გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.09.2018
საქმის ნომერი
100210018002490132
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
07.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

100210018002490132

#2/223 -18 წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

07.09.2018 წელი. ქ. საჩხერე

 

საჩხერის რაიონული სასამართლო

სასამართლოს დასახელება

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი

სხდომის მდივანი: გოგიტა ტალახაძე

 

მოსარჩელე: ბ------- ა-----ე

წარმომადგენელი: ნ-----–- ს-------ე.

 

მოპასუხე: ა------ კ------ე

წარმომადგენელი: ნ--- ღ--------–---–ი

დაინტერესებული პირი: ს.ს.ი.პ. ,, სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილება

წარმომადგენელი: ნ---- მ------–---–ი

 

დავის საგანი: არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. საჩხერის რაიონულ სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისს სარჩელით მომართა ბ------- ა-----ემ (პ/ნ 3----------) მოპასუხე ა------ კ------ის (პ/ნ 5----------) მიმართ. არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე.

მოსარჩელე მიუთითებს რომ, 2014 წლის 18 აგვისტოს საჩხერის რაიონულ სასამართლოს განჩინებით, დამტკიცდა, ა----- კ------ის და ბ------- ა-----ის შორის მორიგების პირობები. რომლითაც მათი არასრულწლოვანი შვილები გ--- ა-----ე ( დაბ. 01.01.2008წ) და მ------ ა-----ე (დაბ. 10.01.2010წ) აღსაზრდელად დარჩნენ დედასთან ა----- კ------ესთან ჭიათურის რაიონის სოფელ ი------ში. ბ------- ა-----ის შვილების დედამ (მოპასუხე) არასრულწლოვანი შვილები აღსაზრდელად დატოვა უცხო პირებთან და საცხოვრებლად გაემგზავრა საზღვარგარეთ. დღეის მდგომარეობით ბ------- ა-----ის შვილების დედა არ იმყოფება საქართველოში და ჩვენი ინფორმაციით არც აპირებს უახლოეს მომავალში საქართველოში დაბრუნებას. არასრულწლოვანი შვილები საცხოვრებლად გადაიყვანეს ქ. თბილისში გ-------- ქ. # 6. ბ------- ა-----ე კეთილსინდისიერად ასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებას, მონაწილეობს ბავშვების აღზრდასა და განვითარებაში. მამას სურვილი აქვს, შესაბამისად ვალდებულება და სრული კანონიერი უფლება არასრულწლოვანი შვილები ( გ--- ა-----ე ( დაბ. 01.01.2008წ) და მ------ ა-----ე (დაბ.10.01.2010წ) აღზარდოს. მას გააჩნია უფლება არასრულწლოვანი შვილები აღსაზრდელად დარჩნენ მამასთან, მაშინ როდესაც დედამ დატოვა ნათესავებთან არასრულწლოვანი ბავშვები და საცხოვრებლად გადავიდა საზღვარგარეთ.

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ბ------- ა-----ეს სრული უფლება აქვს არასრულწლოვანი შვილები იზრდებოდნენ მამასთან ოჯახში, იგი წინააღმდეგობას აწყდება ბავშვების დედის ნათესავებთან. აქვე, გაცნობებთ, რომ პირი რომელთანაც დღეის მდგომარეობით არასრულწლოვნები იმყოფებიან აღსაზრდელად ჩვენი ინფორმაციით სარგებლობს ცუდი რეპუტაციით, ამავე დროს არის ნასამართლევი.

 

1.2. მოსარჩელე ითხოვს გ--- ა-----ე ( დაბ. 01.01.2008წ) და მ------ ა-----ე (დაბ.10.01.2010წ) აღსაზრდელად დარჩეს მამასთან ბ------- ა-----ესთან და არასრულწლოვანების საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მამის საცხოვრებელი ადგილი, საჩხერე სოფელი ჩიხა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე სარჩელს არ ცნობს და განმარტავს, რომ 2014 წლის 18.08 (საქმე #2/89) საჩხერის რაიონულ სასამართლოს მიერ მიღებული იქნა განჩინება მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

აღნიშნული განჩინება შესულია კანონიერ ძალაში და განჩინების მე-4 და მე-5 პუნქტებში განმარტებულია, რომ „ მხარეთა მორიგების გამო შეწყდა.... სამ. საქმის წარმოება “ და საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსთვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება “.

მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე არ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, არ იხდის იმ მცირე თანხასაც (40 ლარი) რაც ალიმენტის სახით დაეკისრა, მოპასუხეს არ გაუსაჩივრებია აღნიშნული. მოპასუხე მიუთითებს, რომ მის შვილებზე იგი და მისი მშობლები ზრუნავენ.

რაც შეეხება მოსარჩელის მითითებას, რომ შვილების მიტოვებისა და საცხოვრებლად საზღვარგარეთ გადასვლის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. მოპასუხე მიუთითებს, რომ იგი დროებით გასულია ქვეყნიდან, რათა მისი შვილების მოვლა-პატრონობა შეძლოს, მათი სწავლა-აღზრდა და საცხოვრებელი პირობები გააუმჯობესოს. მოპასუხე თვლის, რომ მისი შვილები მამის ოჯახში დედინაცვალთან არ უნდა გაიზარდონ.

მოპასუხე მიუთითებს, რომ მისი და მისი ოჯახის მშობლების ოჯახში შექმნილია ყველა ის პირობა, რომ ბავშვები აღიზარდონ ნორმალურ გარემოში. მოსარჩელეს არავინ არ უზღუდავს შვილებთან ურთიერთობას, მათ მოვლა-პატრონობაში მონაწილეობის მიღებას, მაგრამ იგი თავს არიდებს პასუხისმგებლობას. ბავშვები სწავლობენ ქ. თბილისში, დადიან სპორტზე, სამხატვრო სკოლაში, რომლის გადასახადებსაც იხდის მოპასუხე. სასამართლომ სარჩელი არ უნდა განიხილოს, რადგანაც სარჩელის განხილვის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. დადგენილია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დავის საგნის ირგვლივ გარკვეულწილად მიმდინარეობდა ურთიერთობა მორიგების შესახებ. მიუხედავად სასამართლოს მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა მხარეები ვერ მორიგდნენ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება(იხ.ოქმი)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. დადგენილია რომ 2014 წლის 18 აგვისტოს საჩხერის რაიონულ სასამართლოს განჩინებით, დამტკიცდა, ა----- კ------ის და ბ------- ა-----ის შორის მორიგების პირობები. რომლითაც მათი არასრულწლოვანი შვილები გ--- ა-----ე (პ/ნ 3---------- დაბ. 01.01.2008წ) და მ------ ა-----ე (პ/ნ 3---------- დაბ. 10.01.2010წ) აღსაზრდელად დარჩნენ დედასთან ა----- კ------ესთან ჭიათურის რაიონის სოფელ ი------ში. ამავე განჩინებით ბ------- ა-----ეს დაეკისრა გადასახდელად თავისი არასრულწლოვანი შვილების სარჩენად თითოეულ ბავშვზე თვეში 40 ლარის , სულ 80 ლარის გადახდა. დადგენილია, რომ ბ------- ა-----ესა და ა----- კ------ეს შორის შეწყდა ქორწინება განქორწინებით, რაც დადასტურებულია კიდეც 2014 წლის 07 აგვისტოს გაცემული განქორწინების მოწმობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2014 წლის 18 აგვისტოს განჩინება. (20-22)

- დაბადების მოწმობები (საქ. ფ 16-17)

- განქორწინების მოწმობა (ს.ფ.18)

 

3.2.2. მოპასუხე მხარე არ დაობს იმ ფაქტზე, რომ იგი მართლაც იმყოფება იტალიის რესპუბლიკაში სამუშაოდ. დადგენილია, რომ მისი არასრულწლოვანი შვილები მ------ და გ--- ა-----ეები ცხოვრობენ თბილისში ბებიის-ლენა უფლისაშვილის მეთვალყურეობის ქვეშ. ბავშვები დადიან მე-100 საშუალო სკოლაში და მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა აქტივობებში. გზავნილებით დადასტურებულია, რომ ა----- კ------ე ფულადი თანხით უზრუნველყოფს თავის შვილებს. მოსარჩელე ალიმენტს არასტაბილურად იხდის.

