გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/1357-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დავით წერეთელი
სხდომის მდივანი სალომე დუდუჩავა
მოსარჩელე - მა-- მშ----------
წარმომადგენელი - ნე----- ლო---------
მოპასუხე- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
წარმომადგენელი - თო------ ფუ---------
მოპასუხე - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ა--დემია
წარმომადგენელი - ბე-- გუ-–----
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა; ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და განაცდურის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი "მსმენელის სტატუსის შეწყვეტის შესახებ" სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ა--დემიის რექტორის 2018 წლის 2 თებერვლის №MIA 18 00266974 ბრძანება;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი "თანამდებობიდან გათავისუფლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 6 თებერვლის №MIA 3 18 00295689 ბრძანება;
1.3. დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მა-- მშ---------ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს სახაზო-საპატრულო განყოფილების (წყალწმინდა) პატრულ-ინსპექტორის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ;
1.3. დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მა-- მშ---------ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება მის აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის გათვალისწინებული ხელფასის ყოველთვიური ოდენობით;
2. მოპასუხეთა პოზიცია:
2.1. მოპასუხე- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ა--დემიამ სარჩელი არ ცნეს, მისმა წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს, განმარტეს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის, მოსარჩელის სამსახურში აღდგენის და განაცდურის ანაზღაურების საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. მოსარჩელე მა-- მშ---------- დანიშნული იყო და მსახურობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს პირველი სახაზო-საპატრულო განყოფილების (წყალწმინდა) პატრულ-ინსპექტორის თანამდებობაზე.
სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ა--დემიის რექტორის 2018 წლის 15 იანვრის ბრძანებით, მოსარჩელე მა-- მშ----------, 2018 წლის 15 იანვრიდან, 2018 წლის 31 იანვრამდე, ჩაირიცხა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ა--დემიაში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა გადამზადების პროგრამის გასავლელად.
სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ა--დემიაში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა გადამზადების პროგრამის გავლისას, მოსარჩელე მა-- მშ----------ს 2018 წლის 26 იანვარს ჰქონდა ჩათვლა ფიზიკური ნორმატივებში, სადაც მანა 100 მეტრი ირბინა 20.5 წამში, ხოლო აღნიშნულ დისტანციაზე ასაკობრივი ზღვარი დადგენილი იყო 18.0-19.0 წამი. საცეცხლე მომზადებაში, მოსარჩელე მა-- მშ----------ს ჩათვლა ჰქონდა 2018 წლის 29 იანვარს, სადაც მის მიერ მიღებულმა ქულამ შეადგინა 27, ხოლო მინიმალური ზღვარი გამოცდის წარმატებით ჩაბარებისათვის იყო 30 ქულა.
მოსარჩელის მოთხოვნით, მისი პატაკის საფუძველზე, საცეცხლე მომზადების ჩათვლის გადაბარება ჩაინიშნა 2018 წლის 30 იანვარს, თუმცა მოსარჩელე მა-- მშ----------მ კვლავ ვერ შეძლო მისი ჩაბარება, რის გამოც მან ფიზიკური ნორმატივების ჩათვლის გადაბარების უფლებით ვერ ისარგებლა.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ა--დემიის რექტორის 2018 წლის 15 იანვრის ბრძანება №107258 (ს.ფ. 123);
- სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ა--დემიის პროფესიული მომზადების სამმართველოს უფროსის მოადგილის 2018 წლის 11 მაისის წერილობითი მიმართვა (ს.ფ. 119);
- პატაკი (ს.ფ. 128);
- ჩათვლის შედეგები (ს.ფ. 126-127);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
3.1.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა გადამზადების პროგრამის წარუმატებლად გავლის გამო, სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს ა--დემიის რექტორის 2018 წლის 02 თებერვლის ბრძანებით, მოსარჩელე მა-- მშ----------ს შეუწყდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა გადამზადების პროგრამის მსმენელის სტატუსი.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 06 თებერვლის ბრძანების საფუძველზე მოსარჩელე გათავისუფლდა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს სახაზო-საპატრულო განყოფილების პატრულ ინსპექტორის პოლიციის კაპიტნის თანამდებობიდან.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- „მსმენელის სტატუსის შეწყვეტის შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ა--დემიის რექტორის 2018 წლის 02 თებერვლის ბრძანება №MIA 8 18 00266974 (ს.ფ. 18);
-„თანამდებობიდან გათავისუფლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 06 თებერვლის ბრძანება №MIA 3 18 00295689 (ს.ფ. 16);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მა-- მშ---------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპის კონვენცია; ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი; ევროპის სოციალური ქარტია, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
ამასთან, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული რეალაქტი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით საჩივრდება სასამართლოში.
სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული „თანამდებობიდან გათავისუფლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 06 თებერვლის ბრძანება №MIA 3 18 00295689 და „მსმენელის სტატუსის შეწყვეტის შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ა--დემიის რექტორის 2018 წლის 02 თებერვლის№MIA 8 18 00266974 ბრძანებები, წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტებს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონთან, ასევე, სხვა სა--ნონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
ამრიგად, სასამართლომ, სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე, ასევე უნდა იმსჯელოს შეესაბამება, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს მოსარჩელე მა-- მშ---------ის მოთხოვნა სამსახურში აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებასთან და--ვშირებით.
6.2. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გარანტირებულია სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის და--ვების უფლება, ხოლო საჯარო სამსახურში მიღების პირობები განსაზღვრულია კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების დროს დაცულია რაიმე სახის არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან.
ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას ავალდებულებს საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის, პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.
საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ ზემოთ აღნიშნული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე მუხლის მეორე პუნქტისა და 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში. ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება.
„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის მიხედვით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, მოიპოვოს საარსებო სახსრები შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან რომელზეც თანხმდება, და მიიღებენ შესაბამის ზომებს ამ უფლების დასაცავად. აღნიშნული უფლების სრული განხორციელების მიზნით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოების მიერ მისაღები ზომები უნდა შეიცავდეს პროფესიული და ტექნიკური სწავლებისა და წვრთნის პროგრამებს, პოლიტიკას და მეთოდოლოგიას, რათა მიღწეულ იქნას განუხრელი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარება და სრული შედეგიანი დასაქმება ისეთ პირობებში, სადაც თითოეული ადამიანის პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლება დაცული იქნება.
სასამართლო აქვე მოიხმობს ევროპული სოციალური სფეროს მარეგულირებელ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტს - ევროპის სოციალურ ქარტიას, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ დასაქმების მაქსიმალურად სტაბილური და მაღალი დონის მიღწევასა და შენარჩუნებას; ამავე ქარტიის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ თითოეული მუშაკის მიერ დასაქმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების წინასწარი მიღების უფლება; აღნიშნულ დავასთან მიმართებაში მნიშვნელოვანია ქარტიის 24-ე მუხლის რეგულაცია, რომლის თანახმადაც, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები იღებენ ვალდებულებას აღიარონ ყველა მუშაკის უფლება უარი თქვას დასაქმების შეწყვეტაზე „საპატიო მიზეზის გარეშე“, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე საწარმოს შინაგანაწესიდან; მხარეები ასევე აღიარებენ მუშაკთა მიერ სათანადო კომპენსაციის ან სხვა შესაბამისი ანაზღაურების მიღების უფლებას საპატიო მიზეზის გარეშე დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში.
ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლება, მათ შორის გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას სათანადო, კანონიერი საფუძვლების გარეშე არ დაუშვას დასაქმებულთა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, რაც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს.
ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ შრომის, მათ შორის სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის და--ვების გარანტირებული უფლება არ არის აბსოლუტური და აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. შრომის უფლების დაცვა არ გულისხმობს დამსაქმებლის აბსოლუტურ შეზღუდვას, კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, გაათავისუფლოს დასაქმებული.
