განაჩენი

სისხლის სამართლის 27.09.2018
საქმის ნომერი
050100118002392507
დავის ტიპი
126 (1) 1 , 126 (1) 1 , 151
თარიღი
27.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 0---------------07

საქმე N 1-----18

განაჩენი

საქართველოს სახელით

2--09.20-- წელი ქ--------------ი

ო----------ის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ბიძინა სტურუა

სხდომის მდივანი მამუკა ჩავლეშვილი

ბრალდების მხარე

პროკურორი: შ-----------ე

დაცვის მხარე

ადვოკატი: მ------------------ა

ღია სასამართლო სხდომაზე არსებითად განიხილა სისხლის სამართლის საქმე N0---------02

ბრალდებული: გ-----------ა

მამის სახელი: ვ----–ი

დაბადებული: 0--04.1--- წელი

პირადი ნომერი: 3--------51

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: არ მქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ო----------ი, ა-------–ი, მ-–--------------ა N 2

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126–ე მუხლის მე-2 ნაწილის "კ" ქვეპუნქტი.

დისპოზიცია: ოჯახური დანაშაული ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა", "ბ", "გ" ქვეპუნქტები.

დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ტანჯვა გამოიწვია ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის და ორი და მეტი პირის მიმართ.

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილი.

დისპოზიცია: ოჯახური დანაშაული, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

1. სასამართლომ დაადგინა

 

1.1. 19-- წელს გ-----------ამ ცოლად შეირთო ნ----------–----ა, რომელთანაც 2011 წლიდან იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში. იგი მეუღლესთან, შვილებთან მ-----მ და ლ------------თან, აგრეთვე სიდედრთან დე–----–---------–---თან ერთად ცხოვრობდა ქ--------------ში მ-–--------------ა N---–ი. 2014-2016 წლებში, გ-----------ა ალკოჰოლური სასმელის მიღების შემდეგ საცხოვრებელ სახლში არასრულწლოვანი შვილების მ-----მ და ლ------------ის თანდასწრებით უმიზეზოდ სისტემატურად ძალადობდა მეუღლეზე ნ----------–----აზე, კერძოდ, ცემდა ხელებით სახის არეში, აგრეთვე წვდებოდა თმებში და ათრევდა მას. გ-----------ას მხრიდან სისტემატურად განხორციელებული ცემისა და სხვაგვარი ძალადობის შედეგად ნ----------–----ამ განიცადა ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა.

 

1.2. 19-- წელს გ-----------ამ ცოლად შეირთო ნ----------–----ა, რომელთანაც 2011 წლიდან იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში. იგი მეუღლესთან, შვილებთან, მ-----მ და ლ------------თან, აგრეთვე სიდედრთან, დე–----–---------–---თან, ერთად ცხოვრობდა ქ--------------ში მ-–--------------ა N---–ი. 2014-2016 წლებში, გ-----------ა ალკოჰოლური სასმელის მიღების შემდეგ საცხოვრებელ სახლში უმიზეზოდ სისტემატურად ძალადობდა, როგორც არასრულწლოვან შვილებზე, მ-----მ და ლ------------ზე, აგრეთვე მათი თანდასწრებით მეუღლეზე, ნ----------–----აზე და სიდედრზე, დე–----–---------–---ზე, კერძოდ სისტემატურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა მათ, რითაც აყენებდა სულიერ ტანჯვას, არასრულწლოვან შვილებს მ-----მ და ლ------------ს, მეუღლეს ნ----------–----ას და სიდედრს, დე–----–---------–---ს. 20-- წლის იანვრის თვიდან მას შემდეგ რაც გ-----------ა მეუღლესთან, ნ----------–----ასთან ერთად დაბრუნდა თ--------ის რესპუბლიკიდან, კვლავ დაიწყო ალკოჰოლური სასმელის მიღება და უმიზეზოდ მეუღლისა და სიდედრის სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რითაც აყენებდა მათ სულიერ ტანჯვას. 20-- წლის 2------------–ს, დაახლოებით 20:00 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა, გ-----------ამ, ისევ იძალადა მეუღლეზე და მასთან ოჯახში მცხოვრებ სიდედრზე, დე–----–---------–---ზე, კერძოდ, დაამცირა და შეურაცხყო ისინი, ამასთან დააზიანა საცხოვრებელ სახლში არსებული ჭურჭელი, გ-----------ას მხრიდან განხორციელებული ქმედების შედეგად კი ნ----------–----ამ და დე–----–---------–---მა განიცადეს სულიერი ტანჯვა.

 

1.3. 20-- წლის 2------------–ს, დაახლოებით 20:00 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა გ-----------ამ, განაწყენებულმა იმით, რომ ქ--------------ში, მ-–--------------ა N---–ი მდებარე საცხოვრებელი სახლის შესასვლელი კარი დახვდა ჩაკეტილი, შეურაცხყო და დაამცირა, როგორც მეუღლე ნ----------–----ა, აგრეთვე მასთან ოჯახში მცხოვრები სიდედრი დე–----–---------–---ი, რის შემდეგაც დააზიანა საცხოვრებელ სახლში არსებული ჭურჭელი და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით, ნ----------–----ას და დე–----–---------–---ს, რომლებსაც გ-----------ას მხრიდან განხორციელებული ქმედების შედეგად გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის გამოც ნ----------–----ა დაუკავშირდა 112-ის ოპერატორს და ითხოვა პოლიციის დახმარება.

 

2. მტკიცებულებების ერთობლიობა/ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

ოჯახური დანაშაული ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ტანჯვა გამოიწვია ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის და ორი და მეტი პირის მიმართ.

 

