-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ------ ბ----–----- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით და სსკ 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში;
მ------ ბ----–----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2018 წლის 12 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6-------ს განაჩენით, მ------ ბ----–-----ს მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი (თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით);
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს, თავისუფლების აღკვეთას 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, ნაწილობრივ დაემატოს წინა, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6-------ს განაჩენით დანიშნული სასჯელის - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ მ------ ბ----–----ს (განაჩენთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;
მ------ ბ----–----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 1 იანვრიდან; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 24 ნოემბრიდან, 2017 წლის 27 ნოემბრის ჩათვლით;
მ------ ბ----–-----ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;
საქმეზე დართული საგნები და ნივთები: მ------ ბ----–-----ს სახლისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის დროს ამოღებული პისტოლეტი, თავისივე მჭიდით და ზამბარით, რომელიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში - გადაეცეს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
მ------ ბ----–-----ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული დანა და წითელტარიანი დანა, რომლებიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
მ------ ბ----–-----ს საცხოვრებელი სახლის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები „CD“ დისკზე, რომელიც ერთის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ზურაბ ბალავაძე