გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
160210016001608430
N2/1020-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
07 აგვისტო, 2018 წ. ქ. ბოლნისი
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ია ლაბაძე
სხდომის მდივნები: ვერიკო ნინიაშვილი, სალომე ჯელიაშვილი, თამთა ჩულუხიძე
მოსარჩელე - სო-----------–---ი (არ გამოცხადდა)
წარმომადგენლები: ირ--------–-–---–ი, ლა------------–---–ი
მოსარჩელე - კი------------–---ი (არ გამოცხადდა)
წარმომადგენელი - ლა------------–---–ი
მოპასუხეები: გი--------------–---–ი, არ---–--------ე (არ გამოცხადდნენ), ნა--------–--ე
წარმომადგენელი - ავ--------–-----–--–---–ი
მესამე პირი - ნუ---------–---–ი (არ გამოცხადდა)
დავის საგანი - უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, უძრავ ქონებაზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მუ------------–--ვსა და ნა--------–--ეს შორის, 2004 წლის 27 ივლისს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, რეესტრში რეგისტრაციის N1-12455, უძრავ ნივთზე მდებარე ქ. მა-------–----------–---–ის ქ. N24;
1.2. ნა--------–--ესა და გი--------------–---–ს შორის, 2014 წლის 22 სექტემბერს გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავ ნივთზე მდებარე ქ. მა-------–----------–---–ის ქ. N24;
1.3. არ---–--------ესა და გი--------------–---–ს შორის, 2015 წლის 04 თებერვალს გაფორმებული სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N150103392, უძრავ ნივთზე მდებარე ქ. მა-------–----------–---–ის ქ. N24.
1.4. სო-----------–---ისა და კი------------–---ის მესაკუთრედ ცნობა უძრავ ქონებაზე მდებარე, ქ. მა-------–----------–---–ის ქ. N24-ში, უძრავი ქონების ს/კ 83.02.30.05-.
სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
1998 წლიდან სო-----------–---ის ოჯახი საცხოვრებლად წავიდა საბერძნეთის რესპუბლიკაში. 2013 წელს სო-----------–---ისათვის ცნობილი გახდა, რომ მათი საცხოვრებელი სახლი მდებარე, ქ. მა-------–----------–---–ის ქ. N24-ში, თითქოსდა მის მიეუღლეს აწ გარდაცვლილ მუ------------–--ვს, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გაუსხვისებია მოსარჩელის დის შვილზე ნა--------–--ეზე. აღნიშნული ხელშეკრულება არის ყალბი, ვინაიდან, მასზე შესრულებული ხელმოწერა მუ------------–--ვს არ ეკუთვნის. მისი მეუღლე იყო ინვალიდი, მას არ შეეძლო სიარული და იმყოფებოდა საბერძნეთის რესპუბლიკაში, 2004 წელს იგი საქართველოში არ იმყოფებოდა. 2013 წელს, მას დაურეკა მისმა დამ სვეტლა--------–--ემ და სთხოვა, რომ სახლი გაეყიდა ნა--------–--ეზე, რაზეც უარი მიიღო; აღნიშნულის შემდეგ, მოსარჩელემ მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს და დაიწყო გამოძიება; 2015 წელს, მოპასუხემ უძრავი ქონება თვალთმაქცურად გაასხვისა გი--------------–---–ზე, ასევე დატვირთა იპოთეკით, ვინაიდან, არსებობდა ბინის დაკარგვის რეალური საშიშროება; მოსარჩელეები არიან აწ გარდაცვლილი მუ------------–--ვის პირველი რიგის მემკვიდრეები, რომელთაც სამკვიდრო მიღებული აქვთ კანონით დადგენილი წესით.
2. მოპასუხეთა პოზიცია
2.1. მოპასუხე ნანა მუმლაძემ სარჩელი არ ცნო. მოპასუხემ მიუთითა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე და სადავოდ გახადა სამკვიდრო ქონების მიღების ფაქტი; იგი ასევე არ დაეთანხმა სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და აღნიშნა, რომ მუ------------–--ვი, როგორც ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას, ასევე უძრავი ქონების მის სახელზე რეგისტრაციის მომენტში იმყოფებოდა საქართველოში და ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით.