ოჯახური დანაშაული, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2.1. ბრალდებულმა გ-----------ამ თავი დამნაშავედ არ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და განმარტა რომ ნ----------–----ა ცოლად შეირთო 19-- წელს, ხოლო ქორწინება დაარეგისტრირეს 20-- წელს. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი. გ-----------ას ჩვენებით, არასდროს მიუყენებია მეუღლისა და შვილებისათვის ფიზიკური შეურაცხყოფა. ნ----------–----ას მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი, ბრალდებულმა დაადასტურა. გ-----------ა დაზარალებულების ჩვენებებს არ დაეთანხმა და მიუთითა რომ ცოლ-შვილი ოჯახიდან არ გაუყრია, ხოლო ი-----------–-------თან, ერთად ცხოვრობდნენ. მეუღლეებს შორის დაპირისპირების მიზეზი იყო მისი მხრიდან ალკოჰოლური სასმელის მიღება, რადგან ნ----------–----ას არ მოსწონდა, როდესაც სახლში მთვრალი მიდიოდა. მისი ჩვენებით, ერთი თვის განმავლობაში ოთხჯერ ან ხუთჯერ იქნებოდა მთვრალი. სიმთვრალეში მეუღლეს აგინებდა, თუმცა შვილებისთვის არასდროს შეუგინებია და არც ხელი დაურტყამს მათთვის. თ--------ის რესპუბლიკაში ყოფნის დროს, გარდაეცვალა მამა და საქართველოში ჩამოვიდა, მამის დაკრძალვის მიზნით. მისი ჩვენებით, მეუღლეებს შორის უთანხმოება წარმოქმნა, მიცვალებულის ორმოცის გადახდის საკითხმა. ნ----------–----ა წინააღმდეგი იყო სტუმრების სახლში მიღების და სურდა რესტორანში სტუმრების დაპატიჟება, რისი ეკონომიკური შესაძლებლობა მას არ ქონდა. ვინაიდან, მეუღლემ, არ მისცა სტუმრების სახლში მიწვევის უფლება, ა-------–ში მდებარე, დედის კუთვნილ ნაგებობაში გადაიხადა ორმოცი. სახლში დაბრუნდა ნასვამი, მეუღლემ და სიდედრმა, რომლებიც გზად შეხვდნენ, სახლის გასაღები არ მისცეს და დაკეტილი კარი თვითონ გააღო.

 

დაზარალებულმა ნ----------–----ამ, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს განმარტა, რომ გ-----------ასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა 1996 წლიდან, რადგან მეუღლემ ხელის მოწერა არ ისურვა. თავდაპირველად ცხოვრობდნენ ქალაქ ო----------ში, გ-----ს მშობლების ბინაში. გ-----ს მშობლები ხშირად ჩხუბობდნენ, რის გამოც გადაწყვიტა საცხოვრებლად ა-------–ში მდებარე სახლში გადასვლა. აღნიშნული ფაქტის გამო დედამთილმა დაუწყო ჩხუბი, ხოლო გ-----მ დაარტყა ხელი. გ-----------ა სისტემატურად სცემდა და აიძულებდა მუშაობას, კერძოდ, ორსულობის დროს გ-----მ აიძულა ამოეთხარა ჭა. დაბა ა-------–ში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ, გ-----------ამ მოთხოვა ორალური სქესობრივი კავშირი, უარის მიღების შემდგომ კი, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და შეაგდო კარადაში. ნ----------–----ამ აღნიშნა, რომ გ-----------ა 2013 წლიდან სისტემატურად აშიმშილებდა, რის გამოც დაიწყო ფიზიკური სამუშაოების შესრულება, კერძოდ, ბარავდა მიწის ნაკვეთებს და ამ გზით გამოიმუშავებდა ფულს. გ-----------ა კი სახლში მიდიოდა მთვრალი, ურტყამდა და ეუბნებოდა მთელი ღამე ფეხზე მდგარიყო. მისი ჩვენებით, არასრულწლოვანი შვილების თვალწინ ცემის ერთ-ერთ ფაქტს ქონდა ადგილი, როდესაც მეზობლის ორმოცზე, მიიღო ალკოჰოლური სასმელი, კარი გატეხა და სცემა, რა დროსაც დიდი ტკივილი განიცადა, ბავშვებს კი შეეშინდათ. გ-----------ა ყოველდღე მთვრალი იყო და სასმელი მუდამ ჯიბით დაჰქონდა. ცდილობდა დახმარებოდა გ-----ს გამოსულიყო შექმნილი სიტუაციიდან და მეზობლის დახმარებით ალკოჰოლის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებას გეგმავდა, თუმცა აცრამდე სცემა გ-----მ, ასევე სცემა დედას, დე–----–---------–---ს და ბავშვებთან ერთად გამოყარა სახლიდან. 2013 წელს გ-----------ას არაერთხელ ქონდა მცდელობა, რომ დანით მიეყენებინა დაზიანებები და ემუქრებოდა. მეზობლის რჩევით გადაწყვიტა, რომ მთვრალი გ-----------ას სახლში მისვლის დროს დამალულიყო, რათა შეხვედრით არ გაეღიზიანებინა მეუღლე. თუმცა აღნიშნულმა უფრო გააბრაზა გ-----------ა, გააღვიძა მძინარე ბავშვები და სიდედრი, რომლებიც გაიყვანა გარეთ, თან წაიღო ხმალი და დაიმუქრა, თუ ნ----------–----ა არ გამოვიდოდა სამალავიდან, თავებს მოაჭრიდა შვილებს და სიდედრს. სამალავიდან გამოსვლის შემდეგ, გ-----------ამ დაიწყო მისი ცემა და სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღნიშნულ დღეს იძულებული გახდა გაქცეულიყო სახლიდან დედასთან ერთად. დე–----–---------–---მა კი ვერ შეძლო სირბილი და გ-----------ა ეწეოდა რა დედას, დაბრუნდა მასთან დასახმარებლად, თუმცა გ-----------ა დაეწია და კვლავ დაუწყო ცემა. ნ----------–----ამ აღნიშნა, რომ შვილებთან ერთად სახლიდან გაქცევის შემდეგ, ისინი შეიფარა ბავშვების მასწავლებელმა ი-----------–------მ და გარკვეული დრო მასთან ცხოვრობდნენ. ამჟამად ცხოვრობს მ-–--------------ა N---–ი მდებარე ბინაში. აღნიშნულ ბინაში, გ-----------ას მიყავდა თავისი ალკოჰოლზე დამოკიდებული მეგობრები ა-------------------ი და ტ------–-----–---ა, რომელთან ერთად გ-----------ა სვამდა ალკოჰოლს. შემდეგ კი იწყებდა მის ცემას. იჯერებდა რა გულს მისი ცემით, დააგდებდა დივანზე, მიიყვანდა თავის მეგობრებს და იწყებდნენ მის განსჯას თუ როგორი ქალი იყო. ამის შემდეგ კი აგრძელებდნენ ალკოჰოლის სმას. მამის ასეთ საქციელს, ხედავდნენ ბავშვები, რომლებიც ძალიან განიცდიდნენ და სულის ამოხდამდე ტიროდნენ. ნ----------–----ამ ასევე განმარტა, რომ გ-----------ას არ უყვარდა თავისი შვილები. ლ----------ას ხშირად აგინებდა, ეძახდა არაკაცს და ქალუსიას. ბავშვი ძლიერ განიცდიდა ასეთ დამოკიდებულებას. ნ----------–----ას ჩვენებით მას ასევე არ ქონდა თავის მოწესრიგების და პირადი ჰიგიენის დაცვის საშუალება. ნ----------–----ას ჩვენებით, 2014 წლიდან დაიწყო ბიბლიის კითხვა, რაც აძლევდა ძალას. რამდენიმე საათი იდგა მუხლებზე და ლოცულობდა. გ-----------ა, როგორც წესი აცლიდა ლოცვას, ლოცვის დასრულების შემდეგ კი ცემდა. არაერთი დღე გაათენა ლოცვაში, გ-----------ას მხრიდან ცემა, რომ აერიდებინა თავიდან. გ-----------ა ასევე დამამცირებლად ეპყრობოდა სიდედრს, დე–----–---------–---ს, კერძოდ მიმართავდა შემდეგი სიტყვებით "ადექი სიდედრი, დაჯექი სიდედრი" და დედაც იძულებული იყო ყოველ დაძახებაზე შეესრულებინა მოთხოვნა, რადგან გ-----------ამ არაერთხელ სცემა იგი და ეშინოდა გ-----სი. გ-----------ა ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამდა სიდედრის მიმართ და ამბობდა, რომ დე–----–---------–---ი დიდი რაოდენობით საჭმელს ჭამდა. ნ----------–----ას ჩვენებით, გ-----------ა მოითხოვდა მისგან, რომ დაემყარებინა სქესობრივი კავშირი დედის თვალწინ, რადგან დე–----–---------–---ი მაინც ვერ დაინახავდა მათ.

