გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 0-0-1001800-360-12 (2/565-18)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
18.0-.2--- წ. ქ. ზუგდიდი
შესავალი ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ირაკლი აბშილავა
სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია
მოსარჩელე თ-----------------ა
წარმომადგენელი ი------------------ე
მოსარჩელე თა------------ა
წარმომადგენელი ი------------------ე
მოპასუხე ზ----------------–----–--------------ა
წარმომადგენელი ნათ---------ა, მო-----–-------ა
მოპასუხე სსიპ სა---–-–-------------------------–----------ო
დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელეთა ქონების გამოთხოვა და მოპასუხეებისთვის მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთ-ბზე - ს/კ 4-.2-.4-.--- და ს/კ 4-.2-.0-.5-- მიწის ნაკვეთ-ბზე მოწყობილი/გამავალი გზის (ნაწილის) და გამწვანების ზოლის დემონტაჟის სამუშაოების შესრულების დავალება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ზ----------------–----–--------------ა სარჩელს არ ცნობს. განმარტავს, რომ იგი არ არის სარჩელის მოპასუხე, რადგან ზ----------------–----–--------------ს მიერ გაცემული რაიმე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ან მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი არ გამხდარა სადავო.
მოპასუხე სსიპ სა---–-–-------------------------–----------ო სარჩელს არ ცნობს. განმარტავს, რომ მას არ აქვს დაკავებული მოსარჩელეების კუთვნილი ნაკვეთი, არც გზა და არც გამწვანების ზოლი მას არ მოუწყვია - აღნიშნული არ შედის სააგენტოს კომპეტენციაში.
3.ფაქტობრივი გარემოებები
3.1. თ-----------------ას საკუთრებას წარმოადგენს ზ----------------–----–------–-------- გ----------–-----------–--------- სასოფლო-სამეურნეო დანისნულების მიწის ნაკვეთი, ს/კ 4-.2-.4-.--- (ნაკვეთის წინა ნომერი 4-.2-.0-.3---.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
–ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 2-.05.2--- 1-:40:0-, საკადასტრო კოდი 4-.2-.4-.---
3.2. თა------------ს საკუთრებას წარმოადგენს ზ----------------–----–------–-------- განმუხურში არსებული 1251 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანისნულების მიწის ნაკვეთი, ს/კ 4-.2-.0-.5--.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
–ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 2-.05.2--- 1-:33:19, საკადასტრო კოდი 4-.2-.0-.5--.
3.3. მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთ-ბზე ყოველგვარი კანონიერი საფუძვლისა და მესაკუთრის თანხმობის გარეშე მოწყობილია/განთავსებულია ასფალტირებული საავტომობილო გზა (გზის ნაწილი), რომელიც თავის მხრივ ჩრდილოეთიდან უერთდება ზუგდიდი-განმუხურის საავტომობილო გზას, სამხრეთით უკავშირდება გარკვეულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს: სტადიონს, სკვერს და გასართობ ცენტრს. აღნიშნულის გარდა მიწის ნაკვეთი დასავლეთის მხრიდან წარმოადგენს არსებული სკვერის ნაწილს, სადაც მოწყობილია გამწვანების ზოლი.
საავტომობილო გზა და გამწვანების ზოლი, რომელიც უკანონოდ არის განთავსებული მოსარჩელეთა საკუთრებაში ცალკე უფლების ობიექტის ანდა ხაზობრივი ნაგებობის სახით არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში.
მოსარჩელის მტკიცებით, აღნიშნული გზის და გამწვანების ზოლის მდგომარეობა/ შესრულებული სამუშაოების მასშტაბები ადასტურებს, რომ იგი წარმოადგენს კომპეტენტური სახელმწიფო/ადმინისტრაციული ორგანოების (მოპასუხეების) მხრიდან განხორციელებული მოქმედებების შედეგს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მოსარჩელის ახსნა-განმარტება, სხდომის ოქმი
-შპს ,,ჯ---- ს-------" დასკვნა უძრავ ნივთ-ბზე/მიწის ნაკვეთ-ბზე არსებული საკადასტრო მდგომარეობის შესახებ
-4-.2-.4-.--- და 4-.2-.0-.5-- საკადასტრო კოდების მქონე მიწის ნაკვეთ-ბის ტოპოგრაფიული რუკა.