დადგენილია, რომ 2018 წლის 03 მარტს, მოსარჩელემ მიმართა შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სასამართლოს პოლიციის მე-2 განყოფილებას, განცხადებით, რათა უზრუნველყო არასრულწლოვნების გადაცემა მამისთვის აღსაზრდელად, ყოველგვარი კონფლიქტური სიტუაციის შექმნის გარეშე. აღნიშნულთან დაკავშირებით 2018 წლის 05 მაისის წერილით მას ეცნობა, რომ განცხადებაში დასმული საკითხი რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება

- გზავნილის ამონაწერი (ს. ფ 63-66)

- სემინარის მონაწილის დოკუმენტი (ს.ფ.18)

- წერილი(ს.ფ.19)

 

3.2.3. დადგენილია, რომ ქ. თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის დიდუბე-ჩუღურეთის სერვის ცენტრში, 2018 წლის 27 ივნისს საჩხერის რაიონული განყოფილებიდან შევიდა წერილი #04-06-11/1142, რომელიც უკავშირდებოდა მოსარჩელე ბ------- ა-----ის სარჩელს, მოპასუხე ა----- კ------ის მიმართ არასრულწლოვანი ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე.

საქმის შესასწავლად, დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალურმა მუშაკმა განახორციელა ვიზიტი არასრულწლოვანი გ--- და მ------ ა-----ეების საცხოვრებელ მისამართზე: ქ. თბილისი, დიღმის მასივი, გ-------- ქ #6. არასრულწლოვანი გ--- და მ------ ა-----ეები აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობენ ბებიასთან - ლენა უფლისაშვილთან, ბიძასთან კახა კ------ესთან ბიცოლასთან - ნ---- მ------–---–თან და ბიძაშვილებთან - ლ---- და ლ---- კ------ეებთან ერთად. საცხოვრებელი არის სამოთახიანი და ნაქირავები თვეში 400 ლარად. უზრუნველყოფილია სჭირო საყოფაცხოვრებო ნივთებით, ბინაში დაცულია სანიტარული-ჰიგიენური ნორმები.

არასრულწლოვანი გ--- და მ------ ა-----ეების ბიოლოგიური დედა - ა----- კ------ე იმყოფება დღეის მდგომარეობით იტალიაში, ქალაქ სამბიტოში, სადაც წავიდა სამუშაოდ. სოციალური მუშაკი მას ესაუბრა სკაიპის მეშვეობით. საუბრისას მან აღნიშნა, რომ საზღვარგარეთ მისი წასვლის მიზეზი გახდა გარკვეული დანაზოგის მოძიება და ქალაქ ჭიათურაში საცხოვრებელი სახლის შეძენა. ვიზიტისას გაირკვა, რომ შვილებსა და დედას შორის არის ხშირი კონტაქტი. ისინი სკაიპის მეშვეობით ხშირად საუბრობენ.

ქალბატონი ა------ს გადმოცემით, მას მიღებული აქვს უმაღლესი განათლება. აქვს სტაბილური სამუშაო და ყოველთვიურად უგზავნის გარკვეულ თანხას ბავშვებს და ოჯახის წევრებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქალბატონ ა-----ს შეუძლია და აკმაყოფილებს გ---ს და მ------ის საბაზისო საჭიროებებს.

განქორწინების შემდგომ ა----- კ------ე გადმოვიდა მოცემულ მისამართზე. ბავშვებს აქვთ თავისი ოთახი. ბებიის-ქალბატონ ლენას გადმოცემით, გ--- და მ------ი პრაქტიკულად ჯანმრთელი ბავშვები არიან, მათ ჩატარებული აქვთ ყველა საჭირო აცრა. აღრიცხვაზე იმყოფებიან პირველადი ჯანდაცვის ცენტრში, მისამართი აკაკი წერეთლის გამზირი. მათი პედიატრია ეთერ ენუქიძე.

ინტერვიუს პროცესში გ--- ა-----ემ (პ.ნ 3----------) აღნიშნა, რომ ის დადის ქ. თბილისის მე-100 საჯარო სკოლაში. გადავიდა მე-5 კლასში. გარდა ამისა გ---ს ძალიან უყვარს კარატე, სადაც დადის აქტიურად და აქვს გარკვეული წარმატებები. მოზარდი სკოლაზე საუბრობს სითბოთი და მითხრა, რომ უყვარს სკოლაში სიარული, სადაც გადავიდა სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან, რაც შეეხება მამასთან ურთიერთობას ბავშვი აღნიშნულ თემაზე საუბრობს ნაკლებად, თუმცა მან აღნიშნა რაც შეეხება მამასთან საცხოვრებლად გადასვლას ის წინააღმდეგია, რადგან ბებიასთან, ბიძასთან და ბიცოლასთან ერთად ცხოვრობს კომფორტულად და ურჩევნია დედას ჩამოსვლას დაელოდოს მათთან, თუმცა მამასთან სტუმრად წასვლა უყვარს და მასზე თბილად საუბრობს.