2.2. მოპასუხე გი--------------–---–მა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ იგი არის კეთილსინდისიერი შემძენი და დავის შესახებ მისთვის ცნობილი არ ყოფილა.
2.3. მოპასუხე არ---–--------ემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ნა--------–--ე არის მისი მეუღლე და 2004 წლიდან სადავო ბინაში ცხოვრობს მისი ოჯახი კანონის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი ხელშეკრულების საფუძველზე.
21 მესამე პირის პოზიცია
მესამე პირმა ნუ---------–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის მუ------------–--ვი იმყოფებოდა სანოტარო ბიუროში, მის მიერ დადგენილი იქნა მხარეთა ვინაობა და გამოვლენილი ნების ნამდვილობა, რომელიც ეჭვს არ იწვევდა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები, რასაც მნიშვნელობა ექნებოდა საქმის გადაწყვეტისათვის არ არსებობს.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული ცნობა-დახასიათების თანახმად, ქ. მა-------––----------–---–ის ქ. N24-ში მდებარე უძრავი ქონება 27.07.2004წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ირიცხებოდა ნა--------–--ის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა-დახასიათება (ტომი 1, ს.ფ. 108)
3.2.2. საქმეში წარმოდგენილია სანოტარო წესით გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება დათარიღებული 2004 წლის 27 ივლისით, რეესტრში რეგისტრაციის N1-12455, რომლის მიხედვით გამყიდველია მუ------------–--ვი დაბადებული 1940წ. 25 დეკემბერს და მყიდველი ნა--------–--ე; აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, გამყიდველი მუ------------–--ვი საკუთრებაში გადასცემს ნა--------–--ეს უძრავ ქონებას მდებარე, ქ. მა-------–----------–---–ის ქ. N24-ში. ნასყიდობის საგანი შეფასებულია 2500 ლარად. ნასყიდობის ხელშეკრულება შედგენილია ქართულ და რუსულ ენებზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 27.07.2004წ. ნასყიდობის ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 54-60)
3.2.3. 27.07.2014წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ნა--------–--ე საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ქ. მა-------––----------–---–ის ქ. N24-ში მდებარე უძრავი ქონების, საკადასტრო კოდით: 83.02.30.05-, მესაკუთრედ. საკუთრების უფლების რეგისტრაციის თარიღია: 2013 წლის 20 აგვისტო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის ამონაწერი (ტომი 1, ს.ფ. 117)
3.2.4. 2014 წლის 22 სექტემბერს, ნა--------–--ესა და გი--------------–---–ს შორის გაფორმდა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ნა--------–--ემ გი--------------–---–ს საკუთრებაში გადასცა უძრავი ქონება მდებარე ქ. მა-------–----------–---–ის ქ. N24, საკადასტრო კოდით: 83.02.30.05-, ნასყიდობის ფასი - 30000 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 22.09.2014წ. ნასყიდობის ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 115-116)
3.2.5. 2014 წლის 22 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. მა-------–----------–---–ის ქ. N24-ში, საჯარო რეესტრში აღირიცხა გი--------------–---–ის საკუთრების უფლება. საკუთრების უფლების რეგისტრაციის თარიღია: 2014 წლის 02 ოქტომბერი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის ამონაწერი (ტომი 1, ს.ფ. 43)
3.2.6. 2015 წლის 04 თებერვალს, გი--------------–---–სა და არ---–--------ეს შორის, სანოტარო ფორმის დაცვით გაფორმდა სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების მიხედვით, არ---–--------ემ გი--------------–---–ს ასესხა 10000 ლარი 2017 წლის 04 თებერვლამდე, საცხოვრებელი ბინით სარგებლობის უფლებით. სესხის უზრუნველსაყოფად არ---–--------ის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა ქ. მა-------––----------–---–ის ქ. N24-ში მდებარე უძრავი ქონება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 04.02.2015წ. ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 107-110)