შვილები, მ------------ა და ლ----------ა ეუბნებოდნენ, რომ დაუსრულებელმა ჩხუბებმა და მათ მიმართ გინებამ ჭკუიდან შეშალათ და ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ იმყოფებოდნენ. ლ----------ა კი შველას და დახმარებას თხოვდა, რადგან აღარ შეეძლო გ-----------ას მხრიდან მომდინარე ძალადობის მოთმენა. 12 წლის იყო ლ----------ა, როდესაც გამოესარჩლა დედას, მაგრამ გ-----------ა კისერში ხელით წვდა შვილს და კინაღამ ამოუღო კისერი, რის გამოც ბავშვი შარფით დადიოდა სკოლაში, რათა თანაკლასელებს და მასწავლებლებს არ დაენახათ დაზიანება. ნ----------–----ამ ასევე მიუთითა, რომ 2015 წელს, როდესაც შვილები სტუდენტები გახდნენ და თბილისში მიემგზავრებოდნენ, განიცდიდნენ დედის დარჩენას, რადგან მას მშველელი არავინ ეყოლებოდა.

ნ----------–----ას ჩვენებით, თ--------ის რესპუბლიკიდან, სადაც სამუშაოდ იმყოფებოდნენ, 20-- წლის იანვარში დაბრუნდნენ გ-----ს მამის გარდაცვალების გამო. ორი დღის განმავლობაში არ სვამდა ალკოჰოლურ სასმელს და აქებდა მეუღლეს. ორი დღის შემდეგ კი დათვრა და უმიზეზოდ დაარტყა. მისი ჩვენებით, მამამთილის ორმოცის გადახდა სახლის ნაცვლად სურდა დარბაზში. დედამთილმა კი გ-----ს უთხრა, რომ ცოლი უფროსობდა მასზე და სახლში დაბრუნებულმა გ-----მ კვლავ დაუწყო ჩხუბი. 20-- წლის 2------------–ს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების შიში. გ-----------ამ სახლში დააზიანა ნივთები, სამჯერ გატეხა სახლის კარი და ამბობდა, რომ პოლიციის არ ეშინოდა და დაამტვრევდა ყველაფერს. აღნიშნულის გამო იძულებული გახდა, დედასთან ერთად გაქცეულიყო სახლიდან. გ-----------ა კი გამოეკიდა და ეძახდა, რომ აჩეხავდა და აკუწავდა, რის გამოც დარეკა პოლიციაში და ითხოვა დახმარება.

ნ----------–----ამ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ გ-----------ას მხრიდან ყოველდღიურად განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მიუხედავად, შთააგონებდა შვილებს, რომ მამის მსგავსი ადამიანები არ უნდა ყოფილიყვნენ და უნდა ესწავლათ. მისი არაადამიანური შრომის შედეგად შეძლო, რომ ორივე შვილმა ოქროს მედალზე დაამთავრა სკოლა და მოაშორა მოძალადეს ისინი. გ-----------ა ბავშვებს სწავლაშიც ხელს უშლიდა. ლ----------ას როდესაც ეუბნებოდა რომ არაკაცი იყო, ბავშვს ავიწყდებოდა რას კითხულობდა ან ვინ იყო კონკრეტული ნაწარმოების ავტორი და ტირილს იწყებდა.

ნ----------–----ამ აღნიშნა, რომ ფხიზელი გ-----------ა არაჩვეულებრივი ადამიანი იყო და უყვარდა თავისი მეუღლე. თუმცა მას შემდეგ რაც დაიწყო ალკოჰოლის სისტემატური მიღება, მუდმივი ჩხუბი იყო მათ ოჯახში. მისი განმარტებით რ------------------–--ში აპირებდა საცხოვრებლად წასვლას, რის გამოც შეხება აღარ ექნებოდა გ-----------ასთან და მიუხედავად მისი და შვილების მიმართ განხორციელებული ძალადობისა, გ-----------ასათვის კიდევ ერთი შანსის მიცემა ითხოვა.

 

დაზარალებულ მ------------ას ჩვენებით, მამა, გ-----------ა, მას და მის ძმას, ლ----------ას, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც სულიერ ტანჯვას განიცდიდნენ. მამას ხელი არასდროს დაურტყამს მისთვის, თუმცა აგინებდა რა დედის მისამართით, სკოლაში დადიოდა დათრგუნული, რაც გავლენას ახდენდა ქულებზე. მეგობრები კი დაცინოდნენ, რადგან დათრგუნულს ხედავდნენ და არ ქონდა მეგობრებთან ურთიერთობის უნარი. მისი ჩვენებით, ოჯახის წევრებს შორის, ძლიერად იტანდა მამის მხრიდან განხორციელებულ ძალადობას, ხოლო ძმა, ლ----------ა ძალიან განიცდიდა მამის შეურაცხყოფას, რომელიც მას უწოდებდა არაკაცს და აგინებდა დედის მისამართით. 2014 წელს, მამამ სახლიდან გააგდო ოჯახის სხვა წევრებთან ერთად და თან გინებით მიყვებოდათ. გ-----------ას მხრიდან გინებას ადგილი ქონდა ყოველდღიურად. მ------------ამ ასევე განმარტა, რომ ხშირად შესწრებია გ-----------ას მხრიდან, დედის, ნ----------–----ას მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას. ასევე შესწრებია დედის მიმართ სექსუალურ ძალადობას, რაც ძლიერ განიცადა და გაიქცა სახლიდან. ლ----------–----ამ ვეღარ აიტანა დედის მიმართ ძალადობა და წინააღმდეგობას უწევდა მამას, რომელიც ლ----ს ფიზიკურად გაუსწორდა, რასაც თავად შეესწრო. გ-----------ას მხრიდან, აღწერილ ძალადობას ადგილი ქონდა 2013-2016 წლებში. მთელი ბავშვობა უყურებდა დედის ცრემლებს, რაც ძლიერ თრგუნავდა. მისი ჩვენებით, გ-----------ამ არაერთხელ გამოყარათ სახლიდან. ერთ-ერთი მორიგი გამოყრის დროს, ისინი შეიფარა კლასის დამრიგებელმა ი-----------–------მ, სადაც გარკვეული ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ. გ-----------ას ცუდი ურთიერთობა ქონდა ბებიასთან, დე–----–---------–---თან და ხშირად ეჩხუბებოდა მას, რის გამოც გამოც დე–----–---------–---ი ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდიდა. მ------------ამ აღნიშნა, რომ დედა ყოვლთვის ასწავლიდა მომავლისთვის ბრძოლას. ამჟამად ეუფლება ფსიქოლოგის პროფესიას, რადგან მამის ძალადობის გამო, დიდი ტრამვა აქვს მიღებული და დღემდე მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

