გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №010210017002115846
№2/3747-2017
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28 სექტემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი
სხდომის მდივანი ლანა ძაგნიძე
მოსარჩელე - შპს "ი------------–---–ის ს----–-----------------–---ის ც------ი მ-----ა"
წარმომადგენელი - რ---–------------ე
მოპასუხე - ნ-----–ა მ--–-----ე, რ----–-ნ მ--–-----ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული)
1.1. გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების დაკისრება ნ-----–ა მ--–-----ისა და რ----–-ნ მ--–-----ისათვის, სოლიდარულად, 1000 ლარის ოდენობით, შპს "ი------------–---–ის ს----–-----------------–---ის ც------ი მ-----ას" სასარგებლოდ.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა სარჩელის მოთხოვნა არ ცნეს და განმარტეს, რომ სამედიცინო დაწესებულებამ პაციენტს გაუწია არაჯეროვანი მომსახურება, ჭრილობა დაუტოვეს ღიად, რის გამოც პაციენტის მდგომარეობა გაუარესდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, პაციენტს დამატებით დასჭირდა მკურნალობა, რისთვისაც მოპასუხეებმა გაიღეს დამატებითი ხარჯები.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმის არსებითი გადაწყვეტისათვის უდავო ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი არ არის.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2017 წლის 17 ივლისს შპს "ი------------–---–ის ს----–-----------------–---ის ც------ მ-----ას“ კარდიოლოგიის დეპარტამენტში მოთავსდა პაციენტი ნ-----–ა მ--–-----ე. პაციენტმა ჯანმრთელობის ცენტში სტაციონალური მკურნალობის ქვეშ დაჰყო 12 საწოლ-დღე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
- ხარჯთაღრიცხვა;
- ხელშეკრულება;
- მხარეთა შეთანხმება;
3.2.2. სტაციონარში ყოფნისას პაციენტს ჩაუტარდა სხვადასხვა სახის გამოკვლევა, ოპერაციული და მედიკამენტოზური მკურნალობა. პაციენტისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების (მათ შორის - გამოკვლევები, გახარჯული მედიკამენტები, შესახვევი და საოპერაციო მასალა, საანესთეზიო საშუალებები, სამედინო პერსონალის სახელფასო ფონდი, არაპირდაპირი და სხვა ხარჯები, რენტაბელობა) თანხამ შეადგინა 10 690 ლარი, საიდანაც საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 9432.50 ლარი, პაციენტმა გადაიხადა 257 ლარი, ხოლო გადასახდელი დარჩა 1000 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
- ხარჯთაღრიცხვა;
- ხელშეკრულება;
- მხარეთა შეთანხმება;
3.2.3. სტაციონარში პაციენტ ნ-----–ა მ--–-----ის მოთავსებისთანავე, 2017 წლის 17 ივლისს, გაიხსნა სამედიცინო ბარათი და დაიდო ხელშეკრულება, რომელიც ხელმოწერით დაადასტურა პაციენტმა. ხელშეკრულების მიხედვით სამედიცინო დაწესებულებამ იკისრა ვალდებულება პაციენტისათვის გაეწია შესაბამისი სამედიცინო მომსახურება ხარისხიანად, ხოლო პაციენტმა იკისრა ვალდებულება სტაციონარიდან გაწერამდე ეტაპობრივად ან გაწერის დღეს გადაეხადა სამედიცინო მომსახურების ღირებულება. ნ-----–ა მ--–-----ემ სტაციონარიდან გაწერისას ვერ შეძლო სამედიცინო მომსახურების ღირებულების სრულად ანაზღაურება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
- ხარჯთაღრიცხვა;
- ხელშეკრულება;
3.2.4. 29.07.2017 წელს პაციენტ ნ-----–ა მ--–-----ის შვილთან მოპასუხე რ----–-ნ მ--–-----ესთან შედგა შეთანხმება, დარჩენილი თანხის - 1000 ლარის გადავადებაზე 2017 წლის 10 აგვისტომდე. შეთანხმების მიხედვით რ----–-ნ მ--–-----ემ ნ-----–ა მ--–-----ესთან ერთად იკისრა სოლიდარული ვალდებულება გადაეხადა გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ხარჯთაღრიცხვა;
- ხელშეკრულება;
- მხარეთა შეთანხმება;
3.2.5. ნ-----–ა მ--–-----ეს და რ----–-ნ მ--–-----ეს სამედიცინო დაწესებულების მხრიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, გაწეული სამედიცინო მომსახურების დარჩენილი დავალიანება არ გადაუხდიათ. ის გარემოება, რომ შპს "ი------------–---–ის ს----–-----------------–---ის ც------მა მ-----ამ" პაციენტ ნ-----–ა მ--–-----ეს არ გაუწია ჯეროვანი სამედიცინო მომსახურება, არ დასტურდება შესაბამის მტკიცებულებათა ერთობლიობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მხარის ვალდებულებას მის მიერ მითითებული კონკრეტული გარემოებების დადასტურება უზრუნველყოს შესაბამისი მტკიცებულებებით.