3.2.7. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2014 წლის 13 ივნისს გაცემული დასკვნის მიხედვით ბლოკნოტებში და ორ ფოტოსურათზე არსებული ხელნაწერები შესრულებულია ერთი და იმავე პირის მიერ, ხოლო 2 ცალ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებაზე რეესტრში რეგისტრაციის N1-12455 დათ: 27.07.2004წ. და თანდართულ რუსულ თარგმანზე მუ------------–--ვის გვარით, რუსულ ენაზე არსებული ხელმოწერები შესრულებულია სხვა პირის მიერ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2014 წლის 13 ივნისის დასკვნა (ტომი 1, ს.ფ. 22-31)
3.2.8. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობით დგინდება, რომ 1946 წლის 25 დეკემბერს დაბადებული მუ------------–--ვს 2004 წლის 01 იანვრიდან - 2013 წლის 06 ნოემბრამდე საზღვარი არ გადაუკვეთია. ასევე წარმოდგენილია შსს მომსახურების სააგენტოს მიერ, 2015 წლის 24 აგვისტოს გაცემული ცნობა, საიდანაც დგინდება, რომ 1946 წელს დაბადებულ მურმან მიხაილიდისს 2004 წლის 01 აპრილიდან - 2015 წლის 17 აგვისტომდე საზღვარი გადაკვეთილი არ აქვს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცნობები (ტომი 1, ს.ფ. 40)
3.2.9. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს, მარნეულის რაიონული სამმართველოს 2015 წლის 15 მაისის წერილით დგინდება, რომ შსს მარნეულის რაიონულ სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე N031110114001, მუ------------–--ვსა და ნა--------–--ეს შორის საცხოვრებელ სახელზე გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაყალბების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით. საქმის მასალებით არ დგინდება, მიღებულია თუ არა სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილება (განაჩენი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს, მარნეულის რაიონული სამმართველოს 2015 წლის 15 მაისის წერილი (ტომი 1, ს.ფ. 42)
3.2.10. ქ. სალონიკის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილების მიერ გაცემული ცნობის მიხედვით მურმან მიხაილიდი გარდაიცვალა 2009 წლის 16 ოქტომბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გარდაცვალების მოწმობა (ტომი 1, ს.ფ. 63)
3.2.11. 1975 წლიდან სო-----------–---ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მუ------------–--ვთან. მათ შეეძინათ შვილი, 1973 წელს დაბადებული კი------------–---ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქორწინების მოწმობა (ტომი 1, ს.ფ. 65)
- დაბადების მოწმობა (ტომი 1, ს.ფ. 164)
3.2.12. საბერძნეთის რესპუბლიკის ხანიის პრეფექტურის თვითმმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული მომსახურების სამმართველოს სამოქალაქო და მუნიციპალური მდგომარეობის განყოფილების კოზანის პრეფექტის 1999 წლის 04 ივნისის გადაწყვეტილებით მუ------------–--ვს მიენიჭა საბერძნეთის მოქალაქეობა და ჩაიწერა შემდეგი სახელით: ,,მურმან მიხაილიდი“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გადაწყვეტილება (ტომი1, ს.ფ. 136)
3.2.13. 2016 წლის 29 ივნისს გაცემული სამკვიდრო მოწმობით დადგენილია, რომ კირიაკ და სო-----------–---ებმა, როგორც პირველი რიგის მემკვიდრეებმა მიიღეს აწ გარდაცვლილი მურმან მიხაილიდის დანაშთი მთელი სამკვიდრო ქონება, მათ შორის მოთხოვნის უფლება ქონებრივი უფლებები და მოვალეობები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სამკვიდრო მოწმობა (ტომი 1, ს.ფ. 155-157)
3.2.14. მტკიცებულებათა ერთობლივი შეფასების საფუძველზე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მურმან მიხაილიდის, 2004 წლის 27 ივლისს, უძრავი ქონების გასხვისების ნება არ გამოუვლენია.
მოსარჩელემ იმ გარემოების დასადასტურელად, რომ მურმან მიხაილიდის ხელშეკრულებაზე ხელი არ მოუწერია და ქონების განკარგვის ნება არ გამოუხატავს, საკუთარი ახსნა-განმარტების გარდა მიუთითა და წარმოადგინა სხვა სახის მტკიცებულებებიც, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ დაადგინა 3.2.7-3.2.9 პუნქტებში მითითებული ფაქტები.