 

დაზარალებულ ლ----------ას ჩვენებით, მამა, გ-----------ა არის ალკოჰოლზე დამოკიდებული, რომელიც წლების განმავლობაში ახორციელებდა მასზე ფსიქოლოგიურ ძალადობას, კერძოდ აგინებდა და შეურაცხყოფდა. მამის ქცევის გამო, ეშინოდა დაღამების, რადგან მამა სახლში ბრუნდებოდა, იწყებდა ძალადობას და ატერორებდა მათ. ოჯახში არსებული ძალადობის გამო ჩამოყალიბდა ასოციალურ ადამიანად და ძალიან უჭირს ადამიანებთან ურთიერთობა. ვერავინ წარმოიდგენდა იმას თუ რა მდგომარეობაში იმყოფებოდა, რადგან ეს იყო გამოუვალი მდგომარეობა და დამხმარე არ ჩანდა. როდესაც მამა იწყებდა დედაზე ძალადობას, ყველანი სახლში იყვნენ და ძალადობის გამო გარბოდნენ სახლიდან. დედა ასრულებდა ყველა სახის ფიზიკურ სამუშაოს, თხრიდა ჭას და ფეხების დალურჯებამდე კრეფდა ჩაის, თუმცა მამას მაინც არ მოსწონდა დედა და სულ ეჩხუბებოდა. ლ----------ამ მიუთითა ერთ-ერთ შემთხვევაზე, როდესაც ოჯახის წევრები ისხდნენ დივანზე და მამამ, უმიზეზოდ, ხელუკუღმა დაარტყა დედას ხელი, ნ----------–----ამ დაკარგა გონება და ასულიერებდნენ მას. მისი ჩვენებით როცა დააპირა დედის დაცვა, მამამ ძლიერად მოუჭირა ხელი კისერში და მიაყენა დაზიანება, რის გამოც სკოლაში შარფით დადიოდა, რადგან მიყენებული დაზიანება არ უნდოდა ვინმეს შეემჩნია. ლ----------ამ აღნიშნა, რომ არასრულწლოვანი შვილების თვალწინ, მამა, გ-----------ა გარდა ფიზიკური ძალადობისა, ასევე ნ----------–----ას მიმართ ახორციელებდა სექსუალურ ძალადობას. მისი ჩვენებით, გ-----------ა როდესაც დაიწყებდა ძალადობას ოჯახის წევრებზე, შემდეგ აიძულებდა მათ რომ სახლიდან წასულიყვნენ. როდესაც დედასთან და დასთან ერთად გარბოდა სახლიდან, მამა მისდევდათ და აგინებდა მათ. მთელ დასახლებას ესმოდა მათი განწირული კივილის ხმა, თუმცა არავინ ეხმარებოდათ. სახლიდან ერთ-ერთი მორიგი გამოყრის დროს, კლასის დამრიგებელმა, ი-----------–------მ შეიფარა ისინი. მას დედა მხოლოდ ატირებული ახსოვს, რადგან საშინელ მდგომარეობაში უწევდა ოჯახის შენარჩუნება. ისეთი სიმთვრალე, როგორიც მამას ქონდა იშვიათი იყო, რადგან ერთი ჭიქა ალკოჰოლიც კი ძალიან ათრობდა და დედას აკუწვით ემუქრებოდა. გ-----------ა ასევე ძალადობდა ბებიაზე, დე–----–---------–---ზე, რომელსაც აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რომელიც გ-----ს ბრძანებაზე დგებოდა და ჯდებოდა. დე–----–---------–---ი განიცდიდა ასეთ მოპყრობას და ტიროდა. ლ----------ამ აღნიშნა, რომ ოჯახში ძალადობის დროს გ-----------ა ასევე იწყებდა ნივთების სროლას და მტვრევას. მისი თანდასწრებით გ-----------ამ შეშის ნაჭერი ესროლა დედას, რომელიც ტელევიზორს მოხვდა. ასევე იყო შემთხვევა, როცა აიღო ნაჯახი და დაიწყო სახლის კედლის ჩამოთლა. მამისგან მომდინარე ძალადობის გამო, დამ, მ------------ამ აიღო ქვა და აპირებდა თავის თავში ჩარტყმას, რაც მისი მეცადინეობით იქნა არიდებული.

 

პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე, საჯაროდ, წაკითხულ იქნა დე–----–---------–---ის 20-- წლის 2-----------–ის, 27 თებერვლის და 28 მარტის გამოკითხვის ოქმები, რომლის თანახმად, გ-----------ა სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მას, ნ----------–----ას და შვილებს. ფიზიკურ შეურაცხყოფას კი ძირითადად ნ----------–----ას მიმართ ქონდა ადგილი, რომელიც სულიერ ტანჯვას განიცდიდა. დე–----–---------–---მა აღნიშნა, რომ გ-----------ა, მეუღლეზე წლების განმავლობაში ახორციელებდა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას, ხოლო მისი მისამართით, ძირითადად გინებას ქონდა ადგილი. 20-- წლის 2------------–ს, გ-----------ა, დაახლოებით 20:00 საათზე მივიდა სახლში, ძალით შეამტვრია სახლის კარი, დაიწყო მისი და ნ----------–----ას სიტყვიერი შეურაცხყოფა, იმუქრებოდა მათი აკუწვით და დახრჩობით. გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების შიში და იძულებული გახდა, შვილთან ერთად, დაეტოვებინა საცხოვრებელი სახლი. აღნიშნულის შემდეგ ნ----------–----ამ დარეკა პოლიციაში და ითხოვა დახმარება.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ი-----------–------მ განმარტა, რომ იყო მ------------ას და ლ----------ას პედაგოგი. ნ----------–----ა შვილებთან ერთად მივიდა ღამე მასთან. ბავშვები იყვნენ აფორიაქებული და ანერვიულებული. მათ უამბეს, რომ გ-----------ა ეჩხუბა დედას, გამოყარა ისინი სახლიდან და დახმარება ითხოვეს. ექვსი თვის განმავლობაში ცხოვრობდა ნ----------–----ა და ბავშვები მასთან. შემდეგ მეზობლად გადავიდნენ სხვასთან საცხოვრებლად, რადგან ოჯახში დედას და მამას შორის კონფლიქტი იყო. მისი ჩვენებით, სკოლაში სწავლის დროს ხედავდა, რომ ბავშვები დათრგუნული იყვნენ.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ნ--------–----მ განმარტა, რომ არის გ-----------ას მეზობელი. მისი ჩვენებით, გ-----------ა არის ალკოჰოლური სასმელის მოყვარული და ხშირად იყო მთვრალი. ნ----------–----ას არ ქონდა მეზობლებთან გახსნილი ურთიერთობის სურვილი, რადგან მეზობლებს ადანაშაულებდა გ-----ს ალკოჰოლური სასმელისადმი მიდრეკილებაში და მასთან დაძაბული ურთიერთობა ქონდა. ნ--------–----მ დაადასტურა ის ფაქტი, რომ ნ----------–----ა და შვილები რამდენიმე თვის განმავლობაში წასული იყვნენ გ-----------ას საცხოვრებელი სახლიდან და შემდეგ დაბრუნდნენ. შვილების მხრიდან საყვედური მამის მიმართ არ გაუგონია. ასევე პირადად არ შესწრებია გ-----------ას მხრიდან ნ----------–----ას მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს, ო----------ის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა, გ-----------–---მ განმარტა, რომ 20-- წლის 2------------–ს, გ-----------------თან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. მორიგემ აცნობა, რომ დაბა ა-------–ში ადგილი ქონდა ოჯახში ძალადობას. შემთხვევის ადგილამდე, გზად შეხვდათ ნ----------–----ა და მისი დედა, დე–----–---------–---ი, რომლებმაც უამბეს, რომ გ-----------ა, ბოლო ერთი თვის განმავლობაში სისტემატურად აყენებდათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რის გამოც განიცდიდნენ ტანჯვას.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს, ო----------ის რაიონული სამმართველოს უბნის უფროსმა ინსპექტორ-გამომძიებელმა, გ---------------ემ დაადასტურა გ-----------–---ს ჩვენება და დამატებით აღნიშნა, რომ 20-- წლის 2------------–ს, შეტყობინების საფუძველზე გავიდნენ შემთხვევის ადგილას. ქუჩაში, კორპუსებთან, ნახეს ნ----------–----ა და დე–----–---------–---ი. ნ----------–----ა იყო აღელვებული და ტიროდა. ნ----------–----ამ უთხრა, რომ გ-----------ას მხრიდან განიცდიდა ძალადობას, კერძოდ, აგინებდა, ცემდა და ემუქრებოდა მოკვლით, რის გამოც იყო შეშინებული.

 

20-- წლის 2-----------–ის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, შემთხვევის ადგილი მდებარეობს, ქ--------------ში მ-–--------------ა N2-ში მცხოვრებ ნ----------–----ას საცხოვრებელ სახლში, რომელსაც შესასვლელში აქვს ერთფრთიანი კარი, რომელსაც ამჩნევია გარედან საკეტის ადგილზე დაზიანების კვალი. სახლში შესასვლელი არის ბეტონის კიბით, სადაც არის დახურული აივანი. დერეფნის წინ დგას ორი განცალკევებული ხის ერთფრთიანი კარი, ხელმარჯვნივ განთავსებულია მისაღები ოთახი, ხოლო ხელმარცხნივ საძინებელი ოთახი. აღნიშნული ოთახების იატაკი არის ხის. საძინებელ ოთახში დგას ხის ორსაწოლიანი საწოლი და ხის ტანსაცმლის კარადა. შესასვლელი კარიდან მარცხნივ არის დამხმარე სათავსო ოთახი, რომლის იატაკი არის ხის. იატაკზე დევს "ვესტელის" ფირმის ტელევიზორი, რომელსაც დაზიანებული აქვს ეკრანი. აღნიშნული ტელევიზორი ამოღებულ იქნა და მოთავსდა პოლიეთილენის პარკში და დაილუქა. აღნიშნული ოთახის ქვემოთ მდებარეობს სამზარეულო ოთახი, რომელსაც აქვს ერთფრთიანი კარი. აღნიშნულ ოთახში, მარცხნივ დგას შეშის ღუმელი. ოთახის შუაში დგას ხის მაგიდა. მარჯვენა კუთხეში დგას "სონის" ფირმის ტელევიზორი. ამავე ოთახში დგას სარეცხი მანქანა, პატარა ზომის გაზქურა, ხის მაგიდა, ჭურჭლის კარადა და "ბოშის" ფირმის მაცივარი. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს სხვა ნივთი ან საგანი არ ამოღებულა. ოქმი ხელმოწერილია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების თ--------------------–---ს და ნ----------–----ას და ოქმის შემდგენის, თ--------------–---–-ს მიერ.

 

სასამართლო სხდომაზე პოლიციის თანამშრომლებმა - გ---------------–---–მა, თ--------------–---–მა და თ----------------მ დაადასტურეს, რომ გ-----------ას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის "დ" ქვეპუნქტით, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.

 

ვინაიდან მხარეებმა, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების გარდა, სხვა არც ერთი მტკიცებულება, სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია. მტკიცებულების უდავოდ მიჩნევით, მხარეები პრაქტიკულად იყენებენ მათთვის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებულ უფლებამოსილებას.

 

განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.1 მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

 

2.2. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. აღნიშნული ნორმები განიმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებით, საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვით, „ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.3 მუხლით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269.2 მუხლით, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3.13 მუხლის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016). ამდენად, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

2.3. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126–ე მუხლის მე-2 ნაწილის "კ" ქვეპუნქტის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა", "ბ", "გ" ქვეპუნქტების და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილის სუბიექტია ოჯახის წევრი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.

