გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.08.2018
საქმის ნომერი
330210018002493594
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
31.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/17555-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

31 აგვისტო, 2018 წელი ქ.თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - ხათუნა ჯინორია

სხდომის მდივანი - ხათუნა ბუცხრიკიძე

 

მოსარჩელე მ--- ჯ--------ე

წარმომადგენელი მ--–---- შ--------–---–ი

 

მოპასუხე შპს „მი----------------------------–-ა ბ-------“

წარმომადგენელი რ----- პ--------

 

დავის საგანი სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება,პირგასამტეხლოს გაუქმება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1.სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შევიდეს ცვლილება ნოტარიუს ლ-- ი------ის მიერ 2018 წლის 27 მარტს გაცემულ N1-------- სააღსრულებო ფურცელში და მოიხსნას სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული პირგასამტეხლო _ 3285 აშშ დოლარი.

 

სარჩელი შემდეგ ფაქტობრივ საფუძველს ემყარება: მოსარჩელესა და მოპასუხე შპს „მი----------------------------–-ა ბ-------ს“ შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. მოსარჩელე ვალდებულებას ასრულებდა 2017 წლის აგვისტომდე. 2018 წლის იანვარში გადახდილ იქნა 1000 აშშ დოლარი.

 

„ბ-------მ“ მიმართა ნოტარიუსს და მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის გაცემა. სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხის გადახდა 8891 აშშ დოლარით, პროცენტი _ 1965.90 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო _ 3285.80, ასევე სააღსრულებო ფურცლით დადგინდა უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თ---–---- ქ----–------- _ აუქციონზე რეალიზაცია.

 

სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებულ-- აღსრულება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეს შესაგებელი არ წარმოუდგენია. სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელი არ ცნო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე მ--- ჯ--------ესა და მოპასუხე შპს „მი----------------------------–-ა ბ-------ს“ შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხისაგან აიღო სესხი. ხელშეკრულება შეიცავდა შეთანხმებას პირგასამტეხლოს თაობაზე.

 

სესხის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი სასესხო ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თ---–--–-, ქ----–--------ში.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- აღმასრულებლის წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ.

 

3.1.2. მოსარჩელემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაარღვია.

 

ნოტარიუს ლ-- ი------ის მიერ 2018 წლის 27 მარტს გაცემული N1-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე აღსასრულებელი დავალ--ნება შეადგენს სესხის ძირითად თანხას - 8891,69 აშშ დოლარს, საპროცენტო სარგებელს - 0,082%-ს ყოველდღიურად 2017 წლის 1 ივლისიდან აღსრულებამდე, პირგასამტეხლოს - 3285 აშშ დოლარს.

 

აღსრულების დაწყებამდე მოსარჩელემ გადაიხადა 1000 აშშ დოლარი, რითაც დაიფარა პირგასამტეხლო.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- ცნობა დავალ--ნების შესახებ;

- აღმასრულებლის წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 420-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

ამავე 420-ე მუხლის სასამართლოს შეუძლ-- საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმებას და პირგასამტეხლოს მოხსნას იმ საფუძვლით, რომ იგი შეუსაბამოდ მაღალ--. 1000 აშშ დოლარი ისედაც გადაიხადა მოსარჩელემ პირგასამტეხლოს სახით.

 

მოპასუხემ შესაგებელი არ წარმოადგინა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულ-- არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სასარჩელო მოთხოვნას სრულად არ ამართლებდა, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი ითვალისწინებს სასამართლოს უფლებას, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო და არა საერთოდ გააუქმოს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, რის გამოც სასამართლომ დანიშნა სხდომა და მოისმინა მოპასუხის განმარტება მხოლოდ დავის სამართლებრივ საკითხებზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელ-- ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი.

 

პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელ-- მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

 

ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.

 

მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწული შეთანხმებაა, იგი არ წარმოდგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილ-- შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით (სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი). სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომაროება, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ (იხ. სუსგ ას-1199-1127-2015).

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო მხედველობაში იღებს ძირითადი ვალდებულებისა და საპროცენტო სარგებლის მოცულობას, ასევე იმ გარემოებას, რომ სააღსრულებო ფურცლის გაცემამდე მოსარჩელემ გადაიხადა 1000 აშშ დოლარი, რაც დარიცხული პირგასამტეხლოს დაფარვას მოხმარდა და მიაჩნია, რომ პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 1200 აშშ დოლარით. შესაბამისი ცვლილება უნდა შევიდეს სააღსრულებო ფურცელში.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად, შპს „მი----------------------------–-ა ბ-------ს“ მ--- ჯ--------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - ჯამში 200 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

განსახილველ შემთხვევაში, რადგან სასამართლომ გადაწყვიტა სააღსრულებო ფურცლით დადგენილი დავალ--ნების მოცულობის თაობაზე დავა, აღარ არსებობს ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის შეჩერების საფუძველი, რის გამოც უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და აღსრულება გაგრძელდეს გადაწყვეტილებით სააღსრულებო ფურცელში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 2321 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე, 1991 მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მ--- ჯ--------ის სარჩელი მოპასუხე შპს „მი----------------------------–-ა ბ-------ს“ მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

 

2. ნაწილობრივ გაუქმდეს ნოტარიუს ლ-- ი------ის მიერ 2018 წლის 27 მარტს გაცემული N1-------- სააღსრულებო ფურცელი და მ--- ჯ--------ის მიერ, შპს „მი----------------------------–-ა ბ-------ს“ სასარგებლოდ, პირგასამტეხლოდ გადასახდელ თანხად განისაზღვროს 1200 აშშ დოლარი;

 

3. შპს „მი----------------------------–-ა ბ-------ს“ მ--- ჯ--------ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - ჯამში 200 ლარის გადახდა;

 

4. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის საფუძველზეც შეჩერდა ნოტარიუს ლ-- ი------ის მიერ 2018 წლის 27 მარტს გაცემული N1-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე კერძო აღმასრულებლის ნ-----–---- კ---------ის მიერ დაწყებული N1------- სააღსრულებო წარმოება, სასამართლოში საქმის განხილვის დასრულებამდე;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თ---–---- გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (თ---–---- დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილ-- გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულ-- გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელ--.

 

მოსამართლე ხათუნა ჯინორია