საქმეში წარმოდგენილია შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობები, საიდანაც დგინდება, რომ მურმან მიხაილიდის სადავო პერიოდში სახელმწიფო საზღვარი არ გადაუკვეთია, ამასთან, საქმეში წარმოდგენილია საბერძნეთის ოფიციალური ორგანოების მიერ გაცემული ცნობები და გადაწყვეტილებები, საიდანაც დგინდება, რომ მურმან მიხაილიდს 1999 წლიდან მიღებული ჰქონდა საბერძნეთის რესპუბლიკის მოქალაქეობა და ოჯახთან ერთად ცხოვრობდა საბერძნეთის რესპუბლიკაში; აღნიშნულ ფაქტს ასევე ადასტურებენ მოწმეებიც; სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს საქმეში წარმოდგენილ ექსპერტის დასკვნას, რომლითაც არ დგინდება ნასყიდობის ხელშეკრულებაზე მუ------------–--ვის სახელით შესრულებული ხელმოწერის გამყიდველისათვის კუთვნილება; გარდა ამისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილ მინდობილობაზე, საიდანაც დგინდება, რომ 2004 წლის 10 მაისს, მურმან მიხაილიდი იმყოფებოდა საბერძნეთის რესპუბლიკაში, ქ. ხანიაში. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დგინდება, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის მურმან მიხაილიდი საქართველოში იმყოფებოდა, რაც კიდევ უფრო ამყარებს მოსარჩელის მიერ მოთხოვნის საფუძვლად მითითებულ გარემოებას მურმან მიხაილიდის სახელით გამოვლენილი ნების ნამდვილობასთან დაკავშირებით. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხეთა წარმომადგენლის მოსაზრებას მურმან მიხაილიდის მიერ, სასაზღვრო კონტროლის გარეშე, არალეგალურად სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთასთან დაკავშირებით, ვინაიდან, აღნიშნული მოსაზრება ემყარება მხოლოდ ვარაუდებს და არ არის გამყარებული ისეთი ფაქტებითა და მტკიცებულებებით, რომელიც მიუთითებდა ამგვარი ქცევის საჭიროებაზე. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მურმან მიხაილიდის, სადავო პერიოდში მიღებული ჰქონდა საბერძნეთის რესპუბლიკის მოქალაქეობა, შესაბამისად, ამ პირობებში მოპასუხის მიერ მითითებული არგუმენტი ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოწმეთა ჩვენებები (იხ. 03.05.2017წ. სხომის ოქმი)
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცნობები (ტომი 1, ს.ფ. 40)
3.2.15. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ნა--------–--ეს, 2014 წლის 22 სექტემბერს უძრავი ქონების გასხვისების ნება არ გამოუვლენია. სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარემ დაადასტურა ის გარემოება, რომ გი--------------–---–ი და ნა--------–--ე არიან ნათლიები (იხ. 03.05.2017წ. სხდომის ოქმი 15:07:42), ხოლო არ---–--------ე არის ნა--------–--ის მეუღლე. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ნასყიდობის ხელშეკრულების დადებიდან 4 თვეში, გი--------------–---–სა და არ---–--------ეს შორის გაფორმებულ იპოთეკის ხელშეკრულებაზე, რომლის თანახმად არ---–--------ე გი--------------–---–ისათვის 10 000 ლარის გადაცემის სანაცვლოდ, სესხის უზრუნველყოფის მიზნით აფორმებს იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულებას. ამასთან, მხარეები ადასტურებენ, რომ ნა--------–--ე და არ---–--------ე მუდმივად ცხოვრობენ სადავო ბინაში და მათ არც ხელშეკრულების დადებამდე და არც მის შემდგომ, საცხოვრებელი სახლის მფლობელობა არ შეუწყვეტიათ. სასამართლო მხედველობაში იღებს ასევე მოპასუხის ახსნა-განმარტებას ბინის გასხვისებასთან დაკავშირებით. კერძოდ, მოპასუხეთა წარმომადგენელი განმარტავს, რომ ნა--------–--ემ გი--------------–---–ს მიჰყიდა სახლი, რომელსაც სრულად არ დაუფარავს ნასყიდობის საფასური, რის გამოც გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება დარჩენილ თანხაზე (იხ. 03.05.2017წ. სხდომის ოქმი 15:07:42). მოპასუხეს ასევე მითითებული აქვს შესაგებელში, რომ უძრავი ქონების ღირებულება 113 000 ლარზე მეტია, თუმცა არ ირკვევა, რატომ მოხდა უძრავი ქონების გასხვისება 30 000 ლარად; ყოველივე ამას კი წინ უძღვის სო-----------–---ის 2013 წლის 20 ნოემბრის განცხადება და სისხლის სამართლოს საქმეზე გამოძიების დაწყება.