 

აღნიშნული მუხლის შენიშვნით, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ ნ----------–----ა არის ბრალდებულის მეუღლე, მ-----მ ქირია და ლ----------ა - ბრალდებულის შვილები, ხოლო დე–----–---------–---ი - ბრალდებულის მეუღლის მშობელი.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ დაზარალებულების ნ----------–----ას, მ------------ას, ლ----------ას და დე–----–---------–---ის ჩვენებებით, დადგენილია, რომ ბრალდებული გ-----------ა მეუღლეს, წლების განმავლობაში ცემდა და ათრევდა თმებით. ბრალდებული ასევე ახორციელებდა დაზარალებულების მიმართ სისტემატურ შეურაცხყოფას და ამცირებდა - ნ----------–----ას, რომელსაც აგინებდა დედის მისამართით და თხოვდა სქესობრივი კავშირის დამყარებას დედის თვალწინ; ლ----------ას - რომელსაც აგინებდა დედის მისამართით და ეძახდა არაკაცს; მ------------ას - რომელსაც აგინებდა დედის მისამართით და დე–----–---------–---ს, რომელსაც ასევე აგინებდა დედის მისამართით და აიძულებდა მის ბრძანებაზე ადგომას/დაჯდომას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სისტემატური ნიშნავს დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ქმედებების განხორციელებას ინტენსიურად, განმეორებითობის გარკვეული ხარისხით. მოცემულ შემთხვევაში სასმართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ გ-----------ა დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ძალადობდა მეუღლეზე, შვილებზე და მეუღლის მშობელზე.

 

2.4. რამაც ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

რამაც ტანჯვა გამოიწვია ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის და ორი და მეტი პირის მიმართ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126–ე მუხლის მე-2 ნაწილის "კ" ქვეპუნქტის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა", "ბ", "გ" ქვეპუნქტების ობიექტური შემადგენლობა გულისხმობს ქმედებას - ძალადობას, შედეგს - ტანჯვას და მიზეზობრივ კავშირს მოქმედებასა და შედეგს შორის.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბრალდებულის მიერ დაზარალებულების სისტემატურმა შეურაცხყოფამ და დამცირებამ შედეგად დაზარალებულების ტანჯვა გამოიწვია.

 

2.5. სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა,მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ ნ----------–----ას, დე–----–---------–---ის, გ-----------–---ს და გ---------------ის ჩვენებებით უტყუარად დადასტურებულია, რომ ბრალდებული სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა მეუღლეს და მეუღლის მშობელს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილის სუბიექტური შემადგენლობის აუცილებელი ელემენტია განზრახვა. იმისათვის, რომ ბრალდებულის ქმედება განზრახ ქმედებად ჩაითვალოს, აუცილებელია მას გაცნობიერებული ჰქონდეს საკუთარი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდეს შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდეს ან ითვალისწინებდეს მის გარდუვალობას, ან არ სურდეს, თუმცა შეგნებულად უშვებდეს მას ან გულგრილად ეკიდებოდეს. განსახილველ შემთხვევაში ბრალდებულს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ დაზარალებულების სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა წარმოადგენდა კანონდარღვევას, რომ მის ქმედებას შესაძლოა მოჰყოლოდა დაზარალებულების შეშინება და მათ მიერ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხის რეალურად აღქმა და სურდა ეს შედეგი, რის გამოც ბრალდებული მოქმედებდა განზრახ.

 

2.6. როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილის შემადგენლობა გულისხმობს ქმედებას - მუქარას, შედეგს - საფუძვლიან შიშს და მიზეზობრივ კავშირს მოქმედებასა და შედეგს შორის.

 

დადგენილია, რომ ნ----------–----ა და დე–----–---------–---ი წლების განმავლობაში განიცდიდნენ გ-----------ას მხრიდან სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამდენად, მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულებს რომ გაუჩნდა ასეთი შიში, ეს დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებებით, დაზარალებულის ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობით, ბრალდებულის ქცევით მუქარამდე და მას შემდეგ, მისი დამოკიდებულებით ოჯახის წევრებისადმი და მისი მიდრეკილებებით, დაზარალებულების ქცევით, როდესაც ისინი სახლიდან გარბიან მოძალადისაგან და დახმარების მიზნით მიმართავენ სამართალდამცავ ორგანოს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი მატერიალური, შედეგიანი დანაშაულია, რაც თავისთავად გულისხმობს მიზეზობრივი კავშირის არსებობას ბრალდებულის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულის ქმედება მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან - მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიშის გაჩენასთან, ვინაიდან ბრალდებულის მხრიდან მუქარა წარმოადგენდა აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც საფუძვლიანი შიში დაზარალებულებს არ გაუჩნდებოდა.

 

2.7. სასამართლო მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას მოწმეების სანდოობის შემოწმებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია. უზენაესმა სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში ამ საკითხზე ქვედა ინსტანციის განაჩენში ასახული ზედაპირული მსჯელობა მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობების არაარსებით ხასიათზე არაარგუმენტირებულად მიაჩნია და მიუთითა, რომ ზოგადი მსჯელობა არ პასუხობს კანონის მოთხოვნას მტკიცებულებათა უტყუარობის შეფასების სავალდებულობის შესახებ. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.)

 

2.8. დაცვის მხარემ ეჭვქვეშ დააყენა დაზარალებულების ჩვენებები და მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ შეუძლებელი იყო წლების განმავლობაში ჩვენებებში აღწერილ ძალადობას ქონოდა ადგილი. სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ ოჯახში ძალადობის დროს, მსხვერპლი პირველ ეტაპზე უმთავრესად თავს იკავებს სამართალდამცავი ორგანოებისათვის შეტყობინებისგან და მიმდინარე ძალადობას "ოჯახის შენარჩუნების მიზნით" არ აცხადებს. მსგავს შემთხვევას აქვს ადგილი წინამდებარე შემთხვევაში. ბრალდებულის მეუღლემ და შვილებმა მიუთითეს, რომ ნ----------–----ა იტანდა ძალადობას ოჯახის შენარჩუნების და შვილებისთვის ოჯახური გარემოს შენარჩუნების მიზნით.

 

2.9. სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლო ადგენს, „არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე“ (სსსკ-ის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილი).

 

სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას, რომლის მიხედვითაც, სისხლის სამართლის პროცესში დასაშვები უნდა იყოს ისეთი მტკიცებულება, რომლის სანდოობა, ზოგადად, არ იწვევს ეჭვს და, როგორც წესი, ინფორმაციის სანდო წყაროდ შეიძლება იქნეს მიჩნეული. ასე მაგალითად, ეჭვს არ იწვევს, რომ თვითმხილველი მოწმის ჩვენება, ამოღებული ნივთმტკიცებულება, ექსპერტის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება ან სხვა მსგავსი სახის მტკიცებულება ინფორმაციის სანდო წყაროს განეკუთვნება. შესაბამისად, კანონი მათ ბრალის დასადასტურებლად ვარგის და, ამდენად, დასაშვებ საშუალებად მიიჩნევს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 26).

