გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2431501-2/362-18წ
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
14 სექტემბერი 2018 წ. ქ. ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე გიორგი ლონდარიძე
სხდომის მდივანი თამარ ცინაძე
მოსარჩელე - სე-----------------–---–ი
წარმომადგენელი - ოთ-----------–---–ი,და----------–აძე, ან---------------ი, ქე----------------ძე
მოპასუხე - ნო-----------–-–---–ი
წარმომადგენელი-ლე---------–-ძე
დავის საგანი - საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვა და საკუთრების უფლების აღიარება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
სე-----------------–---–ი (პ/ნ 1----------) - ცნობილ იქნეს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის - ქ. ბო-------ი, 9 აპრილის ქუჩა Nº20-ში მდებარე 54.31 კვ.მ - ფართის (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: 6------------------) მესაკუთრედ.
სასარჩელო მოთხოვნა ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
სე-----------------–---–ი და მისი ოჯახი 1949 წლიდან დღემდე ცხოვრობს, ფლობს და სარგებლობს ქ. ბო-------ი, 9 აპრილის ქუჩა Nº18/20-ში მდებარე საცხოვრებელი სადგომის დაკავებული - 54.31 კვ.მ ფართით, იხდიან კომუნალურ გადასახადებს, რეგისტრირებულნი არიან მითითებულ მისამართზე და დღემდე შეუზღუდავად სარგებლობენ ზემოთ აღნიშნული და წარმოდგენილ ნახაზზე მითითებული ფართით.
დღეის მდგომარეობით დავის საგნის - ქ. ბო-------ი, 9 აპრილის ქუჩა Nº20-ში მდებარე - 112 კვ.მ, რაც თავის მხრივ მოიცავს სადავო - 54.31 კვ.მ ფართს (საკადასტრო კოდი: 6------------------), მესაკუთრედ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მოპასუხე ნო-----------–-–---–ი, ხოლო რეალურ მფლობელსა და მოსარგებლეს 1953 წლიდან წარმოადგენენ მოსარჩელე და მისი ოჯახის წევრები.
მოპასუხე ნო-----------–-–---–მა აღნიშნული უძრავი ქონება მდებარე - ქ. ბო-------ი, 9 აპრილის ქუჩა Nº20-ში (საკადასტრო კოდი: 6------------------) საკუთრებაში მიიღო ჩუქების ხელშეკრულებისა და სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, რომელიც გაიცა მისი დედის - ელ-----------ას დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე, ამ უკანასკნელს მითითებული - სადავო ქონება საკუთრებაში გადაცემული ქონდა ბო-------ის რაიონის სახალხო სასამართლოს 1989 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე.
სსიპ ლევან სამხარეულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის N002070718 დასკვნის თანახმად, შეფასებულ იქნა მოსარჩელის მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომის/დავის საგნის საბაზრო ღირებულება, რომელის შესაბამისად - ექსპერტიზაზე წარდგენილი ქალაქ ბო-------ში, 9 აპრილის ქუჩა Nº20-ში (საკადასტრო კოდი: 6------------------) სე-----------------–---–ის მიერ დაკავებული 54.31 კვ.მ საცხოვრებელი ფართის მთლიანი საბაზრო ღირებულება 2018 წლის 28 მარტის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს - 60.284 ლარს.
სე-----------------–---–ის მიერ 2018 წლის 27 აპრილს ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე მოპასუხის - ნო-----------–-–---–ის სასარგებლოდ განთავსებულ იქნა საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 25%-ის ოდენობის კომპენსაციის თანხა - 15.071 ლარის ოდენობით.
სე-----------------–---–ი წარმოადგენს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ საქართველოს კანონით სპეციალურად მოწესრიგებული სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტს, კერძოდ - საცხოვრებელ სადგომის 30 წლის განმავლობაში უწყვეტად არსებულ მფლობელს/მოსარგებლეს, რომელსაც მითითებული კანონის თანახმად უფლება აქვს სარჩელი აღძრას სასამართლოში და ამ გზით მოახდინოს მითითებული კანონიდან გამომდინარე მოსარგებლის უფლებების რეალიზება.
2. მოპასუხის პოზიცია მოპასუხე ნო-----------–-–---–ი არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა რომ სე-----------------–---–ის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს რადგან იგი კანონის საცხოვრებელი სადგომით წარმოშობილი ურთიერთობიდან გამომდინარე არ არის კეთილსინდისიერი მოსარგებლე რამეთუ მხარეებს შორის მუდმივად იყო დავა და ნო-----------–-–---–ი მუდმივად ითხოვდა სე-----------------–---–ის გამოსახლებას როგორც უკანონო მფლობელის.
