განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 030100118002506590
№ 1/143-2018
განაჩენი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
11.09.2018 წელი ქ. ფოთი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - შოთა სირაძე
სხდომის მდივანი - თამარ მგალობლიშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ე---–---- ბ------.
დაცვის მხარე:
ადვოკატი: დ----- გ------,ბრალდებული: რ------ კ-–--ე,მამის სახელი: რ-----ი,დაბადებული:2--------- წელი,მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე,განათლება: ს-–----–--,ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული,პირადი ნომერი: 6----------,ნასამართლობა: არმქონე,მცხოვრები: ხ----, სოფელი თ---------------.
კვალიფიკაცია:
1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატიური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული;
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით - ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა.
საქმე განხილულ იქნა ღია სასამართლო სხდომაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2018 წლის 27 მაისს, დაახლოებით 21:00 საათზე, რ------ კ-–--ემ ხ----ს მუნიციპალიტეტის სოფელ თ---------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, თავის მეუღლეს, მ------ კ-–--ეს დაარტყა ხელი სახის არეში, რითაც ფიზიკური ტკივილი მიაყენა;
2018 წლის 02 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, რ------ კ-–--ემ ხ----ს მუნიციპალიტეტის სოფელ თ---------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, სიგარეტის არ ქონის გამო წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკებისას, თავის მეუღლეს, მ------ კ-–--ეს რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის არეში, რითაც ფიზიკური ტკივილი მიაყენა;
2018 წლის 02 ივნისს, დაახლოებით 16:00 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა რ------ კ-–--ემ, ხ----ს მუნიციპალიტეტის სოფელ თ---------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, თავის მეუღლეს, მ------ კ-–--ეს რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახეში, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია;
რ------ კ-–--ე, ერთად თანაცხოვრების პერიოდში (ზუსტი დრო დაუდგენელია), 2018 წლის 02 ივნისამდე, ხ----ს მუნიციპალიტეტის სოფელ თ---------------ში, საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, თავის მეუღლეს, მ------ კ-–--ეს სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რამაც მ------ კ-–--ის ტანჯვა გამოიწვია;
2018 წლის მაისის თვეში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ხ----ს მუნიციპალიტეტის სოფელ თ---------------ში მდებარე ყოფილი მეურნეობის ტერიტორიის მიმდებარე მიწის ნაკვეთზე რ------ კ-–--ემ უკანონოდ დათესა და მოიყვანა 18,02 გრამი ნარკოტიკული საშუალების შემცველი ოთხი ძირი მცენარე კანაფი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატიური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა.
ბრალდებულმა რ------ კ-–--ემ თავი სრულად ცნო დამნაშავედ ბრალდების სამივე ეპიზოდში, დაეთანხმა ბრალდების დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს და უდავოდ ცნო მათ დასადასტურებლად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრული მოცულობით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება სხვა სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუ პროცესის არც ერთი მონაწილე მათ საეჭვოდ არ ხდის, აგრეთვე ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. საქართველოს სსსკ-ის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან, რაც მითითებული კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობის რეალიზაციის პროცედურულ ნაწილს არეგულირებს.
საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე ბრალდებულის მიერ უარის თქმას იცნობს ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, რომლის თანახმად, იმ შემთხვევებში, როცა უფლებაზე უარის თქმა ხორციელდება აშკარა და არაორაზროვანი ფორმით, უზრუნველყოფილია დაცვის მინიმალური გარანტიები და უფლებაზე უარი არ ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს, ასეთი ფორმით გამოხატული უარი უფლებაზე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებეები საქმეებზე: Natsvlishvili and Togonidze v. Georgia (08.09.2014); Scoppola v. Italy (17.09.2009); Poitrimol v. France (23.11.1993); Hermi v. Italy (18.10.2006)).
საქართველოს სსკ-ის 111ე მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამავე მუხლის შენიშვნის და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის სუბიექტია დაზარალებულის ოჯახის წევრი.
მოცემულ შემთხვევაში, უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ დაზარალებული მ------ კ-–--ე არის ბრალდებულ რ------ კ-–--ის მეუღლე.
მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს და მხარეთა მიერ პრეიუდიციულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებებით დადგენილია, რომ:
ბრალდებულმა რ------ კ-–--ემ 2018 წლის 27 მაისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ხ----ს მუნიციპალიტეტის სოფელ თ---------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, თავის მეუღლეს, მ------ კ-–--ეს დაარტყა ხელი სახის არეში, რითაც ფიზიკური ტკივილი მიაყენა;
ასევე 2018 წლის 02 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, ხ----ს მუნიციპალიტეტის სოფელ თ---------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, სიგარეტის არ ქონის გამო წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკებისას, რ------ კ-–--ემ თავის მეუღლეს, მ------ კ-–--ეს რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის არეში, რითაც ფიზიკური ტკივილი მიაყენა;
ასევე 2018 წლის 02 ივნისს, დაახლოებით 16:00 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა რ------ კ-–--ემ, ხ----ს მუნიციპალიტეტის სოფელ თ---------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, თავის მეუღლეს, მ------ კ-–--ეს რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახეში, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია;
ერთად თანაცხოვრების პერიოდში (ზუსტი დრო დაუდგენელია), 2018 წლის 02 ივნისამდე, რ------ კ-–--ე ხ----ს მუნიციპალიტეტის სოფელ თ---------------ში, საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, თავის მეუღლეს, მ------ კ-–--ეს სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რამაც მ------ კ-–--ის ტანჯვა გამოიწვია;
2018 წლის მაისის თვეში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ხ----ს მუნიციპალიტეტის სოფელ თ---------------ში მდებარე ყოფილი მეურნეობის ტერიტორიის მიმდებარე მიწის ნაკვეთზე რ------ კ-–--ემ უკანონოდ დათესა და მოიყვანა 18,02 გრამი ნარკოტიკული საშუალების შემცველი ოთხი ძირი მცენარე კანაფი.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა მიერ პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდავო მტკიცებულებებად. განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი შეფასდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით და მიჩნეულ იქნა, რომ რ------ კ-–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ მ------ კ-–--ის, ბ------ ა------ის, ნ--- კ-–--ის, რ----–-- გ-----–--ს, რ----- კ-–--ის, ი---- ლ-–--------ს გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღების ოქმით და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით.
სსკ-ის 1261-ე მუხლის და სს-ის 126-ე მუხლის 12 ნაწილის შემაგენლობის არსებობისთვის აუცილებელია, რომ მას შედეგად არ მოჰყვეს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
სსკ-ის 117-ე მუხლი ითვალისწინებს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, ესე იგი სხეულის დაზიანებას, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის ანდა რომელმაც გამოიწვია მხედველობის, სმენის, მეტყველების ან რომელიმე ორგანოს ან მისი ფუნქციის დაკარგვა, ფსიქიკური ავადმყოფობა, ორსულობის შეწყვეტა, სახის წარუშლელი დამახინჯება ან ჯანმრთელობის სხვაგვარი ისეთი დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და დაკავშირებულია საერთო შრომისუნარიანობის მყარ, არანაკლებ ერთი მესამედით დაკარგვასთან ან წინასწარი შეცნობით პროფესიული შრომისუნარიანობის სრულ დაკარგვასთან. სსკ-ის 118-ე მუხლი ითვალისწინებს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან ან საერთო შრომისუნარიანობის მყარ, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვასთან. სსკ-ის 120-ე - მუხლი ითვალისწინებს ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას, რამაც გამოიწვია მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა.
საქმის მასალებით არ იკვეთება სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგის დადგომა. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ ბრალდებულის ქმედებისთვის მინიჭებული კვალიფიკაცია სამართლებრივად სწორია.
ამრიგად, სასამართლომ არსებითად განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელ და პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურებულია ბრალდებულ რ------ კ-–--ის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა, რის გამოც მას მსჯავრი უნდა დაედოს:
ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატიური ცემაში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული;
ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატიურ შეურაცხყოფაში, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული;
18,02 გრამი ნარკოტიკული საშუალების შემცველი ოთხი ძირი მცენარე კანაფის უკანონო დათესვა და მოყვანაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
რ------ კ-–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს დანაშაულის აღიარება, ქმედების გულწრფელი მონანიება, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა.
რ------ კ-–--ის პასუხისგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალებით არ გამოკვეთილა.