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სისხლის სამართლის პროცესში მოწმის ჩვენება მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ის შეიძლება იყოს ინფორმაციის ერთ-ერთი, ზოგჯერ კი ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო. მოწმის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მხარეები სასამართლოში ცდილობენ წარმოაჩინონ დანაშაულთან დაკავშირებული სურათი. მოწმეს შეუძლია ამოიცნოს დამნაშავე, სასამართლოს მიაწოდოს ინფორმაცია იმ გარემოებების შესახებ, რომელთა თვითმხილველი თავად იყო, დაადასტუროს ან უარყოს ინფორმაცია საქმისთვის მნიშვნელოვან ფაქტთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემისთვის გათვალისწინებულია შესაბამისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც მოწმის ჩვენების სანდოობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვან სამართლებრივ მექანიზმს წარმოადგენს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 30).

 

დაზარალებულთა ჩვენებების სანდოობის შეფასების დროს სასამართლო ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ დაცვის მხარეს არ მიუთითებია კონკრეტული მოტივი, რაც შესაძლოა ამოძრავებდათ დაზარალებულებს, რის გამოც იგონებდნენ ისეთ ფაქტებს რასაც არ ქონდა სინამდვილეში ადგილი. კონკრეტული მოტივის გამოკვეთის გარეშე, რაც წინამდებარე შემთხვევაში დაცვის მხარის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, სასამართლო ვერ გაიზირებს დაცვის მხარის მხოლოდ სიტყვიერ მითითებას, რომ მოწმეები იტყუებიან, მით უფრო იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ დაზარალებული არიან ბრალდებულის მეუღლე, შვილები და სიდედრი, რომელთაგან ნ----------–----ა, მ------------ა და ლ----------ა, სასამართლომ გააფრთხილა ცრუ ჩვენებისათვის სისხლისსამართლევი პასუხისმგებლობის შესახებ.

 

2.10. რაც შეეხება უშუალოდ დაზარალებულთა ჩვენებების შინაარს, ნ----------–----ამ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ გ-----------ა, დაოჯახებიდან გარკვეული ხნის გასვლის შემდეგ სისტემატურად ცემდა და აგინებდა არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით და აიძულებდა ფიზიკური სამუშაოს შესრულებას. გ-----------ას მხრიდან ასევე ადგილი ქონდა ნ----------–----ას მიმართ სექსუალურ ძალადობას, როდესაც აიძულებდა სქესობრივი კავშირის დამყარებას, ხოლო უარის მიღების შემდეგ სცემდა მას. ნ----------–----ამ ჩვენებაში ასევე მიუთითა, რომ არაერთხელ გამოყარა შვილებთან ერთად სახლიდან გ-----------ამ. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს კი ცხოვრობდნენ შვილების მასწავლებელთან ი----------–-------თან. ნ----------–----ამ ისაუბრა მისი შვილების მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ და კონკრეტულად მიუთითა, რომ გ-----------ა ხშირად აგინებდა შვილებს, ლ----------ას არაკაცს ეძახდა, რის გამოც ბავშვები სტრესში იმყოფებოდნენ. ასევე მიუთითა ლ----------ას მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე, როდესაც ბრალდებულმდა ლ----------ას კისერი დაუზიანა, რის გამოც ლ----ი სკოლაში შარფით დადიოდა და მალავდა ნაჭდევს. ნ----------–----ამ გამოკვეთილად მიუთითა დე–----–---------–---ის მიმართ ბრალდებულის დამოკიდებულბაზე, როდესაც იგი ამცირებდა სიდედრს და აიძულებდა მის დაძახებაზე "ადექი სიდედრი, დაჯექი სიდედრი", ემოქმედა ბრძანების შესაბამისად. 20-- წლის 2------------–ს კი გ-----------ა დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც კიდევ ერთხელ გაიქცა სახლიდან, რადგან გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების შიში.

 

დაზარალებულმა მ------------ამ, ჩვენების მიცეს დროს დაადასტურა ნ----------–----ას ჩვენება, რომ გ-----------ა შვილებს თითქმის ყოველდღიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც სკოლაში დადიოდა დათრგუნული. მ------------ამ, აგრეთვე დაადსტურა, რომ გ-----------ა, შვილს ლ----------ას ეძახდა არაკაცს, აგინებდა დედის მისამართით და ფიზიკურად გაუსწორდა მას, როდესაც ძალადობისგან დედის დაცვას ცდილობდა. მ------------ამ აგრეთვე განმარტა, რომ პირადად შეესწრო გ-----------ას მხრიდან, დედის მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტს, რაც ძლიერ განიცადა და გაიქცა სახლიდან. მ------------ამ დაადასტურა ნ----------–----ას ჩვენება იმ ნაწილში რომელიც ეხება ბრალდებულის მხრიდან ნ----------–----ას სისტემატურ ცემას და გინებას, რის გამოც ისინი იძულებული ხდებოდნენ დაეტოვებინათ სახლი. მ------------ას და ნ----------–----ას ჩვენებები თანხვედრაშია ასევე იმ ნაწილში, რომელიც ეხება სახლიდან გამოყრის შემდეგ ი-----------–-------თან რამდენიმე თვის განმავლობაში ცხოვრების ფაქტს. მ------------ამ დაადასტურა, გ-----------ას მხრიდან დე–----–---------–---ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტები.

 

დაზარალებულ ლ----------ას ჩვენება თანხვედრაშია როგორც ნ----------–----ას, ასევე მ------------ას ჩვენებებთან. ლ----------ამ ჩვენების მიცემის დროს დაადასტურა, რომ მამა, მასზე წლების განმავლობაში ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას, კერძოდ აინებდა და აყენებდა შეურაცხყოფას. ლ----------ამ ჩვენების მიცემის დროს მიუთითა ისეთ გარემოებაზე, რაც მხოლოდ პირადი განცდის შედეგად შეიძლება დაეუფლოს მსხვერპლს. კერძოდ, ლ----------ამ აღნიშნა, რომ მას ეშინოდა დაღამების, რადგან მამა სახლში ბრუნდებოდა, იწყებდა ძალადობას და ატერორებდა მათ. აღნიშნული ცხადად მიუთითებს თუ როგორი ღრმა კვალი დატოვა დაზარალებულზე, გ-----------ას მიერ ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილმა ძალადობრივმა ქმედებებმა. ლ----------ამ დაადასტურა ნ----------–----ას ჩვენება იმ ნაწილში რომელიც ეხება დედის მიერ მძიმე ფიზიკური სამუშაოების შესრულებას, როგორიც არის ჭის ამოთხრა და ფეხების დალურჯებამდე ჩაის კრეფა. ლ----------ამ აგრეთვე დეტალურად აღწერა ნ----------–----ას მიმართ გ-----------ა როგორ ახორციელებდა ფიზიკურ ძალადობას, კერძოდ სცემდა მას და ასევე ადგილი ქონდა სექსუალურ ძალადობას. მისი ჩვენებით დადასტურებულია ნ----------–----ას და მ------------ას ჩვენებები, რომელიც ეხება გ-----------ას მხრიდან მომდინარე ძალადობის გამო, საცხოვრებელი სახლიდან გაქცევის ფაქტებს. ასევე დაადასტურა ი-----------–-------თან რამდენიმე თვის განმავლობაში ცხოვრების ფაქტი, რადგან მამამ იძალადა მათზე და შემდეგ გამოყარა ისინი სახლიდან. ლ----------ამ ასევე მიუთითა დე–----–---------–---ის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე, როდესაც გ-----ს ბრძანებაზე ბებია დგებოდა და ჯდებოდა. ლ----------ამ ასევე მიუთითა მისი თანდასწრებით როგორ ესროლა გ-----------ამ შეშის ნაჭერი დედას, რომელიც ტელევიზორს მოხვდა. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებულ იქნა ტელევიზორი რომლის ეკრანი დაზიანებულია გ----- ქრიას ქმედების შედეგად. ლ----------ამ აგრეთვე დაადასტურა გ-----------ას მიერ მ------------ას მიმართ ძალადობის ფაქტი, რამაც მ------------ა იმ მდგომარეობამდე მიიყვანა, რომ თავის თავში, ქვის ჩარტყმას აპირებდა.