3. ფაქტობრვი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. უძრავი ქონება, რომლის სარეგისტრაციო მონაცემებია ბო-------ი, ზონა 64, სექტორი ქ. ბო-------ი 23, კვარტალი 03, ნაკვეთი 1--------- (ნაკვეთის წინა ნომერი 6-----------) მდებარე ქ. ბო-------ი 9 აპრილის ქუჩა №20, არასასოფლო-სამეურნეო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართობი 512 კვ.მ. შენობა-ნაგებობები: საცხოვრებელი სახლი სართული 1; 112.50 კვ.მ. წარმოადგენს ნო-----------–-–---–ის საკუთრებას. განაცხადის რეგისტრაციის თარიღია 22/05/2008; უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია: სამკვიდრო მოწმობა №2-54; ჩუქების ხელშეკრულება №1488. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: -ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. 3.1.2 სე-----------------–---–ი და მისი ოჯახი, 1949 წლიდან დღემდე ცხოვრობს, ფლობს და სარგებლობს ქ. ბო-------ი, 9 აპრილის (ყოფილი ორჯონიკიძის) ქუჩა N20–ში მდებარე საცხოვრებელი სადგომის დაკავებული - 54.31 კვ.მ ფართით იხდიან კომუნალურ გადასახადებს, რეგისტრირებულნი არიან მითითებულ მისამართზე და დღემდე შეუზღუდავად სარგებლობენ სადავო ფართით. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - საინფორმაციო ბარათი მისამართზე რეგისტრაციის შესახებ. - მხარის ახსნა -განმარტება.( იხ.სხდომის ოქმი) 3.1.3 ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 30 მარტის დასკვნის მიხედვით ქ.ბო-------ში, 9 აპრილის ქ.N20-ში (ს.კ.6------------------) სე-----------------–---–ის მიერ დაკავებული 54.31 კვ.მ საცხოვრებელი ფართის მთლიანი საბაზრო ღირებულება 2018 წლის 28 მარტის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 60 284 ლარს. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა. 3.1.4. სე-----------------–---–ის მიერ 2018 წლის 27 აპრილს ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე მოპასუხის - ნო-----------–-–---–ის სასარგებლოდ განთავსებულ იქნა საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 25 პროცენტის ოდენობის კომპენსაციის თანხა - 15,071 ლარის ოდენობით. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: -27.04.2018 სანოტარო აქტი 3.1.5. მოსარჩელე ნო-----------–-–---–ი წარმოადგენს ელ-----------ას უფლებამონაცვლეს -მემკვიდრეს. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - სამკვიდრო მოწმობა. 3.1.6. მოპასუხე ნო-----------–-–---–მა აღნიშნული უძრავი ქონება მდებარე · ქ ბო-------ი, აპრილის ქ. (ყოფილი ორჯონიკიძის) ქ.N20–ში (საკადასტრო კოდი: 6------------------) საკუთრებაში მიიღო ჩუქების ხელშეკრულებისა და სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, რომელიც გაიცა მისი დედის ელ-----------ას დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე, ამ უკანასკნელს მითითებული - სადავო ქონება საკუთრებაში გადაცემული ჰქონდა ბო-------ის რაიონის სახალხო სასამართლოს 1989 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - 05.08.1949წ. ხელშეკრულება. - 09.10.2008წ. ოქტომბერი; - ბო-------ის რაიონის სახალხო სასამართლოს 1989 წლის 24 ივლისის განჩინება.
3.2.დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
ნო-----------–-–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რომლის სარეგისტრაციო მონაცემებია ბო-------ი, ზონა 64, სექტორი ქ. ბო-------ი 23, კვარტალი 03, ნაკვეთი 1--------- (ნაკვეთის წინა ნომერი 6-----------) მდებარე ქ. ბო-------ი 9 აპრილის ქუჩა №20, არასასოფლო-სამეურნეო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართობია 512 კვ.მ. შენობა-ნაგებობები: საცხოვრებელი სახლი სართული 1; 112.50 კვ.მ. ფაქტობრივად იმყოფება სე-----------------–---–ის მფლობელობაში, რის გამოც ნო-----------–-–---–ს წართმეული აქვს თავისი საკუთრებით სარგებლობის და თავისი შეხედულებებისამებრ გამოყენების/გაქირავების უფლება.
მოსარჩელის პოზიციის მიხედვით სე-----------------–---–ი წარმოადგენს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ საქართველოს კანონით სპეციალურად მოწესრიგებული სამართლებრივი ურთიერობის სუბიექტს, კერძოდ-საცხოვრებელი სადგომის 30 წლის განმავლობაში უწყვეტად არსებულ მფლობელს/მოსარგებლეს. ხოლო მოპასუხის განმარტებით სე-----------------–---–ი კანონის საცხოვრებელი სადგომით წარმოშობილი ურთიერთობიდან გამომდინარე არ არის კეთილსინდისიერი მოსარგებლე რამეთუ მხარეებს შორის მუდმივად იყო დავა და ნო-----------–-–---–ი მუდმივად ითხოვდა სე-----------------–---–ის გამოსახლებას როგორც უკანონო მფლობელის. ამდენად სამოქალაქო კოდექსის 159-ე მუხლის თანახმად სე-----------------–---–ი ვერ იქნება კეთილსინდისიერი მფლობელი, რადგან ნივთს ფლობს უკანონოდ არამართლზომიერად და შესაბამისად ნო-----------–-–---–ის მიერ მის მიმართ დათმობა, გარიგება არ წარმოშობილა. (მოსარგებლე პირი, რომელიც კანონის მიღების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს).
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შინაარსის მიხედვით არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებსთავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. მხარეთა ახსნა-განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი სამართალურთიერთობა რომ გამომდინარეობს „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონიდან, საქმის მასალებით ვერ დგინდება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც სე-----------------–---–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-2, მე-5 მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე, 311-ე, 312-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად აღნიშნული კანონი აწესრიგებს .„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1996 წლის 27 ივნისამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს. ამდენად, აღნიშნული კანონით რეგულირებულია იმ პერიოდის საზოგადოებაში ფაქტობრივად არსებული ურთიერთობები, რომელიც იმ დროს მოქმედი საბჭოთა სამოქალაქო კანონმდებლობით მოწესრიგებული არ იყო.
6.2 „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის 11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარგებლე არის პირი, რომელიც კანონის მიღების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან მფლობელობის უფლება მიღებული აქვს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციული აქტით.
6.3. ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად გარიგება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია და კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისათვის გარკვეული ოდენობის საფასურის გადახდა (გარდა ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქირისა).
მოსარგებლე, რომელიც არანაკლებ 30 წლის განმავლობაში უწყვეტად ფლობს საცხოვრებელ სადგომს და რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით, უფლებამოსილია მოითხოვოს საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვა საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 25 პროცენტის ოდენობის კომპენსაციის გადახდის პირობით (საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვის შესახებ სარჩელი).
2. საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებით/გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისათვის გარკვეული საფასურის გადახდა.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოპასუხე მიუთითებს მოსარჩელის მხრიდან სადავო უძრავი ქონებით უკანონო სარგებლობაზე, მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა სარჩელში მითითებული გარემოებების გაქარწყლების ვალდებულება და მფლობელობის მართლზომიერი საფუძვლის დადასტურება. მოსარჩელემ ასეთი მტკიცებულებები სასამართლოს ვერ წარუდგინა.
მოსარჩელის მხრიდან ის გარემოებაც ვერ იქნა დადასტურებული რომ ის სადავო საცხოვრებელი სადგომის იმ მოსარგებლეს წარმოადგენს, რომელსაც მფლობელობის უფლება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით აქვს მიღებული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის მუხლის თანახმად მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით, მფლობელად არ ითვლება ის პირი, რომელიც, თუმცა ახორციელებს ფაქტობრივ ბატონობას ნივთზე, მაგრამ სხვა პირის სასარგებლოდ, და რომელსაც ნივთის ფლობის უფლებამოსილება მიღებული აქვს ამ პირისაგან. მფლობელად მიიჩნევა მხოლოდ უფლებამოსილების მიმნიჭებელი პირი.
ამავე კოდექსის 159- ე მუხლის თანახმად კეთილსინდისიერია მფლობელია, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს, ან რომელიც უფლებამოსილ პირად შეიძლება იქნეს მიჩნეული საქმიან ურთიერთობებში საჭირო გულმოდგინე შემოწმების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს მტკიცების ტვირთის ზოგად სტანდარტს, კერძოდ, იგი ადგენს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის, 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, 312-ე მუხლის პირველი ნაწილის, 183-ე და 311-ე მუხლების მიხედვით, განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სადავო უძრავ ნივთზე საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიხედვით რეგისტრირებულია მოპასუხის საკუთრების უფლება. შესაბამისად, ამ ჩანაწერის მიმართ, მისი უზუსტობის დადასტურებამდე, (რაც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით არის შესაძლებელი) მოქმედებს სსკ-ის 312-ე მუხლით გათვალისწინებული უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია.
სასამართლომ მხარეთა ახსნა-განმარტებებით, 1949 წლიდან სე-----------------–---–ი, და ისი ოჯახი ფლობს და სარგებლობს ქ.ბო-------ში, 9 აპრილის ქ.N20-ში მდებარე საცხოვრებელი სადგომის დაკავებული 54,31 კვ.მ ფართით. სასამართლო განმარტავს რომ მოპასუხე მხარეს მუდმივი დავა ჰქონდა მოსარჩელესთან აღნიშნულ ფართთან დაკავშირებით, ითხოვდა სე-----------------–---–ის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას მდებარე ქ.ბო-------ი 9 აპრილის ქ. N20-ში, აგრეთვე მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებას, საზიარო უფლების გაუქმებას და სხვ., კერძოდ ბო-------ის რაიონული სასამართლოს 08.05.2007წ. გადაწყვეტილება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 22.12.2017წ. განჩინება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 31.01.2007წ. განჩინება, შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ სე-----------------–---–ი არაკეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობდა სადავო ფართს „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმებიდან გამომდინარე .
საპროცესო ხარჯები
მოსარჩელე მხარე გათავისუფლებულია ბაჟის გადახდისაგან.
უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები: ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 მაისის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მოპასუხე ნო-----------–-–---–ს (პ/ნ 0----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ. ბო-------ი, 9 აპრილის ქ. N20 (ს.კ.6------------------), გასხვისება ან იპოთეკით დატვირთვა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სე-----------------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 365-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სე-----------------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 მაისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გიორგი ლონდარიძე