რაც შეეხება მ------ს მან საუბრისას აღნიშნა, რომ ასევე დადის ქ. თბილისის მე-100 საჯარო სკოლაში. გადავიდა მე3- კლასში, სადაც მოსწონს სიარული. მან საუბრისას აღნიშნა, რომ დადის ხატვაზე. რაც შეეხება მამასთან ურთიერთობას მ------მა ასევე აღნიშნა, რომ საცხოვრებლად დარჩენა ბებიასთან, ბიძასთან და ბიცოლასთან, რათა დედას ჩამოსვლას დაელოდოს მათთან, თუმცა მამასთან სტუმრად წასვლა უყვარს და მასზე თბილად საუბრობს. ბავშვებმაც და ქალბატონმა ა-----მაც სკაიპის მეშვეობით აღნიშნეს ის გარემოება, რომ დაახლოებით 2 წელიწადში ჩამოვა საქართველოში. დასკვნის მიხედვით სოციალურ მუშაკს მიზანშეწონილად მიაჩნია საკითხი მოგვარდეს ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ს.ს.ი.პ. ,,სოციალური მომსახურეობის სააგენტოს თბილისის განყოფილების დასკვნა. (ს.ფ.61-62)

 

3.2.4. სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონულ განყოფილებაში მომზადებული დასკვნის შესაბამისად ბ------- ა-----ის ოჯახი ცხოვრობს მისამართზე: საჩხერე. ს. ჩიხა. ოჯახში ცხოვრობენ: ა-----ე ბ------- პ/ნ 3----------, მოდებაძე გულნაზი- ბ------- ა-----ის მეუღლე, ა-----ე გ---- პ/ნ 3-----------მამა, ა-----ე გ---–----- პ/ნ 3-----------დედა, ა-----ე თ-------–- პ/ნ 3-----------და, ა-----ე თინა პ/ნ 3-----------ბებია.

ა------სა და ბ-------ის დაშორება გამოიწვია ა------ს მხრიდან უცხო მამაკაცთან ურთიერთობის დამყარებამ და ოჯახიდან ძვირადღირებული სამკაულების „ოქროულობის“ დაკარგვამ. ბ------- ა-----ე და მისი მშობლები ცდილობდნენ გაერკვიათ თუ სად გაქრა ძვირფასეულობა, რის მიზეზადაც ა----- კ------ე სხვადასხვა მიზეზს ასახელებდა. ბ-------ი ოჯახის მცდელობის მიუხედავად მეუღლეების დაშორება თავიდან აეცილებინათ, არ მოხერხდა მათი თანაცხოვრება. სახლი, სადაც ბ------- ა-----ის ოჯახი ცხოვრობს არის კაპიტალური, ორსართულიანი. სახლის პირველი სართული გარემონტებულია, შედგება 2 მისაღების და სამი საძინებელი ოთახისაგან, მათგან ერთი ბ-------ის შვილებისაა, ოთახში დევს ბავშვებისათვის განკუთვნილი სათამაშოები. სახლის ყველა ოთახში დგას შესაბამისი საოჯახო ავეჯი.

სახლის მეორე სართული საჭიროებს კოსმეტიკურ რემონტს, ოთახებში დგას საწოლები და მწირი ავეჯი. სახლი უზრუნველყოფილია ბუნებრივი აირით, ელექტროენერგიითა, წყლით. ეზოში დგას დამხმარე შენობა ნაგებობები. ერთ-ერთი, მცირე ზომის სახლია, სადაც განთავსებულია სამზარეულო, საძინებელი და სათავსო ოთახები. ოჯახს კერძო მფლობელობაში აქვს უცხოური წარმოების მსუბუქი ავტომობილი. ფლობენ მიწის ნაკვეთს (600 მ/კვ) სოფელ ჩიხაში, რომელსაც ამუშავებენ, მოჰყავთ მოსავალი. სოფლის მეურნეობის პროდუქტებს იყენებენ ოჯახში. ჰყავთ შინაური ცხოველები და ფრინველები.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, ბ------- ა-----ე მუშაობს კერძო კომპანიაში „მიქს2-2015“-ში მუშად. მისი შემოსავალი თვეში შეადგენს 500-700 ლარს საშუალოდ. გ---- ა-----ე მუშაობს კერძო კომპანიაში მძღოლად. რეისებს ახორციელებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მისი შემოსავალი თვეში განისაზღვრება-საშუალოდ 1500 ლარით. ბ------- ა-----ის მეუღლე გულნაზი მოდებაძე მუშაობს, ქ საჩხერის კვების ობიექტზე, მისი ხელფასი შეადგენს თვეში 200 ლარს. ბ------- ა-----ის დედას და დას აქვს შშმ სტატუსი, იღებენ სოციალურ პაკეტს, თითოეული 100 ლარის ოდენობით. ბებიას_ თინა ა-----ეს იღებს ხანდაზმულობის პენსიას 180 ლარის ოდენობით.