ამდენად, ნა--------–--ის, არ---–--------ისა და გი--------------–---–ის ნათესაური კავშირი, ნასყიდობის ფასის შეუსაბამობა, სადავო საცხოვრებელი სახლის უწყვეტი მფლობელობა და უძრავ ქონებაზე ფორმალური ოპერაციები, ამასთან, აღნიშნული აქტივობების განხორციელება სო-----------–---ის მიერ სამართალდამცავი ორგანოებისათვის მიმართვის შემდეგ, ყველა ეს გარემოება ერთობლიობაში მიუთითებენ გარიგებების მოჩვენებითობაზე.
მოპასუხე გი--------------–---–მა ვერ დაასაბუთა ის პრევენციული ღონისძიებები და გარემოებები, რაც მისი მხრიდან გამორიცხავდა არაკეთილსინდისიერი შემძენის სტატუსს და მიუთითებდა ყველა იმ შესაძლო წინდახედულებასა და ობიექტური ნაკლის გამორიცხვაზე, რაც სადავო უძრავ ქონებას ახლდა. ეს კი, სსსკ-ის მე-4, 102-ე და 103-ე მუხლის თანახმად, მოპასუხის მტკიცების საგანს წარმოადგენდა, რაც მან ვერ დაძლია და შემოიფარგლა მხოლოდ ახსნა-განმარტებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოპასუხეთა წარმომადგენლის განმარტება (იხ. 03.05.2017წ. სხდომის ოქმი 15:07:42)
- ნა--------–--ის შესაგებელი (იხ. ტომი 1. ს.ფ. 205-219)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეზე დადგენილი გარემოებები შეესაბამებიან მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია; ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ (50-ე მუხლი).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 477-ე მუხლების გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ ნივთის სამართლებრივი ბედი მთლიანად არის დამოკიდებული მესაკუთრის ნებაზე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა ,,საკუთრების განკარგვის თავისუფლება’’ და აღნიშნა, რომ ,,საკუთრების განკარგვის თავისუფლებასთან გვაქვს საქმე, როცა ეს განკარგვა მესაკუთრის თავისუფალი ნების შედეგად ხდება და იგი წარმოადგენს სუვერენული უფლების რეალიზაციის გამოვლინებას’’ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/2/411 გადაწყვეტილება; 19.12.2008წ.).
საქმის მასალებით დადგენილია, რომ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას აწ გარდაცვლილ მურმან მიხაილიდს (მესაკუთრეს) ნება არ გამოუვლენია. მას არც შემდგომში გამოუხატავს ნება ხელშეკრულების დადებაზე. ანუ, ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას ნასყიდობის საგნის მესაკუთრეს არც პირადად და არც წარმომადგენლის მეშვეობით არ გამოუვლენია ნება სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის თაობაზე.
ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს (54-ე მუხლი).
უცილოდ ბათილი (არარა) გარიგება ბათილად ითვლება მისი დადების მომენტიდან (61-ე მუხლი). უცილოდ ბათილად ითვლება ყოველგვარი გარიგება, რომელიც არ წარმოშობს დასახულ სამართლებრივ შედეგებს არც მხარეთათვის და არც მესამე პირთათვის. არარა გარიგება მისი დადების მომენტიდან ბათილია და ამდენად, მას ნამდვილად ვერ აქცევს ვერც მხარეთა ნება და ვერც სასამართლო გადაწყვეტილება. ამიტომ, 2004 წლის 27 ივლისს სანოტარო ფორმის დაცვით გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც არ ყოფილა მესაკუთრის ნების შედეგი, ბათილი გარიგებაა.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 5--ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).