 

სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა დე–----–---------–---ის ჩვენება, რომლითაც დადასტურებულია წლების განმავლობაში გ-----------ას მხრიდან ნ----------–----ას და შვილების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტები. დე–----–---------–---ის ჩვენებით ასევე დადასტურებულია 20-- წლის 2------------–ს, გ-----------ას მიერ ნ----------–----ას სიტყვიერი შეურაცხყოფის, მათი მიმართ სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის ფაქტი, რის გამოც იძულებული გახდა თავის შვილთან ერთად გაქცეულიყო სახლიდან.

 

სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს ი-----------–------- ჩვენებაზე, რომელმაც დაადასტურა ნ----------–----ას, მ------------ას და ლ----------ას ჩვენებები და აღნიშნა, რომ ბავშვები მასთან მივიდნენ აფორიაქებული და ანერვიულებული და უამბეს, გ-----------ა როგორ ეჩხუბა დედას და შემდეგ, გამოყარა ისინი სახლიდან და დახმარება ითხოვეს. ი-----------–------მ დაადასტურა, რომ ნ----------–----ა, თავის შვილებთან ერთად რამდენიმე თვის განმავლობაში ცხოვრობდა მასთან. ი-----------–------მ აგრეთვე დაადასტურა მ------------ას და ლ----------ას ჩვენებები და აღნიშნა, რომ ბავშვები სკოლაში სწავლის დროს დათრგუნული იყვნენ.

 

2.11. სასამართლო, ითვალისწინებს რა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას მოწმის ჩვენების სანდოობის შემოწმებასთან დაკავშირებით, აღნიშნავს, რომ ნ----------–----ას, მ------------ას, ლ----------ას, დე–----–---------–---ის და ი-----------–------- ჩვენებები შინაარსობრივად არ შეიცავენ ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას, თითოეული მოწმის ჩვენება გამყარებულია სხვა მოწმის ჩვენებით. სასამართლოს ასევე მიაჩნია, რომ დაკითხვის დროს დაზარალებულებმა გულწრფელად ისაუბრეს გ-----------ას მხრიდან, მათ მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე. საქმის განხილვის დროს მინიშნებაც კი არ ყოფილა რაიმე მოტივზე, რაც დაზარალებულებს ცრუ ჩვენების მიცემისაკენ უბიძგებდა.

 

საქმის არსებით სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების შედეგად დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებით ცალსახაა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებები არ არის ურთიერთსაწინააღმდეგო. მათ მიერ გადმოცემული ინფორმაციები თანხვედრაშია საქმის არსებით სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან. ამასთან, საგულისხმოა ის გარემოება, რომ ზემოაღნიშნული პირების მიერ ჩამოყალიბებული პოზიციები დადასტურებულია სხვა მტკიცებულებებით, რის გამოც სასამართლო მათ მიიჩნევს უტყუარ მტკიცებულებებად.

 

ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და მათ მიერ სასამართლოს სხდომაზე უდავოდ მიჩნეული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზემოთ მიმოხილული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია, რომ გ-----------ამ ჩაიდინა ოჯახური დანაშაული ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ტანჯვა გამოიწვია ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის და ორი და მეტი პირის მიმართ და ოჯახური დანაშაული, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

3. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული და პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, იდენტურად ადასტურებენ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნულ მტკიცებულებებს შორის არ არსებობს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მათ სანდოობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეთა უფლებამოსილებას წარმოადგენს. სასამართლო კი გადაწყვეტილებას ღებულობს მხოლოდ მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან. (El Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia № 39630/09 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება; Hassan v The UK №29750/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება).

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.

 

სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და მათ მიერ სასამართლოს სხდომაზე უდავოდ მიჩნეული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ-----------ამ, მის მიერ განხორციელებული ქმედებით, ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126–ე მუხლის მე-2 ნაწილის "კ" ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა", "ბ", "გ" ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

გ-----------ას, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას და მის ოჯახურ მდგომარეობას.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ გ-----------ა არ არის ნასამართლევი და ადმინისტრაციულსახდელდადებული, არ დაურღვევია წესრიგი სასამართლო სხდომაზე. სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო ასევე ითვალისწინებს დაზარალებულ ნ----------–----ას პოზიციას.

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ-----------ას მიმართ ძირითადი სასჯელის სახედ უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა.

 

ამდენად, გ-----------ას უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში საზოგადოებაში მისი უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, მართლწინააღმდეგობა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. სასამართლო ასევე აფასებს ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობას, ხასიათს და ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, გ-----------ას სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე, 53-ე, 59-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე, 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. გ-----------ა ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126–ე მუხლის მე-2 ნაწილის "კ" ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა", "ბ", "გ" ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.

 

1.1. გ-----------ას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126–ე მუხლის მე-2 ნაწილის "კ" ქვეპუნქტით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

1.2. გ-----------ას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა", "ბ", "გ" ქვეპუნქტებით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

1.3. გ-----------ას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

1.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და მსჯავრდებულ გ-----------ას საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

2. მსჯავრდებულ გ-----------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და მის მიმართ სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს მისი დაკავების დღიდან, კერძოდ 20-- წლის 2-----------–ის 02:18 საათიდან.

 

3. საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ნივთმტკიცების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

3.1. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული "ვესტელის" ფირმის ტელევიზორი, რომელიც ინახება ო----------ის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს დაზარალებულ ნ----------–----ას.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

5. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ო----------ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბიძინა სტურუა