4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
4.1. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას, სასჯელის შემსუბუქების კუთხით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ: დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
ბრალდებულისთვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის მოტივს, მიზანს, ბრალდებულის მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას, პირად, ოჯახურ და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ბრალდებულის პიროვნებას.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ბრალდებულისათვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის მხრიდან ბრალის ნებაყოფლობით აღიარებას, ამ ქმედების მონანიებას, ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას (აქვს შეულახავი წარსული), ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, აღიარა დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, მიუთითა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი ნათესების ადგილმდებარეობა, ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, შეურიგდა დაზარალებულს და დაზარალებულმა განცხადებით მომართა სასამართლოს, მის ოჯახურ პირობებს, ჰყავს 6 შვილი, მათ შორის 4 არასრულწლოვანი, მისი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში, იღებს სოციალურ შემწეობას.
საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
განსახილველ შემთხვევაში მსჯავრდებული არ არის ნასამართლევი, რაც აღიარებისა და გამოძიებასთან თანამშრომლობის, ასევე პასუხისმგებლობის სხვა შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, იძლევა საფუძველს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობით მსჯავრად.
სასამართლო ითვალისწინებს, რომ რ------ კ-–--ის მიერ ჩადენილია ძალადობრივი დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე, შინაპატიმრობას ან თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლით გათვალისწინებული პირობითი მსჯავრის დანიშვნის სამართლებრივი საფუძველი და სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს რ------ კ-–--ის მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნას და დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლას.
რაც შეეხება გამოსაცდელ ვადას, სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას გამოსაცდელი ვადა უნდა იყოს არანაკლებ 1 და არაუმეტეს 6 წლისა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს ორწლიანი გამოსაცდელი ვადა და პირობითი მსჯავრის პერიოდში გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება უნდა დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 267-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ------ კ-–--ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111, 126-ე მუხლის 12 ნაწილით, 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 265-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მისთვის ინკრიმინირებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებებში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 111, 126-ე მუხლის 12 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და რ------ კ-–--ეს საბოლოო სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, რ------ კ-–--ის მიმართ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუწესდეს 2 (ორი) წელი.
2. პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და განაჩენით დანიშნული სასჯელის აღსრულების შემთხვევაში, მსჯავრდებულ რ------ კ-–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო, 2018 წლის 2 ივნისის 16:30 საათიდან, 2018 წლის 6 ივნისის ჩათვლით - 4 (ოთხი) დღე.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ რ------ კ-–--ეს დაევალოს პირობითი მსჯავრის ვადაში პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
4. მსჯავრდებულ რ------ კ-–--ის ქცევაზე კონტროლი, საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის თანახმად, განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულმა ორგანომ, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების შესაბამისად.
5. რ------ კ-–--ის მიმართ დანიშნული გამოსაცდელი ვადის - 01 (ერთი) წლის ათვლა, დაიწყოს განაჩენის გამოტანის დღიდან, 2018 წლის 11 სექტემბრიდან.
6. რ------ კ-–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს თანხა დაუბრუნდეს გირაოს შემტანს ხ---- თ-----ს (პ/ნ1----------). ასევე გაუქმდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 ივნისის განჩინებით რ------ კ-–--ის მიმართ საქართველოს სსსკ-ის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაწესებული ყველა ვალდებულება და მას დაუბრუნდეს საკუთარი პასპორტი და პირადობის მოწმობა, რომელიც საქმის გამომძიებელთან აქვს მიბარებული.
7. ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების საფუძველზე, მსჯავრდებულ რ------ კ-–--ეს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობ პირს, 10 წლის ვადით ჩამოერთვას:
საექიმო ან ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
მსჯავრდებულ რ------ კ-–--ეს 5 წლის ვადით ჩამოერთვას:
სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;
საადვოკატო საქმიანობის უფლება;
პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება;
სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო)
დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება;
პასიური საარჩევნო უფლება;
იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს საქართველოს შს სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.
მსჯავრდებულ რ------ კ-–--ეს მიმართ ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ზემოხსენებული შეზღუდვების მოქმედების ვადის დინება დაიწყოს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან.
8. საქმეზე დართული შემთხვევის ადგილიდან ამოღებული პლასტმასის ქოთანი, საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად ამოღებული ვედრო, რომელიც ინახება შსს ხ----ს რაიონულს სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს განადგურდეს.
საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალების შემცველი 4 ძირი მცენარე კანაფი წონით 17,52 გრამი და 4 ცალი ნედლი ფესვითი ნაწილი (არანარკოტიკული), რომელიც ინახება შსს ხ----ს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.
9. განაჩენი გადაეგზავნოთ მხარეებს და საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
10. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
11. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში მისი გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შოთა სირაძე