ბ-------ის მშობლები განიცდიან იმ ფაქტს, რომ ბ-------ს პირველი ოჯახი დაენგრა, და ბავშვები იზრდებიან მშობლების გარეშე. თვლიან, რომ ბავშვები მშობლების გარეშე არ უნდა იზრდებოდნენ, ვინაიდან აცნობიერებენ მშობლების როლს შვილის აღზრდის საკითხში. ა----- კ------ე მათი ინფორმაციით იმყოფება ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამუშაოდ, ბ------- ა-----ეს და მის ოჯახს სურს, ბავშვების აღზრდაზე პასუხისმგებლობა თავიანთ თავზე აიღონ და ბავშვების საცხოვრებელ ადგილად, მამის მისამართი (ს. ჩიხა ) განისაზღვროს.

ბავშვის ფსიქო-ემოციური და ფიზიკური განვითარებისათვის აუცილებელია მას ურთიერთობა ჰქონდეს ორივე ბიოლოგიურ მშობელთან. ოჯახს აღნიშნულთან დაკავშირებით გაეწია კონსულტაცია, რომ მშობლებს შორის არსებული პრობლემა არ უნდა აისახოს ბავშვზე, ვინაიდან ეს სამომავლოდ ნეგატიურად აისახება მის პიროვნულ განვითარებასა და ინტერესებზე. ორივე მხარემ უნდა გაითვალისწინოს ბავშვების ინტერესები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

ს.ს.ი.პ. ,,სოციალური მომსახურეობის სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილების დასკვნა.(ს.ფ.59-60)

 

3.2.5. დადგენილია, რომ ს.ს.ი.პ. ,,სოციალური მომსახურეობის სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილების წარმომადგენლის პოზიციით ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით მ------ და გ--- ა-----ეები აღსაზრდელად უნდა დარჩნენ დედასთან. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მ------ და გ--- ა-----ესთან გასაუბრებიდან გამომდინარე მ------ და გ--- ა-----ის სურვილია ისინი საცხოვრებლად იყვნენ დედასთა, თუმცა მათ სუვილი აქვთ ასევე ურთიერთობაში იყვნენ მამასთან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება

- სოციალური სამსახურის წარმომადგენლისა და ბავშვების პოზიციები(იხ.ოქმი)

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1201, 1202-ე, 1203-ე მუხლებით.

ბავშვის უფლებათა კონვენცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ბ------- ა-----ის სარჩელი ა----- კ------ის მიმართ არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს , რადგან გარემოებები , რომელიც მოსარჩელის მიერაა წარმოდგენილი ვერ იქნება სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად - `შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში~. აქედან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ მშობლებს შვილებთან უნდა ჰქონდეთ ინტენსიური ურთიერთობებ, რადგან ეს პოზიტიურად აისახება მათ აღზრდაზე.

 

6.2.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის I ნაწილის თანახმად - `მშობლები უფლებამოსილნი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით~.ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად - `მშობლებს უფლება აქვთ, განსაზღვრონ, თუ ვისთან და სად უნდა იცხოვროს შვილმა~. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად - `მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, . . .~.

 

6.3.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლის I ნაწილის თანახმად - `თუ განქორწინების გამო, ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი.

 

6.4.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის I ნაწილის თანახმად - `მშობელს, რომელიც შვილთან ერთად არ ცხოვრობს, უფლება აქვს ურთიერთობა ჰქონდეს შვილთან და ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს მის აღზრდაში. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს ხელი შეუშალოს მეორე მშობელს, ურთიერთობა იქონიოს შვილთან და მონაწილეობა მიიღოს მის აღზრდაში~.