6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, „ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში დასაქმებული, სპეციალური და სამხედრო წოდებების მქონე პირების საქმიანობაზე“, ხოლო ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი პოლიციელებსა და სამინისტროს მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონითა და სხვა სა--ნონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მითითებული კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების– საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სპეციალური წოდებები და დადებული აქვთ პოლიციელის ფიცი.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე მა-- მშ---------- დანიშნული იყო და მსახურობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს სახაზო-საპატრულო განყოფილების (წყალწმინდა) პატრულ-ინსპექტორის თანამდებობაზე. შესაბამისად, მოსარჩელე მა-- მშ---------- წარმოადგენდა პოლიციელს.
6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის, „თ“ და „ო“ ქვეპუნქტებისა და მე-2 პუნქტის მიხედვით, პოლიციელი სამსახურიდან შეიძლება დათხოვნილ იქნეს თანამდებობრივი შეუთავსებლობისა და საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული სხვა საფუძვლით, ხოლო პოლიციელის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი.
მითითებული კანონის კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიციაში სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტებით.
სასამართლო მიუთითებს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N995 ბრძანებით დამტკიცებული წესის 771-ე მუხლის პირველ, მე-4, მე-6 და მე-8 პუნქტებზე, რომელთა შესაბამისად, სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის/ოპერატიული ქვედანაყოფის ის მოსამსახურე, რომელიც დანიშნულია ამ წესის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ თანამდებობაზე, შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსის გავლიდან ხუთ წელიწადში ერთხელ გადის შესაბამის გადამზადების კურსს ა--დემიაში. გადამზადების კურსის გავლის მიზნით მოსამსახურეს აქვს შესაბამის გამოცდაზე ორჯერ გასვლის უფლება. კურსის დასრულების შესახებ გამოიცემა ა--დემიის რექტორის ბრძანება და შედეგები ეცნობება სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს. გადამზადების კურსის წარუმატებლად გავლის შემთხვევაში, მოსამსახურე დაითხოვება სამსახურიდან.
ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორის მიერ, გადამზადების კურსის წარუმატებლად გავლა, მისი სამსახურიდან დათხოვნის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მხარეთა ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ა--დემიის რექტორის 2018 წლის 15 იანვრის ბრძანებით, მოსარჩელე მა-- მშ----------, 2018 წლის 15 იანვრიდან, 2018 წლის 31 იანვრამდე, ჩაირიცხა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ა--დემიაში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა გადამზადების პროგრამის გასავლელად. აღნიშნული პროგრამის გავლის პერიოდში, მოსარჩელე მშ----------ს 2018 წლის 26 იანვარს ჰქონდა ჩათვლა ფიზიკურ ნორმატივებში, რომელიც წარმატებით ვერ დაძლია დადგენილი ნორმატივების შესაბამისად. საცეცხლე მომზადებაში, მოსარჩელე მა-- მშ----------ს ჩათვლა ჰქონდა 2018 წლის 29 იანვარს, სადაც მის მიერ მიღებულმა ქულამ შეადგინა 27, ხოლო მინიმალური ზღვარი გამოცდის წარმატებით ჩაბარებისათვის იყო 30 ქულა.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ მოსარჩელის მოთხოვნით, მისი პატაკის საფუძველზე, საცეცხლე მომზადების ჩათვლის გადაბარება ჩაინიშნა 2018 წლის 30 იანვარს, თუმცა მოსარჩელე მა-- მშ----------მ კვლავ ვერ შეძლო მისი ჩაბარება, რის გამოც მან ფიზიკური ნორმატივების ჩათვლის გადაბარების უფლებით ვერ ისარგებლა.
მოსარჩელე მხარის განმარტებაზე, იმასთან და--ვშირებით, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა გადამზადების პროგრამის გასავლელად მოსარჩელე მა-- მშ---------ის ჩარიცხვა უკანონოდ განხორციელდა, რადგან მას მანამდე შესაბამისი ფიზიკური მომზადება არ გაუვლია შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, სასამართლო აღნიშნავს, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ა--დემიის რექტორის 2018 წლის 15 იანვრის ბრძანება, რომლითაც მოსარჩელე მა-- მშ---------- აღნიშნულ პროგრამაში ჩაირიცხა, მას არ გაუსაჩივრებია კანონით დადგენილი წესით და იგი ძალაშია. ამასთან, მოსარჩელე მა-- მშ----------მ, მონაწილეობა მიიღო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ჩატარებულ, როგორც პირველ, ისე განმეორებით ჩათვლაში. შესაბამისად, სასამართლო მოცემული დავის ფარგლებში ვერ იმსჯელებს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ა--დემიის რექტორის 2018 წლის 15 იანვრის ბრძანებისა და მისი სამართლებრივი შედეგების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე.
ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ „საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ა--დემიაში სპეციალური პროფესიული მომზადების (სწავლების) ფორმების, შეფასების სისტემისა და საწარმოო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ა--დემიის რექტორის 2013 წლის 22 მარტის №87 ბრძანებით დამტკიცებული წესი ან/და სხვა რომელიმე ნორმატიული აქტი, პროგრამის გავლამდე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, მოსამსახურის ფიზიკური მოუმზადებლობის გამო პროგრამის გავლისას მიღებული არადამაკმაყოფილებელი შედეგების გაუქმებას, არ ითვალისწინებს.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა გადამზადების პროგრამის წარუმატებლად გავლის გამო, სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს ა--დემიის რექტორის 2018 წლის 02 თებერვლის ბრძანებით, მოსარჩელე მა-- მშ----------ს შეუწყდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა გადამზადების პროგრამის მსმენელის სტატუსი. სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს ა--დემიის რექტორის 2018 წლის 02 თებერვლის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, 2018 წლის 06 თებერვალს გამოსცა ბრძანება მოსარჩელე მა-- მშ---------ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ.
ამრიგად, საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე მა-- მშ----------მ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, წარმატებით ვერ გაიარა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა გადამზადების პროგრამა, რაც გახდა მისი სამსახურიდან დათხოვნის სამართლებრივი საფუძველი.
6.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან და--ვშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, ადგილი არ აქვს საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლების, შესაბამისად, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ არსებობს „თანამდებობიდან გათავისუფლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 06 თებერვლის ბრძანება №MIA 3 18 00295689 და „მსმენელის სტატუსის შეწყვეტის შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ა--დემიის რექტორის 2018 წლის 02 თებერვლის ბრძანება №MIA 8 18 00266974 ბრძანებების ბათილად ცნობის საფუძვლები.
6.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს სახაზო-საპატრულო განყოფილების (წყალწმინდა) პატრულ-ინსპექტორის თანამდებობაზე აღდგენა.
სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში.
აქედან გამომდინარე, სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან კანონმდებლობა საჯარო მოსამსახურის სამსახურში აღდგენას ცალსახად უკავშირებს მისი დათხოვნის/გათავისუფლების უკანონობას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არა აქვს, შესაბამისად, არ არსებობს მოსარჩელე მა-- მშ---------ის თანამდებობაზე აღდგენის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.
6.7. სასამართლოს შეფასებით, ასევე უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან და--ვშირებით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური შრომითი გასამრჯელო.
ამრიგად, გამომდინარე იქედან, რომ განაცდური ხელფასი ანაზღაურდება დაწესებულების მიერ მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, ხოლო სასამართლომ ბათილად არ ცნო გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და ასევე, უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენის შესახებ, შესაბამისად, არ არსებობს საფუძველი მოპასუხეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალოს მოსარჩელე მა-- მშ---------ის სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ანაზღაურება.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან და--ვშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე მა-- მშ---------ის მიერ, სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარის ოდენობით. გამომდინარე იქედან, რომ მოსარჩელეს კანონით არ ევალებოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, მას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ უსაფუძვლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 23-ე, 24-ე, 32-ე, 33-ე, 331-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მა-- მშ---------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
3. მოსარჩელე მა-- მშ----------ს დაუბრუნდეს მის მიერ, 2018 წლის 02 მარტს №0 საგადახდო დავალების საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით (ხაზინის ერთიანი ანგარიშის რეკვიზიტები: ბანკის დასახელება - ქ. თბილისი ,,სახელმწიფო ხაზინა”; ბანკის კოდი - TRESGE22; სახაზინო კოდი: 300773150).
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე დავით წერეთელი