ამრიგად, განსახილველი ნორმით იგულისხმება ის შემთხვევა, როდესაც, როგორც ნების გამომვლენი, ასევე მისი მიმღები მოქმედებენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა ,,ურთიერთშეთანხმება”, ,,გარიგება” მოჩვენებით ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში ორივეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას არ მოჰყვება იურიდიული შედეგი. როგორც წესი, ძირითადად მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან დაკავშირებულ/არსებულ ურთიერთობასთან, მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ. ამრიგად, იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ ,,ურთიერთშეთანხმებაზე”, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას.
როგორც წესი, მოჩვენებითი გარიგება ფორმალურად შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, მაგრამ ნების ნაკლი, მისი არანამდვილობის გამო, წარმოადგენს იმ არსებითი ხასიათის ნაკლს, რაც გამორიცხავს სამართლებრივი შედეგის დადგომას. ამდენად, ის ფაქტი, რომელიც მიუთითებს სადავო გარიგების მხარეთა ნების გამოვლენის არანამდვილობაზე, უნდა დაამტკიცოს იმან, ვისაც მიაჩნია, რომ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით შეილახა მისი უფლება.
მოჩვენებითი გარიგება მოკლებულია ნამდვილობას და მხარეთა მოჩვენებითი გარიგების დროს მოსაჩვენებლად იქცევა ამ გარიგების მონაწილეს ნების გამოვლენის ყველა სუბიექტი და მათ არ სურთ გარიგების შესრულება. ასეთი გარიგების შედეგად კანონსაწინააღმდეგო მიზნის მიღწევა ან სხვა გარიგების დაფარვა ორივე მხარის ინტერესი და მიზანი უნდა იყოს.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ უძრავი ქონების ნასყიდობის დადება გამოწვეული იყო ნა--------–--ის შესაძლო პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მოტივით და იგი მიზნად არ ისახავდა შესაბამისი იურიდიული შედეგების წარმოშობას, რის გამოც მასსა და გი--------------–---–ს შორის, 2014 წელს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება და არ---–--------ესა და გი--------------–---–ს შორის 2015 წელს გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულება წარმოადგენენ მოჩვენებით გარიგებებს.
6.3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ,,საკუთრების უფლების კანონიერებას საფუძველშივე განსაზღვრავს მისი კანონიერად შეძენის ფაქტი. ზუსტად ეს გარემოებაა გადამწყვეტი კანონიერი საკუთრების უფლების არსებობისათვის... საკუთრება კანონიერია, თუ მისი შეძენა მოხდა კანონის მოთხოვნათა დაცვით’’ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/2/384 გადაწყვეტილება; 02.07.2007წ.). ამიტომ, ბათილია უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რადგან, არაუფლებამოსილი პირის მიერ გარიგების დადება არღვევს საჯარო წესრიგს, რაც გამოიხატება სამოქალაქო ბრუნვის ძირეული (ფუნდამენტური) პრინციპების დარღვევაში. ამიტომ, ბათილი გარიგებების საფუძველზე განხორციელებული მდგომარეობის ცვლილება ექვემდებარება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას.
,,ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი არ უზრუნველყოფს, როგორც ასეთს, რაიმე სახის უფლებას საკუთრების მოპოვებაზე’’. ,,ევროპული სასამართლოს პრაქტიკა ადასტურებს, რომ იმ საქმეთა განხილვისას, რომლებიც საკუთრების უფლების სავარაუდო დარღვევას ეხება, სასამართლო ამოწმებს: ა. ხვდება თუ არა საკუთრების უფლების დარღვევა კონვენციის პირველი ოქმის პირველი მუხლის ფარგლებში, ისევე როგორც ქვეყნის შიდასახელმწიფოებრივი სტანდარტით გათვალისწინებული დაცვის მექანიზმების ფარგლებში; ბ. განხორციელდა თუ არა ქონების რეალური ხელყოფა; გ. ემსახურება თუ არა ხელყოფა კანონიერ მიზანს, თუ ხელყოფა უკანონოა?; დ. ხელყოფის პროპორციულობას; ე. ხდება თუ არა მატერიალური კომპენსაცია, თუ ფიზიკური რესტიტუცია შეუძლებელია; შესაბამისად, საკუთრების უფლების შელახვა (და არა შეზღუდვა) დღის წესრიგში აყენებს ქონებრივი რესტიტუციის განხორციელების საჭიროებას და, უფრო მეტიც, ასეთი ფაქტების გამოვლენისას რესტიტუცია სავალდებულო სტანდარტია ევროპული სასამართლოს გაგებით. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე აღნიშნა, რომ ,,ამ აქტის [რესტიტუციის აქტი] მიზანია, შეამსუბუქოს გარკვეული ზიანი, რომელიც დადგა დემოკრატიულ საზოგადოების პრინციპებსა და მოქალაქეთა უფლებებთან შეუთავსებელი ქმედებების განხორციელების შედეგად. ამ აქტის [რესტიტუციის აქტი] მიღებისას კანონმდებლებმა ხაზი გაუსვეს თავიანთ განზრახვას, აღეკვეთათ წარსულში განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების განმეორების შესაძლებლობა. ამდენად, რესტიტუციის აქტი იურიდიული მოქმედებების კანონიერების დაცვის კანონიერ მიზანს ემსახურება. იგი ხელს უწყობს დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებას და უზრუნველყოფს ანაზღაურებას იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედებები ასეთი პრინციპების დარღვევით განხორციელდა’’ (Eskomoravska myslivecka jednota v. Czech Republic, Application №33091/96). შესაბამისად, ნასყიდობისა და იპოთეკის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის გამო, მოსარჩელეს უნდა აღუდგეს საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე.
რაც შეეხება მოპასუხეთა ძირითად არგუმენტაციას, რომელიც დამყარებულია სადავო ხელშეკრულების გაფორმებისას, მისი, როგორც შემძენის კეთილსინდისიერებაზე, რასაც სასამართლო არ იზიარებს და სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლზე მითითებით განმარტავს შემდეგს, რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეგისტრირებული რეესტრში, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტო იყო.
სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. ამ ნორმის შესაბამისად, დაცულია კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესი მაშინ, როდესაც სადავოდ არის გამხდარი მესაკუთრის საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლება და ამ ფაქტის მიმართ შემძენის დამოკიდებულება კეთილსინდისიერია ანუ, საქმე გვაქვს ისეთ გარემოებასთან, როდესაც შემძენმა არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ გამყიდველს არ გააჩნდა რეესტრში რეგისტრირებული ნამდვილი უფლება ან ასეთი უფლება სადავო იყო. აღნიშნული მუხლი მოიცავს შემთხვევას, როდესაც უძრავ ნივთის გასხვისების ნებას ავლენს რეგისტრირებული მესაკუთრე, მაგრამ მისი საკუთრების უფლება შეცილებულია სხვა, მესამე პირთა მხრიდან, ან არ არის სრულყოფილი, რისი არ ცოდნაც შემძენის მიერ წარმოგვიჩენს მას (შემძენს) კეთილსინდისიერად.
ნორმათა ანალიზი საფუძველია დასკვნისათვის, რომ როდესაც საქმე ეხება უძრავი ქონების შეძენას, შემძენს, თავისი უფლების დასამტკიცებლად შეუძლია დაეყრდნოს რეესტრში რეგისტრირებული ფაქტების სისწორის ვარაუდს, თუნდაც სინამდვილეში უსწორო იყოს რეესტრის მონაცემები. ამ მდგომარეობას არარსებითად აქცევს შემძენის კეთილსინდისიერი დამოკიდებულება, რაც საჯარო რეესტრის ჩანაწერის უსწორობაში გამოიხატება. ერთადერთი, რაც რეესტრის უტყუარობის ფიქციას და, შესაბამისად, ნივთის შეძენას არღვევს, სწორედ შემძენის არაკეთილსინდისიერებაა.
სკ-ის 185-ე და 312-ე მუხლები შეიცავს არაკეთილსინდისიერების იურიდიული შედეგის განმსაზღვრელ კომპონენტს - შემძენმა იცის, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. ამ უკანასკნელი საკითხის გამორკვევისას გამოკვლეული უნდა იქნეს შემძენის შესაძლებლობანი რეესტრის არასწორი ჩანაწერის ცოდნასთან მიმართებით, ან უნდა გაირკვეს შემძენს გონივრული წინდახედულობის ფარგლებში უნდა სცოდნოდა თუ არა სადავო ფაქტი. ამდენად, შემძენის ინტერესების დაცვა უნდა მოხდეს არა მხოლოდ საჯარო რეესტრის მონაცემების გათვალისწინებით, არამედ ქონების მესაკუთრის ვინაობისადმი მისი სუბიექტური დამოკიდებულებით (იხ. სუსგ 21.07.2014წ. საქმე №ას-355-334-2014; სუსგ 14.07.2014წ. საქმე №ას-375-352-2014).