 

„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც, რაც ასახულია ეროვნულ კანონმდებლობაში, კერძოდ, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. მართალია, საერთაშორისოდ აღიარებული ეს უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურს, თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტები თავადვე იძლევიან ჩარევის ლეგიტიმურ დეფინიციას და განსაზღვრავენ, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით, ამასთან, ჩარევის სტანდარტად, გამოყენებულ უნდა იქნას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული „ბავშვთა უფლებათა კონვენციაში“.

 

მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლით დადგენილია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ. მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით (სსკ-ის 1198.1 მუხლი). მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს (სსკ-ის 1199-ე მუხლი). მითითებული საკანონმდებლო დანაწესების ანალ---- იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება, შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმის უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში.

 

6.5. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Kრასიცკი ვ. Pოლანდ, ნო. 17254/11, § 83, 15 Aპრილ 2014). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი (Gნაჰორე ვ. Fრანცე, ნ. 40031/98, § 59, EჩHღ 2000-IX) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადასწონოს მშობლების ინტერესი (შაჰინ ვ. Gერნამყ [Gჩ], ნო. 30943/96, § 66, EჩHღ 2003-VIII). კერძოდ, კონვენციის მე-8 მუხლიდან გამომდინარე, მშობელს არა აქვს ისეთი ღონისძიებების მოთხოვნის უფლება, რომელთა განხორციელებამ შესაძლებელია ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობას და განვითარებას (Kრასიცკი ვ. Pოლანდ, ნო. 17254/11, § 83, 15 Aპრილ 2014, შცოზზარი ანდ Gიუნტა ვ. Iტალყ [Gჩ], ნოს. 39211/98 ანდ 41963/98, § 169, EჩHღ 2000-VIII, ანდ P., ჩ. Aნდ შ. ვ. თჰე Uნიტედ Kინგდომ, ნო. 56547/00, § 177, EჩHღ 2002-VI).

 

6.6. სასამართლო მიუთითებს, რომ კანონი არ ცნობს მამის რაიმე უპირატეს უფლებას შვილების მიმართ და არც დედას გააჩნია ასეთი უფლება. არა უფლებათა უპირატესობა, არამედ ბავშვების სწორად აღზრდის ინტერესებია გადამწყვეტი ამ დროს. ბავშვების აღზრდის ინტერესებში იგულისხმება არა მარტო მატერიალური, არამედ მორალური პირობების შექმნა, ამიტომ არ შეიძლება ერთ-ერთ მშობელს უარი ეთქვას შვილთან ურთიერთობაზე მხოლოდ იმ მოტივით, რომ მეორე მშობელს უკეთესი მატერიალური მდგომარეობა აქვს. მთავარი ყურადღება უნდა მიექცეს ბავშვების აღზრდის მორალურ მხარეს.

 

6.7.დადგენილია რომ 2014 წლის 18 აგვისტოს საჩხერის რაიონულ სასამართლოს განჩინებით, დამტკიცდა, ა----- კ------ის და ბ------- ა-----ის შორის მორიგების პირობები. რომლითაც მათი არასრულწლოვანი შვილები გ--- ა-----ე (პ/ნ 3---------- დაბ. 01.01.2008წ) და მ------ ა-----ე (პ/ნ 3---------- დაბ. 10.01.2010წ) აღსაზრდელად დარჩნენ დედასთან ა----- კ------ესთან ჭიათურის რაიონის სოფელ ი------ში. ამავე განჩინებით ბ------- ა-----ეს დაეკისრა გადასახდელად თავისი არასრულწლოვანი შვილების სარჩენად თითოეულ ბავშვზე თვეში 40 ლარის , სულ 80 ლარის გადახდა.

წარმოდგენილი სარჩელის მოტივაცია და საფუძველია ის ფაქტი , რომ მოპასუხე იმყოფება საზღვარგარეთ და მოსარჩელის მითითებით მან მიატოვა შვილები ნათესავებთან და მუდმივად საცხოვრებლად გადავიდა ქვეყნის გარეთ.