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა განმარტებებითა და მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მასალებით, დასტურდება, რომ მოსარჩელემ პაციენტ ნ-----–ა მ--–-----ეს გაუწია სამედიცინო მომსახურება, რომლის ღირებულება პაციენტს სრულად ანაზღაურებული არ აქვს. მოპასუხე მხარე არ ცნობს რა სარჩელის მოთხოვნას, მიუთითებს სამედიცინო დაწესებულების მხრიდან მოვალეობათა არაჯეროვან შესრულებაზე, რაც მოპასუხე მხარის მტკიცებით, გამოიხატა მკურნალობის კურსის არასათანადოდ წარმართვაში, რამაც პაციენტს გაუმწვავა ჯანმრთელობის მდგომარეობა და დააყენა დამატებითი მკურნალობისა და შესაბამისი მატერიალური ხარჯის გაწევის აუცილებლობის წინაშე. მოპასუხე მხარის ეს განმარტება უარყოფილი იქნა მოსარჩელის მიერ. სხვა რაიმე მტკიცებულება კი, რაც დაადასტურებდა მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოებებს, სამედიცინო მომსახურების შესახებ მხარეთა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისა და ამით პაციენტისთვის ზიანის მიყენებასთან დაკავშირებით, სასამართლოსათვის წარმოდგენილი არ არის.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, აგრეთვე, 102-ე მუხლით, რომლის თანახმად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს.
როგორც ზემოთ აღინიშნა, მოპასუხე მხარეს სასამართლოსთვის რაიმე მტკიცებულება მის მიერ მითითებული გარემოებების დასადასტურებლად არ წარმოუდგენია, შესაბამისად, სასამართლო დადასტურებულად ვერ მიიჩნევს, რომ შპს "ი------------–---–ის ს----–-----------------–---ის ც------მა მ-----ამ" პაციენტ ნ-----–ა მ--–-----ეს არ გაუწია ჯეროვანი სამედიცინო მომსახურება და პირიქით, მიაყენა ჯანმრთელობის ვნება და მატერიალური ზიანი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე დადასტურებულია მოპასუხე მხარის ვალდებულება დავალიანების გადახდის თაობაზე, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 327-ე, 629-ე, 341-ე, 361-ე, 463-464-ე მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობებზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
ამავე კოდექსის 463-ე მუხლის მიხედვით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად კი, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულია ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება) აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებული იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელემ სამედიცინო მომსახურება გაუწია პაციენტს, ხოლო პაციენტმა და მისმა თანხმლებმა პირმა იკისრეს სოლიდარული ვალდებულება გადაეხადათ შესრულებული სამუშაოს საფასური. ასევე, დადგენილია, რომ მოსარჩელემ ნაკისრი ვალდებულება - სათანადო სამედიცინო მომსახურება გაეწია პაციენტისათვის, შეასრულა ჯეროვნად, ხოლო მოპასუხე მხარემ ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა და მიღებული მომსახურების ღირებულება სრულად არ აანაზღაურა, რის გამოც სამედიცინო მომსახურების გადაუხდელი ღირებულების სახით ეკისრება დავალიანება 1000 ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეებისათვის, გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადაუხდელი ნაწილის - 1000 ლარის, სოლიდარულად დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, სასამართლო ხარჯები შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის თანახმად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ა) ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
დადგენილია, რომ მოცემულ სარჩელზე, დავის საგნის ღირებულების შესატყვისად, მოსარჩელემ სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა 50 ლარი. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ 50 ლარის ანაზღაურება მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39–ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 268-ე, 269-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს "ი------------–---–ის ს----–-----------------–---ის ც------ი მ-----ას" მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
1.1. მოპასუხეებს ნ-----–ა მ--–-----ეს და რ----–-ნ მ--–-----ეს შპს "ი------------–---–ის ს----–-----------------–---ის ც------ მ-----ას" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 1000.00 ლარის ანაზღაურება.
2. მოპასუხეებს ნ-----–ა მ--–-----ეს და რ----–-ნ მ--–-----ეს შპს "ი------------–---–ის ს----–-----------------–---ის ც------ მ-----ას" სასარგებლოდ დაეკისროთ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით.
3. გადაწყვეტილება არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი