განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140100118002347281
საქმე №1/92-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
“ 04 “ ივლისი, 2018 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა
დ----- კარელიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების - გ------- ზუბიაშვილისა და ბარბარა ჩხეიძის,ბრალდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ქეთევან გაგოევის,ბრალდებულ ა-–---------- ქ-----–---–ის
მონაწილეობით, არსებითი განხილვის ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდების გამო:
ა-–---------- უ---–---ს-ძე ქ-----–---–ის (დაბადებული 1-8- წლის 1- აგვისტოს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 5----------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლევი, რეგისტრირე-ბული და ფაქტობრივად მცხოვრები გორის რაიონის სოფელ ა----ში) მიმართ, რომელსაც ბრალი ედება საქართველოს სის-ხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ“ და “გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩა-დენაში.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 05 თებერვალს, შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონული სამმართვე-ლოს მე-4 განყოფილებაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის №011050218006 საქ-მეზე, გორის რაიონის სოფელ ა----ში მდებარე ი-–-- შ-----–--–---–-ს სააგარაკე ბინიდან ტელევიზორის ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
ა-–---------- ქ-----–---–ი ბრალდებულად დაკავებულ იქნა 2018 წლის 06 თებერვალს, 03 საათსა და 10 წუთზე. 2018 წლის 07 თებერვალს მას წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ“ და “გ“ ქვეპუნქტებით გათ-ვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და გორის რაიონული სასამართლოს მოსა-მართლის 2018 წლის 08 თებერვლის განჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახედ შეერჩა პატიმრობა.
ბრალდების შესახებ დადგენილებისა და სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედ-ვით, ა-–---------- ქ-----–---–ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი -სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზ-ნით, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგ გარემოებებში:
ა-–---------- ქ-----–---–მა, რომელიც მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 02 თებერვლის განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა“ და “გ“ ქვეპუნქტებით ჩადენილი დანაშაულისათვის და, ამ განაჩენის საფუძველზე, აღრიცხავზე იმყოფება ქალაქ თბილისის პრობაციის ბიუროში, კვლავ ჩაიდინა ახალი დანაშაული. კერძოდ, 2018 წლის 03 თებერვალს, ღამის საათებში, დაკეტილ კარზე ფიზიკური ზემოქმედების გზით მან უკანონოდ შეაღწია გორის რაიონის სოფელ ა----ში მდებარე ი-–-- შ-----–--–---–-ს სააგარაკე ბინის მეორე სართულის ოთახში და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ი-–-- შ-----–--–---–-ს კუთ-ვნილ “star-ის“ ფირმის ტელევიზორს, რითაც დაზარალებულს მიაყენა 40 (ორმოცი) ლარის ზიანი. ი-–-- შ-----–--–---–-ს სააგარაკე ბინიდან მოპარული ტელევიზორი ამოღებულ იქნა 2018 წლის 06 თებერვალს, გორის რაიონის სოფელ ა----ში, შინაგან საქმეთა სამინის-ტროს გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების თანამშრომლების მიერ, ა-–---------- ქ-----–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას.
დასკვნითი სიტყვის წარდგენისას ბრალდების მხარის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ა-–---------- ქ-----–---–ის მიმართ სასამართლოში წარმოდგენილი და წინასასამართლო სხდომაზე მხარეთა შეთანხმებით პრეიუდიციულად მიჩნეული მტკიცებულებები გონივ-რულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ა-–---------- ქ-----–---–ისათვის წაყენებულ ბრალდებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორებმა იშუამდგომლეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ“ და “გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწი-ნებული დანაშაულის ჩადენაში ა-–---------- ქ-----–---–ის დამნაშავედ ცნობისა და, ბრალ-დებულის ნასამართლობის გათვალისწინებით, მისთვის სამართლიანი სასჯელის დანიშ-ვნის შესახებ, (იხ. 2018 წლის 04 ივლისის სასამართლო სხდომის ოქმი).
ბრალდებულმა ა-–---------- ქ-----–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ და აღნიშნა, რომ ინანიებს ჩადენილს. აღნიშნული გარემოების გათვალისწინე-ბით, ბრალდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ქეთევან გაგოევმა ითხოვა ალე-ქსანდრე ქ-----–---–ის მიმართ სასჯელად ვადიანი თავისუფლების აღკვეთის მინიმუმის გამოყენება, ნაწილი სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლით, რასაც დაეთანხმა ბრალდე-ბულიც, (იხ. 2018 წლის 04 ივლისის სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლომ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ ა-–---------- ქ-----–---–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, გარდა მისი აღიარე-ბისა, უტყუარად არის დადასტურებული საქმეზე შეკრებილ და ერთმანეთთან შეთანხ-მებულ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც წინასასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ მიჩნეულია, როგორც ბრალდების დამადასტურებელი უდავო მტკიცებულე-ბები, კერძოდ, -
- მოწმე ი-–-- შ-----–--–---–-ს გამოკითხვის ოქმით, (ს. ფ. 3-5);
- მოწმე გ------- პ---–--–---–-ს გამოკითხვის ოქმით, (ს. ფ. 7-8);
- მოწმე ნიკოლოზ ა--–----ს გამოკითხვის ოქმით, (ს. ფ. 45-47);
- მოწმე დ----- მ----–-----ს გამოკითხვის ოქმით, (ს. ფ. 48-50);
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, (ს. ფ. 57-70);
- ა-–---------- ქ-----–---–ის ბინის ჩხრეკის ოქმით, (ს. ფ. 10-1-);
- ი-–-- შ-----–--–---–-ს მიერ ტელევიზორის ამოცნობის ოქმით, (ს. ფ. 52-53);
- საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, (ს. ფ. 74-85);
- სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით, (ს. ფ. 89-93);
- მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 02 თებერვლის განაჩენით, (ს. ფ. 103-107);
- თვით ბრალდებულ ა-–---------- ქ-----–---–ის გამოკითხვის ოქმით, (ს. ფ. 24-36), რაც საქმეში არსებულ სხვა წერილობით მტკიცებულებებსა და საპროცესო დოკუმენტებთან ერთობლიობაში (იხ. საქმის მასალები) უტყუარად ადასტურებს ა-–---------- ქ-----–---–ისათ-ვის წარდგენილ ბრალდებას.
ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის საფუძ-ველზე მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმა-ნეთთან შეჯერებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დასტურდება, რომ ა-–---------- ქ-----–---–მა ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ“ და “გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული - ქურდობა, ესე იგი - სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, - დანაშაულის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსა-წინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორიელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
ა-–---------- ქ-----–---–ისათვის სასჯელის დანიშვნის საკითხის გადაწყვეტისას სასამარ-თლომ, როგორც მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, გაითვალისწინა, რომ გამოძიების ეტაპზე და სასამართლოში საქმის განხილვის დროს მან აღიარა და მოი-ნანია ჩადენილი დანაშაული, აგრეთვე ითანამშრომლა გამოძიებასთან და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.
როგორც სასჯელის შემამსუბუქებელი გარემოება, სასამართლომ აგრეთვე მხედველობაში მიიღო ჩადენილი ქმედების მართლსაწინააღმდეგო შედეგი, კერძოდ - მოპარული ნივთის მცირე ღირებულება და ის ფაქტი, რომ ნივთი ამოღებულია და დაუბრუნდება დაზარალე-ბულს.
ამასთანავე, ა-–---------- ქ-----–---–ის ქმედებას სასჯელის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, რადგან ნასამართლობა განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის წარმოადგენს მისი ქმედების მაკვალიფიცირებელ ნიშანს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწი-ნებული სანქციის ფარგლებში სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ, როგორც დამამძიმე-ბელი გარემოება, აგრეთვე არ მიიღო მხედველობაში ის ფაქტი, რომ ა-–---------- ქ-----–----–-ს მიერ ეს დანაშაული ჩადენი-–-- წინა განაჩენით პირობითად დანიშნული სასჯე-ლის გამოსაცდელ ვადაში, რადგან ასეთი იძლევა განაჩენთა ერთობლიობით მისთვის შედარებით მკაცრი საბოლოო სასჯელის დანიშვნის შესაძლებლობას.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ა-–---------- ქ-----–---–ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით სასჯელად გათვალიწინებული ვადი-ანი თავისუფლების აღკვეთის ფარგლებით განსაზღვრული მინიმალური სასჯელი.
ამავე დროს, ა-–---------- ქ-----–---–ის მიერ პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში დანაშაულის ჩადენის ფაქტი სასამართლომ მხედველობაში მიიღო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლის მიზანშეწონილობის საკითხის გადაწყვეტისას. კერძოდ, სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ წინა განაჩენით მას სასჯელად თავისუფლების აღკვეთა დაენიშნა და სასჯელის ნაწილი პირობითად ჩაეთ-ვალა ასევე ქურდობის ჩადენისათვის, ხოლო პირობითი სასჯელი მისთვის არ აღმოჩნდა შემაკავებელი, რათა გამოსაცდელ ვადაში არ ჩაედინა ანალოგიური დანაშაული. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ პირობითი მსჯავრი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზანს - ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით მისთვის დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლა ამ შემთხვევაში მიზანშეუწონელია.
ამ გარემოებების გათვალისწინებით, ბრალდებულ ა-–---------- ქ-----–---–ს საქართვე-ლოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის - ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთის ფარგლებში სასჯელად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა ოთხი წლის ვადით. ამასთანავე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მან, როგორც ბინაში უკანონო შეღწევით ქურდობისათვის ნასა-მართლევმა პირმა კვლავ ანალოგიური დანაშაული ჩაიდინა, მიზანშეწონი-–-- განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის დანიშვნისას სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენება და წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან (თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით) ამ სასჯელს უნდა მიემატოს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა. სასამართლოს მიაჩნია, რომ ა-–---------- ქ-----–---–ისათვის დანიშნული საბოლოო სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის ვადით - სრუ-ლად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას, კერძოდ - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 278-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა-–---------- უ---–---ს-ძე ქ-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ბ” და ”გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 2 თებერვლის განაჩენით ა-–----------- ქ-----–---–ის მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი და, ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით;
3. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ა-–---------- ქ-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის ვადით;
4. ა-–---------- ქ-----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - გაუქმდეს;
5. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ა-–---------- ქ-----–---–ს დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 06 თებერვლიდან;
6. ნივთიერი მტკიცებულებების (საქმეზე დართული საგნების და ნივთების) საკითხი, გადაწყდეს შემდეგნაირად:
6.1 ა-–---------- ქ-----–---–ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული ტელევიზორი და შემთხვე-ვის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მაგიდის გადასაფარებელი, რომ-ლებიც ინახება შსს გორის რაიონული სამმართველოს მე-4 განყოფილებაში - დაუბ-რუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემ-დეგ;
6.2 ა-–---------- ქ-----–---–ის ხელის ანაბეჭდები და სუნის ნიმუში განადგურდეს საქ-მეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
7. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპე-ლაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიონული სასა-მართლოს მეშვეობით.
მოსამართლე:
ნიკოლოზ მარსაგიშვილი