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ა----- კ------ე დროებით სამუშაოდაა წასული იტალიის რესპუბლიკაში და მუდმივი ქონტაქტი აქვს შვილებთან. გარდა ამისა იგი მატერიალურად უზრუნველყოფს შვილებს, რაც დასტურდება კიდეც გზავნილებითა და სოციალური სამსახურის დასკვნით. ფაქტობრივად დედა უქმნის ბავშვებს, როგორც მატერიალურ , ისე მორალურ პირობებს. საყურადღებოა ის ფაქტიც , რომ ბავშვებს კარგი ურთიერთობა აქვს მამასთან. მამას მიჰყავს თავის საცხოვრებელ ადგილზე თავისი შვილები. აღნიშნული კომუნიკაციის შეზღუდვა დედის მხრიდან არ დაფიქსირებულა. ბავშვები არიან ბებიის ყურადღების ქვეშ ქ.თბილისში , სადაც ასევე ბავშვებისათვის შესაბამისი გარემოა უზრუნველყოფილი. როგორც აღინიშნა ბავშვების სწავლისა და გადაადგილების ხარჯებს იხდის მოპასუხე. მოსარჩელე არასტაბილურად იხდის ალიმენტის თანხას. სასამართლო თვლის , რომ დედის სამუშაოდ ყოფნა საზღვარგარეთ არ ნიშნავს უდავოდ მშობლის მოვალეობის შესრულებაზე უარის თქმას. სასამართლოს ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბავშვები იმყოფებიან დედის საცხოვრებელ ადგილზე უზრუნველყოფილნი არიან , როგორც მატერიალურად , ასევე მორალურად. მათთვის შექმნილია შესაბამისი გარემო.

 

6.8. მშობლის ვალდებულების- აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით აღსრულება მოპასუხის მხრიდან სახეზეა. აღნიშნული დადასტურებულია ასევე სოციალური სამსახურის დასკვნით, კერძოდ გ--- და მ------ ა-----ეების ცხოვრობენ ქ. თბილისი, დიღმის მასივი, გ-------- ქ #6. ბებიასთან - ლენა უფლისაშვილთან, ბიძასთან კახა კ------ესთან ბიცოლასთან - ნ---- მ------–---–თან და ბიძაშვილებთან - ლ---- და ლ---- კ------ეებთან ერთად. უზრუნველყოფილია სჭირო საყოფაცხოვრებო ნივთებით, ბინაში დაცულია სანიტარული-ჰიგიენური ნორმები.

საზღვარგარეთ ა----- კ------ის წასვლის მიზეზი გახდა გარკვეული დანაზოგის მოძიება და ქალაქ ჭიათურაში საცხოვრებელი სახლის შეძენა. ვიზიტისას გაირკვა, რომ შვილებსა და დედას შორის არის ხშირი კონტაქტი. ისინი სკაიპის მეშვეობით ხშირად საუბრობენ.აქვს სტაბილური სამუშაო და ყოველთვიურად უგზავნის გარკვეულ თანხას ბავშვებს და ოჯახის წევრებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქალბატონ ა-----ს შეუძლია და აკმაყოფილებს გ---ს და მ------ის საბაზისო საჭიროებებს.

ბავშვებს აქვთ თავისი ოთახი. ბებიის-ქალბატონ ლენას გადმოცემით, გ--- და მ------ი პრაქტიკულად ჯანმრთელი ბავშვები არიან, მათ ჩატარებული აქვთ ყველა საჭირო აცრა. აღრიცხვაზე იმყოფებიან პირველადი ჯანდაცვის ცენტრში, მისამართი აკაკი წერეთლის გამზირი. მათი პედიატრია ეთერ ენუქიძე.

ინტერვიუს პროცესში გ--- ა-----ემ (პ.ნ 3----------) აღნიშნა, რომ ის დადის ქ. თბილისის მე-100 საჯარო სკოლაში. გადავიდა მე-5 კლასში. გარდა ამისა გ---ს ძალიან უყვარს კარატე, სადაც დადის აქტიურად და აქვს გარკვეული წარმატებები. მოზარდი სკოლაზე საუბრობს სითბოთი და განმარტა, რომ უყვარს სკოლაში სიარული, სადაც გადავიდა სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან, რაც შეეხება მამასთან ურთიერთობას ბავშვი აღნიშნულ თემაზე საუბრობს ნაკლებად, თუმცა მან აღნიშნა რაც შეეხება მამასთან საცხოვრებლად გადასვლას ის წინააღმდეგია, რადგან ბებიასთან, ბიძასთან და ბიცოლასთან ერთად ცხოვრობს კომფორტულად და ურჩევნია დედას ჩამოსვლას დაელოდოს მათთან, თუმცა მამასთან სტუმრად წასვლა უყვარს და მასზე თბილად საუბრობს. რაც შეეხება მ------ს მან საუბრისას აღნიშნა, რომ ასევე დადის ქ. თბილისის მე-100 საჯარო სკოლაში. გადავიდა მე3- კლასში, სადაც მოსწონს სიარული. მან საუბრისას აღნიშნა, რომ დადის ხატვაზე. რაც შეეხება მამასთან ურთიერთობას მ------მა ასევე აღნიშნა, რომ საცხოვრებლად დარჩენა ბებიასთან, ბიძასთან და ბიცოლასთან, რათა დედას ჩამოსვლას დაელოდოს მათთან, თუმცა მამასთან სტუმრად წასვლა უყვარს და მასზე თბილად საუბრობს.