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ ვერ დაასაბუთა ის პრევენციული ღონისძიებები თუ გარემოებები, რაც მისი მხრიდან გამორიცხავდა არაკეთილსინდისიერი შემძენის სტატუსს და მიუთითებდა ყველა იმ შესაძლო წინდახედულებასა და ობიექტური ნაკლის გამორიცხვაზე, რაც სადავო უძრავ ქონებას ახლდა.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით.
ამავე კოდექსის 1421-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.
ამავე კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2016 წლის 29 ივნისს გაცემული სამკვიდრო კირიაკ და სო-----------–---ებმა, როგორც პირველი რიგის მემკვიდრეებმა მიიღეს აწ გარდაცვლილი მურმან მიხაილიდის დანაშთი მთელი სამკვიდრო ქონება, მათ შორის მოთხოვნის უფლება, ქონებრივი უფლებები და მოვალეობები.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ კირიაკ და სო-----------–---ების სარჩელი უძრავ ქონებაზე მესაკუთრეებად ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მოპასუხის აპელირებას სასარჩელო ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ მოსარჩელეებს სარჩელი აღძრული აქვთ მოთხოვნის შეტყობიდან კანონით დადგენილ 10-წლიან ვადაში.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამდენად, თუ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი და სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, მაშინ ამ ხარჯების გადახდა იმ ოდენობით, რაც მოსარჩელემ შეიტანა სახელმწიფო ბაჟის სახით, დაეკისრება მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, მიუხედავად იმისა, გათავისუფლებულია თუ არა იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელეების სო-----------–---ას და კი------------–---ის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელეთა მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 3441 ლარის ოდენობით.
7.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა სასამართლოსგარეშე ხარჯის გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულებები (ს.ფ. 81, ს.ფ. 82), საიდანაც დგინდება, რომ მოსარჩელე მხარემ აუდიტის დასკვნის მომზადებისათვის გადაიხადა 300 ლარი, ხოლო საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლებისათვის 15 ლარი. ვინაიდან, სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, აღნიშნული ხარჯის ანაზღაურება უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. სო-----------–---ას და კი------------–---ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნეს ცნობილი მუ------------–--ვსა და ნა--------–--ეს შორის, 2004 წლის 27 ივლისს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რეესტრში რეგისტრაციის N1-12455, უძრავ ნივთზე მდებარე ქ. მა-------–----------–---–ის ქ. N24.
3. ბათილად იქნეს ცნობილი ნა--------–--ესა და გი--------------–---–ს შორის, 2014 წლის 22 სექტემბერს გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ნივთზე მდებარე ქ. მა-------–----------–---–ის ქ. N24.
4. ბათილად იქნეს ცნობილი არ---–--------ესა და გი--------------–---–ს შორის, 2015 წლის 04 თებერვალს გაფორმებული სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულება, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N150103392, უძრავ ნივთზე მდებარე ქ. მა-------–----------–---–ის ქ. N24.
5. სო-----------–---ა და კი------------–---ი ცნობილ იქნენ ქ. მა-------––----------–---–ის ქ. N24-ში მდებარე უძრავი ქონების, ს/კ 83.02.30.05- მესაკუთრეებად.
6. მოპასუხეებს ნა--------–--ეს, გი--------------–---–სა და არ---–--------ეს მოსარჩელეების სო-----------–---ასა და კი------------–---ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 3441 ლარის ოდენობით.
7. მოპასუხეებს ნა--------–--ეს, გი--------------–---–სა და არ---–--------ეს მოსარჩელეების სო-----------–---ასა და კი------------–---ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სასამართლოსგარეშე გაწეული ხარჯის ანაზღაურება 315 ლარის ოდენობით.
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ია ლაბაძე