3.4. მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთ-ბის მომიჯნავედ, მდებარეობს სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრირებული (საფუძველი სსიპ სა---–-–-------------------------–----------ოს" ბრძანება #--------, თარიღი 2-.09.2---) მიწის ნაკვეთი ს/კ 4-.2-.4-.4--, სადაც ძირითადად მდებარეობს სადავო გზისა და გამწვანების ზოლის ძირითადი (მნიშვნელოვანი ნაწილი) ნაწილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 0-.11.2--- 1------2, ს/კ 4-.2-.4-.4--
-შპს ,,ჯ---- ს-------" დასკვნა უძრავ ნივთ-ბზე/მიწის ნაკვეთ-ბზე არსებული საკადასტრო მდგომარეობის შესახებ
3.5. მოსარჩელეებს ჰქონდათ მცდელობა ადმინისტრაციულ ორგანოებთან ეწარმოებინათ მოლაპარაკებები სადავო საკითხზე, თუმცა უშედეგოდ.
სა---–-–-------------------------–----------ო წერილობით მომართვაში მიუთით-ბს, რომ თა------------ს და თ-----------------ას საკუთრებაში არსებული ქონების (ს/კ 4-.2-.0-.5-- და 4-.2-.4-.---) და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების მონაცემებს შორის ზედდება არ ფიქსირდება.
2-.0-.2--- წ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ თა------------ს და თ-----------------ას განცხადებები სადავო საკითხებზე გადაუგზავნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტს, რადგან მიიჩნია, რომ საკითხის შემდგომი განხილვა მის კომპეტენციას წარმოადგენდა.
2-.08.2--- წ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს წერილობით შეატყობინა, რომ სადავო საკითხის მოგვარება სცილდება გამგეობის კომპეტენციას.
06.10.2--- წ სსიპ სა---–-–-------------------------–----------ოდან მოსარჩელეების განცხადება შემდგომი განხილვის მიზნით გადაეგზავნა სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაციას საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთ-ულებში - აბ-–---------------------------–-------------------------------–------–--–-----------------------–----–-------------------------------–----–---------ში.
18.10.2--- წ გუბერნატორის ადმინისტრაციამ წერილობით აცნობა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ საკითხი არ შედის მის კომპეტენციაში.
2-.11.2--- წ. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მოსარჩელეების განცხადება განსახილველად გადაუგზავნა საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტს.
28.11. 2--- წ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა წერილობით მიმართა ზ----------------–----–--------------ას, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და მოსარჩელეებს, სადაც განმარტა, რომ დეპარტამენტს ევალება საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი გზების დაპროექტება, მშენებლობა, მოდერნიზება, რეკონსტრუქცია, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნებისა და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით გზების კეთილმოწყობა და სრულქმნა. ამასთან, გზების ნუსხის მიხედვით (დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 18.06.2-1- წ #4-- დადგენილებით ,,საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ") მოსარჩელის განცხადებებში მითით-ბული გზა არ ირიცხება დეპარტამენტის ბალანსზე და მიწის ნაკვეთ-ბი 4-.2-.4-.--- და 4-.2-.0-.5-- 160 მ-ით არის დაშორებული დეპარტამენტის ბალანსზე არსებული შედასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დარჩელი-განმუხურის საავტომობილო გზის ღერძიდან. დეპარტამენტს არ განუხორციელებია განსახლების პროცედურები მიწის ნაკვეთ-ბზე ს/კ 4-.2-.4-.--- და ს/კ 4-.2-.0-.5-- და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მოსარჩელეთა განცხადებები
-სა---–-–-------------------------–----------ოს მომართვა 4/3----, 3-.0-.2--- წ
-სა---–-–-------------------------–----------ოს მომართვა4/3----- 2-.0-.2--- წ
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მომართვა #0-/5---, 2-.08.2--- წ
-სა---–-–-------------------------–----------ოს მომართვა #4-----4, 06.10.2--- წ
-სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის მომართვა #0----9-, 18.10.2---
-სა---–-–-------------------------–----------ოს მომართვა #4------, 2-.11.2--- წ
-საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მომართვა #2-0-------- 28.11.2--- წ
სამოტივაციო ნაწილი:
4. სასამართლოს შემაჯამებელი დასკვნა
სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172–ე და 312–ე მუხლები, ,,საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე–10 მუხლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 10-–ე და 103–ე მუხლები, ,,ადგილობრივი მმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლი, 10--ე მუხლი, ,,საავტომობილო გზების შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 და მე-3 მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172–ე მუხლის 1ლი ნაწილის მიხედვით მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–10 მუხლის მე–4 პუნქტის თანახმად უძრავ ნივთზე გარიგებისა და სხვა სამართლებრივი მოქმედებების განხორციელებისას, გარდა მემკვიდრეობის უფლების დადგენისა, მასზე დაინტერესებული პირის უფლებამოსილება დგინდება მხოლოდ ამონაწერით საჯარო რეესტრიდან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103–ე მუხლის მე–3 ნაწილით საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილიდან ჩანს, რომ სადავო შემთხვევისათვის უძრავ ნივთზე მესაკუთრის უფლებამოსილება დადგენილია მოსარჩელეების სასარგებლოდ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312–ე მუხლის მიხედვით საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია. ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
დადასტურებულია, რომ სადავო ნაკვეთ-ბის მომჯნავედ მდებარეობს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი ს/კ ს/კ 4-.2-.4-.4--, სადაც მოწყობილია სკვერი (გამწვანების ზოლი), რომლის ნაწილიც შემოჭრილია მოსარჩელეთა საკუთრებაში.
რაც შეეხება სადავო გზას იგი წარმოადგენს ადგილობრივი მნიშვნელობის გზას.
,,საავტომობილო გზების შესახებ" საქართველოს კანონი განსაზღვრავს, რომ ეს კანონი ადგენს საავტომობილო გზების მფლობელთა და საავტომობილო გზებით მოსარგებლეთა, აგრეთვე საგზაო-საინჟინრო ნაგებობების მფლობელ ორგანიზაციათა გზებით სარგებლობისა და დაცვის წესებს, გზათსარგებლობის (ინფრასტრუქტურის უტილიზაციის) საფასურის ოდენობას და გადახდის წესს, აწესებს მოთხოვნებს საავტომობილო გზების მოწყობილობისადმი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით საავტომობილო გზა არის საინჟინრო ნაგებობა, რომლის დანიშნულებაა უზრუნველყოს ავტოტრანსპორტისა და სხვა თვითმავალ საშუალებების უსაფრთხო და მოხერხებული მოძრაობა დადგენილი ნორმატიული სიჩქარეებით, ღერძული დატვირთ-ბით და გაბარიტებით.
იმავე კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით საერთო სარგებლობის საავტომობილო გზები სამეურნეო და თვისი მნიშვნელობის მიხედვით იყოფა საერთაშორისო, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზებად.
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,კ" ქვეპუნქტით ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მართვა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის კომპეტენციაა, ხოლო 10--ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტით მუნიციპალიტეტისთვის მიკუთვნებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შემდეგი ქონება: ადგილობრივი მნიშვნელობის გზები და მათი ნაწილები, ქუჩები, მიწისქვეშა და მიწისზედა გადასასვლელები, ტროტუარები, შუქნიშნები, გარე განათ-ბის კონსტრუქციები, მოედნები, სკვერები, ბულვარები, შადრევნები, პარკები, მწვანე ნარგავები და ნაპირსამაგრი ნაგებობები.
7. საპროცესო ხარჯების საკითხი
მოპასუხეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახ. ბაჯის გადახდისგან ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,უ" ქვეპუნქტის საფუძველზე.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ არის გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 24--ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. თ-----------------ას და თ-------------ას სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნეს მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - ს/კ 4-.2-.4-.--- და ს/კ 4-.2-.0-.5-- და ზ----------------–----–--------------ასა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალოთ თ-----------------ას და თ-------------ას საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთ-ბზე - მიწის ნაკვეთ-ბზე მოწყობილი/გამავალი გზის (ნაწილის) და გამწვანების ზოლის დემონტაჟის სამუშაოების განხორციელება.
3. მოპასუხეები გათავისუფლებულები არიან სახ. ბიუჯეტის სასარგებლოდ სახ. ბაჯის გადახდისგან.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთ-ბული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 1- დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 2- და არა უგვიანეს 3- დღისა, გამოცხადდეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 3--ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირაკლი აბშილავა