 

სოციალური სააგენტოს სამსახურების დასკვნებიდან დადგენილია, რომ ბავშვებს როგორც ფიზიკური ისე ფიქოლოგიური მიჯაჭვულობა აქვთ დედასთან, რაც უპირველესად მათი ასაკითაა განპირობებული. ბავშვების სწორი აღზრდის ინტერესებიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ აღზრდის პროცესის სრული ჰარმონიზაციისათვის ბავშვების საცხოვრებელ ადგილად უნდა განისაზღვროს დედის საცხოვრებელი ადგილი .

 

6.9. „ბავშვის უფლებათა კონვენციის” მე-2 და მე-3 მუხლების შესაბამისად მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ და უზრუნველყოფენ მათი იურისდიქციის ფარგლებში მყოფი თითოეული ბავშვის ყველა უფლებას, რომელიც წინამდებარე კონვეციითაა გათვალისწინებული, ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის გარეშე, რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, ეროვნული, ეთნიკური თუ სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, ბავშვის, მისი მშობლებისა და კანონიერი მეურვეების ჯანმრთელობისა და დაბადების მდგომარეობის ან სხვა რამ ვითარების განურჩევლად.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Vან დე Hურკ ვ. Nეტჰერლანდს, პარ.61, Gარცია ღუიზ ვ. შპაინ [Gჩ] პარ.26; ჟაჰნკე ანდ Lენობლე ვ Fრანცე (დეც.); Pერეზ ვ Fრანცე [Gჩ], პარ. 81).

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღიარებს, რომ ბავშვის სურვილები და გრძნობები მხედველობაში უნდა იქნას მიღებული მშობელთან ურთიერთობის საკითხის გადაწყვეტისას (შაჰინ ვ. Gერმანყ [Gჩ], ნო. 30943/96, § 73, EჩHღ 2003-VIII).

„ბავშვის უფლებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის კონვენციის მე-12 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარის მქონე ბავშვის უფლებას, თავისუფლად გამოხატოს ეს შეხედულებანი ბავშვთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე, ამასთან ბავშვის შეხედულებებს სათანადო ყურადღება ეთმობა ბავშვის ასაკისა და მოწიფულობის შესაბამისად.

 

გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში №12 (2009), რომელიც ეხება ბავშვის უფლებას, იქნეს მოსმენილი, მითითებულია, რომ ბავშვის მიერ საკუთარი შეხედულებების თავისუფლად გამოხატვა ნიშნავს იმას, რომ არ უნდა მოხდეს ბავშვის მანიპულირება ან ბავშვი არ უნდა დაექვემდებაროს ზემოქმედებას ან ზეწოლას. ამასთან ერთად, „თავისუფლად“ თავისთავად დაკავშირებულია ბავშვის „საკუთარ“ შეხედულებებთან: ბავშვს გააჩნია უფლება გამოხატოს თავისი შეხედულებები და არა - სხვების შეხედულებები.

 

6.10. დადგენილია, რომ ს.ს.ი.პ. ,,სოციალური მომსახურეობის სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილების წარმომადგენლის პოზიციით ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით მ------ და გ--- ა-----ეები აღსაზრდელად უნდა დარჩნენ დედასთან. სასამართლომ მ------ და გ--- ა-----ეებთან გასაუბრების შედეგად დაადგინა, რომ მ------ და გ--- ა-----ის სურვილია ისინი საცხოვრებლად იყვნენ დედასთან მის საცხოვრებელ ადგილზე, თუმცა მათ სურვილი აქვთ ასევე ურთიერთობაში იყვნენ მამასთან.

 

6.11. ამდენად სასამართლო თვლის, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს და არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელ ადგილად დარჩეს დედის საცხოვრებელი ადგილი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად - `იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. . . .~.

სარჩელი არ დაკმაყოფილდა . სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53.1, 243-ე, 244-ე, 248-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ბ------- ა-----ის სარჩელი ა----- კ------ის მიმართ არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).

 

4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი